1 ივლისს (ძვ. სტ. 18 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ლეონტის, იპატის და თეოდულეს

ლეონტი, იპატი, თეოდულე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      ქრისტესშობის პირველსავე საუკუნეში, დაახლოებით 70_იან წლებში, ფინიკიის ოლქის გამგებლად იმპერატორმა ვესპასიანემ დანიშნა სენატორი ადრიანე, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა ახალნაქადაგები ქრისტიანობის მიმდევართა წამება და უმოწყალოდ დახოცვა, თუკი ისინი არ დაემხობოდნენ რომაული კერპების წინაშე და მსხვერპლს არ შეწირავდნენ მათ. მაგრამ ადრიანეს ლეგიონშივე, რომაელ მხედართა შორის იყო ქრისტიანი ლეონტი. როდესაც, ადრიანეს მოახსენეს ლეონტის შესახებ, რომელიც უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას, მეფის ერთგულმა გამგებელმა წმიდანის შესაპყრობად ტრიბუნი იპატი გაგზავნა მეომრების რაზმთან ერთად. გზაში ტრიბუნი მძიმედ დასნეულდა. როცა სულთმობრძავმა ჩათვლიმა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "თუ გსურს განიკურნო, მხედრებთან ერთად სამჯერ წარმოსთქვი: "შემეწიე, ლეონტის ღმერთო". იპატი გამოფხიზლდა. ანგელოზი კვლავ მის წინაშე იდგა. "მე ლეონტის შესაპყრობად ვარ გამოგზავნილი, როგორღა ვხადო მის უფალს?" - იკითხა გაკვირვებულმა ტრიბუნმა. სნეულმა მეომრებს მოუწოდა და ხილვის შესახებ მოუთხრო. მათ შეასრულეს ანგელოსთა ბრძანება და მოხდა სასწაული: სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე იპატი განიკურნა. სიხარულით აღტაცებული მხედრები ლხინსა და ღრეობას მიეცნენ. მხოლოდ ერთი მათგანი - ტრიბუნის მეგობარი, თეოდულე იჯდა განმარტოებით და მომხდარის არსზე ფიქრობდა. მან შესთხოვა იპატის, წასულიყვნენ ქალაქში, ნეტარი ლეონტის მოსაძებნად.

      როდესაც ტრიპოლს მიუახლოვდნენ, ღმრთის განგებით, შესვლისთანავე მგზავრებს უცნობი კაცი შეეგება, სახლში მიიწვია და გულუხვად გაუმასპინძლდა. ვინაობა რომ გამოკითხეს აღმოჩნდა რომ მათ წინაშე ლეონტი იყო, იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ მას და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლით გაბრწყინვება ითხოვეს. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ანდრიანემ ბრძანა, მოეგვარათ მისთვის წმიდა ლეონტი, ტრიბუნი, იპატი და თეოდულე, ხოლო შემდეგ განკარგულება გასცა, წმიდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა ქრისტეს ტარიგთა სიმტკიცე იხილეს, მტარვალებმა მათ მახვილით მოჰკვეთეს თავები. წმიდა ლეონტი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოკეტეს, დილით კი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმიდა მოწამე მთელი დღე თავდაყირა ეკიდა, ყელზე ლოდგამობმული. მმართველმა ბრძანა, არგნებით მანამ ეგვემათ იგი, სანამ სული არ ამოხდებოდა. მარტვილის წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 1 ივლისი, Qwelly, თვენი, ივლისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 230

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:29pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

ცოცხალი მინდორი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2019.
საათი: 11:03pm 0 კომენტარი

      სიმწვანის სიურეალისტური გამოსახვა ჩვენს ყოველდღიურ, ცოცხალ გარემოში ემერიკ ჩანთიერის (Émeric Chantier) მორიგი გატაცებაა და თავისი სკულპტურები სწორედ ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters