6 ივლისს (ძვ. სტ. 23 ივნისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა აგრიპინას

წმინდა აგრიპინა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      მესამე საუკუნეში, ახალგაზრდა ქალწულმა აგრიპინამ, უფლის სიყვარულით უარი თქვა ქორწინებაზე და ქალწულების აღთქმა დადო. ვაინაიდან მაშინ დედათა მონასტერბი არ არსებობდა, აგრიპინა ერში ცხოვრობდა. როდესაც ვალერიანემ ქრისტიანთა დევნა წაიყსო, ქრისტეს სიყვარულით ანთებული აგრიპინა მის სამსჯავროზე წარდგა და უშიშრად განაცხადა მე ქრისტიანი ვარო. ამის გამო წარმართი იმპერატორის ბრძანებით ნეტარი ქალწული დააპატიმრეს, ისედაც დაწყლულებულს სხეულს მრავალი წამება შეამთხვიეს და ძვლები დაუმტვრიეს. ნატანჯ ქალწულს მტარვალებმა ბორკილები დაადეს, მაგრამ ანგელოზმა გაანთავისუფლა საკვრელთაგან. წმიდა აგრიპინამ ვერ გაუძლო გადატანილ ტანჯვას და დაუძლურებულმა სული უფალს შეჰვედრა. ქრისტიანმა დედებმა ვასამ, პავლამ და აღათონიკამ ფარულად აიღეს მარტვილის ცხედარი და სიცილიაში გადაასვენეს, სადაც მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. დაახლოებით XI საუკუნეში აგრიპინას უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 6 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, ქველი

ნახვა: 241

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შტორმის სილამაზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2019.
საათი: 10:14pm 0 კომენტარი

      ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი…

გაგრძელება

დიდი  თვალები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ…

გაგრძელება

ლოურენს რიზი - უსახელო ალიანსი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

       1939 წლის 23 აგვისტოს ნაშუადღევის ოთხი საათისთვის სტალინის პირადმა ავტომობილმა წითელი მოედანი გადაკვეთა. მანქანაში საბჭოთა ლიდერის უჩვეულო სტუმარი იჯდა. დიპლომატიის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე…

გაგრძელება

ალექსანდრე იასაღაშვილი - შავი ვარდი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:00pm 1 კომენტარი

      პროფესორ პავლე ნაპირელის ოჯახი ყირიმში ისვენებდა, დაძაბული შრომით მოქანცულ მეცნიერს ძალიან მოუხდა იქაური მზე და ზღვის ჰაერი. ამინდებიც კარგი დაუდგა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ავტომანქანით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters