წელს არცერთი პოსტი არ მიმიძღვნია არგუსისთვის, არცერთი სტატუსი და ჩემს გარშემოც არ ამომიკითხავს "წყევაი და კრულვაი არგუსისა მის ჭედვისაი".

მაგისტრანტებისთვის საგნების არჩევის რეჟიმი დაანონსებული იყო 7 ოქტომბერს, 14:00_ზე.

14:05 წუთზე შევედი არგუსზე და ჯერ კიდევ არ იყო ჩართული, უცბად გული გადამიქანდა და გამახსენდა წინა 4 წლის ვაი-ვაგლახი და ვიფიქრე ახლაც თუ იგივე ბედი მელისთქო, მაგრამ უმალ გავწბილდი. 14:06 წუთზე არჩევის ღილაკი ამოლურჯდა და მეც პირველი საგანი უპრობლემოდ ავირჩიე

ახლა როცა ამ პოსს ვწერ 14:20 წუთია, ჩემს ცხირლში კი ხუთვე საგანი ადგილზეა.

მართლაც რომ ავე არგუსს!

არ ვიცი ეს MA-ს ბრალია თუ ბაკალავრებსაც ასე გაუადვილდათ წელს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემგან დასაძრახი ვერაფერი ვიპოვე. 

რაც შეეხება საგნებს, ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი განრგიგით, მაგრამ მგონი ღამის ილიაუნი შემიყვარდება პირველ და როგორც ინტუიცია მკარნახობს, მომდევნო 3 სამესტრის მანძილზეც.

აი, სად მიმელიან:

ორშაბათი

• SPSS - ჯგუფი 1 - ივანე კეჭაყმაძე

სამშაბათი

• დევიაცია და მედია გავლენა - ჯგუფი 1 - დიანა ბოგიშვილი

• გამოყენებითი სოციალური სტატისტიკა - ჯგუფი 1 - ნიკა მაღლაფერიძე

ხუთშაბათი

• კლასიკური სოციოლოგიური თეორიები - ჯგუფი 1 - ანა კირვალიძე

პარასკევი

• კვლევითი პროექტი (რელიგია) - ჯგუფი 1 - ლევან თარხნიშვილი

თანა-კურს-უდიტორიელები გამომეხმაურეთ!

ტეგები: Argus, Iliauni, Qwelly, არგუსი, არგუსის შესახებ, არგუსის შესახებ მორალის გარეშე აზრით, არჩევის რეჟიმი, დასაძრახი, ილიაუნი, მაგისტრატურა

ნახვა: 612

გამოხმაურებები!

სწორედაც რომ MA-ს ბრალია :D :D

თა _ მო გაწამებული ბაკალავრები შეგხვდნენ? :D 

თა _ მო_მ თქვა:

სწორედაც რომ MA-ს ბრალია :D :D

შენ ჩემი გაოცება უნდა ნახო, შევედი არგუსზე ახლა და რაც მინდოდა ის საგნები უკვე არჩეული და ცხრილში ჩამჯდარი დამხვდა! :D

ვაუ ვაუ ვაუუუუუ!!! ილიაუნი აღარ ხუმრობს ლიკანკუნა, სურვილით საგნის არჩევის ფუნქცია ეს მართლა ყველაზე თანამედროვეა რაც კი აქამდე მინახავს! :D 

ლიკა_მ თქვა:

შენ ჩემი გაოცება უნდა ნახო, შევედი არგუსზე ახლა და რაც მინდოდა ის საგნები უკვე არჩეული და ცხრილში ჩამჯდარი დამხვდა! :D

ამ სემესტრში და მაგისტრატურაში მართლა არაფერი დაეწუნება ))) 

Kakha_მ თქვა:

მაგისტრებთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს არგუსს :DD

ამ პოსტის დაწერის შემდეგ აღარ :D

Kakha_მ თქვა:

არგუსმა დიზაინი არ შეცვალა? :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ომის ხმაური უკრაინასთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2022.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      უკრაინა და უკრაინა. ესაა ერთადერთი მნიშველოვანი საკითხი რომელიც დღეს ქართულ მედიაში ისმოდა. ცხადია, საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. სხვა ამბები იყო ჩანაწერილი პოლიციელის შესაძლო ძალადობის შესახებ, მიშას საქმე, კოვიდი და ინსეპქტორის სამსახური. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0763 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 იანვარი,…

გაგრძელება

ნახევარმთვარის ამულეტი

გამოაქვეყნა Jamesdarin_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2022.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Crescent Moon amulet is a unique item, so it will only drop randomly. You can't be sure when or where you'll find it. However, in the game, there are Diablo 2 Resurrected Items for Sale certain areas where they have a higher chance of falling, so you have a higher chance of finding them.

Typically, you'll most likely get a Crescent Moon amulet at the end of a game on Nightmare difficulty, or at the start of a game on Hell difficulty. Andariel on Hell is the most likely monster to…

გაგრძელება

ლავროვ-ბლინკენის შეხვედრა უკრაინის ბედ-იღბალზე და არამხოლოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გამოიარებსო ამბობდნენ და აი ისიც, უქმეებზე მზიანი და თბილი დღეები გველოდება საქართველოში. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრისკენ, რომელსაც უკრაინის „ბედი უნდა გადაეწყვიტა“ და მის კვალზე აღმოსავლეთის ნატოს გზა და კიდევ უფრო დაკვალვებით, საქართველოს მომავალიც. შეხვედრა ისე მორჩა, შედეგი კვლავ ბუნდოვანია და საუბარი კი ეპისტოლარული ჟანრში გაგრძელდება. ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა აქციები იმართება, აქტუალურია…

გაგრძელება

უკრაინასთან ჩასაქმეზიარება და ერგნეთის შეკრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ერგნეთში ჩვენი ტერიტორიების ამბებზე შეიკრიბნენ კეთილისმსურველები და ადგილობრივი „ხელისუფლებები“. დღის მთავარი ამბავი ომიკრონთან ერთად სწორედ ეგ იყო. საქართველოშიც ვრცლად განიხილება უკრაინის ამბავი, რადგან ვცდილობთ ერთ ქვაბში მოვიხარშოთ, უფრო სწორად - ერთ ევროპულ ქვაბში. მიშა არ კარგავს აქტუალობას და მის საქმეში ბრალდებულები გამართლებას. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0825 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters