კინოექსპერტი გაბრიელე ბრუნენმეიერი კინოპროექტების მომზადების, წარდგენის/პიტჩინგის შესახებ ოთხდღიან ინტენსიურ ვორკშოპსა და ერთ საჯარო ლექციას ჩაატარებს.

 

ვორკშოპი

ვორკშოპი გამიზნულია ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისათვის, ვისაც აქვს სრული ან მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტი და სურს მოამზადოს პროექტის წარდგენა/პიტჩინგი პროდიუსერებისათვის, პოტენციური დამფინანსებლებისათვის, კინოფესტივალების შესაბამისი სექციებისათვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

 

სახელწოდება: კინოპროექტის შეფუთვა: განვითარებიდან პრეზენტაციამდე

დრო: 16-19 ივლისი, 11:00 - 16:00 სთ

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი # 3-5, ვაკის პარკთან), აუდიტორია # G 308.

რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: http://goo.gl/pn8Kc

სამუშაო ენა: ინგლისური, გერმანული, ქართული

საჯარო ლექცია

ლექცია განკუთვნილია ასევე კინოპროექტის წარდგენით დაინტერესებული პირებისათვის. დასწრება თავისუფალია.

სახელწოდება: როგორ წარვადგინოთ კინოპროექტი — პრეზენტირების ხელოვნება

დრო: 15 ივლისი, 18:00  სთ

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი (მისამართი:ზანდუკელის #16, მე-2 სართული)

 

გაბრიელე ბრუნენმეიერის შესახებ

კინოსცენარების განვითარების, კინოპაკეტების შედგენისა და პროექტის წარდგენის ექსპერტი და ევროკავშირის MEDIA პროგრამის საგანმანათლებლო ინიციატივის MAIA Workshops-ის საგანმანათლებლო ხელმძღვანელი გაბრიელე ბრუნენმეიერი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალთან და საგანმანათლებლო პროგრამასთან, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალის და სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდული პროგრამა Talent Campus, ისტანბულის საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტების განვითარების ვორკშოპი Meetings on the Bridge, რობერტ ბოშის კო-პროდუქციის პრიზი და სხვა.

 

გაბრიელე ასევე ხელმძღვანელობდა MEDIA  პროგრამის საინფორმაციო სამსახურს MEDIA Antenna Berlin-Brandenburg, იყო MEDIA ტრენინგების ინიციატივის Moonstone International-ის სამხატვრო მრჩეველი და კოტბუსის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც შექმნა სექცია East-West-Coproduction Market Connecting Cottbus. 2005 წლიდან ასევე მუშაობს პროექტებისა და სცენარის მრჩეველად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა დაფინანსების ფონდში Kuratorium Junger Deutscher Film.

 

პროექტი Reverse Brain Drain

ვორკშოპი ხორციელდება პროექტის Reverse Brain Drain ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტის პროგრამის „განვითარების, განათლებისა და კულტურის ფაბრიკა“ (Denkfabrik Kultur, Bildung und Entwicklung — Think Tank Culture, Education and Development) მხარდაჭერით და გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ხელოვნების სფეროში.

 

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საჯარო ლექციების და ვორკშოპების სერიები, რომლებსაც გერმანელი და გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანები ატარებენ, ქართველი სტუდენტების პროფესიულ განვითარების მიზნით.

ტეგები: Qwelly, iliauni, workshop, ბრუნენმეიერი, გაბრიელე, ილიაუნი, ლექცია, საჯარო

ნახვა: 135

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How to get pets in Lost Ark

გამოაქვეყნა Jamesdarin_მ.
თარიღი: იანვარი 19, 2022.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Pets are one of the things that can maximize your quality of life in Lost Ark. They will follow you throughout the game, helping you to automatically pick up any loot that falls on the ground. Plus, they'll be able to access your storage remotely, send mail from anywhere, and also give you small combat buffs. So how do you get a pet in the game?

There are three ways to get a pet in Lost Ark: early game quests, in-game events, and Lost Ark's cash shop. In addition, there will be an…

გაგრძელება

კორონას ძლიერი აფდეითი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღეს დაიბრუნა ძველი დიდება კორონავირუსის კოვიდ 19-მა. ხუმრობა ხომ არ არის 7000-ზე მეტი ინფიცირებული და ეს მხოლოდ დასაწყისიაო ამბობენ პანდემიის „სინოპტიკოსები“. დღის მთავარი თემა სწორედ ამს ეხებოდა, ასევე იყო უკრაინის ქართული ბლოკი, სოც სააგენტო და ნაციონალების შიდაგადალაგება. სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაც ისმოდა აქა-იქ. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0840 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

საკულტო თამაში უმაღლეს კალათბურთში

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2022.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

For Sasha go to the store for clothing and purchase the Primary Logo Hoodie. The team shouldn't be a factor as long as you buy one for the team you'd like to 2K22 MT. After purchasing it, go to the City Runway and show it off. You should receive a completed target at this point informing you that the outfit was approved for Sasha.

For Sarah Buy anything from the shop where the city she lives in is. The players have also shared that they have completed this mission by wearing the Luka…

გაგრძელება

სუბსიდირება, თურქული წამლები და შველა ტრაგედიით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც იქნება თოვლი გამოჩნდა ზამთარში. მართალია ჯერ ძალიან მსუბუქად დედაქალაქელებისთვის, მაგრამ საქართველოს უმეტეს ნაწილში პრობლემებიც კი შექმნა, ამასთან, სინოპტიკოსები როგორც გვპირდებიან, 19-20 იანვარს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი, ნისლი, ქარბუქი და სხვა მომიჯნავე ამბებია მოსალოდნელი. თუმცა, დღეს დილით გზების დეპარტამენტი - საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში…

გაგრძელება

Qwelly World

free counters