მრავალთვალი - Qwelly2024-03-29T09:56:13Zhttps://www.qwelly.com/group/iliauni/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noმრავალთვალა გოლიათი?!tag:www.qwelly.com,2014-03-04:6506411:Topic:6328132014-03-04T13:43:56.937Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ილიაუნის არჩევის უზრუნველყოფის სისტემას ჰქვია არგუსი!

არგუსი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ლექსიკონში ამგვარად განიმარტება:

1. ბერძნ. მით. გოლიათი, რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო (ზოგი თვალით რომ ეძინა, დანარჩენებით…

ილიაუნის არჩევის უზრუნველყოფის სისტემას ჰქვია არგუსი!

არგუსი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ლექსიკონში ამგვარად განიმარტება:

1. ბერძნ. მით. გოლიათი, რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო (ზოგი თვალით რომ ეძინა, დანარჩენებით ფხიზლობდა);

სხვა განმარტებები გვეუბნებან, რომ არგუსი ესაა ფხიზელი დარაჯი ან უარესი - ფრინველი ხოხბების ოჯახისა; ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ამ განმარტების მიხედვით, წესით ხოხბების ოჯახის წარმომადგენლის სახელი არ უნდა შეერჩიათ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი პროგრამისთვის, მითუფრო რომ საქართველო ნამეტანი შორსაა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისგან და მაინცდამაინც არ აღმაფრენა არ სჩვევია ჩვენს არგუსს.

გამოდის რომ ან გოლიათია, რომელსაც ბევრი თვალები აქვს და ყოველთვის ფხიზლადაა, ან უბრალოდ დარაჯი.

თუ გოლიათია, მაშინ ან ლექსიკონი ცდება, ან ჩვენი პროგრამისტები. ხოლო, თუ დარაჯია... თქვენ კაი ხალხნო...

ახლა უფრო ადვილი ხდება გაუგოთ არგუსს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ის მრავალთვალა გოლიათია, რომელიც ყოველთვის ფხიზლადაა, ვინაიდან ყოველი სემესტრის დაწყების წინ ისე გულაინად თვლემს, რომ მეეჭვება მრავალთვალა გოლიათს ძველი საბერძნეთიდან, ოდესმე ასე ძინებოდეს.

შესაბამისად, არგუსი არის დარაჯი! დიახ ამხანაგებო, ფხიზელი დარაჯი!!! მაგრამ მაჩვენეთ ერთი დარაჯი რომელსაც არ ჩასძინებია!!! ამიტომ ნუ ესვრით ქვას, ნუ სცემთ და ნუ გაკიცხავთ საცოდავ დარაჯს, რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ორი დიდძილიანობს პერიოდი აქვს, გაზაფხულის პირი და შემოდგომის შაუწელი. დააძინეთ ეს საცოდავი დარაჯი, მოასვენეთ და თქვენც დაისვენებთ.