5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ნეოკესარიელ წმინდა ეპისკოპოს პავლეს.

      IV საუკუნის დასაწყისში, ვიდრე რომის იმპერიას ერთი მმართველი ეყოლებოდა, ქრისტიანთა სასტიკი დევნა და შევიწროება მიმდინარეობდა. იმპერატორ ლიკინიუსის ზეობისას (307-324 წწ), ნეოკესარიელი ეპისკოპოსი პავლე ქრისტეს სიყვარულისა და აღიარებისთვის სასტიკად გვემეს, აწამეს, ცეცხლზე გავარვარებული რკინით ხელები დაუწვეს და საპყრობილეში ჩააგდეს მდინარე ევფრატის ნაპირას. დაახლ. 15-20 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც რომის იმპერიის ტახტი იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა დაიკავა, ქრისტიანთა გათავისუფლება დაიწყო. გათავისუფლებულ ქრისტეს მიმდევართა შორის მოხვდა ნეოკესარიელი ეპისკოპოსი პავლე, რომელიც უკვე 325 წელს, მსოფლიოს პირველ საეკლესიო კრებას დაესწრო ნიკეაში. გადმოცემის მიხედვით, კრების შემდეგ იმპერატორი კონსტანტინე ეახლა წმინდა ეპისკოპოსს და დამწვარ ხელებზე ეამბორა. წმინდა პავლე სიცოცხლის ბოლომდე მშვიდობით, მართლმკვეთელობითა და ქრისტესმიერი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 5 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 223

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2021

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 2, 2021.
საათი: 1:50pm 0 კომენტარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ეპისტოლე, პატრიარქის ეპისტოლე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სააღდგომო ეპისტოლე 2021,Qwelly, ბლოგი, qwellynews

ქრისტე…

გაგრძელება

ვნებული და გამარჯვებული

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

ჯარის იუბილე და კანონებით ჯახი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2021.
საათი: 11:31pm 0 კომენტარი

      წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160,…

გაგრძელება

ამნისტიის კანონი და ჯანდაცვის საათი პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters