23 იანვარს (ძვ. სტ. 10 იანვარი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს უდიდეს ღვთისმეტყველს წმინდა  გრიგოლ ნოსელს

       გრიგოლ ნოსელი გახლავთ ბასილი დიდის ძმა პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჯერ ძველ ბერძნულ მწერლობას, შემდეგ კი რიტორიკასა და ფილოსოფიასაც ჩაუღრმავდა. გარდა ამისა ქრისტიანული განათლებაც მიიღო. ქრისტიანულ აღზრდში დიდი წვლილი აქვს  დედას და დას – მაკრინეს (ხს. 19 ივლისს). გრიგოლმა წმიდა მაკრინას ცხოვრება დაწვრილებით აღწერა და შემოგვინახა.

       დედის, დის, შემდეგ კი ძმის – ნავკრატიუსის განდგომამ ამსოფლიურ ამაოებათაგან დიდი გავლენა მოახდინა წმიდანზე. წმიდა გრიგოლი მკითხველად დაადგინეს ეკლესიაში, მაგრამ 364 წელს მან ხელი აიღო საეკლესიო მოღვაწეობაზე და რიტორობას დაუბრუნდა. ძმა საყვედურობდა მას: „რიტორის სახელი არჩიე ქრისტიანობას?!”

       როგორც ჩანს, გრიგოლი სწორედ ამ სულიერი ბრძოლების და მერყეობის ჟამს დაქორწინდა. შემდეგ იგი წერდა: „ნეტარნი არიან ისინი, რომლებსაც ძალუძთ უმჯობესის არჩევა და არ განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი, ისევე, როგორც ჩვენ, რომლებიც თითქოსდა უფსკრულით განვიზღუდეთ ქალწულებისაგან; ხოლო ქალწულებამდე ვეღარ ამაღლდება ისეთი ვინმე, ვინც ერთგზის უკვე ჩადგა ფეხი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.”  ბასილი დიდმა  კესარიის ეპისკოპოსმა 372 წელს  გრიგოლს დაასხა ხელი ნისის ანუ, ძველი ქართულით, ნოსიის ეპისკოპოსად.

       371 წელს გრიგოლმა დაწერა თავისი სახელგანთქმული შრომა „ქალწულებისათვის”, მთლიანად შეემსჭვალა ქრისტიანულ ასკეზას და მისი ცხოვრება ღვთისკენ დაუსრულებელ ზესწრაფვად იქცა.

       ამ დროს არიანელი ვალენტი (364-378) ზეობდა და იმპერიაშიც მწვალებლები მძლავრობდნენ. წმიდა გრიგოლი ძმასთან, ბასილი დიდთან ერთად ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას, რისთვისაც სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. 376 წელს მას ცილი დასწამეს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში, გადააყენეს ეპისკოპოსობიდან და ანკირიაში გადაასახლეს, მომდევნო წელს არიანელ ეპისკოპოსთა კრებამ კვლავ დაგმო იგი, მაგრამ წმიდა გრიგოლი სულით მაინც არ ტყდებოდა და შორიდან განამტკიცებდა თავის სამწყსოს. ეს წლები მისი სულიერი აღმაფრენის ჟამი იყო. ამ ხანებში შექმნა მან ქრისტიანული მისტიკის ურჩეულესი ძეგლები „ცხოვრება მოსესი” და „განმარტება ქება ქებათასი”.

       ვალენტის (378) სიკვდილის შემდეგ გრიგოლი დააბრუნეს თავის კათედრაზე და მრევლიც სიხარულით შეხვდა მას, მაგრამ სულ მალე, 379 წელს ბასილი დიდი გარდაიცვალა, რამაც დიდად დაამწუხრა წმიდანი. მან გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა ძმას, შემდგომ კი დაასრულა მისი ნაშრომი “ექუსთა დღეთათჳის” – განმარტა მეექვსე დღის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის შესაქმეს ეხება ( „ადამიანის შექმნის შესახებ”).

       გრიგოლ ნოსელი ცდილობდა, ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ბასილის მიცვალებამ დატოვა საქრისტიანოში და ამიერიდან უპირველეს როლს ასრულებდა ეკლესიის ცხოვრებაში. 379 წელს მან მონაწილეობა მიიღო ანტიოქიის საეკლესიო კრების მუშაობაში და დაგმო ერესები, რომელთა ნაწილი ღვთისმშობლის ქალწულებას უარყოფდა, ნაწილი კი ღვთაებად აღიარებდა მას. კრებამ გრიგოლს დაავალა, ემოგზაურა არაბეთსა და პალესტინაში, მოეხილა იქაური ეკლესიები და განემტკიცებინა მათში მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობელზე. უკან გამობრუნებულმა წმიდანმა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა.

       381 წელს წმიდა გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი უმთავრესი ძალა იყო კონსტანტინეპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც საბოლოოდ დაგმო არიოზის მწვალებლობისგან აღმოცენებული ყველა ერესი. ამ კრებაზე წმიდა გრიგოლის ინიციატივით, დამატება შეიტანეს ნიკეის რწმენის სიმბოლოში. სხვა ეპისკოპოსებთან ერთად, გრიგოლ ნოსელმაც კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსად დაადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

       394 წელს წმიდანი მონაწილეობს კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების მუშაობაში, რომელიც მოწვეულ იქნა არაბეთში საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად. ამ კრების შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ღრმად მოხუცებული გრიგოლ ნოსელი მშვიდობით მიიცვალა.

       ნეტარი თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მანძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 იანვარი, Qwellyland, თვენი, იანვარი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 370

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Final Fantasy

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

სამი გზა - კლასიკა გამარჯვებისკენ

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Final Fantasy XIV players have many things to do in the game, such as completing a wonderful storyline, participating in PvP and so on. At the same time, they also have a decent quality of life, and this requires players to have some FFXIV Gil to embark on a journey in this fantastic land. FFXIV Gil is the currency in Final Fantasy XIV. Just like the British Pound or Japanese Yen, FFXIV Gil is the basis for all legal transactions in Final Fantasy XIV.

FFXIV Gil has too many functions,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters