თვენი - Qwelly2024-03-29T11:51:51Zhttps://www.qwelly.com/group/ianvari/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noწმინდა საბიანაtag:www.qwelly.com,2019-01-13:6506411:Topic:13520302019-01-13T17:21:06.425Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა და ღირს მონაზონს - საბიანას., სამცხის მონასტრის წინამძღვარს

საქართველო, მსოფლიო ეკლესიაში გამორჩეულია ადრეული პერიოდის დედათა მონასტრების სიმრავლითაც. ერთ-ერთი პირველი ცნობები, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოგვეპოვება, თუმცა სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, შეგვიძლია…

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა და ღირს მონაზონს - საბიანას., სამცხის მონასტრის წინამძღვარს

საქართველო, მსოფლიო ეკლესიაში გამორჩეულია ადრეული პერიოდის დედათა მონასტრების სიმრავლითაც. ერთ-ერთი პირველი ცნობები, ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოგვეპოვება, თუმცა სწორედ ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედათა მონასტრები კიდევ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო დაარსებული. ამ მონასტრებში მოღვაწე დედები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ და ასკეტური ცხოვრებაც მკაცრი იყო - გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი საქმიანობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და სიბრძნეს ანგარიშს უწევდნენ და მათ წინაშე ქედს იდრეკდნენ მეფე-დედოფალნიც. საქართველოს ისტორიაში, მრავლად მოგვეპოვება ცნობები, როდესაც საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები განდეგილ დედებს აღსაზრდელად საკუთარ შვილებს მიაბარებდნენ. გიორგი მცირის ცნობით, XI საუკუნეში, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირველი შვილი, თეკლა, ღმერთს შესწირეს და მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას - „ღირს და წმიდა“ დედაკაცს მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. წმიდა საბიანამ „შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი და კეთილად აღზარდა“. შემდეგ ამ მონასტერში მიუყვანიათ შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“. წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 12,33). წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმინდა თადეოზი, აღმსარებელიtag:www.qwelly.com,2019-01-11:6506411:Topic:13518552019-01-11T14:43:59.764ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს.

წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818…

11 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თადეოზ აღმსარებელს.

წმინდა თეოდორე სტუდიელის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე იყო ღირსი თადეოზი. იგი იმ წმინდა მოწამეთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ხატმებრძოლეთა წინააღმდეგ დაუღალავად ღაღადებდნენ უფლის სიტყვას და ამავე ჭეშმარიტების გამო გახდნენ მოწამენი. წმინდა თადეოზი, იმპერატორ ლეონ V-ის ზეობისას, 818 წელს ეწამა. იმ პერიოდს, სხვაგვარად, ხატმებრძოლთა ოქროს ხანასაც უწოდებენ. სწორედ მაშინ წარადგინეს ღირსი თადეოზი მწვალებელთა სამსჯავროზე, სადაც, აბუჩად იგდებდნენ ნეტარს, მაცხოვრის ხატი მიწაზე დადეს, შემდეგ კი მისცვივდნენ უფლის რჩეულს და ძალადობით ხატზე ფეხი დაადგმევინეს. ამის შემდეგ მსაჯულმა თქვა: „შენ ქრისტეს ხატი გათელე, ახლა - შემოგვიერთდი“. მაგრამ წმიდა თადეოზმა ახოვნად უპასუხა, თაყვანს ვსცემ და სიყვარულით ვემთხვევი მაცხოვრის წმიდა ხატს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფეხის დადგმა კი ცოდვად არ შემერაცხებაო და შეაჩვენა ხატმბრძოლთა უსჯულოება. ამისთვის უფლის რჩეული სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი მიწაზე ათრიეს და ცოცხალ-მკვდარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს. ერთმა ქრისტიანმა წმიდანი შინ მიიყვანა. ნეტარმა თადეოზმა კიდევ სამი დღე იცოცხლა, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

სიმონ მირონმდინარეtag:www.qwelly.com,2019-01-10:6506411:Topic:13518312019-01-10T17:13:57.933Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე მოღვაწე სვიმეონ (სიმონ) მირონმდინარეს

ათონის მთაზე, მკაცრის ასკეტური მოღვაწეობით, მრავალი წმინდა მამა შეუერთდა ქრისტეს მებრძოლი ეკლესიიდან ქრისტეს მოზეიმე ეკლესიას. მათ შორის არის წმინდა სვიმეონ მირონმდინარე, რომელიც მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სასწაულმოქმედი…

10 იანვარს (ძვ. სტ. 28 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე მოღვაწე სვიმეონ (სიმონ) მირონმდინარეს

ათონის მთაზე, მკაცრის ასკეტური მოღვაწეობით, მრავალი წმინდა მამა შეუერთდა ქრისტეს მებრძოლი ეკლესიიდან ქრისტეს მოზეიმე ეკლესიას. მათ შორის არის წმინდა სვიმეონ მირონმდინარე, რომელიც მეცამეტე საუკუნის მოღვაწე სასწაულმოქმედი წმინდანია. მან ეს ნიჭი სწორედ თავისი ასკეტური ცხოვრების შედეგად მიიღო უფლისგა საჩუქრად. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა, სწორედ ამიტომ ეწოდა მას ქრისტეს ეკლესიაში მირონმდინარე.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

სარდელი ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელიtag:www.qwelly.com,2019-01-08:6506411:Topic:13513942019-01-08T10:03:58.427ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სარდის ეპისკოპოსს ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელს

ბოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 787 წელს, სხვა წმინდა მამათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე იყო სარდის ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე), რომლის ეპისკოპოსობის დროსაც, რომის იმპერიის ტახტზე ორი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე VI პორფიროგენეტი…

8 იანვარს (ძვ. სტ. 26 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სარდის ეპისკოპოსს ეფთიმე (ექვთიმე) აღმსარებელს

ბოლო, VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 787 წელს, სხვა წმინდა მამათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე იყო სარდის ეპისკოპოსი ეფთიმე (ექვთიმე), რომლის ეპისკოპოსობის დროსაც, რომის იმპერიის ტახტზე ორი იმპერატორი შეიცვალა - კონსტანტინე VI პორფიროგენეტი (780-797) და ირინე (797-802), ხოლო ეპისკოპოსობიდან გადასახლებაში მყოფობისას, კიდევ 4 სხვა იმპერატორი. წმინდა ეფთიმე ეპისკოპოსის ხარისხში ესწრებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებასაც, სადაც წმინდა მოწამემ, ხატმებრძოლთა მწვალებლობა ამხილა. სწორედ ეს მხილება გახდა მისი დევნის მიზეზი. როცა ტახტზე, ნიკიფორე I ავიდა (802 წელს), ხატმებრძოლეობით გამორჩეულმა იმპერატორმა წმინდა ეფთიმე, სხვა იერარქებთან ერთად კუნძულ პატალარეაზე გადაასახლა. მოგვიანებით, იმპერატორ ლეონ V-ის (813-820) მიერ გადასახლებიდან გამოწვეულმა ეპისკოპოსმა კვლავ გაბედულად ამხილა ხატმბრძოლობა, რისთვისაც იგი ისევ გადაასახლეს - ქალაქ ასში. შემდგომი იმპერატორი - მიხეილ II ენაბრგვნილიც (820-829) ხატთაყვანისცემის წესის უარყოფას მოითხოვდა წმიდანისგან, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მაშინ ნეტარი მოწამე მესამედ გადაასახლეს - ამჯერად კუნძულ კრეტაზე. ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ბრძანებით, რომელმაც ტახტზე მიხეილი შეცვალა, წმიდა ეფთიმეს წამებით ამოხადეს სული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

კრეტაზე აღსრულებული მოწამეებიtag:www.qwelly.com,2019-01-05:6506411:Topic:13512542019-01-05T12:23:15.944ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს.

რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს…

5 იანვარს (ძვ. სტ. 23 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კუნძულ კრეტაზე აღსრულებულ მოწამეებს.

რომის გაქრისტიანებამდე, იმპერატორები თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქრისტიანთა დევნაში. ერთ-ერთი გამორჩეული, ამ მიმართულებით იყო იმეპრატორი დეკიუსი, რომლის ზეობის დროსაც (249-251) მრავალი ქრისტიანი ეწამა სარწმუნოების სიყვარულით. ამ მოწამეთა რიგებს მიეკუთვნებიან კრეტაში წამებულები: თეოდულე, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიოსი, აღათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი. იმპერატორის მსგავსად, კუნძულ კრეტის მმართველიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

მოწამე იულიანა და ნიკომედიაში წამებულებიtag:www.qwelly.com,2019-01-03:6506411:Topic:13509932019-01-03T08:04:04.713ZKakhahttps://www.qwelly.com/profile/Kakha

3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას და მასთან ერთად, ნიკომედიაში წამებულებს

ქრისტიანთა დევნის ადრეულ წლებში, მორწმუნეთა წამების მრავალი ეპიზოდია აღწერილი წმინდათა ცხოვრების წიგნებში. მათ შორის არის, მეოთხე საუკუნის დამდეგს, ნიკომედიაში წამებული 500 მამისა და 130 დედის ისტორია, რომლებიც მოწამე…

3 იანვარს (ძვ. სტ. 21 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე იულიანას და მასთან ერთად, ნიკომედიაში წამებულებს

ქრისტიანთა დევნის ადრეულ წლებში, მორწმუნეთა წამების მრავალი ეპიზოდია აღწერილი წმინდათა ცხოვრების წიგნებში. მათ შორის არის, მეოთხე საუკუნის დამდეგს, ნიკომედიაში წამებული 500 მამისა და 130 დედის ისტორია, რომლებიც მოწამე იულიანასთან ერთად აღესრულნენ. წმიდა მოწამე იულიანა დიდებული წარმართის, აფრიკანის ასული იყო. ცხრამეტი წლის ასაკში, მშობლიური ქალაქის, ნიკომიდიის ეპარქ ელევსიზე დანიშნეს. გონიერებით გამორჩეულმა და მეცნიერების, კვლევის სურვილით აღვსილმა იულიანამ, გამოიძია რა თავიანთი სარწმუნოება, უმალ შეიცნო მისი სიცრუე და ამაოება, შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის შემეცნება, შეიყვარა ქრისტე და მოინათლა. როცა ქორწილის დრო მოახლოვდა, მან უარი განაცხადა გათხოვებაზე. მამამ შეაგონა ნეტარს, არ დაერღვია ძველი ნიშნობა, მაგრამ, საწადელს რომ ვერ მიაღწია, განრისხებულმა, საშინლად სცემა ასული. ამის შემდეგ აფრიკანმა იულიანა მისი ყოფილი საქმროს, ქალაქის ეპარქის ელევსის სამსჯავროზე წარადგინა. ელევსიმ სთხოვა წმიდა ქალწულს, ცოლად გაჰყოლოდა, თან აღუთქვა, რომ სარწმუნოების შეცვლას არ აიძულებდა, მაგრამ ნეტარი იულიანა ამჯერადაც მტკიცე უარზე დადგა და ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია. წმიდანს დიდხანს და სასტიკად ტანჯავდნენ, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ უფლისგან კურნება მიემადლებოდა და ძალები უცხოველდებოდა. წმიდა ქალწულის სიმტკიცემ და სასწაულებრივმა კურნებებმა ბევრ წარმართს გაუხსნა გული და გონება ჭეშმარიტებისათვის, ხუთასმა მამაკაცმა და ასოცდაათმა დედამ კი აშკარად აღიარა ქრისტე. ახალ აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. ელევსი დარწმუნდა, რომ შეუძლებელი იყო ზეციური სასიძოსკენ იულიანას ლტოლვის განელება და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ქრისტესთვის მარტვილმა სიხარულით მოისმინა განაჩენი, დიდება და მადლობა შესწირა უფალს და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს (დაახლ. 304 წელს).

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წმიდა იოანე კრონშტადტელიtag:www.qwelly.com,2019-01-02:6506411:Topic:13508872019-01-02T12:13:49.923Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

2 იანვარს (ძვ. სტ. 20 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანე კრონშტადტელს

მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის მიწაზე გაბრწინებულ წმინდათა შორის, გამორჩეული ადგილი უკავია წმინდა იაონე კრონშტადტელს. იგი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა სოფელში „სურა“ (პინეჟის მაზრა). მამამისი, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნე იყო და საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა.…

2 იანვარს (ძვ. სტ. 20 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანე კრონშტადტელს

მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის მიწაზე გაბრწინებულ წმინდათა შორის, გამორჩეული ადგილი უკავია წმინდა იაონე კრონშტადტელს. იგი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა სოფელში „სურა“ (პინეჟის მაზრა). მამამისი, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნე იყო და საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ახალშობილი იოანე, ფიზიკურად იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლები ფიქრობდნენ, ვერ გადარჩებოდა, ამიტომ იმავე ღამით მონათლეს. უფლის განგება, იოანეს, დიდ მოღვაწეობას უმზადებდა. წმინდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს, სადაც თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, უფლის შემწეობით წყალობით, ყველაფერი კარგად წარიმართა.

საუკუნის განზოგებაზე, 1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგში გადავიდა, რათა სწავლა სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა. პარალელურად, იგი საქმის მწარმოებლად მუშაობდა კანცელარიაში და აქ გამომუშავებული მცირეოდენი თანხით, იმ ხანად უკვე დაქვრივებულ დედას ეხმარებოდა. 1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიიღო, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტადტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტადტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა. კრონშტადტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს.

წმინდანის მოღვაწეობა და მისი სიტყვები ხშირად გამხდარა სხვათა მისაბაძი მაგალითი - „მე - მღვდელი ვარ. - ამბობდა ნეტარი - ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „ქრისტიანს ეკლესიის გარეშე, ისევე, როგორც თევზს უწყლოდ, არ შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრება: ეკლესია მისი სტიქიაა“, - წერდა მართალი იოანე, - „ეკლესიასა და ღვთისმსახურებას მოწყვეტილნი. საკუთარი ვნებების მსხვერპლნი ხდებიან და იღუპებიან“. წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ღვთისმსახურებისას კონდაკს თითქმის არ ხსნიდა, ზეპირად ლოცულობდა. საოცარი ძალა ჰქონდა მის ვედრებას. ნეტარი მედავითნეობდა კიდეც, გალობდა, რეგენტობდა. კვეთის დროს საკურთხეველში ათასობით სეფისკვერი შეჰქონდათ დიდი კალათებით, უამრავი ხალხი სთხოვდა წმიდანს ახლობლების მოხსენიებას.

წმინდა იოანე გამორჩეული იყო თავისი ქველმოქმედებითაც, ისედაც ღარიბი სოფლის შემოწირულ თანხებს უხვად იღებდა ტაძრებისა და სამრევლო სკოლების მშენებლობისა თუ სხვა სასიკეთო საქმეებისთვის. წმიდა მამას კურნებისა და განჭვრეტის მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული. მისი ლოცვით იკურნებოდნენ როგორც ხორციელი, ისე სულიერი ავადმყოფები. ნეტარი არამართლმადიდებლებსაც შეეწეოდა: უცხო რელიგიათა მიმდევრების განკურნება მათი მოქცევის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს კრონშტადტიდან პეტერბურგში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

განდეგილი გრიგოლ საკვირველმოქმედიtag:www.qwelly.com,2016-01-21:6506411:Topic:10846472016-01-21T12:47:58.530Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

21 იანვარს (ძვ. სტ. 8 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა გრიგოლ განდეგილს, კიევო-პეჩორის ლავრაში მოღვაწეს

მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, კიევო-პეჩორის მონასტერის წინამძღვარი იყო ღირსი თეოდოსი (იხსენიება 16 მაისს). იმ ხანად მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი გრიგოლი, განდეგილი ბერი, რომელიც თავისი გამორჩეული მოღვაწეობითა და ლოცვით, სულ მალე…

21 იანვარს (ძვ. სტ. 8 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა გრიგოლ განდეგილს, კიევო-პეჩორის ლავრაში მოღვაწეს

მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, კიევო-პეჩორის მონასტერის წინამძღვარი იყო ღირსი თეოდოსი (იხსენიება 16 მაისს). იმ ხანად მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი გრიგოლი, განდეგილი ბერი, რომელიც თავისი გამორჩეული მოღვაწეობითა და ლოცვით, სულ მალე გაითქვამს სახელს. წმინდა მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ასკეტური კვების რაციონით - ის მხოლოდ უმ ბალახს მიირთმევდა და თუ ვინმე მასთან სნეულებისგან განსაკურნავად თხოვნით მოვიდოდა, მათაც ბალახს სთავაზობდა. მის ერთადერთ ქონებას კი წიგნები წარმოადგენდა.

ღირსი გრიგოლი, გამორჩეული იყო იმითაც, რომ ხშირად ქურდებსა და მძარცველებს მოაქცევდა ხოლმე. იყო შემთხვევები როდესაც, მონასტერში მძარცველები შეიპარნებოდნენ, წმინდა გრიგოლთან საუბრის შემდეგ კი დიდი სინანულით ბრუნდებოდნენ უკან. იყო შემთხვევა, როდესაც წმინდა მამა დნეპრზე წყლის ამოსატანად ჩავიდა და იქვე მთავარი როსტისლავის ახალგაზრდა, ომში მიმავალმა მეომრებმა ჩამოიარეს, ბერი დაინახეს და სიცილი დაიწყეს. წმინდა მამამ უწინასწარმეტყველა მათ ბრძოლაში დაღუპვა, თავადს კი წყალში დახრჩობა. ამის გამგონე მეომრებმა წმინდა ბერს ხელ-ფეხი შეუკრეს და დნეპრში ჩააგდეს. წმინდა მამა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება მეომრებთან და თავადთან დაკავშირებით ზედმიწევნით შესრულდა. XI საუკუნის მიწურულს, 1093 წელს წმინდა ბერი გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

წინასწარმეტყველი მიქაtag:www.qwelly.com,2016-01-18:6506411:Topic:10832352016-01-18T10:58:54.930Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

18 იანვარს (ძვ. სტ. 5 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მიქა წინასწარმეტყველს.

მაცხოვრის შობამდე მეცხრე საუკუნეში, იუდეაში ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დროს ცხოვრება წმინდა მიქა (მიქეა, მიქია) წინასწარმეტყველი. მისი სახელი განიმარტება როგორც "ვინ არის ვითარცა". როგორც წმინდა წერილი მოგვითხრობს, წმინდა წინასწარმეტყველი…

18 იანვარს (ძვ. სტ. 5 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მიქა წინასწარმეტყველს.

მაცხოვრის შობამდე მეცხრე საუკუნეში, იუდეაში ელია წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დროს ცხოვრება წმინდა მიქა (მიქეა, მიქია) წინასწარმეტყველი. მისი სახელი განიმარტება როგორც "ვინ არის ვითარცა". როგორც წმინდა წერილი მოგვითხრობს, წმინდა წინასწარმეტყველი მიქა მეფე აქაბს ამხილებდა და ასურელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დაღუპვას უწინასწარმეტყველებდა. მეფეთა წიგნში ნათქვამია, რომ ამ წინასწარმეტყველებისა და მხილების გამო მიქა საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო აქაბის სიკვდილის შემდეგ გაათავისუფლეს. მათეს სახარებაში, შობის სცენის გადმოცემისას წმინდა მახარებელი წერს: "სადა უკუე შობად არ ქირსტე?" (ჰეროდე ეკითხება მღვდელთმოძღვრებსა და მწიგნობრებს), "ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არ წინასწარმეტყველისა მიერ: "და შენ, ბეთლემ, ქვეყანაი ეგე იუდაისი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა, რამეთუ შინგან აგმოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყოსს ერი ჩემი ისრაელი". ეს წინასწარმეტყველება სწორედ წმინდა მიქას ეკუთვნის. წმინდა წინასწარმეტყველი მიქა, მეცხრე საუკუნეში მოწამეობრივად აღესრულა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

იოანე ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსიtag:www.qwelly.com,2016-01-16:6506411:Topic:10823832016-01-16T17:41:55.689Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

16 იანვარს (ძვ. სტ. 3 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს წმინდა იოავანეს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი, მოღვაწეობითად გამორჩული წმინდა მამა ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია მეათე საუკუნეში მოღვაწე იოანე ჭყონდიდელი. მის შესახებ ვიგებთ გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებიდან "ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა". როგორც…

16 იანვარს (ძვ. სტ. 3 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს წმინდა იოავანეს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი, მოღვაწეობითად გამორჩული წმინდა მამა ჰყავს. ერთ-ერთი მათგანია მეათე საუკუნეში მოღვაწე იოანე ჭყონდიდელი. მის შესახებ ვიგებთ გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებიდან "ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისა". როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, იოანე თავადიშვილთა გვარის წარმომაგენელი იყო და კარგი საერო და სასულიერო განათლება მიუღია.

წმინდა იოანე ჭყონდიდელი, რომელიც გამორჩეული იყო ღმრთისმეტყველების ცოდნით, ჯერ კიდევ ერისკაცობისას ეწეოდა საეკლესიო საქმეს. ბაგრატ IV-ს და მარიამ დედოფალს, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მონომაქოსის კარზე შეხვედრისას თან ახლდა. ამ შეხვედრას გიორგი მთაწმინდელიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, წმინდა იოანემ და მისმა ძმამ ათონის მთის მონასტერს დიდძალი შესაწირავის გაუგზავნეს. ასევე იოვანეს თაოსნობითა და მეფის დავალებით, 1059 წელს, საქართველოში ჩამოდის გიორგი მთაწმინდელი, მოგვიანებით სწორედ წმინდა ათონელი მამის ხელდასხმით მოხდება მოხდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო ტახტზე იოვანეს აღსაყდრება.

1061, სხვა ცნობით 1065 წლიდან, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს უკვე მთავარეპისკოპოსის ხარისხი აქვს და ერთ-ერთი დაწინაურებულია ჭყონდიდის კათედრა. საქართველოს ეკლესიის რეფორმის ორგანიზატორი გიორგი მთაწმინდელი, სწორედ იოვანე ჭყონდიდელის დახმარებითა და გვერდში დგომით ცდილობა იმ დროისთვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების მოწესრიგებას.

1066-67 წლებში, კონსტანტინოპოლის კარზე საქართველოს ელჩობა იხმეს. ბაგრატ მეფეს კვლავ იოანე მთავარეპისკოპოსი გაუგზავნია. სწორედ ამ მოგზაურობისას დაუვალებია გიორგი ხუცესმონაზონისთვის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების დაწერა. თხზულებაში გიორგი ხუცეს-მონაზონი, სწორედ იოანე ჭყონდიდელს ასახელებს ერთ-ერთ შემკვეთად: "ღმრთისმოყვარისაცცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაჲ ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამის ჩუენისაჲ უნაკლოდ მიუთხრა".

1085 წლიდან იოვანე ჭყონდიდელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი დიმიტრის (1080-1090) თანაშემწეა - იგი სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული.

გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სვინაქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით, დაახლოებით 1110 წლის 3 იანვარს "გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი".

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►