თავი VIII

8,1 წიაღთა მათთა, ვითარცა ქუეყანასა, ვიტარცა ორბი სახლსა უფლისასა. ამისთჳს, რამეთუ გარდაჰჴდეს აღთქუმასა ჩემსა და შჯულსა ჩემსა შესცოდეს

8,2 ჩემდა ღაღადებდენ: ღმერტო გიცანთ შენ!

8,3 რამეთუ ისრაჱლი გარე-წარვაქციე კეთილსა მტერთასა სდევდეს.

8,4 თავით თჳსით და არა ჩემ მიერ მეფობდეს. მთავრობდეს და არა მაუწყეს მე. ვეცხლი და ოქროჲ მათი იქმნეს თავისა მათისა კერპად, რაჲთა მოისრნენ.

8,5 განიშორე ჴბოჲ ეგე შენი, სამარია! განრისხნა გულის-წყრომაჲ ჩემი მათ ზედა. ვიდრემდე ვერ უძლავს განწმედად.

8,6 ისრაჱლსა შორის? და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს, რამეთუ საცთური არს ჴბოჲ ეგე შენი სამარია.

8,7 რამეთუ ქარსა განმრყუნელსა სთესეს და დაქცევაჲ  მათი ელის მათ. მჭელეულსა არა აქუს ძალი ყოფად იფქლისა. უკუეთუ ყოს, უცხოთა შეჭამონ იგი.

8,8 დაითქა ისრაჱლი. აწ იყვნენ წარმართთა შორის, ვითარცა ჭურჭერი უჴმარი.

8,9 რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთა მად. აღმოსცენდა თჳსაგან ეფრემ. ძღუენი შეიყუარეს.

8,10 ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი და დასცხრნენ მცირედ ცხორებად მეფისა და მთავრისა.

8,11 რამეთუ განამრავლნა ეფრემ საკურთხეველნი, ცოდვა-ექმნნეს მას საკურთხეველნი შეყუარებულნი.

8,12 დავწერნე იგინი სიმართლედ და შჯულიერებანი მისნი უცხოდ შეირაცხნენ საკურთხეველნი შეყუარებულნი.

8,13 ამისთჳს უკუეთუ დაკლან საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალმან არა შეიწიროს იგი. აწ მოიჴსენნეს სიცრუვენი მათნი და შურ-იგოს უშჯულოებათა მათთათჳს. და იგინი ეგჳპტედ მიიქცეს და ასურასტანს არაწმიდასა ჭამდეს.

8,14 დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და იშჱნა ბაგინები. და იუდა განიმრავლა ქალაქები ზღუდოვანი. და მივავლინო ცეცხლი ქალაქებსა მათსა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი.

 

თავი IX

9,1 ნუ გიხარინ, ისრაჱლ, ნუცა განსცხრები, ვითარცა იგი ერნი, რამეთუ ისიძვე და განსდეგ ღმრთისა შენისაგან, შეიყუარენ მოსაცემელნი ყოვესა ზედა კალოსა იფქლისასა.

9,2 კალომან და საწნეხელმან  არა იცნას იგი და ღჳნომან უტყუვა მათ.

9,3 არა დაიმკჳდრეს ქუეყანასა უფლისასა. და დაიმკჳდრა ეფრემ ეგჳპტეს და ასურასტანს არაწმიდასა ჭამდეს.

9,4 არა შეიწიროს ღჳნოჲ და არა სთნდენ მას მსხუერპლნი მათნი, ვითარცა პური გლოვისაჲ - მათ. და ყოველნი, რომელნი ჭამდენ მას, შეიგინნენ, რამეთუ პურნი მათნი - გულად მათდა, არა შევიდენ სახლსა უფლისასა.

9,5 რაჲ-მე ჰყოთ დღეთა კრებისათა, დღეთა დღესასწაულისა უფლისათა?

9,6 ამისთჳს აჰა-ესერა ვიდოდიან უბადრუკებისაგან ეგჳპტისა და ელოდის მათ მემფისი და დაჰფლენ იგინი მაქმოს. ვეცხლი მათი მოსრვამან დაიმკჳდროს და ეკალნი - საყოფელთა მათთა.

9,7 მოვლენან დღენი შურის-გებისანი, მოვლენან დღენი კუალად-გებისა შენისანი და განბოროტნეს ისრაჱლი, ვითარცა წინა-წარმეტყუელი განკრთომილი, კაცი სულ-შემოსილი. სიმრავლითგან სიცრუვეთა შენთა განმრავლდა სიცბილი.

9,8 მსტოვარი - ეფრემ ღმრთისა თანა. წინაწარმეტყუელი - საბრჴე დრკუჲ ყოველთა გზათა მისთა. სიბორგილი სახლსა ღმრთისასა დადგეს.

9,9 განირყუნეს დღისა მისებრ ბორცუსა. მოიჴსენოს სიცრუვჱ მისი, შურ-იგოს ცოდვისა მისისათჳს.

9,10 ვითარცა ყურძენი უდაბნოსა ვპოვე ისრაჱლი და ვითარცა მსტოვარი ლეღჳსა მსთუაჲ, ვიხილენ მამანი მათნი. და იგინი შევიდეს ბელბეგორისა და შეიგინნეს, სარცხჳნელად იქმნნეს,  ვითარცა შეყუარებულნი.

9,11 ეფრემ, ვითარცა მფრინველი განფრინდა. დიდებანი მათნი შობათაგან და სალმობათა და მიდგომილებათა.

9,12 ამისთჳს დაღათუ განზარდნეს შვილნი მათნი, უშვილოვე იქმნნეს კაცთაგან, რამეთუ ამისთჳს ვაჲ მათდა არს, რამეთუ ჴორცნი ჩემნი მათგან.

9,13 ეფრემ, ვითარცა-სახედ ვიხილე, ნადირად წარმოუდგა შვილთა მათთა და ეფრემ განყვანებად და განგუმერად შვილთა მისთა.

9,14 მიაგე მათ, უფალო! რაჲ მიაგო მათ? მიეც მათ საშოჲ უშვილოებისაჲ და ძუძუნი ჴმელნი.

9,15 ყოველნი უკეთურებანი მათნი გალგალას, რამეთუ მუნ მოვიძულენ იგინი უკეთურთა საქმეთა მათთათჳს. სახლით ჩემით გამოვასხნე იგინი და არღარა შევსძინო შეყუარებად მათა: ყოველნი მთავარნი მათნი ურჩ არიან.

9,16 ელმოდეს ეფრემს. ძირნი მისნი  განჴმა, ნაყოფი არღარა მოიღოს; ამისთჳს დაღათუ შვნენ, მო-ვე-ვწყჳდნე იგინი გულის-სათქუმელნი მუცლისა მათისანი.

9,17 განიშორნეს იგინი ღმერთმან, რამეთუ არა ისმინეს მისი და იყვნენ იგინი შეცთომილ წარმართთა შორის.

 

თავი X

10,1 ვენაჴი რქაშუენიერი - ისრაჱლი. ნაყოფი წარმომართებული მისი. სიმრავლისაებრ ნაყოფისა მისისა განამრავლნა საკურთხეველნი და სიმრავლისაებრ კეთილითა მისთა ქუეყანისა მისისა განამრავლა ძეგლები.

10,2 განივთნეს გულნი მათნი, აწ განირყუნენ იგინი. თავადმან დაარღჳნეს საკურთხეველნი მათნი უბადრუკ იქმნნენ ძეგლნი მათნი.

10,3 ამისთჳს აწ თქუან:«არა არს მეფჱ ჩუენდა, რამეთუ არა გუეშინოდა უფლისა, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?»

10,4 იტყოდის სიტყუათა მიზეზით ტყუვილისაჲთა აღთქუმაჲ, აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი საშჯელი ოჴერსა ველსა.

10,5 ჴბოსა სახლსა ონისსა მწირ-იქმნნენ მკჳდრნი სამარიაჲსანი, რამეთუ იგლოვდა ერი მისი მის ზედა. და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდეს დიდებასა მისსა, რამეთუ მიიცვალა იგი მისგან.

10,6 ასურასტნად შეკრეს და მიჰგუარეს ძღუნად მეფესა იარამისასა; მისაცემელად ეფრემ მიიღოს, ჰრცხუენოდის ისრაჱლსა ზრახვითა თჳსითა.

10,7 განაგდო სამარიამან მეფჱ თჳსი, ვითარცა ქარქუეტი წინაშე პირსა წყლისასა.

10,8 და აღიხუნენ ბომონნი ონისანი - ცოდვაჲ ისრაჱლისაჲ. ეკალნი და კუროჲს თავნი აღმოსცენდენ ბომონთა მათთა თანა. და ეტყოდიან მთათა: «დამფარენით ჩუენ!» და ბორცუთა: - «დამეცენით ჩუენ ზედა!»

10,9 ვინაჲთგანცა შესცოდა ისრაჱლმან, მუნ დაადგინნეს. ვერ ეწიოს მათ ბორცუსა მას ბრძოლაჲ შვილთა სიცრუვისათა.

10,10 ზედა მოუჴდა სწავლად მათა და შეკრბენ მათ ზედა ერნი სწავლასა მას მათსა ორთა მათ სიცრუვეთა მათთჳს.

10,11 ეფრემ - სამწყული  წურთილი. უყუარს ძლევაჲ. ხოლო მე ზედა-მიუჴდე უკეთესსა ქედსა მისსა. ზედა მიუჴდეს ეფრემს. დავიდუმო იუდაჲ განვაძლიერო ისრაჱლი.

10,12 ითესეთ თავისა თქუენისა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხორებისა, განინათლეთ თავისა თქუენისა ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრემდის მოვიდეს ნაყოფი სიმართლისა თქუენისაჲ

10,13 რაჲსათჳს დაიდუმეთ უკეთურებაჲ და სიცრუვჱ მოისთულეთ, რამეთუ შჭამეთ ნაყოფი ტყუვილისაჲ და ესევდი ეტლებსა შენსა სიმრავლითა ძალისა შენისაჲთა.

10,14 და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შენსა ზედა და ყოველნი მოზღუდვილნი შენნი წარჴდენ. ვითარცა მთავარი სალამან, სახლისაგან იერობოამისა, დღეთა ბრძოლისათა დედაჲ შვილთა ზედა ქუე დახეთქეს.

10,15 ესრეთ გიყო შენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებისა თქუენისა. ცისკარსა განტივენ, განვარდა მეფჱ ისრაჱლისაჲ

 

თავი XI

11,1 რამეთუ ჩჩჳლ იყო ყრმა ისრაჱლი და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით მოუწოდე შვილთა მისთა.

11,2 ვითარცა მოუწოდე მათ, ეგრეთვე წარვიდოდა პირისაგან ჩემისა. ხოლო იგინი ბაალიმს უგებდეს და გამოქანდაკებულთა უკუმევდეს.

11,3 მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღო იგი მკლავთა ჩემთა და არა ცნეს, რამეთუ მე განვჰკურნებ მათ.

11,4 განრყუნილებასა კაცთასა  გავჰმარტენ იგინი საკრველითა სიყუარულისაჲთა და ვეყო მათ, ვითარცა კაცი, რომელი სცემნ ღაწუსა მათსა, მივხედო მას.

11,5 დაეშჱნა ეფრემ ეგჳპტეს და ასური იგი მეფჱ მისა, რამეთ არა ინება მოქცევად.

11,6 და მოუძლურდა მახჳლი ქარქაშთა მისთა და დასცხრა ჴელთა შინა მისთა და ჭამდენ ზრახვათაგან მათთა.

11,7 და ერი მისი-დამოკიდებულ სამკჳდრებელისაგან მისისა და ღმერთი პატივსა მისსა ზედა განრისხნა და არა აღამაღლოს იგი.

11,8 რაჲ-მე აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაჱლ? რაჲ აღგითქუა შენ? ვითარცა ადამაჲ დაგდვა შენ და ვითარცა ზებოიმი? გარდაიქცა გული ჩემი ერთბამად, შემიძრწუნდა სინანული ჩემი.

11,9 არა ვყო რისხვისაებრ გულის-წყრომისა ჩემისა, არა უტევო მე აღჴოცად ეფრემი. რამეთუ ღმერთი ვარი მე და არა კაცი შენ შორის წმიდა არა შევიდე ქალაქად.

11,10 შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იზახებდეს, რამეთუ იგი იმუღრობდეს და განჰკრთენ ნაშობნი წყალთანი.

11,11 ვითარცა მფრინველნი ეგჳპტით და ვითარცა ტრედნი ქუეყანით ასურასტანით. და კუალად მოვაგნე იგინი სახლთა მათთა - იტყჳს უფალი.

 

თავი XII

 

12,1 მომიცვა მე ტყუვილით ეფრემ და უღმრთოებით - სახლმან იუდაჲსმან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმიდაჲ ღმრთისაჲ ეწოდოს მათ.

12,2 ხოლო ეფრემ სულსა ბოროტსა სდევდა, სიცხესა, ყოველსა დღესა ცუდი და ამაოჲ განიმრავლა და აღთქუმაჲ ასურასტანელთა თანა აღუთქუა და წყალობად შევიდოდა.

12,3 და საშჯელი უფლისაჲ იუდასა ზედა შურის-გებაჲ იაკობისგან გზათაებრ მისთა და სლვათაებრ მისთა მიაგოს მათ.

12,4 მუცელსა შიდა უბრკუმა ძმასა თჳსსა და შრომითა თჳსითა განძლიერდა ღმრთისა მიმართ.

12,5 და განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო. ტიროდეს და მევედრებოდეს მე. სახლსა შინა ჩემსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მისა მიმართ.

12,6 ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს საჴსენებელსა მისსა.

12,7 და შენ ღმრთისა შენისა მოიქეც, წყალობაჲ და სამართალი დაიმარხე და მიეახლე ღმერთსა შენსა მარადის.

 12,8 ქანან, ჴელსა მისსა *უღელი სიცრუვისაჲ, მთავრობაჲ შეიყუარა.

12,9 თქუა ეფრემ: «აწ განვმდიდრდი, ვპოვე განსუენებაჲ თავისა ჩემისაჲ». და შრომანი მისნი ვერ ეპოვნნეს მას. სიცრუვით შესცოდა.

12,10 მე უფალი ღმერთი შენი და გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით და მერმე და-ვე-ღა-გამკჳდრო შენ კარვებსა შინა, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

12,11 და ვიტყოდი წინაჲსწარმეტყუელთა მიმართ და ხილვანი განვამრავლენ და ჴელთა წინაჲსწარმეტყუელთასა მივემსგავსე.

12,12 უკუეთუ გალაად არს  ტყუვილ-მე იყვნესა გალგალას მთავარნი? შესწირვიდეს და საკურთხევლები მათი, ვითარცა კუვები ოჴერსა ქუეყანასა და აგარაკსა.

12,13 და განიშორა იაკობ ველად ასურეთისა და ჰმონებდა ისრაჱლი დედაკაცისათჳს და დედაკაცითა დაიცვა...

12,14 და წინაჲსწარმეტყუელითა აღმოიყვანა უფალმან ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით და წინაჲსწარმეტყუელითა დაიცვა.

12,15 გული განაწყო ეფრემ და განარისხა და სისხლი მისი მასვე გარდაესხას და ყუედრებაჲ მისი მიაგოს მას უფალმან.

 

თავი XIII

13,1 სიტყჳსაებრ ეფრემისა სამართალიცა მისი მიეღო ისრაჱლსა შორის და დაუდვა ბალს და მოკუდა.

13,2 და შესძინა ცოდვად და იქმნეს თავისა მათისა კერპი ვეცხლისაგან მათისა გამოდნობით ხატად კერპისა ქმნული ხუროჲსაჲ აღსრულებული მათა და მათ თქუან: დაუკლნეთ კაცნი, რამეთუ ჴორცნი მოაკლდეს.

13,3 ამისთჳს იყვნენ იგინი, ვითარცა ღრუბელნი განთიადისანი და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი და ვითარცა მტუერი კალოჲსაჲ და ვითარცა ორთქლი ცმელთაჲ

13,4 მე უფალი ღმერთი შენი, რომელმან დავამყარე ცაჲ და დავჰბადე ქუეყანაჲ, რომლისა ჴელთა შექმნნეს ყოველნი ერნი ცათანი. და არა გიჩუენენ იგინი შენ მისლვად და შემდგომად მათა და მე აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით და ღმერთი თჳნიერ ჩემსა არა  იცნა და არა არს ჩემს გარეშე მაცხოვარი.

13,5 მე გმწყსი შენ ქუეყანასა მას უშჱნსა უდაბნოსა მას ზედა.

13,6 მსგავსად საძოვართა მათთა. და განძღეს მაძღრივ და აღმაღლდეს გულნი მათნი. და ამისთჳს დამივიწყეს მე.

13,7 და ვექმნე მათ, ვითარცა ავაზა და ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასურასტანელთასა.

13,8 შევემთხვო მათ, ვითარცა დათჳ განკრთომილი და განვხეთქო შეჴსული გულისა მათისაჲ და შეჭამნენ იგინი ლეკუთა მაღნარისათა მუნ და მჴეცთა ველურთა განხეთქნენ იგინი.

13,9 განჴრწნილებასა შინა - ისრაჱლი. ვინ შეგეწიოს?

13,10 სადა არს მეფჱ იგი შენი? განგარინენ შენ ყოველთა ქალაქთა შენთა! გშჯიდე შენ, რომლისაჲ სთქუ: «მომეც მე მეფჱ და მთავარი».

13,11 და მიგცე შენ მეფჱ რისხვითა ჩემითა და მაქუნდა გულის-წყრომასა ჩემსა.

13,12 შეკრებული სიცრუვისაჲ-ეფრემ დაფარული-ცოდვაჲ მისი.

13,13 სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოუჴდენ მას. ესე არს შვილი შენი გონიერი, რამეთუ ვერ შეუდგეს შემუსვრასა შვილთასა.

13,14 ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი. სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუ გეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თუალთაგან ჩემთა.

13,15 რამეთუ მან ძმათა შორის განწვალოს. მავლინოს ქარი სიცხისაჲ მათ ზედა უფალმან უდაბნოჲთ და განაჴმნეს გამოსადინელნი მათნი და განრყუნნეს წყარონი მისნი.  ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველი ჭურჭერი გულის-სათქუმელი:

 

თავი XIV

14,1 უჩინო იქმნეს სამარიაჲ, რამეთუ წინა-აღუდგა ღმერთსა თჳსსა. მახჳლითა დაეცნენ მრუშებანი მათნი, ქუე დაეხეთქნენ... მუცელ-ქუმულნი მათნი წარაპნენ.

14,2 მოიქეც, ისრაჱლო, უფლისა ღმრთისა შენისა, რამეთუ მოუძლურდი სიცრუვეთა შინა შენთა.

14,3 მოიხუენით თქუენ თანა სიტყუანი და მოიქეცით უფლისა ღმრთისა თქუენისა. არქუთ მას: «ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა», რაჲთა არა მიიღოთ სიცრუვჱ და მიიღოთ კეთილი და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთაჲ.

14,4 ასურ ვერ მიჴსნნეს ჩუენ. ცხენთა არღარა აღვსხდეთ, არცა ვჰრქუათ: ღმერთნი ჩუენნი - ქმნულნი ჴელთა კაცთანი, რომელი არს შენ შორის ობოლი, შეიწყალოს.

14,5 განვკურნო საყოფელი მათი. შევიყუარნე იგინი.

14,6 და ვეყო მე, ვითარცა ცუარი, ისრაჱლსა. ყუაოდის, ვითარცა შროშანი და დაიბნეს ძირნი მისნი, ვითარცა ლიბანემან.

14,7 განვიდენ რტონი მისნი და იყოს ვითარცა ზეთის ხილი ნაყოფიერი და საყნოსელი მისი, ვითარცა გუნდრუკისაჲ.

14,8 მოიქცენ და დასხდენ ქუეშე საფარველსა მისსა. ცხონდენ, იფქლითა განმტკიცნენ და ყუაოდიან, ვითარცა ვენაჴი საჴსენებელი მისი და ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.

14,9 ეფრემისი რაჲ არს მისი მერმე და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და მე განვაძლიერო იგი. მე - ვითარცა ნაძჳ ბორობანი: ჩემგან  ნაყოფი შენი პოვნებულ არს.

14,10 ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყოს ესე? და გონიერ და ცნას იგი? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უღმრთონი მოუძლურდენ მათ ზედა.

ტეგები: Hosea, Hoshea, Old_Tastement, osia, qwelly, הוֹשֵׁעַ, ისრაჱლი, ოსია, წინაწარმეტყუელება

ნახვა: 135

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters