ძმას, მონას ღმრთისას, პეტრეს სებასტიის ეპისკოპოსს, გრიგოლი ეპისკოპოსი ნისიისა სათნოებით გამორჩეულნი ფასიანი მონაგებით რომ ჯილდოვდებოდნენ, როგორც სოლომონი ამბობს, ნივთთა მთელი სამყარო მცირე აღმოჩნდებოდა იმისთვის, რომ შენს სათნოებას შესწორებოდა, რადგან სამადლობელი, ღირსი შენისა პატიოსნებისა საფასეთა ღირებულებას აღემატება. მაგრამ წმინდა პასექი ჩვეულებისამებრ ძღვენს ითხოვს, რომელსაც ვუძღვნით ამაღლებულ სულს შენსას, კაცო ღმრთისაო, თუმცაღა ძღვენი კნინია იმისათვის, რომ შენთვის მორთმევის ღირსი იყოს, მაგრამ არა უდარესი ძალისა ჩვენისა. ძღვენი ესე არის სიტყვა, მსგავსი რაღაც შეურაცხისა სამოსელისა, რომელიც მწირისა გონებისაგან ჩვენისა არა უშრომლად მოიქსოვა. შეიძლება შინაარსი სიტყვისა ბევრს კადნიერებადაც ეჩვენოს, მაგრამ შეუფერებლად მაინც არ ჩაითვლება, რადგანაც ქმნილება ღმრთისა ღირსეულად მხოლოდ ბასილიმ, ვინც ჭეშმარიტად ხატად ღმრთისად დაიბადა და ვინც სული თვისი ხატებითა დამბადებელისათა განამშვენა, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა, მოიაზრა. მან მაღალი წესრიგი სამყაროსი თავისი გამოკვლევით ადვილად მისაწვდომი გახადა მრავალთათვის და სოფელი, რომელიც ღმრთისაგან ჭეშმარიტი სიბრძნით შეიქმნა, შესამეცნებლად აქცია მათთვის, ვინც ჭვრეტას მისი სიბრძნით მიეახლა. ხოლო ჩვენ, რომელნიც იმისთვისაც კი უძლურნი ვართ, რომ მისით ღირსეულად განვცვიფრდეთ, მაინც განვიზრახეთ დამატება იმისი, რაც დიდ მოაზროვნეს გამოუკვლეველი დარჩა, არა იმისათვის, რომ შრომა მისი ნაყალბევით წაგვეხდინა, რადგან ამ მაღალ ბაგეთა შეურაცხყოფა ჩვენი სიტყვების მიწერით უსამართლობა იქნებოდა, არამედ, რათა არ ეფიქრათ, რომ დიდებას მასწავლებლისა მის მოწაფეთა შორის რაღაც მოაკლდა. რამდენადაც თხზულებას “ექვსთა დღეთათვის” აკლია მსჯელობა შესახებ კაცისა, ამ ნაკლის შესავსებად გულმოდგინება მის მოწაფეთაგან არცერთს რომ არ გამოეჩინა, ეს მისი დიდების საწინააღმდეგოდ საყვედურის გამოთქმის მიზეზად სამართლიანად იქცეოდა, თითქოსდა მას მსმენელებში რაღაც გულისხმისყოფის უნარის ამოქმედება არ სურდა. ახლა, როცა ჩვენ გავკადნიერდით, ძალისაებრ ჩვენისა გადმოგვეცა ის, რაც გადმოუცემელი დარჩა, უკეთუ ჩვენს შრომაში რაიმე, მისი სწავლებისათვის არაუღირსი, აღმოჩნდება, იგი მთლიანად მასწავლებელზე იქნება გადატანილი, ხოლო უკეთუ სიტყვა ჩვენი ვერ მიაღწევს სიმაღლეს მისი მოძღვრებისა, ბრალდებაც აცილდება და საყვედურსაც გაექცევა, რომ თითქოსდა არ სურდა მოწაფეთა შორის რაიმე გონივრული მიხვედრის უნარი წარმოშობილიყო. ჩვენ კი, წინაშე საყვედურის მიზეზის მაძიებელთა, სამართლიანად წარმოვჩნდებით ვითარცა ბრალეულნი, რადგან სივიწროვისა გამო ჩვენი გულისა, სიბრძნე მასწავლებლისა ვერ დავიტიეთ. გრიგოლ ნოსელი - „შესაქმისათვის კაცისა“  პატარა როდია მიზანი, რომელიც ჩვენ განსახილველად დავისახეთ, სამყაროს საკვირველებათაგან არცერთს არ ჩამორჩება იგი, პირიქით, ყველაზე მეტია იმათგან, რაც შევიცანით, რადგან არსებულთაგან ღმერთს, გარდა ამ ქმნილების – ადამიანისა, სხვა არავინ ემსგავსება. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიტყვა ღირსებაზე ბევრად დაბლა დაეშვება, კეთილგონიერ მსმენელთა შორის შენდობა ჩვენ მიერ თქმულისათვის უკვე გამზადებული იქნება. ვსაუბრობთ რა ადამიანზე, ვფიქრობ, იმათგან, რაც მას უკავშირდება, გამოუკვლეველი არცერთი არ უნდა დაგვრჩეს; არც ის, როგორც ეს გვჯერა, მას უკვე გარდახდა, არც ის, როგორც ამის მოლოდინი გვაქვს, მომავალში გარდახდება და არც ის, რასაც მასში ახლა ვჭვრეტთ. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დაპირებულის დაკლებულად აღსრულებაში ვიმხილებით, თუკი წინამდებარე განხილვაში გვერდს ავუვლით რაიმეს, რაც კი განხილვის საგანს უკავშირდება. ისიც კი, რაც ადამიანში მასთან მიმართებით წინააღმდეგობრივი ჩანს, რადგან პირველდაბადებულთა შორის არ იხილვებოდა, ხოლო ახლა რაღაც უცილობელი მიმდევრობის გამო, ბუნებრივად იხილვება, წმინდა წერილის სწავლებითა და განსჯისგან მოპოვებული დასკვნებით, ერთმანეთს უნდა შევუთანხმოთ, რათა ყოველივე, რასაც გადმოვცემთ, ერთმანეთზე გადაწნული და მოწესრიგებული იყოს და წარმოაჩინოს, რომ ისიც, რაც წინააღმდეგობრივი ჩანს, ერთი მიზნისკენაა მიმართული, რადგან ღმრთეებრივი ძალა სასოებას უსასოსათვის და გამოსავალს შეუძლებელისათვის ამგვარად პოულობს. სიცხადისათვის უმჯობესად მივიჩნიე შენთვის შემოთავაზებული სიტყვა თავებად დამეყო, რათა მთელი ნაწარმოების შინაარსის დანახვა მოკლედ, ცალკეული თავების სათაურებიდანვე შეიძლებოდეს.

იხილეთ წიგნი:

"შესაქმისათვის კაცისა"

ტეგები: Qwellyland, განმარტება, ნოსელი, ქველი, შესაქმე

ნახვა: 674

გამოხმაურებები!

უღრმესი მადლობა პოსტის ავტორს...

არაფრის, რა მადლობა. მხოლოდ, გამიხარდება რაც მეტი ადამაინი დაინტერესდება ამ თემით.  

khatuna zitanishvili_მ თქვა:

უღრმესი მადლობა პოსტის ავტორს...

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რეგულაციების პროტესტი, დაულაგებელი ოპოზიცია და NDI კვლევას ართულებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:47pm 0 კომენტარი

      მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…

გაგრძელება

ოვალური ოთახის საპრეზიდენტო მორთულობა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm 1 კომენტარი

      ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…

გაგრძელება

უზენაესი გამარჯვება რუსეთზე და ცივი აცრა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…

გაგრძელება

გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm 3 კომენტარი

      როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters