ზოგადი ცნობები წინასწარმეტყველ მიქას შესახებ

ნეტარი იერონიმე: მიქა, ვისზეც მსურს გესაუბროთ, თორმეტ წინასწარმეტყველს შორის, სამოცდაათთა თარგმანის თანახმად, მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ებრაული ბიბლიის მიხედვით – მეექვსეს: ოსია, იოელი, ამოსი, აბდია, იონა და მიქა. ასე რომ, ის, შუაგულს მოქცეული, თავის თავში დიდ საიდუმლოებებს უნდა მოიცავდეს. სახელი მიქა განიმარტება როგორც ‘უფსკრული სიმდაბლისა". წინასწარმეტყველი მორაშეთიდან იყო. ქალაქის სახელი ჩვენს ენაზე მემკვიდრეს ნიშნავს).

პავლე იუნგეროვი: მიქას სახელის მნიშვნელობის წარმოსაჩენად განმმარტებლები წმინდა წერილში გამოყენებულ გამოთქმაზე მიუთითებენ: ვინ არის ვითარცა ღმერთი? აღნიშნული ფრაზა ნებისმიერ ქმნილებასთან შედარებით იაჰვეს ენიოთგამოუთქმელ დიდებულებაზე მიგვანიშნებს. მაგალითად, ღვთის აღმატებული სიწმინდის შესახებ ბიბლიურ წიგნებში ვკითხულობთ: ‘ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?" საღვთო სიდიადე ასეა გამოთქმული: ‘ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე". უზენაესის ყოვლისშემძლეობას ბიბლიური წიგნების ავტორი შემდეგნაირად აფასებს: ‘უფალო, ჩემო პატრონო! შენ დაუწყე შენს მორჩილს შენი სიდიადისა და მაგარი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცად და მიწად, რომ სჩადიოდეს ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ?" და ა. შ. იგივე უწყებას ვხვდებით თავად მიქასთან, სადაც იუდეველი ერისადმი უზენაესის უსაზღვრო სიყვარულზეა საუბარი: ‘ვინ არს ღმერთ, ვითარ შენ, აღმღებელი უშჯულოებათა და ზეშთამავალი უსამართლობა ნეშტთა სამკჳდრებელისა მისისათასა?" წარმოდგენილი ციტატითა და საკუთარი სახელით წინასწარმეტყველმა იაჰვეს შეუდარებელი სიყვარული წარმოაჩინა რჩეული ხალხისადმი…

       არც ძველი აღთქმის წიგნებსა და არც იუდაურ გადმოცემებს თითქმის არაფერი შემოუნახავთ მიქას შესახებ. იერემიას თანამედროვენი მიუთითებდნენ, რომ მიქამ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურების შესახებ საწინასწარმეტყველო სიტყვები მეფე ეზეკიას წინაშე წარმოთქვა და სინანულად აღძრა იუდეველი იერარქი. სოზომენთან შემონახული ცნობების თანახმად, თეოდოსი დიდის ზეობისას ელევთოროპოლისის ეპისკოპოსმა ქალაქთან ახლოს ამბაკუმისა და მიქას ნეშტი აღმოაჩინა… მიქას წიგნში შემავალი სიტყვების უდიდესი ნაწილი იუდაში ეზეკიას მეფობის დროსაა წარმოთქმული, თუმცა შინაარსობრივად იუდეველი ერის იმ განწყობებს წარმოაჩენს, რაც იოთამისა და აქაზის მეფობისას სუფევდა ხალხში. მაგალითან, წინასწარმეტყველი ქალაქ ოფელასა და სხვა გამაგრებული ციხეების, სამხედრო ეტლებისა და ცხენების, იარაღის განადგურების შესახებ იუწყება. წარმოდგენილი წინასწარმეტყველება ხალხში არსებული საომარი განწყობის მიმართ გამოთქმული ირიბი საყვედურია, განწყობისა, რომელიც განსაკუთრებით მძლავრობდა შეუპოვარი იოთამის დროს და, სავარაუდოდ, ეზეკიას მეფობის ჟამსაც გაგრძელდა. მიქა იერუსალიმის სიმაღლეებზე აღსრულებულ თაყვანისცემას განაქიქებს და იუდეველთა დედაქალაქიდან ჯადოქრობისა და კერპებისადმი პატივმიგების აღმოფხვრის შესახებ იუწყება. ხსენებული გაუკუღმართებული ვითარება უკეთური მეფის – აქაზის ხელმწიფებისას სუფევდა იერუსალიმში).

       წინასწარმეტყველება პირობითათ სამ ნაწილად იყოფა, რადგან მასში სამი მიმართვა, სამი გზავნილია წარმოდგენილი. თითოეული იწყება ზმნით 'ისმინეთ. I. 1-2 თავები; II. 3-5 თავები; III. 6-7 თავები. წიგნი პოემის სახითაა დაწერილი, თუმცა სხვა ენებზე თარგმნისას პროზაული ფორმა მიიღო. ახალ აღთქმაში მიქას სიტყვები ორგზისაა ციტირებული. წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემაა წინასწარმეტყველება ისრაელისა და იუდას სამეფოების შესახებ. მიქას ძლიერი გრძნობით წარმოთქმული სიტყვებიდან ჩანს, რომ ძვ. აღთქმის რჩეული ხალხი სინას მთაზე მიღებულ მცნებებს არაფრად მიიჩნევს. შესაბამისად, უზენაესი გამოფხიზლების მიზნით მათ უდიდეს განსაცდელებს მოუვლენს და ამ განსაცდელებში ღვთის წყალობა იხილვება. აღსანიშნავია, რომ წინასწარმეტყველი იუდეისა და ისრაელის სამეფოებს შორის არ ავლებს მკვეთრ მიჯნას, როგორც მისი თანამედროვე ამოსი, ოსია და ესაია აკეთებენ ამას. ცალკე უნდა გამოიყოს მიქას წინასწარმეტყველება ბეთლემის შესახებ (მიქ. 5. 1-2).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ყველა წინასწარმეტყველს ერთი ღვთივშთაგონებული მიზანი ამოძრავებდა - დაერწმუნებინა ისრაელი, რომ უარეყო ცდომილება და ჭეშმარიტი ღმერთის მსახურებას შესდგომოდა. თუკი წინასწარმეტყველთა სიტყვებში ხშირად ერთი და იგივე მეორდება, ნურავინ დასდებს მათ ბრალს ამის გამო და ასე განსაჯოს: შეუძლებელია დადგეს დრო, როდესაც აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვათა გამოსწორებისთვის იზრუნებენ და დაშვრებიან. და როგორც გონიერთაგან არავინ უსაყვედურებს ექიმებს, რადგან ისინი სხვადასხვა დროს, მაგრამ ერთსა და იმავე დაავადებას მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებებით კურნავენ, ვფიქრობ, ვერავინ აყვედრის წინასწარმეტყველთ იმის გამო, რომ ისინი მსგავსი ქმედებებითა და სიტყვებით გამოდიან ასპარეზზე, რადგან ერთია ღმერთი, რომელიც ამეტყველებდა და ცდომილ ადამიანებს ჭეშმარიტ მოძღვრებად განუმწესებდა მათ).

არქიეპის. იოანე სმირნოვი: ოსია, რომელიც ძირითადად ათტომიან სამეფოს ამხელდა, საკუთარ სიტყვას ხშირად სამხრეთის სამეფოსკენაც მიმართავდა, რომ ისრაელისთვის მრავალგზის ნაუწყები უმძიმესი განსაცდელი იუდასაც არ გაეზიარებინა. ცხადია, წინასწარმეტყველის ასეთი გამაფრთხილებელი მიმართვები საკმაოდ მცირე მოცულობის იყო და იუდეის მოსახლეობის ცოდვით გაუხეშებულ გულზე დადებით გავლენას ვერ ახდენდა. ამიტომაც უფალმა მიქას სახით გამოირჩია მოღვაწე, ვინც ოსიასგან განსხვავებით წარმოთქმულის სიღრმეებს გააშიშვლებდა და ხალხის უგულისხმობას მკაცრად ამხელდა. უფალმა იერუსალიმიდან სამხრეთით ახლოს მდებარე ქ. მორაშეთიდან მიქა იერუსალიმში საქადაგებლად წარავლინა. წინასწარმეტყველი მთელი ძალით წარმოაჩენს იუდეველი ერის ხრწნილებას და აღუთქვამს მათ, რომ სამარიაზე მოწევნადი ღვთის მსჯავრი იერუსალიმშიც გადმოინაცვლებს, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება).

დეკან. ალექსანდრე მენი: ესაის სოტერიოლოგოური ხასიათის უწყებებს მიქა ორ ძირითად ცნობას ამატებს: მესია დავითის მოდგმის ერთ-ერთი ჩვეულებრივი დედაკაცისაგან ქალაქ ბეთლემში დაიბადება და სასწაულებრივი იქნება მისი წარმომავლობა. წინასწარმეტყველის სიტყვები მესიის დაუსაბამო, დროთა უწინარეს მყოფობის შესახებ ძველი აღთქმის მოძღვრებაში არსებული სწავლებების საფუძველი შეიქმნა. აღნიშნული უწყება წინ უსწრებდა ლოგოსის თაობაზე წარმოდგენილ სახარებისეულ ცნობას, რომ დასაწყისში იყო სიტყვა").

 

♦ მიქა წინასწარმეტყველი ♦

ტეგები: bible, holy, old_testament, propets, qwelly, ალექსანდრე, ალექსანდრიელი, ბიბლია, იერონიმე, იოანე, მეტი...იუნგეროვი, კირილე, მენი, მიქა, ნეტარი, პავლე, სმირნოვი, ძველი_აღთქმა, წერილი, წინასწარმეტყველი, წმინდა

ნახვა: 317

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unless you prefer the core systems of osrs

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2020.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Unless you prefer the core systems of osrs, in the event you need to just switch and OSRS gold you're actually playing…

გაგრძელება

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 0 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters