იესო ნაზარეველი, სიტყვა ღმრთისა, განკაცებული სიტყვა, მე ვარ, უფალი, იესო ქრისტე, იესუ ნაზარეველი, ქველი, წმინდა წერილი, qwelly, holy bible, wminda werili, ieso nazareveli, jesus christ

      იუანეს სახარების მე–18 თავში ვკითხულობთ, თუ როგორ ეკითხება უფალი იესუ ქრისტე მის შესაპყრობად მოსულ ადამიანებს "ვის ეძიებთ"? (ინ. 18, 4), ისინი პასუხობენ "უესუს ნაზარეველსა" (ინ. 18, 5). უფალი პასუხობს "მე ვარ" მაშინ ისინი უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე (ინ. 18, 6)

როგორ აიხსნება ეს პარადოქსული შემთხვევა თუ მოქმედება?

      ეს შემთხვევა თუ მოქმედება ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია. იესუს შესაპყრობად გამოსული ბრბო და მრავალრიცხოვანი ჯგუფი რომაელთა ჯარისკაცებისა, რომელთაც მოყვებოდათ მღვდელმთავრებისა და ფარისევლების შეიარაღებული მსახურები, იზღუდებიან მისგან, რომლის შესახებაც აქვთ ბრძანება, რომ შეიპყრონ. ნაცვლად იმისა რომ ეს ადმაიანები წინ წავიდნენ და ის მყისვე შეიპყრონ უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე. აწყდებიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამასთან, ერთ უბრალო ადამიანს, რომელიც ნათლად აჩვენებს თავის აღიარებაში თავის პიროვნებას და მზადყოფნას, რომ მათ გადაეცეს და ჩაბარდეს თავისი ნებით.

      წინაპირობა სახარების ამ მონაკვეთის განმარტებისათვის, რომელსაც განვიხილავთ, არის იმ თეოლოგიური (საღმრთისმეტყველო) საწყისის აღნიშვნა, რომელსაც იუანე ღმრთისმეტყველი, როგორც სამართლიანად უწოდა მას ეკლესიამ, გადმოსცემს და იმავდროულად განმარტავს ამ ეპიზოდს იესუ ქრისტეს ცხოვრებიდან. კონკრეტულად სახარების ავტორი, როგორც სახარების დასაწყისში, ასევე მთელ თავის სახარებაში არ წყვეტს ქადაგებას და აცხადებს, რომ კაცი ქრისტე არის განხორციელებული განკაცებული სიტყვა ღმრთისა, სიტყვა რომელიც "იყო პირველითგან ღმრთისა თანა" (ინ. 1, 1), "და ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა რაოდენი რაი იქმნა", ანუ იესუ არ არის უბრალოდ ადამიანი, არამედ იმავდროულად არის ღმერთი და ადამიანი და მაშინ როდესაც იმ ეპოქის იუდეველები მას უყურებენ, როგორც მხოლოდ ადმაიანს და აღიქვამენ მხოლოდ მის ადამიანურ მხარეს, მაშინ იმავდროულად ქრისტეს სიტყვები, ქრისტეს ძალა და ქრისტეს სასწაულები მოწმობენ სახარების მკითხველთათვის მის საღმრთო ბუნებას, სინამდვილეს, რომელიც განცხადდება აღდგომის და სულთმოფენობის შემდეგ.

      ამ თეოლოგიური წინაპირობის შემდეგ შესაძლებელია განსხვავებულ პრიზმაში აიხსნას ეს კონკრეტული მომენტი თუ ფაქტი. იესუს შეპყრობამდე იუანე მახარებელი გადმოგვცემს გამოსამშვიდობებელ სიტყვას ქრისტესი, თავის მოწაფეებისადმი, სიტყვას სადაც სიღრმისეული საღმრთისმეტყველო კუთხით არის გადმოცემული ქრისტეს საღმრთო წარმომავლობა და მისი საღმრთო ბუნება ზუსტად ამ საუბრის შემდეგ მიდიან ბაღში "ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწაფითურთ თვისით წიაღ ხევსა მას ნაძოვანსა, სადა იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი" (ინ. 18, 1). აქ, ამ ბაღში ქრისტე, ჩვეულების თანახმად ხშირად მიდიოდა თავის მოწაფეებთან. ამ მიზეზით იცის იუდამაც ეს ადგილი " იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თვისით " (ინ. 18, 2), და წინ უძღვის შეიარაღებულ ადამიანებს: "ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღვდელთმოძღვართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა" (ინ. 18, 3).

      ერთი შეხედვით ჩანს რომ იესუ წამოეგება იუდას ნაღმს, სინამდვილეში კი იესუ როგორც ღმერთი სრულად აკონტროლებს მდგომარეობას. ამგვარად ჯარისკაცები პირველად ვერ ხედავენ იესუს, უფრო მეტიც არ ესხმიან მას თავს, ხოლო იესუ რომელმაც სახარების მიხედვით, "იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა". გამოვიდა "და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?" (ინ. 18, 4). მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებითაა შესაძლებელი ნათლად დავინახოთ საღმრთო სიდიადე იესუსი. იესუმ იცის ყველაფერი და მიემართება ვნებისაკენ მორჩილად და საღმრთო სიდიადით. მისი მოწინააღმდეგენი კი პირიქით, ანუ იუდა და შეიარაღებული ადმაიანები, რომლებიც მას მოსდევენ, მიუხედავად იმისა რომ, ერთი შეხედვით ჩანს თითქოს მათ მხარეს არის ძალთა უპირატესობა, სინამდვილეში ემსახურებიან ქრისტეს საღმრთო ნების აღსრულებას.

      შემდეგ თხხრობაში უფრო მკვეთრად არის გამოყოფილი და წარმოჩენილი იესუს საღმრთო დიდება, კონკრეტულად კი იმ ეპიზოდში, რომელსაც ეხება ჩვენი შეკითხვა. მაშასადამე, უფალი რომელიც აგრძელებს საღმრთო ნების აღსრულებას და აკონტროლებს სიტუაციას, ეკითხება შეიარაღებულ ბრბოს "ვის ეძიებთ?" ეს სცენა და მომენტი სარწმუნოდ და დამაჯერებლად ჩანს მაშინ, როდესაც შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი პასიურად და უძრავად დგას ერთი ადამიანის წინაშე, ადამიანისა, რომელიც ელოდება მათ და ეკითხება რა უნდათ. ცხადია მათი პასუხიდან, რომ ეძებენ "იესუ ნაზარეველს" გამომდინარეობს, რომ არ ეძებენ "უფალს", "ქრისტეს", "მესიას", "ისრაელის მეუფეს".

      ყველა ის ბრალდება, რომელსაც ქრისტეს აბრალებენ იუანეს სახარებაში, ასაჩინოებს ქრისტეს ღმრთიურ ბუნებას, რაც მიუწვდომელია იმ სიმრავლისთვის, რომლებიც მის შესაპყრობად მოდიან. მათ იციან მხოლოდ ერთი რამ იესუზე, რომ ის არის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მართალია, ამავდროულად ის არის არასაკმარისი, რადგანაც იესუ არ არის ერთი უბრალო ადამიანი მხოლოდ.

      თუკი ამ მომენტს შევხედავთ მახარებლის თეოლოგიური თვალთახედვით, შევამჩნევთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც განკაცებული ღმრთის სიტყვის წინააღმდეგ არიან, ისე, რომ არ ცნობენ მის ღმრთაებრივობას. ამასთან ცდილობენ, რომ ის შეიპყრონ, როგორც ერთი უბრალო ადამიანი და, რა თქმა უნდა, როგორც ბოროტმოქმედი. გარდა ამისა ეს ადამიანები ვერ ცნობენ მას, არც როგორც იესუ ადმაიანს, რომელსაც ეძებენ. პარადოქსია თუკი ყურადღებით დააკვირდება ვინმე ამ ფაქტს, რომ მათ შორის იყო იუდა (ინ. 18, 5), რომელიც სახეზე ძალიან კარგად იცნობდა იესუს.

      მასასადამე გამორჩეულად სუსტი ადგილი, რომელიც უვარაუდება, რომ აქვს იესუს, იუანესგან წარმოჩინდება როგორც უზარმაზარი ძალა, დაბნელებულ მის მდევნელებთან შედარებით. ეს ძალა ჩანს იქიდანაც, რომ იესუს შეუძლია ჯერ კიდევ თუკი ისურვებს გაიქცეს მათი ხელებიდან და დამალოს თავისი პიროვნება. ღმერთკაცი იესუ კი გადაეცემა მორჩილად, თავისი სურვილისამებრ, ადამიანებს რომლებიც სიტყვის პირდაპირი გაგებითაც კი ირყევიან. ყოველივე ამის წარმოჩენა სურს მახარებელს და ამიტომაც დაწვრილებით აღწერს მას.

      ცხადია იესუს თვითგამოცხადება მოკლე ფრაზით "მე ვარ", კიდევ უფრო მეტად აჩვენებს თავის ძლიერებას და მისი მდევნელების უძლურებას, რომლებსაც ესმით ქრისტეს ეს სიტყვები, უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე. მათი მრავალრიცხოვნება და იარაღი რომელიც თანა აქვთ, არ ეხმარება მათ ამ ორი " საშინელი " სიტყვის წინაშე, როგორც მათ ეჩვენებათ. იუანე მახარებელი ამ წინაპირობის შემდეგ, რომლითაც სურს, რომ აჩვენოს, რომ იესუ არის ღმერთი და, რომ როგორც ღმერთი გადაეცემა და შეპყრობილ იქნება მორჩილად, უფრო ადვილად გასაგები ხდება, შეიარაღებული ადამიანების პარადოქსული მოქმედებები.

      მაგრამ ამ ზემოთ მოყვანილი ახსნა–განმარტების შემდეგ, იესუს მდევნელების მოქმედება გაურკვეველი რჩება, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ძველაღთქმისეულ საფუძველს ამ ფრაზისა. ძველი აღთქმის პროტოტიპულ ტექსტებში, უპირველეს ყოვლისა, სახელი ღმერთისა არის "იაჰვე", რომელიც ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტებში ითარგმნება როგორც "ო ონ", ანუ "ის ვინც არის" (გამ. 3, 14). ეს სახელი აცხადებს იმას, რომ ღმერთი არის და უწინარეს ყოვლისა არსებობს, რომლისგანაც ღებულობს არსებობას ყოველი ქმნილება და რომლის მიმართ ყველა ადამიანს აქვს კავშირი, რომ მისგან იკურთხოს მისი პიროვნული არსებობა. ასევე ეს სახელი წარმოაჩენს უზარმაზარ არსობრივ სხვაობას, რომელიც აშორებს ღმერთს ადამიანებისგან, როდესაც ღმერთს არ შეუძლია არსობრივად გამოაცხადოს სხვა არაფერი გარდა საკუთარი თავისა, რომელიც შესაძლებელია გაგებულ იქნას ადამიანების მიერ მხოლოდ მისი არსებობით. ბოლოს კი აცხადებს ღმერთის ერთადერთობას, რადგანაც მას აქვს სახელი " ო ონ " არ შეიძლება, რომ ის იყოს სხვა რამ, გარდა მხოლოდ არსებული ღმერთისა, მაშინ როდესაც სხვა ღმერთები, რომლებიც სწამთ ადამიანებს, აბსოლიტურად არ არსებობენ.

      მჭიდროდ დაკავშირებულია ღმერთის სახელტან ფრაზა "მე ვარ", რომელსაც გამოიყენებს ღმერთი თავის სახელზე საუბრისას. საუბრობს რა თავის სახელზე, უმთავრესად წინასწარმეტყველ ისაიასთან, იმ მიზნით, რომ გამოაცხადოს მხოლოობა, ერთადერთობა, ღმრთაებრივობა, მარადიულობა და ყოვლისშემძლეობა მისი, აქ ეს ფრაზა ხდება ტითქმის სინონიმი ღმერთის სახელისა. ამ მიზნით პასუხობს გარკვეულ შემთხვევებში, უეცრად და მოულოდნელად, როგორც მაგალითად ისაიასთან: "თქვენ ჩემი მოწმენი ხართ! –ამობობს უფალი – და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება". (ის. 43, 10;).

      იუანეს სახარებაში იესუ იგივე ფორმით გამოიყენებს ფრაზას "მე ვარ", თავისი თავის მიმართაც. ასე მაგალითად, ფრაზაში "გარქუთ თქვენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქვენთა ; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა" (ინ. 8, 24;), და იხ. ასევე: "მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაი, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყვ." (ინ. 8, 28;). იესუ არსებითად განსაზღვრავს მსმენელთა ხსნას, იმ რწმენასთან გაიგივებით, რაც უკავშირდება მის გაიგივებას ძველი აღთქმის ღმერთთან. ასევე, ფრაზით: "ამიერითგან გეტყვ თქვენ ვიდრე ყოფადმდე, რაითა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ." (ინ. 13, 19), იესუ წინასწარ აუწყებს თავის მოწაფეებს თავისი ვნების და აღდგომის შესახებ, სანამ ეს ყველაფერი აღსრულდებოდა და ვიდრე მისი მოწაფეები ირწმუნებდნენ მის ღმრთაებრიობას.

      ასევე ქრისტეს მსვლელობისას ზღვაზე, როდესაც იესუ მიმართავს მოწაფეებს ფრაზით "მე ვარ" (ინ. 6, 20), ეს სიტყვები გაგებულ უნდა იქნეს არა როგორც მხოლოდ ერთი უბრალო დამამშვიდებელი სიტყვა. ზღვის ტალღებზე სიარულისას, (ამგვარი სიარული არ შეუძლია არც–ერთ ადამიანთაგანს, რომ აღასრულოს, არამედ მხოლოდ ღმერთს) იესუ ამბობს "მე ვარ". ამ ფრაზაში ჩანს სიდიადე უფლისა, ამ სახელში რომელსაც გამოიყენებს იესუ თავის თავზე, სწორედ ამ მომენტში აცხადებს ის თავის საღმრთო ბუნებას.

      ზემოთმოყვანილი შენიშვნებისა და დაკვირვების შემდეგ, უკვე ძალიან ადვილია გავიგოთ ყველა ის სიღრმეები წინააღმდეგობისა იესუს შეიარაღებული მდევნელებისა, იმ დრის, როდესაც იესუ მათ ეცხადება და უჩვენებს თავის პიროვნებას. გამოცხადება იესუს პიროვნებისა იმავდროულად წარმოადგენს გამოცხადებას მისი საღმრთოობისა და გამოცხადება მისი საღმრთოობისა, იუანეს სახარებაში სხვებთან ერთად ხდება, ღმერთის სახელის "მე ვარ" გამოყენებით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აქ გვაქვს მომენტი საღმრთო გამოცხადებისა: ადამიანი იესუ, რომელსაც ეძებენ ჯარისკაცები, რომ შეიპყრონ, მიემართება მათ, დგება მათ თვალწინ, ყოველგვარი ლოგიკისა და მოლოდინის გარეშე, როგორც ღმერთი. ამ დროს ჯარისკაცები უკან იხევენ, შეშინებულები და უძლურები ვარდებიან მიწაზე ამ გამოცხადების პირისპირ, რომლის სიღრმისეულ აზრს ბუნებრივია ვერ წვდებიან, მათ არ ძალუძთ, რომ ეს ყველაფერი გაიგონ.

      ეს უკანასკნელი კი ჩანს იქიდან, რომ საბოლოოდ წინ ვერ დგავენ ნაბიჯს და იპყრობენ იესუს. "შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი". (ინ. 18, 12;) საქმე, რომელიც ნიშნავს შემდეგს: რომ მათთვის, ამ გამოცხადების გამოცდილება რჩება ერთ–ერთ რიგით მომენტად. ამგვარად იესუ აგრძელებს, რომ იყოს პირველი მოქმედებაში და მეორედ ეკითხება მათ თუ ვის ეძიებენ. მათი პასუხი იგივეა, რომ ეძებენ: იესუს ნაზარეთიდან. ამ პასუხში ჩანს მათი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვინც მათ წინაშეა და ვინც აიძულა ისინი, რომ დაცემულიყვნენ მიწაზე სხვაა, და სხვაა ის ვიზეც მათ აქვთ ბრძანება რომ შეიპყრონ. თუმცა იესუ კვლავ იმეორებს მეორეჯერ, რომ ის არის ის, ვისაც ისინი ეძებენ და რომლის შეპყრობაც მათ აქვთ ნაბრძანები. ამ ფრაზით შეიძლებოდა გვეთქვა, ქრისტე ეუბნევა ჯარისკაცებს, რომ თავისუფლად დატოვონ მისი მოწაფეები და თვითონ შეიპყრონ. მართლაც ეს არის ის მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ჯარისკაცები.

      საღმრთო ძალა, ერთადერთი და ყოვლისშემძლე ღმერთისა, "არსისა", არის უფრო დიდი და უსაზღვრო მის მორჩილ უძლურებასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ის მორჩილად გადაეცემა მათ: "თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს", (ინ. 1, 11). საპირისპიროდ კი გამორჩეული ძალა იესუს მდევნელებისა, არსებითად წარმოაჩენს მათ უმაღლეს უძლურებას. ისინი ელემენტარულად უძლურები არიან, რომ გაიგონ, შეიცნონ, ღმერთის მათ შორის ყოფნა.

ხრისტოს კარაკოლასი
(ათენის უნივერსიტეტის პროფესორი)

"განმარტებითი წერილები - პასუხები კითხვებზე ახალი აღთქმიდან"
გამომცემლობა "თბილისი", 2013

ტეგები: Qwelly, განკაცებული_სიტყვა, იაჰვე, იესო, კარაკოლასი, მოწმობა, ნაზარეველი, წმინდა_წერილი

ნახვა: 354

გამოხმაურებები!

ჩემი აკრეფილი ტექსტია და არავინ იკადროს მოპარვა!

ვაკო, ეს რომელიმე წიგნიდან არის თუ სტატია ნახე სადმე?

წიგნი აქვს დაწერილი

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters