მალაქიას წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

       მხ. 1. ‘განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელისადმი მალაქიას პირით". 
ებრაული ტექსტის დასაწყისში გვხვდება ტერმინი მასსა (შდრ. ‘განაჩენი, სიტყვა უფლისა…), რაც სიმძიმეს, ტვირთს ნიშნავს. იერემია წინასწარმეტყველამდე ამგვარად სახელდებული საწინასწარმეტყველო სიტყვები მხოლოდ წარმართ ერებს განეკუთვნებოდა, ხოლო შემდგომად იერემიასი იუდეველთა მისამართით წარმოთქმულ სიტყვებსაც ეწოდა. მითითებული ებრაული ტერმინი გულისხმობს, რომ საწინასწარმეტყველო სიტყვები, რომლებიც მას მოსდევს, მრისხანე, უმძიმესი ხასიათის მოძღვრებას გადმოგვცემს. მალაქია ცოდვაში მყოფ იუდვევლებს ამხელს და ღვთისგან განკუთვნილი სასჯელის შესახებ იუწყება. 
წინასწარმეტყველის სიტყვები ყოფილი იუდეის სამეფოს მკვიდრებისადმია მიმართული, მაგრამ მალაქია ამ ადამიანებს ‘ისრაელად" მოიხსენიებს, რადგან ასე უწედებდნენ საკუთარ თავს სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები.  მხ. 2. ‘მე შეგიყვარეთ თქვენ, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ, რისთვის შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? ამბობს უფალი, მაგრამ მე იაკობი შევიყვარე…" წინასწარმეტყველი იუწყება, რომ ღმერთს მარადის უყვარდა ისრაელი და ამჟამადაც უყვარს იგი. იუდეველებისადმი სიყვარულის წარმოსაჩენად მალაქია იაკობსა და ესავს იგონებს, რითიც მსმენელს შეახსენებს, რომ უფლის რჩეული იაკობი შეიქმნა.
მხ. 3. ‘ესავი კი შევიძულე და გავაუკაცრიელე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო". 
      ამჯერად საუბარია არა საკუთრივ ესავზე, არამედ მისგან წამოსულ მოდგმაზე იდუმიელებზე. ‘ესავი კი შევიძულე". მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ანთროპოპათიზმი. მალაქია ხსენებულ ფორმას ღვთისაგან იუდეველი ერისადმი სიყვარულის უეჭველობაში დარწმუნების მიზნით მიმართვას. ამავდროულად აღნიშნული სიტყვები იდუმიელთა იუდეველებისადმი არსებულ არაკეთილგანწყობას ადასტურებს და სწორედ ამ მიზეზით განიკუთვნებენ ისინი სასჯელს. ედომელებს განსაკუთრებული ზიანი სპარსი მეფეების ეგვიპტეში ლაშქრობისას მიადგათ, დარიოსის, ქსერქსესა და არტაქსერქსეს დროს. 
ეპისკოპოსი პალადი: (მხ. 15.) უფალი ხალხს საკუთარ გრძნობებს უმჟღავნებს, რასაც იუდეველთა მხრიდან გაუგონარი კითხვა მოჰყვება: რაში ვლინდება უზენაესის სიყვარული ჩვენდამი? ღმერთი ამ საკითხის განმარტების მიზნით შორეულ წარსულს იგონებს, თუ როგორ გამოირჩია მან იაკობი. სწორედ ამ არჩევანისა და მზრუნველობის გამოა, იდუმეა მკაცრად რომ ისჯებს საღვთო ხელით და მომავალში კვლავც დაისჯება).
მხ. 6. ‘შვილი პატივს სცემს მამას და ყმა თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი შიში? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო; თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავით შენი სახელიო?"  უფალს უყვარს ისრაელი, მაგრამ ისრაელი არ ეტრფის მას და ეს სულიერი სიმახინჯეა, არაბუნებრივი მოვლენაა, რადგან ყოველი ძე საკუთარი მამის მოსიყვარულეა. მალაქიას მთავარი ბრალდება ამჯერად სასულიერო პირების, მღვდელებისკენაა მიმართული. ისინი მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ უზენაესისადმი ერთგულებისა და თავიანთი ცხოვრების წესით ღმერთი ედიდებინათ, ხოლო ხდებოდა პირუკუ. სასულიერონი კითხულობენ: ‘რითი შეურაცხვყავით შენი (ღვთის ) სახელი?"
მხ. 7. ‘მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე წაბილწული პური და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: საუფლო ტაბლა შესაზიზღიაო".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველნი ხმიადის მაგიერ საფუარზე გამომცხვარ პურს იყენებდნენ. ამავდროულად სამსხვერპლოზე ნაკლულევან პირუტყვს სწირავდნენ უზენაესს. წარმოდგენილი ბრალდების მთავარი არსი ისაა, რომ მღვდლები უდიერად ეკიდებიან უფლის შესაწირთან დაკავშირებულ მოვლენებს). მხ. 8. ‘ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს? ამბობს ცაბაოთ უფალი".
       მალაქია ამჯერად განმარტავს, თუ რას გულისხმობს წაბილწულ პურში ესაა ბრმა, კოჭლი, ავადმყოფი პირუტყვი, რომელსაც ადამიანები ამაქვეყნის ხელისუფალსაც ვერ შეჰკადრებენ, თუკი მას რამ თხოვნით მიმართეს. 
იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარკვეულმა დრომ გნვლო, სანამ საზოგადოება შეძლებდა მატერიალურად გაძლიერებულიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჟამის მანძილზე ტაძარში ისეთი მსხვერპლი იწირებოდა, რაც რჯულის თანახმად აკრძალული იყო, რადგან სხვა გამოსავალი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. შესაბამისად, მღვდლებიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იღებდნენ იმას, რაც მათთან მიჰქონდათ. გავიდა რამდენიმე ათეული წელი, იუდაური საზოგადოება მოძლიერდა, განვითრდა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, იმატა შემოსავალმა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულება შესაწირ პირუტყვთან დაკავშირებით ჩვევაში გადაიზარდა და იგივე მღვდლები, იცოდნენ რა, რომ შემომწირველს ამჯერად უკეთესი შესაწირის გაღების შესაძლებლობა გააჩნდა, ნაკლულ, უვარგის ძღვენს იწყნარებდნენ. ისინი უდებებით ასე განსჯიდნენ: ღმერთი არ მიაქცევს ამას ყურადღებას, რადგან არც უწინ დაუსჯია ამისთვის ვინმე. 
       მხ. 9-10. ‘ახლა კი შეევედრეთ ღმერთს, ვინძლო შეგიწყალოს. როგორ შემოგხედოს კეთილად, როცა ეს გამოდის თქვენი ხელიდან? ამბობს ცაბაოთ უფალი. რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი". 
უფალი ამბობს, რომ არასათნო მსხვერპლის შეწირვას სჯობდა, რომელიმე მღვდელს ტაძრის გარედან შიგნითა ეზოში შესასვლელი კარი დაეხშა, რადგან სწორედ შიდა ეზოში იდგა სამსხვერპლო. სჯობს, სამსხვერპლოზე ფუჭად არ ენთოს ცეცხლი და ამაოდ არ იწვოდეს მსხვერპლი, რომელიც არ ესათნოვება ღმერთს.  მხ. 11. ‘რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი".  მალაქია მოცემულ მუხლში იუწყება, რომ იუდეველნი უპატიოდ იმ ღმერთს ექცევიან, რომლის სახელიც, დადგება ჟამი და, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განდიდდება; ყოველ ადგილზე საკმეველს დაუკმევენ და ძღვენს შესწირავენ მას. აღნიშული უწყება განნმმარტებლებს ესმით როგორც უწყება ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნების შესახებ. 
       მხ. 14. ‘წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც მამალი პირუტყვი ჰყავს ფარაში, მაგრამ დასაჩიხრებულს აღუთქვამს მსხვერპლად უფალს! რადგან დიდი მეფე ვარ მე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და საშინელია ჩემი სახელი ხალხებში".  სიტყვები იუდაური საზოგადოების მისამართითაა წარმოთქმული. წყევლის ქვეშ ექცევა ყოველი ადამიანი, ვინც უდიერად ეკიდება უფლისადმი შესაწირის აღვლენის საქმეს. წინასწარმეტყველი ღვთისადმი მსახურების გარეგან ფორმას ეგზომ ყურადღებას იმ მიზეზით აქცევს, რომ აღნიშნული წესების დარღვევა ხალხის სულიერი მდგომარეობის ნაკლოვანების მანიშნებელია. მოცემულ შემთხვევაში ნიშანდობლივია, რომ მალაქია ღვთისმსახურების საქმეში არნახული ცვლილებების შესახებ იუწყება. თუკი გარკვეულ ჟამს მხოლოდ იერუსალიმი მიიჩნეოდა უზენაესის სამსახურო ადგილად და ოდენ აარონიანნი დამაშვრალობდნენ ამისთვის, დადგება დრო, როდესაც ყოველ ადამიანს შეეძლება ყველგან ემსახუროს ღმერთს და წმინდა მსხვერპლი შესწიროს. მალაქია არის წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ნაციონალური, გეოგრაფიულად შემოსაზღვრული ადგილის გარდაქმნის შესახებ აუწყებს მსმენელს, რაზეც მთელი სიცხადით მიუთითებდა მაცხოვარი ამაქვეყნიური მოღვაწეობისას.


თავი 2


       მხ. 12. ‘ახლა თქვენთვის არის ეს მცნება, მღვდლებო: თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში".
უზენაესი მღვდლებს ასეთი სახის განჩინებას განუკუთვნებს: ისინი ან გამოსწორდებიან, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთისგან სასჯელს განიკუთვნებენ. სასჯელის არსი უფლისგან გარდამოვლენილი წყევლაა, ხოლო წყევლაში წმინდა წერილი მრავალი სახის უბედურებას მოიაზრებს.
მხ. 36. ‘აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას. მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი. ჩემი აღთქმა მასთან სასიცოცხლოდ და სამშვიდობოდ იყო და მე მივეცი ეს მათ ჩემი შიშისათვის; რიდი ჰქონდათ ჩემი და ეკრძალვოდნენ ჩემს სახელს. ჭეშმარიტი რჯული იყო მის პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მის ბაგეებში; მშვიდობით და სიმართლით დადიოდა ჩემს წინაშე და მრავალი მოაქცია ბოროტებისგან".
წინამდებარე მუხლები გვამცნობენ, თუ როგორ ექცეოდა უზენაესი ლევიტელებს ადრე, რომ მშვიდობასა და სიცოცხლეს გარდამოუვლენდა მათ, ხოლო ისინი კი აღმატებული კეთილკრძალულებით პასუხობდნენ თავიან უფალს. ლევიტელთა წინარე თაობები მხოლოდ მოსეს მცნებებით ხელმძღვანელობდნენ და რჯულისამებრ წარმართავდნენ საეკლესიო საქმეებს, იოტისოდენასაც არ გადასცდებოდნენ; ხოლო მოცემულ შემთხვევაში მდგომარეობა შეიცვალა: მღვდლების უყურადღებობითა და უგულისხმობის მიზეზით მრავალი ადამიანი ღმერთის ‘მოტყუებას" ცდილობს, სურს იოლად, ნაკლები ‘დანაკარგით" მოისტუმროს შესაწირთან დაკავშირებული საქმეები.  მხ. 7. ‘რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი".  წინამდებარე მუხლი მოკლე, მაგრამ ამომწურავი პასუხია, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მღვდელი. აღნიშნული სწავლება ძველთან ერთად ახალი აღთქმის სასულიერო პირებზეც განივრცობა. 
       მხ. 89. ‘თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან, ბევრი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევიანთა აღთქმა, ამბობს ცაბაოთ უფალი. მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში". წინასწარმეტყველთა თანამედროვე სასულიერო პირები ნაცვლად იმისა, რომ ერს რჯულში განსწავლიდნენ, პირიქით, მისი დარღვევისკენ უბიძგებენ საზოგადოებას და ამით ღმერთთან დადებულ ლევიანთა აღთქმას არღვევენ. მღვდლები, რომლებიც საზოგადოებისგან დაფასებას ეძებდნენ და სურდათ, განსაკუთრებულ პატივში ყოფილიყვნენ, თვალს ხუჭავდნენ ხალხის მხრიდან სღვთო რჯულის დარღვევაზე, რომ მამხილებელი სიტყვების წარმოთქმის გამო უსიამოვნო გრძნობები არ აღეძრათ მოსახლეობაში და მათდამი არსებული კეთილი დამუკიდებულება შეენარჩუნებინათ. თუმცა წინასწარმეტყველი იუწყება, რომ აღნიშნული სურვილის მიუხედავად საპირისპირო რამ მოხდება: ასეთი ქმედებისთვის უზენაესი მათ ყოველგვარი პატივის გარეშე დატოვებს და ხალხიც აღარ მიაკითხავს განსწავლისა და ცოდნის მიღებისთვის.  მხ. 1013. ‘განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმა? მუხანათობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელში და იერუსალიმში, რადგან შელახა იუდამ უფლის სიწმიდე, რომელიც უყვარდა, და უცხო ღმერთის ასულს ექმრო…"  მეორე სიტყვის მეორე ნაწილში მალაქია იუდეველებს ცოლქმრული კავშირის დარღვევისა და წარმართებზე ქორწინების გამო ამხელს. ასეთებს უფალი საკუთარი წიაღიდან მოიკვეთს. იუდეველი მამაკაცები რჯულიერ მეუღლეებს ტოვებდნენ და წარმართებზე ქორწინდებოდნენ. 
       მხ. 14. ‘თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო".
ადამიანს წესით ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს. ეს ქალი ‘სიყრმის ცოლია", რადგან ცხოვრების საუკეთესო წლებს მამაკაცი მასთან ატარებს. ღმერთმა ადამი რომ შექმნა, მხოლოდ ერთი ქალი მისცა შემწედ, რითიც მიანიშნა, რომ ერთგზის შეუღლებული ადამი და ევა არასოდეს უნდა გაყროდნენ ერთმანეთს. 
       მხ. 15. ‘არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს".
ხალხი, ვისაც მალაქია მიმართავდა, აბრაამს იგონებს, რომელმაც აგარი და ისმაელი სახლიდან განდევნა. საზოგადოება უდაოდ დიდ პიროვნებას და მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენას იშველიებს თავის გასამართლებლად. მათი თქმით, თუკი მამამთავარი გაეყარა საკუთარი ოჯახის წევრებს, რატომ არ აქვთ ამის უფლება თანამედროვე იუდეველებს. მალაქია მსმენელებს პასუხობს, რომ აბრაამი ასე არა პირადი ინტერესებისა და ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების სურვილით მოიქცა, არამედ ისააკის დაცვის მიზნით, ვინც აღთქმის ძე იყო და ისმაელის მასთან ერთად დარჩენა შესაძლოა, სახიფათო აღმოჩენილიყო კურთხეული ძისთვის. 
       მხ. 16. ‘რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, ამბობს ცაბაოთ უფალი, გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანი". 
მალაქია ცოლქმრულ ურთიერთობებში დიდ სიმკაცრეს იჩენს. მოსეს რჯული ქორწინებას ქანაანელებზე კრძალავდა, ხოლო წინასწარმეტყველი განურჩევლად წარმომავლობისა საერთოდ უარყოფს უცხოტომელთან ოჯახურ კავშირს და ამით ეზრასა და ნეემიას ღვაწლის თანაზიარი ხდება. 
ამგვარი მოთხოვნები მითითებული მოღვაწეების მხრიდან ერთი მიზეზით იყო განპირობებული: იუდაურ საზოგადოებას საკუთარი წიაღი მკაცრად უნდა მოეზღუდა უცხოტომელთაგან, რადგან ახლოვდებოდა ჟამი მესიის მოვლინებისა.  იმავე სიმკაცრეს იჩენს წინასწარმეტყველი გაყრისადმიც; თუკი მოსეს რჯულში ცოლქმრის გაშორების მიზეზი განსაზღვრული იყო (II რჯ. 24.1), მალაქია საერთოდ კრძალავს ერთგზის შეუღლებულთა განცალკევებას, რითიც მაცხოვრის მიერ დადგენილ რჯულდებას უახლოვდება (მთ. 19.8).
       მხ. 17. ‘დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არისო სამართლის ღმერთი?"
წინამდებარე მუხლი ერთგვარი შესავალია მესამე თავში გადმოცემული რიგით მესამე სიტყვისა. იუდეველთა ნაწილი, ხედავდა რა ღვთის მცნებათა დამრღვევ ადამიანებს ამაქვეყნიური ბედნიერებით, მატერიალური კეთილდღეობით მცხოვრებთ, ამბობდა, რომ ღვთის მსჯავრი ფიქციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აი ხალხი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მშვენივრად გრძნობს თავს.


თავი 3

       მხ. 1. ‘აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი". 
წინა თავში დასმული კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა საღვთო სამართლიანობა, მალაქია იუწყება, რომ სამართალი ნამდვილად არსებობს და მალე დადგება ჟამი, როდესაც იუდეველთა მოლოდინი აღსრულდება და ღმერთი საკუთარ თავს განაცხადებს.
‘აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს…" ებრაულ ტექსტში ხაზგასმული ტერმინის ადგილზე გვხვდება სიტყვა ‘მალეახი", რაც შესაძლოა ნიშნავდეს ქვეყნად უზენაესის ნების განსახორციელებლად მოვლენილ უსხეულო არსებასაც და ადამიანსაც, ვინც ღვთის ნებას განაცხადებს. უფალი იესო ქრისტე აღნიშნულ სახელს წინამორბედ იოანე ნათლისმცემელს განუკუთვნებს. სწორედ ასე ესმის აღნიშნული უწყება მახარებელს .  პირველი მუხლის მეორე ნაწილი, სადაც აღთქმის ანგელოზის შესახებაა მითითება, განსხვავებული მოვლენის შესახებ გვამცნობს. აქვეა ნათქვამი, რომ ‘უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი", მაგრამ ამავდროულად სწორედ ის იქნება აღთქმის ანგელოზი, ვისზეც მიუთითა უფალმა ადამსა და ევას სამოთხიდან გამოძევებისას . 
მორიგ მუხლებში უზენაესი იუდეველებს სინანულისკენ აწვევს, ისინი კი გაკვირვებულნი არიან და ვერ გაუგიათ, რა უნდა შეინანონ. მზაკვრული ქმედებების გამო ებრაელები წყევლის ქვეშ მოექცევიან, რაც არნახულ გვალვებში აისახა. საკმარისია უფლისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგას და წყევლა კურთხევით შეიცვლება.
       მხ. 1315. ‘მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო? თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე? ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!" 
იუდაური საზოგადოების ნაწილი, რომელიც ერთი შეხედვით, თითქოს მარხულობს, ლოცულობს, ჯვალოში მოსილი დადის, საპასუხოდ წყალობას ვერ იწყნარებს. მათ უჩნდებათ აზრი, რომ იქნებ სჯობს, იმ ადამიანებს მიბაძონ, რომლებიც უკეთურებაში წარემატებიან, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ამაქვეყნიური ცხოვრებით ტკბობას მაინც მისცემიან, ღმერთს კი თითქოსდა მათი უკეთურება დაჰვიწყებია.
       მხ. 16,18. ‘როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის. ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს". ზემოთ ხსენებული განსჯებისა და საუბრების წილ წინასწარმეტყველი კეთილკრძალული ადამიანების მდგომარეობას ცხადყოფს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ეგევითართ უზენაესთან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთი ისმენს მათ ვედრებას. იგი ემსგავსება მეფეს, რომელიც საყდარზე დაბრძანებულა და მწერალს სამახსოვრო წიგნში ერთგულ ადამიანთა ღვაწლს აღანუსხინებს. ასეთნი საღვთო ნების აღმსრულებელი უფლის საყვარელი შვილები არიან. სწორედ მათით გაცხადდება, რომ უზენაესის წინაშე ჭეშმარიტად არის განმრჩეველობა მართალსა და უკეთურს შორის.

თავი 4


       მხ. 1. ‘რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს". უკეთურების მოქმედი ‘კეთილდღეობას" მცირე დროით ეუფლება, უფლის დღის დადგომისას კი ეს ე. წ. ‘ბედნიერება" ისე განქარდება, როგორც ღუმელში მოხვედრილი ბზე. ხოლო კეთილკრძალულთათვის სიმართლის მზე ამობრწყინდება და უკუნისამდე იკურთხებიან ისინი. 

       მხ. 5. ‘აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე".
იმისთვის, რომ იუდეველნი მორჩელებაში მოიყვანოს, ღმერთი განსაკუთრებულ მოღვაწეს მოუვლენს. მაგრამ ვის გულისხმობდა მალაქია ხსენებულ ელია წინასწარმეტყველში? იუდაური განმარტების თანახმად, აღნიშნული უწყება ძვ. აღთქმის ერთერთ უდიდეს მოღვაწეს ელიას უკავშირდება, რომელიც კვლავ უნდა მოსულიყო ქვეყნად მესიის განცხადების წინ. მაცხოვრისა და მახარებელთა უწყებით, ელიაში იოანე ნათლისმცემელი უნდა მოვიაზროთ, ანუ გადატანითი მნიშვნელობით, ელიას სულითა და ძალით მოღვაწე ნათლისმცემელი. ეკლესიის მამათა განმარტების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, გარდა წინამორბედის შესახებ უწყებისა, მართლაც იგულისხმება ელია თესბიტელი, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ მოევლინება სამყაროს (ოქროპირი; თეოდორიტე კვირელი).
       მხ. 6. ‘ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო". წინამდებარე მუხლი ელიას მისიის შესახებ გვუწყებს.
მალაქიას წინასწარმეტყველება ნათლისმცემლის დღესასწაულზე საწინასწარმეტყველოს სახით იკითხება.

წიგნის დაყოფა და შემადგენლობა

   მალაქია წინასწარმეტყველის წიგნში ერთი წინასწარმეტყველური სიტყვაა, მაგრამ თავისი შინაარსით იგი იყოფა შემდეგ ექვს ნაწილად:

1) წიანსწარმეტყველი ამტკიცებს და იცავს თვთის თავდაპირველ დამოკიდებულებას თავის ხალხტან, რომელიც უარყოფილია ამ უკანასკნელის მიერ „მე შეგიყვარეთ თქვენ“(მალ. 1,2) ამაზე ხალხი კითხულობს: „რისთვის შეგვიყვარე?“(მალ.1,2) ანუ საიდან ჩანს რომ გიყვარვართ, მაშინ წინასწარმეტყველმა გაახსენა ხალხს, რომელმაც ვერ დააფასა თავისი სასწაულებრივი დაბრუნება სამშობლოში, რომ ესავი იაკობის ღვიძლი ძმაა,თუმცა პირველის ხვედრი - იდუმია - „იქცა უკაცრიელ უდაბნოდ“ (მალ. 1,3) ანუ ტურების სახლად, თუკი იდუმია ხელახლა აღდგება , როგორც იგი ამბობს თავის თავზე,მაშინ კიდევ ერთხელ დაინგრევა, ამას ნახავენ იუდეველები საკუთარი თვალით,მაშასადამე  სამართლიანად ამბობს უფალი: „მაგრამ მე იაკობი შევიყვარე, ესავი კი შევიძულე“(მალ.1,1-5).

2) წინასწარმეტყველი განსაზღვრავს ხალხის ნამდვილ დამოკიდებულებას უფალტან იმ მომართებით, რაც ისწავლეს მღვდლებისაგან,“შვილი პატივს სცემს მამას და ყმა - თავის ბატონს“(მალ. 1,6) ეუბნება წინასწარმეტყველი მღვდლებს, ხოლო თქვენ აბუჩად აიგდეთ, ანუ დაამცირეთ უფლის სახელი,რომელსაც თავად უწოდებთ მამას და ღმერთს, მღვდლებმა გაიკვირვეს: რითი ავიგდეთ აბუჩად ანუ რითი დავამცირეთ უფლის სახელი? მაშინ წიანსწარმეტყველმა შეახსენა მღვდლებს, რომ ისინი უწმიდურ პურს დებენ უფლის მაგიდაზე(გამოს.25,23-30) მსხვერპლად სწირავენ ბრმა,კოჭლ,ავადმყოფ და საერთოდ ისეთ ცხოველს როგორითაც არავის შეუძლია წარდგეს თავის ბატონთან, განა ეს არ არის ბიწიერება ღვთის წინაშე(1,7-9)? უკეთესია ჩაკეტოთ ტაძრის კარები და არ აანთოთ ცეცხლი ასეთი მსხვერპლზე, ვიდრე ამგვარი შეურაწმყოფელი მსხვერპლი შესწიროთ იმის მერე რაც, „დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე“ (მალ.1,11) მაგ ნაბუქოდონოსორის (დან.3,9,4,34), დარიოსის(დან.6,25-17), კიროსის(1 ეზრ. 1,2-4) ბრძანებებში „მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“. მღვდლები თავად აუბრალოებენ მსხვერპლშეწირვას, როცა მსხვერპლასდ იღებენ მოპარულ და დასახიჩრებულ პირუტყვს,რასაც შემწირველთა გაჭირვებით ამართლებენ,თუმცა მათ ფარაში ჰყავთ პირუტყვი,რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს კანონს, დამცრობილი მსხვერპლი წყევლად იღებს და არა ლოცვას (1,10-14) მაშ ასე მღვდლებო თუ თქვენ  არ აღადგენთ ჩემს სახელს, ამბობს უფალი,“მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს“(მალ.2,2) რის გამოც როგორც ჩანს თქვენს ცოდვილობთ(ლევ.7,32; 2 რჯ.18,3) ამასთან ერთად „პირსახეზე დაგაყრით საკლავის სკორეს,თქვენი დღესასწაულების სკორეს“(მალ.2,1-4) მღვდლებმა  უნდა აუწყონ სჯული,დაიცვან სიმართლე და ღვთისმოშიშება,თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან „ბევრი ააცდინეთ რჯულს(მალ.219-12) ანუ აქციეთ ისინი დამნაშავეებად,ამიტომაც გაქცევთ თქვენ მოძილეებად და დამცირებულად  - ამბობს უფალი(2,5-9).

3)  მალაქია მიუთითებს ხალხში ღვთის მოშიშების ძლიერ გაცემაზე რომელიც გამოაშკარავდა ბრიყვული ქორწინებისა და განქორწინების მაგალითზე, აღიარებდნენ რა უფალს საერთო მამად, იუდეველები გაურბიან საკუტარი ტომის ქალებს და ქორწინდებიან უცხო ღმერთის მაღიარებელ ქალწულებზე. „მოიკვეთს უფალი იაკობის კარვებიდან ამის ცამდენს“ (მალ.2,10-12) თქვენ „ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილისა და კვნესით“(მალ.2,10-13) ეუბნება წიანსწარმეტყველი თანამემამულეებს,მაგრამ  უფალი არ იღებს თქვენს მსხვერპლს,რადგანაც ტოვებთ კანონიერ ცოლებს და ხდებით დამნაშავენი,ვიანიდან „მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის“(მალ.2,13-16) შეიძლება ასე მოიქცეს ადამიანი რომელსაც სურს ჰყავდეს კურთხეული შთამომავლობა.

4) მალაქია ამხელს ღვთისმგმობ მტკიცებულებას თითქოს „ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანს უფალს“ (მალ.2,17) და არ არსებობს ღვთის მართმსაჯულება(2,17). უფალი აძლევს მას შემდეგ პასუხს: „აჰა მოვავლენ ჩემს ანგელოზს“(მალ.3,1) ანუ ჩემს მოამბეს „და გაამზადებს გზას“ (მალ.3,1) ე.ი. ასწორებს გზას „ჩემ წინაშე... უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი რომელსაც თქვენ ეძიებთ და აღთქმის ანგელოზი,რომელიც გსურთ, აჰა მოდის  - ამბობს ცაბაოთ უფალი“(მალ.3,1) ამ სიტყვებიდან ცხადია რომ ზემოთ ხსენებული ღვთისგმობანი არსებიტად უარყოფდნენ აღთქმას  მესიის შეასხებ როგორც ყველა სხვა აღთქმის საფუძველს, მალაქიამ მიუთითა უფლის მალე მოსვლის შესახებ ტავის ეკლესიაში, ანუ ზერუბაბელის მიერ განახლებულ ტაძარში, მისი მტკიცებით,ღვთისმგმობელები გამოცდილებით მიხვდებიან რომ ზეციური მართმსაჯულება მკაცრი და მქომედია, რომელიც  ჰგავს რკინის მგნობელ ცეცხლს და „მრეცხავ ტუტეს“(მალ.3,2-4) ანუ მათეთრებელს,რომელსაც ამოჰყავს ყოველგვარი ლაქა, იგი ლევიანებს გაათავისუფლებს და აქცევს ღვთის სათნო მსახურებად, როგორებიც იყვნენ ისინი თავიდან(3,2-4). შემდეგ ღვთის რისხვა გავრცელდება ყველა ჯადოქარსა და მჩხიბავზე, მათზე ვინც ტყუილფიცს ფიცულობს, ვინც უკავებს მუშებს ჯამაგირს, ქვრივთა,ობოლთა და ლტოლვილტა შემვიწროველებზე და „ჩემს უშიშებზე - ამბობს ცაბაოთ უფალი“(მალ.3.5)

5) წინასწარმეტყველი ამხელს ყოვლისმყრობელი ღვთის წიანშე ყოველი ხალხის სიცრუეს, მოუსავლიანობის მიზეზით, იუდეველები უფალს უკავებდნენ მეათედს და გადასახადს,ამავე დროს კი ამბობდნენ „რა გვითქვამს შემზე?“(მალ.3,6-12) ანუ რითი ვცრუობთ შენ წინაშე? „განა ადამიანი ამოატყუებს ღმერთს, რომ ატყუებთ მას და ამბობთ: რაში გატყუებთო? - მეათედში და შესაწირავში“ (მალ.3,6-12) ამბობს წინასწარმეტყველი, - ამიტომაც ეზიდებით წყევლის სიმძიმეს, სინჯეთ - გადაიხადეთ ტაძრის მეატედი,მაშინ დაინაცავთ რომ კურთხევა გადმოვა თქვენზე უკუნისამდე და ყველა მავნებელი(მაგ: კალია) განდევნილი იქნება თქვენგან ისე რომ ყველა მეზობელი ხალხი ჩაგთვლით ნეტარად (3,6-12).

6) მალაქია ამხელს მათ რომლებიც ერთი მხრივ მეზობელ ხალხტა სიმდიდრესა და კეთილდღეობას აღნიშნავდნენ,ხოლო მერე მხრივ იუდეველთა უპოვარობასა და ტანჯვას; რომელთა თქმით არავიტარი სარგებლობა არ არის კეთილზნეობრიობაში: „ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებს მისი სამსახური... ბედნიერები არიან ამპარტავნები,აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი,ღმერთიც  კი გამოსცადეს და გადარჩნენ“ (3,13-15) მარგამ ღვთისმოშიშნი იმავე წუთს ამბობენ რომ უფალთან იწერება ყველაფერი ხსოვნის წიგნში, ამ უკანასკნელთ, როგორც დამჯერე ბავშვებს უფალი დაიცავს შურისგების დრეს, როცა საქმით გამოჩნდება განსხვავება „მართალსა და უკეთურს შორის“ (მალ.3,16-18)  სახელდობრ, ცეცხლოვანი სამსჯავროს დადგომის დღეს და უცხოტომელნი დაიწყევლებიან  როგორც თივა ისე რომ მათგან არ დარჩება არც ფესვები და არც ტოტები,ხოლო ღვთისმოშიშტ „ამოგიბრწიყინდებათ მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე“ (მალ.3,20) „გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის რჯული“ (მალ.3,22) - ეუბნება უფალი დასასრულს ძველი ეკლესიის შვილებს. - და მე უზრუნველყოფ თქვენს უსაფრთხოებას. მოგვლენთ წინამძღოლს იმისათვის, რომ მოემზადოთ მომავალი სამსჯავრო დღის დადგომისათვის “მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომამადე, ის დააბრუნებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს - მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით“ (მალ.3,24). ამგვარად, მალაქიას სიტყვა მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ რომელიც შეიქმნა ხალხში წარმართთაგან დაუსრულებელი დამონების გამო.

 მალაქია წინასწარმეტყველი 

 

ტეგები: Malachi, Mesiah, ezra, testament, Завет, Малахия, пророк, ბაბილონი, განმარტება, ეზრა, მეტი...კვირელი, მალაქია, მესია, პალადი, რელიგია, რჯული, ტაძარი, წინასწარმეტყველი

ნახვა: 307

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 1 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters