იოველის წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

        წინასწარმეტყველი წიგნის პირველივე მუხლებში კალიების შემოსევაზე ამახვილებს ყურადღებას და ოთხ სახეობას ჩამოთვლის: 1. მუხლუხო; 2. კალია; 3. კუტკალია; 4. ბოცომკალა. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებული მოვლენა პირდაპირი გაგებით მწერების შემოსევას გადმოგვცემს; სხვანი კალიის ოთხ სახეობაში ოთხ დამპყრობელს მოიაზრებენ: 1. თეგლათფალასარი; 2. სალმანასარი; 3. სენნახირიბი; 4. ნაბუქოდონოსორი. ჩამოთვლილი მეფეები ასურეთიდან (პირველი სამი) და ბაბილონიდან იუდეის სამეფოში სხვადასხვა დროს შეიჭრნენ.

ნეტარი იერონიმე: კალიის ოთხი სახეობა (კალია, კუტკალია, მუხლუხო და ბოცომკალა), რომლებიც იუდეას შემოესია. წარმოდგენილი ცნობა პირდაპირ შეიძლება გავიგოთ. წმინდა წერილში არა ერთი შემთხვევაა აღწერილი, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ისრაელისა თუ იუდეის სამეფო შიმშილობის გამო, მაგრამ კალიის წარმოდგენილი სახეობები იმ დამპყრობლების შესახებ უნდა მიუთითებდნენ, რომელთაც ებრაელები უამრავჯერ დაარბიეს. მრავალი შეჭირვებიდან ჩვენ განსაკუთრებით ოთხი შემთხვევა შეგვიძლია გამოვყოთ, რომლებიც აღმატებული სიმძიმით გამოირჩეოდნენ: 1. სალმანასარის თავდასხმა და ისრაელის სამეფოს დაქცევა (722 წ.) და იუდეველთა გადასახლება ასურეთის იმპერიაში; 2. ქალდეველთა შეჭრა იერუსალიმში ნაბუქოდონოსორის ხელმძღვანელობით, იუდეის სამეფოს აღსასრული და მოსახლეობის გადასახლება ბაბილონში (586 წ.); 3. ანტიოქ ეპიფანეს მხრიდან იუდეველთა სასტიკი დევნა, რომლის დროსაც ამ ადამიანმა იერუსალიმის ტაძარი გადაწვა და მოსახლეობას რჯულის დატევებას აიძულებდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მაკაბელთა გმირობა (შვიდი მაკაბელი ძმა, დედა სოლომონია და მოძღვარი ელიაზარი); დაბოლოს. 4. რომაელთა სასტიკი და შემაძრწუნებელი ლაშქრობა იერუსალიმზე). თუმცა აღნიშნული ადგილი ზნეობრივი კუთხითაც შეგვიძლია მოვიხილოთ. ჩამოთვლილი სახეობები კალიებისა ვნებებს განასახიერებს, ვნებებს, რომლებიც ადამიანში შედიან და ერთიმეორეს მიყოლებით ყოველივე კეთილსა და კარგს ანადგურებენ.

       მხ. 5. გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!". ნეტარი იერონიმე: გაიღვიძეთ ლოთებო!... აღნიშნული ადგილით იოელი ამბობს, რომ ადამიანები, რომელთაც მუხლუხოს შემოსევა იხილეს, წესით უნდა გამოფხიზლებულიყვნენ და დანარჩენი უბედურებისგან თავი დაეცვათ. მაგრამ ისინი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც აგრძელებენ სულიერ ძილს. ლოთებში, ღვინის მსმელებში ვნებებით, ამაქვეყნიური სიტკბოთი გაბრუებული ადამიანები იგულისხმებიან. მახარებლები ნათლისმცემელზე საუბრისას ამბობენ, რომ წინამორბედს სიყრმიდან არ დაულევია ღვინო და თაფლუჭი, რაც ერთგვარად ამ ადგილს ეხმიანება).

       მხ. 13-14. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი. დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ". ამ მუხლებით ირკვევა, თუ როგორი მაშტაბური უბედურება დაატყდა იუდას სამეფოს, რადგან ძველი აღთქმის კანონთა მიხედვით, სასულიერო პირს სამგლოვიარო სამოსლის შემოსვა ეკრძალებოდა გარდა ერთი შემთხვევისა მხოლოდამხოლოდ ერზე მუწეული უდიდესი შეჭირვებისას რჯული გამონაკლისს უშვებდა. ნეტარი იერონიმე: იოელი სასულიერო პირებს მიმართავს, რომ მათ ჯვალო შემოირტყან, იგლოვონ, მარხვა დათქვან, ვინიცობაა ღვთის სასჯელი გარდავიდეს და შეიცვალოს. წინასწარმეტყველი სულიერი თვალით ხედავს, თუ როგორი მძიმე იქნება ღვთისგან განდგომის შედეგად თავსდატეხილი რისხვა. ამიტომაცაა მისი მოწოდებები ასეთი შემზარავი. მან იცის, რომ რიგით მოსახლეობას საღვთო სიტყვა არ აინტერესებს, ამიტომაც მოცემულ შემთხვევაში მთელი ყურადღება მღვდლებისკენ, ლევიტელებისკენ გადააქვს, რომელთა ლოცვა და უზენაესისადმი ვედრება, ასე ვთქვათ, პროფესიული ვალდებულებაც კია. იოელმა იცის, თუ როგორ გადარჩა იონას ქადაგებით ნინევია, როგორი ძალა აქვს გულწრფელ ლოცვასა, მარხვას, ჯვალოში მოსილი ადამიანების ვედრებას და სწორედ ამ მიზნით უხმობს ლევიტელებს, რომ მათ იკისრონ მძიმე ხვედრი და საკუთარი ქვეყნის ბედსა და მომავალზე იზრუნონ. პირველი თავის ბოლო მუხლებში კვლავ გრძელდება იოელის უდიდესი მწუხარების გადმოცემა).

        მხ. 19. ‘შენ შეგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები". კალიების შემოსევის პარალელურად იუდაში ხანგრძლივი გვალვების გამო მწერებს გადარჩენილი სოფლის მეურნეობის პროტოქტებიც განადგურდა, რამაც კიდევ მეტად დაამძიმა მდგომარეობა.

თავი 2

       მეორე თავში, დასაწყის მუხლებში, იუელი კვლავ განაგრძობს საუბარს კალიების შემოსევის შესახებ და სახესიმბოლოებით გვაუწყებს ამის შესახებ. კალიების შემოსევას წინასწარმეტყველი ხან ცხენების დიდი ურდოს შემოჭრას ადარებს, ხანაც მდინარეებითა და წყლით გამოწვეულ წარღვნას. მომდევნუ მუხლებში წინასწარმეტყველი საკუთარი ერის ნუგეშინისცემაზე გადადის, რათა იუდეის სამეფოს მკვიდრები მოვლენილ უდიდეს მწუხარებას არ გადაყოლოდნენ. იოელი მათ ამცნობს, რომ უფალი მათ მალე აარიდებს განსაცდელს, რადგან იუდეველთა თხოვნავედრება შესმენილია. მხ. ‘გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი". ნეტარი იერონიმე: მას შემდეგ, რაც მთელი წინარე ნაწილი იოელის სიტყვისა სასჯელებს ეხებოდა, წინასწარმეტყველი ამჯერად ამ სასჯელიდან გამოსავალსაც სთავაზობს მსმენელს. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ფუნქციაც სწორედ ეს არის, მან, ვითარცა გონიერმა მოძღვარმა უნდა შერისხოს, დამოძღვროს და ანუგეშოს. უნდა ასწავლოს განსაცდელიდან გამოსასვლელი გზები, მიუთითოს, თუ რა სახის ქმედებაა საჭირო. და იოელი ამჯერად მთელ ერს მოუწოდებს, თუკი ისინი შეინანებენ, მიიქცევიან უფლისკენ მთელი გულით, მარხვითა და მოთქმაგოდებით, თუკი გულებს დაიგლეჯენ და არა სამოსელს და თავინათ შემოქმედს მიუბრუნდებიან, აღიხოცება ყველა მათი შეცოდება…).

        მხ. 18-27. იოველი ამჯერად საკუთარი ხალხის ნუგეშინისცემაზე გადადის. ის ჰპირდება მსმენელთ, რომ დადგება ჟამი, როდესაც უზენაესი კვლავ მოიხილავს საკუთარ ხალხს და იხსნის მათ განსაცდელებისაგან. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, მსგავსი სახის ცნობები თითქმის ყველა წინასწარმეტყველთან გვხვდება. გარდა ისტორიული რეალობისა, მას სულიერი გაგებაც გააჩნია, რაც ახალი აღთქმის ეპოქაზე მიგვითითებს და ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვისა და ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოხსნას გვაუწყებს.

თავი 3

       იოველის წიგნის მესამე თავი საკმაოდ მოკლეა, იგი ხუთი მუხლისგან შედგება და წინასწარმეტყველი სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ იუწყება.

თავი 4

       მხ. 12. ‘რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს. შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა". იოშაფატის ველი – აღნიშნული სახელწოდება იუდას სამეფოში არსებულმა ერთერთმა ველმა ამავე სახელმწიფოს მეფის იოშაფატის სახელიდან მიიღო (იგი 870/848 წლებში მეფობდა იუდაში). ხსენებულ ველზე იუდეველებმა ამონელების, მოაბისა და იდუმეის გაერთიანებულ ჯარს სძლიეს; მტრის რაოდენობა ბევრად სჭარბობდა იუდეველთა რიცხვს; გამარჯვებულება წარმატება თავიანთი შემოქმედი ღმერთის წყალობად აღიქვეს და ბრძოლის შემდეგ საოცარი დიდება აღუვლინეს უზენაესს. იოელი ხსენებულ მოვლენას საშინელი სამსჯავროს სურათის აღსაწერად იშველიებს; იოშაფატის ველზე განადგურებული მტერი სიმბოლოა სამსჯავროს შემდეგ მარდიულ წარსაწყმედელში მოხვედრილი ადამიანებისა, ხოლო ღვთისმადიდებელი, გამარჯვებული იუდეველები სასუფეველში ღმერთთან დაუსრულებელი ერთობის მომპოვებელი კაცობრიობის ნაწილს განასახიერებენ.

ნეტარი იერონიმე: იოველი დიდი ისტორიული მოვლენის შესახებ წინასწარმეტყველებს. იოშაფატში შეიკრიბება ყველა ერი და ხალხი და უფლის რჩეული იუდეველი ერის გამო განიკითხება. აღნიშნული მოვლენა 70 წლიანი ტყვეობის დასრულების შემდეგ ხდება. სამშობლოში მობრუნებული იუდეველნი მიუხედავად უდიდესი განსაცდელისა, მაინც ვერ მოეგნენ გონს. ისინი არად აგდებდნენ მოსეს რჯულს და მეზობელი წარმართი ხალხების ქალიშვილებზე ქორწინდებოდნენ. ეზრა მღვდლის მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლის შემდეგ იუდეველბმა უარი თქვეს წარმართ ქალებზე და მოყვანილი ცოლებიც უკან გააბრუნეს. ამან მეზობელ ხალხებში წყენა ერთიორად გაზარდა. ამასთანავე, ისინი ხედავდნენ რა იუდეველთა გამალებულ მოქმედებებს, თუ როგორ შენდებოდა ტაძარი, ქალაქი, ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა, დამდგარიყო დრო, როდესაც მსგავსად დავითისა და სოლომონის ეპოქისა, იუდეველებს კვლავ დაემონებინათ მეზობელი სახელმწიფოები. ამიტომაც ყველანაირად შეეცადნენ, რომ ხელი შეეშალათ დაწყებული საქმიანობისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მცდელობანი უშედეგო გამოდგა, სამხედრო კავშირისა და იუდეაზე გალაშქრების გზით განიზრახეს არსებული პრობლემის მოგვარება. სწორედ ეს გაერთიანებული ჯარი დაბანაკდა იოშაფატის ველზე. აღნიშნული ველი იერუსალიმიდან აღმოსავლეთით, არც თუ შორს მდებარეობდა. ამბობენ, რომ ესაა ღია ადგილი და საკმაოდ ხელსაყრელია ეტლების გადასაადგილებლად. წარმოდგენილი უწყება სულიერადაც უნდა განიმარტოს. ჩვენც, ოდესღაც დატყვევებულნი და უცხო ქვეყანად - წარწყმედაში მყოფნი (ბაბილონი ჯოჯოხეთის სიმბოლოა), ქრისტე ღმერთმა გამოგვიხსნა და აღთქმულ ქვეყანისკენ ანუ სასუფეველისკენ გვიწინამძღვრა. უკეთურ დემონთა სიმრავლე, რომელიც შურით აღიძრა მომხდარი მოვლენის გამო (მეზობელი სახელმწიფოები დემონებს განასახიერებენ), შეეცადა, განხეთქილებებისა და ერეტიკული აზრების გზით შფოთი შემოეტანა ეკლესიაში, მაგრამ ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა მას, რადგან ღვთის ეკლესიას თავად ღმერთი იცავს და განამტკიცებს. ამ ადგილთან დაკავშირებით იუდეველებს საკუთარი ზღაპრობები აქვთ გამოთქმული, თითქოს იოშაფატის უდაბნოში მკვდართა აღდგომის შემდეგ ღმერთი ყველას განიკითხავს, ვინც კი იუდეველებს ოდესმე რაიმე ზიანი მიაყენა, მაგრამ წარმოდგენილი მოსაზრება მხოლოდ დაცინვას იმსახურებს, რადგან ეს არასოდეს მოხდება. წერილის მიერ გამოთქმული მოძღვრება უკვე აღსრულდა. აღსრულდა მაშინ, როდესაც იოშაფატის ველზე საღვთო მოწყალებით ებრაელებმა საოცარ გამარჯვებას მიაღწიეს).

       მხ. 7-16. ნეტარი იერონიმე: იოველი საკუთარი სულიერი თვალით ჭვრეტს იოშაფატის ველზე მიმდინარე მოვლენებს და ამ საკითხის შესახებ საუბრობს. მთელი ბოლო თავი სწორედ ამ მოვლენას ეთმობა. საქმე ისაა, რომ იქ, ხსენებულ მიდამოში, ერის ყოფნაარყოფნის საკითხი წყდებოდა. ერთი შეხედვით, ყოვლადუიმედო ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგეთა მხრიდან ურიცხვი რაოდენობა ღებულობდა მონაწილეობას, იუდეველებს გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ; იოელი სწორედ ამიტომ უთმობს დიდ ყურადღებას ამ საკითხს, რომ გაამხნევოს თანამემამულენი და გამარჯვების იმედი ჩაუნერგოს მათ, რადგან ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო უფლის სიტყვა, წინასწარმეტყველის ბაგეებით გაჟღერებული, საუკუნოდ შეუძრავია).

       მხ. 18-21. ნეტარი იერონიმე: იოველის წიგნის ბოლო ნაწილი ახალი აღთქმის ეპოქის შესახებ მოგვითხრობს. მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა იოშაფატის ველთან დაკავშირებული მოვლენების წინასწარმეტყველება დაასრულა, ადამიანის გონება აღმატებული მოვლენისკენ ზეაზიდა: იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან სიტკბოება და ბორცვებიდან რძე, წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში... წარმოდგენილი თხრობა ღვთის განკაცების შედეგად წუთისოფლად მოტანილი ახალი ზეციური სწავლების შესახებ გვაუწყებს).

ნახვა: 480

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters