წინასწარმეტყველი ოსია

(ზოგადი ცნობები)

 
        ოსია ბეერის ძე ისრაელის სამეფოს უკანასკნელი წინასწარმეტყველია. წიგნის თანახმად, მან საკუთარი საქმიანობა იერობოამ II-ის მეფობისას დაიწყო , შემდგომი დრო კი უმძიმესი აღმოჩნდა ჩრდილოეთის სახელმწიფოსთვის, რადგან თუ ხსენებული მეფის მოღვაწეობით ისრაელი უძლიერესი წინააზიური ქვეყანა გახდა, მისი გარდაცვალებისას ხელისუფლების დაუფლების მიზნით სისხლისმღვრელი დაპირისპირებები თვით ამ სამეფოს გაუქმებამდე არ შეწყვეტილა.

       პავლე მოციქული ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში სამწყსოსთან ურთიერთობის ფორმას ადამინთათვის სულიერი სარგებლის მინიჭების მიზნით შემდეგნაირად განსაზღვარვს: ‘ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" . საღვთო მოძღვრების გადაცემისას ძველი აღთქმის მოღვაწენი იმავე ხერხით ხელმძღვანელობდნენ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ წინასწარმეტყველთან ჩამოთვლილი სამი მოქმედებიდან ერთ-ერთი მეტი სიმძაფრითაა წარმოდგენილი. წიგნის შინაარსიდან გამომდინარე, განმმარტებლები ოსიას ნუგეშინისმცემელ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ და ‘წყალობის მახარებელს" უწოდებენ. საღვთო განჩინებით ის ხშირად სიმბოლურ მოქმედებებს მიმართავს, რომ ამ ქმედებაში საზოგადოებამ საკუთრი თავი ამოიცნოს.

ნეტარი იერონიმე: წმინდა წერილში მრავალი ისეთი წიგნია, რომელიც საკმაოდ ძნელად განიმარტება. მათ რიცხვს წინამდებარე წინასწარმეტყველებაც განეკუთვნება.
ოსიას უფალი მეძავი ცოლის მოყვანას ავალებს, ხოლო იგი წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილება საღვთო ნებას, მაშინ როდესაც სხვა წმინდა ადამიანები საუფლო დავალებას, ერთი შეხედვით, უფრო ღირსეულსა და წმინდას, უარყოფდნენ და ცდილობდნენ, ზეგარდამო მოწოდესაგან დაეღწიათ თავი . მათგან განსხვავებით ოსია საღვთო ხმობას სიხარულით თანხმდება, დამორცხვების გარეშე მეძავთა სახლში მიემართება და იქიდან მოჰყავს საკუთარი ცოლი.

       ძვირფასო პამმახი , ოსიას წინასწარმეტყველების განმარტებისგან მრავალი ეკლესიის მოძღვარი იკავებდა თავს, ხოლო მათ შორის, ვინც ბერძნულენოვან მოღვაწეთაგან ამ საქმეს შეეცადა, მე აპოლინარი ლაოდიკიელის მცირე ზომის კომენტარები მოვიძიე, რაც მას ახალგაზრდობაში შეუდგენია ოსიასა და სხვა წინასწარმეტყველებზე. მოგვიანებით მისთვის უთხოვიათ, რომ ოსიას წიგნი უფრო ვრცლად განემარტა. ეს ნაშრომიც მქონდა ხელთ, თუმცა ისიც საკმაოდ მწირი აღმოჩნდა. ორიგენესაც დაუწერია მცირე ზომის კომენტარი სათაურით: ‘რის გამო იწოდება ოსიასთან ეფრემი" . ასევე პიერიუსის მოზრდილ ნაშრომსაც გავეცანი. ევსევი კესარიელი მე-17 წიგნში ‘სახარების მტკიცებულება" ოსიას თაობაზეც საუბრობს, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ იძლეოდა ამომწურავ პასუხს. როდესაც მე ალექსანდრიაში ვიმყოფებოდი, ხშირად ვუსმენდი დიდიმეს, თავისი დროის უგანათლებულეს ადამიანს, და ვთხოვე, რომ ის, რაც განუხორციელებელი დარჩა ორიგენეს, მას სრულეყო და ოსიას წინასწარმეტყველებაზე კომენტარები დაეწერა. ჩემი თხოვნის შემდეგ დიდიმემ კარნახით განმარტებანი სამ წიგნად ჩამაწერინა (იგულისხმება კომენტარები ოსიას წიგნზე) და ამავდროულად კიდევ ხუთი წიგნი შევავსეთ ზაქარიას წინასწარმეტყველების შესახებ, რადგან ამ უკანასკნელის თაობაზე ორიგენეს მხოლოდ ორი წიგნი აღეწერა).

იოსებ ბროდოვიჩი: ზოგიერთები თვლიან, რომ ოსია სამღვდელოთა დასს განეკუთვნებოდა, რადგან მრავალგზის ახსენებს საღვთო რჯულს, კარგად იცის საკუთარი ერის განვლილი ისტორია, მსხვერპლშეწირვისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლიტურგიკული ქმედებების შეწყვეტას ერისთვის განკუთვნილ უდიდეს სასჯელად მიიჩნევს… მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა უნდა ითქვას, რომ რჯულითა თუ სხვა სულიერი საკითხებით არანაკლებ საერო ადამიანებიც ინტერესდებოდნენ. მით უმეტეს წინასწარმეტყველი, რომელმაც ზეგარდამო მოწოდება მიიღო, ბუნებრივია, ზედმიწევნით იკვლევდა წმინდა წერილს და მსხვერპლშეწირვის შეწყეტაც უდიდეს უარყოფით მოვლენად მიაჩნდა…
იუდაური გადმოცემის თანახმად, ძველ თესალონიკელთა შორის არსებობდა საგა, რომლის თანახმადაც ოსია ბაბილონში გარდაიცვალა და გალილეაში დაიკრძალა. სიკვდილის წინ წინასწარმეტყველს სურვილი გამოუთქვამს, სამშობლოში მიბარებოდა მიწას, მაგრამ ბაბილონსა და პალესტინას შორის არსებული სიშორის გამო უთხოვია, გარდაცვალების შემდეგ აქლემზე დაემაგრებინათ მისი ცხედარი და პირუტყვი ბედის ანაბარა მიეშვათ: სადაც გაჩერდებოდა ცხოველი, იქ მიაბარებდნენ ცხედარს მიწას. აქლემს ზემო გალილეამდე უვლია მუხლჩაუხრელად და ქალაქ ცეფათთან გაჩერებულა. ოსია ადგილობრივებს მიცვალებულის თანმხლები ზედწერილით უცნიათ და მშობლიური მიწისთვის მიუბარებიათ…

       მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ წინამდებარე წიგნი ორ ავტორს ეკუთვნის, რომლებიც ერთსა და იმავე სახელს, ოსიას, ატარებდნენ: 1. უფრო ადრე მოღვაწე ოსია, მან 1-3 თავი დაწერა; და 2. მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული ოსია, რომელმაც წიგნის დანარჩენი 4-14 თავები აღნუსხა. ამგვარი ვარაუდის არგუმენტად ისინი წიგნის წარმოდგენილ ნაწილებში არსებულ მკვეთრ განსხვავებას მიიჩნევენ: პირველში მთელი სისავსით სიმბოლური მოქმედებებია გამოშლილი, ხოლო მეორეში მსგავსი მოვლენის მცირეოდენი კვალიც არ ჩანს. პირველში შეუჩერებელი მშვიდი მსჯელობაა, მეორეში აზრთა მოულოდნელი მონაცვლეობა და სხვადასხვა აფორიზმია წარმოდგენილი. მოტანილი არგუმენტები ვერ გამოდგება აღნიშნული მოსაზრების დასამტკიცებლად, რადგან მკვეთრი აზრობრივი ცვალებადობა პირველი ნაწილისთვისაც არის დამახასიათებელი (შდრ. 1 და მე-2 თავები). ამასთან დასაწყისში სიმბოლური მოქმედებებია აღწერილი და ეს ნაწილი ისრაელის სამეფოს შედარებით მშვიდ პერიოდს უკავშირდება, ხოლო მეორეში საკუთრივ წინასწარმეტყველებებია, რომლებიც მოგვიანებით, იმავე სახელმწიფოს მძიმე დროებისასაა გამოთქმული…

       რაც შეეხება წიგნში გადმოცემული მოვლენების შინაარსს, ისინი განსაკუთრებულ სირთულეს ქმნიან მკითხველის წინაშე.

ნეტარი იერონიმეს თქმით: ‘თუკი ყველა წინასწარმეტყველის განმარტებისას ჩვენ სულიწმინდის შემწეობა გვესაჭიროება, რომ იმის მიერ გაცხადდეს ისინი, ვისი შთაგონებითაც იწერებოდნენ… მით უმეტეს, ოსიას წიგნის კომენტირებისას უნდა ვევედროთ და პეტრესამებრ უღაღადოთ უფალს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე^" . დასავლელი კომენტატორები ოსიას მოძღვრებას ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე რთულად განსამარტ წიგნად მიიჩნევენ).

წმ. ეფრემ ასური: ოსია ქალაქ ბელმოთიდან იყო. იგი ისაქარის ტომს ეკუთვნოდა, ასცამეტი წელი წინასწარმეტყველებდა და მაცხოვრის განკაცება რვაასი წლით ადრე გვაუწყა).
დეკან. ალექსანდრე მენი: სავარაუდოდ, ოსია ლავიტელთა ან სამღვდელოთა წრეს მიეკუთვნება, რადგან კარგად იცნობს სასულიერო პირთა ყოფას. წიგნი ცალკეული წინასწარმეტყველებებისა და უწყებებისგან შედგება, რომლებიც ოსიას გარდაცვალების შემდეგ გაერთიანდა. სამარიის დაცემისას (722 წ.) მისი მანუსკრიპტები იერუსალიმში გადაიტანეს, სადაც საყოველთაო გამოყენების ობიექტად იქცა ისინი).
იოსებ ბროდოვიჩი: მეფეთა წიგნში ნათქვამია, რომ უკეთურად იქცეოდა ღვთის წინაშე იერობოამ II და არ განშორებია იგი იერობოამ I-ის, ნაბატის ძის, გზას (4 მეფ. 14.24), მაგრამ თუ რას გულისხმობს ამგვარი ზოგადი შენიშვნით ავტორი, ამას სრული სიცხადით ოსიას წიგნიდან ვგებულობთ. აქედან ვიტყობთ, რომ იერობოამ II-ის სამეფოს მთელი ბრწყინვალება ოდენ გარეგნული იყო და ნათელმოსილი ფერების ქვეშ ერის შინაგანი ხრწნილება, გადაგვარება იმალებოდა, რამაც ხსენებული მეფის გარდაცვალებიდან ძალიან მალე საბოლოო განადგურებამდე მიიყვანა ისრაელის სამეფო. ოსია სწორედ ამ ფარდას ჩამოხსნის ჩვენ წინაშე, ისრაელის მთელ უკეთურებას წარმოაჩენს და მისი დაცემის მიზეზებს განგვიმარტავს. ისტორიულ წიგნებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დუმილი ამოსისა და ოსიას წიგნებით ხდება საცნაური…
   კომენტატორთა ერთმა ნაწილმა (ველგაუზენი, გრაფტი, კიუნენი, სმენდი, შტადე და სხვა) ასეთი მოსაზრება გამოთქვა იუდეველი ერის ადრეული რელიგიური ცხოვრების შესახებ: მოსეს მოღვაწეობის დროს და ასევე მოგვიანებით პერიოდში ებრაელები პოლითეისტები და კერპმსახურები იყვნენ, ხოლო მრავალრმერთიანობასთან ბრძოლა და მონოთეიზმის განვითარება უშუალოდ წინასწარმეტყველებმა დაიწყეს. შეუძლებელია ღვთივმინიჭებული ამაღლებული შეხედულებები ჰქონოდათ მოსესა და მის თანამედროვეებს. ამგვარ ცნობიერებას ებრაელები მხოლოდ ბაბილონური ტყვეობის შემდეგ, სხვა რელიგიებისა და გადმოცემების გაცნობის შედეგად გამოიმუშავებდნენ. ამიტომაც რჯულდებითი წიგნები ვერაფრით დაიწერებოდა ეზრამდე, ხოლო რჯულდებითის შემდეგ, იმავე ტყვეობის ეპოქაში ისტორიული წიგნებიც აღინუსხა, რომლებშიც ‘ტენდენციურად და ცრუდ" იქნა ასახული იუდეველი ერის ტყვეობამდელი ცხოვრების ისტორია, აცხადებენ ზემოხსენებული მეცნიერები. ოსიას წიგნი წარმოდგენილი მოსაზრების მცდარობას ადასტურებს. მისი გამოკვლევის შედეგად ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ წინასწარმეტყველმა კარგად იცოდა რჯულდებითი და მეფეთა წიგნების შინაარსი, რაც მათი არარსებობის შემთხვევაში ვერაფრით მოხდებოდა, რიგ შემთხვევაში კი ბუკვალურ ციტირებებსაც ვხვდებით).
ფრიდრიხ რუჟემონტი: დიდი საიდუმლოებითაა მოცული ოსიას მიერ აღწერილი სტროფები. ფაქტობრივად თარგმანს არ ემორჩილებიან ისინი, მრავალ ადგილზე რთულადგასაგები შინაარსია წარმოდგენილი და დედანში შემჭიდროვებულად ასახული მოძღვრება განვრცობის გარეშე ყოვლადგაუგებარი რჩება. აღნიშნული სიმჭიდროვე ისეთი მასიურია, განმმარტებელთა ნაწილის აზრით, ჩვენამდე წინასწარმეტყველზე საღვთო სულის ზემოქმედებისას აღნუსხულმა მცირეოდენმა ჩანაწერებმა მოაღწია გადამუშავების გარეშე. ყოველი სტროფი, ან უკეთ რომ ვთქვათ, ყოველი სტროფის ცალკეული მონაკვეთი, უდიადესი მხატვრის ნამუშევარს გვაგონებს, რომელმაც ხელის რამდენიმე მოსმით შექმნა შედევრი, რომლის შინაარსსაც მხოლოდ გულისყურით დაკვირვების შემთხვევაში შეიცნობ. ნებისმიერი წინასწარმეტყველის სამწერლობო სიტყვა გარკვეულწილად ლაპიდარული ხასიათისაა, მაგრამ არც ერთ მათგანში ისე მძლავრად არ წარმოჩენილა ხსენებული მდგომარეობა, როგორც ოსიას წიგნში ვხვდებით ამას. წინასწარმეტყველი მოითხოვს, რომ მაქსიმალური სიდინჯით, ყოველგვარი აჩქარების გარეშე კითხულობდნენ მის მოძღვრებას, მსჯელობდნენ ყოველ წინადადებაზე, თითოეულ სტიყვაზე, რომლებიც უდიდეს მნიშვნელობას იტევენ საკუთარ თავში).

ნეტარი იერონიმე: სახელი ოსია ჩვენს ენაზე მხსნელს, გადამრჩენელს ნიშნავს . ტექსტში იუდას ოთხი მეფის - ოზიას, იოთამის, აქაზისა და ეზეკიას წილ ისრაელის ერთი მეფე იერობოამი სახელდება. ოზია იუდაში 52 წლის მანძილზე მეფობდა. მას საკუთარი ძე იოთამი ჩაენაცვლა და 16 წელი მართავდა სახელმწიფოს. მორიგი მეფე იოთამის ვაჟი აქაზია, ისიც 16 წელი მეუფებდა. შემდეგია იოთამის ძე – ეზეკია, რომელმაც იუდაში 29 წელი იმეფა. სწორედ ეზეკიას მმართველობის მე-6 წელს (722 წ.) ათი ტომისგან შემდგარი ჩრდილოეთის სამეფო სალმანსარმა დაიპყრო, ხოლო მოსახლეობა ასურეთის იმპერიის სხავდასხვა კუთხეში გადაასახლა).

დეკან. ალექსანდრე მენი: ისინი, ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო ამოსის სიტყვები, მალე დარწმუნდნენ, რომ თეკოიელი წინასწარმეტყველი არ ყოფილა მარტოკაცი: თავად ეფრემელთა შორის ასპარეზზე გამოვიდა მქადაგებელი, რომელიც მოახლოებული დაღუპვის შესახებ იუწყებოდა. ეს იყო ოსია, ბეერის ძე, ისრაელის სამეფოს უკანასკნელი წინასწარმეტყველი. იგი ტემპერამენტით რჯულის ძველ მხურვალე ქომაგებს ედრებოდა, თუმცა მსგავსად ელისესი არასოდეს დაპირისპირებია სამეფო დინასტიებს, არ უბრძოლია ბაალის ქურუმებთან დარად ელიასი, არამედ ოდენ რელიგიური საკითხების მასწავლებელობა იდო თავს. ოსია ამოსის უმცროსი თანამედროვე იყო და, სავარაუდოდ, იუდეიდან ჩამოსული წინასწარმეტყველის ბეთილში წარმოთქმულ სიტყვებს დიდი გულისყურით ისმენდა … . ოსიას ცხოვრების შესახებ ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი… მისმა წიგნმა ამოსის წინასწარმეტყველებაზე არანაკლები გავლენა მოახდინა მსმენელებზე. ჯერ კიდევ ოსიას სიცოცხლისას (ან მისი გარდაცვალებიდან მალე) ის ცნობილი იყო არა მარტო ისრაელში, არამედ იუდეის სამეფოს მოსახლეობისთვისაც. სავარაუდოდ, ოსია სამარიაში ცხოვრობდა და ისრაელში არსებული მრავლარიცხოვანი კერპთაყვანისცემის ადგილებიდან საქადაგებლად ერთ-ერთი მათგანი ჰქონდა შერჩეული) .

იოსებ ბროდოვიჩი: იერობოამ II-ის შემდეგ ისრაელის სამეფო ელვისებურ დაღმასვლას იწყებს. ამიტომაც, ვინმეს რომ ოსიას სიტყვები ათტომიანი სამეფოს განადგურების შესახებ სახელმწიფოში არსებული რეალური ვითარების ფონზე, ლოგიკური, ადამიანური ანალიზის შედეგად გამოთქმულ მოვლენად არ მიეჩნია, წინასწარმეტყველმა საკუთარი მოღვაწეობის დასაწყისი დაგვისახელა, როდესაც ისრაელს სწორედ ის მეფე ედგა სათავეში, რომლის დროსაც ჩრდილოეთის სამეფო შიშის ზარს სცემდა გარშემო მდებარე ქვეყნებს და რომ არა საღვთო მადლი, არავის მოუვიდოდა აზრად ასეთი მძლავრი სახელმწიფოს დაცემის შესახებ წინასწარმეტყველება).

       

ნახვა: 327

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters