დანიელის წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1


       მხ. 1. „იოაკიმეს, იუდას მეფის, მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარშემოადგა მას."
დანიელი პირველივე მუხლებში გვამცნობს, რომ მისი დატყვევება და ბაბილონში გადასახლება ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის პერიოდს უკავშირდება, იოაკიმეს მეფობის მესამე წელს . წიგნის თანახმად, იუდეიდან პირველი გადასახლება 605 წელს მომხდარა, რადგან იოაკიმეს მეფობის მე-3 წელი სწორედ წარმოდგენილ თარიღს თანხვდება).
605 წელს ბაბილონური არმიის წინამძღოლი ნაბუქოდონოსორი კართამისთან ეგვიპტურ ჯარს პირწმინდად ანადგურებს და განიზრახავს, რომ ორ სახელმწიფოს (ბაბილონსა და ეგვიპტეს) შორის არსებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვას. ამ მიზნით იგი იგვიპტეზე შეტევას და მის შუაგულში შეჭრას გადაწყვეტს და საკუთარ არმიას სამხრეთისკენ წაუძღვება, მაგრამ ნაბუქოდონოსორი გზაში მამის გარდაცვალების შესახებ გებულობს. ძლევამოსილი სარდალი დაგეგმილ საომარ მოქმედებას წყვეტს, რადგან ამჯერად მისი მთავარი მიზანია, ჩააღწიოს იმპერიის დედაქალქში და მეფის ტიტული საკუთარ თავს განუკუთვნოს. განმმარტებელთა ვარაუდით, მეფობის მიღების შემდეგ ახალი ქალდეველი ხელმწიფე კვლავ ბრუნდება წინა აზიაში და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დანიელის ცნობა იოაკიმეს მეფობის მესამე წლის შესახებ.
        კართამისთან მომხდარ შეტაკებამდე წინააზიური სახელმწიფოები ეგვიპტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მითითებულ ბრძოლაში გამარჯვებამ არსებული რეალობა შეცვალა და ამიერიდან მცირე აზიაში ბაბილონელი მმართველი ხდება სუვერენი. ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა, რომ ხსენებულ წინააზიურ სახელმწიფოთა დედაქალაქებს ხანმოკლედ სტუმრებოდა და მათთვის თვალსაჩინო გაეხადა, თუ ვინაა ამიერიდან რეგიონში წამყვანი ძალა. სწორედ ამ მიზნით მიდის იგი იერუსალიმში. სავარაუდოდ, მას არავინ შებრძოლებია, რადგან ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. დანიელისა და სხვა ახალგაზრდების ბაბილონში გადასახლებაც ზემოთმითითებული მოვლენების შედეგია. ისინი ბაბილონში მძევლებად წაიყვანეს.
       მხ. 2. „ხელში ჩაუგდო მას უფალმა იოაკიმე, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლის ნაწილი, და გაგზავნა შინაყრის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭელი".
ძველი ხალხების შეხედულებით, ამა თუ იმ ერის ძლიერება საკუთარი ღვთაების ძლევამოსილების შესაბამისი იყო. მეტოქის დამარცხება მათ ღმერთსაც განეკუთვნებოდა, ხოლო გამარჯვებულის ღვთაება ამ ორთაბრძოლაში ასევე ძლევამოსილად ცხადდებოდა. გამარჯვების აღსანიშნავად ასურელ-ბაბილონელ დამპყრობლებს სამხედრო ნადავლთან ერთად დაპყრობილი ქვეყნის ღვთაებათა გამოსახულებებიც თავიანთ სამშობლოში მიჰქონდათ და საკუთარ ღვთაებებს უძღვნიდნენ. ამავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ნაბუქოდონოსორი მოცემულ შემთხვევაში, მაგრამ იუდეველთა ტაძარში არ არსებობდა რა გამოსახულება და ქანდაკება, მიაქვთ ის, რაც ხელთ ხვდებათ .
        მხ. 3-4. „უთხრა მეფემ ასფენაზს, საჭურისთა მთავრს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლული უნარიანი ყმაწვილები".
დანიელის მიერ მითითებული მოვლენა ასურულ-ბაბილონური იმპერიის ისტორიაში ჩვეული მოვლენა იყო. სახელმწოფოს დაპყრობისას წარჩინებული მოქალაქეების შვილები, ჭაბუკები, ტყვედ მიჰყავდათ; მათ საუკეთესო განათლებას აძლევდნენ და იმპერიის კეთიდღეობისთვის სამსახურ ავალდებულებდნენ. ასეთი ახალგაზრდობის განსწავლის მიზნით ასურელი და ბაბილონელი მეფეების კარზე განსაკუთრებული სკოლები არსებობდა. ყრმების აღზრდა ასფენაზს მიენდო. მას სამეფო კარზე მყოფი აღსაზრდელების თვალყური ევალებოდა.
        მხ. 5. „განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად, რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვრთლიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ".
აღმოსავლური წესების მიხედვით სამეფო კარზე მყოფი ადამიანები მეფის სუფრიდან იკვებებოდნენ.
        მხ. 6. „მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ანანია, მისაელი და აზარია".  ამ მუხლიდან ირკვევა, რომ დანიელი იუდას ტომს მიეკუთვნებოდა. იგი ან სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ან წარჩინებული დიდებულების ოჯახის წევრი. ქრისტიან ღვთისმეტყველთა შორის ნაწილი დანიელს დავით მეფის ჩამომავლად მიიჩნევს , სხვანი იუდეველ წარჩინებულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარის წარმომადგენლად თვლიან .
მხ. 7. „სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ვალტაასრი უწოდა, ანანიას - სედრაქი, მისაელს - მისაქი, აზარიას - აბდენაგო".
დანიელმა და მისმა მეგობრებმა მომავალში ბაბილონის იმპერიაში გარკვეული თანამდებობები უნდა ჩაიბარონ და ამიტომაც იცვლება მათი ძველი სახელები: მომავალ იარარქებს უცნაური იქნებოდა, იგივე ძველი იუდაური სახელები რქმეოდათ, ამიტომაც ებრაული სახელი ბაბილონურით იცვლება. სახელი ვალტაასარი მომდინარეობს ბაბილონელთა ერთ-ერთი ღვთაების - ბელისგან; აბდენაგო - ნებოდან...
მხ. 8. „დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმინდურებულიყო".
       დანიელი საკვებზე უარს გაუწმინდურების შიშით ამბობს, რადგან მოსეს რჯულში ზუსტად იყო განსაზღვრული, რომელი საკვები მიიჩნეოდა უწმინდურად. შესაძლოა, ბაბილონში დამზადებული კერძები, რითიც იუდეველი ყმაწვილები უნდა გამოკვებილიყვნენ, არაწმინდა ჩამონათვალში შემავალი არსებებისგან მზადდებოდა, ან მათ (საკვებს) მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილ სისხლს ასხურებდნენ; ამასთანავე საკვების მიღების წინ, ბაბილონური ტრადიციით, კერპებს უხმობდნენ, ტრაპეზისას ჰიმნებს აღავლენდნენ ღვთაებათა მისამართით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დანიელი უარს ამბობს საყოველთაო საკვებზე.
მხ. 9-10. „მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე." მხ. 17-20. „მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნისა..."  დანიელის მიერ წარმართთა გაუწმინდურებულ საკვებზე უარის თქმით უზენაესისადმი მისი გულწრფელი, კეთილკრძალული დამოკიდებულება დასტურდება, რისთვისაც შემოქმედი მას უმაღლესი ადამიანური გონიერებით აჯილდოებს, რაც ქალდეურ მეცნიერებაში ზედმიწევნითი განსწავლითა და სიზმრებისა და ხილვების გამოთარგმანების საოცარ ნიჭში გამოვლინდა .


თავი 2


       მხ. 1. „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთდა".
დანიელის მიერ ნაბუქოდონოსორისათვის სიზმრის ახსნა სამწლიანი წვრთნის შემდეგ ხდება, მაგრამ ტექსტში მითითებულია, რომ მას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-2 წელს. ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე წელში არა პირდაპირი გაგებით მეფობის მე-2 წელი იგულისხმება, არამედ დანიელის 3 წლიანი აღზრდის შემდგომი ორი წელი. სხვები თვლინ, რომ ამ ადგილზე ტექსტის პირველადი მონაცემი შეცვლილია და თავიდან 12 ან 20 წელი იყო მითითებული. მხ. 2-3. ნაბუქოდონოსორის აზრით, სიზმარი ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც უზენაესი საკუთარ ნებას უცხადებს ადამიანს. ქალდეველი ძლევამოსილი მეუფე დავიწყებული სიზმრის გახსენების მიზნით ბაბილონელ ბრძენებს მიმართავს, რომლებიც ხუთ კლასად იყოფოდნენ: 1. საიდუმლოთმცოდნენი - ქალდეური 'წმინდა&ქუოტ; ნაწერთა მეცნიერნი, რომელნიც ამ ჩანაწერთა საშუალებით განმარტავდნენ სიზმრებს; 2. მკითხავები (მაგოი; გრძეულნი); 3. მეკასფიმები - ჯადოქრები; 4. კასდიმები - ვარსკვლავთმრიცხველები; 5. გაზრიმები - ასტრონომები და ცხოველთა შიგნეულობაზე მკითხავნი.
მხ. 4. „ქალდეველებმა მეფეს მიუგეს არამეულად: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს!"
მეფის წინაშე თავმოყრილი ბრძენნი, რომელნიც აღმოსავლეთში არსებული მისალმების ფორმას იყენებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ მეფისთვის კარგად ნაცობი სიზმრის შინაარსს მოისმენენ და მის განმარტებას შეუდგებაინ.
       მხ. 5-6. მათი მოლოდინის საპრისპიროდ ნაბუქოდონოსორი ამბობს, რომ მას შინაარსი სიზმრისა აღარ ახსოვს („გამშორდა სიტყვა") და მის აღდგენას მოსულთაგან ითხოვს. ქალდეველი მეუფე ამ საქმეს არ მიიჩნევდა დაუძლეველ სირთულედ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაბილონელ სწავლულთა ბედი ტრაგიკულად დასრულდება.
მხ. 7-9. 'მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას. მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა. რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ&ქუოტ;.
ბრძენთა მიერ გაცემული პასუხით ნაბუქოდონოსორი მიხვდა, რომ ისინი არ ფლობენ უმაღლეს სიბრძნეს და ცდილობენ, ამ მდგომარეობიდან თავი დაიძვრინონ. მხ. 10-12. 'მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არცერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან...  გაოგნებული მოგვები ამბობენ, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ამ დავალებას თავს გაართმევდა. ამგვარი რამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ნაბუქოდონოსორი გასცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბაბილონში მყოფი ყველა ბრძენი უნდა დაიხოცოს.
მხ. 14-16. დანიელი მეფის მხედართმთავარს ჰპირდება, რომ უზენაესის დახმარებით სიზმარი განცხადდება.  მხ. 31-36. ნაბუქოდონოსორის მოთხოვნისამებრ დანიელი ჯერ სიზმრის შინაარს გააცხადებს, რასაც მის შესახებ განმარტებასაც მოაყოლებს. მხ. 37-38. სიზმარში ნანახი კერპის ოქროს თავი ნაბუქოდონოსორს და ზოგადად, ბაბილონის სამეფოს უკავშირდება. „შენ შემდეგ სხვა სამეფო აღდგება". ისტორიული ცნობების მიხედვით, 'სხვა სამეფო&ქუოტ; არა უშუალოდ ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისას, არამედ მისი ყველა მემკვიდრის სამოღვაწეა ასპარეზის განსრულების შემდეგ ჩამოყალიბდა და მასში სპარსეთის სახელმწიფო იგულისხმება. ის ძლიერებითა და ძლევამოსილობით ვერ შეედრება ბაბილონს, ამიტომაც ამ უკანასკნელზე უმდარესადაა მოხსენებული (თავისგან განსხვავებით ხელები და მკერდი ვერცხლისგან იყო დამზადებული). მესამე ადგილი განკუთვნილია ბერძენთა იმპერიისთვის, რომლის დამაარსებლად ალექსანდრე მაკედონელი მიიჩნევა (სპილენძის მუცელი და თეძოები). მხ. 40-43. მეოთხე სამეფო (წვივები - რკინის; ფეხის ტერფები - ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხის) მიუხედავად რკინისებრი სიმტკიცისა ამავდროულად თიხასავით სუსტიც აღმოჩნდება. რომის იმპერიამ საკუთარი არსებობის პირველ ეტაპზე ძლევამოსილებითა და სამხედრო წარმატებებით წინარე ყველა სახელმწოფოს გაუსწრო, მაგრამ მოგვიანებით ლითონივით შეკრული იმპერია თიხის მყიფე ჭურჭელივით დანაწილდა და დაიყო. მხ. 44-45. სწორედ მეოთხე მონარქიის არსებობას („ლოდი დაეცა კერპს... და შემუსრა იგი") უკავშირდება ახალი სამეფოს გაჩენა, რომელიც მთიდან ჩამოგორებული ლოდის სახიათაა წარმოდგენილი. მითითებული ცნობები მესიის შესახებ გვამცნობენ. იგი რომის იმპერიის ძლევამოსილების პერიოდში მოევლინა წუთისოფელს და თავისი ყოვლისშემძლე ძალით შემუსრა და გარდაქმნა წარმართულ სამყაროში გაბატონებული ბოროტება. განმმარტებელთა ნაწილი მთას, საიდანაც ლოდი ჩამოგორდა, ძვ. აღთქმის ეკლესიად მიიჩნევს და თავად ლოდს ძვ. აღთქმის წიაღიდან აღმოცენებულ ახალი აღთქმის ეკლესიად სახელდებს. სხვები თვლიან, რომ ლოდში მაცხოვარი მოიაზრება, ხოლო მთა სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. მხ. 46-47. 'მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.
       ქალდეველმა ხელმწიფემ ამ ყოველივეს შემდეგ დანიელი არაჩვეულებრივ პიროვნებად მიიჩნია, ვინც საკუთარი სიბრძნით ნებისმიერს აღემატება და მას ღვთაებრივი პატივი მიაგო („თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრების და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა"). ებრაულ ტექსტში გამოყენებული ზმნა საგად (თაყვანი სცა) თავის მოხრას ნიშნავს, რაც ბაბილონელი იმპერატორის უდიდეს პატივისცემას ადასტურებს. ნეტარი იორონემესა და იოსებ ფლავიუსის ცნობით, ნაბუქოდონოსორმა დანიელის თაყვანისცემით წინასწარმეტყველის მიერ აღიარებულ ღმერთს მიაგო თაყვანი.
მხ. 48. 'მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა. განმარტებელთა აზრით, ბაბილონის ქვეყნის ყველა ბრძენზე უპირატესად დანიელის დადგენა მხოლოდ საპატიო ტიტული უნდა იყოს, რადგან მორიგ თავებში გადმოცემულ თხრობაში იგი ყველგან ბაბილონელ მოგვთაგან განცალკევებულადაა წარმოდგენილი და მისი იერარქიული უპირატესობა არ დასტურდება. ქალდეველთა უმაღლესი კასტისადმი დანიელის მიკუთვნება მხოლოდ ნომინალური მოვლენაა, რადგან ეს საზოგადოება მკაცრად იყო დახშული ნებისმიერი უცხოტომელისთვის.

თავი 3


        მხ. 1. „გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე". სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს ბიბლიის მიხედვით, მითითებულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მმართველობის მე-18 წელს. ესაა იერუსალიმის დაცემის წელი (586 წ.). იუდეის დედაქალაქზე მიტანილი შეტევა დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ბაბილონელი ჯარისკაცები მიუხედავად სიმრავლისა წელიწად ნახევრის მანძილზე ვერ ახერხებდნენ იერუსალიმში შეჭრას, რამაც ქალდეველი ხელმწიფე საგონებელში ჩააგდო. სწრაფი წარმატების მოლოდინი ხანგრძლივი ნერვიულობითა და წარუმატებლობით შეიცვალა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამარჯვებული ნაბუქოდონოსორი ღმერთებისთვის მადლობის გადახდის მიზნით რიტუალურ მსახურებას აღასრულებს და ამავდროულად სხვებსაც ავალდებულებს მასში მონაწილეობის მიღებას. ამ მოსაზრებას წმინდა იოანე ოქროპირიც ეთანხმება. ამასთანავე ის შენიშნვას, რომ ზოგიერთის თქმით, ნაბუქოდონოსორმა სიზმარში ნანახი კერპი ცხადად გამოსახა და სწორედ იგი განათავსა დურას (ძვ. ქართ. დეირის) ველზე.
კერპი ადამიანის გარეგნობის იყო. წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, სიმეონ მეტაფრასტი თვლიან, რომ მითითებულ კერპს ნაბუქოდონოსორის გამოსახულება ჰქონდა. მხ. 2. მეფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ქვეყნის ყველა კუთხეში იგზავნება მოწვევა, რათა მთელს ბაბილონში მოღვაწე ყველა იერარქი, თანამდებობის პირი მითითებულ დურას ველზე შეკრებილიყო.
მხ. 4-5. მსახურება იწყება საკრავ ინსტრუმენტზე აღვლენილი მუსიკალური ჰანგების თანხლებით. მხ. 6. კერპისთვის პატივის მიგება ამავე დროს აღიარება იყო იმ ღმერთებისა, რომლებმაც ნაბუქოდონოსორს მტრებზე ძლევამოსილება მიანიჭეს. ვინც უარს იტყოდა წამოყენებულ მოთხოვნაზე, ასეთი ქალდეველთა ღმერთებს უპირისპირდებოდა, რისთვისაც ასურულ-ბაბილონური ტრადიციის მიხედვით დამნაშავეს გახურებულ ღუმელში აგდებდნენ. მხ. 8-13. დანიელი ამ მოვლენებში არ მონაწილეობს. წმ. იოანე ოქროპირი: 'რატომ არ ჩანს აქ დანიელი? მე ვფიქრობ, რომ დამსმენებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მეფესთან მისი სახელის ხსენება, ან თავდ მეფემ მისდამი უდიდესი პატივისცემით განმსჭვალულმა არ აიძულა დანიელი, რომ ამ მოვლენებში მიეღო მონაწილეობა. ანანია, აზარია, მისაელი მოსეს რჯულის ერთგულნი რჩებიან და უარს ამბობენ კერპის თაყვანისცემაზე. ნაბუქოდონოსორთან მაშინვე მიაქვთ ცნობები სამი იუდეველის ურჩობის შესახებ. მხ. 14-15. იერარქი, მიუხედავად მრისხანებისა, თავდაპირველად გარკვეულ თავშეკავებას ავლენს. ის ვერ იჯერებს, რომ ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც ქალდეველმა მეფემ დიდება და პატივი უხვად უბოძა, მას უპირისპირდებინ და გამოეძიებს, თუ რატომ არ აღასრულეს მათ გაცემული ბრძანება. მხ. 16-18. ახალგაზრდები პასუხობენ, თუ რა არის მიზეზი მათი ამგვარი მოქმედებისა. მხ. 21. ქალდეველი ხელმწიფე მაშინვე გასცემს ბრძანებას მათი ცეცხლში ჩაგდების შესახებ.

       მხ. 24-90. თანამედროვე ებრაულ ტექსტში აღნიშნული მუხლები არაა წარმოდგენილი. დანიელის წიგნის მითითებული ნაწილი ბერძნული სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს რედაქციებითაა ჩვენამდე მოღწეული; მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 24-90 მუხლები მხოლოდ ბერძნულ რედაქციებშია შეტანილი ჩანამატის სახით და ებრაულ ბიბლიაში იგი არასოდეს არსებობდა, მაგარმ ამ მოსაზრების საპირისპიროდ უნდა აღნიშნოს, რომ თეოდოტიანე ბერძნულ ენაზე ბიბლიის თარგმნისას ებრაული ტექსტით ხელმძღვანელობდა; შესაბამისად, მისი სახელით ცნობილ ბიბლიურ რედაქციაში ამ მუხლების არსებობა ადასტურებს მათ არსებობას ებრაულ ბიბლიაშიც. მხ. 24-45. გადმოცემულია აზარიას ლოცვა.
მხ. 51-90. გახურებულ ღუმელში უვნებლად დარჩენილი სამი ყრმა ღვთის უდიდესი მოწყალების გამო უზენაესს სამადლობელ გალობას უძღვნის.
მხ. 91-92. ცეცხლში მოარული ყრმების ხილვამ და მათი გალობის მოსმენამ ნაბუქოდონოსორი ძლიერ გააოცა. ეს გრძნობა კიდევ მეტად გაუმძაფრდა ქალდეველ მეუფეს, როდესაც მან მეოთხე გამოსახულებაც იხილა, რომელიც არ ჰგავდა ადამიანს და „ღვითის ძის" შეხედულება ჰქონდა.
მხ. 93. ნაბუქოდონოსორი, სურს რა დარწმუნდეს ნანახის ჭეშმარიტებაში, ახლოს მიდის და სთხოვს სამ ყრმას ღუმელიდან გამოსვლას. მეფის სურვილი სრულდება და ანანია, აზარია და მისაელი ცეცხლიდან უვნებლად გადმოდიან. მხ. 95-96. ქალდეველი ხელმწიფე მეორედ დარწმუნდა იუდეველთა ღმერთის ძლევამოსილებასა და ყოვლისშემძლეობაში და მეორედ აღიარა მისი ძლიერება, მაგრამ ქალდეველი მეუფე ამ აღიარებაში არა მონოთეისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობს, არამედ მას მიაჩნია, რომ იუდეველთა ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია.

თავი 4


         მხ. 4-5. „მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე".
ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმრის ხილვა მისი მეფობის მშვიდობიან პერიოდს ემთხვევა, რაც ქალდეველთა ეგვიპტეზე თავდასხმის შემდეგ ჩამოდგა ბაბილონში ძლევამოსილი ხელმწიფის მეფობის 37-ე წელს (567წ.).
ადრეული გამოცდილებით ბაბილონელმა იერარქმა იცოდა, რომ ნანახი სიზმარი მოსალოდნელ საფრთხეს მოასწავებდა და სწორედ ამიტომ შეძრწუნდა. დანიელის წიგნის ამ ნაწილში ნაბუქოდონოსორი პირველ პირში საუბრობს („მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში...). წმ. იოანე ოქროპირი: რატომ აღწერა წინასწარმეტყველმა მეფის სიტყვები ამგვარად და არა მესამე პირში? მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები თავად ნაბუქოდონოსორს ეკუთვნის და შესაძლოა, განკურნების შემდეგ ქალდეველმა მეფემ თავს გადამხდარი ამბები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
3. ბაბილონელი ბრძენები მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, ვერაფერს გებულობენ.
მხ. 4-6. „მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები. შემლოცველნი, ქალდეველნი და გრძნეულები. მოვუყევი სიზმრაი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა. ბოლოს მოვიდა დანიელი..." ბრძენთა წარუმატებლობა ნაბუქოდონოსორს დანიელს მოაგონებს. როგორც ჩანს, ქალდეველ ხელმწიფეს ჰქონდა იმედი, რომ დანიელის გარეშე ამ საქმეში განსაწვლული ადამიანები შეძლებდნენ ნანახის განმარტებას, ამავდროულად პირველი სიზმრის ნახვისა და მისი განმარტების შემდეგ გასული 35 წელი საკმაოდ დიდი დროა და გარდასული მოვლენები ერთგვარად დავიწყებას მიეცა.
მხ. 7-14. „...ვხედავ, აჰა, დედამიწის შუაში ხე დგას, დიდი სიმაღლისა. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი კენწერო ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა. ფოთლები მშვენიერი ქონდა და ნაყოფი - უხვი. მასზე ყველასათვის იყო საზრდელი, მინდვრის მხეცები მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს..."
ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმარი მისი თანამედროვეობის სულითაა განმსჭვალული. ძველ ხალხთა შეგნებაში ხე ადამიანის ცხოვრების სიმბოლორ გამოხატულებას წარმოადგენდა. ხე მაღალი, განიერი ტოტებით შემკული ძლევამოსილი, წარმატებული ადამიანის სიმბოლო იყო, მაგრამ ხმელი, უნაყოფო ხე განასახიერებდა ადამიანს, რომლის დიდებაცა და პატივიც წარსულ დროებას მიებარა, ხოლო აწმყო სწორედ ისეთივე უნაყოფო და უსარგებლოა, როგორც ხმელი, არადსარგები ხე. ეს რომ ასეა (ანუ ის, რომ ხე ადამიანს განასახიერებს) თავად სიზმარიდანაც ცხადდება („კაცის გული გამოეცვალა და მხეცის გული მიეცა" მხ.16), რაც ადამიანურ გრძნობათა დატევებასა და უგუნური, უსულო პირუტყვის ზნეთა შეთვისებაში გამოიხატება. ამავე დროს ამ მოვლენას თავად დანიელიც ნაბუქოდონოსორს უკავშირებს. დიოდორე სიცილიელის მიერ შემოკრებილი ბაბილონური მოძღვრება ცხადყოფს, რომ მათ ცნობიერებაში ღვთაებათა სამყარო აღმატებული და მეორეხარისხოვანი ღმერთებით იყო წარმოდგენილი. მეორეხარისხოვანი ღმერთების (ქეოი ბოულაიოი) ნაწილი მიწისქვეშეთის სამყაროში მიმდინერე მოვლენებს განაგებდა, ხოლო მეორენი დედამიწასა და ზეცაზე ხელმწიფებდნენ. ნაბუქოდონოსორის მიერ დასახელებულ „მღვიძარეებში" ეს უკანასკნელნი მიიჩნევიან, სწორედ მათ გამოაქვთ განაჩენი ბაბილონელი ხელმწიფისთვის.
       მხ. 24. დანიელი მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორზე მომავალი სასჯელის მიზეზად მის ამპარტავნებას ასახელებს, მეფეს საღვთო ნების მორჩილებისკენ მოუწოდებს და ურჩევს მას სიკეთე აკეთოს შემდგომი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად.
მხ. 26-27. „თორმეტი თავის შემდეგ ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად. მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო". მღვიძარის მიერ ('მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ... მხ. 20) ნაბუქოდონოსორისთვის განცხადებული ცნობებებით და დანიელის განმარტებით, სასჯელმა მეფე უნდა დაარწმუნოს, რომ უზენაესია მთელი სამყაროს მპყრობელი და განმგებელი. საღვთო განგებულება მეფეზე მაშინ აღესრულა, როდესაც ის ამპარტავნულად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და ყოველი დიდება თავის თავს განუკუთვნა. ეს რომ ასეა ზემოთ წარმოდგენილი სიტყვებითაც დასტურდება: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებად" (მხ. 27). ბაბილონი რომ მისი შემოქმედებაა, ეს მეფის მიერ დატოვებული არაერთი წარწერითაც დასტურდება: „ბაბილონი და ბორზიპა, - ამბობს ნაბუქოდონოსორი ერთ-ერთ წარწერაში, - ჩემი სამეფოს უდიდებულესი ქალაქებია, ჩემ მიერ დასრულებული." ისტორიული მასალები ადასტურებენ, რომ ქალდეველმა ხელმწიფემ საკუთარი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ბაბილონის კეთილმოწყობისა და გამშვენების საქმეს შეალია. ნაბუქოდონოსორმა დედაქალაქს ახალი უზარმაზარი ზომის კედელი გარშემოავლო, ქალაქში მსოფლიოს საოცრებად აღიარებული დაკიდებული ბაღები გააშენა, რომლებიც მის სამეფო სასახლის მიმდებარე გარემოს ამშვენებდნენ (სასახლე მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე იყო გაშენებული). ისინი 50 მეტრის სიმაღლემდე აღწევდნენ. ბაღისთვის სპეციალური ლითონის კონსტრუქცია გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ უზარმაზარი ქვის საყრდენებით მაგრდებოდა, ლითონის ფირფიტებზე მიწა მოეთავსებინათ, ისე რომ, მასზე მაღალ ხეებსაც შეეძლო გაზრდა. ბაღის შიგნით ტუმბოები ეყენა, რომლებიც ევფრატიდან ამოტუმბულ წყალს ტერასის უმაღლეს მონაკვეთამდეც აზიდავდა.
       მხ. 28-30. 'მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მალევე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინველის კლანჭებივით.
ნაბუქოდონოსორს სულიერ დაავადებათა შორის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმის სენი - ლიკანტროპია შეეყარა. მეფეს წაერთვა გონება და იგი ცხოველს მიემსგავსა. ბაბილონელი ხელმწიფე ბალახით იკვებებოდა და გარეგნობაც შესაბამისი ჰქონდა. ხსენებული დაავადება არ იყო გაუგონარი და უცხო, რადგან მსგავსი სახის უძლურება უძველესი დროიდან მოყოლებული არაერთხელ დაფიქსირებულა. ჰეროდოტე საეკლესიო ისტორიაში ყვება ადამიანებზე, რომლებიც მგლებად გადაიქცნენ და სწორედ ლიკანტროპიით შეპყობილებს გულისხმობს. XIV-XVI სს. ისტორიული წყაროები იგივე დაავადების ევროპაში გავრცელების შესახებ მოგვითხრობენ. შესაბამისად, ქალდეველ ხელმწიფესთან დაკავშირებული მოვლენები სრული ჭეშმარიტებაა, რაც წარმოდგენილი ფაქტებითაც დასტურდება. იგივეს ამოწმებს ნაბუქოდონოსორის სახელით შემორჩენილი ერთ-ერთი წარწერა, რომელშიც მეფე თავისი ცხოვრების ოთხი წლის შესახებ ყვება: „სამეფო ტახტის ფლობის მიუხედავად ოთხი წლის მანძილზე ჩემი გული არანაირ სიხარულს არ განიცდიდა, არ მიმღერია სადიდებელი ჰიმნები მეროდახის საპატივცემლოდ, არც რაიმე ნაგებობა შემიმატებია..." განმმარტებლებს აქ მითითებული დროის მონაკვეთი მეფის უძლურების ჟამად მიაჩნიათ. ამავდროულად ერთ-ერთ წარწერაში ნახსენებია ვინმე ბილუსუმისკუნი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ხემწიფეს უწოდებს, მაგრამ ქალდეველი მეფეების ჩამონათვალში მსგავსი სახელი არსადაა ნახსენები. მიიჩნევა, რომ ბილუსუმისკუნი ნაბუქოდონოსორის უძლურებისას სახელმწიფოს რეგენტის ფუნქციებს ასრულებდა.
დაავადების ხანგრძლივობა „შვიდი ჟამს" გაგრძელდება.
მხ. 31-34. სამედიცინო თვალსაზრისით, ლიკანტროპია რიგ შემთხვევაში კურნებადი დაავადება. სხვა გონებრივი აშლილობის მსგავსად, ისიც განიცდის ცვალებადობას და ავადმყოფს კვლავ უბრუნდება აზროვნება. სწორედ ამგვარი რამ შეემთხვა ნაბუქოდონორსაც, მას ადრინდელი ცნობიერება დაუბრუნდა, რის შემდეგაც ბაბილონელმა მეფემ ღმერთი განადიდა და უზენაესის წინაშე ადამიანური უძლურება აღიარა.

თავი 5


       მხ.1. 'მეფე ვალტასარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს".
დანიელის წიგნის მიხედვით ირკვევა, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი (ბელშაცარი), ნაბუქოდონოსორის ძე, რომელმაც ორ წელზე ოდნავ მეტი იმეფა და მოკლულ იქნა იმ ღამეს, როდესაც დაეცა ქალაქი ბაბილონი; მაგრამ საქმე ისაა, რომ ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეთა ჩამონათვალში, რომელიც ქალდეური ეპოქის მკვლევარ ისტორიკოს ბეროზთანაა წარმოდგენილი, მსგავსი სახელის მქონე ბაბელონელი ხელმწიფე (ვალტასარი) არ სახელდება. ნაბუქოდონოსორის მემკვიდრედ ხსენებული ისტორიკოსი ებილმეროდაქს წარმოგვიდგენს, ხოლო ბაბილონის დაცემის თარიღად დანიელისთვის უცნობი ქალდეველი მეფის - ნაბონიდის მე-17 წელს ასახელებს. ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ჰეროდოტე მიუთითებს, რომ უკანასკნელი ქალდეველი მეფე იყო არა ვალტასარი, არამედ ვინმე ლაბინეტი. ბიბლიური და ისტორიული ცნობების ამგვარი შეუსაბამობა მრავალი მოსაზრების გამოთქმის საფუძველი გახდა. იოსებ ფლავიუსი შენიშნავს, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი, რომელსაც ბაბილონელნი ნაბონიდს უწოდებდნენ. მსგავსი სახის მოსაზრება მოგვიანებით არაერთმა ცნობილმა ისტორიკოსმა გამოთქვა. მათ მიაჩნდათ, რომ ვალტასარი ნაბონიდისთვის მინიჭებული საპატიო ტიტული იყო. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ვალტასარი ნაბუქოდონოსორის შვილი ებილმეროდაქია, რომელმაც ორი წელი იმეფა, მესამენი მას ვალტასარ ლაბოსოარდაქთან აიგივებდნენ.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის შემდეგ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა ისტორიული მონაცემის შეჯერების შედეგად მითითებული დასკვნების ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დგება. კერძოდ, არც ებილმეროდაქი და არც ლაბოსარდაქი, დანიელის წიგნის თანახმად, არ ყოფილან ბაბილონის ბოლო მეფენი. ვერ დავაკავშირებთ ვალტასარს ნაბონიდთანაც, ამ სახელებით ცნობილი ადამიანების ბედი დანიელის და ბეროზის ისტორიული ცნობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ ვალტასარი, დანიელის წიგნის მიხედვით, ბაბილონის დაპყრობის ღამეს მოკლეს, ხოლო ნაბონიდი, ბეროზის ცნობით, დააპატიმრეს, სხვა ქვეყანაში გადაასახლეს და უცხოობაში მყოფი მეფე გარდაიცვალა. წარმოდგენილი მსჯელობის პარალელურად თანამედროვე კვლევებში მითითებულია, რომ ვალტასარი ნაბონიდის ძე იყო. ასეთი დასკვნების შესაძლებლობას ლურსმნული წარწერები იძლევა. ინგლისელი მკვლევარის ლოფტუსის მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ ასეთ წარწერაში ვკითხულობთ (მიმართვა ღმერთებისკენაა აღვლენილი): ’მე, ბაბილონელი მეფე ნაბონიდი, დამიფარე შენი სიწმინდის საპირისპირო რაიმე განაზრახისგან და მომმადლე დაღეგრძელობა, ხოლო ვალტასარის, ჩემი პირმშო ძისა და მემკვიდრის გული იმგვარად წარმართე, რომ მან შენს წმინდა ღვთაებრიობას თაყვანი სცეს, არ შეუდგეს გზას ცოდვისას და დატკბეს ცხოვრების მშვენიერებით&ქუოტ;. მსგავსი შინაარსისაა სხვა წარწერებიც, რომლებშიც ნაბონიდი ვალტასარს საკუთარ ძედ იხსენიებს. ისტორიკოსი რაულინსონი მიიჩნევს, რომ წარწერებში ნახსენები ვალტასარი დანიელის მიერ წარმოდგენილი იმავე სახელის მქონე ადამიანია: 'ნაბონიდის უფროსი ძე, ამბობს რაულინსონი, ბელშარ-ეტზარადად სახელდება, ხოლო ეს სახელი დანიელის წიგნში შემოკლებულად - ბელშაცარის (ვალტასარის) სახითაა წარმოდგენილი". ბალტასარი არ იყო ბაბილონის უმაღლესი მეფე, პირველი იერარქი. ეს მე-16 მხ. დასტურდება, რომლის მიხედვითაც, ის დანიელს წარწერების განმარტებისთვის სამეფოში მესამე ადგილს ჰპირდება. განმარტებლები ამ მუხლზე მითითებით აცხადებენ, რომ ვალტასარი მამის - ნაბონიდის თანამმართველი იყო (შესაბამისად, სახელმწიფოში მეორე იერარქის ტიტულს ფლობდა და ამიტომაც დანიელს მესამე ადგილს ჰპირდებოდა).
        ბალტასარის მიერ მოწყობილი ლხინი მიდიელ-სპარსთა თავდასხმას ემთხვევა. ჰეროდოტე დანიელის წარმოდგენილ ცნობებს ადასტურებს და ამბობს, რომ მეფე კიროსის მიერ ქალდველთა დედაქალაქის დაპყრობისას ბაბილონელნი მხიარულად ილხენდნენ, ქალაქის მოსახლეობა ცეკვასა და თამაშში ატარებდა დროს. ყველაზე მძიმე წუთებში მეფის (ბალტასარის) ამგვარი უზრუნველობა ერთგვარ ახსნას იმით პოვებს, რომ ბაბილონის გარშემო აგებული უზარმაზარი კედელი ფაქტობრივად დაუძლეველ ზღუდეს წარმოადგენდა. ეს გალავანი არა მარტო მათ შიგნით მყოფებს წარმოედგინათ გადაულახავ წინაღობად, არამედ თავად სპარსთა მეფე კიროსსაც, რომელსაც, ჰერდოტეს ცნობით, არ ეიმედებოდა ქალდეველთა დედაქალაქის დაპყრობა და ფიქრობდა, რაიმე ხერხი და ეშმაკობა გამოეყენებინა. ამავდროულად ბალტასარის უზრუნველობაში მისი ასაკიც თამაშობდა გარკვეულ როლს. ისტორიკოსთა ვარაუდით, ის ამ ჟამისთვის დაახლოებით 16 წლის იქნებოდა.
       მხ. 2-4. 'ღვინით გალეშილმა ვალტასარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან".
ვალტასარი განსხვავებით ნაბუქოდონოსორისგან, რომელმაც იერუსალიმის ტაძრის ჭურჭელი საკერპოში განათავსა და იუდეველთა ტაძრის სიწმინდეებს პირადი საჭიროებისთვის არასოდეს შეხებია, თასებს ჩვეულებრივი ნივთების დარად მოატანინებს და მათი საშუალებით აგრძელებს საკუთარ დიდებულებთან ერთად ღვინის სმას.
მხ. 5-6. 'სწორედ ამ დროს კაცის ხელის თითები გამოჩნდა და სანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს..." მეფის თავხედობა შიშითა და ძრწოლით შეიცვალა.
მხ. 7-8. 'ხმამაღლა იყვირა მეფემ... მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს".
იუდეველი განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ კედელის წარწერა იუდაური ღვთისმეტყველების ერთერთი მიმართულებით - კაბალისტიკით უნდა ახსნილიყო, რისი ცოდნაც ბაბილონელ მოგვებს არ გააჩნდათ. სხვების აზრით, ბგერები უკანა რიგით იწერებოდა. ნაწილს მიაჩნია, რომ ყოველი სიტყვიდან მხოლოდ პირველი ან პირველი ორი ბგერა დაიწერა, რისი ამოკითხვაც ქალდეველ ბრძენთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
მხ. 10-12. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ვალტასარი რჩევას დედოფლისგან ღებულობს: დანიელი არის ის, ვინც შეძლებს ეს საიდუმლო ამოხსნას. აღმოსავლელ მმართველთა შორის არსებული წესების თანახმად, ქალს ეკრძალებოდა დაუკითხავად თავშეყრის ადგილზე გამოჩენა და მითუმეტეს ხელმწიფისთვის ხმამაღლა რაიმე სახის მითითების მიცემა. ვარაუდობენ, რომ ტექსტში წარმოდგენილი დედოფალი ვალტასარის დედა და ნაბონიდის მეუღლეა. დედოფლის მხრიდან ნაბუქოდონოსორის ვალტასარის მამად სახელდება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.
მხ. 13-16. ვალტასარი არ იცნობს დანიელს და მისი სიბრძნის შესახებაც, როგორც ტექსტიდან ირკვევა, პირველად ისმენს. ამის მიზეზი ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისთანავე სამეფო კარზე მომხდარი დაპირისპირებები უდნა ყოფლიყო: მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ებილმეროდაქი ნაბუქოდონოსორის ძე (561-559 წწ.). ორი წლის შემდეგ იგი საკუთარი დის ქმარმა - ნერიგლისორმა მოკლა. ამ უკანასკნელმა 4 წელი იმეფა და სპარსელებთან ომში დაიღუპა. მისი ძე და მემკვიდრე ლაბოსოარდაქი მხოლოდ 9 თვე იმეფებს და შეთქმულთა მსხვერპლი ხდება, რომელთა შორის იმყოფებოდა ნაბონიდი, ვალტასარის მამა. სამეფო ტახტისთვის გამართული დაპირისპირებებისას წინასწარმეტყველმა დატოვა დედაქალაქი ბაბილონი და სამკვიდროდ სხვა ადგილი არჩია. შესაბამისად, ვალტასარს მის შესახებ არაფერი სმენია.
       მხ. 17. დანიელმა საჩუქრებზე უარის თქმით საკუთარი თავი ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად წარმოაჩინა. ის თხოვნას არა ანგარებისთვის, არამედ საღვთოვ ნების გასაცხადებლად ასრულებს.
მხ. 18-28. ნაბუქოდონოსორის მაგალითი ბალტასარისთვის ყურადსაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უდიდესი თავხედობა გამოიჩინა და უზენაესი შეურაცხჰყო.

თავი 6


       მე-5 თავის 30-ე და 31 მუხლები გვამცნობენ, რომ ბალტასარი იმავე ღამეს იქნა მოკლული, ხოლო მის ნაცვლად ტახტზე დარიოს მიდიელი ავიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისტორიული წყაროების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დარიოსის შესახებ. ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს მითითებით, ბალტასარის სიკვდილის შემდეგ ბაბილონის მმართველი კიროსი ხდება. იგივეს გვატყობინებს ალექსანდრე პოლიგისტორი და პტოლომეის კანონო. ბაბილონის დაცემის შემდეგ ისინი მხოლოდ კიროსის ხელმწიფების შესახებ გვამცნობენ. დანიელის წიგნში მითითებული ცნობა ბევრ ისტორიულ წყაროსთან დაპირისპირებაში მოდის. ახლადაღმოჩენილ ბაბილონურ წარწერებში კიროსი ბაბილონის მეფედ იმპერიის დაცემიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ იხსენიება. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი ორი წლის მანძილზე ბაბილონში ვიღაც სხვა მეფობდა და სწორედედ ეს სხვა უნდა იყოს დანიელის მიერ ნახსენები დარიოსი. განმმარმტებელნი მიიჩნევენ, დარიოსი კიროსის დამხმარე სახელმწიფოს (მიდიის) მაღალი იერარქი უნდა ყოფილიყო. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს, რომ კიროსს ბაბილონის წინააღმდეგ კიაკსარ II, მიდიელი მეფის ასტიაგას ძე ეხმარებოდა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ კიაკსარისა და დარიოსის სახელთა მნიშვნელობაც მიუთითებს. ორივე მათგანი ითარგმნება როგორც თვითმპყრობელი (სპარსულად დარიოსი და მიდიურად კიაკსარი ერთი და იმავე მნიშვნელობისაა).
       მხ. 2-3. დარიოსი ბაბილონს 120 სატრაპად (ადმინისტრაციულ ერთეულად) ყოფს, ამავე რაოდენობის სატრაპებს სათავეში უყენებს და მათ განმგებლობას 3 არქონტს აბარებს, რომელთა შორის ერთერთი დანიელია. ეგზომ დიდი თანამდებობის მოპოვება დანიელის სიბრძნის შედეგია, რის შესახებაც დარიოსიც გებულობს, განსაკუთრებით ემპერიის დაცემის ბოლო ღამეს მომხდარი მოვლენები დიდ ზეგავლენას იქონიებდა ნებისმიერ დამპყრობელზე. დანიელის გულმოდგინება და გულწრფელობა არ რჩება მეფისთვის დაფარული და ის წინასწარმეტყველს კიდევ მეტად აამაღლებს და სახელმწიფოში მეორე იერარქის ხარისხს მიუბოძებს.
მხ. 4-5. დარიოსის ზრახვა ბაბილონელ ხელისუფალთათვის შურისა და უკმაყოფილების საბაბი გახდა, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა მათ დანიელის ქმედებაში ვერაფერი აღმოაჩინეს უარყოფითი და ბრალეული. დანიელი ყოველივეს გულმოდგინედ და ერთგულად აღასრულებდა. შესაბამისად, მისმა მტრებმა ფარული იერიშის მისატანად წინასწარმეტყველის რელიგიური მრწამსი გამოიყენეს და მასზე ააგეს თავიანთი მზაკვრული გეგმა.
        მხ. 6-7. მთავრებმა და სატრაპებმა, რომელნიც შესანიშნავად იცნობდნენ დანიელს, უეჭველად უწყოდნენ, რომ წინასწარმეტყველი საკუთარ რელიგიურ შეხედულებებში არაფერს დათმობდა. მათი შემუშავებული გეგმის მთავარი არსი სწორედ დანიელის გადაცდენაში მდგომარეობდა, ხოლო იცოდნენ რა, რომ ის ამას არასოდეს დაუშვებდა, სასჯელიც არ დააყოვნებდა. სატრაპთა მიერ მოფიქრებული ხერხი მეფეს ღვთაების ტოლ პატივს ანიჭებს: ბაბილონის იმპერიის საზღვრებში მცხოვრებ ყველა ადამიანს 30 დღის მანძილზე საკუთარი ღმერთებისადმი ლოცვა, ვედრება და თაყვანისცემა უნდა შეეწყვიტა და ვითარცა ღვთაება მხოლოდ დარიოსი განედიდებინა. სამეფო ბრძანების დამრღვევი ასურეთ-ბაბილონში არსებული სასჯელის ერთერთი ფორმით, დამნაშავის ლომების ხაროში ჩაგდებით ისჯებოდა.
       მხ. 8-9. მეფის ბრძანებით კანონმა საყოველთაო აუცილებლობის ფორმა მიიღო. ასეთი რამ ხდებოდა მეფის მიერ ნებისმიერი განკარგულების გაცემისას.
მხ. 10. დანიელის მტრების მოფიქრებულმა ხერხმა გაამართლა. ბრძანების შინაარსის გაცნობის მიუხედავად დანიელმა არ შეწყვიტა დღეში სამგზის (შესაძლოა დილით, შუადღეს და საღამოს) პირით იერუსალიმის მიმართულებით ლოცვების აღვლენა.
მხ. 13-16. დარიოსი, რომელიც ხვდება, თუ რისთვის იყო გამიზნული მთელი ეს ქმედება, ძლიერ უკმაყოფილებას განიცდის, მაგრამ გამოცემული კანონის შეცვლა მას არ ხელეწიფება. ერთადერთი მეფეს დანიელის ღმერთისა ეიმედება - იქნებ მან დაიცვას თავისი რჩეული.
მხ. 17. დანიელი ორმოში ჩააგდეს, ხოლო ზედ დიდი ლოდი დააფარეს, რომელიც სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.
მხ. 18-20. მეფე დიდი მწუხარების მიუხედავად მაინც დაიმედებულია: იქნებ დანიელი სასწაულის წყალობით მხეცებს გადაურჩეს და ამ განზრახვით დარიოსი დილით ადრე ხაროსკენ მიემართება, რომ თავად დარწმუნდეს ყოველივეში.
       მხ. 21-23. დანიელის სასწაულებრივი გადარჩენა უზენაესის ყოვლისშემძლეობის შედეგია. წინასწარმეტყველთან მივლენილმა ანგელოზმა ლომებს პირი დაუყო, რათა ისინი წინასწარმეტველს არ შეხებოდნენ.
მხ. 24. დანიელის მტრები სპარსული კანონმდებლობით განისაჯნენ. მისი მიხედვით, ცილისწამებელი და მატყუარა იმავე სასჯელით ისჯებოდა, რითიც მათი მსხვერპლი განიკითხა. ხაროში არა მარტო დიდებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც ჩაყარეს. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსული კანონების შესაბამისად ისჯებოდნენ როგორც ბრალდებულნი, ასევე მათი ცოლები, შვილები და უახლოესი ნათესავებიც კი.

თავი 7


       მეშვიდე თავში დანიელის ერთერთი ხილვაა გადმოცემული. აღნიშნული ხილვა ოთხი სამეფოს შესახებ გვატყობინებს.
მხ. 4. 'პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა..." დანიელის ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველნი ლომითა და არწივით ბაბილონის იმპერიას მოიხსენიებდნენ (იერ. ეზეკ.). შესაბამისად, არწივის ფრთების მქონე ლომში იგივე მონარქია მოიაზრება. თავდაპირველად უდიდესი ძალის მქონე ბაბილონი ჟამთა გარდასვლისას ნელ-ნელა შესუსტდა. ლომს ჩამოაშორეს არწივის ფრთები, ადამიანის გული მისცეს, რაც სამეფოს დასუსტების სიმბოლოა.
       მხ. 5. მეორე სამეფოს სიმბოლოდ დათვია წარმოდგენილი. მასში მიდიელ-სპარსთა სამეფო იგულისხმება. 'ადექი, ჭამე ბევრი ხორცი". ხსენებული მონარქია გაუთავებელ ომებს აწარმოებდა და შეუჩერებლად ითვისებდა დაპყრობილ ხალხთა სიმდიდრეს. დათვის კბილებში გაჩრილი სამი ნეკნი ბაბილონის, მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებული სახელმწიფოების სიმბოლოა, მითითებული ქვეყნები კიროსის ძალაუფლების ქვეშ შემოიკრიბნენ.
       მხ. 6. მესამე სიმბოლო ავაზის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც ოთხი ფრთა და ოთხი თავი გააჩნია. ამ ცხოველისთვის ნადირის შეპყრობისას დამახასიათებელი სისწრაფე და მძვინვარება ბერძნულ-მაკედონურ იმპერიის დაუნდობელ ქმედებებთანაა გაიგივებული. ოთხი ფრთა სიმბოლოა მაკედონელის მიერ ჩატარებული საომარი მოქმედებების შედეგად მსოფლიო იმპერიის შექმნისა, ხოლო ოთხი თავი ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ერთიანი იმპერიის ოთხ - თრაკიის, მაკედონიის, სირიისა და ეგვიპტის სახელმწიფოებად დაყოფის სიმბოლოა.
მხ. 7. დანიელთან მოსაუბრე ზეციური თანამზრახველი მეოთხე მხეცს ადარებს სამეფოს, რომელიც სხვაობს ყველა დანარჩენისგან. მისი თავისებურებები ვლინდება ყოვლისდამამხობელ ძლიერებაში, რაც სიმბოლურად უზარმაზარ რკინის ეშვებშია გამოხატული. მითითებულ სამეფოში რომის იმპერია მოიაზრება, მხეცის თავზე არსებული ათი რქა ათ მეფეს განასახიერებს.
       მხ. 8. მსგავსად ათი რქისა ახალი რქაც, რომელიც მეოთხე ცხოველის თავზე ამოიზარდა ასევე მეფეს განასახიერებს, თუმცა ეს უკანასკნელი წინარე ათისგან განსხვავდება. ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი მიუთითებს, რომ ის (მეთერტმეტე რქა) საკუთარ ძალისხმევას ღვთის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ მიმართავს.
მხ. 9-10. მეთერტმეტე რქის მოღვაწეობა მასზე მოწეული სამსჯავროთი სრულდება. მსაჯულის დიდებული გარეგნობა მის კეთილკრძაულებაზე მიუთითებს; სპეტაკი სამოსი და თეთრი თმები სიმბოლოა მისი მფლობელის სიწმინდისა.
       მხ. 11-12. სამსჯავროს შედეგად ღვთისმრძოლი ძალის სრული განადგურება მოჰყვა. მეოთხე ცხოველი მოიკლა, ხოლო სხეული დასაწვავად გამზადდა.
მხ. 13-14. დანიელის მიერ ნანახ მეოთხე ცხოველზე მოწეული სამსჯავრო ზეციური სამეფოს განცხადებით სრულდება, სამეფოსი რომლის თავში 'ძე კაცისა" დგას. ღვთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება მეთერტმეტე რქისა ეკლესიის მამათა განმარტებით, სახე და სიმბოლოა ქრისტიანთა უდიდესი მოძულის – ანტიქრისტესი. სწორედ მას აქვს ამპარტავნულად მოსაუბრე ბაგეები. მეთერტმეტე რქის განადგურების შემდეგ კაცის ძის გამოჩენა ქრისტეს მარადიული მეუფებას განასახიერებს, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ დამყარდება.



თავი 8


       მხ. 1. წინამდებარე თავში დანიელის ახალი ხილვის შესახებაა მოთხრობილი. მისი მნიშვნელობა გვაუწყებს, თუ რაგვარად შეიცვლებოდა მიდიელ-სპარსული ჰეგემონია ბერძნულ-მაკედონიურით და ამავედროულად, როგორი იქნებოდა ამ უკანასკნელის დამოკიდებულება ღვთის რჩეული ერისადმი.
მხ. 2. დანიელი გამოცხადებას ქალაქ შუშანში ღებულობს მდინარე ულაის ნაპირზე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველმა ნაბონიდისა და ვალტასარის მეფობისას დატოვა ბაბილონი და მითითებულ ქალაქში გადასახლდა. მეორენი თვლიან, რომ დანიელი სინამდვილეში ბაბილონშია და ხედავს, თითქოს ქ. შუშანში იმყოფება. ქ. შუშანი ელამის დედაქალაქი იყო. ელამი თავდაპირველად ასურელმა მეფემ ასურბანიპალმა დაიმორჩილა, ხოლო მოგვიანებით ნაბუქოდონოსორის რისხვაც იწვნია და ბაბილონის იმპერიას შეუერთდა. ელამის მთავარი ქალაქის შუშანის დამაარსებლად სტრაბონი ტროის ალყის ერთერძთი მონაწილის - მემნონის მამას ასახელებს (ძვ. წ. აღ. XIII ს.). კიროსის ზეობისას ელამის დედაქალაქი სპარსი ხელმწიფების საშემოდგომო რეზიდენცია იყო, ხოლო დარიოს გისტასპეს დროს იგი დედაქალაქად გამოცხადდა. ქალაქი მდინარე ულაის ნაპირზე მდებარეობდა (ბერძენთათვის ევლეას სახელით ცნობილ მდინარის სანაპიროზე).
მხ. 3. დანიელი ორრქიან ერკემალს ხედავს. გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით, მითითებული ცხოველი მიდიურ-სპარსული სახელმწიფოს სიმბოლოა (მხ.20). დანიელი ხედავს, რომ 'ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა". მიდიელ-სპარსთა სამეფომ თავისი არსებობა როგორც მიდიურმა სახელმწიფომ დაიწყო. კიაკსარის მეფობისას სპარსელნი მიდიელებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ კიროსის გამეფებისთანავე დამოკიდებულება შეიცვალა და ძალაუფლების სასწორი სპარსთა სასარგებლოდ გადაიხარა, რომლებმაც მსოფლიო მონარქია შექმნეს. სწორედ ეს პროცესია მითითებული დანიელის ხილვაში, სადაც აღწერილია, რომ გრძელი რქა უფრო გვიან ამოვიდა. რაც შეეხება მიდიელ-სპარსთა სამეფოს სიმბოლოს – ერკემალს, ამონიოს მარცელინის ცნობებით, ჯარის სათავეში მდგომი სპარსელი ხელმწიფე ნაცვლად დიადემისა ერკემალის თავის ფორმის თავსაბურავს ატარებდა. მხ. 4. 'გრძელი რქის" გამოჩენისთანავე ერკემალმა საკუთარი ძლიერება გამოავლინა: ის იქრქინება და ვერც ერთი მხეცი ვერ ეღობება წინ; კიროსის გამეფებისთანავე მიდიურ-სპარსულმა სახელმწიფომ უამრავი დაპყრობითი ომები აწარმოა (დასავლეთით - მცირეაზიური ქალაქები, სირია, ბაბილონი; ჩრდილოეთით - პონტო და სკვითეთი; სამხრეთით - ეგვიპტე). მხ. 5-7. დასავლეთმა, ჩრდილოეთმა და სამხრეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა ახალი სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა, ხელშეუხებელი დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთი. ცნობილია, რომ ქსერქსეს ლაშქრობა საბერძნეთში მარცხით დასრულდა (სპარსეთი საბერძნეთთან მიმართებით დასავლეთით იყო განლაგებული, ამიტომაც ერკემალი დასავლეთიდან მიემართება), სწორედ აქედან (საბერძნეთიდან) ბერძენთა პირველი მეფის სახით უდიდესი რისხვა დაატყდა თავს. ალექსანდრე მაკედონელის ელვისებური გალაშქრება (რაც დანიელის წიგნის მითითთებულ მუხლებში ვაცის მიერ ერკემალისთვის რქების მოტეხვაშია ნაწინასწარმეტყველები) აზიაში წარმატებით დაგვირგვინდა. სპარსულ-მიდიური სამეფოს მმართველი დარიოს კომოდანი გარნიკთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ ბერძნთა კიდევ რამდენიმე წარმატება და მიდიელ-სპარსთა სამეფო წყვეტს არსებობას.
მხ. 8. ბერძნულ-მაკედონიურმა მონარქიამ უდიდესი წარმატების, აურაცხელი რაოდენობის ომების მოგებისა და საკუთარი საზღვრების უკიდეგანოდ გავრცობის შემდეგ, ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე, დაკარგა ძველი დიდება 'მაშინ მოტყდა მას დიდი რქა" (დიდი რქში ალექსანდრე მოიაზრება). ალექსანდრეს ანდერძის თანახმად, იმპერია ოთხ ნაწილად დაიყო (ოთხი რქა - ოთხი სამეფოა. მხ.22): უმცირესი – მაკედონიის (მაკედონია-საბერძნეთი), სირიის (სირია, ბაბილონი და სპარსეთი), თრაკიის (თრაკია, ბითვინია, აზიური სამფლობელოები ჰელესპონტისა და ბოსფორის გასწვრივ) და ეგვიპტის სამეფოები (ეგვიპტე, ლიბია, არაბეთი და პალესტინა). მხ. 9. ერთერთი მათგანიდან ამოზრდილ მცირე ზომის რქაში განმმარტებლები ანტიოქ IV ეპიფანეს მოიაზრებენ.
სირიის მეფე ანტიოქ ეპიფანე თავიდან წარმატებულ საომარ მოქმედებებს აწყობს სამხრეთის მიმათულებით (ეგვიპტე; 1 მაკ. 1. 16-18), აღმოსავლეთით (სპარსეთი; 1. მაკ. 3. 31-37; 4. 1-4); ბაბილონისკენ (1 მაკ. 4). მხ. 10. ახლადამოზრდილი რქის მიერ გაქელილში იუდეველები იგილისხმებიან, ძვ. აღთქმის რჩეული ერი. (1 მაკ. 1).
მხ. 11. არ იკმარა რა განხორციელებული საქმენი, იგი მის მიერ დაჩაგრული ხალხის (იუდეველების) მეუფესაც შეერკინა, რაც ყოველდღიური მსხვერპლის გაუქმებასა და წმინდა ადგილის შეურაცყოფაში გამოვლინდა. მან მოისურვა, რომ ყველა ქვეშევრდომი ერთ ხალხად ქცეულიყო და თავიანთი ძველი რელიგიური კანონები დაეტევებინათ. ანტიოქმა იუდეველებსაც მოსთხოვა სარწმუნოების უარყოფა (1 მაკ. 1.45), აიძულებდა მათ, კერპებისათვის ეცათ თაყვანი.
        ანტიოქე ეპიფანე სამეფო ხელისუფლებაში ძვ. წ. აღ.-ის 175 წელს აღზევდა საკუთარი ძმის მოკვდინების შემდეგ. 170 წელს ეგვიპტელი მმართველი ფტოლომეოს IV შეეცადა ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მიწები დაებრუნებინა. შედეგად ანტიოქი უდიდესი არმიით ეგვიპტეში შეიჭრა, დაამარცხა ფტოლომეოსი და საკუთარი თავი ეგვიპტის მმართველად გამოაცხადა. უკანა გზაზე იგი იუდეაში, იერუსალიმში შეიჭრა, წაბილწა ტაძარი, ხოლო მისი ძვირფასი ჭურჭელი გაიტაცა. ანტიოქ ეპიფანე 168 წელს კვლავ გაეშურა ეგვიპტისკენ, თუმცა ამჯერად საზღვართან მას რომაელი სარდალი გადაეღობა და რომის იმპერიისადმი კეთილგანწყობილი ეგვიპტიდან უკან დაბრუნება მოსთხოვა. განრისხებული ანტიოქე იერუსალიმში აგზავნის საკუთარ ჯარს და გულისვარამს იუდეველებზე ამოიყრის: ქალაქი იერუსალიმი გადაიწვება, ტაძრის სამსხვერპლოს ადგილზე ზევსის სამსხვერპლო დაიდგმევა, სადაც სირიელი ჯარისკაცები თავიანთ ‘ღვთაებას" ღორს შესწირავენ. ანტიოქეს ბრძანებით ყველა იუდეველს აეკრძალება იუდაური რჯულის მიხედვით დღესასწაულების აღნიშვნა და ყოველი თვის 25 რიცხვში სირიელი მეფის საპატივსაცემოდ ზევსის სამსხვერპლოზე ღორის შეწირვა დაევალება.
მხ. 13-14. ანტიოქე ეპიფანესთვის მიცემული ხელმწიფება იუდეველი ხალხისა და სიწმინდის შეურაცხყოფაში გამოვლინდა; ანგელოზის თქმით, ეს მოვლენა 2300 დღის მანძილზე გაგრძელდებოდა. განმმარტებელთა ვარაუდით აქ ყოველდღიური დილისა და საღამოს მსხვერპლი იგულისხმება. შესაბამისად, 2300 დღე ორზე უნდა გაიყოს. მიღებული 1150 დღეა სამ წელს მცირედით აღემატება. საბოლოო დასასრული ამ განსაცდელისა იქნება 'სიწმინდის აღდგენა" ანუ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების განახლება. იერუსალიმის ტაძარში ზევსის სამსხვერპლოს აღმართვა 167 წელს ხდება. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ წარმოდეგენილი დროის მონაკვეთის ათვლა, რაც 164 წელს იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის განწმენდითა და მოსეს რჯულით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვის აღსრულებით დასრულდა. სწორედ ამ დროს მოხდა 'სიწმინდის აღდგენა".
მხ. 15-18. ადამიანის მსგავსების მქონე არსების მყისიერი გამოჩენა მის არამიწიერ წარმომავლობაზე მიუთითებს. იგი, როგორც წიგნიდან ირკვევა, გაბრიელ მთავარანგელოზია, რომელიც წინასწარმეტყველს ნანახი ხილვის შინაარს განუმარტავს.



თავი 9


       მხ. 1-2. 'პირველ წელს, დაროის ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა... მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებ იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდე-ბოდა იერუსალიმის ნანგრევებს". დარიოს მიდიელის მმართველობის პირველი წელი (539 წ.) ამავდროულად ბაბილონის იმპერიის დაცემის თარიღია. შწორედ ამ მოვლენას ასახელებს იერემია 70 წლიანი ტყვეობის დასასრულად (იერ. 25). ბაბილონი დაეცა, 70 წელი მიიწურა, მაგრამ იუდეველი ერი ჯერ კიდევ მონობაშია. დანიელი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? დანიელი იმის თაობაზე ეჭვობს, რომ შესაძლოა, უზენაესმა ხალხის ცოდვების გამო იერემიას ბაგეებით გამოთქმული სასჯელი გაახანგლძლივა, იერემიას წინასწარმეტყველებებზე ფიქრმა დანიელს მისცა საბაბი ერის შეწყალების მიზნით უზენაესისთვის მიემართა.
       მხ. 3-14. დანიელის ვედრება. წარმოდგენილ ლოცვაში დანიელი იუდეველ ხალხსა და უზენაესს შორის შუამდგომელის სახით წარმოჩინდება. ისრაელის ცოდვათა აღსარებასთან ერთად დანიელი აღიარებს, რომ ყველა სასჯელი, იუდეველ ხლხზე მოწევნილი უდიდესი განსაცდელი სამართლიანია (იგი არ უპირისპირდება საღვთო ნებას). მიუხედავათ უზენაესის არაერთი მცდელობისა რჩეული ერი ჯიუტად აგრძელებს ძველ გზას, რისთვისაც სამართლიანად ისჯება.
მხ. 15-19. ცოდვათა აღსარების შემდეგ დანიელი ისრაელის შეწყალებისთვის და მისი შინ დაბრუნებისთვის განაგრძობს ვედრებას.
მხ. 20-21. დანიელის გულმოდგინე ვედრება უზენაესამდე ამაღლდა და მან საკუთარი ანგელოზი გარდამოავლინა წინასწარმეტყველის სანუგეშებლად, წინასწარმეტყველისა, რომელიც საკუთარი ქვეყნის უბედურებითა და თვისტომთა ტანჯვით უდიდეს სულიერ ტკივილებს განიცდიდა. დანიელისთვის საღვთო ნების განმაცხადებელი ანგელოზი გაბრიელი ადრინდელი მოვლენებიდან იყო ცნობილი (დან. 8.16).
მხ. 22-23. დანიელის ლოცვას შედეგად მოჰყვა უზენაესის მხრიდან საღვთო ნების განცხადება, რადგან სწორედ დანიელი აღმოჩნდა 'რჩეული ადამიანი" და უფალი თავისი ნების მორჩილს უცხადებს დაფარულ საიდუმლოებებს.
მხ. 24. დანიელი უზენაესისგან გებულობს, რომ მისია ერისთვის და მისი წმინდა ქალაქისათვის 'სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშა- ული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნეს წმიდათა წმიდა". ებრაულ ტექსტში შვიდეულის ადგილას (სამოცდაათი შვიდეული) გამოყენებულია ტერმინი 'შაბუიმ". იგი ზედმიწევნით თარგმანში დროის შვიდეულს ნიშნავს ანუ დროს, რომელიც შვიდი ნაწილისგან შედგება განურჩევლად იმისა, თუ დროის რა მონაკვეთ მოიაზრება თითოეულ ნაწილში. წმ. წერილში ამავე ტერმინს რიგ სხვა წიგნებშიც ვხვდებით და მას კვირის მნიშვნეობა აქვს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში იმავე ტერმინში ერთ კვირას ვერ მოვიაზრებთ, რადგან 24-ე მუხლში გადმოცემული ამბები შეუძლებელია 490 დღის მანძილზე მომხდარიყო (70 შვიდეული ანუ 70 გამრავლებული 7 =490 დღეს); არც ერთი თვე უნდა მოიაზრებოდეს მასში, რადგან ამ შემთხვევაში 490 თვე უდრის 41 წელს, რაც ასევე საკმაოდ მცირე დროის მონკვეთია გადმოცემული ამბების მოსახდენად. ეკლესიის მამები შვიდეულში შვიდ წელს გულისხმობენ (კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. იოანე ოქროპირი). ამრიგად, სამოცდაათი შვიდეული უდრის 490 წელს.
განმმარტებელთა ერთი ნაწილი სამოცდაათ შვიდეულს ტექსტის შესაბამისად სამ ნაწილად ყოფს:
1. პირველი შვიდეული იერუსალიმის აღდგენის შესახებ გამოცემული ბრძანებით იწყება და შვიდი შვიდეულის მანძილზე ანუ 49 წელი გრძელდება;
2. ამას მოსდევს მეორე პერიოდი, რაც სამოცდაორ შვიდეულს ანუ 434 წელს გასტანს;
3. რაც შეეხება მესამე შვიდეულს, სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ დროის ათვლა დროებით წყდება და ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდში განახლდება (წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ბოლო შვიდეული სწორედ ის დროა, როდესაც წუთისოფელს ქრისტეს ცრუ ნაცვალი უწინამძღვრებს).
       დანიელის წიგნის მოცემული მუხლი იუწყება, რომ მითითებული დროის ბოლოს შეწყდება ცოდვა, მისი ხელწიფება, მეუფება ადამიანზე. აქედან გამომდინარე მოცემულ დროში მოიაზრება ჟამი, როდესაც ქვეყანაზე განკაცებული ღმერთი მოვა, რომელიც აღხოცავს პირველქმნილ ცოდვას, უკეთურებას და კაცობრიობას ღმერთთან შეარიგებს. 'რათა ცხებულ იქნას წმინდათა წმინდა&ქუოტ;. ეკლესიის მამები მოცემულ წინადადებაში ხედავენ წინასწარმეთყველებას მაცხოვრის ადამიანური ბუნების შესახებ, რომელმაც ცხება ღვთაებრივი ბუნებისგან მიიღო.
მხ. 25. დანიელს განემარტება, რომ დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან დაიწყება. იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემის წელი დასაწყისია სამოცდაათი შვიდეულისა. განმარტების მიხედვით დროის ორად დაყოფილი მონაკვეთიდან პირველი შვიდი შვიდეული ქ. იერუსალიმის აღდგენას უკავშირდება ანუ იერუსალიმის აღდგენა 49 წლის მანძილზე უნდა მომხდარიყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე რამდენიმე ბრძანება გამოიცა:
1. მეფე კიროსი; 538 წელი - ტაძრის აღდგენის განკარგულება;
2. მეფე დარიოსი; 512 წელი - კიროსის გადაწყვეტილება ხელახალი ბრძანებით დამოწმდა;
3. მეფე არტაქსერქსე ლონგიმანი; 452 წელი - ტაძარში მიმდინარე მსხვერპლშეწირვის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განკარგულება.
4. იგივე არტაქსერქსე; 444 წელი - ხელახალი ბრძანება: იუდეველებს ნება ეძლევათ, იერუსალიმის გალავანი აღადგინონ და ქალაქი გაამაგრონ. სწორედ ეს ბოლო განჩინება უნდა ჩაითვალოს შვიდეულის დასაწყისად.
სამოცდაათი შვიდეულის დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემით დაიწყო, ხოლო აღნიშნული ბრძანება არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს (444 წ.) გამოქვეყნდა (უწინარესი სამი ბრძანება საკუთრივ ტაძარს უკავშირდებოდა და იერუსალიმის კედლების გამაგრებაზე მათში არაფერი თქმულა). წარმოდგენილი განმარტების თანახმად, შვიდი და სამოცდაორი შვიდეული ჯამში 483 წელია (49+434=483); ტექსტში ნათქვამია, რომ სამოცხდაცხრა შვიდეულის გასვლისას (იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემიდან 483 წლის შემდეგ) მოიკვეთება ცხებული, რაც მაცხოვრის ჯვარცმას გულისხმობს, მაგრამ წარმოდგენილი გამოთვლის მიხედვით მითითებული დროის სასრულად საკმაოდ გვიანდელი თარიღი მივიღეთ - ახ. წ. აღ. 39 წელი (444-483=39). საქმე ისაა, რომ იუდაური კალენდარი განსხვავებით გრიგორიანულისგან 360 დღეს ითვლის; შესაბამისად, 444-დან ახ. წ. აღ. 33 წლამდე სწორედაც რომ 483 წელი გადის, რაც გრიგორიანული კალენდრის თანახმად 477 წლის ტოლია; მოცემულ შემთხვევაში მოხმობილი განმარტება ისტორიულ ფაქტებს ზედმიწევნით თანხვდება.
       რაც შეეხება მესამე შვიდეულს, იგი გაცილებით გვიან
მხ. 26. შვიდეულის დროის მეორე ნაწილის დასასრულს 'მოიკვეთება ცხებული". მოცემულ მუხლში ქრისტეს (ხრისტოჯ - ცხებული) სიკვდილის შესახებაა წინასწარმეტყველება. აქვეა მითითებული, თუ რა დაემართებათ იმათ, ვინც ამ საშინელ მკვლელობას გეგმავს და განახორციელებს. 'ქალაქს და საწმინდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი..." მოცემულ მუხლში - წინამძღვარში, რომელიც გამიჯნულია თავისი ხალხისგან, განმარტებლები ტიტეს მოიაზრებენ, რომელმაც 70 წელს ქ. იერუსალიმი დაიპყრო. ისტორიიდან ცნობილია, რომ მას არ სურდა ტაძრის აოხრება და შესაბამისი ბრძანებაც გასცა, მაგრამ ერთერთი რომაელი ჯარისკაცის მიერ ტაძარში დაგდებულმა ცეცხლმოკიდებულმა მაშხალამ იუდეველთა ეკლესია მთლიანად გაანადგურა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ხანძარი ვერ დაიძლია და ძვ. აღთქმის ტაძარი პირწმინდად განადგურდა.
მხ. 27 უკანასკნელი სამოცდამეათე შვიდეულისას 'იგი განამტკიცებს აღთქმას..." მოცემულ აღთქმაში ახალი, ძველისგან განსხვავებული, აღთქმა მოიაზრება, რომელიც არა კონკრეტულად რომელიმე ერთ ხალხთან იქნა დადებული, არამედ მთელს კაცობრიობასთან.
'სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე..." მოცემულ წინადადებაში ყურადღებას იქცევს ტერმინი 'გატიალების სიბილწე" (ძვ. ქართ. 'საძაგელი იგი მოოხრებისაA"). ნეტარი თეოდორიტე და ევსევი კესარიელი მიიჩნევენ, რომ მასში კეისრის გამოსახულება მოიაზრება, რომელიც რომაელმა პროკურატორმა პილატემ ტაძარში განათავსა. წმინდა იოანე ოქროპირი ადრიანე იმპერატორის მიერ დადგმულ გამოსახულებაზე მიუთითებს. წარმოდგენილი ცნობების სიმრავლის მიუხედევათ რომელიმე მათგანის შესახებ მსჯელობა რთულია, რადგან არცერთი ისტორიული წყარო არ იუწყება იერუსალიმში (ტაძარში) კერპის არსებობის შესახებ. ორიგენემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გატიალების სიბილწეში რომაული ჯარი მოიაზრება. ევსები კესარიელი სხვაგან მიუთითებს, რომ 'საძაგელი იგი მოოხრებისა" თავად ტაძარს ეწოდება, რადგან ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო (მაცხოვრის ჯვარცმისას) და ეს ადგილი გატიალების სიბილწედ გადაიქცა.


თავი 10


       მხ. 1. 'კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას&ქუოტ;. მოცემულ თავში კვლავ გამოცხადებათა შესახებაა მოთხრობილი. პირველ მუხლში მითითებულია, თუ როდოს მოხდა ეს მოვლენა.მხ.
2. გამოცხადების მიზეზი დანიელის უდიდესი მწუხარებაა, რაც მან უმძიმესი მარხვით გამოხატა: 'გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია...&ქუოტ; ასე გაატარა მან პირველი თვის, ნისანის (მარტის), სამი კვირა. დანიელის მწუხარების მიზეზი მისი ხალხის უმძიმესი მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ამ დროისთვის ორი წლის დაბრუნებულნი იყვნენ სამშობლოში, მაგრამ ხედავდნენ რა მიწასთან გასწორებულ დედაქალაქსა და ტაძარს, მათ მწუხარებას არ ჰქონდა საზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ერთობლივი ძალისხმევით ნელ-ნელა კვლავ ახლდებოდა, ასაკოვანი ხალხი, რომლეთაც სოლომონისეული ტაძრის დიდებულება ახსოვდათ (რადგან ისინი 586 წელს ახალგაზრდა ასაკში გადაასახლეს ბაბილონში და 70 წლის შემდეგ მათმა ცოცხლად დარჩენილმა ნაწილმა კვლავ შეძლო საკუთარ ქვეყანას დაბრუნებოდა), მწუხარების ნიშნად მძიმედ ხმამაღლა მოსთქვამდნენ (1 ეზდრ. 3.12-13). ამას სამარიელთა მხრიდან მომდინარე დაპირისპირებაც დაემატა. ისინი (სამარიტელნი) მთელი ძალით ცდილობდნენ სპარსეთის ხელისუფლებასთან ცრუ დასმენის გზით იუდეველთა მიერ წამოწყებული მშენებლობა შეეჩერებინათ (1 ეზდრ. 4.1-5). მიზანი გამართლდა და იუდეველებმა სამშობლოში ჩასვლიდან ორი წლის შემდეგ ვეღარ მოახერხეს პასექის დღესასწაული რჯულის დაცვით აღესრულებინათ. სწორედ ამ მოვლენათა ერთიანობამ უდიდესი განცდა გამოიწვია წინასწარმეტყველში: იგი შორეულ ქვეყანაში მყოფი თანაეზიარება და უმძიმესი სულიერი ტკივილით განიცდის საკუთარი ხალხის მძიმე ყოფისა.მხ.
       5-6. 'თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი&ქუოტ;.
დანიელის წინაშე წარმდგარი 'კაცი განმმარტებელთა ნაწილს აპოკალიფსთან შედარების შედეგად (აპოკ. 1.13-15.) ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასად მიაჩნია, ხოლო სხვანი მის მიერ გამოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, ხილვაში ნანახ ზეციურ არსებას გაბრიელ მთავარანგელოზად მიიჩნევენ. წინა გამოცხადებები ძლიერ ჰგავს ამ შემთხვევას და მიზეზი ამგვარი განსჯისა სწორედ ესაა.
მხ. 7. 'მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ&ქუოტ;.დანიელის თანამგზავრები ამ ხილვას ვერ ხედავენ, მაგრამ სმენით ისმენენ და ესაა მიზეზი იმისა, რომ ისინი შეძრწუნებულნი გაიქცევიან.
მხ. 8-10. თავად დანიელი ზეციური ჩვენების მხილველი გაოგნებულია, ვერაფერს ახერხებს. მხოლოდ ზეციური არსების ხელის შეხებით მოეგო გონს და შეძლო, ფეხზე წამომდგარიყო (შდრ. ეზეკ. 2.1-2).
მხ. 12-13. 'სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა...&ქუოტ; სპარსეთის სამეფოს მთავარში განმმარტებლები ანგელოზს მოიაზრებენ, რომელსაც ამ სახელმწიფოს მფარველობა ჰქონდა მიმადლებული. ამავე მუხლებიდან ირკვევა, რომ იუდეველთა ერის გამო მლოცველი დანიელის ვედრებას მიქაელ მთავარანგელოზიც უერთდება და მზრუნველობას იჩენს ამ ხალხის კეთილი მომავლისთვის.
მხ. 14. მომდევნო მუხლებში დანიელი კვლავ საიდუმლოებით მოცული ხილვის მოვლენების შესახებ განაგრძობს თხრობას.


თავი 11


       მხ. 1-2. 'დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და ნფარველად დავუდექი მას. ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით. ტექსტში ნახსენები სამი ხელმწიფეში კიროსის მემკვიდრეები: კამბიზი (529-522 წწ.); ლჟესმერდიზი (522-521 წწ.) და დარიოს გისტასი (521-486 წწ.) მოიაზრება, ხოლო მეოთხე მეფე, ყველაზე აღმატებული, სპარსთა ლეგენდარული ხელმწიფე ქსერქსეა (486-465წწ.), რომელიც გამორჩეული იყო ყველა მბრძანებელს შორის თავისი სიმდიდრით და ამავდროულად უდიდესი წარუმატებლობა იწვნია ბერძენთა წინააღმდეგ ლაშქრობისას.
მხ. 3-4. 'დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა. სალამინთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ (სპარსელებსა და ბერძნებს შორის) სპარსთა სამეფო დაცემის გზას დაადგა, ხოლო მას ახალი, ბერძნული სახელმწიფო ჩაენაცვლა. დანიელს მიღებული ხილვის ამ ნაწილში სწორედ შემდგომი მონარქიის შესახებ ეუწყება. აქვეა წინასწარმეტყველება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. მაკედონელის თაობაზე მსგავსი სახის ცნობები, დანიელს აქამდეც განეცხადა (7.6; 8.5-8; 21-22.). მოცემულ შემთხვევაში სიახლე ისაა, რომ ზეციური ხილვა მაკედონელის მემკვიდრეთა შესახებ იუწყება, რომ ისინი არ იქნებიან დიდი მეფის გენეტიკური მემკვიდრეები. ისტორიიდან ცნობილია, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ რჩება მისი გონებანანკლული ძმა - არრიდი და ორი მცირეწლოვანი შვილი. მათგან არცერთს შესწევდა უნარი, მსოფლიო იმპერია ემართა.
მხ. 5-6. 'გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება. წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ. ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრე ოთხ სამეფოთაგან გარკვეული დროის შემდეგ დიდად გაძლიერდნენ ჩრდილოეთისა (სირიის) და სამხრეთის (ეგვიპტის) სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებოდნენ. მათ შორის მდებარე პალესტინა ამ ორთაჭიდილში ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. გამოცხადება მხოლოდ ორი სამეფოს შესახებ გვამცნობს, რადგან ღვთის რჩეულ ერთან უშუალო შეხებაში სწორედ ისინი იყვნენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ - თრაკიისა და მაკედონიის - სამეფოებს მათზე მოცემულ შემთხვევაში არაფერია ნათქვამი.
დანიელის წიგნის წინამდებარე თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ეგვიპტისა და სირიის სახელმწიფოებში და შესაბამისად, მათი ბედი, მათში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირში იყო იუდეველებთან.
       ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის მმართველი ხდება პტოლომეოს I (323-285 წწ.), ხოლო სირიაში სელევკოს ნიკანორი. მათ შორის გამუდმებული ომები მიმდინარეობდა. ორი მხარის დასაშოშმინებლად გარკვეული ნაბიჯები ეგვიპტის მეფის პტოლომეოს I მემკვიდრის - პტოლომეოს II ფილადელფოსისა და სელევკოსის (სირიის მეფის) მემკვიდრის - ანტიოქე თეოსის მოღვაწეობისას გადაიდგა. ყოველგვარი უკმაყოფილების დასასრულებლად პტოლომეოს ფილადელფმა ანტიოქეს საკუთარი შვილი - ვერონიკა მიათხოვა ცოლად და მზითევად ჩრდილოელ მეფეს პალესტინაც უბოძა. მაგრამ ანტიოქე ამ დროისთვის უკვე დაქორწინებული იყო ლაოდიკიაზე და ორი შვილი ჰყავდა - სელევკი კალინიკე და ანტოიქი. პტოლომეის გარდაცვალების შემდეგ ლაოდოკიამ მოწამლა საკუთარი ქმარი - სირიის მეფე ანტიოქე, დაახოცინა ვერონიკა და მისი ვაჟიშვილები და ტახტზე საკუთარი ძე სელევკი კალინიკე აიყვანა. სამეფოთა მორიგების მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა.მხ. 7-9. ვერონიკას სიკვდილისათვის შური მისმა ძმამ და პტოლომეოს ფილადელფის შვილმა - პტოლომეი ევერგეტმა იძია. მან მოკლა ლაოდიკია და სირიის კუთვნილ მიწებს დაეუფლა (კილიკიას, პამფილიას, იონიას, პალესტინას).
ძლევამოსილი მეფის ჩრდილოური გამანადგურებელი ლაშქრობები ეგვიპტეში მომხდარი ამბოხების წყალობით შეწყდა. სანამ პტოლომეოსი ეგვიპტეში სიმშვიდეს ამყარებდა სელევკმა კვლავ დაიბრუნა წინააზიური სახელმწიფოები.
       მხ. 10-13. დანიელის წიგნის მოცემულ თავში, როგორც ადრეც შევნიშვავდით, მომავალში მოსახდენი მოვლენების დეტალური წინასწარმეტყველებებია გადმოცემული.

თავი 12


       მხ. 1-3. 'იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება... იუდეველი ერის მფარველი ანტიოქოს ეპიფანეს მიერ მოწეული განსაცდელისას მთავარანგელოზი მიქაელი იქნება მფარველი და მცველი ებრაელი ერისა. სწორედ მისი მეოხებით გადაურჩებიან იუდეველები განადგურებას. ანტიოქე მოცემულ შემთხვევაში სახეა მომავალი ანტიქრისტესი. იუდეველი ერის მიერ მისი ხელმწიფებისას განცდილი შევიწროება სიმბოლოა უკანასკნელ ჟამს ღვთის რჩეული საკრებულოს უმძიმესი ხვედრისა.
მხ. 4. 'შენ კი, დანიელ, დაიფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა&ქუოტ;. დანიელს მიღებული გამოცხადების გაფრთხილება და მისი დაცვა დაევალა. ამასთანავე ეს იყო წინასწარმეტყველის მიერ ნანახი უკანასკნელი საიდუმლო უწყება.
       მხ. 5-7. დანიელი მოცემულ მუხლებში გვიყვება, თუ როგორ იხილა ორი უცხო - ერთი მდინარის გაღმა და მეორე გამოღმა მდგომი ადამიანები. დანიელის მიერ ნანახი ერთი ადამიანი მეორეს ეკითხება: 'უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნება ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო. მოცემულ პასუხში, სავარაუდოდ, მიცვალებულთა აღდგომის შესახებაა წინასწარმეტყველება. ამ შემთხვევაში პასუხის პერიფრაზი ამგვარი იქნება: მიცვალებულთა აღდგომა უშუალოდ ანტიქრისტეს დროების შემდეგ მოხდება. მხ. 8. დანიელმა მოსმენილი პასუხი ვერ გაიგო, რისთვისაც კითხვა მიაგება: 'უფალო ღმერთო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ. მაგრამ ის უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც შეიტყო და გულისხმაჰყოს, ხოლო ამ შეუცნობადი მოძღვრების შემეცნება მომავალ დროებას გადაეცა და სწორედ მომავალ ჟამამდე მიღებული განცხადება გულმოდგინედ უნდა შეინახონ.
       მხ. 9-12. 'მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე... წინასწარმეტყველის სულიერი თვალი მომავალი ახალი აღთქმის ეკლესიის სიღრმეებს სრულად ვერ იმეცნებს. ამ 'დანაკლისის&ქუოტ; აღმოსავსებად დანიელს მისი ხალხის ტანჯვის დროის რაოდენობა ეუწყება. 10-11 მეხლებში გადმოცემული ცნობა ანტიოქ ეპიფანეს დროს უკავშირდება. სწორედ ამ მეფის მიერ იუდეველებზე აღძრულ ჟამთა ათვლას გვთავაზობს 11-12 მუხლებში ნაუწყები რადენობა დღეებისა: 1290 და 1335.


თავი 13


თანამედროვე ებრაულ ბიბლიაში დანიელის წიგნის მე-13 და მე-14 თავები არა წარმოდგენილი ისევე, როგორც ვერ ვხდებით მათ ორიგენესა და იერონიმესთან. ებრაულისაგან განსხვავებით, მითითებული წიგნის მითითებული ნაწილი გადმოცემულია სეპტანტაში, თეოდოტიონეს თარგმანში, კოპტურში, არაბულში, სირიულში, ვულგატაში, სომხურსა და რიგ სხვა ენაზე თარგმნილ ბიბლიებში. ჩამოთვლილ თარგმანთა შორის დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილს ზოგან წიგნის სათავეში, პირველი თავის წინ, ხოლო ზოგან წიგნის ბოლოში ვხვდებით. იულიანე აფრიკანელი შენიშნავდა, რომ პირველად ებრაულ-არამეულ ბიბლიის ტექსტში ხსენებული ნაწილი არ უნდა ყოფილიყო და იგი მოგვიანებით ჩნდება სეპტანტასა და თეოდოტიანეს თარგმანში.



თავი 14


წინამდებარე თავში ნახსენები ადამიანების სამოღვაწეო ეპოქა ისტორიული წყაროებით დადგენილი თარიღების ფონზე არ ემთხვევა დანიელ წინასწარმეტყველის დროს, რაც საკმაოდ ართულებს მასში გადმოცემული მოვლენების კომენტირებას. ეკლესიის მიერ არაკანონიკურ წიგნთა შემადგენლობაში დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის (მე-13;14 თავები) განთავსების ერთერთი მიზეზიც სწორედ ესაა.

ნახვა: 1867

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters