თავი 1

მხ. 1. `ხილვა აბდიასი".

ნეტარი იერონიმე: იუდეველთა მტკიცებით, აბდია ის ადამიანია, რომელიც გამოქვაბულში დამალულ ას წინასწარმეტყველს საკვებით ამარაგებდა აქაბისა და უღმრთო იზებელის დღეებში . არასოდეს მოუდრეკია მას მუხლი ბაალისთვის და იმ 7 000 ადამიანს შორის აღირიცხება, ვის შესახებაც ელიას არაფერი სმენოდა .

ამრიგად, აბდია ოდესღაც სამარიაში მცირე სამწყსოს აპურებდა, ხოლო ამჟამად მთელს ქვეყნიერებაზე ქრისტეს ეკლესიაში დამკვიდრებულ ადამიანებს ღვთაებრივი მოძღვრებით არწყულებს. მისი სახელი ნიშნავს მონა უფლისა.

‘ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნე დაეგზავნა ხალხებს: აღდეგით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად!~ ეს სიტყვები გვარწმუნებენ, რომ აბდიას მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველება არა საკუთრივ მისია, არამედ შემოქმედს ეკუთვნის.

ვინ არიან ედომელნი? ედომი იუდეველთა მონათესავე ხალხია. ისინი იაკობ მამამთავრის ძმის ესავის შთამომავლები არიან; ამას მე10 მუხლიც ადასტურებს: ,,იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას, იაკობს... ედომის სამეფო იუდეისა და მკვდარი ზღვის სამხრეთით მდებარეობდა. ედომი იგივე იდუმეაა, სახელმწიფო, რომლის მკვიდრიც იყო მაცხოვრის შობისას პალესტინაში გამეფებული ჰეროდე დიდი.
წიგნის მოცულობით აბდია მცირე წინასწარმეტყველია, მაგრამ არა აზრებით. ასევეა სოლომონის სამ წიგნში და ‘ქება ქებათაში", რაც უფრო მცირე ზომისაა მოძღვრება, მეტი სირთულეა.

მაშ ასე, ვინაა ედომი ან იდუმეა, რომლის შესახებაც ბრძანებს უფალი აბდიას მიერ? დაბადების წიგნიდან ვგებულობთ, რომ ესავს ედომი პირმშოობის წილ მიღებული ოსპის შეჭამადისთვის ეწოდა, რადგან ედომი ნიშნავს პურრგო`ჯ ანუ წითელს. იმავე წიგნიდან ესავის სხვა სახელებიც ცნაურდება: სეირი ანუ ბალნიანი, რადგან ესავს მთელი სხეული, იაკობისგან განსხვავებით, ხშირი თმით ჰქონდა დაფარული. ამრიგად, მას სამი სახელი ერქვა: 1. ესავი; 2. ედომი და 3. სეირი.

აბდიას უწყება იდუმეის გამო ღმერთის მრისხანების თაობაზე ჩვენ სიმბოლურადაც ძალგვიძს გვესმოდეს. კერძოდ, ედომში იუდეველი ერი და ერეტიკოსები მოვიაზროთ, რომელიც თავის ძმას იაკობს ანუ ქრისტიანებს საშინელ განსაცდელებს მოაწევს).
‘ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნე დაეგზავნა ხალხებს".

ნეტარი იერონიმე: მაცნე, რომელიც ხალხებს დაეგზავნა, ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლად წუთისოფელში მოსული იესო ქრისტეა, რომლის შესახებაც არაერთი წინასწარმეტყველი ღაღადებდა. რაც შეეხება იმას, რომ სამოცდაათმა მთარგმნელმა მაცნე (ებრ. სირ), თარგმნა როგორც პერიოხჰ` ანუ გარემოცვა , სწორედ განკაცებული უფალია ჩვენი მაცნე და გარემომზღუდველი, ვინც სიცოცხლის გზას გვაუწყებს და ყოველი უკუთურებისგან გარემოგვიცავს.

იდუმეა ამავდრეოულად მიწიერსაც (ქვეყნიურს) ნიშნავს და წითელი ფერიდან გამომდინარე შესაძლოა, გვესმოდეს როგორც სისხლიანი. ამიტომაც, რაჟამს მაცხოვრის ზეცად ამაღლებისას ანგელოზთა ნაწილი ღაღადებდა: ‘გახსენით თქვენი კარიბჭეები, მთავარნო, და გაიხსენით, საუკუნო კარიბჭეებო, და შევა მეუფე დიდებისა" (ფს. 23.7); ესაიას თანახმად, უხორცო ძალნი გაოცებულნი კითხულობდნენ: ‘ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, ბოცრადან მეწამულით მოსილი? ეს ვინ არის თავისი ბრწყინვალე სამოსით, თავისი ძალის სიდიადით მომავალი?" (ეს. 63.1) და თავად მას ეკითხებოდნენ: ‘რატომ არის წითელი შენი სამოსი და შენი მოსასხამი საწნახელში დაწურულივით?" (ეს. 63.2). იგი (ქრისტე) ძლევამოსილებით ჰპასუხობდა: ‘მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან" (ეს. 63.3). ანუ მოცემულ შემთხვევაში ედომი სამყაროს, წუთისოფლის სახეა, რაზეც ქრისტე ღმერთმა საკუთარი სიკვდილით ძლევა მოიპოვა.

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ედომში სხეული მოიაზრება, სხეული რომელიც სულზე აღზევებულა და ხელმწიფებს მასზე. ამიტომაც ადამიანმა ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს მის დასათრგუნად).

წმ. ეფრემ ასური: წინასწარკმეტყველი ამბობს: ‘ხმა მოგვწვდა უფლისგან", რადგან უზენაესი არაფერს აკეთებს საკუთარი ნების წინასწარმეტყველებისადმი გაცხადების გარეშე. ‘მაცნე დაეგზავნა ხალხებს"; აქ, როგორც ჩანს, ემანუელი მოიაზრება).
მხ. 2. ‘აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩად ხარ აგდებული!"

წმ. ეფრემ ასური: წინასწარმეტყველი იდუმიელი ხალხის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ისინი საკუთარი ძმებისადმი გამოჩენილი ქედმაღლობისა და მტრობისთვის ტყვედ იქნებიან წაყვანილნი. სხვა მხრივ, დამცირებულად აბდია დემონს წარმოგვიდგენს და სწორედ მას მიემართება შემდეგი სიტყვები).

მხ. 34. ‘შენმა მზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ,,ვინ ჩამომაგდებს ძირს?&ქუოტ; არწივივით მაღლაც რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ&ქუოტ; ამბობს უფალი

იდუმიელებს საკუთარი სახელმწიფოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის ეიმედებოდათ, რადგან მათი ქალაქები მიუვალ კლდეებში იყო ნაშენი. ამ კონკრეტულ მუხლებში, განმმარტებელთა აზრით, ედომის მთავარი ქალაქი სელა მოიაზრება, მოგვიანებით პეტრად წოდებული . პლინიუსი ხსენებულ ქალაქს აღწერს როგორც მიუდგომელ, მოუხელთებელ ადგილმდებარეობას. მორიგ მუხლებში აბდია ედომის დაცემის შესახებ იუწყება.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამ მუხლებიდან ირკვევა, რომ იდუმიელებს დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათი ქვეყნის დაპყრობა არავის ხელეწიფებოდა, რადგან იდუმეა კლდოვან მიდამოზე მდებარეობდა. შეუძლებელი ხდებოდა სამხედრო მოქმედების გზით, სწორხაზოვანი იერიშთ ამ სახელმწიფოს დმორჩილება. მიუხედავად ამისა, უფალი იდუმიელებს ჰპირდება: სულაც რომ არწივს მიემსგავსონ და ბუდე ჰაერში იშენონ, იქედანაც აღმოიფხვრებიან, რადგან უზენაესისთვის არაფერია შეუძლებელი).

ნეტარი იერონიმე: უფალი ედომს მიმართავს: შენ, რომელიც უმცირესი ხარ ხალხთა შორის, ამაო წარმოდგენებს იქმნი საკუთარ თავზე და მსგავსად არწივისა აღზევებულხარ. თუმცა სანამდეც არ უნდა ამაღლდე, მაინც დაემხობი და ქვეყანას დაენარცხები.
არწივის შესახებ უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ყველა ფრინველზე მეტად ძალუძს ზეცად ამაღლდეს. ამბობენ, ისეთ მხედველობას ფლობს, დედამიწიდან ადამიანის მზერისთვის უწვდენელს, ზღვის ზედაპირზე ამოსული თევზების დანახვა ძალუძს.

იგივე უწყება სხეულსაც განეკუთვნება. ქრისტეს წუთისოფლად მოსვლით მისი ძალა დაითრგუნა, მოუძლურდა და სულს დაემორჩილა, თუმცა მაინც მსურველია სულზე ხელმწიფებისა. სწორედ მისი (სხეულის) მისამართით ითქვა, რომ მართალია, იზრახავს არწივივით მაღლა აიჭრას (შდრ. ‘ვინ ჩამომაგდებს ძირს?") ანუ სულზე მეუფებდეს, მაგრამ ძლეულია უფლის მიერ და ხელმწიფება არ გააჩნია).

მხ. 6. ‘როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები!"
წმ. ეფრემ ასური: წინასწარმეტყველი იუწყება, თუ როგორი დაუოკებელი წადილით ააოხრებდნენ ბაბილონელი ჯარისკაცები იდუმეას, ხოლო მოსახლეობას კი ტყვედ წაასხამდნენ. ეს წინასწარმეტყველება ნაბუქოდონოსორის დროს აღსრულდა).
მხ. 7. ‘საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში)".
ნეტარი იერონიმე: ყველა ისინი, ვინც ედომთან მეგობრობდა და ამ სახელმწიფოს მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა, მტრის გამოჩენისთანავე მას შეეკრნენ, ედომი დაამარცხეს და მაშინ გაცხადდა, რომ იდუმეაში არ ყოფილა არანაირი სიბრძნე, რადგან დანდობიან იმას, ვინც სინამდვილეში მოწინააღმდეგე ყოფილა).

წმ. ეფრემ ასური: მეზობელმა ხალხებმა, რომლებთანაც იდუმიელებს სამხედრო კავშირი დაემყარებინათ, განსაცდელისას ისინი მიატოვეს და ბედის ანაბარა დატოვეს).

მხ. 10-14. ‘იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხო თესლი შემოვიდა მის კარიბჭეში... არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის... არ უნდა მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად... 

გზაჯვარედინში; ეგვიპტისკენ მიმავალი გზა იგულისხმება; იუდეველები ცდილობდნენ, ეგვიპტის მიმართულებით გაქცეოდნენ მტერს, მაგრამ იდუმიელნი ‘ლტოლვილთა გასაწყვეტად;, რომელთაც ეგვიპტეში მოსახვედრად მათი ქვეყანა უნდა გაეარათ, ძალღონეს არ იშურებდნენ და უამრავი ადამიანი მახვილით დასცეს. სწორედ ამ საქციელით აღივსო ედომის საწყაული უზენაესის წინაშე და, აბდიას უწყებით, მათ პასუხი მოეკითხებათ.

წიგნის მეორე ძირითადი საკითხი სიონიდან მომავალ ხსნას უკავშირდება; თუმცა ებრაულ ბიბლიასა და სეპტანტას შორის ამ საკითხთან მიმართებაში გარკვეულ სხვაობას ვხვდებით. ებრაული ტექსტის თანახმად ვკითხულობთ: ‘სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმინდა იქნება იგი&ქუოტ; (აბდ. 1.17). ბერძნული ბიბლიის იმავე ადგილას შემდეგი შინაარსის წინადადებაა: ‘სიონის მთაზე იქნება ხსნა და იქნება წმინდა . სიონის მთა ქ. იერუსალიმში მდებარე მაღლობია, სადაც მეფე დავითმა სამეფო სასახლე ააგო მას შემდეგ, რაც ეს ადგილი იებუსეველებს წაართვა. აქვე, ღვთის კურთხევით, სოლომონმა ძველი აღთქმის ეკლესია ააშენა. სულიერი მნიშვნელობით, სიონის მთაში განმმარტებლები ახალი აღთქმის ეკლესიას მოიაზრებენ. სწორედ ქრისტეს დაარსებულ ეკლესიას მიენიჭა ადამიანის ხსნის ხელმწიფება და მარადიულად წმინდა და შეუბღალავია იგი.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: `სიონის მთაზე მოვა ნატამალი. ამ ადგილზე ბერძნული ტექსტი განსხვავებულად იკითხება: `სიონის მთაზე იქნება ხსნა და იქნება წმინდა. სიონის მთად ღვთივსულიერი წერილი ეკლესიას სახელდებს. სწორედ იგია წმინდა, რადგან ღვთის სახლს წარმოადგენს).

ნახვა: 318

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters