Qwelly2024-03-28T22:29:45Zjanahttps://www.qwelly.com/profile/janahttps://storage.ning.com/topology/rest/1.0/file/get/2214938823?profile=RESIZE_48X48&width=48&height=48&crop=1%3A1https://www.qwelly.com/group/holy_bible/forum/topic/listForContributor?user=2yfktp4mnoqm6&feed=yes&xn_auth=noმე ვარ - იესუ ნაზარეველის შესახებtag:www.qwelly.com,2016-04-12:6506411:Topic:11270832016-04-12T02:48:05.155Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

იუანეს სახარების მე–18 თავში ვკითხულობთ, თუ როგორ ეკითხება უფალი იესუ ქრისტე მის შესაპყრობად მოსულ ადამიანებს "ვის ეძიებთ"? (ინ. 18, 4), ისინი პასუხობენ "უესუს ნაზარეველსა" (ინ. 18, 5). უფალი პასუხობს "მე ვარ" მაშინ ისინი უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე (ინ. 18, 6)

როგორ აიხსნება ეს პარადოქსული შემთხვევა თუ მოქმედება?

ეს შემთხვევა თუ მოქმედება ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია. იესუს…

იუანეს სახარების მე–18 თავში ვკითხულობთ, თუ როგორ ეკითხება უფალი იესუ ქრისტე მის შესაპყრობად მოსულ ადამიანებს "ვის ეძიებთ"? (ინ. 18, 4), ისინი პასუხობენ "უესუს ნაზარეველსა" (ინ. 18, 5). უფალი პასუხობს "მე ვარ" მაშინ ისინი უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე (ინ. 18, 6)

როგორ აიხსნება ეს პარადოქსული შემთხვევა თუ მოქმედება?

ეს შემთხვევა თუ მოქმედება ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია. იესუს შესაპყრობად გამოსული ბრბო და მრავალრიცხოვანი ჯგუფი რომაელთა ჯარისკაცებისა, რომელთაც მოყვებოდათ მღვდელმთავრებისა და ფარისევლების შეიარაღებული მსახურები, იზღუდებიან მისგან, რომლის შესახებაც აქვთ ბრძანება, რომ შეიპყრონ. ნაცვლად იმისა რომ ეს ადმაიანები წინ წავიდნენ და ის მყისვე შეიპყრონ უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე. აწყდებიან ძლიერ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამასთან, ერთ უბრალო ადამიანს, რომელიც ნათლად აჩვენებს თავის აღიარებაში თავის პიროვნებას და მზადყოფნას, რომ მათ გადაეცეს და ჩაბარდეს თავისი ნებით.

ა

წინაპირობა სახარების ამ მონაკვეთის განმარტებისათვის, რომელსაც განვიხილავთ, არის იმ თეოლოგიური (საღმრთისმეტყველო) საწყისის აღნიშვნა, რომელსაც იუანე ღმრთისმეტყველი, როგორც სამართლიანად უწოდა მას ეკლესიამ, გადმოსცემს და იმავდროულად განმარტავს ამ ეპიზოდს იესუ ქრისტეს ცხოვრებიდან. კონკრეტულად სახარების ავტორი, როგორც სახარების დასაწყისში, ასევე მთელ თავის სახარებაში არ წყვეტს ქადაგებას და აცხადებს, რომ კაცი ქრისტე არის განხორციელებული განკაცებული სიტყვა ღმრთისა, სიტყვა რომელიც "იყო პირველითგან ღმრთისა თანა" (ინ. 1, 1), "და ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა რაოდენი რაი იქმნა", ანუ იესუ არ არის უბრალოდ ადამიანი, არამედ იმავდროულად არის ღმერთი და ადამიანი და მაშინ როდესაც იმ ეპოქის იუდეველები მას უყურებენ, როგორც მხოლოდ ადმაიანს და აღიქვამენ მხოლოდ მის ადამიანურ მხარეს, მაშინ იმავდროულად ქრისტეს სიტყვები, ქრისტეს ძალა და ქრისტეს სასწაულები მოწმობენ სახარების მკითხველთათვის მის საღმრთო ბუნებას, სინამდვილეს, რომელიც განცხადდება აღდგომის და სულთმოფენობის შემდეგ.

ამ თეოლოგიური წინაპირობის შემდეგ შესაძლებელია განსხვავებულ პრიზმაში აიხსნას ეს კონკრეტული მომენტი თუ ფაქტი. იესუს შეპყრობამდე იუანე მახარებელი გადმოგვცემს გამოსამშვიდობებელ სიტყვას ქრისტესი, თავის მოწაფეებისადმი, სიტყვას სადაც სიღრმისეული საღმრთისმეტყველო კუთხით არის გადმოცემული ქრისტეს საღმრთო წარმომავლობა და მისი საღმრთო ბუნება ზუსტად ამ საუბრის შემდეგ მიდიან ბაღში "ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწაფითურთ თვისით წიაღ ხევსა მას ნაძოვანსა, სადა იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი" (ინ. 18, 1). აქ, ამ ბაღში ქრისტე, ჩვეულების თანახმად ხშირად მიდიოდა თავის მოწაფეებთან. ამ მიზეზით იცის იუდამაც ეს ადგილი " იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თვისით " (ინ. 18, 2), და წინ უძღვის შეიარაღებულ ადამიანებს: "ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღვდელთმოძღვართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა" (ინ. 18, 3).

ერთი შეხედვით ჩანს რომ იესუ წამოეგება იუდას ნაღმს, სინამდვილეში კი იესუ როგორც ღმერთი სრულად აკონტროლებს მდგომარეობას. ამგვარად ჯარისკაცები პირველად ვერ ხედავენ იესუს, უფრო მეტიც არ ესხმიან მას თავს, ხოლო იესუ რომელმაც სახარების მიხედვით, "იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა". გამოვიდა "და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ?" (ინ. 18, 4). მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებითაა შესაძლებელი ნათლად დავინახოთ საღმრთო სიდიადე იესუსი. იესუმ იცის ყველაფერი და მიემართება ვნებისაკენ მორჩილად და საღმრთო სიდიადით. მისი მოწინააღმდეგენი კი პირიქით, ანუ იუდა და შეიარაღებული ადმაიანები, რომლებიც მას მოსდევენ, მიუხედავად იმისა რომ, ერთი შეხედვით ჩანს თითქოს მათ მხარეს არის ძალთა უპირატესობა, სინამდვილეში ემსახურებიან ქრისტეს საღმრთო ნების აღსრულებას.

შემდეგ თხხრობაში უფრო მკვეთრად არის გამოყოფილი და წარმოჩენილი იესუს საღმრთო დიდება, კონკრეტულად კი იმ ეპიზოდში, რომელსაც ეხება ჩვენი შეკითხვა. მაშასადამე, უფალი რომელიც აგრძელებს საღმრთო ნების აღსრულებას და აკონტროლებს სიტუაციას, ეკითხება შეიარაღებულ ბრბოს "ვის ეძიებთ?" ეს სცენა და მომენტი სარწმუნოდ და დამაჯერებლად ჩანს მაშინ, როდესაც შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი პასიურად და უძრავად დგას ერთი ადამიანის წინაშე, ადამიანისა, რომელიც ელოდება მათ და ეკითხება რა უნდათ. ცხადია მათი პასუხიდან, რომ ეძებენ "იესუ ნაზარეველს" გამომდინარეობს, რომ არ ეძებენ "უფალს", "ქრისტეს", "მესიას", "ისრაელის მეუფეს".

ყველა ის ბრალდება, რომელსაც ქრისტეს აბრალებენ იუანეს სახარებაში, ასაჩინოებს ქრისტეს ღმრთიურ ბუნებას, რაც მიუწვდომელია იმ სიმრავლისთვის, რომლებიც მის შესაპყრობად მოდიან. მათ იციან მხოლოდ ერთი რამ იესუზე, რომ ის არის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია მართალია, ამავდროულად ის არის არასაკმარისი, რადგანაც იესუ არ არის ერთი უბრალო ადამიანი მხოლოდ.

თუკი ამ მომენტს შევხედავთ მახარებლის თეოლოგიური თვალთახედვით, შევამჩნევთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც განკაცებული ღმრთის სიტყვის წინააღმდეგ არიან, ისე, რომ არ ცნობენ მის ღმრთაებრივობას. ამასთან ცდილობენ, რომ ის შეიპყრონ, როგორც ერთი უბრალო ადამიანი და, რა თქმა უნდა, როგორც ბოროტმოქმედი. გარდა ამისა ეს ადამიანები ვერ ცნობენ მას, არც როგორც იესუ ადმაიანს, რომელსაც ეძებენ. პარადოქსია თუკი ყურადღებით დააკვირდება ვინმე ამ ფაქტს, რომ მათ შორის იყო იუდა (ინ. 18, 5), რომელიც სახეზე ძალიან კარგად იცნობდა იესუს.

მასასადამე გამორჩეულად სუსტი ადგილი, რომელიც უვარაუდება, რომ აქვს იესუს, იუანესგან წარმოჩინდება როგორც უზარმაზარი ძალა, დაბნელებულ მის მდევნელებთან შედარებით. ეს ძალა ჩანს იქიდანაც, რომ იესუს შეუძლია ჯერ კიდევ თუკი ისურვებს გაიქცეს მათი ხელებიდან და დამალოს თავისი პიროვნება. ღმერთკაცი იესუ კი გადაეცემა მორჩილად, თავისი სურვილისამებრ, ადამიანებს რომლებიც სიტყვის პირდაპირი გაგებითაც კი ირყევიან. ყოველივე ამის წარმოჩენა სურს მახარებელს და ამიტომაც დაწვრილებით აღწერს მას.

ცხადია იესუს თვითგამოცხადება მოკლე ფრაზით "მე ვარ", კიდევ უფრო მეტად აჩვენებს თავის ძლიერებას და მისი მდევნელების უძლურებას, რომლებსაც ესმით ქრისტეს ეს სიტყვები, უკან იხევენ და ეცემიან მიწაზე. მათი მრავალრიცხოვნება და იარაღი რომელიც თანა აქვთ, არ ეხმარება მათ ამ ორი " საშინელი " სიტყვის წინაშე, როგორც მათ ეჩვენებათ. იუანე მახარებელი ამ წინაპირობის შემდეგ, რომლითაც სურს, რომ აჩვენოს, რომ იესუ არის ღმერთი და, რომ როგორც ღმერთი გადაეცემა და შეპყრობილ იქნება მორჩილად, უფრო ადვილად გასაგები ხდება, შეიარაღებული ადამიანების პარადოქსული მოქმედებები.

ბ

მაგრამ ამ ზემოთ მოყვანილი ახსნა–განმარტების შემდეგ, იესუს მდევნელების მოქმედება გაურკვეველი რჩება, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ძველაღთქმისეულ საფუძველს ამ ფრაზისა. ძველი აღთქმის პროტოტიპულ ტექსტებში, უპირველეს ყოვლისა, სახელი ღმერთისა არის "იაჰვე", რომელიც ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტებში ითარგმნება როგორც "ო ონ", ანუ "ის ვინც არის" (გამ. 3, 14). ეს სახელი აცხადებს იმას, რომ ღმერთი არის და უწინარეს ყოვლისა არსებობს, რომლისგანაც ღებულობს არსებობას ყოველი ქმნილება და რომლის მიმართ ყველა ადამიანს აქვს კავშირი, რომ მისგან იკურთხოს მისი პიროვნული არსებობა. ასევე ეს სახელი წარმოაჩენს უზარმაზარ არსობრივ სხვაობას, რომელიც აშორებს ღმერთს ადამიანებისგან, როდესაც ღმერთს არ შეუძლია არსობრივად გამოაცხადოს სხვა არაფერი გარდა საკუთარი თავისა, რომელიც შესაძლებელია გაგებულ იქნას ადამიანების მიერ მხოლოდ მისი არსებობით. ბოლოს კი აცხადებს ღმერთის ერთადერთობას, რადგანაც მას აქვს სახელი " ო ონ " არ შეიძლება, რომ ის იყოს სხვა რამ, გარდა მხოლოდ არსებული ღმერთისა, მაშინ როდესაც სხვა ღმერთები, რომლებიც სწამთ ადამიანებს, აბსოლიტურად არ არსებობენ.

მჭიდროდ დაკავშირებულია ღმერთის სახელტან ფრაზა "მე ვარ", რომელსაც გამოიყენებს ღმერთი თავის სახელზე საუბრისას. საუბრობს რა თავის სახელზე, უმთავრესად წინასწარმეტყველ ისაიასთან, იმ მიზნით, რომ გამოაცხადოს მხოლოობა, ერთადერთობა, ღმრთაებრივობა, მარადიულობა და ყოვლისშემძლეობა მისი, აქ ეს ფრაზა ხდება ტითქმის სინონიმი ღმერთის სახელისა. ამ მიზნით პასუხობს გარკვეულ შემთხვევებში, უეცრად და მოულოდნელად, როგორც მაგალითად ისაიასთან: "თქვენ ჩემი მოწმენი ხართ! –ამობობს უფალი – და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება". (ის. 43, 10;).

იუანეს სახარებაში იესუ იგივე ფორმით გამოიყენებს ფრაზას "მე ვარ", თავისი თავის მიმართაც. ასე მაგალითად, ფრაზაში "გარქუთ თქვენ, ვითარმედ: მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქვენთა ; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა" (ინ. 8, 24;), და იხ. ასევე: "მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაი, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყვ." (ინ. 8, 28;). იესუ არსებითად განსაზღვრავს მსმენელთა ხსნას, იმ რწმენასთან გაიგივებით, რაც უკავშირდება მის გაიგივებას ძველი აღთქმის ღმერთთან. ასევე, ფრაზით: "ამიერითგან გეტყვ თქვენ ვიდრე ყოფადმდე, რაითა, რაჟამს იყოს, გრწმენეს თქუენ, რამეთუ მე ვარ." (ინ. 13, 19), იესუ წინასწარ აუწყებს თავის მოწაფეებს თავისი ვნების და აღდგომის შესახებ, სანამ ეს ყველაფერი აღსრულდებოდა და ვიდრე მისი მოწაფეები ირწმუნებდნენ მის ღმრთაებრიობას.

ასევე ქრისტეს მსვლელობისას ზღვაზე, როდესაც იესუ მიმართავს მოწაფეებს ფრაზით "მე ვარ" (ინ. 6, 20), ეს სიტყვები გაგებულ უნდა იქნეს არა როგორც მხოლოდ ერთი უბრალო დამამშვიდებელი სიტყვა. ზღვის ტალღებზე სიარულისას, (ამგვარი სიარული არ შეუძლია არც–ერთ ადამიანთაგანს, რომ აღასრულოს, არამედ მხოლოდ ღმერთს) იესუ ამბობს "მე ვარ". ამ ფრაზაში ჩანს სიდიადე უფლისა, ამ სახელში რომელსაც გამოიყენებს იესუ თავის თავზე, სწორედ ამ მომენტში აცხადებს ის თავის საღმრთო ბუნებას.

გ

ზემოთმოყვანილი შენიშვნებისა და დაკვირვების შემდეგ, უკვე ძალიან ადვილია გავიგოთ ყველა ის სიღრმეები წინააღმდეგობისა იესუს შეიარაღებული მდევნელებისა, იმ დრის, როდესაც იესუ მათ ეცხადება და უჩვენებს თავის პიროვნებას. გამოცხადება იესუს პიროვნებისა იმავდროულად წარმოადგენს გამოცხადებას მისი საღმრთოობისა და გამოცხადება მისი საღმრთოობისა, იუანეს სახარებაში სხვებთან ერთად ხდება, ღმერთის სახელის "მე ვარ" გამოყენებით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აქ გვაქვს მომენტი საღმრთო გამოცხადებისა: ადამიანი იესუ, რომელსაც ეძებენ ჯარისკაცები, რომ შეიპყრონ, მიემართება მათ, დგება მათ თვალწინ, ყოველგვარი ლოგიკისა და მოლოდინის გარეშე, როგორც ღმერთი. ამ დროს ჯარისკაცები უკან იხევენ, შეშინებულები და უძლურები ვარდებიან მიწაზე ამ გამოცხადების პირისპირ, რომლის სიღრმისეულ აზრს ბუნებრივია ვერ წვდებიან, მათ არ ძალუძთ, რომ ეს ყველაფერი გაიგონ.

ეს უკანასკნელი კი ჩანს იქიდან, რომ საბოლოოდ წინ ვერ დგავენ ნაბიჯს და იპყრობენ იესუს. "შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი". (ინ. 18, 12;) საქმე, რომელიც ნიშნავს შემდეგს: რომ მათთვის, ამ გამოცხადების გამოცდილება რჩება ერთ–ერთ რიგით მომენტად. ამგვარად იესუ აგრძელებს, რომ იყოს პირველი მოქმედებაში და მეორედ ეკითხება მათ თუ ვის ეძიებენ. მათი პასუხი იგივეა, რომ ეძებენ: იესუს ნაზარეთიდან. ამ პასუხში ჩანს მათი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვინც მათ წინაშეა და ვინც აიძულა ისინი, რომ დაცემულიყვნენ მიწაზე სხვაა, და სხვაა ის ვიზეც მათ აქვთ ბრძანება რომ შეიპყრონ. თუმცა იესუ კვლავ იმეორებს მეორეჯერ, რომ ის არის ის, ვისაც ისინი ეძებენ და რომლის შეპყრობაც მათ აქვთ ნაბრძანები. ამ ფრაზით შეიძლებოდა გვეთქვა, ქრისტე ეუბნევა ჯარისკაცებს, რომ თავისუფლად დატოვონ მისი მოწაფეები და თვითონ შეიპყრონ. მართლაც ეს არის ის მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ჯარისკაცები.

საღმრთო ძალა, ერთადერთი და ყოვლისშემძლე ღმერთისა, "არსისა", არის უფრო დიდი და უსაზღვრო მის მორჩილ უძლურებასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ის მორჩილად გადაეცემა მათ: "თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს", (ინ. 1, 11). საპირისპიროდ კი გამორჩეული ძალა იესუს მდევნელებისა, არსებითად წარმოაჩენს მათ უმაღლეს უძლურებას. ისინი ელემენტარულად უძლურები არიან, რომ გაიგონ, შეიცნონ, ღმერთის მათ შორის ყოფნა.

ხრისტოს კარაკოლასი
(ათენის უნივერსიტეტის პროფესორი)

"განმარტებითი წერილები - პასუხები კითხვებზე ახალი აღთქმიდან"
გამომცემლობა "თბილისი", 2013

იერემია წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2015-02-01:6506411:Topic:9095932015-02-01T07:18:20.589Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

• ტექსტი;

• მოკლე ცნობები იერემია წინასწარმეტყველის შესახებ;

• ტექსტი;

• მოკლე ცნობები იერემია წინასწარმეტყველის შესახებ;

• განმარტებები;

• წმინდანის ხსენება;

← წინასწარმეტყველები

ზაქარიას წინასწარმეტყველება (განმარტება)tag:www.qwelly.com,2015-01-31:6506411:Topic:9094562015-01-31T16:51:44.585Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ზაქარიას წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

მხ. 1. ‘დარიოსის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა".

ხსენებული მეფე დარიოს I გისტასპია. იგი 521/485 წლებში მეფობდა.…

ზაქარიას წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

მხ. 1. ‘დარიოსის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა".
ხსენებული მეფე დარიოს I გისტასპია. იგი 521/485 წლებში მეფობდა. შესაბამისად, წინასწარმეტყველი ასპარეზზე 520 წელს გამოდის. მხ. 2-6. ზაქარია ხალხს უფლის სახელით უზენაესის აღიარებისკენ უხმობს: ‘უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი".
ხილვა პირველი (წითელ ცხენზე მჯდომარე ადამიანი):
მხ. 89. ‘ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია წითლები, ზერდაგები და თეთრები".
წინასწარმეტყველი გამოცხადებას ღამე ღებულობს. აღნიშნული მოვლენა ზაქარიას გამუდმებულ ფიქრს მოჰყვა რჩეული ერის ბედის თაობაზე. იგი ხედავს ადამიანს, რომელიც წითელ ცხენზეა ამხედრებული ‘მურტის ხეთა შორის". ებრაულისგან განსხვავებულ წაკითხვას გვთავაზობს სეპტანტა: …ეი(სტჰ`კეი ა) (შდრ. ‘…დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა"). მხედრის უკან ცხენები დგანან წითლები, ზერდაგები (ჭრელები) და თეთრები.
მე-11 მუხლიდან ირკევევა, რომ მურტის ხეთა შორის მდგომი მხედრის უკან განლაგებულ ცხენებსაც ჰყავდათ თავიანთი მხედრები. მათი ფერები სიმბოლური მნიშვნელობისაა, რითიც მინიშნებაა იმ განსაცდელებზე, რომლებითაც ღვთისადმი კრძალვის არმქონე და უგულისხმო ხალხები შეირისხებიან. მხედარი უფლის ანგელოზია, ვისაც მის უკან მდგომი ცხენები (მხედრებითურთ) დაკისრებული საქმეების წილ ანგარიშს აბარებენ. განსხავავებუილი ფერის ცხენები ანგელოზური ძალები არიან (ნეტარი თეოდორიტე).
ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მან გამოცხადება ღამით იხილა და არა დღისით, როგორც ეს მოსეს, ისაიას… შემთხვევაში მოხდა. წინარე წინასწარმეტყველნი ხილვას იუდასა და იერუსალიმის დაქცევამდე ღებულობდნენ და სწორედ ამ თავისუფლების დროს განასახიერებს დღის სინათლე. ზაქარია ჩვენებას ღამე ხედავს, რაც სამშობლოში დაბრუნებული იუდეველი ერის მდგომარეობის გამომხატველია, ერისა, რომელიც აღთქმულ მიწაზე დაბრუნების მიუხედავად, მონობის უღელს კვლავაც ატარებს. წითელ ცხენზე ამხედრებული უცნობი ზოგიერთის თქმით, მიქაელ მთავარანგელოზია, ხოლო ჩვენ კი ვიტყვით, რომ ის ჩვენი მხსნელი უფალია, სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელმაც ჩვენი გამოხსნის განგებულების აღმსრულებელმა, ესაიას წინასწარმეტყველებისამებრ, მოისმინა: ‘რატომაა შენი სამოსი მეწამული?" . მურტის ხე პალესტინაში იზრდება. ამბობენ, მას ისეთი სურნელი აქვს, შორიდან იზიდავს ადამიანს. ხსენებული ხეები წმინდანებს განასახიერებენ, რომელთა შორისაც მიმოიქცევა უფალი.
ცხენების ფერთა სიმრავლე ხალხთა და სახელმწიფოთა სიმრავლეზე მიუთითებს, სადაც ისინი იგზავნებიან. თეთრი ფერი სიხარულისაა. ამიტომაც თეთრი ცხენები მიდიელებსა და სპარსელებს განასახიერებს, რადგან მათ იუდეველებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს: გაათავისუფლეს ტყვეობიდან და ტაძრის მშენებლობის ნებაც დართეს. ჭრელი ცხენები მაკედონელთა სიმბოლოა. მათი მმართველების ნაწილი იუდეველებისადმი მეგობრულად იყო განწყობილი, სხვანი კი სასტიკად მტრობდნენ. წითელი ცხენები რომის იმპერიის სიმბოლოა, რომელმაც საბოლოოდ დააქცია იუდეა).
მხ. 9-10. ‘ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი. ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად".
ზაქარია ნანახით გაოცებული კითხულობს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, რაზეც პასუხს წითელი ცხენის მხედარი იძლევა. მისი თქმით, ამ ცხენებმა უფლის განჩინებით მთელი ქვეყანა უნდა შემოიარონ.
მხ. 11. ‘მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა".
ხეთა შორის მდგომ უფლის ანგელოზსქვეყნიერების შემოვლის შემდეგ მხედრები მიუგებენ, რომ მთელი ქვეყანა განისვენებს. ამაში წარმართული სახელმწიფოების კეთილდეღეობა იგულისხმება, ხოლო მათი კეთილდღეობა იუდეველებს არ აძლევს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას ანუ ‘უფალი არ კეთილნებობს ხალხისადმი" (რჩეული ერისადმი).
ნეტარი იერონიმე: მთელი სამყარო მშვიდადაა, ყოველი ხალხი თავის ქვეყანაში განისვენებს, მაგრამ იუდეველთა ყოფა განსხვავებულია; მათი უდიდესი ნაწილი კვლავაც სპარსეთშია).
მხ. 12. ‘მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?"
უფლის ანგელოზი უზენაესს იუდასთვის წყალობის დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
მხ. 16-17. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე. კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს".
უფალი პასუხობს, რომ რჩეული ერის განსაცდელები მალე დასრულდება; იერუსალიმში კვლავ აიგება ტაძარი, განახლდება დედაქალაქი, გარდასრული უბედურებანიც დავიწყებას მიეცემა.
ხილვა მეორე (ოთხი რქა და ოთხი მჭედელი):
მხ. 18-19. ‘ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი".
წინასწარმეტყველი ოთხ რქას ხედავს. რქა ბიბლიური სიმბოლოების თანახმად, ძალის და ძლიერების სახეა.
ნეტარი იერონიმე ოთხ რქაში იუდეისადმი მტრულად დამოკიდებულ ოთხ სახელმწიფოს ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს მოიაზრებს. თეოდორიტე კვირელი შენიშნავს, რომ აღნიშნული ოთხი ძალა რჩეული ერისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სახითაა წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ამ ჟამისთვის ბაბილონის იმპერია არ არსებობს, სპარსეთი პირიქით, არათუ ემტერება, არამედ ყველანაირად მხარში უდგას ებრაელებს. ამიტომაც, ნეტარი თეოდორიტეს აზრით, ოთხ რქაში, ზოგადად, ქვეყნის ოთხივე კუთხიდან იუდეველთა წინააღმდეგ მიმართული ძალა იგულისხმება: ეგვიპტე, ფილისტიმელები, ასურეთი, ბაბილონი, მოაბი, ამონი, ედომი…
აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება და ამ შემთხვევაში იუდეა ქრისტეს ეკლესიას განასახიერებს, ხოლო ოთხი რქა ეკლესიასთან დაპირისპირებული უკეთური ძალაა.
მხ. 20-21. ‘და დამანახა უფალმა ოთხი მჭედელი. ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად".
წინასწარმეტყველი ოთხ მჭედელს ხედავს, რომლებიც იუდას წიანააღმდეგ აღმართული რქების დასამხობად მოდიან. პირველ ხილვაში ნათქვამი, რომ წარმართული სახელმწიფოების კეთილდღეობა იუდეველი ერის თავისუფლების შემზღუდველეია, ხოლო მეორე ხილვის თანახმად, წარმართები იუდეველთა მისამართით გამოჩენილი სისასტიკის გამო დაისჯებიან.
ნეტარი თეოდორიტე: მჭედლები უხილავი ძალები არიან, რომლებიც იუდასადმი მტრულად აღძრულ ძალებს ერთურთის საპირისპიროდ აღძრავენ, რომ ურთიერთის ხელით განგმირონ ერთმანეთი).
ნეტარი იერონიმე: ჩვენ მჭედლებში ანგელოზებს მოვიაზრებთ. ისინი ღმერთს მორჩილებენ და ზოგიერთ ერს განამტკიცებენ, ზოგსაც მუსრს ავლებენ).

თავი 2
ხილვა მესამე (ადამიანი მიწის საზომი ლარით ხელში)

მხ. 1-2. ‘ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე".
ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ხედავს ადამიანს, რომელსაც ხელში გამზომი ლარი უჭირავს. აღნიშნული ხელსაწყო თოკია, რომელსაც ძველ დროში ადამიანები მიწის გასაზომად იყენებდნენ. ხილვის მიზანი ზაქარიას დარწმუნებაა, რომ მისი მშობლიური ქალაქი აღდგება, განახლდება, თუმცა იგივე ადგილი სულიერი იერუსალიმის, ახალი აღტქმის ეკლესიის სესახებ გვაუწყებს).
მხ. 3-5. ‘აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში".
კედლების არარსებობის მიუხედავად მოსახლეობა დაცული იქნება, რადგან თავად უზენაესი დაიფარავს და დაიცავს ამ ქალაქს, თითქოსდა ცეცხლოვანი სვეტით შემოსაზღვრავს მას. წმინდა კირილე ალესქსანდრიელი წინამდებარე მუხლის განმარტებისას აღნიშნულ მოვლენას ქრისტეს ეკლესიას განუკუთვნებს.
ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილი ცნობები ორნაირად შეიძლება გვესმოდეს: როგორც საკუთრივ იერუსალიმთან დაკავშირებული მოვლენა და წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიის შესახე. უკანასკნელის თანახმად, დადგება ჟამი, როდესაც ქრისტეს ეკლესიის წიაღში ადამიანთა სიმრავლე დაიმკვიდრებს. იერუსალიმში დავანებულ ხალხად განღმრთობის გზაზე მდგომი მართალნი მოიაზრებიან, ხოლო პირუტყვებში ხორციელი ვნებებს დამონებული ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მრავლად არიან).
მხ. 6. ‘ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი".
მესამე ჩვენებაში იერუსალიმის სანახების გაფართოებაზეა საუბარი, რაც მოსახლეობის ზრდის შედეგად იქნება განპირობებული; მაგრამ საიდან მოვა ესოდენი სიმრავლე ხალხისა მაშინ, როდესაც ტყვეობიდან სამშობლოში იუდეველთა საკმაოდ მცირე რაოდენობა დაბრუნდა? საქმე ისაა, რომ მსოფლიოში მიმოფანტულ იუდველებს თავად უზენაესი მოიხმობს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნიდან ანუ ბაბილონიდან.
მხ. 7. ‘ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!"
ბაბილონში ცხოვრება მასზე მოწევნადი განსაცდელების მიზეზით, განსხვავებით ძველი დროებისგან, ამჟამად საფრთხეს შეიცავს და წარმართთა შორის დარჩენილი იუდეველები შესაძლოა, მათი ბედის თანაზიარნი გახდნენ.მხ. 11. ‘მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან". ღვთის მოწყალება გარდა იუდეველი ხალხზე მზრუნველობისა იმ წარმართებზეც გამოვლინდება, რომლებიც რჩეულ ერს შეუერთდებიან და მათ ღმერთს აღიარებენ.

თავი 3

ხილვა მეოთხე (უფლის ანგელოზის წინაშე მდგომი ისუ მღვდელმთავრი):
წინამდებარე თავში გადმოცემულია რიგით მეოთხე ხილვა. მისი საერთო შინაარსი ასეთია: რჩეულ ერს აღთქმული წყალობა უეჭველად მიემადლება, მხოლოდ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ისინი ცოდვებისგან განიწმენდენ საკუთარ თავს. ამ ხილვაში ზაქარია ხედავს, თუ როგორ შეუნდობს უზენაესი ხალხს ცოდვებს, თუმცა ამას თავად ხალხის ძალისხმევა და სურვილი სჭირდება.
მხ. 1. ‘დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად".
საიდუმოებით მოცული პირი, რომელიც ზაქარიას იესო მღვდელმთავარს წარუდგენს, სავარაუდოდ, თავად უზენაესია. სწორედ ასე ესმოდათ აღნიშნული ადგილი ბიბლიის ბერძნული და ლათინური ტექსტის მთარგმნელებს.
ზაქარია ხედავს მღვდემთავარ იესოს, რომელიც, მსგავსად ბრალდებულისა, უფლის ანგელოზის წინაშე დგას. მღვდელმთავრის მარჯვენა მხარეს სატანა განთავსებულა. იგი უზენაესის განაზრახს, რჩეული ერისთვის წყალობის მინიჭებას, ეწინააღმდეგება. ხილვაში იესო მღვდელმთავარი მთელი ერის წარმომადგენელია და არა კერძო პირი, რომელიც საკუთარი დანაშაულებებისთვის აგებს პასუხს. სატანა ძალმომრეობს; მას ჰსურს, პირველმღვდლისა და მისი შესვარული (წვირიანი) სამოსის სახით წარმოდგენილი იუდეველი ერი საღვთო წყალობის გარეშე დარჩეს, რადგან ამგვარი მზრუნველობას ეს ერი არ იმსახურებს. მხ. 2. ‘უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?"
იუდეველი ერის შეცოდებანი მართლაც დიდი იყო, მაგრამ იმავე ხალხმა ამ მიზეზით მრავალი შეჭირვება დაითმინა. ეს განსაცდელები ისეთი მძლავრი იყო, რომ ლამის მთელი ერი დაიღუპა და განადგურდა; ახლა კი იგი როგორც ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალია და სასჯელების გახანგრძლივება დიდი უსამართლობა და სისასტიკე იქნებოდა.
მხ. 3-4. ‘იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ".
ღვთის მართლმსაჯულება აღსრულებულია. ამიერიდან ჟამია წყალობისა და სწორედ ამის ნიშნადუფლის ანგელოზს დამორჩილებული ანგელოზები მღვდელმთავარს შესვარულ სამოსელს გახდიან. თავად იესოს განემარტება, რომ ეს მოქმედება ცოდვათა შენდობას გულისხმობს. იმავე უფლის ანგელოზის მითითებით პირველმღვდელს ‘საზეიმო სამოსით" მოსავენ. ღადგან იესო მთელი ერის სახეა, მისთვის მინიჭებული გამართლებაც ერის გამართლებას გულისხმობს.წინამდებარე თავის ბოლო მუხლებში მღვდელმთავარსა და მის თვისტომთ აღთქმა ეძლევათ, რომლის თანახმადაც, მათთან მორჩილი მორჩი მიივლინება. აღნიშნულ სახელში მესია იგულისხმება .

თავი 4
ხილვა მეხუთე (ოქროს სასანთლე)

მხ. 1-2. ‘მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ".
უფლის ანგელოზი ზაქარიას მორიგ ხილვას უცხადებს. წინასწარმეტყველი ხედავს ოქროს სასანთლეს, რომლის თავზეც ლამპარი და შვიდი საწრეტია. განმარტების თანახმად, შვიდი ლამპარი რჩეული ერის სახეა, ერისა, რომელიც ღვთისშემეცნების ნათლით ბრწყინავს და წარმართულ წყვდიადს განანათლებს. ზეთი, რომელიც იწვის და ნათელს ჰფენს, სიმბოლურად ღვთის სულს განასახიერებს. ზაქარიას მიერ ნანახ სასანთლეს ისეთი მოწყობილობა აქვს, რომლის საშუალებითაც მას ზეთი არასოდეს მოაკლდება და, შესაბამისად, არც არასოდეს ჩაქრება.
ეფრემ ასური: ოქროს სასანთლე სამეფო პატივს ნიშნავს, რომელზეც დამყარებულია ყოველივე. მის მაღლა მდებარე ლამპარი სამღვდელოების სახეა. ორი ჯამი, რომელთაგანაც ერთი სასანთლის მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ არის განთავსებული, იუდეველი ერის ორი მმართველის ზორუბაბელისა და იესო მღდელმთავრის სიმბოლოა. მათგან ერთი ერთი მეფობისთვის არის ცხებული, მეორეკი მღვდელმთავრობისთვის).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოქროს სასანთლე, სადაც შვიდი ლამპარია დამაგრებული, მახარაებლებსა და ეკლესიის მოძღვართ განასახიერებს, რომელთა გული და გონება ქრისტეს მიერაა განათლებული. ორი ჯამი ქრისტე ღმერთის სიმბოლოა. იგი თავადაა ნათელი. ორი ზეთისხილის ხე, ლამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომნი, ქრისტესთან მყოფ ორ ხალის სახეა: ერთნი იუდეველთაგან შემოკრებილი მისი მორწმუნეები და მეორე წარმართთა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული სიმრავლე).
ნეტარი იერონიმე: ოქროს სასანთლე ეკლესიის სიმბოლოა. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ქრისტე ღმერთს განასახიერებს, რომელმაც საკუთარ თავზე ბრძანა: ‘არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა", ანუ რჯულის ქვეშ, არამედ ‘სასანთლესა ზედა" , ანუ სახარებისეულ მოძღვრებაზე. შვიდი ლამპარი სულიწმინდის შვიდი ნიჭია. ორი ზეთისხილის ხე ზოგის თქმით, მოსე და ელია წინასწარმეტყველების სიმბოლოა; სხვანი ძველსა და ახალ აღთქმას მოიაზრებენ).
ეპისკოპოსო პალადი: სასანთლე ლამპრებით ძველი აღთქმის იერუსალიმის ტაძარს განასახიერებს, რომელსაც ზორუბაბელი აშენებდა, ხოლო იყო რა იგი წინასახე ახალი აღთქმის ეკლესიისა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე სასანთლე ქრისტეს მიერ დაფუძნებული ტაძრის სიმბოლოა).
მხ. 6-10. წინამდებარე მუხლებში წარმოდგენილი ხილვა არა ზაქარიას თანამედროვე ძველაღთქმისეული ეკლესიის სიმბოლოდ წარმოგვიდგება, არამედ მომავალში, გარკვეული დროის შემდეგ იუდაური ეკლესიის ხელაახალ დიდებას წარმოაჩენს, როდესაც ტაძრის შენება განსრულდება და ღვთისმსახურება კვლავ მოსეს რჯულთან შესაბამისობაში აღესრულება. უფალი ამიერიდან ძალთა გამოვლინების არა გარეგნულ ფორმას გამოიყენებს, როგორც ხდებოდა ეს ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს, არამედ სულის ძალას, რითიც ყოველივეს მოაწესრიგებს. ზორუბაბელის წინაშე თითქოს დიდი მთა აღმართულა გადაულახავ წინაღობად , მაგრამ ეს მთა ვაკედ იქცევა ანუ ზორუბაბელი დაიწყებს და ბოლომდე მიიყვანს საქმეს. ამიტომაც, ვინც ყოველივე ზემოთქმულის წარმატებაში ორჭოფობს, ან ახლადაგებული ტაძრის დიდებას ძველთან შედარებით ეჭვის თვალით შესცქერის, თავიანთი ორგულობა დაუტეონ და დარწმუნდნენ, რომ განსაკუთრებული დიდება იმ ტაძრის ხვედრია, რომელიც გარეგნულად არც თუ დიდი კეთილმშვენიერებით გამოირჩევა.
მხ. 11-14. ზაქარია ორი ზეთისხილის ხეს ხედავს და კითხულობს, თუ რას განასახიერებენ ისინი. ანგელოზის პასუხით, ‘ორნი ცხებულნი არიან ესინი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი". ორი ცხებული იესო მღვდელმთავარი და ზორუბაბელია, სამეფო და სამღვდელო მოდგმის წარმომადგენელნი.

თავი 5
ხილვა მეექვსე (მფრინავი გრაგნილი)

მხ. 1-2. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა".
მორიგ ხილვაში წინასწარმეტყველი აფრიალებულ გრაგნილს ხედავს, რომლის ზომაც საკმაოდ დიდია, სიგრძით 20 წყრთა (9 მეტრი), სიგანით 10 წყრთა (4.5 მეტრი).
წმ. კირილე ალექსანდრიელეი: ტყუილი და ქურდობა სწორედ ეს ორი მოვლენაა ასახული გრაგნილზე და ამის ჩამდენი მკაცრად დაისჯება. საქმე ისაა, რომ ზაქარიას მოღვაწეობისას უკეთურებათა შორის ხსენებული ორი ცოდვა სჭარბობდა. ქურდობაში დარიოსისა და სპარსეთში მცხოვრები ებრაელების მიერ ტაძრის მშენებლობისთის გამოყოფილი თანხების მითვისება, ეკლესიის ასაგებად დაგროვებული მასალის მისაკუთრება და მსგავსი უზნეობანი იგულისხმება.
მეექვსე ხილვიდან მცირეოდენი დროის შემდეგ ზაქარიას კვლავ ეცხადება ანგელოზი და ახალი ხილვისთვის განამზადებს.
ხილვა მეშვიდე (საწყაულში მჯდომარე ქალი):
მხ. 5-6. ‘გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე". წინასწარმეტყველი ხედავს საწყაულს. იუდეველთა შორის ეფა ყველაზე დიდი საზომი ხელსაწყოა მარცვლოვანი მოსავლის ასაწონად. ანგელოზის განმარტებით, საწყაული ნიშნავს იმას, რომ შეუნანებელი ცოდვები ყველანაირ საზღვარსა და ჩარჩოებს გადასცდა.
მხ. 7-8. ‘აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა".
წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ ამოიწია ტყვიის ნაჭერი და გახსნილი ეფის სივრციდან დედაკაცი გამოჩნდა. იგი უკეთურებას განასახიერებდა და მაშინვა ღია სივრცე კვლავ იმავე ტყვიის ნაჭრით დაიფარა.
მხ. 9. ამის შემდეგ ორი ფრთიანი დედაკაცი გამოჩნდა, რომლებიც დიდ მანძილს ფრთების საშუალებით სწრაფად ფარავდნენ. ეს იყო წეროს ფრთები. დედაკაცებმა საწყაული ასწიეს და ცასა და დედამიწას შორის სენაარის ქვეყნისგენ გადაადგილეს.
ეპისკოპოსი პალადი: განმმარტებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საწყაულში მჯდომი ქალის სენაარის ქვეყანაში გადაყვანა ცოდვისა და მადლის საბოლოო განყოფის მომასწავლებელია. ცოდვილნი მარადიულ სამკვიდროს სენაარში, ბაბილონში ჰპოვებენ, რაც სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს. მხ. 10-11. ‘ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი".

თავი 6
ხილვა მერვე (ოთხი ეტლი):

მხ. 1. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო".
წარმოდგენილი ხილვა სიმბოლურად იერუსალიმში ხდება. ზაქარია ხედავს ოთხ ეტლს, რომლებიც ორ მთას შორის გამოდიან, მთები კი სპილენძისაა. ისინი რომ სპილენძისანი არიან, ამით იმ ადგილის სიმტკიცეზეა მითითება, სადაც უფალი მკვიდრობს.
მხ. 2-3. პირველი ეტლი წითელი ცხენებით, მეორე ეტლი შავი ცხენებით, მესამე თეთრით და მეოთხე ეტლი ნისლისფერი ულაყებით შეეკაზმათ.
მხ. 4-5. ‘ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან".
წინამდებარე რიგით ბოლო ხილვა პირველთანაა კავშირში. პირველში განსხავავებული ფერის ცხენები მთელს ქვეყნიერებას შემოივლიან, რომ შეიტყონ, თუ რა მდგომარეობაში არიან სახელმწიფოები და ხალხები. ამჯერად კი ეტლები იმავე ფერის ფერის ცხენებით გაეწყობიან და ქვეყნიერების ყველა კუთხეში წარმართებზე ღვთის მსჯავრის აღსასრულებლად მიემართებიან. სამხედრო ეტლებით წარმოდგენილი ზეციური ძალები დამღუპველ ლაშქრობებს მიუვლენენ წარმართულ სახელმწიფოებს. მერვე ხილვის მთავარი არსი ისაა, რომ წარმართი ხალხები თავიანთი უღმერთობისა და უკეთურებების გამო უზენაესისგან საშინელ სამსჯავროს განიკუთვნებენ.
მხ. 6-7. ‘მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა".
შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყანაში გაემართნენ, ხოლო თეთრები სამხრეთისკენ. წინამდებარე მუხლებში ძირითადი ყურადღება ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყანებიკენაა მიმართული. პირველში ბაბილონი მოიაზრება, მეორეში კი ეგვიპტე. დანარჩენი ეტლები სხვა წარმართულ სახელმწიფოებში იგზავნებიან.
მხ. 8. ‘დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში".
ბაბილონი, რომელიც ძველი აღთქმის რჩეულ ერს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა, ღვთის რისხვას აღმატებულ ხარისხში დაექვემდებარება. მხ. 9-10. ‘იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან".
მე-6 თავის მეორე ნახევარი კომენტატორთა მიერ არაერთგვაროვნად განიმარტება. მასში ნათქვამია, რომ ბაბილონში დარჩენილმა იუდეველებმა, რომლეთაც სამშობლოში დაბრუნებული თანატომელების დახმარება განიზრახეს ტაძრის მშენებლობის საქმეში, იმპერიაში მცხოვრებ ებრაელთა შორის რჩეული სამი პირი წარმოგზავნეს (ხელდაი, ტობია და იედაი) ოქროთი და ვერცხლით. ზაქარია უფლისგან ღებულობს განჩინებას, რომ ბაბილონიდან ელჩების ჩამოსვლისთანავე ვინმე იოსიასთან მივიდეს სახლში, სადაც სტუმრები ბინას დაიდებენ.
მხ. 11. ‘გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს".
წინასწარმეტყველმა მას შემდეგ, რაც ჩამოსულებს ოქროსა და ვერცხლს გამოართმევს, გვირგვინი უნდა გააკეთოს და მღვდელმთავარ იესოს თავზე დაადგას. ტექსტში გვირგვინი მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული, ამიტომაც ერთ-ერთი განმმარტებელი მიიჩნევს, რომ ზაქარიას ორი გვირგვინი უნდა მოემზადებინა და ერთი იესოს და ერთიც ზორუბაბელისთვის დაედგა.
მხ. 12-13. ‘უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის".
გვირგვინის თავზე დადგმა, რისი უფლებაც მღვდელმთავარს კანონის თანახმად არ გააჩნდა, მხოლოდ სიმბოლური შინაარსის უნდა იყოს. ‘აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს" – წარმოდგენილ უწყებაში ისტორიული კუთხით ზორუბაბელი მოიაზრება, ხოლო სიმბოლურად – იესო ქრისტე, რომელიც თავის თავში მეფისა და მღვდელმთავრის ფუნქციებს აერთიანებს.
მხ. 14. ‘გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში". გვირგვინი ტაძარში უნდა განათავსონ შემომწირველთა სამახსოვროდ. იუდაურ გადმოცემაში მართლაც არის შემორჩენილი ცნობები ზაქარიას მიერ დამზადებული გვირგვინის ტაძარში შენახვის თაობაზე. მხ. 15. ‘შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას".
ბაბილონში დარჩენილთაგან შემოწირულობები არ იქნება ერთჯერადი მოვლენა და ასეთი რამ მრავალგზის აღესრულება.

თავი 7

მხ. 1-3. ‘დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?"
იერუსალიმის დაცემისა და განადგურების მოსაგონებლად განთესილ იუდეველთა შორის მარხვის დღეები დაწესდა, რაც ტყვეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. არსებობდა ოთხი სახის მითითებული მარხვა: 1. მეათვე თვის მარხვა (მეათვე თვის მეათე დღე. სწორედ ამ დროს მოექცა იერუსალიმი ალყაში ნაბუქპდონოსორის მიერ). 2. მეოთხე თვის მარხვა (მეოთხე თვის მეცხრე დღეს იერუსალიმის ჩრდილოეთი კედელი ჩამოიქცა და მტერი დედაქალაქში შეიჭრა); 3. მეხუთე თვის მარხვა (იერუსალიმის ტაძრისა და ქალაქის გარშემომზღუდავი კედლის დაქცევის დღე, რასაც იუდეველნი განსაკუთრებული გულისტკივილით იგონებდნენ); 4. მეშვიდე თვის მარხვა (აღნიშნული მოვლენა გოთოლიას მკვლელობას უკავშირდებოდა).
დარიოსის მეფობის მეოთხე წელს ტაძრის მშენებლობის საქმე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მთელი ძალით წარიმართა, რამაც ხალხის ნაწილში ორჭოფობა გამოიწვია: იყო თუ არა საჭირო მეხუთე თვის ტაძრის დაქცევასთან დაკავშირებული მარხვის შენახვა მაშინ, როდესაც წარსული უბედურების კვალი ახალი ტაძრის სახით ფაქტობრივად წარხოცილია. უფალი ზაქარიას ეცხადება და ავალებს, რომ იგი ბეთილში წავიდეს და ხსენებული საკითხის თაობაზე ღვთის ნება განაცხადოს. კომენტატორთა ნაწილი ბეთილში ტაძარს მოიაზრებს (ბეთილი – სახლი ღვთისა), მეორენი კი ბეთილს ქალაქად მიიჩნევენ. იუდეის მკვიდრი მოსახლეობა ელჩებს აგზავნის იერუსალიმში, რომ მღვდელმთავრისა და მღვდლების მიერ პასუხი გაეცეს მარხვასთან დაკავშირებულ საკითხს.
მხ. 4. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:"
სამრვდელოება დასმული კითხვის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ამიტომაც სწორედ ზაქარიას ბაგეებით უფალი თავის ნებას განუცხადებს მოსულ ელცებს.
მხ. 5-6. ‘უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?"
გაცემული პასუხით ცნაურდება, რომ შემკითხველები რჯულით დადგენილი მარხვების შემდეგ, მოგვინებით შემოღებულ თავშეკავებას განსაკუთრებულ ზნეობრივ დატვირთვას სძენდნენ. ზაქარია არა მარტო საეროებს, არამედ სამღვდელოებასაც მიმართავს. ტყვეობის პერიოდში მღდლებმა ხსენებული მარხვები დაადგინეს, ხოლო ერი კი საკმოდ დიდი დროის მანძილზე აღასრულებდა მათ, მაგრამ ჰქონდა კი ამას რაიმე ზნეობრივი დატვირთვა? ღმერთს მითითებული თავშეკევებანი არ დაუდგენია და, შესაბამისად, არც არანაირ შეხებაშია მათთან. ადამიანი ჭამს და სვამს საკუთარი თავისთვის. მარხვას თავისთავად პიროვნება არ მიჰყავს ზნეობრივ სრულყოფამდე. თუკი რომელიმე მარხვა მისთვის შეუფერებელი მოლოდინებით დაიტვირთა, ასეთ თავშეკავებას ძალუძს უფლის მიერ გაცხადებული მცნებებისა და დადგენილებებისგან მიდრიკოს ადამიანის გონება.
ზაქარია ამხელს არასწორ დამოკიდებულებას, რომლის თანახმადაც ხალხმა ძირითადი საუფლო დადგენილებები უარყო, დაივიწყა და მთელი ყურადღება მეათეხარისხოვან მოვლენებზე გადაიტანა. წინასწარმეტყველი მსმენელს შეაგონებს, თუ რისი კეთებაა საჭირო: ‘ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის" (მხ. 9).

თავი 8

მხ. 1-2. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ".
უფალი სიონის მიმართ საკუთარ გრძნობებზე საუბრობს, თუ როგორ უყვარს ის. სიონში ძველი აღთქმის რჩეული ერი მოიაზრება, ხოლო რისხვა კი წარმართებს მიემართება, რომლებმაც მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს იუდეველებს.
მხ. 3… ‘ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა".
უფალი სიონში დაბრუნდება და იერუსალიმში დამკვიდრდება, ტაძარში, რომელიც მან თავის დროზე დატოვა. უფლის წყალობა არა მარტო იერუსალიმში მყოფ ადამიანებს მიემადლებათ, არამედ მთელს მსოფლიოში გაბნეული რჩეული ერის წარმომადგენელთ. ისინი შეძლებენ ქვეყნიერების ყველა კუთხიდან (აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე) დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს. ისრაელის ძეთა რაოდენობა ისე განივრცობა, რომ იერუსალიმი სავსე იქნება ყველა ასაკის ადამიანით.
წარმოდგენილი თხრობა გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა სიმბოლურადაც განიმარტება. იერუსალიმში ახალი აღთქმის ეკლესია მოიზრება, რომლის წიაღშიც, ეროვნების, სქესის, ასაკის განურჩევლად ნებისმიერ ადამინს ძალუძს დამკვიდრდეს.

თავი 9

მხ. 1. ‘განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს)".
წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი წარმართული სახელმწიფოების შესახებ წინასწარმეტყველებებს ეთმობა, რომლის თავშიც ხადრაქის ქვეყანაა ნახსენები. რას ნიშნავს ხადრაქის ქვეყანა? ამასთან დაკავშირებით ბიბლიური ტექსტის მკვლევართა შორის მრავალი მოსაზრება გამოითქვა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხადრაქის მიწა აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ემათსა და დამასკოს ესაზღვრებოდა. თეოდორიტე კვირელი: ხადრაქი ერთ-ერთი არავიული ქალაქია. ნეტარი იერონიმე: ‘ამ სიტყვების ზუსატი შინაარსი ასეთია: ღვთის სიტყვა აღსრულდება, რაც შემზარავი იქნება ცოდვილთათვის და სიმშვიდის მიმნიჭებელი – მართალთათვის, რადგან სწორედ ასე განიმარტება სიტყვა ხადრაქი (Aდრაცჰ), რომელიც ორი სიტყვისგან შედგება: ად – ნიშნავს ‘მკაცრს, მწვავეს" და რაცჰ – ‘ფაქიზს, სათუთს" . აქვეა ნახსენები დამასკოც.
მხ. 2. ‘და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ".
განაჩენი ხამათსაც განეკუთვნა. იგი სირიული ქალაქია. სირიის ორი მთავარი ქალაქის დამასკოსა და ხამათის შემდეგ წინასწარმეტყველი ფინიკიელთა უმნიშვნელოვანეს ქალაქებს ტვიროსსა და სიდონს ასახელებს. მათი დასჯის მიზეზად საკუთარი თავის მეტისმეტად განბრძნობა სახელდება.
მხ. 3-4. ‘აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება".
საუბარია ახალ ტვიროსზე, რომელიც კინძულზე იყო განლაგებული და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქს წარმოადგენდა.
მხ. 5-6. ‘იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას".
წინამდებარე მუხლებში ფილისტიმელთა ქალაქებია ჩამოთვლილი. ზაქარიას მითითებით რისხვა, რომელიც მათზე მოიწევა, გამანადგურებელი იქნება.
მხ. 7. ‘პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება".
ფილისტიმელები მთლიანად განადგურდებიან. აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულებას განმმარტებლები მაკაბელთა ეპოქას უკავშირებენ. სწორედ ამ უკანასკნელებმა დაიპყრეს დასავლელი მეზობლები. მაცხოვრის ქვეყნიური მოღვაწეობისას ფილისტიმელთა სახელმწიფო იუდეის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივმა ფილისტიმურმა მოსახლეობამ მოგვიანებით ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო. ამ რეგიონის ეპისკოპოსები IV, V, VI საუკუნეებში გამართულ საეკლესიო კრებებში მონაწილეობდნენ.
მხ. 9. ‘იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე".
წარმართული სახელმწიფოებიდან ზაქარიას ყურადღება სიონის ასულისკენ იერუსალიმისკენ გადააქვს. წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ მიემართება იუდეველთა დედაქალაქში მესია-მეფე და ეს მსვლელობა ხსენებული მეუფის მშივიდობისმოყვარებასა და სიმდაბლეზე მიუთითებს. ერთ-ერთი განმმარტებელი შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში სახედარზე ამხედრებული ადამიანი ჩვეული მოვლენა იყო და დასაცინად არ მიიჩნეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა არც მეფეები, არც ცნობილი პირები სამგზავროდ მას არ იყენებდნენ. მოხმობილი წინასწამრეტყველება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლისას აღესრულა. განსაკუთრებული თანხმობაა ზაქარიასა უწყებასა და მათე მახარებლის შესაბამის ცნობებს შორის, სადაც მდედრი სახედარი და ჩოჩორია ნახსენები . განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაცხოვრის მიერ დედაქალაქში შესასვლელად გამოყენებული ხერხიიუდეველთა ხორციელი, ვნებიანი მოლოდინების მკაცრ მხილებას ემსახურებოდა.

თავი 10

მხ. 1. ‘შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი".
უფალი წარმოდგენილია როგორც ერთადერთი არსი, რომელსაც ადამიანი თხოვნით უნდა მიმართავდეს, ხოლო იგივე სახის ვედრება თერაფიმებისადმი უსარგებლოა. საკითხი კერპების შესახებ ტყვეობის შემდეგ პერიოდშიც აქტუალურია. მართალია, ამ ეპოქის იუდეველთა შორის კერპმსახურებისადმი პირდაპირი მიდრეკილებანი ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ღვთისმბრძოლი და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილების სული არ აღმოფხვრილა და ძველი ინერციით კვლავაც ცოცხლობდა. ერთ-ერთი კომენტატორი შენიშნავს: ზაქარიას დროისთვის, ეჭვი არაა, იუდეველთა შორის თერაფიმები აღარ არსებობენ, მაგრამ კერპმსახურების სული ბოლომდე არ აღმოფხვრილა ისევე, როგორც ნეემიასთან დაპირისპირებული ფსევდო წინასწარმეტყველები მაკაბელთა მოღვაწეობისას ასპარეზსს ტოვებენ, მაგრამ ცრუ მოძღვრებსა და ცრუ მესიებს უთმობენ ადგილს, რომლებშიც იგივე მზაკვრობის სული მკვიდრობს. ფაქტობრივი გარემოებები იცვლება, მაგრამ შინაარსი იგივეა. დანარჩენ მუხლებში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნებს უფალი მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს საკუთარ სამშობლოში.

თავი 11

მხ. 1-3. ‘გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები! ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!"
წინამდებარე მუხლები იუდეველების თავს გადამხდარი მოვლენების შესახებ გვამცნობენ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზაქარია ებრაელთა მიერ ქრისტეს უარყოფაზე საუბრობს და სწორედ ამ მიზეზით მოიწევა იუდეაზე უდიდესი განსაცდელები, რაც რომაელთა ხელით აღსრულდა ტიტესა და ვესპასიანეს ლაშქრობებისას).
მხ. 4-5. უფლისგან განსჯილი რჩეული ერი დასაკლავად განწირულ ცხვრის ფარას უდარდება, რომლის მიმართაც არავინ განიცდის სინანულს.
მხ. 11-13. ‘გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში".
ეკლესიის მამები წინამდებარე მუხლების განმარტებისას მათში აღნიშნულ მოვლენებს სახარებისეულ ამბავს უკავშირებენ, სადაც იუდას ქმედებაა აღწერილი ოცდაათ ვერცხლთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათე მახარებელი წინასწარმეტყველების ავტორად იერემიას ასახელებს . ამ საკითხის განსამარტად მრავალი მოსაზრება იქნა გამოთქმული. ზოგი თვლიდა, რომ მახარებელმა შეცდომა დაუშვა, ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ციტირებისას მან ზაქარიას სიტყვები უნებურად იერემიას განუკუთვნა.

სხვანი მიიჩნევენ, რომ მათე მახარებელმა ციტირება იერემიას ერთ-ერთი უცნობი წინასწარმეტყველებიდან მოახდინა. ნეტარი იერონიმეს თქმით, მას ნაზორეველთა სექტის წარმომადგენელმა იუდეველმა იერემიას სახელთან დაკავშირებული აპოკრიფი მიუტანა, რომელსაც ზედმიწევნით თანხვდებოდა მახარებლის მიერ ციტირებული სიტყვები. ზოგიერთის აზრით, უძველეს დროს იერემიას წიგნი საწინასწარმეტყველო წიგნების თავში მდებარეობდა, ამიტომაც რიგ შემთხვევაში საწინასწარმეტყველო წიგნების კორპუსი სწორედაც რომ იერემიას სახელს ატარებდა და მახარებელი, ახსენბეს რა იერემიას, სინამდვილეში ზაქარიას გულისხმობს. სხვების ვარაუდით, ზაქარიას წიგნის მე-9, მე-10, მე-11 თავებში გადმოცემული მოძღვრება გაცილებით ადრე წარმოთქვა იერემიამ, რაც ზეპირსიტყვიერად შემდგომ თაობებს გადაეცემოდა, ხოლო ზაქარიამ კი საბოლოოდ საკუთარ წიგნში წერილობით დააფიქსირა. მორიგი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად მახარებელთან არა იერემია, არამედ ზაქარია ეწერა, ხოლო ცვლილება ერთ-ერთი გვიანდელი გადამწერის შეცდომამ გამოიწვია, რაც სხვა ხელნაწერებშიც აისახა.
მხ. 14-16. აღნიშნული ქმედების შედეგად მწყემსი კეთილი ხელს აიღებს რჩეული ერის წინამძღვრობაზე, მაგრამ რადგან შეუძლებელია კეთილ მოძღვარზე უარის თქმის შედეგად ისინი წინამძღვრის გარეშე დარჩნენ, ამიტომ უგუნურ და სასტიკ მწყემსს გადაეცემიან.

თავი 12

მხ. 1-9. წინამდებარე თავის ძირითადი უწყება წარმართი ხალხების რჩეულ ერთან ბრშძოლას უკავშირდება, რაც ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი იუდეველებისთვის უსაფრთხო იქნება. სწორედ მაშინ გახდება საცნაური უფლის შემწეობა. ზეგარდამო ძალით განმტკიცებულ იუდეველთა შორის თვით ყველაზე უძლურნიც კი შეიქმნებიან ვითარცა დავითი.
მხ. 10. ‘გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან".
ეკლესიის მამები ზაქარიას უწყებაში მაცხოვრის მოკვდინების შესახებ უწყებას ხედავენ.
მხ. 11. ‘იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში".
გლოვა ისეთი იქნება, როგორც თავის დროზე ჰადადრიმონში მომხდარ მოვლენებს ახლდა. აქ იუდეველთა ერთ-ერთ უღირსეულეს მეფე იოშიას შესახებაა საუბარი. ძვ. წ. აღ.-ის 609 წელს მეგიდოს ველზე ეგვიპტელებთან გამართული ბრძოლისას ფარაონმა ნეხაობ იუდეველთა მეფე სასიკვდილოდ დაჭრა. იოშია სასწრაფოდ იერუსალიმში გადაიყვანეს, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა, რასაც რიგით მოსახლეობაში ენით გამოუთქმელი მწუხარება და გლოვა მოჰყვა . ღირსეული მეფე, როგორც ერთ-ერთი განნმარტებელი შენიშნავს, იუდეველთა უკეთურების მიზეზით თავსდატეხილ უდიდეს რისხვას შეეწირა და არა საკუთარ ცოდვებს.

თავი 13

წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი ცრუ წინასწარმეტყველთა აღმოფხვრის შესახებ გვაუწყებს.
მხ. 7. ‘მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს" .
მოცემულ მუხლში გადმოცემული სიტყვები წინასწარმეტყველებაა მესიანური მომავლის სესახებ და ახალ აღთქმაში მეორდება . განნმარტებელთა თქმით, აქაა უწყება მაცხოვრის შეპყრობისას მოციქულთა მიმოფანტვის შესახებ და ასევე, ზოგადად, ქრისტიანთა დევნიასას არსებული მდგომარეობის თაობაზე. მხ. 8-9. ყველა, ვინც მწყემსის მოკვდინებაში მიიღებს მონაწილეობას, სათანადოდ დაისჯება.

თავი 14

მხ. 1-2. იერუსალიმი დაპყრობილი იქნება, ხალხის ნახევარი დაიღუპება, მეორე ნახევარი ტყვეობაში აღმოჩნდება, ნაწილი კი გადარჩება.
მხ. 3-5. ‘გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად".
სწორედ ამ დიდი შეჭირვებისას უფალი თავისი რჩეული ერის დასაცავად გამოვა და მის მტრებს შეებრძოლება, როგორც წარსულშიც მომხდარა მრავალგზის და ისრაელის წინააღმდეგ აღმართული ძალები სასწაულებრივად დაუმარცხებია. იერუსალიმის მკვიდრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაქცევით უშველონ თავს. უფალი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ელეონის მთაზე დადგება, მთა ორად გაიყოფა, დასავლეთიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე და ვისაც ჰსურს, საფრთხეს გაექცეს, ამ შუალედური გზით ძალუძს გაქცევა.
მხ. 6-7. ‘იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა. იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი". სწორედ ამ დროს შეიცვლება სამყაროს წესრიგი. აღარ იქნება განსხვავება დღესა და ღამეს შორის, მნათობები ნათებას შეწყვეტენ. წარმოდგენილ მუხლებთან დაკავშირებით ეკლესიის მამები განსხვავებულ კომენტარებს გვთავაზობენ. თეოდორიტე კვირელი აღნიშნულ უწყებას მაცხოვრის ჯვარცმის დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ნეტარი იერონიმე სინათლისა და სიბნელის აღრევას, სიცივესა და ყინვას მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ კაცობრიობაში არსებული სულიერი მდგომარეობის სახედ აღიქვამს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი სიცივესა და ყინვაზე საუბრით ღამეზე მიუთითებს, როდესაც უფალი დედამიწაზე მოვა და ყოველივეს სასიკეთოდ გარდაქმნის. სწორედ მაშინ აღარ იქნება არც ღამე, არც დღე.
მხ. 8. იერუსალიმიდან იმ დღეს სიცოცხლის წყალი დაიწყებს აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ. მხ. 10-11. იერუსალიმი, როგორც ღვთის სამკვიდრებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და მთელი ქვეყნიერების ცენტრი გახდება. მაშინ სრული მყუდროების ჟამი დადგება. მხ. 20-21. წიგნის დასასრულს წინასწარმეტყველი საუბრობს დროზე, როდესაც აღარ იქნება სხვაობა წმინდასა და არაწმინდას შორის, როდესაც დადგება ჟამი საყოველთაო განწმენდისა და უკეთურების მარადიული დამარცხებისა. მაშინ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ცხენის ზანზალაკები, შესაძლებელი გახდება მღდელმთავრის სამოსელზე ამოტვიფრული სიტყვები დაიწეროს: ‘სიწმინდე უფლისა". უფლის სახლში არსებული ქვაბები, სადაც სამსხვერპლო ხორცი იხარშებოდა, არანაკლები სიწმინდის იქნება, ვიდრე საკურთხეველში განთავსებული თასები. და საერთოდ, იერუსალიმსა და იუდაში არსებული ყველანაირი ნივთი წმინდა იქნება და ღვთისმსახურებისას გამოყენებას დაექვემდებარება. ამრიგად, 20-21 მუხლებში ლევიტური მსახურების დასრულებაზეა მითითება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წმინდა და არაწმინდა ურთიერთისგან განიყოფებოდა. ზაქარია იმ დროის შესახებ გვაუწყებს, როდესაც მოსეს რჯულით გათვალისწინებული განსაზღვრებანი თავიანთ მნიშვნელობას დაკარგავენ.

♦ წინასწარმეტყველი ზაქარია ♦

მოკლე ცნობები ზაქარია წინასწარმეტყველის შესახებtag:www.qwelly.com,2015-01-31:6506411:Topic:9094522015-01-31T16:33:00.174Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ზოგადი ცნობები ზაქარია წინასწარმეტყველის შესახებ

წინასწარმეტყველი ზაქარია წიგნის დასაწყისში საკუთარი წინაპრების შესახებ გვაუწყებს . სხვა გენეოლოგიური მითითებების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერექია ზაქარიას მამაა, ხოლო ყიდო ბაბუა. თუმცა ეს საკითხი ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება.

წმ. კირილე…

ზოგადი ცნობები ზაქარია წინასწარმეტყველის შესახებ

წინასწარმეტყველი ზაქარია წიგნის დასაწყისში საკუთარი წინაპრების შესახებ გვაუწყებს . სხვა გენეოლოგიური მითითებების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერექია ზაქარიას მამაა, ხოლო ყიდო ბაბუა. თუმცა ეს საკითხი ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება.
წმ. კირილე ალექსანდრიელის თანახმად, ზაქარია ხორციელად ბერექიასგან იშვა, მაგრამ ამავდროულად სულიერად ყიდო წინასწამრტყველის ძეა, რომელმაც იგი აღზარდა და ზაქარია ყოველგვარ კეთილმოქმედებაში სწორედ მას ჰბაძავდა.
ერთ-ერთი გვიანდელი ეპოქის განნმარტებელი ამ საკითხის კომენტირებისას ლევირატის წესზე მიუთითებს. მისი თქმით, წინასწარმეტყველის დედა მეუღლის ბერექიას გარდაცვალების შემდეგ მისი ძმისგან ყიდოსგან შობს ძეს ზაქარიას. ამრიგად, ყიდო ზაქარიას ხორციელი მამაა, ხოლო ბერექიაც ასევე მამაა, მაგრამ რჯულისმიერი.
ნეტარი იერონიმე ყიდოს მეფეთა წიგნებში ნახსენებ პიროვნებასთან აიგივებს. შესაბამისად, ყიდო არათუ ზაქარიას ბაბუა, არამედ ერთ-ერთი შორეული წინაპარია. განმმარტბელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ზაქარია ლევიტელთა სამღვდელო მოდგმას ეკუთვნოდა. მისი ბაბუა, ყიდო, სმღვდელო გვარის თავკაცი იყო. აღნიშნული თანამდებობა წესით შვილს ბერექიას უნდა მიეღო, მაგრმა ის ახალგაზრდა ასაკში სამშობლოში დაბრუნებამდე ბაბილონში აღესრულა. მოგვიანებით სამღვდელო გვარის თავკაცი ზაქარია ხდება. სწორედ ამიტომ იხსენიება იგი წმინდა წერილში მრავალგან ყიდოს ძის სახელით. ზაქარიას შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნებისას იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო. წინასაწარმეტყველი ზორუბაბელისა და ანგიას თანამედროვეა.
წიგნის შინაარსი და მისი დაყოფა ზაქარიას წინასწარმეტყველება თოთხმეტი თავისგან შედგება და ორ ნაწილად იყოფა: პირველი რვა და დანარჩენი ექვსი თავი. პირველ ნაწილში გადმოცემულია ერთ ღამეში ნანახი რვა ხილვა, ხოლო მეორეში ნაუწყებია სამყაროს მომავალი.

წიგნის დაწერის მიზანი

წინასწარმეტყველის მიზანია, უმძიმეს დღეში აღმოჩენილი იუდეველი ხალხი ტაძრის მშენებლობის საქმეში შეაგულიანოს. იმავდროულად, ზაქარია ცდილობს, ტყვეობიდან დაბრუნებული ადამიანების ყალბი წარმოდგენები ამხილოს და ერში გაბატონებული აზრი მესიის დაუყოვნებელი მოსვლის შესახებ რეალობით შეცვალოს.

♦ წინასწარმეტყველი ზაქარია ♦

წინასწარმეტყველი ზაქარიაtag:www.qwelly.com,2015-01-31:6506411:Topic:9092932015-01-31T16:26:19.085Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

• ტექსტი;

• ტექსტი;

• მოკლე ცნობები ზაქარია წინასწარმეტყველის შესახებ;

• განმარტებები;

• წმინდანის ხსენება;

← წინასწარმეტყველები

მოკლე ცნობები მალაქია წინასწარმეტყველის შესახებtag:www.qwelly.com,2015-01-31:6506411:Topic:9091542015-01-31T07:42:14.913Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ზოგადი ცნობები მალაქია წინასწარმეტყველის შესახებ

წინასწარმეტყველის შესახებ კომენტატორთა მიერ მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ზოგი თვლიდა, რომ მალაქია უფლის ანგელოზია, რომელიც საღვთო განგებით ადამიანად განსხეულებული მოევლინა იუდეველთ სამხილებლად და სწორედ ამ ანგელოზის სიტყვები მსმენელთაგან მალევე აღიწერა. ნაწილის მიაჩნდა, რომ მალაქია არაა წიგნის ავტორის საკუთარი სახელი.…

ზოგადი ცნობები მალაქია წინასწარმეტყველის შესახებ

წინასწარმეტყველის შესახებ კომენტატორთა მიერ მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ზოგი თვლიდა, რომ მალაქია უფლის ანგელოზია, რომელიც საღვთო განგებით ადამიანად განსხეულებული მოევლინა იუდეველთ სამხილებლად და სწორედ ამ ანგელოზის სიტყვები მსმენელთაგან მალევე აღიწერა. ნაწილის მიაჩნდა, რომ მალაქია არაა წიგნის ავტორის საკუთარი სახელი. აღნიშნულის არგუმენტად მათ მითითებული სახელის მნიშვნელობა მოჰყავდათ: მალაქია იაჰვეს წარგზავნილი. სხვანი მას ტყვეობის შემდგომი პერიოდის ერთერთ დიდ მოღვაწედ მიიჩნევდნენ (ნაწილი აღნიშნულ სახელს ეზრას განუკუთვნებდა, მავანი მალქიაში იესო მღვდელთმთავარს ხედავდა. მათი განმარტებით, წიგნის ავტორის სახელი ჭეშმარიტი ავტორის ანონიმად დარჩენის მიზნით შეინიღბა). გამოთქმული მოსაზრებების საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ იუდაური გადმოცემის თანახმად, მალაქია ძველი აღთქმის რიგით ბოლო წინასწარმეტყველის საკუთარი სახელია, რასაც ახალი აღთქმის ეკლესიაც იზიარებს. მას ძველისა და ახალი აღთქმის მიჯნაზე მოასპარეზე უდიდესი მოღვაწის იოანე ნათლისმცემლის წინამორბედადაც მოიხსენიებენ, რადგან აღნიშნულ ორ პიროვნებას შორის (ანუ მალაქიასა და იოანეს შორის) სხვა წინასწარმეტყველს არ უმუშაკია. ‘მალაქიას შემდეგ, შენიშნავს ერთერთი განმმარტებელი, მოსეს უდიადეს საწინასწარმეტყველო საყდარზე მწიგნობარნი და ფარისეველნი დასხდნენ".
ეპისკოპოსი პალადი: მალაქიას მოღვაწეობა მზის ჩასვლას ემსგავსება, მზისა, რომელიც უკანასკნელად მიჰფენს მანათობელ სხივს ძველი აღთქმის სულიერ წყვდიადს და ამავდროულად ყოვლისგანმანათლებელი მზის ამოცისკრების შესახებ გვაუწყებს).
ცნობილია ტექსტი სახელწოდებით ‘წინასწარმეტყველთა ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ". აღნიშნული თხზულება, სავარაუდოდ, იუდაურ წიაღში ებრაულ ენაზე დაიწერა. ეპიფანე კვიპრელი მალაქიაზე საუბრისას სწორედ ამ შრომით ხელმძღვანელობდა, რომლის მიხედვითაც, მალაქია ქალაქ სოფაში დაბადებულა. იგი ზაბულონის ტომიდან ყოფილა. სახელი ‘ანგელოზი" მისთვის განსაკუთრებული სილამაზისა და სულიერი სიწმინდის მიზეზით ხალხს განუკუთვნია. მალაქია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილა. ზოგიერთი თვლის, რომ წინასწარმეტყველი ლევიტელი იყო, რადგან დიდ ყურადღებას უთმობს სასულიერო პირებს. თუმცა აღნიშნული არგუმენტი უეჭველად გაზიარებული ვერ იქნება, რადგან იმავე საკითხით შესაძლოა, ნებისმიერი წარმომავლობის კეთილკრძალული იუდეველი დაინტერესებულიყო.
კიროსის მიერ გამოცემული ბრზანებიდან დაახლოებით საუკუნემ განვლო და სწორედ ამ დროს ჩნდება ასპარეზზე მალაქია. სამშობლოში დაბრუნებული რეპატრიანტები თითქოს, ერთი შეხედვით, კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ხდებოდა საპირისპირო: ქვეყანაში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ სამრიტელებთან დაპირისპირების მიზეზით, ძლიერი გვალვებისა და კალიების შემოსევის შედეგად ჩამომდგარმა შიმშილობამ… ხალხში უკმაყოფილების გრძნობა გააჩინა. იუდეველები ფიქრობდნენ, რომ მათდამი განსაკუთრებული მზრუნველობა უზენაესის მხრიდან არაფერში ვლინდებოდა, რაც შესაძლოა, ძველი აღთქმის რჩეული ერის განსაკუთრებულობის დაკარგვის დასაწყისი ყოფილიყო. შესაბამისად, იკლო ყურადღებამ ტაძრისა და სამსხვერპლო ძღვნისადმი; ხალხი ხშირად არღვევდა მოსეს რჯულს…

მკვლევართა აზრით მალაქია ეზრასა და ნეემიას თანამედროვეა. არგუმენტად ერთი მხრივ სახელდება ის, რომ ტაძარი მისი მოღვაწეობისას აგებულია და მსახურებები აღესრულება, ხოლო მეორე მხრივ, წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მხილებები ზედმიწევნით თანხვდება ეზრანეემიას წიგნებში დაცულ შესაბამის ცნობებს (მაგ. იუდეველთა მიერ რჯულიერი ოჯახების დანგრევა და წარმართებზე ქორწინება).

მალაქიას ცხოვრებისეული გარემოებანი და მსახურების დრო

წინასწარმეტყველ მალაქიას ცხოვრების ამსახველი გარემოებანი და წამომავლობა საღვთო წერილშიცარსად არის ნახსენები, ამიტომაც მხოლოდ ერთი გადმოცემით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, თუმცა ამ გადმოცემამ შემოგვინახა სხვადასხვა უწყება, სე რომ თვით მალაქიას სახელს ზოგიერთები მიიჩნევენ საზოგადო სახელს და არა საკუთარ სახელად, ამის გამო სამოცდაათ მთარგმნელთა თარგმანში მალაქიას პირველი მუხლი ასე იკთხება: უფლის სიტყვის წინასწარმეტყველება ისრაელის შესახებ მისი ანგელოზის ხელით (მალ. 1,1) ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ზოგიერთი ძველი რაბინის აზრით მალაქიას სახელის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ეზრა,რადგანაც ანგიასაც ასევე იწოდება მალაქიად, ანუ მაცნედ,რომელიც მოემბეს ნიშნავს,(ანგ.1,13) წმ,კირილე ალექსანდრიელი შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ მის დროს, შემდეგ ორიგენე, ზოგიერთები ამტკიცებდნენ რომ მალაქია თავისი ბუნებით იყო ანგელოზი, მაგრამ უფლის დაშვებით მიიღო სხეული და იქცა ისრაელიანთათვის წინასწარმეტყველად, ამგვარად გადმოცემა მალაქიას ზეციური ბუნების შესახებ წარმოედგენს კერძო მოსაზრებასა და სავარაუდო სწავლებას, ხოლო საზოგადოდ მიღებული აზრი, როგორც ძველი (3 ეზრ.2,40) ასევე ახალი აღთქმის ეკლესიისა,მას ღვთის კაცად მიიჩნევდა, ეპიფანესა და დოროთეოს ტვიროსელის მოწმობით, წინასწარმეტყველი მალაქია წარმოშობით იყო ზებულონის ტომიდან,გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაკრძალულია თავის წინაპრებთან, სოფის,დასახლებაში, წმ,ეფრემ ასური მიუთითებს მალაქიას წარმომავლლობის შესახებ ზებულონის ტომიდან, მისი თქმით თავისი კეთილზნეობრივი ცხოვრება მან ისე გაატარა, რომ ხალხს აოცებდა ცხოვრება ღვთის ანგელოზის მსგავსად, ამიტომ უწოდეს მას მალაქია, ანუ ანგელოზი, მაცნე ანუ მოამბე, გადმოცემა ამბობს,რომ მალაქიამ თავისი მსახურება გაიარა ანგიასა და ზაქარიას შემდეგ, რადგანაც მალაქიას წიგნში ტაძარი უკვე აშენებულია და ღვთისმსახურება სრულდება არსებულიი წესის ზოგიერთი მიუღებელი ცვლილებით,რაც კიდევაც მხილებულია წინასწარმეტყველის მიერ თუ შევადარებთ ამ მხილებას ნეემიას წიგნთან,შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე,რომ მალაქია იყო ნეემიას თანამედროვე და წინასწარმეტყველებდა დაახლოებით 420-408 წლებში ქრისტემდე რადგან იმგვარივე ბიწიერება და ზნეობრივი მანკიერებანი რომლის წინააღმდეგაც მოქმედებდა ნეემია,მხილებული და განსჯილია მალაქიას წიგნშიც,თანაც მსგავსი სახით და ისეთივე ხარისხით მაგალითად , გაყრა კანონიერ ებრაელ ცოლებთან,რათა ცოლად შეერთოთ უცხოტომელები,მეათედის დაკავება,ავადმყოფი და დასახიჩრებული ცხოველების მსხვერპლად შეწირვა,ზნეობრივი სისუსტე ლევიანებში და არსებული კანონის წესრიგის რღვევა თვით მღვდელთა შორისაც კი.

აქედან ნათელია რომ წმ. მალაქია იყო ნეემიასა და ეზრას თანამედროვე და თანამოაზრე,მსგავსად იმისა, როგორც ზერუბაბელს ჰყავდა ქომაგებად ანგია და ზაქარია,დროის მიხედვით იგი უკანასკნელი წინასწარმეტყველია,ამიტომაც მას სამართლიანად უწოდებენ ებრაელები წინასწარმეტყველთა ბეჭედს.

იუდეველთა თანამედროვე მდგომარეობა

სპაერსეთის კიროსის დროს ბაბილონში სიხარულით მიღებულმა ტყვეობიდან გათავისუფლების ფაქტმა ვერ გაამართლა ან ვერ დააკმაყოფილა იუდეველთა ოცნებები სამშობლო მიწაზე, მათ იქ დახვდათ დანგრეული და განადგურებული ქლაქები,მაშასადამე აღმოჩნდნენ უთავშესაფრო მოხეტიალეების მდგომარეობაში,თვალწინ გადაეშალათ გადამწვარი მინდვრები,აჩეხილი ვენახები,ხოლო საჭირო სამუშაო საშუალებების გარეშე არ შეეძლოთ მათი აღდგენა და სატანადო მდგომარეობაშო მოყვანა, ასეთი საშუალებები რომ ჰქონოდათ, ისინი იძულებელი იყვნენ,მიეღოთ მევალეთაგან უმძიმესი პირობები და ამგვარად აღმოჩნდნენ თითქმის გადაუხდელი ვალით დავალიანებულნი. ბაბილონიდან დაბრუნებულებმა,ბუნებრივია, უსიამოვნება გამოიწვიეს მეზობლად მცხოვრებ წარმართებში, ისინი ახერხებდნენ მათ წინააღმდეგ ადგილობრივ მმართველთა ეჭვის აღვძრას,რომლებიც საერთოდ არ ენდობოდნენ ებრაელებს - შეუპოვარ და მებრძოლ ხალხს, როგორებიც იყვნენ ისინი და აი იუდეველი ხალხი,ზეციური აღთქმის მემკვიდრე,თავიანთი მამების მიწაზე აღმოჩნდა ღატაკიც, დამცირებულიც და უბედურიც მეზობელ წარმერთებთან შედარებით! ამგვარ არასასურველ გარემოებაში ზეციურ დახმარებასა და დაცვაზე ფიქრი გადავიდა სასწაულების მოლოდინის წყურვილსა და ხალხის წურვილთა დაკმაყოფილების მოთხოვნაში. ხალხი ითხოვდა იმ სასწაულების მსგავსს, რაც სრულდებოდა ებრაელთა ორმოცწლიანი მოგზაურობის დროს უდაბნოში, ხოლო ამ სურვილთა აუსურვებლობამ და იმედგაცრუებამ, მალე მიიყვანა იგი საპირისპირო უკიდურესობამდე - ღვთისადმი რწმენის შერყევამდე,დაეჭვებამდე,გამუდმებულ წუწუნამდე, დაუნდობლამდე. თვით აღთქმა მესიის შესახებ, რომლეიც არ ასრულდა მათი ტყვეობიდან დაბრუნების 100 წლის განმავლობაში, ოცნებადღა რჩებოდა, „ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს, - ეუბნება მაშინ იუდეას მალაქია - და ისინი უყვარსო მას, ან სად არის სამართლის ღმერთიო“ ანუ მართმსაჯულების (მალ.2,17) „თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიაურლი ცაბაოთ(საბაოთ) უფლის წინაშე? ბედნიერები არიან ამპარტავნებიო,აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი,ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!“( მალ.3,14-15). აქედან ნათელია, რომ ზერუბაბელისა და მღვდელმთავარ იესოს გარდაცვალების შემდეგ იუდეველებმა, რომლებიც დაბრუნდნენ ტყვეობიდან, უსარგებლოდ მიიჩნიეს აღთქმის პირობები და გაითავისეს წარმართული გაგება და ჩვევები, მაშინ ეზრა, ხოლო შემდგომ ნეემია,ზერუბაბელის გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ, სპარსეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და იხილეს უკიდურესი უწესრიგობა ყველაფერში, ეზრა, რა თქმა უნდა, იყო დიდად მადლმოსილი კაცი, მაგრამ მხოლოდ ამქვეყნიური ადმინისტრაციული საშუალებანი არ იყო საკმარისი,საირო იყო ცხოველმყოფელი წინასწარმ,ეტყველური სიტყვა ხალხის დაცემული სულის აღსადგენად, რათა ამ ცაგრულ და დაბეჩავებულ ღატაკთა ბრბოში უფლის მტკიცე სასოების ცასანერგად ამ სიტყვების მეშვეობით მიწიერი საზრუნავით დატყვევებულ მათ გულსა და გონებაში გაცოცხლებულიყო აღთქმისაკენ ლტოლვა, ანუ ქმედითი რწმენა,რომელიც გადმოცემული იყო პატრიარქებისაგან და შეადგენდა ამ ხალხის ცხოვრეგბის საფუძველს, ამიტომ უფლისათვის სათნო იყო,საამისოდ გამოეყენებინა ადამიანი,ვისი ცხოვრებაც მსგავსი იქნებოდა ანგელოზისა, როგორც ამბობს მალაქიაზე ძველი გადმოცემა და რომლის სტყვა, საქმით განმტკიცებულიყო, ნელ-ნელა აიყვანდა ადამიანს მიწიერიდან სიმართლის მზემდე, რომლის ფრთებზე ძევს გადარჩენა ყველა მიწიერისა (მალ.4,2).

♦ მალაქია წინასწარმეტყველი ♦

მალაქია წინასწარმეტყველიtag:www.qwelly.com,2015-01-31:6506411:Topic:9090702015-01-31T07:34:43.404Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

• ტექსტი;

• ტექსტი;

• მოკლე ცნობები მალაქიას წინასწარმეტყველის შესახებ;

• განმარტებები;

• წმინდანის ხსენება;

← წინასწარმეტყველები

ანგიას წინასწარმეტყველება ( განმარტება )tag:www.qwelly.com,2015-01-30:6506411:Topic:9091092015-01-30T18:08:11.981Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ანგია წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

მხ. 1. 'დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ სალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ. ანგიას წიგნის წარმოდგენილი…

ანგია წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

მხ. 1. 'დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ სალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ. ანგიას წიგნის წარმოდგენილი უწყება საწინასწარმეტყველო ღვაწლის დაწყების დროზე მიგვითითებს. ძველი იუდაური ტრადიციისგან განსხავავებით, რომლის თანახმადაც, რომელიმე კონკრეტული მოვლენის მითითებისას ესა თუ ის იუდეველი მეფე და მისი სამოღვაწეო წელი აღინიშნებოდა, ტყვეობისა და ტყვეობის შემდეგ პერიოდში იმავე სახის მითითებისას წარმართი მეფეები სახელდებიან.
ნეტარი თეოდორიტე: ტყვეობამდე წინასწარმეტყველები იუდეისა და ისრაელის მეფეთა წლებზე მიგვანიშნებდნენ, ხოლო ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, რადგანაც ებრაელებს საკუთარი მეფენი აღარ ჰყოლიათ, ღვთაებრივი ანგია სპარსი ხელმწიფის მმართველობის თარიღს წარმოგვიდგენს და ასახელებს არა მარტო წელს, არამედ თვესა და რიცხვსაც). დარიოსში საყოველთაო აზრით დარიოს გისტასპი იგულისხმება. იგი სპარსეთის იმპერიას 521-485 წლებში მართავდა. შესაბამისად, ანგია ასპარეზზე 520 წელს გამოდის. საწინასწარმეტყველო სიტყვის მოსასმენად მშენებარე ტაძრთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ხალხის განსაკუთრებული ყურადღება იმან განაპირობა, რომ ანგია ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ასპარეზზე გამოსული პირველი წინასწარმეტყველი იყო. ახალ ეპოქაში გაისმა ხმა ახალი მოღვაწისა, რაც ბუნებრივად გახდა დაინტერესების მიზეზი. ანგიამ, ასე ვთქვათ, ამ ჟამამდე არსებული დუმილი ზეცისა დაარღვია და საღვთო სიტყვა აახმიანა. ამდენად, მისი საწინასწარმეტყველო საქმიანობა ხალხის თვალში ერთიორად მნიშვნელოვანი შეიქმნა.
პირველი სიტყვა იუდეველი იერარქების, ზერუბაბელისა და იესო მღვდელმთავრის, მისამართით წარმოითქვა. ზერუბაბელი, სალათიელის ძე და დავით მეფის შთამომავალი, მრავალი ბიბლიური ცნობით ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველი ხალხის წინამძღოლად, ტაძრის განმაახლებლად და იუდეის მმართველად სახელდება.
ნეტარი იერონიმე: ეს ზერუბაბელი იუდას ტომიდან დავითის შთამომავალი, მაცხოვრის წინასახეა, რომელმაც ჭეშმარიტად აღაშენა დარღვეული ტაძარი, ვგულისხმობთ ახალი აღთქმის ეკლესიას. პირველმა (ანუ ზერუბაბელმა, ი. ო.) ისრაელის ნატამალისგან კარავი შექმნა მამა ღმერთისთვის, ხოლო მეორემ (ანუ მაცხოვარმა, ი. ო.) წარმართი ხალხების კრებული იმავე მამას დაუმორჩილა).
სახელი ზერუბაბელი ნეტარი იერონიმეს თანახმად, შესაძლოა, ითარგმნოს როგორც ახლოს მდებარე ნაკადული (ბერძ. რეუ-სიჯ პარა კეიმე`ნჰ), ან ბაბილონში შობილი, ანთუ მთავარი ბაბილონიდან. იუდაური განმარტების მიხედვით, აღნიშნული სახელი სამი დამოუკიდებელი სიტყვისგან შედგება: ზო - ის; რობ - მასწავლებელი, ან უფროსი, მთავარი და ბაბელ - ბაბილონელი. ანგია ზერუბაბელთან ერთად მღვდელმთავარ იესოს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტარი იერონიმე შენიშნავს: ერთი მათგანი, ზერუბაბელი, იუდას ტომიდანაა, ხოლო მეორე, იესო, სამღვდელო მოდგმიდან. სულიერი მნიშვნელობით აქ ჩვენი უფალი და მხსნელი, დიადი მეფე და მღვდელმთავარი მოიაზრება, რომლის წინასახესაც მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი წარმოადგენს, როგორც ქვეყნიური ხელისუფალი, მთავარი, და იესო, ვითარცა მღვდელმთავარი, რომელიც თანამოსახელეა ჩვენი უფლისა. თავად სახელი იესოც ხომ ხსნას ნიშნავს, ჟაო - ე.ი. უფლსიმიერი ხსნა...).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: დარიოსამდე ტაძრის მშენებლობის შეწყვეტა გარკვეულ ახსნას ექვემდებარება: მეზობელ ხალხთაგან შევიწროებულმა ებრაელებმა კიროსის მეფობის ბოლო წლებში (531 წ.) დაწყებული საქმე ვეღარ განაგრძეს, მაგრამ დარიოსის გამეფების მეორე წელს (520 წ.) სპარსი მეფის მხრიდან იუდეველთა მიმართ გამოჩენილი ყურადღების უგულებელყოფა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომაც გამოდის ასპარეზზე ანგია.
ზერუბაბელის მამა - სალათიელი იექონიას ვაჟი იყო, დავით მეფის შთამომავალი. ანგია ღებულობს გამოცხადებას, რომლის თანახმადაც, მან ზერუბაბელსა და იესო მღვდელმთავარს უნდა უქადაგოს უფლის სიტყვები, რომ მათი საშუალებით მთელს ერს დაუკავშირდეს).
მხ. 2-4. 'ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
იმის გათვალისწინებით, რომ ანგიას სიტყვების ადრესატად მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ზერუბაბელი და იესო მღვდელთავარი სახელდება, კომენტატორთა ერთი ნაწილი წინასწარმეტყველის უკმაყოფილებისა და საყვედურის ობიექტად სწორედ დასახელებულ ორ პიროვნებას მიიჩნევს. სხვანი ვარაუდობენ, რომ ანგია ორი იერარქის სახით მთელს ერს მიმართავს. მთავრ ბრალდებად ღვთის ტაძრის მშენებლობის უგულებელყოფა და ამ ფონზე საკუთარ საცხოვრისებზე გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობა სახელდება, რაც ერში არსებული უდიდესი შეჭირვების მიზეზი გამხდარა. წარმოდგენილი საყვედური აშკარად მიუთითებს, რომ ანგიას ბრალდების ადრესატი არა რომელიმე კონკრეტული პირია, არამედ მთელი იუდაური საზოგადოება. თუკი ზერუბაბელსა და იესოს რამ დანაშაული მიუძღვით, ესაა მათი მხრიდან გაწეული მცდელობის მიუხედავად, ხალხის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერის უგულისხმობა. აღნიშნული დანაშაული უპირატესად ირიბია და მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი და იესო უფრორე ბრალდების მოწმენი არიან, ვიდრე ბრალდებულნი.
ნეტარი იერონიმე: ყურადღებით დააკვირდი, რომ ‘ჯერ არ დამდგარაო ჟამი შენებისა" არათუ ზერუბაბელი და იესო ამბობენ, არამედ ხალხი, რომელიც მეფე დარიოსის მორჩილებაში იმყოფება და მონობის უღელი ჯერაც არ ჩამოუშორებია).
ნეტარი თეოდორიტე: როდესაც იესო მღვდელმთავარი იყო, ხოლო ზერუბაბელი ერისმთავარი, ღმერთი მათ გასაგონად, ვითარცა მსაჯულთა წინაშე, წინასწარმეტყველის საშუალებით ხალხს ადანაშაულებს და ამბობს: რაოდენ აღმატებულ მზრუნველობას იჩენენ საკუთარი სახლებისთვის. არა მხოლოდ აშენებენ, არამედ ამშვენებენ და ალამაზებენ მათ, ხოლო ღვთის სახლს, რომელიც ადამიანთა გადარჩენას ემსახურება, შემდეგი სიტყვებით უგულებელჰყოფენ: ‘ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი).
ნეტარი იერონიმე: იუდეველნი, განსაკუთრებით მდიდარი ნაწილი მოსახლეობისა, გამშვენებულ და კეთილმოწყობილ სახლებში ბინადრობდნენ, რასაც არათუ გარდაუვალი აუცილებლობის გამო იშენებდნენ, არამედ - ფუფუნებისა და კომფორტის სურვილით მაშინ, როცა ღვთის სამკვიდრო, სადაც წმინდათა წმინდა, ქერუბიმები და წინადაგების პურების ტრაპეზი მდებარეობდა, წვიმით სველდებოდა და უყურადღებობით ნაგვიანდებოდა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლების მიხედვით უზენაესი წინასწარმეტყველს ხალხის მეორე დანაშაულის შესახებ აუწყებს, რომლის თანახმადაც, იუდეველმა ერმა ღვთის დიდებას საკუთარი კეთილდღეობა არჩია: თქვენ ამბობთ, რომ უფლის სახლის შენების ჟამი არ დამდგარა, მაგრამ საკუთარი თავისთვის საუკეთესო სახლებს იმზადებთ. განა დიდი უსამართლობა არაა ტაძარი ამ მდგომარეობაში, ნახევრად აგებული იხილვებოდეს?)
მხ. 5-7. 'ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმეტყველი ხალხს არსებული სიტუაციის გონიერი შეფასებისკენ მოუწოდებს: ჯანსაღად განსაჯეთ, საკუთარი სურვილების მსაჯულნი იყავით და შეიმეცნეთ, რაოდენ დიდი განსხვავებაა ღვთაებრივსა და ქვეყნიურ მოშურნეობას შორის. შემდეგ ამბობს, რომ ბევრის მთესველი მცირეს მოიმკის და ამიტომაც მუდმივად შიმშილსა და წყურვილს განიცდის, ცხოვრობს სიღარიბეში და ისე შეჭირვებულა, სხეულის დასაფარად აუცილებელი სამოსიც კი არ გააჩნია).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველები ამბობდნენ რა, ჯერ არ დამდგარა დრო უფლის სახლის შენებისა, თავს იმით იმართლებდნენ, რომ ამჟამად მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მეტი ფულის დაგროვება იყო. ხსენებული მიზეზით მათ ვაჭრობასა და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი და მხოლოდ გამდიდრების შემდეგ აპირებდნენ ტაძრის აგებას; მაგრამ უფლის მრავალმოწყალება დაივიწყეს, რომელსაც ძალუძს, მცირედის წილ მრავალი უწყალობოს ადამიანს. ამიტომაც მრავალს თესავდნენ და მცირეს იღებდნენ, ბევრს შრომობდნენ და უმნიშვნელოს იწყნარებდნენ. ყოველივე ეს უფლის კურხევის მოკლების შედეგია. ნათქვამი სიმბოლურადაც შეიძლება განიმარტოს: ზერუბაბელი და იესო მღვდელმთავარი მაცხოვრის წინასახენი არიან. მესია დავითის მოდგმაში განხორციელდა და სწორედ ისაა მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები უარს ამბობენ ტაძრის მშენებლობაზე, რაც მათი ახალი აღთქმის ეკლესიისგან განდგომის წინასახეა; ხოლო წარმართი მეფე დარიოსი მზადყოფნას გამოთქვამს და ყველაფერს აკეთებს იუდეველთა ღმერთის სახლის ასაგებად. დარიოსი მოცემულ შემთხვევაში ახალი აღთქმის ეკლესიაში დამკვიდრებულ წარმართ კაცობრიობას განასახიერებს).
მხ. 8. 'ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.
ანგია ერთობლივი მოქმედებისკან მოუწოდებს ყველას, რასაც უცილობლად მოჰყვება არსებული მდგომარეობის შეცვლა.
მხ. 9-11. 'ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.
ნეტარი იერონიმე: სამოქმედო გეგმის გაჟღერების შემდეგ წინასწარმეტყველი ამჯერად იუდეველთა მიერ განცდილი შეჭირვებების რეტროსპექტულ მიმოხილვას გვთავაზობს).
ნეტარი თეოდორიტე: როგორც თქვენ არ ზრუნავთ ჩემს მსახურებაზე და მხოლოდ საკუთრი საცხოვრისების გამო დაშვრებით, ამბობს უფალი, ასევე მეც ავუკრძალავ ზეცას, მიწა დანამოს და უნაყოფობას განვუწესებ. დამსჯელ ძალას, როგორც რამ მახვილს, არა მარტო ქვეყნის ნაყოფისკენ მივმართავ, არამედ ამ მამულთა მამუშაკებელი ხალხისადმიც. მათთან ერთად უბედურებას მათივე მსახურებისთვის გაჩენილი პირუტყვიც ეწევა. ყოველთა ზედა ღმერთი ამას უფლის სახლისადმი უზრუნველობის მიზეზით გპირდებათ. არა იმიტომ, რომ მას აქვს ამ სახლის საჭიროება (ყოფიერების შემოქმედს ზეცაც არაფერს არგებს, მაგრამ კაცთმოყვარებით დააფუძნა ყოველივე), არამედ თავად ამ ხალხზე ზრუნავს, მათ გადარჩენას იზრახავს და ტაძრის აგებას იმიტომ განაწესებს, რომ ისინი ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ, მისი კანონებით ცხოვრობდნენ და ყოველივე ამით სარგებელს ღებულობდნენ, სანამ, მოციქულის სიტყისამებრ, მემკვიდრე არ მოსულა.
მხ. 12-15. 'ისმინეს ზერუბაბელ სალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი. გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ სალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს. ანგიას მიერ წარმოთქმულმა მარტივმა, გულწრფელმა, იმავდროულად მძლავრმა და დამარწმუნებელმა სიტყვებმა სასურველი შედეგი იქონია მთელს ერზე.
ნეტერი იერონიმე: ყურადღება მიაპყარი ქრისტე ღმერთის ორ წინასახეს - ზერუბაბელსა და მღვდელმთავარ იესოს. წიგნში არ თქმულა, რომ მათ შეეშინდათო, არამედ წერია: ‘შეეშინდა ხალხს უფლისა", ე. ი. მათ, ვინც ჯერაც განდგომილი იყო უფლის გზიდან).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხალხმა ზერუბაბელისა და იესო მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით მშენებლობა განაახლა. აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება: იუდეველი ერი, რომელმაც უარი თქვა თავდაპირველად ტაძრის მშენებლობაზე და ახალი აღთქმის ეკლესიის მიღმა აღმოჩნდა, გარკვეულ ჟამს მის წიაღში დამკვიდრდება ზერუბაბელისა და იესუ მღვდელმთავრის ანუ ქრისტეს წინამძღოლობით.
ანგია პირველი სიტყვით დარიოსის მეფობის მეორე წლის მეექვსე თვის პირველ დღეს გამოვიდა, ხოლო მშენებლობა იმავე წლის, ეგევე თვის ოცდამეოთხე დღეს განახლდა. წინასწარმეტყველის 23 დღიანი ქადაგება ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა).

თავი 2

მხ. 1. 'მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: უთხარი ზერუბაბელ სალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელს დანარჩენ ხალხს.
აღნიშნული თარიღი კარვობის დღესასწაულის ბოლო დღეს თანხვდება. ამ პერიოდში იერუსალიმში დიდი რაოდენობით ხალხი იყრიდა თავს და შესაძლოა, ანგიამ სწორედ ხალხმრავლობით ისარგებლა, რომ მათთვის უფლის სიტყვა ექადაგა. მხ. 3-4. 'ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი, იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში უთითებს იმაზე, რასაც ხალხში ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული მოშურნეობის დამცრობა კვლავაც ხელეწიფება, კერძოდ, სოლომონისეულ პირველ და ახლადაგებულ ტაძარს შორის არსებულ განსხვავებაზე. ის ხალხი, ვინც ბაბილონური ტყვეობის დასაწყისისას ყრმობისა და ჭაბუკობის ასაკში იმყოფებოდა, ამჯერად, მართალია, საკმაოდ ასაკოვანნი იყო, მაგრამ პირვანდელი ტაძრის დიდებულება კვლავაც ახსოვდა და დიდად მწუხარებდა. ანგია ამჯერად თანატომელთა სულმოკლეობას ამხელს და აქვე უთითებს ხსენებულ განსხვავებულობაზე, რათა ოდნავ მოგვიანებით ახლადაგებული ტაძრის დიდებულებაზე ისაუბროს.
ეპისკოპოსი პალადი: ანგია დასმული კითხვით ('ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას?) ცდილობს, იუდეველ ხალხში ტაძრის მიმართ არსებული გრძნობები გაამძაფროს, რადგან შეუძლებელია, სიყვარულმა დარბეულ და აღუშენებელ სანუკვარ კუთვნილებას (ანუ ტაძარს, ი. ო.) უგულისხმოდ უმზიროს).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამჯერად ანგიამ მეშვიდე თვის 21-ე დღეს უზენაესისგან ახალი გამოცხადება მიიღო. მიზეზი აღნიშნული გამოცხადებისა შემდეგია: ტაძრის მშენებლობის განახლებიდან რამდენიმე დღეში ხალხმა დრტვინვა დაიწყო. ისინი ამბობდნენ, რომ მთელი ეს შრომა ფუჭია, რომ თუნდაც ტაძარი ბოლომდე ააგონ, იგი ვერაფრით შეედრება ძველი სოლომონისეული ტაძრის დიდებულებას, რომელსაც დამოუკიდებელი იუდეველი მეფეები ამშვენებდნენ, ხოლო ამჯერად სპარსეთის მონობაში მყოფ ღარიბ მოსახლეობას უწევს შრომა... ისინი, ამგვარი ფიქრებით დამაშვრალნი, მართალია, მუშაობდნენ, მაგრამ შემართება და სულისკვეთება ნელდებოდა.
უზენაესი ხალხის გამტკიცების მიზნით ანგიას მიერ სვამს კითხვას: არის ვინმე ისეთი, ვინც პირვანდელი ტაძრის მშვენიერებას მოსწრებია? ასეთები მართლაც იყვნენ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ანგიას მიმართვის აზრი ისაა, რომ ღმერთი არ ტოვებს რჩეულ ერს და კვლავ აძლევს მას ძალას ტაძრის აგებისა. შესაძლოა, ის არ იყოს ისეთი დიადი, მაგრამ ესეც უზენაესის წყალობას ადასტურებს).
მხ. 6-9. 'რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი. ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი. პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ეპისკოპოსი პალადი: ახლადაგებული ტაძრის აღმატებულებაში სოლომონისეულ ტაძართან შედარებით ახალი აღთქმის ეკლესიის უპირატესობა იგულისხმება. თუკი სოლომონის ტაძარი მხოლოდ ერთი ერის საკუთრებას წარმოადგენდა და ოდენ იერუსალიმი იყო თაყვანისცემის ადგილი, დადგება ჟამი, როდესაც დაფუძნდება ეკლესია, რომლის წიაღშიც მსოფლიოს ხალხები გაერთიანდებიან და 'არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა , არამედ ადამიანს შეეძლება ყველგან შევიდეს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში, განურჩევლად ადგილისა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლები ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ იუწყება, როგორც თავის დროზე ეგვიპტე შეირყა და იუდეველი ერი ტყვეობის მონობიდან გამოვიდა (რაც სიმბოლოა კაცობრიობის გამოხსნისა), ასე შეირყევა ცა და ქვეყანა ღვთის განკაცებისას).
მართალია, მითითებულ მუხლებში პირდაპირი უწყება მესიის შესახებ არ გვხვდება, მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებით, ანგიას წინასწარმეტყველება სწორედაც რომ ამას გულისხმობს .
მხ. 11-14. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული: აი, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თვისი სამოსელის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს. თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არა. თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება. მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი. ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ანგია მორიგ გამოცხადებას ღებულობს: იუდეველთა შორის გავრცელდა მოსაზრება, თითქოს საკმარისი იყო, სამსხვერპლოზე შესაწირი მიეტანათ და უფალი ამ შესაწირის გზით მათ მადლს გარდამოუვლენდა. ანგია მსჯელობას შემდეგნაირად ავითარებს: როდესაც მღვდლებს სამსხვერპლოზე ყოვლადდასაწველი მსხვერპლი მიაქვთ, მათი შესამოსლის კალთები აღნიშნულ შესაწირს ეხება და სამღვდელო სამოსიც წმინდა ხდება, მაგრამ თუკი ეს სამოსი სხვა რამეს შეეხო, ამით გადასცემს თუ არა შეხებულ საგანს სიწმინდეს? მღვდლები პასუხობენ, რჯულის თანახმად, სამოსლის შეხებით არაფერი ხდება წმინდა. წინასწარმეტყველი კი მიუთითებს, რომ წარმოდგენა, თითქოს შესაწირის მიტანით ადამიანი, მიუხედავად პირადი სულიერი მდგომარეობისა, მადლს ღებულობდეს, ტყუილია. ანგია მორიგ კითხვას სვამს: თუკი გაუწმინდურებული კაცი შეეხო რამეს, ითვლება თუ არა შეხებული უწმინდურად? მღვდლებმა დადებითი პასუხი მიუგეს. მოცემულ შემთხვევაში საუბარი იუდეველებს ეხება, რომლებიც წარმართ მეზობლებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და ეს ურთიერთობები ვაჭრობის სურვილით, სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ყალიბდებოდა. ანგიას თქმით, იმ ადამიანებთან კავშირი, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ ღმერთის შესახებ და არც აინტერესებთ რამ გაიგონ, მომაკვდინებელი იქნება იუდეველთათვის).
მხ. 20-23. 'მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს. ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას; დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. ანგიას სიტყვების ადრესატი მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელია. აშკარად ჩანს საერთო იმპერიული თუ მეზობელი ხალხებისგან მომდინარე განსაცდელის შედეგად ერის წინამძღოლისა და მისი სახით მთელი ერის დათრგუნული მდგომარეობა. ამიტომაც ანგია, ვისაც სულიწმინდის მადლით მომავლის შესახებ წინასწარმეტყველების უნარი მიემადლა, გამამხნევებელი სიტყვებით ყველას ერთად მიმართავს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: კერძო მოვლენების უწყების შემდეგ საწინასწარმეტყველო სიტყვა, როგორც წესი, ძირითადი და საყოველთაო მოვლენების შესახებ გვაუწყებს. მსგავსი რამ ხდება ამჯერადაც, ანგია ზერუბაბელს მიმართავს და ეუბნება, რომ შეირყევა ცა და დედამიწა, ზღვა და ხმელეთი, განადგურდება სამეფო ტახტები. ამაში უკეთური ძალის ხელმწიფების დასრულება მოიაზრება).
23-ე მუხლში უფალი საკუთრივ ზერუბაბელს ემეტყველება: 'ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ. იგულისხმება, რომ უზენაესი განსაკუთრებულ მფარველობას გაუწევს უშუალოდ ზერუბაბელის მოდგმას, რადგან მასში უნდა განხორციელებულიყო მესია. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები 'ბეჭედივით მეყოლები.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ბოლო მუხლში წარმოდგენილი მიმართვა არათუ ზერუბაბელს განეკუთვნება, არამედ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, რომლის წინასახესაც წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი: 'და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ". ღვთის ბეჭედი არის მისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც მამის თანაარსია. ძე მამის ხატია და სწორედ ის გახდა მამის რჩეული).

♦ წინასწარმეტყველი ანგია ♦

მოკლე ცნობები ანგია წინასწარმეტყველის შესახებtag:www.qwelly.com,2015-01-30:6506411:Topic:9086852015-01-30T17:45:56.341Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

ზოგადი ცნობები ანგია წინასწარმეტყველის შესახებ

ანგია - ამ სახელით ბიბლიური წიგნებიდან ოდენ ერთი პიროვნებაა ცნობილი (იგულისხმება წინასწარმეტყველი ანგია). მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ეზრას წიგნში, სადაც ანგიასა და ზაქარიას ასპარეზზე გამოსვლის შესახებაა ნაუწყები . იგი ტყვეობის შემდგომი, სპარსეთის პერიოდის პირველი წინასწარმეტყველია, რომელმაც წერილობითი მემკვიდრეობა…

ზოგადი ცნობები ანგია წინასწარმეტყველის შესახებ

ანგია - ამ სახელით ბიბლიური წიგნებიდან ოდენ ერთი პიროვნებაა ცნობილი (იგულისხმება წინასწარმეტყველი ანგია). მის შესახებ ცნობებს ვხვდებით ეზრას წიგნში, სადაც ანგიასა და ზაქარიას ასპარეზზე გამოსვლის შესახებაა ნაუწყები . იგი ტყვეობის შემდგომი, სპარსეთის პერიოდის პირველი წინასწარმეტყველია, რომელმაც წერილობითი მემკვიდრეობა დატოვა. მისი წიგნი სამშობლოში ახლადდაბრუნებული იუდეველი ერის ყოფა-ცხოვრებას გადმოგვცემს. ფსევდო ეპიფანეს, ფსევდო დოროთესა და ფსევდო ევსუქის ცნობებით, ანგია ბაბილონიდან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დაბრუნებია აღთქმულ ქვეყანას და თვისტომთა ჩამოსვლაც უწინასწარმეტყველია. იგი მომსწრე ყოფილა ტაძრის აღდგენისა და ამავე ტაძარში პირველს უგალობია ალილუია. გარდაცვლილა იერუსალიმში და სამღვდელო სამარხთან ახლოს დაუკრძალავთ.

ნეტარი ავგუსტინეს ცნობით, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ბაბილონში დაუწყიათ. ადრეულ საუკუნეებში კომენტატორთა ერთი ნაწილი ანგიას წიგნზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ წინასწარმეტყველი არათუ ადამიანი, არამედ განკაცებული ანგელოზი იყო .

ნეტარი იერონიმე: ზოგიერთები თვლიან, რომ იოანე ნათლისმცემელი, მალაქია, რომლის სახელიც უფლის ანგელოზს ნიშნავს, და ანგია, ვისი წიგნიც ამჟამად ხელში გვიჭირავს, ანგელოზები იყვნენ, მაგრამ ღვთის განჩინებით ადამიანური სხეულები შეიმოსეს და კაცთა შორის მიმოიქცეოდნენ). მოხმობილი აზრის განსამტკიცებლად ხსენებული ეგზეგეტები შენიშნავდნენ, რომ წიგნში არაა ნახსენები წინასწარმეტყველის მამის სახელი, რაც მის არაამქვეყნიურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ეკლესიის მამათა კომენტარი ამ საკითხთან მიმართებით რადიკალურად განსხვავდება. ისინი დარწმუნებით გვაუწყებენ, რომ ანგია ჩვეულებრივი ადამიანია, ვისაც უზენაესმა აღმატებული მსახურებისკენ მოუწოდა.

იერუსალიმის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბეჭედი, რომლის ზედა მხარეს იკითხება შემდეგი წარწერა: ‘ანგიასი, შევანიის ძისა". მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ბეჭედი წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა და, სავარაუდოდ, ტაძრის სიახლოვეს დაკარგა, სადაც ხშირად უწევდა ყოფნა, ადევნებდა რა თვალყურს მშენებლობას. ბიბლიური ცნობების თანახმად, ანგიას საწინასწარმეტყველო მოღვაწეობამ სულ რამდენიმე თვე გასტანა. რიგ ფსალმუნთა დასათაურებებში ანგიასა და ზაქარიას სახელს ერთად ვხვდებით . აღნიშნული სათაურები მოცემულ შემთხვევაში მათში წარმოდგენილი პირების არათუ საავტორო უფლებებს გვამცნობენ, არამედ მითითებული ფსალმუნების ანგიასა და ზაქარიას მოღვაწეობისას ტაძარში ლიტურგიკული გამოყენების შესახებ გვაუწყებენ.

538 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა იუდეველმა ხალხმა იმავე წელს სამსხვერპლო ააგო და მოსეს რჯულით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვები განაახლა, ხოლო მეორე წელს საღვთო მოშურნეობით აღძრულმა მოსახლეობამ ტაძრის საფუძველი განამზადა. დიადი მშენებლობის წამომწყები იუდეველი ერი თავიდან საქმეს დიდი ენთუზიასმით შეუდგა, თუმცა სახალხო კრებულში დისონანსმა მალევე იჩინა თავი: ახალი ტაძრის საფუძვლის მომზადებისას ახალგაზრდა თაობის სულიერი სიხარულით გამოწვეულ ოვაციებს ძველი თაობის ადამიანთა ტირილი და მოთქმა შეერია, რომლებსაც ძველი ტაძრის დიდებულება კვლავაც ახსოვდათ. პირველი მძლავრი დარტყმა საერთო სახალხო განწყობას სწორედ ამ მოვლენამ მიაყენა.

მორიგ დაბრკოლებად მეზობელი ხალხების მხრიდან ტაძრის მშენებელთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აღმოჩნდა: სამარიტელებმა მშენებლობაში დახმარება შესთავაზეს იუდეველებს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ისინი მთელი ძალით შეეცადნენ ტაძრის აღდგენისთვის ხელი შეეშალათ. აღნიშნულ მოვლენას მეფე კიროსის მასაგეტებთან ომმაც შეოწყო ხელი, ხოლო იმავე კიროსის გარდაცვალებისთანვე (529 წ.) სამარიტელებმა სპარსეთის სამეფო კარისგან იერუსალიმის ტაძრის მშენებლობის შეჩერების ოფიციალური უფლება მოიპოვეს. შეწყვეტილი საქმიანობა არც კიროსის მემკვიდრის - კამბიზის მეფობისას (529-521 წწ.), არც მისი მემკვიდრის ლჟესმერდიზის მმართველობისას განახლებულა (521 წ.). ასე გაგრძელდა დარიოს გისტასპის გამეფებამდე (521-485 წწ.). თუკუ სამშობლოში დაბრუნებული იუდეველნი ტაძრის მშენებლობის საქმეში ენითგამოუთქმელ მოშურნეობას იჩენდნენ, ხსენებული მოვლენების ზემოქმედების შედეგად ერის ადრინდელი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და დადგა ჟამი, როდესაც ხალხმა ტაძარი საერთოდ დაივიწყა და ჩათვალა, რომ ‘არაა დრო უფლის სახლის შენებისა" . იუდველებმა საკუთარი საცხოვრისების აგება დაიწყეს და მთელი ყურადღება პირადი, მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიმართეს.

რაჟამს მძლავრი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო ტაძრის მშენებლობის საკითხი, არამედ ერის ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობა, უფალმა საწინასწარმეტყველო ღვაწლით თანატომელთა შორის ანგია მიავლინა. მისი მიზანია, გააგებინოს ერს, თუ რა არის უბედურებებისა და წარუმეტებლობების მთავარი მიზეზი; კვლავ განაახლოს ხალხში დაშრეტილი სულიერი ძალები დაარწმუნოს ადამინები საღვთო მზრუნველობის უეჭველობაში; ტაძრის მშენებლობის გაგრძელების აუცილებლობაში; იწინასწარმეტყველოს იმის შესახებ, რომ სწორედ ამ განახლებულ ტაძარში შევა მესია და დასაბამს დაუდებს ახალ, ზეციურ სამეფოს.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოსია და მისი თანმდევი ყველა წინასწარმეტყველი იუდეველი ერის მომავალი უბედურებების შესახებ იუწყებოდნენ და მოახლოებული უდიდესი განსაცდელების უწინარეს ცდილობდნენ, შეეშინებინათ ისინი. სწორედ ამ მიზნით საუბრობდნენ იუდეველთა ქალაქების გაძარცვის, გადაწვის, განადგურების... შესახებ. წინასწარმეტყველები ფიქრობდნენ, რომ თუკი ებრაელები თავიანთი კეთილი ნებით არ მოიქცეოდნენ, ამას განსაცდელების შიშით მაინც აღასრულებდნენ.

ანგიამ საწინასწარმეტყველო სიტყვები მაშინ წარმოთქვა, როდესაც სამოცდაათწლიანი ტყვეობა დასრულდა და იუდეველები საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდნენ. კიროსმა ებრაელებს ტაძრის აგების ნება დართო. გავიდა გარკვეული დრო და მშენებლობა შეჩერდა. სპარსეთის სამეფო ხელისუფლებაში ახალი მეფე - დარიოსი აღზევდა და სწორედ მისი შემწეობით განახლდა შეწყვეტილი საქმე. ანგიას მოღვაწეობა დარიოსის მეფობის დასაწყისს უკავშირდება).

♦ წინასწარმეტყველი ანგია ♦

წინასწარმეტყველი ანგიაtag:www.qwelly.com,2015-01-30:6506411:Topic:9089652015-01-30T17:31:59.786Zjanahttps://www.qwelly.com/profile/jana

• ტექსტი;

• ტექსტი;

• მოკლე ცნობები ანგია წინასწარმეტყველის შესახებ;

• განმარტებები;

• წმინდანის ხსენება;

← წინასწარმეტყველები