კონტინენტური სამართლის ისტორია შედგება ორი პერიოდისგან, რომის სამართალი და თანამედროვე კონტინენტური სამართალი. არსებობს კონტინენტური სამართლის ტრადიციის რამოდენიმე მთავარი მახასიათებელი - კოდიფიკაცია მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა.
ტრადიციის შენება - რომში ძალიან დიდ შიდა დავას ქონდა ადგილი დაბალ და მაღალ კლასებს შორის. ამიტომ ნელ-ნელა მათ ცადეს დაემშვიდებინათ ხალხი იმ ძირითადი წესების ჩამოწერით, რომელთა მეშვეობითაც დავები უნდა გადაწყვეტილიყო. ეს 12 დაფა ხშირად მიიჩნევა რომის სამართლის და კონტინენტური სამართლის დასაწყისად, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული მცდელობა იყო კონკრეტულ ქალაქში და კონკრეტულ დროს. ახალი და განსხვავებული ტრადიციის შექმნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მომხდარიყო (როგორიცაა სოკრატემდელი ფილოსოფია) და უფრო მეტი მომავალში მოხდებოდა. ეს იყო შრომა, შრომა და შრომა საუკუნეების განმავლობაში, საერთო კონსენსუსის პერსპექტივის გარეშე.
წყაროები და ინსტიტუტები - მსოფლიოში არსებობდა ორი მთავარი შემთხვევა ინსტიტუტების შექმნისა, რომელმაც ხელი შეუწყო სამართლებრივი ტრადიციის ზრდას ფართო საჯარო ჩართულობის მეშვეობით. ერთი ასეთი იყო რომის სამართალი, ხოლო მეორე საერთო (ანგლო-ამერიკული) სამართალი. ათასი წელი დასჭირდა მხოლოდ იმას, რომ პირს უშუალო მოსამართლესთან მისვლა შეძლებოდა, სხვა თანამდებობის პირის წინასწარი კონტროლის გარეშე. მზარდი ექსპერტიზისგან მოდის მთელი იდეა, რომ სამართალი გულისხმობს სწავლის პროცესს, წერილობითი ფორმით და აზროვნების მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად.
მატერიალური საერო სამართალი - რომის სამართლის საწყისი შეგვიძლია ვიპოვნოთ იმ რჩევაში (ამას უწოდებდნენ “responsa”) რასაც იურისკონსულტები იძლეოდნენ კონკრეტულ საქმესთან ან დავასთან დაკავშირებით. რომის სამართალი იქცა აღფრთოვანების ობიექტად, იმიტომ რომ იურისკონსულტებმა შეძლეს ძალიან დამაჯერებლად განესაზღვრათ რთული პიროვნული ურთიერთობების დარეგულირების პირობები. იურისკონსულტებმა შეძლეს ძალიან დამაჯერებლად განესაზღვრათ რთული პიროვნული ურთიერთობების დარეგულირების პირობები.
ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით ქტონური სამართლის შესახებ, რომელმაც აჯობა რომის სამართალს იმ დროს. ის ძირითადად დაუწერელი იყო და ბევრს არაფერს ამბობდა კონტრაქტებისა და ვალდებულებების შესახებ; მისი ოჯახური და მემკვიდრეობითი სამართალი განაპირობებდა დიდი ოჯახების შენარჩუნებას, რადგან ბევრი წევრი იყო საჭირო ბევრი დავალების შესასრულებლად; საკუთრების სამართალი ძირითადად კონცენტრირებული იყო საზოგადოებრივ გამოყენებაზე და არა რაიმე ფორმალური ან ინდივიდუალური საკუთრების კონცეფციაზე.
კანონიკურმა სამართალმა თავისი ადგილი დაიკავა რომის სამართალთან ერთად (როგორც „ორმა სამართალმა“ ან უფრო სწორად პირველმა და მეორე სამართალმა, untrumque ius) და დიდი გავლენა მოახდინა ევროპის ქტონური ტრადიციების თანდათანობით შეცვლაზე
ახალი მატერიალური სამართალი იქნებოდა იმ ენაზე, რომელიც ყველგან შეიძლებოდა გამოყენებულიყო ევროპაში. მას უწოდებდნენ საერთო სამართალს.
ეროვნული სამართლის განმარტება -
საფრანგეთში კერძო სამართლის კოდიფიკაცია, რაც ნაპოლეონმა განახორციელა 1804 წელს, წარმოადგენდა მსოფლიოს პირველ ეროვნულ, სისტემურ და რაციონალურ სამართლის კოდიფიკაციას.
გერმანიის სამოქალაქო კოდექსმა რომელიც 1900 წელს მიიღეს კიდევ უფრო დახვეწა სისტემური სამართლებრივი აზროვნება. მაშინ მთელი ევროპას, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ჩათვლით, ქონდა თავიანთი კოდექსები.
კოდექსების რაციონალურობა
12 დაფიდან - დღემდე
სამართლის გაფართოვება
როდესაც ძირითადად მხოლოდ ქტონური სამართალი გამოიყენებოდა, სამოქალაქო სამართალი იზრდებოდა და იზრდებოდა როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური ნაწილი. ის შინაარსობრივად ადექვატური გახდა იმისთვის, რომ გადაეწყვიტა სოციალური პრობლემების მთელი წყება და დროთა განმავლობაში.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 1382-ე მუხლი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ყველა პირმა,რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს ბრალეულად უნდა აანაზღაუროს ზიანი.
სტოიკური ფილოსოფია - დიდი განმარტებითი ძალა აქვს და უნარი შესწევს მოიცვას სოციალური ცხოვრების ყველა შესაბამისი მხარე.
ქტონური ტრადიცია დიდწილად გაუქმებულია; რელიგიას და რელიგიურ მორალს გააჩნიათ თავიანთი ადგილი, მაგრამ არა საჯარო ცხოვრებაში (ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა, რაც ზოგ, თუმცა არა ყველა, იურისდიქციაში ოფიციალურად აღიარებულია); ადგილობრივი ცხოვრების წესები - საზოგადოების, შრომის და გართობის - ხდება სამართლებრივი კონტროლის საგანი და გარდაუვლად ჭკნება, თუმცაღა სამართლის სოციოლოგიის თანამედროვე მეცნიერებამ ბევრი რამ გააკეთა მათ დასაბრუნებლად სამართლებრივ ცხოვრებაში. ინსტიტუციონალური ბარიერების არარსებობის პირობებში (ფორმულარების პროცესი), სამართალს შეუძლია წავიდეს არსებითად იქ სადაც უნდა, ამდენად ტექსტები მრავლდება. არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსები არსებობს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსები, სავაჭრო კოდექსები, ურბანული კოდექსები, ადმინისტრაცული კოდექსები, ტყის, საგადასახადო და სპორტის კოდექსები და ყველა მათგანს აქვს ქვემდებარე რეგულაციები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მათი აღსრულება, რომლებიც დედუქციურად ჩადიან უფრო და უფრო ქვემოთ. სახელმწიფო, რომლის იდეა ჩამოყალიბდა და სახელი დაერქვა მე-17 საუკუნეში, აღიქმებოდა, როგორც უფლებამოსილი ნებისმიერი რამ გაეკეთებინა. მას შეეძლო თავი გამოეცხადებინა სამართლის ერთადერთ წყაროდ; სამართალი გახდა სპეციალიზებული;
სამართლის გამოხატვა
როდესაც საერო, კონტინენტური სამართალი გაფართოვდა, მისი ენა შეიცვალა.
რომაული სამართალი რთული სიტყვა რომ გამოვიყენოთ, უკიდურესად კაზუისტური იყო. მას ახასიათებდა აბსტრაქტულობის ძალიან დაბალი დონე, ყოველდღიურ მოვლენებთან ახლოს. ეს ხსნის იმას, თუ რატომ იყო ხელშეკრულებების სამართალი მრავლობითი ფორმის: არსებობდა მრავალნაირი გარიგება და სამართალი უნდა მიყოლოდა ამ გარიგებებს და არა პირიქით.
გერმანიის სამოქალაქო კოდექსი გვიან გაჩნდა; პანდექტისტებს, სავინის ჩათვლით კიდევ ერთი საუკუნე ქონდათ თავიანთი იდეების დასახვეწად. ეს ალბათ ყველაზე უფრო აბსტრაქტული კოდექსია, სადაც ზოგადი შესავალი ნაწილი ვრცელდება ყველა დანარჩენზე, რადგან განმარტავს ძირითად კონცეფციებს, როგორიცაა ქმედუნარიანობა, თანხმობა ან ნების გამოხატვა, შემდგომ ნაწილებში გამოყენებისთვის.
პირის ცენტრალურობა და უფლებების ზრდა
ქტონური ტრადიციისა საუკეთესოდ აჩვენა თავად განმანათლებლური აზროვნების წარმატებამ.
თუ ნომინალური ან განსაკუთრებული ხელშეკრულებები დღემდე არსებობს, წარმოშობის მიხედვით ისინი ყველანი კონსესუალურ კონტრაქტებს წარმოადგენენ. ისეთი ცნებები, როგორიცაა მოფიქრება ან ვაჭრობა არ შეიძლება იყოს კონტრაქტის საფუძველი. დელიქტური ვალდებულებები ბრალზე დაფუძნებული გახდა (საფრანგეთში) ან უფლებებზე დაფუძნებული (გერმანიაში);
როდესაც უფლებები არსებობს და ისინი ყველას გააჩნია წარმოშობის, რასის და სიმდიდრის მიუხედავად(ეს ნიშნები განსაკუთრებით აღელვებდა მაშინ ხალხს), მაშინ სოციალური თანასწორობის ცნებაც იწყებს მოქმედებას. და როდესაც ადამიანებს აქვთ ძალა, უფლებების სახით, წინ აღუდგნენ ჩაგვრას, ჩნდება ადამიანის თავისუფლების გარანტიაც. ამდენად დასავლეთის ცივილიზაციის ყველა დიდი კონცეფცია შეკავშირდა ერთ პაკეტში, რომლის საფუძველსაც პიროვნების ცენტრალურობა ქმნის.
სამართალი როგორც გონების ინსტრუმენტი
მეორე რჯულში აშკარად იყო ნებადართული ადამიანური სამართლის განვითარება, რომელიც იარსებებდა როგორც ადამიანური სამართალი. შთაგონების წყარო და ნებართვა რელიგიური იყო, მაგრამ მისი განვითარება ადამიანის გონების საქმე იყო (რომელიც სადღაც განისაზღვრა). სამართლის გამოხატვაში ცვლილება ამდენად გამომდინარეობდა იმ საჭიროებიდან, რომ ადამიანის რაციონალურობა დამდგარიყო უფრო მაღლა, ვიდრე ზეციური რაციონალურობა ქტონურ ან თალმუდურ ტრადიციებში. კაცობრიობამ უნდა დაიმოჩილოს მსოფლიო და არ იქნეს პირიქით დამორჩილებული მის მიერ. ამდენად ერთნახევარი ათასწლეულის მსჯელობის შემდეგ, მოხდა იმის აღიარება, რომ სამართალი ადამიანურ მიზანს ემსახურება, ის ადამიანურობის ინსტრუმენტია. საჭირო იყო უფლებების არსებობა და საჭირო იყო კოდექსების არსებობა მათ დასაცავად.
მიზეზი, რის გამოც გვაქვს სამართლის კონფქლიქტის ცნება მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც სამართლის ნორმები განისაზღვრება და ერთმანეთისგან განსხავავებულია, მათ შორის ჩნდება კონფლიქტი
უფლებებმა გამოიყვანა ხალხი ძველი რეჟიმიდან; ახლა პრობლემა იმაშია, სად უნდა წავიდეთ მათთან ერთად და რა მექანიზმების გამოყენებით.
Legal Traditions of the world, H.Patrick Glenn
ტეგები: Qwelly, განმარტებები, ისტორია, სასამართლო, ფეოდალიზმი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•