იოჰან კე პლერი (1571–1630)

ერთ დღეს კეპლერმა «ახალი სხივი დაინახა» და აღმოაჩინა, რომ პლანეტების ორბიტები ელიფსს წარმოადგენს.

ქრონოლოგია

1600 წელს კეპლერი პრაღაში, საიმპერიო მათემატიკოს ტიჰო ბრაჰესთან მუშაობდა. 1601 წელს, ბრაჰეს გარდაცვალების შემდეგ, კეპლერმა მისი ადგილი დაიკავა. 1609 წელს მან გამოსცა «Astronomia Nova», სადაც შედიოდა მისი ორი კანონი პლანეტების მოძრაობის შესახებ. 1611 წელს გამოსცა «Dioptrics», რომელიც გეომეტრიული ოპტიკის დარგში პირველ ნაშრომად

ითვლება. 1619 წელს გამოაქვეყნა «Harmonices Mundi» – «მსოფლიოს ჰარმონია». ის შეიცავს პლანეტური მოძრაობის მესამე კანონს.

გერმანელი მათემატიკოსი იოჰან კეპლერი არ არის კოპერნიკის მსგავსად ცნობილი. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საბოლოოდ, პოლონელი ასტრონომის თეორიები ფართოდ იქნა მიღებული. კოპერნიკის მზის სისტემის ჰელიოცენტრული მოდელის თეორია ანუ იდეა მზის გარშემო პლანეტების მოძრაობის შესახებ განავითარა კეპლერმა, რომელმაც წარმოადგინა არითმეტიკული და დაკვირვებითი მტკიცებულება ამ იდეის დასამკვიდრებლად.

ტიჰო ბრაჰე

კეპლერი, საკუთარი წარმატებით, ვალდებულია XVI საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი დანიელი ასტრონომის ტიჰო ბრაჰესგან. ბრაჰემ შენიშნა კეპლერის პოტენციალი მას შემდეგ, რაც წაიკითხა მისი ჩანაწერები, ტიუბინგენის უნივერსიტეტში სწავლისას. როდესაც კეპლერი იძულებული გახადეს, დაეტოვებინა მათემატიკის ლექტორის პოსტი გრაცში, ავსტრიაში, ბრაჰემ მიიწვია იგი თავის ასისტენტად პრაღაში, წმინდა რომის იმპერატორის, რუდოლფ II-ის

პატრონაჟით. კეპლერმა პოსტი დაიკავა 1600 წელს და დაამყარა პროდუქტიული, თუმცა წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ბრაჰესთან. მათი კამათის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბრაჰე სრულიად უარყოფდა კოპერნიკის მოსაზრებას სამყაროს შესახებ, რომელსაც კეპლერი მხურვალედ ემხრობოდა. დანიელმა მეცნიერმა ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის საკუთარი, საკმაოდ ბუნდოვანი ალტერნატიული ხედვა, რაც არასდროს უღიარებიათ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ისტორიამ დაამტკიცა ბრაჰეს არასწორი დებულება, მისი მნიშვნელობა, როგორც ზოგადად ასტრონომიის და ცის შესანიშნავი დამკვირვებლისა, რომელიც აწარმოებდა უმაღლესი დონის ჩანაწერებს, კეპლერისთვის მნიშვნელოვანი იყო. მან ჩაიბარა არა მარტო რუდოლფის საიმპერატორო კარის მათემატიკოსის თანამდებობა, არამედ ბრაჰეს ჩანაწერებიც.

მარსის ორბიტა

ბრაჰეს მიერ ოცი წლის მანძილზე გაკეთებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით კეპლერი მარსის ორბიტის გამოთვლასა და მის ახსნას შეუდგა. სამწუხაროდ, რადგანაც იგი იზიარებდა კოპერნიკის მოსაზრებას პლანეტების წრიული მოძრაობის შესახებ, მას რვაწლიანი ბრძოლა დასჭირდა დამაკმაყოფილებელი დასკვნის გამოსატანად. ერთხელ «გაიღვიძა და გონება

გაუნათდა», მიხვდა, რომ პლანეტები სულაც არ მოძრაობდნენ წრიულად. მათი ორბიტა ელიფსური იყო, ე.ი. წარმოადგენდა გაბრტყელებულ წრეს ორი ახლომდებარე ცენტრით. ეს იყო შოკი, რომელიც წარმოადგენდა უბრალო მათემატიკურ ახსნას, რითიც თავი დააღწია კოპერნიკისა და პტოლემეუსის იდეას, როდესაც ცდილობდა პლანეტების მოძრაობის ახსნას.

კეპლერის კანონები

1609 წელს კეპლერმა გამოაქვეყნა მისი აღმოჩენები წიგნში «Astronomia Nova» – «ახალი ასტრონომია», სადაც ჩამოყალიბებული იყო ორი კანონი და რამაც სასიცოცხლო გავლენა მოახდინა სამყაროს შემეცნებაზე. მომდევნო წიგნში – «Harmonices Mundi» – «მსოფლიო ჰარმონია», 1619 წელს მან დაამატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი. ამ სამმა კანონმა ერთობლივად შეადგინა კეპლერის «პლანეტური მოძრაობა». პირველი ეხებოდა მის ადრეულ აღმოჩენას, პლანეტების ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობას და მზის, როგორც ცენტრის, ფოკუსის წერტილის არსებობას. მეორე კანონი აღნიშნავდა, რომ ყველა პლანეტა ფარავს თანაბარ არეალს თანაბარ დროში, მიუხედავად იმისა, თუ მათი ორ ბიტის რომელ ადგილას იმყოფება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მზე პლანეტის ორბიტის ორი ცენტრიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ხანდახან პლანეტა მზესთან უფრო ახლოა, ვიდრე სხვა ცენტრთან, თუმცა

იმავე არეალში მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის მოძრაობა აჩქარდება მზესთან მიახლოებისას და შენელდება მასთან დაშორებისას. კეპლერის მესამე კანონი გვეუბნება, რომ პლანეტის პერიოდი კვადრატში (დრო, რომელიც საჭიროა ერთი მთლიანი ბრუნისთვის, მაგალითად – წელიწადი დედამიწისთვის) უდრის მანძილს პლანეტიდან მზემდე, კუბში აყვანილს (ასტრონომიული ციფრებით). ამის შედეგად შესაძლებელი გახდა პლანეტებამდე მანძილის გამოთვლა მხოლოდ მათ ბრუნვაზე დაკვირვებით.

კეპლერის მიერ პლანეტების მოძრაობის შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანამ, რისი დამტკიცებაც ადრე ასე რთული იყო, ხელი შეუწყო მომავალში, გრავიტაციის შესახებ ისააკ ნიუტონის თეორიის ჩამოყალიბებას.

სხვა მიღწევები

კეპლერის ბოლო, მთავარი ნაშრომი «რუდოლფის ცხრილები», დიდი შრომის შედეგს წარმოადგენდა და ფართოდ გამოიყენებოდა მომდევნო საუკუნეში პლანეტებს შორის მანძილის გამოსათვლელად. მას ასევე ეკუთვნის მნიშვნელოვანი აღმოჩენები ოპტიკის დარგში, სადაც სინათლის სხივური თეორიაა მოცემული.

1634 წელს მეცნიერმა აგრეთვე გამოსცა ნაწარმოები ფანტასტიკის სფეროდან – «სიზმარი ანუ მთვარის ასტრონომია». ანტიკური ხანიდან მოყოლებული, შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ ორი ახალი ვარსკვლავი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ერთ-ერთი, 1604 წელს კეპლერმა აღმოაჩინა.

ტეგები: Qwelly, აღმოჩენები, მეცნიერები

ნახვა: 25

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters