ჩან ჰენგი (78-139)

მან გამოიგონა მსოფლიოში პირველი სეისმოგრაფი, რომელსაც დაარქვა «დი დონგ » – «დედამიწის მოძრაობის ინსტრუმენტი».

ქრონოლოგია

ჩან ჰენგი დაიბადა 78 წელს ნან-იანგში, ჩინეთში. 123 წელს კალენდრის კორექტირება მოახდინა და ის სეზონებთან შესაბამისობაში მოიყვანა. 132 წელს გამოიგონა სეისმოგრაფი მიწისძვრების გასაზომად. 138 წელს მისმა მოწყობილობამ დააფიქსირა მიწისძვრა 500 კმ-ის დაშორებით.

დასავლურ მეცნიერებას ხშირად მიეკუთვნება გამოგონებები, რომლებიც სხვა კულტურებში დიდი ხნით ადრე იყო აღმოჩენილი. ეს შეიძლება გამოწვეული იყო სანდო ჩანაწერების არქონით, პრობლემით, მიეგნოთ პიროვნებისთვის ან ჯგუფისთვის, ხშირად კი უბრალოდ – იგნორირებით. ამას არავითარი გამართლება არ აქვს, რადგან ჩან ჰენგის მიღწევები, მისი ნაშრომები კარგად იყო შენახული და მხოლოდ 1700 წლის შემდეგ ევროპელმა მეცნიერებმა იგივე «აღმოაჩინეს».

სამყაროს შესწავლა

ჩანი, აღმოსავლეთ ჩინეთის ჰანის დინასტიის მეცნიერი, მრავალმხრივი დისციპლინარული ცოდნის მატარებელი პიროვნება იყო. ეს მეცნიერებებია: ასტრონომია, მათემატიკა და ლიტერატურა. მაგრამ მისი ძირითადი მიღწევა გეოგრაფიაში განხორციელდა.

ჩინეთში ხშირი იყო მიწისძვრა. როგორც იმპერიის ისტორიკოსი, ის სპეციალური დავალებით გაგზავნეს ბიძგების დროისა და ადგილმდებარეობის ჩასაწერად. ჩანს სჯეროდა – მიუხედავად საყოველთაო ცრურწმენისა, რომ მიწისძვრა იყო განრისხებული ღმერთების სასჯელი, საჭირო იყო მეცნიერული მიდგომა, რათა დაფიქსირებულიყო რყევები და დინასტიას შესძლებოდა დროულად მომზადებულიყო მისთვის და მიეღო წინასწარი ზომები შედეგების აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით მან გამოიგონა სეისმოგრაფი, რომელსაც დაარქვა «დი დონგ ი» – «დედამიწის მოძრაობის ინსტრუმენტი».

დედამიწის მორაობის ინსტრუმენტი

სეისმოგრაფი დიდი იყო, ორი მეტრის დიამეტრის, ბრინჯაოსგან დამზადებული. რვა წვრილი სპილენძის ღერო მიმაგრებული ჰქონდა ცენტრალურ ლივერს (მარტივი მოწყობილობის ხელის ტუმბო.) ერთ ბოლოში და შესაბამისი რაოდენობის დრაკონის თავებს – მეორე ბოლოში. ეს თავები კომპასის რვა მიმართულებით იყო დაყენებული (ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ა.შ.) და თითოეულის პირში სპილენძის ბურთები იყო მოთავსებული. მათ ქვეშ სპილენძის პირდაღებული გომბეშოები დადგეს. დრაკონის პირიდან სპილენძის ბურთი გადმოვარდებოდა და ჩავარდებოდა გომბეშოს პირში მიწის რყევის მიმართულებით, რის შედეგადაც ირეკებოდა ზარი და სამეფო ოჯახს აფრთხილებდა. გადმოცემის თანახმად, სპილენძის ბურთი დასავლეთის მხარეს ჩამოვარდა. ჩანმა ეს იმპერატორს მოახსენა, მაგრამ ორი დღის განმავლობაში არაფერი უცნაური არ მომხდარა და არც ინფორმაცია მოსულა. სკეპტიკოსებმა ეჭვი შეიტანეს ჩანის მოწყობილობის საიმედოობაში, მაგრამ როდესაც ცხენოსანი შიკრიკები ჩამოვიდნენ და ჩამოიტანეს ამბავი ძლიერი მიწისძვრის შესახებ, რომელიც დასავლეთით 500 კმ-ის დაშორებით მოხდა, ჩანის სიმართლე დადასტურდა.

ვარსკვლავებზე დაკვირვება

ჩანმა, რომელსაც კონცენტრირების დიდი უნარი ჰქონდა, შეძლო გამოეყენებინა თავისი თვისებები ასტრონომიაში წარმატების მისაღწევად. საკუთარი კვლევებით მან სწორად დაასკვნა, რომ მზე იწვევს მთვარის განათებას, ხოლო მთვარის დაბნელება გამოწვეულია დედამიწის ჩრდილით, რომელიც აისახება მის ზედაპირზე. მან შეადგინა ღამის ცის დაწვრილებითი რუკა, რომელშიც აღწერა 2500 მკვეთრად მოკაშკაშე ვარსკვლავი (საიდანაც 324-ს სახელი დაარქვა) და 124 თანავარსკვლავედი. მისი შეფასებით ძალიან პატარა ვარსკვლავების ჩათვლით, სულ 11520 ვარსკვლავი არსებობდა. ჩანმა მთელი რიგი წიგნები დაწერა ასტრონომიაში, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილი გახდა «ლინ ქსიანი». სხვა წიგნში, «ჰუნ ი ჩუ»-ში მან აღწერა საკუთარი წარმოდგენა სამყაროს შესახებ და მასში დედამიწის ადგილმდებარეობა. «ცა ჰგავს ქათმის კვერცხს, – წერდა იგი, – და არის მომრგვალებული, როგორც მშვილდი; დედამიწა კი არის კვერცხის გული, რომელიც მდებარეობს ცენტრში. ზეცა არის დიდი, ხოლო დედამიწა – პატარა». ჩან ჰენგი, ისევე როგორც ადრეული ბერძენი მეცნიერები, დარწმუნებული იყო, რომ დედამიწას სფერული ფორმა ჰქონდა და მდებარეობდა სამყაროს ცენტრში. ამ მოსაზრებამ ის მიიყვანა სამგანზომილებიანი კოსმოსის მოდელთან – მისი აზრით, ეს იყო ბრინჯაოს ღვთაებრივი სფერო, რომელიც წყლის ძალით ტრიალებდა. ყოველ წელს, ერთი სრული ბრუნისას, ის ვარსკვლავების ადგილმდებარეობაში მომხდარ ცვლილებას აფიქსირებდა.

სხვა მიღწევები

ჩანს სხვა აღმოჩენებიც ჰქონდა, რომელმაც ხანგრძლივი გავლენა იქონია. მან დააზუსტა ციფრი «ρι»-ს მაჩვენებელი და ადრინდელი, ჩინელებისთვის ჩვეული 3-ის ნაცვლად, ÷10 ანუ 3.162 შემოიღო, რითაც დღევანდელ 3.142-ს მიაახლოვა. 123 წელს ჩანმა აგრეთვე გამოთვალა დრო, შეასწორა ჩინური კალენდარი და შეუსაბამა სეზონებს.

ჩანის სეისმოგრაფი აღიარებულია ინსტრუმენტად, რომელმაც დროს გაუსწრო. დღემდე ვერავინ მოახერხა მისი გამეორება. მან შექმნა პირველი ზუსტი ოდომეტრი (გავლილი მანძილის გასაზომი ხელსაწყო.) «საგზაო ფორანი».

იგი აგრეთვე მიჩნეულია თავისი ეპოქის უდიდეს მხატვრად და ოცზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად.

ტეგები: Qwelly, აღმოჩენები, მეცნიერები, ჩინეთი

ნახვა: 26

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters