იოჰან გუტენბერგი (1400–1468)

 

აღმოჩენა, რომელიც მეცნიერების ისტორიაში თავისი გავლენით ციფრული სისტემის შემოღებას უტოლდება.

ქრონოლოგია

1420 წელს გუტენბერგი გადავიდა გერმანული მაინციდან ფრანგულ სტრასბურგში. 1450 წელს იგი დაბრუნდა მაინცში და ააწყო საბეჭდი პრესი მოძრავი შრიფტით. 1450-1456 წლებში დაბეჭდა მთელი რიგი წიგნებისა, კალენდარი და პაპის ინდულგენციები. 1456 წელს მან დაბეჭდა ცნობილი 42-ხაზიანი ბიბლია. 1456 წელსვე გახდა მაინცის არქიეპისკოპოსის კარის დიდებული.

იოჰან გუტენბერგი დაიბადა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი გერმანულ ქალაქ მაინცში გაატარა. მისი ოჯახის წინაპრები ჭედვასა და ლითონის დამუშავებას მისდევდნენ, რაც მისთვის იდეალური საფუძველი გახდა, გრავირებისა და ოქრომჭედლობის სფეროში ემუშავა. ამ

უნარებმა საშუალება მისცა, დაემზადებინა პირველი ინდივიდუალური ლითონის ყალიბი, მატრიცა, რაც ბეჭდვაში მისი მიღწევების საფუძვლად იქცა. თუმცა, ხელნაკეთი საბეჭდი ბლოკების დამზადების, ხის ფირფიტებზე «მყარი» ტექსტების ამოკვეთის, საღებავის მეშვეობით ასლების გამრავლების შრომატევადი პროცესი გერმანელ გამომგონებლამდე დიდი ხნით ადრეც იყო ცნობილი პრაქტიკაში.

მოძრავი შრიფტი

გუტენბერგის იდეა მდგომარეობდა ლითონის ასოების დამზადებასა და მათ დროებით ჩარჩოში მოთავსებაში, საიდანაც ისინი მოიხსნებოდა, როდესაც ტექსტი ერთ მთლიან გვერდზე მოთავსდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება სხვა გვერდების დასაბეჭდად. ამ ხერხთან შედარებით, მანამდე ასოები ნელა იჭრებოდა და ერთჯერადად გამოიყენებოდა, ხოლო ლითონის ასოებით აგებული ხის ფირფიტებით თეორიულად, უამრავი გვერდი შეიძლებოდა დაბეჭდილიყო იმ სიჩქარით, რაც მანამდე ტრაფარეტის დამზადებას სჭირდებოდა. ამ გამოგონებამ რევოლუცია მოახდინა ბეჭდური სიტყვის გავრცელებაში. ითვლება, რომ გუტენბერგმა 1430-იანი წლების მიწურულს, სტრასბურგში ცხოვრებისას დაიწყო ექსპერიმენტები ლითონის ასოების ჩამოსხმაში. სავარაუდოდ, 1444-სა და 1448 წლებს შორის მან საბოლოოდ სრულყო მოძრავი საბეჭდი პრესი. ცნობილია, რომ ამისთვის ნათესავისგან ისესხა ფული და 1448 წელს დაბრუნდა მაინცში, რათა დაეფინანსებინა საკუთარი საბეჭდი ბიზნესი. გამოგონება შედგებოდა გადაკეთებული, ღვინის საწური პრესისგან, რომლის ქვედა მხარეს ლითონის ასოები იყო დამაგრებული. მასზე ქაღალდი იდო, პრესი კი ზემოდან დაედებოდა და

ნაბეჭდიც მზად იქნებოდა. რთული საქმე იყო შესაფერისი საღებავის შექმნა, მაგრამ გუტენბერგმა ამაზეც იპოვა პასუხი. მან სელის ზეთისა და მურის ნარევი გამოიყენა.

ორმოცდაორსტრიქონიანი ბიბლია

ჩვენამდე არ მოუღწევია გუტენბერგის ნამუშევრებს, სადაც მისი სახელი იქნებოდა აღნიშნული, მაგრამ ყველაზე ადრინდელი ნაბეჭდი, 1448 წლის კალენდარი მას მიეკუთვნება. ყველაზე ცნობილი 200 ორიგინალური ასლიდან 48 დღესაც არსებობს, მათ შორის – 42-ხაზიანი ბიბლია, რაც ერთ გვერდზე სტრიქონების რაოდენობას ნიშნავს და მოძრავი შრიფტით არის შესრულებული. ითვლება, რომ გუტენბერგმა და მისმა თანამშრომლებმა ეს ასლები დაამზადეს 1450-სა და 1456 წელს შორის. ცხოვრების შემდგომი წლები გუტენბერგმა, თავისი საოცარი მიღწევის წყალობით, მაინცის არქიეპისკოპოსის მფარველობის ქვეშ გაატარა. თუმცა სხვებს არ სურდათ ეღიარებინათ გუტენბერგი მოძრავი შრიფტის გამომგონებლად და მის მაგივრად ვინმე ლორენს იანსუნ კოსტერს (1370-1440) მიიჩნევდნენ.

ძალზე ცოტა რამ არის ცნობილი ამ ჰოლანდიელის შესახებ. გუტენბერგის მსგავსად, არც მისი სახელით შექმნილი ნაბეჭდი ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იგი ხეზე ჭრიდა ასოებს თავისი შვილიშვილების გასართობად. მათ გასამხიარულებლად იყენებდა საღებავს სიტყვებისა და წინადადებების ქაღალდზე გადასატანად, რის შედეგადაც მოძრავი შრიფტის შესაძლებლობებს მიხვდა. ფიქრობენ, რომ კოსტერი ხისგან გამოკვეთილ ასოებს და ბეჭდვის პროცესის სისწრაფისთვის, დაფისა და მოძრავი შრიფტის კომბინაციას

იყენებდა. ამ მტკიცებულების სიცხადე, უკეთეს შემთხვევაში, მწირია. თუ ეს მართალიცაა, გუტენბერგის მეტალის ასოების და პრესის უფრო მაღალი ხარისხი ისეთივე დიდი მნიშვნელობისაა, როგორც მოძრავი შრიფტის იდეა.

ზოგიერთი წყარო მოძრავი შრიფტით ბეჭდვის გამოგონებას ჩინელებს მიაწერს (XIV საუკუნეში), რომლებიც ხისგან გაკეთებულ ასოებს იყენებდნენ. მთავარი და ეჭვგარეშე ის არის, რომ გუტენბერგმა მისი გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა და მან ნამდვილად არ იცოდა იმავე მიღწევის შესახებ, რაც დედამიწის მეორე მხარეს, ერთი საუკუნით ადრე სავარაუდოდ შეიძლებოდა შექმნილიყო.

გუტენბერგის მემკვიდრეობა

ერთ-ერთი მიღწევა მეცნიერების ისტორიაში, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს არის თავისი გავლენით ინდურ ციფრულ სისტემასთან, არის საბეჭდი პრესის გამოგონება მოძრავ შრიფტთან ერთად. თუმცა ეს არ იყო წმინდა მეცნიერული აღმოჩენა, მან გამოიწვია რევოლუციური პროგრესი ევროპაში და აკადემიურ წრეებს საშუალება მისცა, ფართოდ და იაფად გაევრცელებინათ სამეცნიერო აზრი.

XV საუკუნის ბოლოსთვის უკვე ათეულ ათასობით წიგნი და ბროშურა არსებობდა, რამაც სერიოზული საფუძველი დაუდო მეცნიერული იდეების მძლავრად აღმოცენებას.

ტეგები: Qwelly, გამომგონებლები, ისტორია, მეცნიერები

ნახვა: 69

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters