კონსტიტუციური დემოკრატიის პრინციპით მოქმედებს მთავრობა, რომელიც პირდაპირაა არჩეული ანუ რომელიც, ამერიკის დამფუძნებელ მამათა თქმით, წარმომად გენლობით სტრუქტურას მოიცავს. რესპუბლიკაში (ეფუძნება არაპირ­დაპირი დემოკრატიული მმართველობის პრინციპს) პოლიტიკურ პროცესში ხალხი მონაწილეობს როგორც პირდაპირ, ისე არჩეული წარმომადგენლების მეშვეობითისეთი მრავალფეროვანი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, პოლონეთი, ინდოეთი,სამხრეთი აფრიკა, ბრაზილია და მექსიკა, ითვლება კონსტიტუციური დემოკრატიის მაგალითებად. ისეთი ოფიციალური სახელები, როგო რებიცაა გერმანიის ფედერ­აციული დემოკრატიული რესპუბლიკა ან სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, ასახავს იმას, რომ თანამედროვე დემოკრატიის არსი წარ მომად გენლობაა. შესაბამისად, რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის არა ფერია სასიცოცხლოდ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, როგორც რეგულარული არჩევნები, რაც საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და ხმის ფარულად მიცემის პრინციპებს ეფუძნება. ადვილია იმის და­ ვიწყება, რომ ამ უფლებებისთვის დედამიწის მრავალ ადგილზე უამრავი ადამიანი იბრძოდა და იღუპებოდა მსოფლიო ისტორიის ბოლო ორი საუკუნის განმავლობა­ში. დღეისათვის გაცილებით მეტი ადამიანი გაცილებით მეტ ადგილას სარგებ­ლობს ხმის მიცემის უფლებით, ვიდრე ოდესმე. რეტროსპექტიულად რომ შევხედოთ, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების შემდგომი ორსაუკუნოვანი ისტორია ძირითადად სწორედ ადამიანის ღირსებისა და სახალხო თვითმმართველობისთვის ბრძოლის გამოხატვაა (ეს ორი ტერმინი, ბევრი ადამიანის გონებაში არსებითად ერთსა და იმავეს ნიშნავს). იქაც, სადაც ხალხი პოლიტიკური ძალაუფლების ძირითადი წყაროა, ყველაფრის გაკეთება მასაც არ შეუძლია. ნებისმიერი არსებული დემოკრატია შეზღუდვებს უწესებს უმრავლესობის მმართველობას. ეს შეზღუდვები ხშირად უმცირესობის უფლე­ბებში გამოიხა ტება  ეს ის უფლებებია, რომლებიც გარანტირებულია თუნდაც იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც საერთოდ ვერ ეწყობიან უმრავლესობას. გამომდინარე აქედან, გამომუშავებულია იმ პროცედურების განმსაზღვრელი რეგულაციის სტანდ­არტული წესები, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მოქმედებს. 

დემოკრატიული კონსტიტუციები

       
სახელმწიფოს კონსტიტუცია ქმნის ხელისუფლების მოწყობისა და მოქმედების 
სქემას, შესაბამისად განსაზღვრავს, როგორც მის უფლებამოსილებათა, ისე ამ უფლებამოსილებების განხორციელების ჩარჩოებს (შეზღუდვებს). თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმეტესობას დაწერილი კონსტიტუცია აქვს, მა­გრამ ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ძირითადად ისტორიისა და მოცულობის მიხედვით. ზოგი მათგანი, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთისა, ლაკონურობის მაგალითებია, სხვებისა, ვთქვათ, ინდოეთისა და კენიისა  გრძელი და დეტალურად გაწერილი. ინდოეთის კონსტი­ტუცია ფედერალური კონტროლის საკითხებს ოთხმოცდაჩვიდმეტ მუხლს უძღვნის, სამოცდაექვსს  შტატების იურისდიქციას და ორმოცდაშვიდს  ფედერალურ და შტატების ხელისუფლებათა საერთო კონტროლის (ანუ პარალელური ძალაუფლების) საკითხებს. კენიის კონსტიტუცია იმდენად დეტალურია ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებათა კომპეტენციების განაწილების თვალსაზრისით, რომ ეხება ისეთ საკითხებსაც კი, როგორიცაა ცხოველთა დაავადებების კონტროლი, დალაქთა საქმიანობის რეგულაცია და მაცხოვრებელთა მიერ საცხოვრებელი ფარ­თობის არაორგანიზებულად დაკავების საკითხები. დიდი ბრიტანეთი და ისრაელი არის ორი დემოკრატია, რომლებსაც ფორმალური (დაწერილი) კონსტიტუცია არც აქვთ. ბრიტანული კონსტიტუცია გა წერილია ბრიტა­ნელი ხალხის გულებსა და გონებაში. იგი საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი და საყ­ოველთაოდ გაზიარებული საზოგადოებრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ემყარება ტრადიციას და ჩვეულებას, ასევე ისტორიულ დოკუმენტებში, სამეფო განკარგულე­ბებში, პარლამენტის აქტებსა და სასამართლო პრეცედენტებში ასახულ კონსტი­ტუციურ პრინციპებს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავენ ბრი­ტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია იქმნე­ბა გარკვეული ძირითადი ღირებულებების საფუძველზე. ეს ღირებულებებია: თავისუფ ლება, გარკვეული სახის თანასწორობა, და საყოველთაო, მიუკერძოებე­ლი სამართლიანობა კანონის ფარგლებში. ბოლო წლებში დასავლური დემოკრატი­ისათვის საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე უფრო მზარდი გახდა, ვიდრე შესაძლო საგარეო სამხედრო აგრესია ან სარაკეტო მუქარა. ეს საფრთხე დემოკრა­ტიას სერიოზული დი ლემის წინაშე აყენებს: როგორ შენარჩუნდეს შეზღუდული მმართველობის შე საბამი სი სამოქალაქო თავისუფლებები, თუკი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ინსტიტუტებს ეფექტიანი მმართველობის­თვის ეძლევა მეტი უფლებამოსილებები, რომლებიც, თავის მხრივ, აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც ბოროტება საზოგადოებაში აღწევს, ჩუმად ვრცელდება და გაუფრთხილე ბ ლად ესხმის მას თავს. კონსტიტუციური დემოკრატია უნდა აკმაყოფილებდეს სამ კონკურენტულ…. ხშირად კონფლიქტურ მოთხოვნას. პირველი ისაა, რომ რაკი დემოკრატიულია, იგი მგრძნობიარე უნდა იყოს ხალხის მიმართ. მეორე  რაკი იგი იმართება განსაზღვრუ­ლი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, შეზღუდულია დასა ხული მიზნების განხორციელებასა და იმ გზების გამოყენებაში, რომლებითაც ამ მიზნების განხორ­ციელებას ესწრაფვიან. ბოლოს, როგორც ყველა მთავრობა, კონსტიტუციური დე­მოკრატიაც არ შეიძლება ხანგრძლივი იყოს ან დიდხანს შემორჩეს საზოგადოებას, თუ ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს კანონსა და წესრიგს, კომპლექსური არაა ეკო­ნომიკის მართვასა და გარე საფრთხეთაგან მოქალაქეების დაცვაში (აქ იგულისხ­მება არა მარტო უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემოსევა თუ შემოჭრა, არ­ამედ ორგანიზებული დანაშაული, ბუნებრივი კატასტროფები და ტერორიზმი). გამომდინარე კონსტიტუციური დემოკრატიის არსობრივი კონცეფციიდან, ხე­ლისუფლება იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად მგრძნობიარეც არის, შეზღუდულიც და ეფექტიანიც. ამ ძირითად მოთხოვნებს შორის სათანადო ბალა­ნსის შენარჩუნება ერთ­ერთი გზაა ნებისმიერი დემოკრატიის წარმატების ხარისხის განსაზღვრისათვის. ამ ბალანსის შენარჩუნება კრიზისის პირობებში დემოკრატიის ერთ­ერთი ყველაზე დიდი და მუდმივად განმეორებადი გამოწვევაა. 

დემოკრატია, როგორც მგრძნობიარე ხელისუფლება

       კონსტიტუციური დემოკრატია სახალხო კონტროლს უმრავლესობის მმართ­ველობის პრინციპის შესაბამისად იყენებს. თავისუფალი არჩევნების (და ხანდახან პირდაპირი მონაწილეობის) საშუალებით მოქალაქეები მნიშვ ნელოვან როლს ას­რულებენ მმართველობაში, კერძოდ, ირჩევენ მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და შესაბამისად, მათი მეშვეობით იღებენ კანონებს, აყალიბებენ პოლიტიკას და მართავენ პროგრამებს, რომლებზეც დამოკიდებულია კარგად ორ­ განიზებული სამოქალაქო საზოგადოება. ეს პრინციპი იმდენად თვალნათელია შე­ერთებულ შტატებში, კანადასა და სხვა დასავლურ დემოკრატიულ ქვეყნებში,რომ 
მისი ქმედითობა ეჭვგარეშეა. 

უმრავლესობის მმართველობა 

       თავად დემოკრატიის ქმედითობა შეიძლება საეჭვოც კი იყოს. როგორც ოც დახუ­თი საუკუნის წინათ სოკრატემ შენიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვ ნელოვანი სა კითხების გადასაჭრელად, ბუნებრივია, ხალხი ექსპერტებს ეძებს. მაგალითად, თუ ავად ვართ, მივმართავთ ექიმს  სამედიცინო ექსპერტს. თუკი კარგი მმართველობა გვსურს, რატომ უნდა მივმართოთ ადამია ნებს, რომელთა უმეტესობა პოლიტიკურად აპა­თიური ან უვიცია? თანამედროვე ავტორმა აღნიშნა, რომ თუკი ეწვიეთ ექიმს და სთხოვეთ რჩევა, როგორ იმკურნალოთ, ალბათ აღშფოთდებით თუ იგი გიპასუხებთ, რომ ამის თაობაზე შემთხვევით გამვლელებს დაეკითხება და უმრავლესობის ნების მიხედვით იმოქმედს. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის გზაა, რითაც დემოკრა ტიები მოქმედებენ. შესაძლოა, უმრავლესობის მმართველობის ყველაზე პირდაპირი დაცვა ალექ­სის დე ტოკვილმა მოგვცა თავის ნაშრომში დემოკრატია ამერიკაში (1835 წ.): უმრავლესობის მორალური ძალაუფლება ნაწილობრივ ეფუძნება განმარტებას, რომლის მიხედვითაც მეტი განსჯის უნარი და სიბრძნე უპირატესად მოცემულია დიდი რაოდენობის ადამიანების ერთად შეკრებილ ჯგუფში, ვიდრე ცალკე აღებულ 
ინდივიდში. ტოკვილს სწამდა, რომ ადამიანური გონების დაახლოებითი თანას­წორობა დემოკრატიის ძირითადი წინაპირობაა. დამატებით იგი თვლიდა, რომ უმრავლესობის მორალური ძალაუფ ლება ასევე ემყარება პრინციპს, რომ ბევრის ინტერესი აღემატება ცოტასას. ტოკვილთან დემოკრატიის ამგვარი განმარტებასა ბოლოოდ ასევე ემყარება ადამიანთა თანასწორობის რწმენას.მაშინ, როდესაც სოკრატემ ხაზი გაუსვა ადამიანთა შორის განსხვავებას სიბრძ­ნის, გონის, სიქველის მიხედვით, ტოკვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანთა შო­რის მორალურ თანასწორობაზე, როგორც უმრავლესობის ძალაუფლების მისეული თეზისის დაცვის საფუძველზე. უფრო მეტიც, რადგან უმრავლესობა მუდმივად იცვლება და დღევანდელი უმცირესობები ხვალინდელ უმრავლესობად შეიძლება 
მოგვევლინონ, უმრავლესობის პრინციპი ყველას ეხება და ერთი კონკრეტული ჯგუფის განსაზღვრაზე არაა მიბმული. ტოკვილის მიხედვით, შეერთებულ შტატებ­ში ყველა პარტიას სურს სცნოს უმრავლესობის უფლებები, რადგან ისინი იმედოვ­ ნებენ, რომ ეს უფლებები მათ უპირატესობად იქცევა მომავალში. შესაბამისად, უმრავლესობის მმართველობის პოლიტიკური პრინციპი მხარდაჭ­ერას პოულობს როგორც თანასწორობის იდეაში, ისე თვითინტერესში. მიუხედავად ამისა, უმრავლესობის მმართველობის მიღწევა არც ისე იოლია და ყოველთვის არცაა დიდად დაფასებული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. შეერთებულ შტატებში, სადაც ორპარტიული სისტემა მყარადაა დამკვიდრებული, არჩევნები, ჩვეულებრივ, გამოკვეთს უმრავლესობას როგორც შტატების, ისე ეროვნული დო­ნის საკანონმდებლო ორგანოებში. არჩევნები ასევე განაპირობებს უმრავლესობის გამოვლინებას საპრეზიდენტო არჩევნების უმეტეს შემთხვევაში. მაგრამ როგორც 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო, კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ხალხის ხმების უმრავლესობას, შეიძლება ავტომატურად არ გახდეს პრეზიდენტი. (ყველაფერი გამარჯვებულს სისტემა, სადაც ხმების უმრავლესო­ბის მიმღები კანდიდატი შტატის მთელი ელექტორატის ხმებს იღებს VI და X თავებშია განხილული). საპარლამენტო სისტემებში უმრავლესობის მმართველობის პრობლემა საკმა­ოდ განსხვავებულად დგას. საპარლამენტო სისტემების უმეტესობას აქვს ქვეყ­ნის საკანონმდებლო ორგანოში მრავალპარტიული წარმომადგენლობის სისტემა (რატომ არის ეს ასე, ქვემოთ იქნება განხილული). ჩვეულებრივ, მრავალპარტიული სისტემები არ ქმნის უმრავლესობას რომელიმე ერთი პარტიისთვის საკანონმდებლო ორგანოში. ორი ან მეტი პარტია იძულე ბულია კოალიციაში გაერთიანდეს, რათა ჩა­მოაყალიბოს მთავრობა და მოიპოვოს საპარლამენტო ხმების უმრავლესობა თავისი პროგრამებისა და პოლიტიკის განსახორციელებლად. შესაბამისად, უმრავლესობის მმართველობის ნებისმიერი შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როდესაც ხმის მიმცემნი იყოფიან არა ორ, არამედ, ვთქვათ, ხუთ ან ექვს ჯგუ ფად, შეუძლე­ბელია გამოთვალო, სად, ან რა პოზიციაზეა უმრავლესობა. ასევე, შე უძლებელია რომელიმე ერთმა პარტიამ კოალიციურ მთავრობაში თანმიმდევ რულად დაიცვას თავისი პლატფორმა და კოალიციური პარტნიორების სურვილებისა და პოზიციების იგნორირება მოახდინოს. ამას შედეგად მოჰყვება ვიწრო პარტიული პოზიციების წაშლა და, შესაბამისად, მთავრობის მუშაობა დაეყრდნობა უფრო მცირე საერთო ნიშნულს და არა უმრავლესობის მმართველობას. შესაბამი სად, ხმის მიმცემნი ხშირად იმედგაცრულებულნი რჩებიან და მათ აღქმაში არაეფექტიანი მთავრობა ცინიზმის ობიექტი ხდება. დიდ ბრიტანეთშიცც კი, მსოფლიოს წამყვან ორპარტიულ საპარლამენტო სისტემაში, უმრავლესობის მმართველობა პრობლემურია. ბრიტანული არჩევნები თითქმის ყოველთვის წარმოშობს გამოკვეთილ უმრავლესობას პარლამენტში მაგრამ გამარჯვებული პარტია იშვიათად თუ აგროვებს საერთო ხმების ოდენობის 45%­ზე მეტს (ხშირად ამაზე გაცილებით ნაკლებსაც კი). სხვა სიტყვებით რომ ვთქ­ვათ, ბრიტანული დემოკრატია უფრო ზუსტად დახასიათდება, მას ხმოსანთა შედარებითი უმრავლესობის სისტემას () თუ დავარქმევთ. იგივე, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით, ეხება შეერთებული შტატების დემოკრატიასაც, რადგან კონგრესის წევრებს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ირჩევენ და ვინც ყველაზე მეტ ხმას იღებს, ის იმარჯვებს (არა აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლების საერთო რაოდენობასთან თანაფარდობას, მთავარია, მოცემულმა კანდიდატმა მი­იღოს მეტი ხმა კონკურენტთან შედარებით). ხმის მიცემის ორ ტიპს  უმრავლესობასა და შედარებით უმრავლე­სობას ()  შორის განსხვავება თეორიულ პრობლემას ქმნის. თუკი კანდიდა­ტი ან მთავრობა არჩეულია შედარებითი უმრავლესობის და არა ხმების საერთო ოდე­ნობის უმრავლესობის საფუძველზე, მაშინ გამოდის, რომ ამომრჩეველთა უფრო დიდ  ნაწილს ამ კანდიდატისთვის თუ მთავრობისთვის ხმა არ მიუცია. ეს საშიშია, რადგან შესაძლოა ამ ანალიზის ლოგიკამ იოლად მიიღოს მცდარი მიმართულება. საქმე ისაა, რომ თუკი მსგავს შემთხ ვევებში ვამბობთ, რომ უმრავლესობა არ მართავს, იმას კი არ ვგულისხმობთ , რომ უმცირესობამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, არამედ იმას, რომ უმრავლესობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. შესაბამისად, ლაპარაკი უმრავლესობის მითის შესახებ, არ გულისხმობს უმრავლესობის მმართველობის პრინციპის გაცამტვერებას, ამ შემთ ხვევაში საქმე ეხება უფრო იმ სირთულის აღიარებას, რაც თან ახლავს ამ პრინციპის პრაქტიკაში დანერგვას. უმრავლესობის მმართველობა სათქმელად უფრო იოლია, ვიდრე გასახორციე­ლებელი. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ხშირად ეფემერულია, პრობლემას ქმნის დემოკრატიის თეორიისთვის, ხოლო უმრავლესობის ტირანულობა  დემოკრატიის პრაქტიკისათვის. ქვემოთ ყუ რადღებას დავუთმობთ სწორედ ამ პრობლემებს და იმას, როგორ ცდილობენ დემოკრატიები მათ გადაჭრას.უმრავლესობის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების ყოლის სურვილი აშკარაა,მაგრამ მსგავსი ხელისუფლების არსებობა არაა იმის გარანტია, რომ სერიოზული სახის უსამართლობა არ იჩენს თავს. ამ მოსაზრების ილუსტ რირებისთვის, წარმოვიდგინოთ ველური დასავლეთის სიტუაცია, როდესაც უდანაშაულო მაწანწალა ვერაგულად დადანაშაულებულია ქალაქის ერთ­ერთი ყველაზე გამოჩენილი მო­ქალაქის ცივსისხლიან მკვლელობაში, ჩამწყვდეულია საპატიმროში და ელოდება მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების განაჩენს. ქალაქში თითქმის ყველა ან აღშფოთებულია, ან მთვრალია (ან ორივე ერთად) და განრისხებული ბრბო მკა­ცრად ითხოვს სამართლის სწრაფ აღსრულებას. ამ მასის წინააღმდეგ დგას ორიპიროვნება, მამაცი შერიფი და მისივე ჯიუტი მოხუცი თანაშემწე. მთელი ამ ამბის გარდაუვალი ფინალი ხდება ქუჩაში, შერიფის ოფისის წინ. მკვლელის ლინჩის წესით გასამართლების მოთხოვნით მოსულ ბრბოს წინ უძღვიან ქალაქის მერი და ქალაქის საბჭოს წევრები (მათ შორის პიროვნება, რომელმაც რეალურად ჩაიდინა დანაშაული). საბოლოოდ, მხო ლოდ შერიფის გმირულ საქციელს შეუძლია იხსნას უდანაშაულო ადამიანი საკნიდან გამოთრევისა და უახლოეს ხეზე დაკიდებისაგან.ეს ბანალური ამბავი რეალურად წარმოაჩენს პოლიტიკური მეცნიერების ერთ­ ერთ გაკვეთილს, იმის ცოცხალ მაგალითს, როგორია მგრძნობიარე მთავრობა მო­ქმედებაში. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ თვალნათლივ დაანახა თავისი სურვილები შერიფს, რომელიც ძალაუფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბო­ლოა. ყველაზე იოლი გამოსავალი შერიფის თვის იქნებოდა ის, რომ დაჰყოლოდა უმრავლესობის ნებას და უდანაშაულო ადამიანი განრისხებული ბრბოსთვის მიეგდო. ამის გარდა, შესაძლებელი იყო რამე ისეთი მოქმედება, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა შესაბამისობაში უმრავლესობის მართვის პრინციპთან და ნაკლებად ელემენტარული სამართლიანობის მოთხოვნასთან. დემოკრატიული მმართველობა,როდესაც იგი უმრავლესობის შეუზღუდავ ძალაუფლებას გული ს ხმობს, შეიძლება ბრბოს მმართველობის სინონიმურიც კი გახდეს. ის, რაც ჩვეულებრივ ტირანიისგან დაცვად, ანუ უმრავლესობის მმართველობად, აღიქმება, რაგინდ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, შეიძლება იქცეს იმად, რასაც ტოკვილი უმრავლესობის ტირანიას უწოდებდა. იმის შიშით, რომ ერთ დომინანტურ კლასზე, რელიგიასა ან პოლიტი­კურ მრწამსზე დაფუძნებული უმრავლესობა ფეხქვეშ გათელავდა უმცირესობის უფლებებს, პოლიტიკური მოაზროვნეები საუკუნეთა განმავლობაში ხშირად უარს ამბობდნენ დემოკრატიაზე.  ბრბოს მმართველობის საფრთხის მოწმეები ამერიკელები 2001 წლის ბოლოს  გახდნენ, იმ კრიზისის დროს, როდესაც ტერორისტულმა აქტებმა ათასობით ნიუ­ იორკელის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით მათგანის ჯანმრთელობა დააზიანა. როდესაც დამნაშავეები მუსლიმი ექსტრემისტები აღმოჩნდნენ, დანაშაულის მასშტაბით დამფრთხალი ბევრი ამერიკელი შეერთებულ შტატებში მცხოვრები არაბული და მუსლი მუ რი უმცირესობების წინააღმდეგ განეწყო. ვნებათაღელვა ახ­ლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტების მიმართ მხოლოდ მას შემდეგ დაცხრა, რაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა შთამბეჭდავი განცხადება გააკეთა, რომლითად ამერიკელებს ტოლერანტობისა და გონიერებისკენ მოუწოდა. დასავლეთ ევროპაში უმრავლესობის მიერ უმცირესობათა უფლებებზე ზეწოლამ სერიოზული ხასიათი მიიღო ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც იმიგ რაციის საკითხებზე დაიწყო მსჯელობა.მაგალითად, საფრანგეთში პარტია ეროვნული ფრონტი მომენტალურად მოექცა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში და ადგილობრივი და სახელმწიფო დონის არჩევნებში უამრავი მომხრე შეიძინა. ამ პარტიის სწრაფმა აღმასვლამ ბევრი დამკ­ვირვებელი საგონებელში ჩააგდო, რადგან საზოგადო ებ რივი აზრის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ პარტიას მხარს არ უჭერდა, ასევე იზიარებდა და თანაუგრძნობდა მის მიზნებს. ეროვნული ფრონტის კანდიდატის ჟან ­მარი ლეპენის მიერ 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაკავებამ გაა­ოცა საფრანგეთი და ევროპა. მართალი, არჩევნების ბოლო ეტაპზე ლე პენმა წაა­გო ხელისუფლებაში მყოფი ჟაკ ში რაკის მომხრეთა ხმების აშკარა უპირატესობის გამო, მაგრამ ის, რომ მან სერიოზულად დაამარცხა სოციალის ტების კანდიდატი, პრემიერ­მინისტრი ლიონელ ჟოსპენი, რეალურად გამოფხიზლებისკენ მოწოდება იყო იმათთვის, ვინც ჯეროვნად ვერ აფასებდა ანტიიმიგრაციული მოძრაობის ძა­ლას ევროპაში. მსოფლიოში ბევრი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც უმრავლესობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უმცირესობის მჩაგვრელი. მაგალითად, გერმანიაში ცხოვრობს მრავალრიცხოვანი თურქული უმცირესობა, რომელსაც დღესაც კი არ გააჩნია უმრავლესობის თანასწორი უფლებები. ჩეხეთის რესპუბლიკაში (და, საერ­თოდ, აღმოსავლეთ ევროპაში) უმრავლესობა სისტემატურად ეწევა ბოშათა უმცი­რესობის დისკრიმინაციას. ისრაელში არაბული უმცირესობა (იგულისხმებიან პალესტინელი არაბები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და არა დასავლეთ სანაპიროს ან ღაზას სექტორის მაცხოვრებლები) არ სარგებლობს სრული პოლიტიკური და სოციალუ რი თანასწორობით ებრაულ უმრავლესობასთან. თურქეთში ქურთული უმცირესობის უფლებები ხშირად ეწირება თურქული უმრავლესობის შიშსა და სტერეოტიპებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მსოფლიოში არსებული უმრავლესობის ტირანიის მაგა­ლითების მხოლოდ ნაწილობრივ ჩამოთვლაა. შემაშფოთებლად იოლია დემოკრატიულ საზოგადოებაში უმცირესობათა უფლებების რუტინული და სისტემატური ხელყოფის მაგალითების პოვნა. ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, შეიძლება, არა სწორად გავიგოთ ან დემოკრატიაზე თავდასხმის ინტერპრეტაციად მივიჩნიოთ, მაგრამ სიმართ­ლე სრულიად საპირისპირო განზრახვაში დევს. თვითკრიტიკისათვის მზადყოფნა და ამისგან გამომდინარე შესაძლო სიკეთეები, რომლებიც ახასიათებს დემოკრატიას, მისი, როგორც პოლიტიკური სისტემის უპი რატესობის არგუმენტებია.

 

 

 

ნახვა: 899

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters