რობერტ ბოილი (1627–1691)

 

ბოილის კანონი: თანაბარ ტემპერატურაზე წნევა არის მოცულობის პირდაპირპროპორციული.

ქრონოლოგია

რობერტ ბოილმა ეტონის კოლეჯში ოთხწლიანი სწავლის შემდეგ, 1638 წელს სწავლა ჟენევაში განაგრძო. 1644 წელს დასახლდა საკუთარ მამულში, დორსეტში, რათა კვლევები ეწარმოებინა. 1654 წელს გადავიდა ოქსფორდში, სადაც შეხვდა და დაუმეგობრდა რობერტ ჰუკს. 1659 წელს ბოილმა და ჰუკმა ვაკუუმთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ჩაატარეს. 1662 წელს მეცნიერმა ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი ქიმიური კანონი – ბოილის კანონი.

ბოილი დაიბადა მდიდარი კაცის ოჯახში მეთოთხმეტე შვილად ირლანდიაში, რომელიც მაშინ დიდ ბრიტანეთს ეკუთვნოდა. არისტოკრატიული განათლების მისაღებად მან ყველანაირი პრივილეგია გამოიყენა. ეტონში სწავლის შემდეგ კერძო განათლება მიიღო. 1639-დან 1644 წლამდე სწავლა ევროპაში გააგრძელა, საბოლოოდ კი ინგლისში, მემკვიდრეობით მიღებულ დორსეტის მამულში დაბრუნდა, სადაც შეძლო თავი აერიდებინა სამოქალაქო ომის ყველაზე ცუდი შედეგებისთვის, და მეცნიერულ მუშაობას შეუდგა. ოქსფორდში გადასვლისას ფილოსოფოს ჯონ ლოკთან და არქიტექტორ ქრისტოფერ რენთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული ფილოსოფიის კლუბი. აგრეთვე შეხვდა რობერტ ჰუკს, რომელიც მისი ასისტენტი გახდა და მათ შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა დაიწყო. თავისი ცნობილი აღმოჩენებიც სწორედ მასთან ერთად გააკეთა.

ბოილის კანონი

აღმოჩენების მთავარი ნაწილი იყო ბოილის კანონი (ასევე დამოუკიდებლად აღმოჩენილი ფრანგი მეცნიერის ედმ მარიოტის მიერ), რომელმაც დაამყარა პირდაპირი კავშირი ჰაერის წნევასა და გაზის მოცულობას შორის. იგი იყენებდა ვერცხლისწყალს იმისთვის, რომ J-ის მაგვარ საექსპერიმენტო მილში ჰაერი შეეყვანა.

ეს შესაძლებლობას აძლევდა ჰაერის მოცულობაზე ვერცხლისწყლის დამატებით გამოწვეულ ეფექტს დაჰკვირვებოდა. მან აღმოაჩინა, რომ თუ ვერცხლისწყლის რაოდენობას (ანუ წნევას) გააორმაგებდა, ჰაერის მოცულობა ნახევრდებოდა, ხოლო გასამმაგების შედეგად, მესამედი ხდებოდა და ა. შ. კანონი ასკვნიდა, რომ თანაბარ ტემპერატურაზე წნევა და მოცულობა პირდაპირპროპორციულია.

ვაკუუმის ტუმბო

ეს ექსპერიმენტი იყო კულმინაცია სხვა ექსპერიმენტების სერიებისა, რომლებიც მოიცავდა ჰაერს და მასზე არსებულ ეფექტს. ეს ექსპერიმენტები ბოილის ოქსფორდში გადასვლიდან მალევე დაიწყეს და შემდეგ გააგრძელეს, როდესაც რობერტ ჰუკმა მეცნიერის მოთხოვნით, ჰაერის ტუმბო ააწყო. ტუმბო საუკეთესო ვაკუუმს ქმნიდა. ექსპერიმენტებში იყენებდნენ ზარებს, ცხოველებს და შანდლებს, რითიც ბოილმა შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება. მან აღმოაჩინა, რომ ხმა ვერ გადიოდა ვაკუუმში და ამისთვის საჭირო იყო ჰაერი. ჰაერი ასევე საჭირო იყო სუნთქვისა და წვისთვის. თუმცა სუნთქვისა და წვის პროცესისთვის ჰაერის მთლიანი რაოდენობა არ იყო საჭირო. ამასთანავე, მან დაამტკიცა გალილეის მოსაზრება, რომ ყველა საგანი ერთნაირი სიჩქარით ვარდება ვაკუუმში.

ეჭვიანი ქიმიკოსი

1661 წელს ბოილმა გამოაქვეყნა «The Sceptical Chemist», სადაც გააკრიტიკა არისტოტელეს შეხედულება იმის შესახებ, რომ სამყარო შედგება 4 ელემენტისგან (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი) პლუს ეთერი უფრო ფართო სივრცეში. ეს ტექსტი მას დაეხმარა, გაეჭრა გზა თანამედროვე შეხედულებისკენ ელემენტების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არ აღწერდა ელემენტებს ზუსტად ისევე, როგორც დღეს გვესმის, სჯეროდა, რომ საგანი შედგება პრიმიტიული, უბრალო, დაუკავშირებელი სხეულებისგან, რომლებიც სხვა ელემენტებთან კავშირში აყალიბებდა განუსაზღვრელი რაოდენობის შენაერთებს. ეს იყო ადრეული ატომური თეორიის გაგრძელება, რომელსაც მხარს უჭერდა და სჯეროდა უმცირესი ნაწილაკების არსებობა.

მიუხედავად მისი ინტერპრეტაციისა, რომელიც მთლად არ შეესატყვისება თანამედროვე შეხედულებას, ამ აზრის მნიშვნელობა მაინც უდიდესი იყო, რადგან მოგვიანებით დიდი გავლენა იქონია ანტუან ლავუაზიეს (1743-1793) და ჯოზეფ პრისტლის (1733-1804) მეცნიერულ გარღვევებსა და იმ თეორიების აღმოჩენებზე, რომელიც ქიმიურ ელემენტებს ეხება.

ბოილის გავლენა

ბოილმა დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების ისტორიაში, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მის მიღწევებში ქიმიის, როგორც მეცნიერული სფეროსთვის საფუძვლის ჩაყრა იყო. მისი კერპის, ფრენსის ბეკონის მსგავსად, დაუღალავად ატარებდა ექსპერიმენტებს, რადგან სწამდა, რომ არაფერია ნამდვილი, სანამ არ იარსებებს მყარი ემპირიული საფუძველი დასკვნების მისაღებად.

ბოილის სხვა მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენს ტესტები ცეცხლის ალზე მეტალის აღმოსაჩენად, ასევე ტესტები მჟავებისა და ალკალოიდების (ტუტისებრი ორგანული ნივთიერებები, უმთავრესად მცენარეული წარმოშობის. შეიცავს აზოტს. – რედ.) იდენტიფიცირებისთვის.

ბოილი ასევე სამეფო საზოგადოების დამფუძნებელი იყო – მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამეცნიერო საზოგადოებისა. მისი დაჟინებული მოთხოვნით გამოქვეყნდა ზუსტ ექსპერიმენტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქიმიური თეორიები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ქიმიაზე.

ტეგები: Qwelly, აღმოჩენები, ისტორია, მეცნიერები

ნახვა: 57

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm 0 კომენტარი

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…

გაგრძელება

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters