ძველი ჩინეთის ოთხ დიდ აღმოჩენათა რიცხვს მიეკუთვნება ქაღალდი, ბეჭდვა, კომპასი და დენთი.
ქაღალდი. ქაღალდის გამოგონებამდე ჩინელები ჯერ ბამბუკის მასალაზე წერდნენ, რომელიც ძალიან მოუხერხებელი იყო, შემდგომ კი, საწერ მასალად აბრეშუმს იყენებდნენ, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ იაფი მასალის ძებნამ შეუწყო ხელი ქაღალდის გამოგონებას, თუმცა, თავდაპირველად ქაღალდიც აბრეშუმისაგან მზადდებოდა, მოგვიანებით კი, ჩინელებმა დაიწყეს მისი დამზადება მცენარის მერქნისგან, ხშირ შემთხვევაში ეს იყო ბამბუკის რტო. ქაღალდის ადრეული ნიმუშები დამზადებულია I საუკუნეში. მისი დამზადების მეთოდი ჯერ კორეასა და იაპონიაში გავრცელდა, ხოლო შემდეგ, არაბების მეშვეობით, მთელ მსოფლიოში.