სტალინი

history, istoria, joseph stalin, qwelly, salome dochia, stalin, იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინი, იოსებ სტალინი, ისტორია, სალომე დოჩიას რეფერატი, საქართველოს ისტორია, სტალინი, ქველი

     "იგი მაღალია ხელოვნების თვალსაზრისით, გენიალურია უბრალო ადამიანური თვისბებნით, მასში თავმოყრილია იულიუს კეისრის ჭკუა, ციცერონის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული ნიჭი, მაგრამ ის ყოველ მათგანზე მაღლა დგას." (პაბლო პიკასო)

     მეოცე საუკუნე მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც უაღრესად რთული პერიოდი და წინააღმდეგობრივი საუკუნე.

     "მეოცე საუკუნემ იხილა ორი მსოფლიო ომი და კაცობრიობა ბეწვზე გადაურჩა მესამეს. მეოცე საუკუნეში მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ავანტიურა-ოქტომბრის რევოლუცია, რომელმაც თავისი ალოგიკურობით გააკვირვა თანამედროვეები და შთამომავლობა", ამბობს ნაპოლეონ ქარქაშაძე.

     მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდნენ ყველა დროისა და ეპოქის ისეთი გმოჩენილი პიროვნებები, რომელთა შესახებაც ბევრი დაწერილა და დაიწერება, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო და არნახული კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა მსგავსნიც ათასწლეულში ერთხელ თუ იბადებიან.

     "სტალინი იყო მოვლენა, რომლის მსგავსიც ათ საუკუნეში შეიძლება ერთი დაიბადოს" - ასეთ შეფასებას იძლევა კაცი, რომელიც ომის ოთხი წლის მანძილზე აკვირდებოდა და სწავლობდა მის მოღვაწეობას, კაცი, რომელიც მისი შეურიგებელი იდეური მოწინააღმდეგე იყო, კაცი, რომელიც აღტაცებული იყო მისი პიროვნებით, სამარეში კომუნიზმის იდეების მესაფლავის სახელით ჩავიდა. (საუბარია ჩერჩილზე, რომელმაც ეს სიტყვა წარმოთქვა სტალინის 80 წლისთავთან დაკავშირებით)

     არ არსებობს ეპითეტი, რომელიც სტალინის დასახასიათებლად არ გამოეყენებინოთ, ღმერთკაციდან დაწყბული სატანამდე - ეს არის შესასების არეალი უცხოეთში, საბჭოთა კავშირსა თუ საქართველოში.

     სტალინი (ჯუღაშვილი), იოსებ ბესარიონის-ძე, დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მამამისი-ბესარიონ ივანეს-ძე, ეროვნებით ქართველი, იყო თბილისის გუბერნიის სოფელ დიდი ლილოს გლეხებიდან, პროფესიით მეჩექმე. დედა-ეკატერინე გიორგის ასული - სოფელ ღამბარაული ყმა-გლეხის გელაძის ოჯახიდან იყო.

     წყვილს პირველი ორი შვილი გარდაეცვალათ, ამიტომ მშობლები მესამე შვილს, სტალინს აღმერთებდნენ. სოსოს გადარჩენა დედისთვის სასწაული იყო. როგორც ჩანს, სწორედ დედის მხრიდან ასეთმა თაყვანისცემამ შთააგონა სტალინს, რომ ყველასგან გამორჩეული იყო: ფროიდის ავტორიტეტული აზრი, რომ დედის თავდადებამ აიძულა სტალინი, დამპყრობლად ეგრძნო თავი, შესაძლოა მართალია, ვინაიდან "სოსელო", როგორც სიყვარულით ეძახდა დედა, ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა თავდაჯერებულობას.

     დედა სოსოს ქართველ რაინდად ზრდიდა, მოგვიანებით სტალინი მოხუც დედას წერდა: "პიროვნება ყოველთვის გულადი უნდა იყოს. " მას სჯროდა, რომ კეკეს უფრო ჰგავდა ვიდრე ბესოს, მას უყვარდა დედა და ბევრს საუბრობდა მასზე, მიუხედავად იმისა, რომ დედა ბავშვობაში ხშირად სცემდა. "მამაჩემს ყველაზე მეტად ვუყვარდი და ამას იმით ვხსნიდი, რომ დედამისს ვგავდი"-ამბობდა სტალინის შვილი სვეტლანა. "სტალინს არ უყვარდა დედამისი"-საპირისპიროს ამტკიცებს ბერიას ვაჟი. სხვები, ძირითადად ქართველები, ირწმუნებიან. რომ სტალინი დედამისს "კახპას" უწოდებდა. თუმცა ეს ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ამბებს სტალინს მტრები უვრცელებდნენ პიროვნების დასამცირებლად.

     ღირსებისა და სირცხვილის ცნბებზე დაფუძნებულ ქართულ საზოგადოებაში ჭორები დადიოდა იმის შესახებ, რომ სოსოს (სტალინი) აღმზრდელი მამა ბესო, მისი ბიოლოგიური მამა არ იყო. სწორედ ამიტომ ღირსებაშელახული ბესო აგრესიას ოჯახის, განსაკუთრებით კი სოსოს მიმართ ავლენდა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ფაქტორმა გარკვეულწილად გავლენა იქონია მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. რაძინსკი ამბობს: "სოსოს აღზრდაში ასეთმა სისასტიკემ მასში გამოიწვია დესპოტიზმის განვითარება და მისი მოქმედების მამოძრავებელ ძალად, მომავალში სისასტიკე და ძალადობა იქცა. "

     პატარა სტალინი თვისუფალ დროს ატარებდა გორის ქუჩებში, სადაც მთავარი გასართობი სასმელი, ლოცვები და ჩხუბი იყო. მას ბევრი მიზეზი ჰქონდა რომ სახლიდან გამოქცეულიყო, მათ შორის იყო მუდმივი სიღარიბე, სიბნელე და ოჯახური ძალადობა. სახლის პრობლემებს გამოქცეული სტალინი შვებას გორის ქუჩებში ნახულობდა, სადაც ტრადიციად იყო ქცეული ჩხუბი, ჭიდაობა და მოსწავლეთა დაპირისპირება. ყმაწვილობის პერიოდში იგი ჩამოყალიბდა როგორც ტიპური გორელი ბიჭი, გორელებს კი მთელ საქართველოში ჰქონდათ სახელი განთქმული, როგორც მატრაბაზებს, მკვეხარებს და ჩხუბისთავებს.

     გ. ბერძენიშვილი კი სტალინის შესახებ წერს, რომ სტალინი გარეგნულ სიკოხტავესთან ერთად სულიერი სილამაზესაც ამჯღავნებდა და იყო სამართლიანი, კეთილი, შემნდობი და, რაც მთავარია იყო ალტრუისტი. გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათითა და ფიზიკური სიძლიერით. ის აგრეთვე მოხდენილად ცეკვავდა და მშვნენივრად მღეროდა. უხვად იყო დაჯილდოებული მუსიკალური სმენით და ხავერდოვანი ხმით. მისი საყვარელი სიმღერა იყო "გაფრინდი შავო მერცხალო", რომელსაც მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა.

     16 წლის გორელი ბიჭი, რომელიც ხშირად მონაწილეობდა ქუჩის ჩხუბებში და გორიჯვრის მთაზე დაცოცავდა, სასულიერო სასწავლებელში აღმოჩნდა. სოსო და კიდევ 600 მოწაფე ოთხსარულიან ნეოკლასიკურ თეთრსვეტებიან სემინარიაში ცხოვრობდნენ. ყოველდღე ყველაფერი ზუსტად იყო განსაზღვრული ზარის რეკვით. სტალინის აქ ყოფნის პერიოდში (1894-1899) პირქუშ ბერებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ამ ამაყ ბიჭებში ქართველობის ყოველგვარი ნიშანი გაექროთ, აკრძალული იყო ქართული ლიტერატურა.

     "სოსო თავიდან მშვიდი, ყურადღებიანი და მოკრძალებული იყო" - ასე ახასიათებს ახალგაზრდა სტალინს ერთი ამხანაგი, მეორე კი იხსენებს როგორ გახდა გორის ბანდის ერთ დროს ქედმაღალი მეთაური, "ჩაფიქრებული და მარტოსული". სოსოს ძალიან უყვარდა თავი, ის თვითდაჯერებული რომანტიკოსი პოეტი იყო, თან ძალიან კარგად სწავლობდა.

     "რევოლუციურ მოძრაობაში, -ამბობს სტალინი მე ჩავები 15 წლის ასაკიდან, როცა დავუკავშირდი ამიერკავკასიაში მცხოვრებ რუსი მარქსისტების არალეგალურ ჯგუფებს, ამ

     ჯგუფებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე და შემაყვარეს არალეგალური მარქსისტული ლიტერატურა!" მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბრალო სტუდენტი ასეთ ძალაუფლებას მოიპოვებდა და ამ ძალაუფლებისაკენ მიმავალ გზაზე ყველას და ყველაფერს ჩამოიშორებდა.

     სემინარიის კედლებში სოსო ჯუღაშვილი რევოლუციური საქმიანობის პარალელურად გატაცებულია საქართველოს ისტორიით. იგი ძირფესვიანად სწავლობს ქართულ კლასიკურ ლიტერატურას და პოეზიას, ამვდროულად ის თვითონაც არის გატაცებული და კარგადაც ეხერხება პატრიოტულ, სოციალურ და სხვა მოტივებზე ლექსების შეთხზვა. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მისი შესანიშნავი, დიდაქტიკურ თემაზე დაწერილი ლექსი: "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი", რომელიც დიდმა ილია ჭავჭავაძემ დაბეჭდა თავისივე რედაქტორობით გაზეთ "ივერიაში". ამავე გაზეთში იბეჭდება მისი პოლიტიკურ თემაზე დაწერილი ლექსი, დათარიღებული 1985 წლის 11 ოქტომბრით, რომელშიც ავტორი ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს საზოგადოების დაჩაგრულ ფენას:

     "კარგად იცოდე რომ ერთხელ,

     ძირს დაცემული ჩაგრული,

     კვლავ აღემართვის მთას წმინდას,

     იმედით აღტაცებული. "

     არც ბელადის პირადი ცხოვრება იყო ერთფეროვანი. ის ორჯერ იყო დაქორწინებული. მან პირველი ოჯახი სიყვარულით შექმნა, მაგრამ მისი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, მისი მეუღლე მალევე გარდაეცვალა.

     - კატო ისეთი ლამაზი და ალერსიანი იყო, რომ გული გამითბო, - ეუბნებოდა სტალინი თავის ქალიშვილს, სვეტლანას. მოგვიანებით ის ერთ-ერთ საყვარელსაც უყვებოდა როგორ უყვარდა კატო.

     ბერლინიდან მოწერილ წეილიდანაც ჩანს სტალინის პატივისცემა მომავალი ცოლის მიმართ:

     "აქაური ამბების მიხედვით კარგი არაფერი გველის, მაგრამ აზრი არა აქვს ამაზე ფიქრს. ვეცდები, ალიოშა ვიპოვო და სხვა გზაზე დავაყენო, თორემ ეს გულს ატკენს ეკატერინე სემიონოვნას (კატოს) ".

     სტალინისა და კატო სვანიძის ოჯახი დიდი სიყვარულით შედგა. რაც შეეხება კატოს, ის აღმერთებდა სოსოს და მოჯადოებული იყო სოსოს იდეებით. კატოს მართლა უყვარდა თავისი მძიმე ხასითის მქონე ქმარი, თუმცა ისიც იცოდა, რომ სოსო რევოლუციას ეკუთვნოდა. კატო მკერავი იყო, რაჭველი გოგონა. სტალინმა კატო სვანიძეს მხარი აუბა, რომ მათი ქორწინება ეკლესიური ყოფილიყო. მაგრამ ბევრმა მღვდელმა უარი თქვა ჯვრისწერაზე, რადგან სტალინს მაშინ მხოლოდ ყალბი საბუთები ჰქონდა "გალიაშვილის" გვარზე. ბოლოს მონასელიძემ ახლომდებარე ეკლესიაში იპოვა მამა კიტა თხინვალელი, რომელიც სტალინს სემინარიიდან იცნობდა. მღვდელმა თქვა რომ ღამის ორ საათზე. შეთანხმებისამებრ, ნეფე-დედოფალმა ჯვარი ღამის 2 საათზე დაიწერა. ეს მოხდა 1906 წლის 15 ივლისის ღამეს. იოსებ სტალინისა და კატო სვანიძის მეჯვარე ცნობილი რევოლუციონერი მიხა ცხაკაია იყო. ქორწილს ოჯახი და მეგობრები დაესწრნენ. ყველა მხიარულობდა, განსაკუთრებით კი – სიძე. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. კატო მალე დაორსულდა. ახალგაზრდა სტალინი დიდ დროს ვერ ატარებდა მეუღლის გვერდით და ცდილობდა, როგორც შეეძლო, ესიამოვნებინა და გაენებივრებინა ფეხმძიმე კატო. მალე იაკობიც დაიბადა.

     1907 წლის 22 ნოემბერს იოსებ სტალინს ცოლი ხელში ჩააკვდა. ქმარმა მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულა და 22 წლის კატო სვანიძე მართლმადიდებლური წესით დაკრძალა. სტალინი განადგურებული იყო. მან თავისი ხელით დაუხუჭა თვალები საყვარელ მეუღლეს. ამის შემდეგ თავს ძალა დაატანა და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო ცოლის კუბოს უკან დადგომა და სურათის გადაღება ოჯახის წევრებთან ერთად, მერე კი უცებ მოტყდა. ის იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ მეგობრებს მისთვის იარაღის დატოვება შეეშინდათ და ჩამოართვეს.

     იოსებ სტალინის მეორე მეუღლე გახლდათ ნადეჟდა ალილუევა. ბელადი მას ბავშვობიდან იცნობდა. როდესაც ისინი, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, ნადია ამ დროისთვის უკვე 16 წლის იყო. ეს კატო სვანიძის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მოხდა. ნადეჟდას მამა, სერგო ალილუევი, სტალინის მეგობარი იყო. ნადიასა და სტალინის შეხვედრაც მაშინ მოხდა, როდესაც მომავალი ბელადი მეგობრის სახლში იმალებოდა. ჯუღაშვილს ყოველთვის ისეთი ქალიშვილები მოსწონდა, რომელთაც სახლის დალაგებაც შეეძლოთ, სადილის მომზადებაც და მასზე ზრუნვაც, ისე, როგორც კატოსა და დედამისს. ასეთი გახლდათ ნადეჟდაც, რომელიც აღტაცებული იყო სტალინითა და მისი საქმიანობით. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ გოგონას ის შეუყვარდა.

     არ გაუმართლა მეორე ოჯახმაც. არაფერი ასე უცებ არ გადაუწყვეტია, როგორც ნადიასთან შეუღლება. "იქნებ ასაკი გვიშლის ხელს ის ხომ 22 წლით უფროსია, მამად ვეკუთვნი. " უმალ მოიშორა ეს აზრი, იგი ჯერ კიდევ მხნე და ყოჩაღი მამაკაცი იყო.

     იოსებ სტალინისა და ნადეჟდა ალილუევას ოჯახი თავიდან ბედნიერი ჩანდა, მაგრამ ნადიას საქციელი დროთა განმავლობაში აუტანელი ხდებოდა. უმნიშვნელო შეკამატება, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმაც კი აღიზიანებდა, მისთვის არ არსებობდა თავშეკავების ზღვარი.

     ერთხელ აგარაკზე მოლოტოვისა და ვოროშილოვს დროს ნადიამ მეუღლეს იმდენად უხეშად მიმართა, რომ სტუმრებიც კი დაიბნენ:

     იოსებ, რა ველურიცა და პირუტყვიც იყავი, ისეთივე დარჩი, საოცარია, ასეთს ესენი როგორ გიტანენ?-და მიუთითა მოლოტოვსა და ვოროშილოვზე.

     გალანძღვის მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ სტალინს უნებლიედ თეთრ გადასაფარებელზე ღვინო დაესხა. სტალინი გაფითრდა, წაქცეულ ჭიქას ხელი მაგრად მოუჭირა, თითქოს მისი დაშვნა სურდა. მერე კი წამოდგა და უხმოდ გაეცალა სუფრას.

     სუსხიანი 5 მარტის 21საათსა და 50 წუთზე (მოსკოვის დროით), შეწყდა პლანეტა დედამიწის ყველა დროისა და ყველა ერის უდიდესი ადამიანის, მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადის, ღმერთკაცად და სატანად წოდებული, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის, გენერალისიმუს იოსებ სტალინის გულისცემა. საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს.

     "დიდი ბელადის" გარდაცვალება ხალხისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბევრმა ინფარქტიც მიიღო. ამასთან, როგორც შემდგომში გამოირკვა, სტალინის სიკვდილს თავად "ძლიერნი ამა ქვეყნისანიც" მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.

     დღემდე საიდუმლოებითაა მოცული მისი სიკვდილი. დღესდღეობით "დიდი ბელადის" გარდაცვალების შესახებ არა მარტო რუსეთში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც საკმაოდ ბევრი რამ იწერება და ისტორიკოსების გარდა, ამ საკითხზე საკუთარ შეხედულებას სხვა პროფესიის ადამიანებიც გამოთქვამენ. ამიტომაცაა, რომ უკვე სიმართლის დადგენა საკმაოდ ჭირს, მაგრამ თავისთავად, ყოველგვარი ინფორმაცია საინტერესოა.

     როგორც მოსალოდნელი იყო, "დიდი ბელადის" სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა, ხოლო თავად ხრუშჩოვსა და მისიანებს, ისევე, როგორც "გულაგის" მრავალრიცხოვან მკვიდრთ პოლიტიკური მტრის მოულოდნელი სიკვდილი გაუხარდათ და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად დაიწყეს მზადება.

     მოწამვლის ვერსია სტალინის ქალიშვილმა – სვეტლანა ალილუევამაც გაიზიარა: ის მოგვიანებით იხსენებდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა მამის სარეცელთან მივიდა, შეამჩნია, რომ სტალინს რაღაცის თქმა სურდა, თან მარცხენა ხელს მუშტავდა. "წარბები შეკრა და ხელი იმგვარად აამოძრავა, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა", – წერდა სვეტლანა წიგნში, რომელიც მან წლების შემდეგ, ამერიკაში გამოსცა. საინტერესოა, რომ იგი ორაზროვნად, მაგრან იქვე იმასაც უთითებს, რომ სასიკვდილო სარეცელთან ყველაზე მხნედ და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყველაფრისთვის მზადმყოფად სწორედ ლავრენტი ბერია გამოიყურებოდა: "ის წუთითაც არ დაბნეულა მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვერც კი ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა და არც ის ვიცოდით, რითი უნდა გვეშველა მომაკვდავი მამისთვის". აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროს პოლიტბიუროს წევრთა ნაწილმა კარგად იცოდა, სტალინს და ბერიას არცთუ კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველა დუმდა.

     სტალინ-ბერიას ურთიერთობებით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ხრუშჩოვი და მისი გარემოცვა, რომლებიც "ქართველთა აღზევების" გამო უკმაყოფილებას ვერ ფარავდნენ.

     სტალინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას იმ პერიოდში მასთან მყოფი გარემოცვაც იძლევა, ერთ-ერთი მათგანი იყო რიბინი, რომელიც წერს: "სტალინის სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივმა გარემოებებმა გამოიწვია. ნუ გამოვიგონებთ იმას, თითქოს სტალინი მოწამლეს. ყველაფერი ეს მისი მოძულეების მიერ მოგონილი ბლეფია, სტალინის სიკვდილი ბევრწილ თვით სტალინის ბრალია: ის არ იცავდა დღის, დასვენების და კვების განაწესს, დიდ დროს უთმობდა აგარაკზე მოსულ სტუმრებს, პოლიტბიუროს წევრებს, მეტისმეტად ზრუნავდა მათზე, კომბოსტოსა და მშრალ ხილს ჯერდებოდა, სულ იმით ინტერესდებოდა თუ რა უჯდებოდა სახელმწიფოს მისი შენახვა."

     საინტერესოა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი სოვეტოლოგის ადამ ულამის აზრი სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით. "ყოველთვის მაინტერესებდა თავსატეხები, -ამბობს ულამი - სტალინის ფენომენი კი ერთ-ერთი მათგანია". ის წერს: "არც ერთი დესპოტი, არც ერთი თანამედროვე დიქტატორი არ ფლობდა ასეთ აბსოლუტურ ძალაუფლებას და არც ერთ მათგანს არ შეეძლო ასე ძლიერად გაეკონტროლებინა თავისი ქვეშევრდომი, როგორც იოსებ სტალინს". ულამი "მასობრივ გიპნოზს" უკავშირებს იმ ფაქტს, რომ როცა მილიონობით ადამიანი ნადგურდებოდა ქვეყანა თითქოს მდუმარედ ეთანხმებოდა ყოველივე ამას...

     არსებობენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც სტალინს მეოცე საუკუნის პეტრე პირველად, იმ ადამიანად მიიჩნევენ, რომელმაც მიაღწია ძალაუფლებას და ეჭვნეულად იცავდა ხელისუფლებას თავისთვის კი არა, არამედ იმისათვის რომ ფართოდ გამოეყენბინა სოციაური მშენებლობისათვის, იმისათვის, ვინც თავის უდიდეს ბოროტმოქმედებათა მიუხედავად, მოახდინა საზოგადოების მოდერნიზება, საშინელ დროს განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და იგი ომში გამარჯვებამდე მიიყვანა. მათი აზრით ექსტრაორდინალური პიროვნება არ უნდა შევაფასოთ ჩვეულებრივი მორალის საზომებით. ნებისყოფა და სიმკაცრე, რაც მას საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა ადამიანური ამოცანები, ხშირად ზნეობრიობის გზას აცდენს, აიძულებს იმოქმედოს შეუბრალებლად, ზოგჯერ კი დანაშაულებრივადაც.

      სტალინზე წერა ურთულესი ამოცანაა, თუნდაც იმიტომ რომ მისი პიროვნება და საქმეები ამოუწეურავი თემაა. ამას ისიც ემატება, რომ სტალინს საკუთარ თავზე და თავის დამსახურებაზე საუბარი არ უყვარდა. სწორედ ამან ათქმევინა ცნობილ რუს მწერალ სერგეი მიხალკოვს: "სტალინზე რო წერო, შექსპირი უნდა იყო", ხოლო ქართველ პოეტს "ამას შოთა რუსთაველიც კი ვერ შეეძლებს მგონია".

     თავად სტალინი საკუთარ თავზე წერდა: "ვიცი ჩემი სიკვდილის შემდეგ, თუკი რამ ნაგავია ყველაფერს მე დამაყრიან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისტორიის ქარი მალე გადაფერთხავს მას და შთამომავლობა ღირსეულად შეაფასებს გაწეულ ღვაწლს".

     ვფიქრობთ, სტალინი ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანია, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და სამუდამო კვალი დაამჩნიეს მსოფლიო ისტორიას. მან თავისი "რკინის ხელით" შეძლო შეექმნა ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია და დაემსახურებინა ხალხის როგორც სიყვარული და თაყვანისცემა, ასევე სიძულვილი.

     მიუხედავად იმისა რომ მისი სიკვდილის შემდეგ ათეულობით წელი გავიდა, მისი პიროვნება დღემდე წარმოადგენს მსჯელობის საგანს და ინტერესის სფეროს.

     საზოგადოების დამოკიდებულება სტალინის მიმართ არაერთგვაროვანია, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ იმ ეპოქის (საბჭოთა პერიოდის) შვილია, დღემდე ეთაყვანება მას, ზოგისთვის კი პირიქით, იგი უბრალოდ ტირანთან, მონსტრთან და სატანასთან ასოცირდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • "ახალგაზრდა სტალინი"; საიმონ სებაგ მონტეფიორე
  • "სტალინი"; ნაპოლეონ ქარქაშაძე
  • "მე - იოსებ სტალინი"; გამომცემლობა "წიგნის მოყვარულთა საზოგადოება"; 1998წ.
  • სტალინი "პერმანენტული გამარჯვებები"; გივი ბერძენიშვილი

იხილეთ რეფერატი:

"სტალინი"

ტეგები: Qwelly, Stalin, ისტორია, რეფერატი, საქართველოს_ისტორია, სტალინი

ნახვა: 4013

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters