პროფესორ გურამ მაისურაძის წიგნი ”ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან”

ცნობილი ისტორიკოსის, არმენოლოგ გურამ მაისურაძის აღნიშნული ნაშრომი საფუძვლიანად განიხილავს ქართულ-სომხური ურთიერთობის ასახვას უმთავრესად სომხურ ისტორიოგრაფიაში, ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ვიდრე თანამედროვე ეპოქის ჩათვლით. პირველ თავში `შუა საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციები და მისი არეკვლა თანადროულ ქართულ ისტორიოგრაფიაში~ შესწავლილია I ათასწლეულის სომხური ისტორიოგრაფიის მიდგომა მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხისადმი. ავტორი აანალიზებს IV-X საუკუნეების სომეხი ისტორიკოსების ნაშრომებს და გამოკვეთს მათში ჩამოყალიბებულ ტენდენციას _ განედიდებინათ სომეხი ხალხის ისტორია, გმირულად და ძლევამოსილად წარმოეჩინათ სომხეთის სახელმწიფოს სიძლიერე, გამორჩევით მეზობელი ქართლის სამეფოს დამცირების ფონზე. ქართლისადმი კი საგანგებო დამოკიდებულება გააჩნდათ მათ _ საისტორიო ნაშრომებში სომხეთის საზღვრებს ჩრდილოეთით სწევდნენ, ქართლზე სომხურ გავლენას უსვამდნენ ხაზს _ ქრისტიანობას სომხეთიდან შემოსულად აცხადებდნენ და ქართული დამწერლობის შექმნას მესროპ მაშტოცს მიაწერდნენ და ა. შ. პროფესორი გურამ მაისურაძე იქვე ახსნას უძებნის სომხური ისტორიოგრაფიის ამგვარ ტენდენციებსაც.

ამავე თავში გ. მაისურაძე გადმოგვცემს ქართული ისტორიოგრაფიის დამოკიდებულებას ქართულ-სომხური ადრეული ურთიერთობებისა და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საკითხებზე. XI საუკუნისა და უფრო ადრინდელ ქართველ ისტორიკოსებს აღნიშნული საკითხები საფუძვლიანად და დეტალურად აქვთ განხილული. ისინი ხაზს უსვამდნენ ქართველ-სომეხთა ისტორიულ ძმობა-მეგობრობას, საერთო ინტერესებს და აშკარა პოლემიკაში არ შედიოდნენ სომეხ ისტორიკოსებთან, მაგრამ მათთან საკამათო საკითხებზე ისტორიული მოვლენების იმდენად მკაფიო და კონკრეტულ სურათს წარმოადგენენ, რომ არაპირდაპირ უარყოფენ და აღარ უტოვებენ საფუძველს სომეხი ისტორიკოსების ტენდენციურ ცნობებსა და მსჯელობებს (განსაკუთრებით, ლეონტი მროველი).

თავში `XIX საუკუნის სომხური ისტორიოგრაფია ცარიზმის ანტიქართული იდეოლოგიური პოლიტიკის სამსახურში~ ავტორი ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის შეურიგებელ და უნდობელ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისადმი, რასაც თან ახლდა დემოგრაფიული შეტევა _ არაქართული მოსახლეობის ჩამოსახლება საქართველოში, უმეტესად სომხებისა. ამგვარ ვითარებაში მოკავშირის ძიებაში მყოფი, საქართველოში მაცხოვრებელი სომხური პოლიტიკური და ფინანსური წრეები ჩადგნენ ცარიზმის სამსახურში (ზოგიერთები მთავრობის ანტიქართულ მოქმედებებშიც მონაწილეობდნენ), სანაცვლოდ კი ღებულობდნენ  ეკონომიკურ შეღავათებსა და გარკვეულ პოლიტიკურ თავისუფლებებს. ცარიზმის კავკასიაში გაბატონების პროცესში სომხური ელემენტი მთავრობის პოლიტიკურად დასაყრდენ ძალად ჩამოყალიბდა. სომხურმა ელემენტმა საქართველოში განიმტკიცა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა, XIX საუკუნის II ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში მეტნაკლებად გაბატონებულ ძალად იქცა. ამგვარმა მდგომარეობამ სომეხთა გარკვეულ წრეებში გააღვიძა სომეხთა ხორენაცისეული `გამორჩეულობის~ იდეა, რაც აისახა სომხურ იმდროინდელ ისტორიოგრაფიაშიც _ რუსულ ისტორიოგრაფიასთან ხმაშეწყობით დაემცირებინათ საქართველოს ისტორია, საქართველოს პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა მთელს კავკასიაში ძველად. ამგვარ საქმიანობას ეწეოდნენ სომეხი ისტორიკოსები ოსიპ სენკოვსკი და ქერობე პატკანიანი, რის წინააღმდეგაც ხმა ამოიღეს მარი ბროსემ და დიმიტრი ბაქრაძემ. 1870-80-იან წლებში ამგვარი პოლემიკა ქართველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებიც ამხელდნენ სომეხი თანამედროვე ისტორიკოსების პოლიტიკურ ზრახვებს (ქართველი მონოფიზიტებისა და კათოლიკეების სომხად გამოცხადება, რასაც მოსდევდა მათი სხვადასხვა ხერხებით გასომხების მცდელობანიც) საქართველოს მიმართ.

პროფ. გ. მაისურაძე ამავე თავში განიხილავს 1890-იანი წლებიდან კავკასიაში სომხური ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობის გააქტიურებას, რასაც მოჰყვებოდა უმთავრესად ოსმალეთის იმპერიაში, XX საუკუნის დასაწყისიდან კი კავკასიაში სომეხ ნაციონალისტთა შეიარაღებული გამოსვლებიც. ამ მოძრაობების მთავარი მიზანი იყო კავკასიაში დიდი სომხეთის სახელმწიფოს აღდგენა. ეს კი, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიის ხარჯზეც უნდა მომხდარიყო, სადაც სხვადასხვა პერიოდში ჩამოსახლებული სომხობაც ცხოვრობდა. საქართველო-სომხეთის ისტორიული საზღვრების თემა 1900-1910-იანი წლების სომხური და ქართული ისტორიოგრაფიის საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენდა.

თავში `ქართულ-სომხური ისტორიული ურთიერთობის ასახვა მეზობელთა საბჭოურ ისტორიოგრაფიაში~ ავტორი განიხილავს საბჭოთა პერიოდის ზოგიერთი სომეხი ისტორიკოსის მცდელობებს _ საქართველოს ზოგიერთი ისტორიული მხარე და იქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები სომხურად გამოეცხადებინათ, დაემცროთ საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობა და სიმტკიცე არა მარტო კავკასიაში, არამედ საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზეც;  ასევე განიხილავს სხვა ტენდენციურ, ნაციონალისტური ხასიათის სამეცნიერო ნაშრომებს. გ. მაისურაძეს მოჰყავს მათში ფაქტობრივი მასალის გააზრებისას  დაშვებული შეცდომები თუ საპირისპირო აზრის დამადასტურებელი ფაქტების უგულვებელყოფა, ზოგჯერ ფაქტის გამრუდება, მცდარი მსჯელობების მაგალითები, რაზეც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ეკამათება მათ...

თავში `ახალი ხედვა, თუ ძველი ინერცია?~ პროფ. გ. მაისურაძე 1990-იანი წლების სომხური ისტორიოგრაფიის ტენდენციებზე საუბრობს, გამორჩევით სადაოდ გამოცხადებულ ტერიტორიებისა და ქრისტიანული ტაძრების ირგვლივ. ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ნაშრომებსა და გამოცემებში არაკომპეტენტურობა და ტენდენციურობა სომხური ისტორიოგრაფიის წინა პერიოდთან შედარებით მეტად იგრძნობა (განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხური არქიტექტურის შემსწავლელი ორგანიზაციის ეგიდით გავრცელებული გამოცემები), რაც გაჯერებულია დიდი სომხეთის აღდგენის დაშნაკური იდეებით. ავტორი საეჭვო ცნობებს თუ მსჯელობებს უპირისპირებს პროფ. დევი ბერძენიშვილის საფუძვლიან კვლევებს, სადაც ამომწურავად და ნათლად არის წარმოდგენილი ჯავახეთი, როგორც ქართული ისტორიული კუთხე. გურამ მაისურაძე აქვე აღნიშნავს, რომ ამგვარმა მასობრივმა და ძირითადად არაკომპეტენტურმა ნაშრომებმა და პოპულარულმა გამოცემებმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ მათ არამეცნიერულობაზე დაიწყო საუბარი ზოგიერთმა სომეხმა პროფესორმაც. ამ მიდგომას დადებითად თვლის გ. მაისურაძე და ქართველ და სომეხ მეცნიერებს შორის ურთიერთობების აღდგენის იმედსაც გამოთქვამს.

ნაშრომი საფუძვლიანად მიმოიხილავს დასმულ საკითხებს და დამაჯერებლად იძლევა პასუხებს რთული და აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ირგვლივ. ნარკვევი, თავისი მეცნიერული ხასიათის მიუხედავად, საინტერესოდ იკითხება, პოპულარულადაა განმარტებული სერიოზული პრობლემები. საკითხის აქტუალობდან და ნაშრომის მაღალმეცნიერულობიდან გამომდინარე, წიგნის რედაქტორი, პროფესორი დევი ბერძენიშვილი სურვილს გამოთქვამდა, რომ თარგმნილიყო ის უცხო ენაზე.

პროფესორ გურამ მაისურაძის წიგნი 

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, ისტორიოგრაფია, მაისურაძე, საქართველოს_ისტორია, სომხეთი

ნახვა: 807

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters