ჩრდილოკავკასიელები საქართველოში - Qwelly2024-03-29T07:28:39Zhttps://www.qwelly.com/group/history/forum/topics/kavkasielebi?feed=yes&xn_auth=noგიორგი, მადლობა გამოხმაურების…tag:www.qwelly.com,2019-06-10:6506411:Comment:13912322019-06-10T16:25:59.803ZTakohttps://www.qwelly.com/profile/Tako735

გიორგი, მადლობა გამოხმაურებისთვის და ძალიან საინტერესო და ამომწურავი პასუხისთვის. ასევე მაინტერესებს ბარყარელებზეც ინფორმაცია, თუ არიან საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩასახლებულები. ეს ყველაფერი კი გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, როგორც კავკასიელ ხალხთა ისტორია და ურთიერთობა, ასევე ნაწილია ჩემი კვლევის, რომ ვიპოვო ადამიანი ვინც კეფირის ტრადიციული დამზადების მეთოდები იცის და შემოინახა. ინტერნეტში ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ კავკასიაში სწორედ ეს ხალხები იყვნენ ცნობილი კეფირის კეთებით. თუ…

გიორგი, მადლობა გამოხმაურებისთვის და ძალიან საინტერესო და ამომწურავი პასუხისთვის. ასევე მაინტერესებს ბარყარელებზეც ინფორმაცია, თუ არიან საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩასახლებულები. ეს ყველაფერი კი გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, როგორც კავკასიელ ხალხთა ისტორია და ურთიერთობა, ასევე ნაწილია ჩემი კვლევის, რომ ვიპოვო ადამიანი ვინც კეფირის ტრადიციული დამზადების მეთოდები იცის და შემოინახა. ინტერნეტში ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ კავკასიაში სწორედ ეს ხალხები იყვნენ ცნობილი კეფირის კეთებით. თუ მათ წარმომადგენელს ვიპოვი, შესაბამისად ვიპოვი ადამიანს რომელიც კეფირის კეთების ტრადიციას მაჩვენებს. თქვენც თუ გაქვთ, რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან დამეხმარებოდა. დიდი მადლობა
გამარჯობა, თაკო!
გმადლობთ ჩვე…tag:www.qwelly.com,2019-06-10:6506411:Comment:13911622019-06-10T14:40:39.933Zgiorgihttps://www.qwelly.com/profile/giorgi369

გამარჯობა, თაკო!

გმადლობთ ჩვენს ჯგუფში ჩართვისა და საინტერესო შეკითხვის დასმისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩერქეზები და ყარაჩაელები ერთიმეორისაგან საკმაოდ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია. ჩერქეზები არიან ადიღეური მოდგმისა და ადიღეურ ენაზე მოსაუბრე ხალხი, ნათესაობაც აკავშირებთ ადიღეელებთან. ყარაჩაელები კი ამჟამად თურქულენოვან ხალხადაა მოხსენიებული მკვლევარების მიერ, თუმცა სხვა რამ საერთო თურქული მოდგმის ხალხებთან არ შეიმჩნევა. წარსულში ურთიერთობა ჩერქეზებს, ყარაჩაელებსა…

გამარჯობა, თაკო!

გმადლობთ ჩვენს ჯგუფში ჩართვისა და საინტერესო შეკითხვის დასმისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩერქეზები და ყარაჩაელები ერთიმეორისაგან საკმაოდ განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია. ჩერქეზები არიან ადიღეური მოდგმისა და ადიღეურ ენაზე მოსაუბრე ხალხი, ნათესაობაც აკავშირებთ ადიღეელებთან. ყარაჩაელები კი ამჟამად თურქულენოვან ხალხადაა მოხსენიებული მკვლევარების მიერ, თუმცა სხვა რამ საერთო თურქული მოდგმის ხალხებთან არ შეიმჩნევა. წარსულში ურთიერთობა ჩერქეზებს, ყარაჩაელებსა და ქართველებს, ანუ საქართველოს მოსახლეობას შორის არსებობდა, რაც სამეზობლო, ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატებოდა; მათ ურთიერთპატივისცემა გააჩნდათ ერთმანეთთან.

რაც შეეხება ჩერქეზებისა და ყარაჩაელების საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრებას, წარსულში ამ საკითხებზე ცნობები ძალზე ნაკლებად გაგვაჩნია. თანამედროვე პერიოდში ყარაჩაელები და ჩერქეზები საქართველოში, კავკასიის ქედის სამხრეთით კომპაქტურად არ არიან ჩასახლებულნი.

როგორც ცნობილია, ჩერქეზების მონათესავე ადიღეელები (წარსულში ქართულ წყაროებში ჯიქებად იწოდებოდნენ) კი აფსუების სახელით შემოდიოდნენ საქართველოში XV საუკუნის მეორე ნახევრიდან. XVI –XVII საუკუნეებში, ისარგებლეს რა საქართველოს დაქუცმაცებულობითა და დასუტებით, ბრძოლით თუ მშვიდობიანად ჩასახლდნენ თანამედროვე აფხაზეთის ჩრდილო და შუა მხარეებში და გაბატონდნენ. დროთა განმავლობაში მათ მიისაუთრეს აფხაზეთში ისტორიულად მცხოვრები აფხაზების (ბერძნულად ძველად მათ აბაზგებს უწოდებდნენ) სახელიც და დღეს აფხაზებად იწოდებიან ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხი, აფსუათა შთამომავლები.

ამდენად, ჩერქეზების მონათესავე, აფსუათა მოდგმის ხალხი, დღეს აფხაზებად წოდებულნი, მრავლად ცხოვრობენ აფხაზეთში. ხოლო ყარაჩაელები და ჩერქეზები საქართველოში გამოკვეთილ ეთნიკურ ჯგუფებად არ ცხოვრობენ. მათი ცალკეული ოჯახები, შესაძლოა, კიდეც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენადაც საქართველო საბჭოთა კავშირის დროსაც და დღესაც მრავალეროვნული სახელმწიფოა.