ინფორმაცია

გალობა

გალობა

"ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი."

წმ. იოანე ოქროპირი

ჯგუფი განკუთვნილია ქართული გალობითა და ფოლკლორით დაინტერესებულთათვის!

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: Qwelly
წევრები: 144
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 6, 2022

ფორუმი

ქართული საეკლესიო საგალობლები - ფალიაშვილი

ავტორი ლაშა, თებერვალი 2, 2022. 0 გამოხმაურება

      ქართული საეკლესიო საგალობების კრებული, წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის მიხედვით. შედგენილია ზაქარია ფალიაშვილის მიერ ქალთა და ვაჟთან გუნდისთვის.მცირე ცნობები საქართველოს ეკკლესიებში ქართული გალობის მდგომარეობის შესახებ(წინასიტყვაობის მაგივრად)ავტორისაგან.      თუმცა საქართველოს ეკკლესიებში ჩვენდა სამწუხაროდ თითქმის ვერსად ვერ შევხვდებით და ვერ მოისმენთ ნამდვილ ქართულ გალობას, თითქმის არც ერთი მწყობრად შედგენილი გუნდი არ არსებობს და თუ კიდევ სადმე გალობენ, ისიც რამდენისამე კაცისაგან შემთხვევით შემდგარი გუნდი, რომლის გალობაც გულის შემხუთავ ღიღინს უფრო მოგაგონებდათ, მაგრამ ამისდა მიუხედავად ქართულ სახალხო სიმღერებთან შედარებით საეკკლესიო გალობა უფრო მჭიდრო და შეულახავად არის დაცული. მგალობელთა გუნდის უქონლობის მიზეზი ერთის მხრივ ის უკიდურესი ქონებრივი გაჭირვება უნდა იყოს, რომელშიც იმყოფება დღეს მთელს საქართველოში ქართველთ ეკკლესიები. რასაკვირველია ამ მდგომარეობაში მყოფ ეკკლესიებს არ შეუძლიათ იყოლიონ ჯამაგირით გუნდები. მეორე მხრით კი მიზეზად, თუ არ ვსცდებით, თვით ქართველი სამღვდელოების გულგრილობაც უნდა იყოს, რომელიც ამ საქმის მოწესრიგებისათვის ძალიანაც თავს არ იწუხებს.      ეკკლესიებში მოსიარულე ხალხისათვის და მათი სარწმუნოებრივი გრძნობის გასაღვიძებლად, - მთელ დედამიწაზედ უკვე შეიგნეს, - აუცილებლად საჭიროა დედაენაზე კარგი ეროვნული გალობა. იმისთანა გალობა, რომელსაც შეეძლოს, ყოველივე ურწმუნო ადამიანიც კი, იმ ხანს მაინც როცა იგი ეკკლესიაში იმყოფება, მოხიბლოს და სარწმუნოებრივი გრძნობა აღუძრას. დღეს ქართველთ ეკკლესიაში გალობის საქმე მეტად შეფერხებული არის და მას დროზე შველა ეჭირვება. თუ, ამ მაინც სულის შემხუველ პირობებში ქართული საეკლესიო გალობა თითქმის ხელ შეუხებლად შენახულა, ეს, აიხსნება უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში თავგამოდებულის, ყოველ მხრივ უმწიკვლო პიროვნების გულ შემატკივრობით და ქართულ საეკკლესიო გალობის აღდგენის თაოსნობით ყველასაგან პატივსაცემი, აწ განსვენებული ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. თუ რამდენად სწამდა მას წარსული და კეთილი მომავალი თავისი სამშობლო ეკკლესიისა და დარწმუნებულიც იყო, რომ საყდრებში საკმარისი არ…გაგრძელება

ტეგები: წირვა, კრებული, ქართლ-კახური, ნოტები, საგალობლები

ჯვართამაღლების საგალობლები (ნოტები)

ავტორი ლაშა, სექტემბერი 27, 2020. 0 გამოხმაურება

      თორმეტ საუფლო დღესასწაულს, კიდევ ერთ, გამორჩეულ და აღმატებულ დღესასწაულს უმატებენ - ესაა ჯვართამაღლება. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად თვენი საკითხავში ამოიკითხავთ: ჯვართამაღლება. როგორც საუფლო დღესასწაულს, ჯვართამაღლებასაც საკუთარი ლიტურგიკული გამორჩეულობა აქვს.      დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:ჯვართამაღლების ტროპარი:აცხოვნე უფალო ერი შენი, | და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, || ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, ||| და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, | რათა ვიტყოდეთ: || უფალო, დიდება შენდა. |||იგალობება პურის კურთხევაზე (3x) და ღმერთი უფალის შემდეგ.      ამოსაბეჭდი ნოტები:• ჯვართამაღლების ტროპარი •ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)სადიდებელი:აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)გადიდებსა:გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, | და პატივს ვცემთ წმიდასა ჯვარსა შენსა, || რომლითა მონებისაგან მტერისა მიხსენ მე. |||      ამოსაბეჭდი ნოტები:• გადიდებსა •      ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)ძლისპირი თ:ადიდებს სული ჩემი | ყოვლად პატიოსანსა || ჯვარსა უფლისასა |||საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, | რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, || ხოლო ჩვენ ჯვარითა ცხოვრება შემოსილნი ||| ქვეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა, | ამისთვის აწ აღვამაღლებთ, || თაყვანისვცემთ…გაგრძელება

ტეგები: საუფლო, ტროპარი, ძლისპირი, სადღესასწაულო, საგალობლები

საეკლესიო გალობის რაობა

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 24, 2021. 2 გამოხმაურება

      საეკლესიო გალობის რაობა წმინდა წერილში სახარების იმ მონაკვეთში ცხადდება სადაც იესო ქრისტეს მიერ (მოწაფეებთან ერთად) ზეციური მამისადმი აღვლენილი გალობის შესახებაა მოთხრობილი. ეს ხდება საიდუმლო სერობის დღეს, დიდ ხუთშაბათს; აქ იესო ქრისტე თავად აღასრულებს პირველ ღმრთისმსახურებას, წმიდა ევქარისტიას. უფალი მოიღებს პურს და მადლობს ზეციურ მამას ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის, შემდეგ მოწაფეებს თავის სისხლსა და ხორცს აზიარებს. იესო ქრისტე აღნიშნულ ღმრთისმსახურებას დაადგენს, რათა მადლობის ნიშნად მოიგონონ იგი. სწორედ ამის გამო ეწოდა საზოგადო ღვთისმსახურებას ევქარისტია, რაც ბერძნულად „სამადლობელ მსხვერპლს“ ნიშნავს (Дмитриевский, 1956: 3). აქ ვლინდება ადამიანის მოდგმისადმი უფლის სიყვარული და თავგანწირვა: „ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“ (ლუკა 22, 19). მოწაფეები მიიღებენ რა მაცხოვნებელ მცნებას, საიდუმლო სერობას გალობით დაასრულებენ: „გალობა წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილისასა“ (მათე 26, 30). გალობა აქ მადლიერების ნიშნადაა აღვლენილი და ღვთისმსახურების საერთო განწყობას გადმოსცემს; ეს არის ღმრთის მადლის გახსენება და მისი სიხარულით აღიარება.      საეკლესიო საგალობელში მორწმუნენი „შესხმითა სულიერითა“ მიმართავენ უფალს უწინარესად ადამიანის მოდგმისადმი გაღებული მსხვერპლისთვის - ჯვარცმისა და სიკვდილისათვის. სააღდგომო ტროპარში ნათქვამია: „მარადის ვაკურთხევდეთ უფალსა და უგალობდეთ სახელსა წმიდასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდვა ჩუენთვის და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.“ მადლობის ნიშნად აღელენილი გალობით უფლისადმი სულიერი მსხვერპლი შეიწირება, რაც განსაკუთრებით სათნოა ღვთისთვის; ეს ნათლად ჩანს სულხან-საბა ორბელიანის სიტყვებიდანაც „გალობა არს თჳისისაებრ უკვე სიტყვისა ჴმა ჲრაჲმე ტკბილად თქმული მადლობაჲ“ (სულხან-საბა, 1991: 131).      წმინდა დიონისე არეოპაგელი განმარტავს, რომ ზეციური ლიტურგიისას ანგელოსთა დასი დაუსრულებელი გალობით ღმერთს ქება-დიდებისა და მადლობის სულიერ მსხვერპლს სიწირავს (დიონისე არეოპაგელი, 1987: 231; 238); ამქვეყნიურ ლიტურგიას კი ცოდვით დაცემული ადამიანის სინანული ემატება: „მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა…გაგრძელება

ტეგები: განმარტება, ლექციები, სუხიაშვილი, გალობა, Qwelly

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი VII)

ავტორი ლაშა, იანვარი 12, 2020. 0 გამოხმაურება

დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციაძლისპირნი      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს      ანთოლოგიის VII ტომებში ფილიმონ ქორიძის და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული საგალობლები, ე. კერესელიძის ხელნაწერი წიგნები Q687 (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს ხელნაწერები პირველად ქვეყნდება. მასში მოცემულ ჰიმნთა უმრავლესობა ძლისპირია.• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• VI ტომის შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: ლევან ვეშაპიძე• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი© ფონდი ქართული გალობაშესავალი...იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილი და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი VII) ჩამოტვირთვაიბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისი 2018გაგრძელება

ტეგები: ნოტები, ქორიძე, ძლისპირები, კერესელიძე, ელ.წიგნები

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი VI)

ავტორი ლაშა, იანვარი 6, 2020. 0 გამოხმაურება

დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციაძლისპირნი      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს      ანთოლოგიის VI-VIII ტომებში ფილიმონ ქორიძის და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის ძლისპირთა კრებულებია წარმოდგენილი: ე. კერესელიძის ხელნაწერი წიგნები Q684, Q687 და Q689 (დაცულია კ. კერესელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს ხელნაწერები სრული სახით პირველად ქვეყნდება.       წინამდებარე, VI ტომში დაბეჭდილია საგალობლები ხელნაწერიდან Q684. მასში მოცემულ ჰიმნთა უმრავლესობა ძლისპირია.• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• VI ტომის შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: ლევან ვეშაპიძე• შესავალი წერილების ავტორები: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი, ჯონ გრემი• კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი© ფონდი ქართული გალობაშესავალი...იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი VI) ნაწილი I |…გაგრძელება

ტეგები: ქორიძე, ნოტები, ძლისპირები, კერესელიძე, ელ.წიგნები

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V)

ავტორი ლაშა, იანვარი 4, 2020. 0 გამოხმაურება

დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციაიოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის ლიტურგიები აღდგომის საგალობელნი სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა სადღესასწაულო „განიცადეები“      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს      ანთოლოგიის V ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და „პირველშეწირულის“ ლიტურგიების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდ დღესასწაულთა საგალობლები, ფ. ქორიძისა და რ. ხუნდაძის მიერ 1904, 1908 და 1911 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა.     წინამდებარე ტომში წარმოდგენილი, რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული ჰიმნები „სადა“ სტილისაა, ხოლო ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული დიდ დღესასწაულთა და, განსაკუთრებით, აღდგომის საგალობლები „გამშვენებული“ სტილის გამორჩეული ნიმუშებია.• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• V ტომის შემდგენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი© ფონდი ქართული გალობაშესავალი...იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V) ჩამოტვირთვაიბეჭდება…გაგრძელება

ტეგები: წირვა, ქორიძე, რუხაძე, ნოტები, ელ.წიგნები

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ გალობა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (143)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters