ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი შედევრი. შრომის სხვადასხვა სახოების სიმღერათაგან, ურმული ინდივიდუალური შრომის სიმღერაა, სადაც ერთი შემსრულებელი თავის ამბავს გვიამბობს. ჟანრში ერთიანდება ხალხური სიმღერა და პოეზია.

      წარმოდგენილი სიმღერა, ნოტებზე ჩაწერილია დიმიტრი არაყიშივილის მიერ.

ურმული

ტექსტი (ხალხური):

არი არალი არალო და,
არალალო და,
არალო არი არალო და.

ვაი რა ბედი დავკარგე და
არალალო და
გასათხოვარა ქალმაო,
არი არალი არალო და.

არალალო და,
არალო არი არალო და.

ლეჩაქი ქარმა მომტცა და,
არალალო და
საშუბლე კიდე წყალმაო
არი არალი არალო და.

არალალო და,

ტექსტი ვერსია 2 (ხალხური):

არალუ არალალო და

შენ ჩემო შავო კამეჩო და
რა დავაშავე შენს წინაშეო
გაძოვე ზაფხულ ბალახი
ზამთრივ დაგაბი ბზეზე და ო

არალუ არალალო და

აღზევანს წავალთ ნიკორავ და
როგორ არ გაგიხარდებაო
ლოკე და ლოკე მარილი
არავინ გაგიჯავრდებაო.

ნოტები:

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

ურმული

ურმული 2

აღებულია კრებულიდან: ხალხური სიმღერები

ტეგები: Qwelly, არაყიშვილი, ნოტები, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 498

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ამბები კორონასა და არჩევნებზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 24, 2020.
საათი: 10:06pm 1 კომენტარი

      ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897…

გაგრძელება

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters