მიხა ჯიღაურის გუნდი
მეორე ნაწილი

← დასაწყისი


ალექსი ელოშვილი და ლევან ასაბაშვილი. გაზეთი "ზარაია ვასტოკა", 1927

      ლევანა ბრაზობდა: ვი- ღაცა მეძებს და შეეშალაო.

      ამ დროს ნაცნობი დამელაპარაკა და დამავიწყდა, ლევანასათვის ამეხსნა, მას კი არ ეძებდნენ, გაზეთი "ზარია ვოსტოკა", 1927 წელი ნაცნობმა ნაცნობს აფიშა აჩვენა, რომელზეც დედას ლევანა დიდი ასოებით ეწერა. მან კი კითხვა არ იცოდა, არც ის იცოდა, რომ ქალაქში აფიშები გაეკრათ.

      დავბრუნდეთ ისევ უკან.

      სუფრიდან რომ ავიშალენით, კონცერტის დღეს მე ჩემი მომ- ღერლებით ჩავედი რუსთაველის თეატრში. შესასვლელი ხალხით იყო გაჭედილი. გვიცვნეს და განის დაგდება უნდოდათ, გზის მიცემა, მა- გრამ ტევა აღარ იყო. როგორც იქნა, შევედით თეატრში.

      დედას ლევანაც და მიხა ჯიღაურიც გაკვირვებულები იყვნენ ამდე- ნი ხალხით. მათ ეგონათ, რომ ამ ხალხს მათთვის კი არა, სხვა რამ დიდი საქმისთვის მოეყარა თავი. არ იცოდნენ, რომ ეს თავპირისმტვრევა და ზედატეხა მათთვის იყო, მათი კონცერტის ბილეთებისათვის.

      ეს "გასტროლიორები" თავის სიცოცხლეში პირველად იყვნენ არამც თუ სცენაზე, არამედ - თეატრში, თბილისში - მეორედ თუ მესამედ. ამიტომ ძალიან გაკვირვებულები ყველაფერს გაოცებული თვალით უყურებდნენ და ათასნაირ რამეს მკითხავდნენ. სცენაზე დედას ლევა- ნამ ტყის დეკორაცია დაინახა...

      - აბა, ე, რაღაა! - ისეთნაირად გაიკვირვა, რომ გამეცინა. საერ- თოდ მეტისმეტად გულუბრყვილო და მიამიტი იყო. მშვენიერ, მოხდე- ნით სასაცილო კითხვებს იძლეოდა და შიგა და შიგ ხუმრობდა კიდეც. ისე ხუმრობდა, რომ სიცილით ვიხოცებოდით:

      - ჩემმა ცოლმა რომ გაიგოს, თუ ამ დღეში ჩაგვყარე, ისე დაგწყევლის, ფეხი აგერეოდაო.

      - რათა, ლევან?

      - მაშ, აბა, ე, სად მოგვიყვანე! ეხლა რო თავი გაგვანებო, სულიან- ხორციანად დავიკარგებით.

      ლევანას კითხვებს თავი გავანებე. დავსხი ერთ ადგილას, აქედან ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი და ბანებს დაველოდე. ნახევარ საათში უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ნახევარი საათიც გავიდა, მთელიც, ისინი კი არსად ჩანდნენ.

      ცოტა შევფიქრიანდი. მაშინვე კარისკენ გავქანდი.

      ჩემი მომღერლები ჩოხის კალთებზე მებღაუჭებოდნენ, მალ-მალე თავს ნუ გვანებებ, არ დავიკარგოთო. ისინიცა ღელავდნენ, მეც.

      - კაცო, ამოდენა სახლებში რო დავიკარგოთ, გზას ვიღა გვიჩვენებს. შილდის ტყეში არ დავკარგულვარ და ამ ტყეში რომ დავიკარგო, თავი მექნება მოსაკლავიო, - ამბობდა დედას ლევანა.

      მე ვამშვიდებდი. თან შემოსავალ კარისაკენ გავრბოდი და გამოვრ- ბოდი, ბანები კი არსადა ჩანდნენ.

      ვიდრე გავაგრძელებდე ამბავს, ერთი გარემოება უნდა გავაცნო მკითხველს.

      როგორც მოგახსენეთ, ქართული ხალხური სიმღერები სახელგა- ტეხილი იყო ქალაქში და დამახინჯებულიც. ეს რომ ხალხისთვის ნათ- ლად და მკაფიოდ მეჩვენებინა და დამმახინჯებლებზეც ჯავრი კარგად ამომეყარა, პირველი განყოფილებისათვის ნიმუშად მოვიწვიე თბილი- სის ხალხური სიმღერების მომღერალთა გუნდი ალექსანდრე მაისურა- ძის ხელმძღვანელობით.

      აი, ეს ალექსანდრე იყო იქა და გული მტკიოდა, რომ იმას უნდა შევხ- ვეწნოდი, მოეცა ჩემთვის რამდენიმე კაცი, რომელთაც, თუ ჩემი ბანები არ მოვიდოდნენ, დახმარება გაეწიათ ჩვენთვის.

      ვთხოვე მაისურაძეს. ის სიამოვნებით დამთანხმდა და ზარი მისცეს თეატრში პირველი განყოფილებისათვის.

      ფარდა რომ აიხადა, ალექსანდრე მაისურაძის გუნდს ყოველი სიმ- ღერის გათავებისას, ხალხი უყვიროდა: ჩქარა გაათავეთ, დედას ლევა- ნა გვინდაო. ამით ალექსანდრე ძალიან ნაწყენი დარჩა. მან, როგორც იყო, დაასრულა პირველი განყოფილება. ხალხს გაუხარდა, ფარდა რომ ჩამოვიდა, მე კი ვწუხდი, ნეტავ კიდევ გაეგრძელებინა, მანამდე იქნებ ჩემი ბანები გაჩენილიყვნენ სადმე.

      ანტრაქტი თხუთმეტ წუთს გავაგრძელე, იქნებ ბანებმა შემომის- წრონ-მეთქი. კიდევ მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ ხალხი ადგი- ლიდან არ იძვროდა, ისმოდა შეძახილები:

      - დედას ლევანა!..

      - დროა!

      და კიდევ ვინ იცის, რას არ იძახდა ხალხი.


ალექსი მაისურაძის გუნდი, 1910 წელი

      ჩემი ბანები კი ისევ არსადა ჩანდნენ. ალბათ გადაკრულში მყოფებს სახლში ტკბილად ჩაეძინათ და აინუნშიაც არ მოსდიოდათ ის გასაჭი- რი, რომელშიაც მე ყელთამდე ვიყავ ჩავარდნილი.

      მე ისევ მაისურაძის ამარა დავრჩი.

ნათხოვნი ბანები მომცა - ოთხი კაცი. კულისებში წავამღერე, რათა როგორმე მათი ხმები ერთმანეთისათვის შემეწყო, მაგრამ ვატყობდი, არაფერი გამოდიოდა. ხალხი კი ყვიროდა: ჩქარა, დროაო!

ბოლოს შევთანხმდით ასე: მე მიგდეთ ყური, ბანს მე ვეტყვი და ხელებს ნუ გამაქნევინებთ, ყური ჩემკე გქონდეთ: დაუშვებ ბანს - დაუშვით, ავუ- წევ - აუწიეთ-მეთქი. მაგრამ თვითონ მეც ისე ვიყავ აღელვებული, რომ წამღერების დროს თავადაც არ ვამბობდი სწორად და იმათაც ვრევდი.

      ხან ჩემი იმედი მქონდა, ხან იმათი, რომ, აჰა, ან ეხლა მოვლენ, ან ეხლა-მეთქი. მაგრამ მოსასვლელები მაინც არსადა ჩანდნენ.

      დავრჩი ჩემი თავის იმედად.

მოთმინების ფიალა აევსო ხალხსაც და მეც.

ბოლოს ავაწევინე ფარდა... როცა ხალხი სულ დაწყნარდა და მოლოდინით გაიკმინდა, გავუძეხ წინ მომღერლებს და გავედით სცენაზე. სწორედ აფეთქებასა ჰგავდა პარტერში ავარდნილი ტაშის გრიალი. მთელი ნახევარი საათი ისმოდა "ვაშა"-ს ძახილი და ტაში.

- გაუმარჯოს ქართველი ხალხის გენიას! - ყვიროდა ზევიდან ვი- ღაცა.

ამ ამბით გაკვირვებული მომღერლები გახეტებული დადგნენ სცე- ნაზე და არ იცოდნენ, რა ექნათ. მე ვუხსნიდი, ვუყვიროდი, ქუდი მოი- ხადეთ და ხალხს სალამი მიეცით-მეთქი. მაგრამ იმ აურზაურში ვერ- აფერი გავაგებინე, მაშინ მოვგლიჯე დედას ლევანას თავზე ქუდი და ჩავძახე ყურში, ხალხს სალამი მიეცი-მეთქი.

      მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს სცენაზე გასვლამდე ავუხსენი, მაინც ყველაფერი დაავიწყდათ. ბოლოს, როგორც იყო, ლევანამ ხელი ასწია ზევით, - გაუმარჯოსო, - დაიყვირა.

      ხალხი დაწყნარდა. მომღერლები მათთვის გამზადებულ სკამებზე დავსხი, ხოლო მე მოკლე სიტყვით მივმართე ხალხს:

      ამხანაგებო!

      თქვენ მოგეხსენებათ, რომ წარსულში საზოგადოების ყველა ფენას ჰყავდა თავისი გემოვნების მომღერლები. რუსეთის საიმპერატორო თეა- ტრში ცნობილნი იყვნენ შალიაპინი, სობინოვი და სხვები. მაგრამ ნურავინ იტყვის, რომ იმ ხალხს ჰქონდა გემოვნება და ძონძებში გახვეულ ქართ- ველ გლეხს კი არა - ჩვენ გლეხსაც უყვარდა თავისი მომღერლები.

      დღეს ასეთ მომღერლებად ცნობილი არიან დედას ლევანა, მიხა ავ- გაროზიშვილი და სხვები. ქართველ ხალხს ვთხოვ, მოუსმინოს თავის გულისცემას.

      ხალხმა ტაში დამიკრა და მივუბრუნდი დედას ლევანას.

      - ლევან, მიხა დაიწყებს და შენ მოძახილი უთხარ, ჩვენც მოგყვებით.

      - კაცო, მე ჯიღაურთან შეწყობილი არა ვარ, ელოშვილმა მითხრას პირველი, - იუარა ლევანამ.

      სისხლი თავში მეცა სიბრაზით. ვიცი, რადაც არ უნდა ლევანას იმ- ღეროს მიხასთან. ლევანა სახელგანთქმული მომღერალია მთელ შიდა კახეთში, მან სიბერის გამო ხმა დაკარგა და არ უნდა, იმაზე კარგი გა- მოჩნდეს ჯიღაური. ამიტომ ამბობს: პირველი ელოშვილმა მითხრას, ეს ჩემი მომღერალია, შეჩვეულები ვართო.

      - რა დროს ვაჭრობაა, კაცო! - ვუყვირი ლევანას და ვატყობ, რა- ღაც ლამაზი არ გამოდის, ლამაზი სურათი არ იხატება მაყურებლის თვალში.

      ლევანამ ისევ ალექსი ელოშვილი მიისვა გვერდით და საჩქაროდ შემოსძახა "კახური მრავალჟამიერი”. ელოშვილმა ხრინწიანი ხმით აუწ-დაუწია, მისი ხმა ლევანას ზორბა და ყოყოჩა-მედიდურ რუხრუხში აღარა ისმოდა. ეს უნდოდა სწორედ ლევანასაც: იგი სხვას არ გაუშვებს წინ, საცა ის არის, იქ იმის მეტი აღარავინ არ უნდა ჩანდეს.

      მიხა ჯიღაური მოიკუმშა, ეს პატარა ტანის კაცი უფრო დაპატარა- ვდა და გაირიყა. გულხელდაკრეფილი იდგა განზე, როგორც ჭიტლაყ- ამოკრული, გაძევებული, დაწიხლული...

      მეც ავირიე. სიბრაზისაგან ოფლმა ხან ცივად დამწინწკლა, ხან - თბილად. ბანს ვეუბნებოდი, მაგრამ ვატყობდი, რომ ვერც მე ვამბობდი სწორად და ვეღარც მაისურაძის გუნდის წევრები. ჩემი გონება სულ- მთლად არეული იყო.

      ვაივაგლახით, როგორც იყო დავასრულეთ სიმღერა. ხალხმა მაინც ოვაციები გაგვიმართა ტაშითა და, - "გაუმარჯოს", - ძახილით. როცა დარბაზი მიწყნარდა, ვიღაცამ დიდი ხმით დაიძახა, რომელია დედას ლევანაო.

      დედას ლევანამ ეს თავისებურად გაიგო: მას ეს ის კაცი ეგონა, რო- მელიც გუშინ აფიშაზე უჩვენებდა თავის თანამგზავრს, აგერ დედას ლევანაო.

      ეს უზარმაზარი კაცი საჩქაროდ წამოხტა, აიშვირა ხელი და დაიძახა:- მე ვარ, მე!

      მთელი თეატრი ახარხარდა და გაიმართა ბაასი სცენასა და დარ- ბაზს შორის. დედას ლევანამ, ამ ვეებერთელა ტანის კაცმა, ხელების ფარჩხვით დაიწყო დარბაზიდან გადმოსროლილი კითხვების პასუხობა და, რამდენიც უფრო აღარ ემორჩილებოდა იგი ჩემს განკარგულებას, იმდენად უფრო მასხამდა ცივი ოფლი.

      ამ დროს მიხა ჯიღაური წამებულის ხატივით იდგა სცენის განა- პირას და მორცხვად გაჰყურებდა ხალხს თეთრი წარბებქვეშიდან. ეს მოკლე ტანის, თმათეთრი მოხუცი შესანიშნავ, უმანკო შთაბეჭდილე- ბას ტოვებდა ხალხზე, რომელიც მას არ იცნობდა.

      ლევანამ, დარბაზთან ბაასი რომ გაათავა, სკამზე დაჯდა, მერე წინ, თავის ფეხებთან, დააფურთხა და ფურთხი ფეხით გასრისა, როგორც გლეხებმა იციან.

      ამაზე ხალხში სიცილი ატყდა, რა თქმა უნდა, არა ბოროტი სიცილი, არამედ მეგობრული. ხოლო მე ვიწვოდი სირცხვილით, თუმც კარგად ვატყობდი, რომ ხალხი ჩემს მდგომარეობაშიც შედიოდა და ცოდვად არ მითვლიდა მათს გაუწვრთნელობას. ლევანა ისევ ბობოქრობდა.

      - მიხავ! - დავუძახე ჯიღაურს, როდესაც ვატყობდი ირყეოდა ყველაფერი, ისიც აშკარა ხდებოდა, რომ დედას ლევანა დაუმსახურებ- ლად ნებივრობდა, მას თავი შილდაში ეგონა მოქეიფე თავადებს შორის, აღარავის, აღარც მე და აღარც სხვებს, ანგარიშს აღარ უწევდა.

      მიხამ მომხედა.

      - მოდი აქ, მიხავ, - ვუთხარი მას.

      ნაპოლეონივით ტანდაბალი და მასავითვე გულხელდაკრეფილი, დაღონებული მიხა მოვიდა ჩემთან. ხელი ავწიე ხალხის გასაჩუმებლად, რომელიც დარბაზიდანა გვთხოვდა, გვემღერა "ხეურო", "ჩონგურო", "ნადური", "შროშანავ, შეშა დაუდე", "ღმერთო-ღმერთო" და სხვა.


მიხა ჯიღაური

      ხალხი დაშოშმინდა და ვთხოვე, მოესმინათ მიხა ჯიღაურისთვისაც. რადგანაც მას აღარავისთან არ შეეძლო ემღერა, გამოვაცხადე, რომ იგი შეასრულებდა "ურმულს". "ურმულის" ხსენებამ დიდი ტაში გამოიწვია. მე კიდე ავწიე ხელი იმის ნიშნად, რომ მოესმინათ ჩემთვის. ხალხი დაწყნარდა, ბოლოს სულ გაკმინდა სული. აფუნდრუკებული დედას ლე- ვანაც დავსვი თავის ალაგას და ხალხს მოვახსენე:

      - მოქალაქენო! მაპა- ტიეთ, რომ ეს ხალხური გუნ- დი ხალხური სიმღერებით ვერ მოვაწყე კარგა და მხოლოდ ოთხიოდე სიმღერის თქმა მოვახერხეთ, ისიც ძლივს. იქნებ თქვენ იფიქროთ, რომ მე მოვსტყუვდი, რადგან დე- დას ლევანასი, ელოშვილისა და ჯიღაურის მეტი არავინ ჩამოვიყვანე და მისაყვედუ- როთ, რატომ მათთან ერთად თანამომღერალი ბანებიც არ ჩამოიყვანაო.

      ასეთი საყვედურები მართალი იქნებოდა, ამისი შეძლება რომ მქონოდა. ქართული ხალხური სიმღერა რომ კარგა იმღეროს კაცმა, საჭიროა ათითორმეტი პირი ერთმანეთს შეჩვეული. ათი-თორმეტი პირი-მეთქი ვამბობ, რადგან ორპირი სიმ- ღერებიც არის, თორემ თითო სიმღერას ხუთი კაციც იმღერებს. ათი- თორმეტი კაცის ჩამოყვანა შილდიდან მოითხოვდა იმდენს, რამდენსაც დღევანდელ პირობებში ვერც მე და ვერც სხვა პიროვნება ვერ შეძლებ- და. ამიტომ ვიფიქრე: პირველ-მეორე მოძახილებს ჩამოვიყვან და ბანს ქალაქელებს ვათქმევინებ-მეთქი. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ქალა- ქმა სოფელს ვერ უთხრა ბანი. ჩემმა სიტყვებმა - „ქალაქმა სოფელს ვერ უთხრა ბანი“ - გამოიწვია დარბაზში გულიანი სიცილი, რადგა- ნაც მაშინ ხელისუფლების მიერ გადმოსროლილი იყო ლოზუნგი: „პირი სოფლისაკენ!" სიცილი რომ გათავდა, მე ისევ განვაგრძე:

      - ამიტომ ჩემი თავი დამარცხებულად მიმაჩნია. მაინც მგონია, რომ ამ ოთხიოდე სიმღერით წარმოდგენა გექნებათ ქართულ ხალხურ სიმღერებზე. ახლა, გთხოვთ, მოუსმინოთ თქვენთვის ჯერ უცნობ მომ- ღერალს, მიხა ჯიღაურს, რომელიც, "ურმულს" შეასრულებს.

      ხალხმა კიდევ დამიკრა ტაში.

      მიხა წინ წამოვაყენე და ხალხი ისე გაიკმინდა, გეგონებოდათ არც ერთი კაცი აღარ არის შიგაო. მიხა თვალს არ მაშორებდა, როგორც და- ჩაგრული, სრულიად მორჩილი იყო. ვანიშნე, დაიწყე-მეთქი. მან ქამარ- ში ჩაიყარა ხელები ცერებით და დინჯად, წყნარად, სწორედ იმგვარად, როგორც მაისში ბულბულმა იცის ხოლმე გათენებისას, ამოიკაკანა "ურმული". ამ დროს პირში რომ შეგეხედნათ, გეგონებოდათ, პირმოკუ- მული არისო და გაკვირდებოდით: მაშ საიდან ამოდის ასეთი ტკბილი, საამური, რაკრაკა, სიამოვნებით გულისამომქოთებელი ხმაო. მიხამ აუწია თანდათან, ზღვის შხეფებივით მირეკ-მორეკა საამური ჰანგები დარბაზის მდუმარების განუზომელ სივრცეში და გულღვიძლი თან ამოაყოლა მას.

      აქამდე სირცხვილის ოფლმოდებული, ნერვებაშლილი და ხალხის წინ შერცხვენილი, ამ ჰანგების მოსმენით მეც ვიკურნებოდი, ვმშვიდ- დებოდი და თანდათან ვსწორდებოდი წელში, რომ ჩემმა ცდამ ამაოდ არ ჩაიარა.

      ხუთჯერ დააბრუნა მიხამ სიმღერა. იგი მღეროდა ჩემს ხალხურად დაწერილ ლექსს, რომელიც სულ უცბად დაისწავლა შინ:

      გასწი, კამეჩო რქიანო,

      შენი მეუღლე მქვიანო,

      გამიყვა სამშვიდობოში,

      ობლები მიმელიანო.

      ნეტაი, წუთისოფელი

      რად არის მოუწყობელი,

      კაცი კაცისა მჭამელი,

      ძმა ძმისთვის ავის მდომელი?

      ვარსკვლავო, ცაზე გადმოჯექ,

      მთვარევ, წამოდექ წინაო,

      გზა გამინათე უვალი,

      დროზე მივიდე შინაო.

      ნეტა, არავინ ჩიოდეს,

      სუყველა სწორედ დიოდეს,

      საცა ეკალი სთესია,

      თავთუხი ამოდიოდეს!..

გაათავა მიხამ, მაგრამ როგორ გაათავა! ისეთი ტაში დაჰკრა ხალხ- მა, რომ სიხარულთან ერთად, შიშმაც ამიტანა. ასე მეგონა სარკინო- ზები შემოესივნენ და ანგრევენ-მეთქი თეატრს. ამტვრევდნენ სკამებს, ისროდნენ ქუდებს, ყვავილებს, რაღაც ნივთებს... ერთი სიტყვით, მე და მიხა ვიყავით ოვაციების ქარიშხალში.

      როცა ხალხმა ტაშით გული იჯერა, ავწიე ხელი და გავაჩუმე. ვუთხარ მიხას, გაიმეორე-მეთქი. თანაც ახლა სხვა ლექსი ეთქვა. მიხამ დაი- წყო:

      უწინდელ დროში თავადნი

      უწრუწუნებდნენ ქორებსა,

      ახლა კი მათი ცოლები

      ტყეში დასდევენ ღორებსა...

და სხვა.

მიხა მღეროდა და მე მდუმარედ ვზეიმობდი ჩემს გამარჯვებას. ეს გამარჯვება კი მახარებდა იმით, რომ დავინახე: ქართველ ხალხში არ ჩამქრალიყო სიყვარული, დავინახე, რომ ხალხი სიამოვნებით ისუნთ- ქავდა თავისი წარსულის ამბავს, თავის ისტორიულ საზრდოს ხარბად შეექცეოდა.

      ოთხჯერ თუ ხუთჯერ გაამეორებინეს ეს სიმღერა. კიდევ რომ ით- ხოვდნენ, ხალხს მოვახსენე: არის მეორე სიმღერაც არანაკლებ საყვა- რელი, ვიდრე "ურმული", დავასახელე "ოროველა", რომელსაც გუთან- ზე მღერიან. მიხას "ოროველაც" რამდენჯერმე გაამეორებინეს, და, რომ ხალხი სულ არ გამძღარიყო, ფარდა ჩამოვაშვებინე.

      ასე დავასრულე პირველი კონცერტი ამ სახალხო „გასტროლიო- რებისა“ რუსთაველის სახელობის თეატრში 1927 წლის მაისის 21-ს.

      თეატრიდან რომ გამოვდიოდით, მიხა მეკითხებოდა ელექტროლამ- პების შესახებ:

      - კაცო, როგორი ლამპებია, შიგ ნავთს საიდან ასხამენო?!

      გამეცინა და ვუთხარ: მაგაში ნავთს არ ასხამენ, ელექტრობაა და, შინ რომ მივალთ, იქ აგიხსნი-მეთქი.

      ახლა დედას ლევანამ მკითხა:

      - რა მსხლებივითა ჰკიდია მაღლა, ერთი-ორი რო მოვწყვიტო და ჩემ ქოხში ჩამავკიდო, არ გაანათებენო?

      იმასაც დავპირდი, სახლში აგიხსნით-მეთქი, მაგრამ მისთვის ელექტრობის ასახსნელად არ მეცალა - გალანძღვა და საყვედურები მეწადა მხოლოდ.

      თეატრიდან რომ გამოვედით და ჩემსას წავედით, გზაში ხალხი აგ- ვედევნა. ტაშს გვიკრავდნენ და იძახოდნენ: ვაშა, ჯიღაურო! ვაშა, მომ- ღერლებო! თითქმის ნახევარი თეატრი უკან გამოგვყვა და სახლამდე მიგვაცილა. ღამის თორმეტი საათი იყო, შინ რომ მივედით. ხალხი ჩემი სახლის წინ გაჩერდა. დედას ლევანას ვუთხარ: აქ მაინც იმღერე-მეთქი მიხასთან. ლევანა დამთანხმდა. ჩემი სახლის ზევითა აივანი გადიოდა ფუნიკულიორის წინ გაშენებულ ბაღზე და თავს დაჰყურებდა შიო ჩიტაძის ჩიხს, რომელიც ხალხით იყო სავსე. ჩვენ გავედით აივანზე. მიხამ დაიწყო "ჩაკრულო", ლევანამ მეორე მოძახილი უთხრა. ხალხი- დან ვიღაც უცნობები ამოვიდნენ და მითხრეს, ბანს ვეტყვითო. ღამის თორმეტ საათზე გაიმართა ჩემს ბინაზე მეორე კონცერტი, რომლის მოსასმენადაც აუარებელმა ხალხმა მოიყარა თავი.

      ამჟამად შესანიშნავად უთხრა ლევანამ მოძახილი ჯიღაურს და ეს კონცერტი ბევრად დაემჯობინა თეატრში გამართულს. უკეთ რომ ვთქვათ, აქ გაიმართა ნამდვილი კონცერტი, რომელიც ღამის სამ საა- თამდე გაგრძელდა. როცა დავატყვე, ხალხი აღარ აპირებდა წასვლას, მომღერლები სახლში შევიპატიჟე და ხალხს გამოვუცხადე: საშინაო კონცერტი დასრულდა და მოკლე ხანში კიდევ გავმართავთ კონცერტს ოპერის თეატრში-მეთქი. ისინიც დიდი ტაშითა და ვაშას ძახილით დაიშალნენ.

      მეორე დღეს დედას ლევანა, ჯიღაური და ელოშვილი, შინაურებითურთ, შემოვისხი სუფრის ირგვლივ და დავიწყე საყვედურები: შევეხე ჩვენს ისტორიას და ისტორიული მაგალითებით დავანახე მათ, თუ შურმა, ჯიბრმა და მტრობამ როგორ გაანადგურა ქართველი ერი ძველ დროში. ეს ახლა მაინც უნდა შევიგნოთ. დედას ლევანამ სადღეგრძელოს ნება ითხოვა. აიღო ჭიქა და ყველაფერი გულახდილად თქვა: მიხავ, მე შენს წინაშე და ქართველი საზოგადოების წინაშეც დამნაშავე ვარ. ჩემმა საძაგელმა ბუნებამ თავი წამართო და ჯიბრი გაგიწიე. ჯიბრი გავწიე იმიტომ, რომ მე დიდი სახელი მქონდა, ტოლი არა მყავდა სიმ- ღერაში, ყველგან ჩემი სახელი ყველაზე მაღალი იყო და აქ კი, ქალაქში, სადაც ჩვენმა საყვარელმა და სათაყვანებელმა იოსებმა ჩამოგვიყვანა, ვნახე, რომ ჩემზე მაღალი კაცი დგას ჩემს გვერდით. ამიტომ ვიჯიუტე. გუშინ, როცა შენ აქ სიმღერა დაიწყე და შენი მოკუჭული პირიდან ის ხმა ამოვიდა, თავში რაღაცამ დამკრა, შევშინდი, ასე მეგონა, საფლავთან მიმიტანეს-მეთქი და აღარ ვიცოდი, როგორ გადამერჩინა ჩემი თავი დამარხვას. მაინც ვერ გადავირჩინე: შენი წკრიალა ხმა ისე ამოდის პირიდან, ასე გგონია, ყბას არ აღებსო. მე კი იმოდენა ყბას ვაღებ სიმღერის დროსა, რომ შიგ ჩამხედო, ღვიძლებს დაინახავ, მაინც ვერაფერი გამოდის. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სიბერის ბრალია, მაგრამ სი- ბერეშიც ვეღარ მოვითმინე ჩემზე უკეთესი და გაგიწიე ჯიბრი. ამით, ვაზარალე ჩემი თავი, ჩვენი იოსებიც და საზოგადოებაც. მე ეხლა უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ შენ ჩემზე კარგი მომღერალი ხარ, ამჟამად ბოდიშიც უნდა მოგიხადო და გთხოვო პატიება. შენ ჩემი უმცროსი ძმა ხარ და უნდა მაპატიო. მე იქვე (თეატრში) ვგრძნობდი, რომ ცუდს ვჩადიოდი, მაგრამ მაინც ვჩადიოდი. რად? არ ვიცოდი. დაბრმავებული ვიყავი შურით, აღარაფერი მესმოდა. მე ეხლა მოვერიე ჩემს საძაგელ ბუნებას, დავძლიე იგი და წმინდა გულით გეუბნები: იცოცხლე ჩვენი ხალხის საკეთილოდ და მაპატიე შეცოდება...

      თითქმის სიტყვა-სიტყვით ესა თქვა დედას ლევანამ, უფრო მეტიც, ვიდრე მე დავიმახსოვრე. კარგი მოლაპარაკე იყო, არტისტულად იქნევ- და ხელებს და სახის მოძრაობა ლაპარაკის დროს სიმპათიას იწვევდა მსმენელ-მაყურებელში.

      მიხა წამოდგა და მადლობა გადაუხადა ლევანას სადღეგრძელო- სათვის. მან არც იცოდა ლაპარაკი და ვერცა თქვა რამე, მხოლოდ მე მითხრა: მე მაგნაირი ჯიბრიანი არა ვარ, მე ცხვარივით კაცი ვარ, ყურ- ში რო ხელი წამავლო, საითაც გინდა, იქით წამიყვან. თანაც როგორც მაგან მე დამჩაგრა და ჯიბრი გამიწია, ეგეთს ვერც ერთი კაცი ვერ გაა- კეთებს, არც მსმენია და არც გამიგია...

      სუფრაზე რომ ვისხედით, კიდევ მომივიდნენ სტუმრები, რომელთ- აც არც ვიცნობდი და არც რაიმე კავშირი ჰქონდათ ჩემთან. ასეთები ბევრი მყავდა. გარეთ ისევ გროვდებოდა ხალხი. მეც ღია მქონდა სახ- ლის კარი, რომ სიმღერა გარეთ გასულიყო და, ვისაც სურდა და ჩემს მეგობრად გრძნობდა თავს, შინ შემოსულიყო. მაგრამ ისიც ვიცოდი, ბევრი ქალაქელი ლოტბარი შეძრწუნდებოდა და, უეჭველია, მტრები გამიჩნდებოდნენ.

      სანამ რუსთაველის თეატრი ანგარიშს გაგვისწორებდა, სამი დღე გავიდა. ამ სამი დღის განმავლობაში ჩემთან სულ ქეიფი იყო - დღეც და ღამეც.

      ერთ დღეს ჩემს მეუღლეს ირა გერცევას (მაშინ რუსი მყავდა ცოლად, რომელმაც ქართული კარგად შეისწავლა) მივანდე მომღერლების მოვ- ლა-პატრონობა. ირამ ისინი ქალაქში სასეირნოდ წაიყვანა, მოატარა მუზეუმები, მერე ნარიყალაზეც აიყვანა და აუხსნა ამ ციხის ისტორი- ული წარსული. საღამოზე რომ მოვიდნენ, ირა იცინოდა: უნდა საღვთო გადაიხადო, რომ დღეს ყველანი მოვედით სახლშიო, ეს გლეხები კინა- ღამ ავტომანქანამ დამიჭყლიტა და მეც მივყე ზედაო; ხან ტრამვაის ვაგონქვეშა ცვიოდნენ, ხან - მანქანის, და წარმოიდგინე, ხან ეტლის ქვეშ, რომელიც ამჟამად თბილისში ძალიან იშვიათია...

      მიუხედავად კარგი შემოსავლისა, წმინდა შემოსავალი მაინც ცოტა დარჩა. ამ ჩემს მომღერლებს თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი გადავუწ- ყვიტეთ გზისა და ქალაქში საცხოვრებელი ხარჯების გარდა. თხუთ- მეტი მანეთი თითოსთვის 1927 წელს არც ისე ცოტა იყო. თუმანი მაშინ ოქროსთან ჭრიდა და არაფერი უკმაყოფილება არ შეეძლოთ ამის გამო ეთქვათ, ჩვენც სინდისი სრულიად დამშვიდებული გვქონდა.

      ანგარიშის მიღების შემდეგ შინ რომ მივედი, ირას ისინი უკვე მოელალნა ქალაქიდან; თვითონ სადილს აკეთებდა, მომღერლები კი ბაღში გასულიყვნენ.

      დედას ლევანას გარს ხალხი ეხვია, არტისტულად შლიდა ხელს და ლაპარაკობდა, აცინებდა უცნობებს და დროს ატარებდა.

      ირამ მითხრა, სადილი მზად არისო. მე აივნიდან დავუძახე მომღერ- ლებს, მოდით ვისადილოთ-მეთქი.

      სადილად დავსხედით.

      სხვათა შორის, არც აცია, არც აცხელა, და ლევანამ წამოიძახა:

      - წეღან ვიღაცეები დაგილანძღე.

- რათა? - ვკითხე მას.

- რათა და იმიტომ, რომ რაღაცეებს გვეუბნებოდნენ შენზე.

- რას გეუბნებოდნენ?

- რად გინდა შენც იცოდე, ჩვენ, სულერთია, მას არ დავუჯერეთ. გავლანძღე კიდეც.

      მაშინვე მივხვდი, რომ ამუშავდა მტერი. ეს მტერი ეროვნულად უგნურიც უნდა ყოფილიყო და პირადად შურითა და ღვარძლით სავ- სე, რომელიც არც გაცხონებს და არც თვითონა ცხონდება. ლევანას არ ჩავაცივდი კითხვებით. ვიცოდი, რომ ისინი ყველაფერს თვითონ იტყოდნენ.

      - ისეთი რამეები გვითხრეს, იოსებ, რომ გიჟიც არ დაიჯერებდა. ან რა დასაჯერისია, შენ ისეთი კაცი იყო, ქვეყანას ყვლეფამდე, რამდენი- მე კაცი დაგეღუპნოს, მათი ცოლ-შვილი მშიერი გაგეშოს, აგეწიოკები- ნოს და დიდი ქონება შეგეძინოს, - ამბობდა ლევანა. თან იმ უცნობებს ლანძღავდა იმის ნიშნად, ვითომ არა მჯერაო, მაგრამ ვატყობდი, რომ მაინც რაღაცა სჯეროდა.

      მე ყურს ვუგდებდი და არც ვიმართლებდი თავს, არც ვთანხმდებო- დი მისგან ჩემზე გაგონილ ცილისწამებას. მხოლოდ ვფიქრობდი გულ- ში: ჩემს სიცოცხლეში არც ვალი მმართებია ვისიმე, არც ვისმეს მარ- თებია. სულ სიღარიბეში ვიყავ და დედამიწის ზურგზე ერთი ადამია- ნიც ვერ იტყვის ჩემზე ცუდს, სამდურავს, ჭიაც კი არ გამიჭყლეტია და საიდან გამოიგონეს ეს ჭორები. პირიქით, სულ სხვისთვის ვზრუნავდი, სხვის საქმეებს უფრო გულითა და მუყაითად ვაკეთებდი, საზოგადო საქმეებისთვის ვიყავ თავგადაკლული, განწირული და მაინც როგორ ახერხებდნენ ეს ბნელი ადამიანები ჩემ შესახებ ამ საზარელი ცილისწა- მების გავრცელებას-მეთქი.

      - ახლა კიდევ ისა გვკითხა, განაგრძო ლევანამ, რამდენი მოგცათო. მე ვუთხარ, რაში გეკითხებათ ან რა უნდა მოგვცეს, კაცმა ქალაქი გვაჩვენა, ჩვენი თავი ხალხს გააცნო და დღედაღამ გვაქეიფებს. მაშინ იმან გვითხრა: მაგრე ნუღარ იქცევით, ნუ ხართ გაგრიები, ჭკუაზე მოდით, გლეხებო, გამოფხიზლდით, საბჭოთა ხელისუფლებაა თქვენი ყურისმგდებელი და არავის ნება არა აქვს, მოგატყუოს და ტყავი გაგაძროსო. რა უნდა მოგვატყუოს-მეთქი, - ვუთხარი, - მაგ კაცს ჩვენთვის სიკე- თის მეტი არაფერი გაუკეთებია. ფული მოგცათო? - იკითხა კიდევ. მე ვუთხარ, ფულის მისაღებად წავიდა თეატრში და მოგვცემს, მა რა იქნება. ას-ასი თუმანი მაინც გერგებათო. მე ასე ვუპასუხე: რამ გაგაგიჟა, შე ოხერო, ას-ასი თუმანი რომ ჩვენ მოგვცეს, იმ ხალხს რაღა პასუხს აძლევს-მეთქი...

      ასე ლაპარაკობდა ლევანა და მიმტკიცებდა, რომ მან იმ ვიღაცა არამკითხე აპეკუნს არ დაუჯერა, პირიქით, გალანძღა კიდეც. მაგრამ ყველაფერზე ეტყობოდა, რომ გლეხები უკვე მოწამლულები იყვნენ.

      მათ მართლა ბევრად და შეუძლებლად მიაჩნდათ ას-ასი თუმანი, მეც გამიხარდა, რომ უგნურმა მტერმა ას-ასი თქვა და არა ათ-ათი, თორემ ათ-ათი რომ ეთქვა, დაიჯერებდნენ... დიახ, მათ შეუძლებლად მიაჩნდათ ას-ასი თუმანი, მაგრამ მაინც რაღაც შხამი ჰქონდათ ყურში ჩაწვეთებული, ისეთი შხამი, რომელიც აწვალებდა, ქენჯნიდა კიდეც, აბრძოლებდა თავის თავთან და აიძულებდა, ჩემთვის ბოდიში მოეხადათ.

      ას-ასი თუმანი!

      ხუმრობა ხომ არ არის. თეატრს სულ რვაასი მანეთი ჰქონდა შემოსავალი და, ხარჯებს რომ გავედით, ოცდახუთი თუმანიღა დარჩა. აქედან დედას ლევანას, მიხას და ელოშვილს იორდანოვმა და ერისთავმა თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი მისცეს, ხოლო მე - ოცდახუთი. მათთვის გადასაცემი ფული მე მქონდა ჯიბეში.

      როცა სადილი გავათავეთ, გავიყვანე ისინი ცალკე ოთახში და ვუთხარ:

      - ლევან, მიხავ და ალექსი! თუ თქვენთვის რამე დამიშავებია, უნდა მაპატიოთ. მე გავაკეთე ქართველებისათვის საყვარელი საქმე: დავანახე თბილისის მცხოვრებთ, თუ რასა ჰქვიან ქართული ხალხური სი- მღერის ხალხურად შესრულება. ეს გავაკეთე თქვენის საშუალებით, ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიძღვნით. რაც შეეხება ფულს, ამაზე უნდა ბოდიში მოგიხადოთ: ას-ას თუმანს ვერ მოგცემთ. საღამოს გამმართველებმა თქვენთვის თხუთმეტ-თხუთმეტი მანეთი გადასდეს, მე მარგუნეს ოცდახუთი. ამ ოცდახუთ მანეთსაც მოგცემთ, რადგან მე ფულის ინტერესი არა მაქვს. ამასთანავე გზის ფულიც მომცეს თქვენ- თვის. აი, ყველაფერი აქა მაქვს. გაძლევთ ამ ფულს და გინდათ ამაღა- მის მატარებლით წადით კახეთში, თუ გნებავთ - დილაზე. მე კიდევ შემიძლიან თქვენი შენახვა ორ დღეს. ხოლო თუ ეს ფული თქვენთვის ცოტაა, მაშინ მოძებნეთ ის კაცი, რომლის აზრითაც ას-ასი თუმანი გერგებათ, იმან გამართოს თქვენი კონცერტი რუსთაველის თეატრში და ას-ასი თუმანიც მოგცეთ. უეჭველად ასე მოიქეცით. დედა შეგერ- თოთ ცოლად, თუ ასე არ მოიქცეთ, ასე არ მოსთხოვოთ იმ კაცს.

      - რას ამბობ, კაცო! რას ამბობ, კაცო! - აყვირდნენ ისინი, - შენ მეტი არავინ გვინდა, შენ იქით ჩვენ კაცები არა ვართ. არც გვინდა შენი ფული. არც ჩვენა ვართ ფულის კერპები. ისიც მეტია ჩვენთვის, რომ აქ ჩამოგვიყვანე და დღედაღამ გვაქეიფებ.

      მე მაინც გავუნაწილე ფული და ჩემიც გავუყავი.

      ჩემი ფული არ ინდომეს. უკანვე დამიბრუნეს, მითხრეს: თუ კიდევ შემოგვაძლევ შენს ფულს, შენთან ფეხს აღარ დავადგამთო...

      - ამაღამ წახვალთ თუ ხვალ? - შევეკითხე.

      - რომ აღარ შეგაწუხოთ, ამაღამ წავალთ... მაგრამ, - სთქვა ლევანამ, - კარგი იქნება, თუ ამ ჩვენი ფულით შენთან კიდევ ერთხელ გავა- ტარებთ კარგ დროს. ახლა ჩვენ გვინდა ჩვენი ჯიბით გაქეიფოთ. მერე გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს.

      - არა, - ვუთხარი მე, - თქვენით კი არა და ჩემით გაგიწევთ კიდევ ერთ მასპინძლობას.

      გადავწყვიტე კარგად გამესტუმრებინა.

      იმ ღამისთვისა და მეორე დღისთვის შევამზადე ქეიფი. შევატყო- ბინე ჩემს საუკეთესო მეგობრებსაც.

      სანამ სტუმრები მოვიდოდნენ და სუფრაზე დავსხდებოდით, ჩემ- თან მოვიდა გიორგი იორდანიშვილი, ბაღში გამიძახა და დაიწყო ჩემ- თან მოლაპარაკება:

      - იოსებ, მოდი და ეს ხალხი დასავლეთ საქართველოში წავიყვა- ნოთ. ამათი სახელით შესაძლოა, მე სრული იმედი მაქვს, დიდ ფულს გავაკეთებთ. ესენიც იხეირებენ და ჩვენცა.

      გიორგი იორდანოვს კარგად ესმოდა, რომ დასავლეთ საქართველო- ში ყოველ კულტურულ საქმეს აღფრთოვანებით ეგებებიან. იქ გაგიჟე- ბით უყვართ კახელები და კახური სიმღერა ხომ პირდაპირ გადარევდა იქაურებს, რომლებიც არაფერს დაზოგავდნენ ჩვენთვის...

      მე უარი ვუთხარ.

      - არა, გიორგი. მართალია, მე უსამსახურო და საწყალი კაცი ვარ, მაგრამ მაინც ფული არ მაინტერესებს, ფულს ვერ დავხარბდები, რადგანაც დასავლეთ საქართველოში ასეთი სერიოზული მოგზაუ- რობისათვის ეს მომღერლები ამ სახით და ამ შემადგენლობით ვერ გამოდგებიან. განა სირცხვილი არ იქნება, კახეთიდან განთქმული მომღერლები ჩავიყვანოთ და ოთხი თუ ხუთი სიმღერა ხეირიანად ვერ ვათქმევინოთ? რას იტყვის ხალხი? არა, თუ მათ ვუჩვენებთ კახურ ხალხურ სიმღერებს, უნდა ვუჩვენოთ ისე, როგორც საქართველოს ამ კუთხეს შეეფერება. ფულის გულისთვის ამ დიდ საქმეს არც გავაფუ- ჭებ და არც თავს შევირცხვენ...

      გიორგის ჩემი აზრი ემწკლარტა. მან კიდევ დაჟინებითა მთხოვა, თავი გამენებებინა ამ "ფანტაზიებისათვის," მეზრუნა ჯიბისათვის, მა- გრამ მე გადაჭრით ვუთხარ უარი და გამოვემშვიდობე.

      იმ დღესა და მეორე დღეს განუწყვეტელი ქეიფი მქონდა. გლეხების სიმღერაზე ჩემთან სულ უცნობი და ახალ-ახალი სტუმრები შემოდიოდ- ნენ.

      მეორე დღეს, საღამოს, მატარებლით გავისტუმრე ეს „გასტრო- ლიორები“ კახეთს.

      რამდენიმე დღის შემდეგ გავივე, რომ ვიღაც უცნობი პირები რუსთაველის თეატრის სალაროში, ერთ-ერთი რედაქციის სახელით, კითხულობდნენ, თუ რა შემოსავალი და გასავალი ჰქონდა დედას ლევანას საღამოს. ამასთანავე იმასაც, ვინ რამდენი მიიღო.

      ჩემს გულსა და გონებაში დაისვა საშინელი კითხვა: ვინ არის, ვის აინტერესებს ან ვის რა საქმე აქვს, თუ რამდენი ჰქონდა შემოსავალი დედას ლევანას კონცერტს და ვინ რამდენი მიიღო? მაგრამ ამ არამ- კითხე მფარველების მიზნები და აზრები და ჩემ წინ დასმული კითხვი- თი ნიშანიც იშლება, რადგან გლეხი მომღერლები უკვე კახეთის მთებსა და ტყეებს შეეფარნენ. ამის შემდეგ გავიდა რვა თუ ცხრა თვე. ყველას მიავიწყდა ჩემი დაწყებული საქმე. მხოლოდ მე არც მიმავიწყდა და არც მივატოვე იგი. ჭკუა კი ვისწავლე: ახლა უფრო უკეთესად მოვაწყობდი ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ სხვა საქმე არა მქონდა: არსად ვმსახურობდი, სოფლი- დან ჩამომქონდა სურსათ-სანოვაგე, ზოგიერთ ჩემს წიგნებსა ვყიდდი, ათასში ერთხელ "სახელგამის" მიერ მოცემულ საკორექტურო საქმეს ვასრულებდი, ხანდახან იატაკებსაც ვუღებავდი ნაცნობებს (ეს საქმე მე თვითონ ვისწავლე) და ასე ვცხოვრობდი.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოკლორი, ქველი

ნახვა: 773

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters