მიხა ჯიღაურის გუნდი
მესამე ნაწილი

      1928 წლის იანვრიდან გადავწყვიტე ხალხური სიმღერების კონცერტი გამემართა, მაგრამ დედას ლევანა აღარ ჩამომეყვანა. მარტო ჯიღაურიც არ კმაროდა. აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებისათვის კიდევ სხვა ვინმეც იყო საჭირო. ამიტომ გავყევ სოფლებსა და გავიგე, რომ ხაშმში ვიღაც დიაკვანს, გიორგი ეპიტაშვილს, ჰყვანან მომღერლები, რომლებითაც იგი ქორწილებსა თუ წვეულებებში მიღებულია ცნობილ მომღერლად (მას გამოცვლილს სახელად "ჩორნას" ეძახდნენ). შევიარე ხაშმში. გიორგის ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობაც და იდეაც. საჩქაროდ შეკრიბა თავისი მომღერლები. გიორგის არ ჰქონდა საამისო ბინა და მასთან ციოდა კიდეც. წავედით ალექსი ჭიაბრიშვილთან, რომელიც ამათთანა მღეროდა. ალექსი კარგად გაგვიმასპინძლდა. ყველა მომღერალმა მოიყარა თავი და შევუდექ გამოცდას. მშვენიერი გუნდი შეიქმნა. იმღერეს: "ფაშური", "ძლიერ სტიროდა", "ძმაო, რა სჯობდა ძმობასა", "მაყრული", "ზემყრელო" და სხვები. განსაკუთრებით კარგი იყო "ფაშური". ეს სიმღერა იმერეთიდან გადმოსულა კახეთში და გზადაგზა გაკახურებულა. შემდეგში ის საქართველოს კონსერვატორიამ ფონოგრაფით ჩაწერა.

      მე და გიორგი ეპიტაშვილი შევთანხმდით: რა წამს დავიბარებდი თბილისიდან, მაშინვე თავისი მომღერლებით ჩემთან უნდა ჩამოსულიყო. ისიც შევუთანხმე: კაკაბეთიდანაც იქნება მიხა ჯიღაურის მომღერლების გუნდი-მეთქი. ამაში გიორგიმ დავა არ დამიწყო, რადგან იმასაც ესმოდა, რომ ქართული ხალხური სიმღერების სრულ წარმოდგენას ვერც მარტო კაკაბელების გუნდი მისცემდა ხალხსა და ვერც ხაშმელებისა.

      შემოსავალზედაც წინდაწინ შევთანხმდით. მე ვუთხარ ქართული ანდაზა: ხვნაში დავა სჯობს, მკაში დავასა-მეთქი და ყოველგვარი პირობები გავითვალისწინეთ. ეს თვით გუნდის წევრებსაც მოვახსენეთ და იმათ სრული თანხმობა გამოაცხადეს.

      რაკი ორი გუნდი შევამზადე და შევიპირე კიდეც, დავბრუნდი თბილისში და შევუდექ სამზადისს. 1928 წლის 11 თებერვლისთვის ავიღე კონსერვატორიის დარბაზი. ორივე გუნდს შევატყობინე და გავუგზავნე გზის ფული. ჩემთან ჩამოვიდა სულ ცამეტი კაცი. ორი კაციც თბილისში მივუმატე - მესტვირეები ბიჭია ბურდილაძე და მეპურე იოსება.

ივანე მჭედლიშვილი, გალობა, მიხა ჯიღაურის გუნდი, qwelly, chant, galoba

      კონცერტმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერს ამეორებინებდნენ. აქ აღარც ბანები გვაკლდა, აღარც ვინმეს ჯიბრი და პამპულობა იყო. გლეხები მორიდებით ასრულებდნენ ჩემს მითითებას. მათი ყოველი სიმღერა იფარებოდა ტაშის ქუხილში. კონცერტი ნამდვილი გამარჯვების ზეიმი იყო.

      იმ ღამეს, კონცერტის შემდეგ, სრულიად დამშვიდებული მივედი სახლში. ჩემს სიხარულს და კმაყოფილებას საზღვარი აღარა ჰქონდა, მით უმეტეს, რომ საღამოს დაესწრო ბევრი კომპოზიტორი და გავლენიანი კომუნისტი, რომელთაც გამამხნევეს და დახმარებასაც დამპირდნენ. აქედან უკვე ვიგრძენ, რომ დასაახლოებელი ენა გამოვძებნე კომუნისტებთანაც, უკეთ რომ ვთქვათ, ვიპოვნე ისეთი ენა, რომელიც საქმით დამაკავშირებდა ახალ ეპოქასთან, ახალ ცხოვრებასთან, სადაც მე უკვე მთელის ჩემის ენერგიით გულწრფელად მინდოდა მემუშავნა.

      თორმეტივე კაცი ჩემთან წავიყვანე სახლში და მეორე დღეს ავიღე

      ნებართვა - გუნდი ყველა სასწავლებელში მომეტარებინა. ამისი ნება

      სიამოვნებით დამრთეს. ხელი შემიწყვეს, წამახალისეს კიდეც და ფრთაშესხმული შევუდექ ახალგაზრდებში ეროვნული საქმის დაგვირგვინებას.

      ვიდრე სკოლებში მოვატარებდე ჩემს გუნდს, მოვიყვანოთ გაზეთების აზრი ჩემი კონცერტების შესახებ (გაზ. "მუშა" და გაზ. "კომუნისტი", ნომერი და რიცხვი არ მახსოვს - ი. მ.).

გარეკახელ გლეხთა რჩეული მომღერლების კონცერტი, გალობა, მიხა ჯიღაურის გუნდი, qwelly, chant, galoba
გაზეთი "კომუნისტი", 1928 წელი

      რაკი ხელოვნების მთავარ სამმართველოდან ყველა სასწავლებელში კონცერტების გამართვის ნებართვა მივიღე, სიხარულით ჩამოუარე სკოლების დირექტორებს და შევუთანხმე საათები, - როდის რომელ სკოლაში მივსულიყავ ჩემი მომღერლების გუნდით.

      დირექტორები და გამგეები სიხარულით მეგებებოდნენ. არ იყო არც ერთი, თუნდ სულ უმნიშვნელო სკოლა, რომელსაც მშვენივრად მოწყობილი საკონცერტო თუ სათეატრო დარბაზი არა ჰქონოდა. საბჭოთა ხელისუფლება მეტად გულუხვი და ხელგაშლილი იყო, როგორც სხვა კულტურული, ისე თეატრალური და სახელოვნო საქმეებისათვის...

      ჰოდა შევუთანხმდი გამგეებს, თანაც ვუთხარი, ბავშვებისათვის ბილეთში ორ შაურზე მეტი არ გამოერთმიათ, ხოლო, ვისაც ამდენიც არ აღმოაჩნდებოდა, მუქთად გაეშვათ: კონცერტის დაწყებისას საკონცერტო დარბაზის კარი ყველასათვის ღია უნდა ყოფილიყო.

      პირობა ყველას მოეწონა.

      მესამე დღეს შევუდექ კონცერტების ჩატარებას სასწავლებლებში.

      ჩემი მეუღლე ირინა გერცევა მოსკოვს იყო წასული თავის ნათესა-

      ვებთან. შინ ჩემი ვაჟი, ხუთი წლის ჯუანშერი, მერვე შრომის სკოლის მოწაფე ჩემი უმცროსი და კატო და ირას დეიდა იყვნენ.

      კატოს, რაკი გაეგო მასწავლებლისაგან, ხვალ ცხრა საათზე სკოლაში კონცერტიაო, წიგნების მაგიერ ჩემი ვაჟი წაეყვანა.

გლეხთა კონცერტი, ხელოვნება, გალობა, მიხა ჯიღაურის გუნდი, qwelly, chant, galoba
გაზეთი "მუშა", 1928 წელი

      ჩვენ სწორედ ცხრა საათზე მივედით სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, ხოლო ხაშმელები, რომლებიც იმ ღამეს შალიკო იმედაშვილმა წაიყვანა, ჯერ არ მოსულიყვნენ: დანიშნული დრო გადიოდა და ისინი არსადა ჩანდნენ. ამან ძალიან შემაწუხა, მაგრამ მაინც ბევრს არ დავკარგავდი, თუ მარტო ჯიღაურის გუნდით ჩავატარებდი კონცერტს. ასეც გადავწყვიტე: ხუთ წუთში თუ არ მოვიდოდნენ, უიმათოდ უნდა დამეწყო.

      ვიდრე კონცერტს დავიწყებ, ერთი რამ უნდა მოგახსენოთ:

      ხაშმელების ხელმძღვანელი გიორგი ეპიტაშვილი მეტად ზრდილი და პატიოსანი კაცი იყო. მაგრამ მე იმისი არ მომეწონა მხოლოდ ისა, რომ, თბილისელი ლოტბარების მსგავსად, მღერის დროს გუნდს ხელები გაუქნია, ეს გლეხებსაც უკვირდათ - აქამდე ამას ჩვენთვის ხელი არ გაუქნევია და ეხლა რად მოუნდა ამისთანებიო. ეს ადვილი ასახსნელია: რაკი ხალხის წინ გამოვიდა, უნდა, ყველას უჩვენოს თავისი თავკაცობა ამ საქმეში.

      გლეხებმა ჩუმად დაიწყეს ბურტყუნი და უკმაყოფილება გამოსთქვეს გიორგის საქციელზე - მაგისი უფროსობა ჩვენ არც გვინდა, არცა გვჭირდებაო. მაგრამ პირდაპირ ვერ ეუბნებოდნენ. სამწუხაროდ, მეც ვეთანხმებოდი გუნდის წევრებს. გიორგის წყენა არც მე მინდოდა, თუმცა ქართული ხალხური სიმღერებისათვის ხელების ქნევა უაზრობაა და ჩემი მიზანიც ის იყო, ეს ნათლად მეჩვენებინა თბილისელებისათვის. ამიტომ დავიმარტოხელე გიორგი და მეტისმეტად ფრთხილად, მოკრძალებით და ძმური სიყვარულით ვუთხარ: გიორგი, შენი გუნდის წინ ჩადექ, მაგრამ ნურც ტონს მისცემ და ნურც ხელს გაიქნევ ქალაქელი ლოტბარივითმეთქი. გიორგის მაინც ეწყინა. მართალია, არაფერი მითხრა, მაგრამ წყენა ყველაფერზე შეეტყო. რაკი პირი აეხსნა ამ კაცის წინააღმდეგ საქმეს, გლეხებმა ხმამაღლა გამოთქვეს თავიანთი წადილი - ეგ კაცი არ გვინდაო. ეს კიდევ მე მეწყინა. ორ ცეცხლ შუა ჩავდექ. არც მწვადი მინდოდა დამეწვა და არც - შამფური, მაგრამ საქმემ ისეთი სახე მიიღო, ორივე მეწვებოდა.

      შევიპატიჟე გლეხები გიორგის უჩუმრა ცალკე და დიდი საყვედური გამოუცხადე იმ უმადური და ამაგდაუფასებელი საქციელისათვის. დავარიგე, ავუხსენ, მაგრამ ამ ჩემმა ახსნა-დარიგებამ ვეღარ უშველა საქმეს, რადგან გიორგი ეპიტაშვილი, ნაწყენი, უკვე წასულიყო ხაშმს.

      სწორედ იმ ღამეს წასულიყო გიორგი, როცა იმედაშვილმა შალიკომ წაიყვანა ხაშმელები თავისთან. შალიკო იმედაშვილთან ყოფნის გამო დაიგვიანეს თუ სხვა რამ მიზეზი იყო ამ დაგვიანებისა - არ ვიცი, მხოლოდ მათს დაგვიანებაში რაღაც ცუდსა და არასასიამოვნო მოულოდნელობის სუნსა ვგრძნობდი.

      ჰოდა, აი, უიმათოდ უნდა დამეწყო კონცერტი. ავედი სცენაზე და, რომ მოვემზადეთ სამღერად, დარბაზიდან ჩემს დას გაუსხლტა ხელიდან ჩემი ხუთი წლის ბიჭი და გამოქანდა ჩემსკენ. კატომ ხელი სტაცა, სად მიხვალ, არ შეიძლებაო და მაინც ვერ შეაკავა - მამასთან მინდაო. ბიჭი ჩემთან ამოვიდა, ჩოხის კალთებში ჩამჭიდა მაგრა ხელები და წინ წამიდგა, ხოლო დარბაზს ნიშნის მოგებით გადახედა: მამასთან ვარ თუ არაო! ამაზე საზოგადოებამ ბევრი იცინა და მეც უცნაურად საამურ მდგომარეობაში ვიყავ. მთელი კონცერტი ისე გავათავეთ, რომ ჯუანშერი ჩემი ჩოხის კალთებს ერთი წუთითაც არ მოშორებია.

      ამ სცენამ, ვფიქრობ, არც საზოგადოებას აწყინა, რადგან ჩემი ბიჭის ბრძოლამ ჩემს დასთან და გამარჯვებამ დიდი ტაში გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში - ეს სცენაც ამ კონცერტს მიემატა.

      ამან ცოტაოდენი მომაცდევინა, დრო გაიყვანა და დარბაზში ხაშმელებიც შემოვიდნენ. მათ უკან შემოჰყვა შალიკო იმედაშვილი. დაგვიანებულები სცენაზე ამოვიდნენ. დაგვიანებაზე ამჟამად არაფერი ვუთხარ და კონცერტი დავიწყე. მოწაფეებისა და მათი ხელმძღვანელების სიამოვნებას, სიხარულსა და აღტაცებას ვერც კალამი აღწერს და ვერც ენა იტყვის. ჩვენთვის მოცემული საათი გათავდა, მათი საათების ფარგლებშიც გადავედით, მაგრამ ისინი მაინც არ გვიშვებდნენ, გვამეორებინებდნენ სიმღერებს და ითხოვდნენ სხვებსაც.

      წამოსვლისას დიდი მადლობა გადაგვიხადეს, შეკრებილი ფული მოგვცეს და გვთხოვეს, მალ-მალ შეგვევლო მათთან.

      ამ დღეს ხუთგან მოვასწარი კონცერტის ჩატარება.

      საღამოთი საჭმელი ვაჭამე მომღერლებს და ფულიც დავურიგე. ფული იცოტავეს ხაშმელებმა. მაშინ მე ასეთი წინადადება მივეცი:

      - რაკი ასეთი შემოსავალი თქვენ ხეირს არ გაძლევთ, შევწყვეტ კონცერტებს, რადგან მე გავწყალდი, თქვენ გადაგყევით და ხელში არაფერი მიჭირავს იმის მეტი, რომ საზოგადო საქმეს ვაკეთებ. ფული უკვე მოცემული გაქვთ, მაგის მეტს ვერ მოგცემთ - შემოსავალი ეგ იყო და მე ჩემი ფული აღარა მაქვს, ამაღამვე იყიდეთ ბილეთები და წადით სოფელში...

      მიხა ჯიღაურმა იუარა: მე შენ თავს არ გაგანებებ, თუ უნდათ ხაშმელები წავიდნენო.

      - არა, კაცო! არა, კაცო! - აყვირდნენ ხაშმელები, - მაგიტომ კი არა ვთქვით.

      - თქვენი "არა კაცო" საქმეს ვეღარ უშველის და მეც აღარ განვაგრძობ, სანამ არ წახვალთ იმ სკოლებში, სადაც კონცერტები ჩავატარეთ, და იქიდან შემოსავლის ზუსტ ანგარიშებს არ მოიტანთ, რათა დაგიმტკიცოთ და თქვენი თვალით დაგანახოთ, რომ იმაზე მეტი შემოსავალი არ ყოფილა, რაც თქვენ გაგიყავით.

      გავჯიუტდი.

      ისინიც გაჯიუტდნენ: ჩვენ არაფერ ანგარიშს არა გთხოვთ. მხოლოდ ისე ვთქვით, რადგან ვიღაცეებმა დაგვარწმუნეს, რომ შენ აუარებელ ფულს იღებ და ცოტას გვაძლევ.

      ამან უფრო გამაბრაზა.

      - რაკი ასეა, წადით და ის სხვა აქ მოიყვანეთ ან წაიყვანეთ იქ, სადაც ფული მივიღეთ, და მოიტანეთ ანგარიშები, რათა გაიგოთ ნამდვილი - გამოჩნდეს ავი და კარგი, ბოლო მოეღოს თქვენს გაუთავებელ ეჭვს და უნდობლობას! როგორმე შევიდეს თქვენს ბნელს თავში სიმართლის ნათელი სხივი ან კიდევ გაჰყევით მას და, დეე, მან მეტი მოგცეთ ჩემზე, ოღონდ ეს საქმე კარგად გააკეთოს.

      აქ სულ აყაყანდნენ და დაიწყეს ლანძღვა იმ "ვიღაცეებისა"...

      მართალია, მეორე დღეს დანარჩენ სასწავლებლებისკენ გავწიეთ და ხაშმელების გუნდი თითქო გულწმინდად იყო ჩემთან, მაგრამ საიდუმლოდ მაინც გაეგზავნათ კაცი იმ სკოლებში, სადაც ჩვენ კონცერტები ჩავატარეთ, რათა გაეგოთ შემოსავლის რაოდენობა. ამის შესახებ მითხრეს გამგეებმა, როცა უკვე გუნდები სოფლებში იყვნენ წასულები. რაკი გამოირკვა, რომ არამც თუ ნაკლებს ვაძლევდი, პირიქით, ჩემს წილსაც მათ ვუყოფდი და ვაჭმევდი, ხმა ვეღარ ამოიღეს. საწყენად და სავალალოდ მაინც ის დამრჩა, რომ თავიანთი გულის ჭუჭყი ჩემზე გადმოიტანეს და ლამის ამ მშვენიერ საქმეზე გული ამიცრუეს.

      სკოლებში რომ კონცერტებს მოვრჩი, გლეხები სოფელში წავიდნენ და მეც მოვისვენე. ამ ხანებში შემხვდა საქართველოს გლეხთა ცენტრალური სახლის გამგე ივანე მჭედლიშვილი (არავითარი ნათესავი არ არის ჩემი - ის ანაგელი მჭედლიშვილია, მე - კაკაბელი). მთხოვა, ჩვენც გაგვიმართე ერთი საღამო გლეხებისაო.

      დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

      მომცეს გზის ფული ორმოცი მანეთი და წაველ მომღერლების მოსაკრებად, მაგრამ არც ხაშმში, არც კაკაბეთში, არც შილდაში - წაველ შაშიანში. აქ მეგულებოდნენ მომღერალი ბიწკინაშვილები. ხაშმე ლებს სამუდამოდ ჩამოვშორდი, რადგან გავიგე, რომ მათი არევ-დარევა შალიკო იმედაშვილის ბრალი იყო (იმედაშვილი ხაშმელია). მას უნდოდა, ხაშმელები თავისკენ გადაებირებინა და თვითონ ყოფილიყო მათი ხელმძღვანელი.

      ჩავედი შაშიანში და იქ შევადგინე ახალი გუნდი. მართალია, მათში არავინ იყო მიხა ჯიღაურისთანა, მაგრამ მაინც კარგი გუნდი შეიკრიბა: ისინი ბევრ ისეთ სიმღერას მღეროდნენ, რომლებიც არც ხაშმელებმა იცოდნენ, არც - კაკაბელებმა.

      გუნდი მოვამზადე, შევარჩიე მომღერლები და გზის ფული დავურიგე, ვუთხარი: თბილისში მარტო თქვენ არ იქნებით, თქვენთან ერთად კაკაბელებიც იქნებიან. ამიტომ გიცხადებთ აქედანვე: მიხა ჯიღაურის გუნდსა და თქვენ შორის ლაპარაკი აღარ იყოს. ამათაც ის ანდაზა ვუთხარ: მკაში დავას ხვნაში დავა სჯობია. სასაცილოდ ვეხვეწებოდი: თუ რაიმე ძვირი გაქვთ გულში, აქედანვე მითხარით, ნურაფერს დამიმალავთ, ცუდის ღირსი არა ვარ-მეთქი. მათ გაიცინეს და მეც დავცინე ჩემს თავს: რძისაგან შეშინებული დოს უბერავდაო.

      პირობის შესახებ ვუთხარი: პირობა ერთია - ყველანი თანაბარნი და თანასწორნი ხართ... ყველამ ერთხმად გამომიცხადა თანხმობა.

      იმედიანად ჩამოველ თბილისში. აქ გაზეთში უკვე გამოეცხადებინათ: გლეხთა ცენტრალურმა სახლმა დაავალა პოეტ იოსებ მჭედლიშვილს ოპერის თეატრში გლეხური კონცერტის მოწყობა.

      ახლად ჩამოსული ვიყავ შაშიანიდან, ქუჩაში შემხვდა შალიკო იმედაშვილი და მისაყვედურა:

      - კაცო, შენ რად გვიშლი საქმეში ხელს?

      - რა საქმეში? - ვკითხე გაკვირვებულმა.

      - იმ საქმეში, რომ გლეხურ კონცერტებს მე ვაწყობ! საზოგადოებები მავალებენ, ვმართო გლეხური კონცერტები.

      - მერე ვინ გიშლის ხელს? გამართე რამდენიც გინდა. მე ამის მეტად არც გამიგია, თუ შენ ამ საქმის კაცი ხარ.

      - მე რანაირადღა უნდა გავმართო გლეხური კონცერტი, როდესაც შენ უკვე წასულხარ სოფელში და შეგიპირიანებია გლეხები?

      - არა, ძმაო, არა! მე ხაშმელებთან საქმე აღარა მაქვს, შენთვის დამითმია ისინი. ხაშმელებზე ამბობ შენ, არა?

      - ჰო.

      - ნუ გეშინიან! მე სულ სხვა გლეხებთან ვიყავ, სულ სხვა სოფელში,

      ისე რომ, ხაშმელებზე სრულიად დამშვიდებული იყავ, შენთვის მომიძღვნია სამუდამოდ ეგ ჩემგან შემდგარი გუნდი. რაღაში გიშლი ხელს?

      შალვა იმედაშვილს ჩემი ნათქვამი გაუკვირდა და ხმაამოუღებლად გამშორდა.

      კონცერტის ნებართვა აღებული იყო ოპერის თეატრში, 1928 წლის აპრილის 3 რიცხვისთვის.

გლეხთა კონცერტი, ხელოვნება, გალობა, მიხა ჯიღაურის გუნდი, qwelly, chant, galoba
გაზეთი "მუშა", 1928 წელი

      მომღერლები ჩამოვიდნენ. ოცამდე კაცი იქნებოდა. მესტვირეც მყავდა და მესალამურეც. კონცერტმა იმედებს გადააჭარბა. მოსწონდათ და ამეორებინებდნენ მიხა ჯიღაურის ჯგუფს. ეს, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნებოდათ შაშიანელებს, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ იყო. ნათქვამია ლექსი:

ლომი სჯობს სპილოს სიფიცხით,

მისგანვე დასამხობია,

მჯობისა მჯობსა ვაჟკაცსა

სახელი დიდი ჰხმობია.

      თუმცა უნდა ითქვას, რომ არც შაშიანელები იყვნენ ნაკლები ბიჭები: ისინიც კარგად ასრულებდნენ სრულიად სხვა, ჯიღაურისთვის უცნობ სიმღერებს, რისთვისაც

      არანაკლებ ოვაციებს უმართავდა ხალხი.

      ეს კონცერტი არ მოეწონა, უკეთ რომ ვთქვათ, ამ კონცერტში მე არ მოვეწონე გაზეთ "მუშის" რეცენზენტს, ვინმე "დამსწრეს".

      რეცენზენტი მომღერლების დაჯგუფებას მისაყვედურებს. მაგრამ მე იმიტომ დავაჯგუფე, რომ შიდა კახელები სხვა სიმღერებს მღეროდნენ, გარეკახელები სულ სხვა სიმღერებს. ხოლო თუ ზოგიერთი ერთი და იგივე სიმღერა ვამღერე ორივე გუნდს, ხალხს ავუხსენი: სხვადასხვა კუთხეში ერთსა და იმავე სიმღერას სხვადასხვანაირად მღერიან, ესე იგი, სხვადასხვა პიროვნებაში ხშირად სხვადასხვანაირია ესა თუ ის ჰანგი. ეს მე სცენიდან ავუხსენ ხალხს, რისთვისაც, თუ ყრუ არ იყო რეცენზენტი, ტაშიც დამიკრეს. ამიტომ ასეთი დაჯგუფება შეჯიბრი კი არ იყო, არამედ ხალხის, გემოვნების მრავალფეროვნება და ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობის თავისებურება.

      მტრობითა და შურ-ღვარძლით ავსილმა რეცენზენტმა ვერც ჩემი ახსნა გაიგო და ვერც თვითონ მიხვდა ამას. მისდა სამწუხაროდ, ეს გაიგო ოპერის თეატრში მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ, რომელიც ოვაციებს უმართავდა ერთსაც და მეორესაც.

      მესტვირე იოსებას შაირი მოჰყავს რეცენზენტს, რომლითაც მე მომმართა. მის მიერ სწორად არაა შაირი გადმოცემული. ჩემი მესტვირე არც ისეთი უზრდელი და უნიჭო იყო, ასე უკმეხად ასეთი უშნო ლექსი ეთქვა ჩემთვის. მესტვირეს ვთხოვდი: მღვდელზე რომ შაირი იცი, ის დაუკარ-მეთქი. მან მოსწრებულად და ჩემ საამებლად თქვა:

დამაცადე, მჭედლიშვილო,

ბრძანდებოდე ე მაქანა,

შენ რომ კაი პოეტი ხარ,

მე გგონივარ უჭკვო განა?

      აქაც იმავე შემოსავლის ამბავი ატყდა. ვიღაცამ უთხრა გლეხებს, იოსებ მჭედლიშვილი გატყუებთო, მაგრამ მე სრულიად დამშვიდებული ვიყავ, რადგანაც გლეხთა ცენტრალური სასახლის ბუღალტერიის ხელში იყო ყველაფერი.

      ერთი თვის შემდეგ წავიკითხე აფიშები, რომ შალვა იმედაშვილი ხაშმელების გუნდს ჩამოიყვანდა თბილისში და რუსთაველის საკონცერტო დარბაზში გამართავდა გლეხურ კონცერტს.

      საღამო გაიმართა. მონაწილეობდნენ მხოლოდ ხაშმელები.

      კონცერტი კარგად მოეწყო და კარგადაც ჩატარდა, მხოლოდ მათ არა ჰყავდათ ჯიღაურისთანა მომღერალი. მაინც სასიამოვნო და წასახალისებელი იყო, რომ რუსთაველის დარბაზის სცენიდან ისმოდა ქართული ხალხური შეურყვნელი სიმღერები. ხალხი მას დიდის აღტაცებით ისმენდა, ტკბებოდა და თავისი დედის რძესავით ალალად ირგებდა.

      განსაკუთრებით კარგი იყო ამ საღამოში მეფანდურე ქალისა და ვაჟის გაშაირება. ასეთი ნომერი ჯერ არ შესრულებულიყო სცენაზე

      (გაზ. "მუშის" რეცენზენტს ესეც დაჯგუფება ეგონებოდა). უნდა ისიც აღვნიშნო, რომ შალიკო იმედაშვილის მამამ, ცნობილმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, იოსებ იმედაშვილმა კონცერტს წინ წარუმძღვარა დიდი მოხსენება ხალხური შემოქმედების შესახებ, სწორედ იმგვარად, როგორიც მე გავაკეთე "ქართული ხალხური თეატრის, ლიტერატურისა და მუსიკის შესახებ" 1928 წლის 11 თებერვალს კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში.

მიხეილ საყვარელიძე, ციცქიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი, სიკო ფაშალიშვილი, გალობა, მიხა ჯიღაურის გუნდი, qwelly, chant, galoba
მიხეილ საყვარელიძე, ციცქიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი, სიკო ფაშალიშვილი

      იოსებ იმედაშვილმა ორი საათი ილაპარაკა და ხალხი ძალიან მოაწყინა.

      რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთი "ზარია ვოსტოკა" გამოეხმაურა

      ამ საღამოს და კარგად შეაფასა იგი ("ზარია ვოსტოკა", 1928 წელი, 3 ივლისი, #152).

      ჯიღაურის გუნდი თითქმის განვამტკიცე, მჭიდროდ შევკარ. მიუხედავად არევ-დარევისა, დაუსრულებელი ბუზღუნისა, უგუნური უკმაყოფილებისა, სხვებთან ჩივილისა და შეურაცხყოფისა, ვერა მშორდებოდნენ. მეც ვითმენდი, ვიტანდი ყველაფერს და არაფერს ვიმჩნევდი. რად?! თქვენა გგონიათ, ჩემი პირადი სარგებლობისთვის?

      არა, არა, ათასჯერ არა!

      არაფერი სარგებლობა მე იქიდან არა მქონდა. მე ამას ვჩადიოდი მხოლოდ ხალხური - ეროვნული - იდეისთვის. იქნებ ვინმემ სულელიც მიწოდოს, გაეცინოთ კიდეც ჩემზე, მასხარადაც ამიგდონ, მაგრამ რა ვქნა! ყველანი ხომ ერთნაირები არა ვართ: ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო, - ნათქვამია.

      როცა სულმთლად ჩამოვაყალიბე მიხა ჯიღაურის გუნდი და სახელიც გაითქვა, მე უფრო დიდი წრე შემოვხაზე ქართული ხალხური მუსიკის საქმისათვის. მარტო მიხა ჯიღაურის გუნდი არ მაკმაყოფილებდა: ის მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მუსიკალური შემოქმედების ერთი ნამცეცი იყო, მაგრამ მარტო აღმოსავლეთი საქართველო ხომ არ არის? არის დასავლეთი საქართველოც, რომელსაც თავისი საკვირველი თავისებურებანი ახასიათებს, როგორც ყოფა-ცხოვრებაში, ისე მუსიკალურ ჰანგებში.

      ვინ არ იცის და ვის არ გაუგია გურული კრიმანჭული - ხალხური შემოქმედების განმაცვიფრებელი და მეტად ორიგინალური ჰანგი, რომელსაც დედამიწის ზურგზე გურულის მეტი ვერავინ შეასრულებს. იქნებ ამაში ზოგიერთები არ დამეთანხმონ, მაგრამ მე მაინც ამ აზრისა ვარ.

      მაშასადამე, მარტო ჯიღაურის გუნდი არ იყო საქართველო. ამიტომ კახელების გუნდს დავუახლოვე ალექსანდრე მახარაძის გურული მომღერლების გუნდი.

      ალექსანდრე მახარაძე მეტად მშვიდი, პატიოსანი და უწყინარი, უინტრიგო კაცი გახლდათ. მისი გუნდიც არ იყო სხვისაზე ნაკლები. ჰოდა ეს გუნდი და ჯიღაურისა შევათანხმე დიდი ახსნა-განმარტების შემდეგ. ალექსანდრე მახარაძეს მშვენიერად ესმოდა, რასაც ვაკეთებდი; მისი გუნდის წევრებიც - ზრდილნი, თავაზიანნი, ამასთანავე, კახელების დიდად მოყვარულნი. როდესაც კახელები მღეროდნენ, ისინი სიამოვნებით ყურს უგდებდნენ და ტკბებოდნენ.

      მაგრამ ჯიღაურის გუნდი?

      უზრდელთა, ხეპრეთა და ჯიუტთა ჯგუფი. არც ამ ქვეყნისა ესმოდათ, არც იმ ქვეყნისა და, რაკი ფულის გემო გაიგეს, სულ ფულზედა ლაპარაკობდნენ, სულ შემოსავლის გაყოფაზე დავობდნენ.

      მერე განა ადვილი იყო ამ ჯგუფის გურულებთან დაკავშირება? მთელი ჩემი ნიჭი და ენერგია ამას მოვანდომე, მაგრამ...

      მიხა ჯიღაურის გუნდის წევრები იყვნენ უწიგნური გლეხები, თოხითა და ბარით ხელზე ტყავგადაცლილები. მაგრამ მახარაძის გუნდის მომღერლები?... განა ისინი კი გლეხები არ იყვნენ. ყველანი, თვით ალექსანდრე მახარაძეც, რკინიგზაზე მტვირთავებად მუშაობდნენ: ერმალო სიხარულიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, თეოფილე ლომთათიძე და სხვები. სულ შვიდი კაცი იყო. ჯიღაურის გუნდშიც ამდენივე ითვლებოდა. ამ ორი გუნდის გაერთიანებით ჩვენი ეროვნულ-ხალხური სახე ცოტაოდენ შევავსე. რატომ ავიღე კახეთი და გურია? რატომ გამოვტოვე იმერეთი, სამეგრელო და ქართლი? ქართლი და კახეთი ერთი და იგივეა, ხოლო კახური და გურული სიმღერა, ორი უკიდურესობაა - ერთი ჩამომავლობით და ერთი ძირით.

      საქართველოს თავი აღმოსავლეთის მხრით დაღესტნის მთებზე აქვს მიყუდებული და ფეხებით ზღვაშია ჩაშვებული დასავლეთისკენ. თავიდან რომ დაიწყოთ მგზავრობა და ზღვამდე მიხვიდეთ, შეატყობთ, რომ სიმღერა თანდათან იცვლება და შავი ზღვის პირას, გურიაში, სულ სხვა სახესა და ხასიათს იღებს.

      ამიტომ ავიღე მე თავი და ბოლო. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი ყოფილიყო: ქართლიც, კახეთიც, იმერეთიც, გურიაც, სამეგრელოც, სვანეთიც, რაჭა-ლეჩხუმი-აჭარაც, აფხაზეთიც, მაგრამ ამას როგორ შევძლებდი... ყოველ შემთხვევაში, ვერ შევძელ და ამისთვის ნურავინ მისაყვედურებს.

      ერთი სიტყვით შევკარი მთლიანი გუნდი გურულებისა და კახელებისაგან. აქვე ჩავუმატე მესტვირე - ქართული ხალხური მუსიკის საძირკველი. ხან ბიჭია ბურდილაძე მყავდა, ხან - მეპურე იოსება მესტვირე. ორივენი ნაძალადევში ცხოვრობდნენ.

      წმინდა ქართული კონცერტი გურულებისა და კახელებისა გავმართე რამდენიმე კლუბში და კარგი შედეგი მომცა. კლუბებმა მომთხოვეს ხშირ-ხშირად მევლო მათთან. მაგრამ ვერ მივდიოდი, რადგან სამიოთხი დღის შემდეგ გლეხები მიდიოდნენ ხოლმე სოფლად თავთავიანთ ოჯახებში საქმეების გამო.

      აქ ერთი გარემოება უნდა გავიხსენოთ: როდესაც კლუბებში ვამღერებდი კახელი და გურული მომღერლების გუნდებს, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი ძმები დასცინოდნენ დარბაზიდან გურულ მოკრიმანჭულეებს. და, როცა გურული მომღერლები სიმღერას გაათავებდნენ, ტაშს ძალიან დუნედ დაუკრავდნენ. ისე, თითქო გლახას მოწყალება გადაუგდესო.

      ფოსტა-ტელეგრაფის კლუბში გამოსვლის დროსაც მოხდა ასეთი უგულობა გურული სიმღერისადმი. წავდექი წინ და მოვახსენე:

      მოქალაქენო! ვის დასცინით ან რას დასცინით? თქვენს თავს? რად დასცინით? იმას, რომ გურული სიმღერა განსაცვიფრებელი და ორიგინალურია, არც ერთ ერს მსოფლიოში არ მოეპოვება ამისთანა რთული წყობისა და ტექნიკის სიმღერა. ამას დასცინით? სირცხვილია! სანამ ამისთანა რამეს დასცინებდეთ, კარგა უნდა ასწონ-დასწონოთ. ამიტომ, ვისაც სასაცილოდ მიაჩნია გურული სიმღერები, ვთხოვ, გაბრძანდეს დარბაზიდან!

      ჩემს მკვახე სიტყვაზე ხალხი ისე გაიკმინდა, როგორც ბეღურების გუნდი, ალალი რომ წამოუქროლებს ხოლმე. შემდეგ ისევ გურულები ვამღერე. იმღერეს "შვიდკაცა" და გათავებისას ისეთი ტაში დაჰკრეს, რომ აჯანყებულთა დემონსტრაცია გეგონებოდათ.

      კლუბები რომ სულ მოვიარე და გლეხები გავგზავნე სოფლად, ერთი აზრი შემიჯდა თავში. მარტო საქართველომაც აღარ დამაკმაყოფილა. გადავწყვიტე ქართველებთან ერთად გამომეტანა სცენაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ხალხური შემოქმედებაც, რათა ხალხს ნათლად დაენახა ამ სამი ერის ხალხური მუსიკალური კულტურა, მათი სხვაობა და ხასიათი.

      ამიტომ უნდა მომეძებნა ისეთი კაცი, რომელსაც კარგა სცოდნოდა სომხური ხალხური შემოქმედებაც და აზერბაიჯანულიც.

      კითხვა-კითხვით ასეთ კაცსაც მივადექი.

      ეს იყო ალექსანდრე ოჰანეზაშვილი, საერთოდ აღმოსავლური მუსიკის კარგად მცოდნე. იგი მსახურობდა საქართველოს კონსერვატორიაში - ლექციებს კითხულობდა აღმოსავლეთის მუსიკის შესახებ.

      მოველაპარაკე ოჰანეზაშვილს. მან დიდი სიამოვნებით მიიღო ჩემი წინადადება. როცა ახლო გავიცან, ვნახე, რომ მან მართლა მთელი სიღრმე-სიგანით იცოდა აღმოსავლეთის ხალხის მუსიკა, მათი ყოფაცხოვრებაც და ისიც, რას უკრავდნენ და რას მღეროდნენ.

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოკლორი, ქველი

ნახვა: 783

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters