გიორგი ბაბილოძე • Giorgi Babilodze

1835 - 1931

      გიორგი ბაბილოძე სოფელ მაკვანეთში დაიბადა. მამამისი ყმა გლეხი იყო. ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა ­ გამყივანი, გიორგის ბაბუაც (დედის მამა ­ ზოსიმე გორდელაძე) შესანიშნავი გამყივანი ყოფილა. ასე რომ, გიორგი ბაბილოძე, როგორც ჩანს, წინაპრების კვალს გაჰყვა.

      იგი დღემდე გამყივანის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა მთელს გურიაში.

      გიორგი ბაბილოძეს უსიმღეროდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მომღერალს ახალგაზრდა ვაჟი ტრაგიკულად დაეღუპა. გიორგი ტრადიციის მიმდევარი კაცი იყო და, ცხადია, გლოვაც მამაპაპური იცოდა, მაგრამ საყვარელი ვაჟის დაკრძალვის შემდეგ გიგო ერქომაიშვილს უთხრა: მე რომ არ ვიმღერო, ჩემს შვილს ამით ვერაფერს ვუშველი და სიმღერას კი ვავნებო.

      გიორგი ბაბილოძეს თავისუფლად შეეძლე გამყივანი მაღალ რეგისტრში ემღერა და თუ საჭირო იყო, მშვენიერი ბანიც ეთქვა.

      გიორგი ბაბილოძის გარდაცვალების წელს გაშორდნენ წუთისოფელს ცნობილი მომღერლები: ­ სამუელ ჩავლეიშვილი და ნესტორ კონტრიძე. არტემ ერქომაიშვილმა მათ ხსოვნას უძღვნა:

...პირველ ხმაში ჩავლეშვილი კაკანებდა ვით ბულბული,
წვრილს ეტყოდა ბაბილოძე სხვაფრივ ენა მოქარგული,
ბანს კონტრიძე დასძახებდა, დასტკბებოდა სული, გული,
სიხარულით აგავსებდათ სამივეს ხმა ერთად თქმული.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 234

გამოხმაურებები!

კრიმანჭული კარგად გამოსდიოდა ალბათ ))

გურია მოკრიმანჭულეების ნამდვილი საბადოა.

Kakha_მ თქვა:

კრიმანჭული კარგად გამოსდიოდა ალბათ ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters