ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეხუთე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეხუთე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     ქუთაისში ჩასვლისთანავე, სვიმონ მღვდელმა ლაქუცი დამიწყო, გაიგო სახლების გაყიდვა და ფულების სესხებას მემდურება. მე უარს ვეუბნები, მაგრამ ის მაინც არ მეშვება და ვითომც თავისი ხრიკებით მუქთად ნაშოვარ სახლს მიგირავებს. მე კიდევ არა ვშვები. მე უკვე გავიგე თუ რა კაცები ყოფილან ეს სამი პირი და აღარ ვენდე. მათ შური აიღეს ჩემზე, ბევრი მაწამეს, სიცოცხლე გამიმწარეს, ვალებს უფრო მოუმატეს, ბოლოს საქმე იმითი გათავდა, რომ თავიანთი ვალები, მე გადამახდევინეს! რა მექნა: სტამბა ამიწერეს მათ ვალში და ხომ არ დავკარგავდი! გავიღე ფული და გამოვშორდი მათ. უკეთუ ვისმე სიტყვა გაგრძელებულად მიაჩნდეს, მე ამ სინამდვილეს მოვახსებ: რაც მე ჩემმა მატყუარმა ამხანაგებმა ღალატი, ტანჯვა, ზარალი, ჭირი და შავი დღე დამაყენეს, იმის მცირე-მცირე მოვიხსენე და ათი იმდენი მოუხსენებელად გამოვტოვე. სტამბა კვალად თბილისშივე გადმოვიტანე, დავსდგი გავმართე ელექტრონის მოწყობილობით და საქმეებითაც გაივსო. ამ დროს მე გულ-დაიმედებულმა ეს სტამბა გადავეცი ჩემს ძმისწულებს: კარგ პირობებში.

     ამის შემდეგ მე თავი გავითავისუფლე, ვიშოვნე დრო და გადავედი საშრომლად, დიდად ცნობილ გელათის მონასტერშიდ, ჩემის ნოტებით და საგალობლებით, იგივე გიორგი ეპისკოპოსის დროს 1912 წ. პირველ რიცხვებში.

     ამ დროდგან დავიწყე ნოტის საგალობლებზე ზრუნვა, ყველა დავაწყვე წეს-რიგზე და გადავარჩიე ცალ ხმიანი საგალობლები, რომ სამ ხმაზე დავაწერინო ვისმეს. 1912 წ. ფ. ქორიძე უკვე ცოცხალი არ იყო. აღარ იყვნენ არც დუმბაძეები და არც სხვა კომპოზიტორი გალობის ნოტებზე დამწერი. ამისათვის გელათიდან ქუთაისს მღვდ. რაჟდენ ხუნდაძესთან მივედი და შევეკითხე: მე მაქვს ცალ-ხმაზე ფ. ქორიძისაგან დაწერილი ათასამდე საგალობელნი და ვეძებ იმისთანა მცოდნე მგალობლებს, და კომპოზიტორს, რომ ის ცალფა ხმაზე დაწერილი საგალობლები, სამ ხმაზე გაიწყოს და ნოტებზე გადაღებულ იქნას მეთქი. მან მითხრა: რაღა შორს ეძებ მგალობლებს და გადამღებს! ესენი მე თვითონ კარგათ შემიძლია, ვიგალობო სამ ხმაზე გავაწყო, დავსწერო და გამზადებული გადმოქცე და გადმოცემის დროს ორივემ ვიგალობოთ, ნოტებით, რომ კარგათ მოწონებით იყოს ნოტებზე დაწერილი და გადაღებულია, ხოლო ჩემი შრომის ქირას, სულ ცოტას დაგჯერდები.

     მაგალითად: ჩვენ რომ ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსის დროს, ფილიმონ ქორიძესთან გალობას ვსწერდით, თითო ნომერ საგალობელზე, თითო თუმანს ვახდევინებდით, დასაწერ გადასაცემს და შენ დაგჯერდები, თითო ნომერზე საგალობლის გასაწყობად დაწერაში თითო მანეთს:

     შენ მომიტანე მე ის ცალფა ხმაზე დაწერილი საგალობლები და რამდენი ნომერიც გაწყობილი ჩაგაბარო, იმდენი მანეთიც ჩამაბარო. მე დავთანხმდი, მაშინ გადავეცი ცალ-ხმა საგალობლები და შეუდგა წერას 1912 წელს. ხოლო რომელ დროსაც დამითქვამდა, იმ დროს მივიდოდი მასთან, მის ნაწერებს ვიგალობებდით შევადარებდით და შევასწორებდით. მართალია ზოგიერთი საგალობლები, არ იყო კაი გაწყობილი და დაწერილი, მთუ ვეტყოდი უარგისობას, პირში ვერ ევიცილებდი და არ იჯერებდა, რადგან დაუჯერებელი კაცი იყო; ამ დროს მე ნიშანს უწერდი, იმ საგალობელს, რომელიც არ მომწონდა. ამ რიგად ჩავიბარებდი იმის გადმოცემულს საგალობლებს და ფულსაც მაშინვე ვაძლევდი. ყველა იმ ჩემ მიტანილ საგალობლების წერას მოუნდა სულ ორი წელიწადი და ყველა ამ საგალობლების ჩაბარების დროს, ჩემგანაც ჩაიბარა ჩვენი გარიგებისამებრ, სრული ანგარიში: ათას ოცდახუთი მანეთი. (1025მ.) ამ რიგად მე იმასთან საქმე მშვიდობიანად გავათავე.

     ამის შემედგ, მივედი იქვე ქუთაისში, მგალობელ ივლიანე ნიკოლაძესთან და უთხარი: რ. ხუნდაძეს დავაწერიე ნოტებზე ბევრი სხვა და სხვა საგალობლები, და ზოგიერთი იმათში არ მომწონს, ხელახლა შრომა და გასწორება სჭირდება. ახლა შენ მოგმართე, როგორც ფილიმონ ქორიძის ერთს უუნიჭიერეს მოწაფეს და ისგან გალობის ლოტბარობაშიდაც ფრიად გაწვრთვნილს. მე ვიცი რომ, შენ რ. ხუნდაძეზე ბევრად უკეთესად შეგიძია გალობის გაწყობა და დაწერა. ყველა ეს ხუნდაძისგან დაწერილი საგალობელი, ვერ არის კაი გაწყობილი, ამისთვის გთხოვ რომ, ყველას თავიდგან დავჰყვეთ და კარგათ გავაწყოთ და გავამშვენოთ და შენი მუშაობის ფულს, რასაც მეტყვი მოგცემ მეთქი. იმა მითხრა, მე ეს საქმე დიდ კეთილ საქმე მიმაჩნია, მე რომ ცოლ-შვილი არა მყამდეს, ამ საქმეში ფულსაც არ გამოგართმევდი, მაგრამ შენ რაც გინდოდეს ის მომეცი, მე მადლობელი ვიქნებიო.

     ამის შემდეგ დავიწყეთ ორივე ერთად ამ საგალობელთა ხელახლად გაწყობა და გამშვენება 1914 წელში. ხუნდაძის დაწერილი, იქი, აქა, ზოგ-ზოგი ერთი თუ გამოდგა მარტო, დანარჩენის სულ წაშლა დაგვჭირდა და ხელახლა დაწერა! ვშრომობდით არა გამუდმებით, არამედ დრო გამოშვებით, რადგან ის თავის სამსახურშიდაც იყო, ქუთაისის სობოროს მგალობელთა გუნდს ლოტბარობდა, რადგან ჩვენ დროგამოშვებით ვმუშაობდით, ამიტომ დიდ-ხანს განტანა ჩვენმა შრომამ და გავათავეთ 1915 წ. ამ დროში მას გარდა, ბევრი, სხვა საგალობლებიც დავსწერეთ. ამ ერთგულ შრომისათვის ჩავაბარე ივლიანე ნიკოლაძეს 500 მან. რომელმაც მადლობასთან ერთად მითხრა: თეთრად გადაწერის დროს, თუ ვინცობა არის, საგალობელთა რიგზე მიყოლების დროს, რომელიმე გაუწყობელი საგალობელი დაისაჭიროვოს, მოიტანე და ისინიც გავაწყოთ, რომ მთელი საგალობლები, მთლიანად მშვენიერი და ფრიად სასიამოვნო იქმნესო. და ასედაც ვიქცეოდი ყოველ საჭიროების დროს.

     1917 წ. ჩემი გელათში ცხოვრების დროს შემატყობინეს: ერთი უცხო კაცი გეძებს და შენი ნახვა უნდაო; ამისთვის გამოვედი გარეთ და ვნახე: ქუთაისის გემნაზიის მასწავლებელი ნიკო შარაშიძე იყო და მითხრა: მე ესა და ეს კაცი ვარ.

     მე მაქვს ქართული სიმღერები ნოტებზე გადაღებული და მათი დაბეჭდვა მინდა, ამისთვის ქალაქ თბილისში წავედი და ვიკითხე: ის. ფ. ქორიძის სიმღერები და საგალობლები, რომ დაბეჭდილა სტამბაში, სად არის ის სტამბა? და ან მისი ნოტების ამწყობ დამბეჭდავი?, მითხრეს: ახლა არც ნოტების სტამბა არის და არც ნოტების ასოების ამწყობიო; იყო მართალია ესტატე კერესელიძე, რომელსაც ჰქონდა ამხანაგ მაქსიმე სარაძესთან ერთად გამართული ნოტების საბეჭდავი ქ. თბილისში, რომელიც დიდ-ხანს მოღვაწეობდა კომპოზიტორ ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადარებულ, სიმღერა-გალობის ბეჭდვა გავრცელებაზე, შემდეგ იმან ავისი სტამბა სხვას გადასცა და თვითონ წავიდა გელათის მონასტერში საცხოვრებლათაო!, ახლა ამისთვის მოვედი შენთან, რომ უეჭველი გავიგო, ნოტების ასოები ქუთაიში მესტამბე ი. კილაძეს ჰქონია, მაგრამ ნოტების აწყობა არავინ არ იცის და როგორ მოვიქცე რომ სიმღერები დავბეჭდო? შენ გამომიწყვე საქმეო.

     მე უთხარი: შენ ეს რაც გიკითხავს და გაგიგია, ყველა ეს მართალი არის მაგრამ, ამის შემდეგ, მე რომ ჩემი სტამბა სხვას გადავეცი, იმათ ის კარგათ ვერ აწარმოეს, აიტომ იმათაც სხვაზე გაყიდეს და ყოველი სასტამბო საქმე შესწყდა! ახლა მე ამას გეტყვი: მე ნოტების აწყობა და დაბეჭდვა კარგად ვიცი და კარგად შემიძლია აღვასრულო, მაგრამ მე აქ სამსახურში ვარ, ამ შენი საქმის შესრულებისათვის, თუ დროებით განმათავისუფლებს ქუთაისის ეპისკოპოზი გიორგი, თავისი მოწერილობით, მაშინ შემიძლია წამოვიდე ქუთაისში და შენი სიმღერები ნოტებზე ავაწყო, დაგიბეჭდო და ჩაგაბარო.

     ეს ჩემი დაპირება ძალიან გაეხარდა ნ. შარაშიძეს და სულ მალე მოაწყო საქმე.

     მე ამ საქმის აღსრულებისათვის დროებით გადავედი ქუთაისში და დავიწყე ი. კილაძის სტამბაში სიმღერების ნოტებზე აწყობა, (თუმცა ძალიან არეული დამიხვდა ნოტების ასოების კასა, რადგან ნოტის უცოდინარ კაცს გადაერჩია.) მაშინ ავაწყვე პირველად „ნოტები და მათ განმარტება“, 6 გვერდი და მასთან 18 ნომერი სხვადასხვა სიმღერები, სულ 32 გვერდი და ეს ნამუშევარი საქმე, ნიკო შარაშიძეს პირნათლად ჩავაბარე.

     იმ დროს, როდესაც მე ქუთაისში ი. კილაძის სტამბაში ნ. შარაშიძის ნოტებზე ვმუშაობდი: შემოვიდა ჩემთან სახელ-განთქმული პროფესორი, დიდი მომღერალი და მუსიკოს-კომპოზიტორი, კოტე ფოცხვერაშვილი, გამომეცნო და მითხრა: მეცა მაქვს ნოტებზე ასაწყობი სიმერრები და ამ საქმის შემდეგ ჩემიც ააწყვე, უნდა დავბეჭდო და გამოვსცეო. მეც დავეთანხმე და ავუწყვე მისი შედგენილი და დაწერილი სიმღერები: პირველი „დიდება“, ქართული ეროვნული „ჰიმნი“, N1 ეგრეთვე მეორე ნაირი: „ლაშქრული“; ქართული საომარი სიღერა N2. ეს ორივე გამოცემა ჩემგან პირ-ნათლად ჩაიბარა.

     ამ საქმის მუშაობის დროს, მო მოვახსენე პროფესორ კოტეს: თქვენი ქება მრავალ სხვათაგან გაგონილი მაქვს, და შენი ნახვა გაცნობა, ძალიან მინდოდა. ახლა მოგახსენებთ დალაგებით ჩემი საქმის ამბავს.

     მე და კომპოზიტორ ფილიმონ ქორიძემ, მრავალი საგალობლები შევჰკრიბეთ და ნოტებზე გადავიღეთ! ამ ნაწარმოებიდგან ერთი წიგნი კიდევაც ვანახვიე და შემდეგ დროში: ეს იმას ძალიან ესიამოვნა და ვსთხოვე: თქვენი მხრიდგან ერთგული ხელმძღვანელობა გამიწიე მეთქი. მან მითხრა: დიდი სიამოვნებით, მე ყოველთვის დაგეხმარები მაგ შენ ნოტების საგალობელთა საქმეშიო. და ეს თავისი დაპირება, კიდევაც ერთგულად აასრულად: ყოველთვის მასთან მივდიოდი ვკითხავდი და ის დიდ ხელმძღვანელობას და დახმარებას მიწევდა ყველაფერში: ამ რიგად ბ-ნ კოტემ დიდი შრომა და მოღვაწეობა დასდვა ამ ჩემ ნოტების საგალობლებზედ.

     მისი ერთგული მეცადინეობით: მთავრობასთან იშუამდგომლა, მორიგება მოახდინა: ეს ქართული ეროვნული საგალობელთა სიმდიდრე და საასიქადულო განძი!, მთლიანად გადავეცით, საქართველოს სააკადემიო მუზეუმს, ყველა საგალობელთა წიგნები; და მათგან ყოველ თვურად დამენიშნა მათგან გაცემულ საბუთიან პირობით (როგორც ბოლოს აღნიშნულია ამ წიგნში) ჩემ სოცოცხლის განმავლობაში ნივთიერად დახმარების ფული. ამიტომ დიდ მადლობას უძღვნი, როგორც პატივ-ცემულ მთავრობას, ისე პროფისორ ბ-ნ კოტე ფოცხვერაშვილს.

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 594

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters