1911, Georgian Church Chanting, Qwelly, Razhden Khundadze, chant, folk, galoba, გალობა, გალობა საქართველოში, გალობის ისტორია, გურია, დიდი მგალობლები, იმერეთი, ოქროს ხანა, რაჟდენ ხუნდაძე, სამეგრელო, სრული მგალობლები, ქართული გალობა, ქართული გალობის ისტორია, ქველი, ძველი მგალობლები, წარსული      საზოგადოთ, იმერეთში 1850 წლამდის ისე გავრცელებული იყო ქართული გალობა, რომ თვალსაჩნო ოჯახი ძვირათ მოიპოებოდა, რომ გალობა არ სცოდნოდათ. ღვდელთ-მთავრებს, მთელათ ყველა საეკლესიო წიგნების მცოდნე გალობლები ყავდათ და მთელი საღვთო მსახურება გალობით სწრულდებოდა. დიდსა და საშვლო დღესასწაულებზე ღამის თევით ლოცვა, რომ დაიწყებოდა, საწინასწარმეტყველოს გარდა, რომელ საგალობელსაც თავზე ხმა უწერია ყველას გალობით იტყოდნენ. სახარების გათავების შემდეგ, პირველი სძლისპირიდან დაწყებული მეცხრე გალობის გათავაბამდი, ერთი რომელიმე მუხლის უგალობოთ წაკითხვა შეუძლებელი იყო. ყველა დიდი წმინდის დღესასწაულებზე თუ მთლათ არ იტყოდნენ გალობით, სამწუხრო დასდებლებს და საცისკრო სძლისპირებს მაინც იგალობებდენ. გარდა ამისა, ამგვარ დღეების საგალობლებში ძლიერი, საგულისხმო სიტყვებიანი მუხლები უთუოდ გალობით იცოდნენ.

      აუარებელი გალობაა საეკლესიო წიგნებში დაუწერელი ძველთ გალობლებთაგან შესხმათ თქმული, საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებისა და სხვა წმინდანების სახელობაზე (გალობის ხმაზე თქმული), როგორც სასულიერო შინაარსის, აგრეთვე საერო, რომელიმე გარემოების გამომხატველი, რომელსაც მოლხენის დროს იტყოდნენ ნადიმზე. ღამისთევითი ლოცვაში, თუ ორი გუნდი გალობდა, ორი კანანარხი ყავდათ. "იმიერ და ამიერ" ტიბიკონისამებრ. დაიწყებოდა ლოცვა თუ არა, მოაწყდებოდა ეკლესიას ლოცვის მსმენელი, ასე, რომ ეკლესიაში ტევა ძლივს იყო. ამგვარ საღვთო მსახურების მოსმენით, სულით და გულით დამტკბარნი მლოცველები, სრულიად ვერ ამჩნევდე გალობის მიზეზით ლოცვის სიგრძეს; წმინდა, საღვთო აზრებით გადაცებულნი, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, ძლივს, ძლივს, სულ გვიან ურიგდებოდენ საამქვეყნო ზრუნვათა ფიქრს და მოქმედებას, რადგან სასოებით დამტკბართ, კვლავ გულიდან არ შორდებოდათ ეკლესიაში ნაგრძნობი სულისა და გულის დამამშვიდებელი საღვთო სიტყვები და ყურთა სმენის დამტკბობი, ზეცად გონების აღმავლენელი ხმები. ამ დროს ქართულ გალობას "ოქროს ხანა" უდგა ჩვენში და დიდებულათ ყვაოდა იგი. ერთაშორის კი, ქორწილი და ნადიმი ნახევარ ლოცვას წარმოადგენდა: თან სმა-ჭამა და მხიარულება იყო და თან ღვთის სადიდებელი სძლისპირების ღაღადი. რომელ ქორწილსაც გალობა არ ამკობდა, არ ამხიარულებდა, ის ქორწილი უმნიშვნელო იყო. ჯერ "მამაო ჩვენოს"-ს იგალობებდენ და მერმე ლხინის პირველად ღვინის დალოცვიდანვე დაიწყებდნენ ასე: "დიდება აქვს ღმერთსა, ღმერთო გაუმარჯვე სტუმრებს და მასპინძელსა, - შენდობა ბატონო".[1] სამ დღეს რომ გაგრძელებულიყო ნადიმი, ერთსა და იმავე გალობას არ გაიმეორებდენ. რომ სხვადასხვა გალობების სათაურები მის-მის დროზე დაუგვირანებლად მოგონებოდათ, ამისთვის გალობლებს შემდეგ ხერხი ქონდათ შემოღებული: დაიწყებდენ პირველად ისეთ გალობას, რომელნიც "ა"-ით იწყებოდა; შემდეგ "ბ"-ნით და ასე "ჵ"-იემდისაც დავიდოდნენ თუ საჭიროება მოითხვოდა. ასე გავრცელებული იყო ჩვენში ქართული გალობა; მეტისმეტათ უყვარდათ, მეტისმეტათ პატივცემული იყო საზოგადოებისაგან კარგი გალობელი და ამიტომაც ყველანი სიამოვნებით და გულმოსდგინეთ სწავლობდენ და კიდევაც კარგად და მტკიცეთ იცოდნენ.

      ამის შემდეგ ნელ-ნელა "დრონი იცვალნენ", ახალი სწავლა-განათლების სიომ დაბერა და ახალი, მოზარდი, თაობა მას დაეწაფა. სიყრმიდან მუდა დღე, მუდამ წამში, უცხო ხმების ყურში ჩაბერვამ, ძალაუნებურათ შეაჩვია, შეუსისხლხორცა უცხო ხმები, ისე რომ ქართული ხმები ქართველის სულსა და გულს ძველებრივის მეასედათაც ვეღარ ათბობს (მე უფრო, გადაგვარებულებზე მოგახსენებთ). გალობის სასწავლათაც ყველანი სლავიანურისა და უცხო ხმების სასწავლათ მიილტვის, რადგან აქედან მეტს ლუკმას მოელის და ასე ამ გვარათ იკლო ქართული გალობის გავრცელებამ საზოგადოთ ჩვენში და დღეს მეტს ყურადღებას თხოულობს იგი, რომ კვლავ შემობრუნდეს. შემობრუნებისათვის კი, მიუცილებელი საჭიროა, ისევ, იმ ძირი გალობიდან დაწყება, რომლიდანაც მომდინარეობს გურულ-იმერული რთული და გავარჯიშებულ - გადაკრიმანჭულებული გალობა, რომელიც ასე ძნელი შეიქნა მისი შესწავლა გავრცელება თავის სიძნელით (ვგულისხმობ ჩვენი ხელმძღვანელობით ქორიძისაგან გადაღებულ გალობას, რომელიც კეც-კეცათ აწყვია, უძრავათ). ვფიქრობ, ეს ჩვენგან გამოცემული წირვის გალობა იქნება ანბანი ამ მოხსენებული ძვირფასი გალობისა. ამ კილო სადა გალობის გავრცელების შემდეგ, ეგებ მაინც ეღირსოს მასაც დაბეჭდვა-გავრცელება. ეს ჩვენგან გადაღებული გალობა არის, სადა და მარტივი, საადვილო კილო, რომელსაც გალობდენ ჩვენში თითქმის უკანასკნელ დრომდის. ის გალობის ბრწყინვალე ხანა, რომელსაც ჩვენ ზემოთ "ოქროს ხანა" ვუწოდეთ, ვერ ითმენდა გავარჯიშებულ გალობას და საუკეთესო გალობლებთან ვერავინ გაბედავდა ერთხელვე დაფუძნებული კილოს სხვაგვარათ შებრუნებას. ყველანი და ყოველგან სადა კილოზე გალობდენ. გალობის გავარჯიშება (ხმის ტრიალი) შემოიღეს, როგორც ვიცით გურიის უკანასკნელი მთავრის მამიას დროს, გურიაში.[2] ამ დროიდან ნელნელა გავრცელდა იმერეთისა და მეგრელიის ეპარქიებშიაც. ამ უკანასკნელათ, ბოლო დროს სადა კილოზე აღარც კი გალობდენ ეკლესიაში. ამგვარათ, სადა კილოს სწავლება გადავარდა იმ მოსწავლეთა შორის, ვინც ნამდვილ გალობლათ არ ემზადებოდა, რომელიც იშვიათათ ჩთებოდა და ისე ვინც სწავლობდა, პირდაპირ გავარჯიშებულათ სწავლობდა, რომ მაშინვე თქმა დაეწყო გალობლებთან, ეკლესიაში. ამ მიზნით, ვისაც პირველათ სადა კილოზე არ უსწავლია გალობა, ის ყოველთვის დაშორებულია გალობის ბუნებრივ სინამდვილეზე და ვერც შეატყობს თვითნ სწორეთ გალობს, კილოს შეთანხმებით, თუ არა. ვისაც პირველათ სადა კილოზე უსწავლია გალობა, მას ყოველთვის ახსოვს ნამდვილი მოტივი, კილო, უცვლელათ და თუ ავარჯიშებს, კილოს შეთანხმებით აწარმოებს ხმის ტრიალსა და სასიამოვნო მიმოხვრას. ამგვარათ, კილო (სადათ თქმა) არის საფუძველი გალობისა და გავარჯიშება იმის შედეგია.

      სასწავლებლებში გალობის მასწავლებლობამ უტყუარათ დამარწმუნა, რომ გამშვენებული და ხმის ტრიალით გალობის სწავლება და გავრცელება ყოვლად მოუხერხებელია. ეს მე ძალიან მალე შევამჩნიე და რადგან სპეციალისტი და მუსიკალურათ განსწავლული არ ამოჩთა ისეთი, რომელსაც ეტვირთა ეს შრომა, ხარჯი და გადაეღო, ეს სკოლებში მიუცთმელათ საჭირო გალობა სადა კილოზე, მე თვითონ შეუექი ამ შრომას, სადა კილოზე გალობის გადაღბას. გადავიღე წირვის წესები, ღამისთევის და სხვა მრავალი საგალობლები. ამის საჭიროება მოვახსენე იმერეთის სამღვდელოების დეპუტატთა კრებას. კრებამ გადაწყვიტა, რომ პირველათ დაბეჭდილიყო წირვის წესები ერთ ხმაზე, მერმე ღამისთევის ლოცვები და სხვა და სხვა. დაიბეჭდა მართლაც წირვა, პირველი ხმა, მაგრამ დანარჩენი დარჩა მხოლოდ გადაწყვეტილება ქაღალდზე. ასეა ყოველთვის საზოგადო საქმე. დღეს ამ წირვის გალობის პარტიტურათ გამოცემა იტვირთა ბ. ესტატე სოლომონის ძე კერესელიძემ, რისთვისაც დიდი მადლობის და პატივისცემის ღირსია, რასაც ჩვენც სიხარულით მივეგებეთ.

      აქ ჩვენი შეძლებისა და გვარად ავსწერეთ, თუ რა მდგომარეობაში იყო ქართული გალობა ჩვენში და დღეს რა მოსპობის ხანას განიცთის ყველა ვხედავთ. ჩვენმა წინაპრებმა მეტის შრომითა და ღვაწლით შექმნეს ეს ძვირფასი ქართული ხმები, ქართული გალობა. სირცხვილია ჩვენთვის, დღეს, მეოცე საუკუნეში, ამ დიდებული რამ გამოგონების ხანაში, ძველთაგან და დღემდის მოწევნილი გალობა რომ დავკარგოთ. ეს გალობა ჩვენი, ქართველი ხალხის გულიდან ამოღებული ჰიმნია; იმ დროს შექმნილი და ქართველთა სულსა და გულთან შესისხლხორცებული, როცა სარწმუნოება მტკიცე, ძლიერი იყო და როგორც ქართველთა ხმები, ისე ენა-ზნე, წესი და ყოველი ელფერი ქართველს თავისი საკუთარი ჰქონდათ და არ იყო შერეული გადამახინჯებული სხვათა წაბძვით. ამ მხრით გულსაკლავია დღეს გალობის მდგომარეობა ჩვენში. ქართული ხმები გარყვნეს, გადაამახინჯეს. ხმებს მარტო წირვის წესზე ვამბობთ; აბა "რვა ხმათა" და დღესასწაულის საგალობელთა შესწავლის მსურველი სადღაა?! . . . ვინაც ორიოდე ნოტები შეისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან! . . . ყველა მონდომებულია სხვა და სხვა გვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს ე.ი. ქართული სიტყვები მოუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ. სამწუხარო ის არის, ერთი მასწავლებელი და მათი მოწაფეები, მეორე სასწავლებლის მასწავლებელთან და მათ მოწაფეებთან ვერ იტყვიან, რადგან ყოველ სასწავლებელში თავისებურებაა. ამ გარემოებით და ხალხის თქმულებით: ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობსო - გავბედე და ვაწვდი ამ ჩემს მცირე შრომას, ვისაც ქართული გალობის მასწავლებლობა უკისრია, იხელმძღვანელოს ამ შრომით და ნუ დაიკარგება, იმ საცოდავ მამაპაპათაგან (საცოდავი ჩვენ ვართ, ისინი კი, დიდებულნი) ნაშთი და ნაგალობევი ეს წირვის გალობა მაინც და დაკარგვათ ის აუარებელი და უთვალავი გალობათა დაკარგვაც გვეყოფა რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, თ რომ მას არ გამოუჩთება აღმადგენელი ღვთის მოყვარე და საქმის მოკეთე ამ მცირე ხანში, რადგან მერე, დღეს რაც დაუკარგავია, იმის მცოდნეც აღარ გვეყოლება, კიდევაც რომ მოინდომოს ვინმემ მისი აღდგენა.

      ჩვენში, პირველ დაწყებითი კილოს წირვის გალობისა, ყოველთვის მარტივი იყო. ღვდელთ-მთავრის წირვაში კი, უფრო რთულათ ამბობდენ. რადგან წირვის წესთაგან ზოგი გალობები სხვა და სხვა გვარათ იგალობება, ჩვენ ვეცადეთ და გამოვკრიბეთ და რაც უფრო საადვილო იყო ის დავწერეთ, მისთვის, რომ სახეში გვქონდა გაადვილება შესწავლის მსურველთა და განსაკუთრებით სოფლის სკოლების მასწავლებელთა და მოწაფეთათვის. აგრეთვე ვინეცადინეთ, რომ ბევრი ნიშნები არ ქონოდა, რომელიც სწავლების დროს სიძნელეს შეადგენს (ბემოლები, დიეზები, ატკაზები და სხვა). თუ ზოგიერთი გალობები დაბალი, ან მაღალი ტონით არიან დაწერილი, გონიერ ლოტბარს ყოველთვის შეუძლია მოსწავლეთა ხმის შესაფერი ტონით აგალობოს. ზოგან თითო ტაკტსი ერთის მაგიერ ორი ნოტები დავსწერეთ; ერთ წყებას მაღლა აქვს ფეხებ და ერთ დაბლა; ან ერთ უნდა ითქვას და ან მეორე. ჩვენ არ შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ეს წიგნი შეუცთომელი გამოცემაა. შეიძლება ბევრი შეცთომაც იყოს შიგ, მაგრამ ამას კი ბეჯითად ვიტყვით, რომ კილო ქართული, მამაპაპურია და უცხო ხმებით შეუბღალავი. ვისურვებ, რომ ეს წიგნი გამხდარიყოს ჩვენი ქართული გალობის გავრცელების მიზეზათ.

მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე

1911 წელი


[1] აქ იწყებოდა სადღეგრძელოები, რომელსაც "მრავალჟამიერ" მოჰყვებოდა. როდესაც ნადღეგრძელები სამადლობელს დალემდა, მგალობლები "მადლობელი ვარ"-ს იტყოდნენ. ლხინის წესრიგი კი ასეთი იყო: მეფე დედოფლის სადღეგრძელოს გათავების შემდეგ მაყრულს იტყოდნენ, "მეფეო". მერმე: "უკუნისამდე", "ქორწილი წმინდა", "მოსვლისა შენისა", "გვირგვინი მკლავმა ძლიერმა დაგადგა", "განეღო სასძლო, განემზადა ქორწილი", "ევრიდა" და სხვა და სხვა . . . ეს გალობები ჭრელებია, გრძელი და სასიამოვნო საყურებელი თავისი კილო მიმოხვრით. ყოველი სადღეგრძელოს დასასრულ იწყებოდა სხვადასხვა "სძლისპირ-საგალობლები". სადღეგრძელოებზე გალობა შეჩერებული იყო. ასე, ამგვარათ გრძელდებოდა ლხინი.

[2] მთავრის დროს იყვნენ საუკეთესო მგალობლები: იოანე ცქიტიშვილი და მგალობელი ანთაძე (ნიკოლოზ); მთავრის გუნდს ანთაძე ლოტბარობდა და დედოფლისას ცქიტიშვილი. მთავრის გალობლები კილოზე გალობდენ, დედოფლის ვარჯიშით. საჭიროთ მიგვაჩნია აქვე აღვნიშნოთ 1840 წლიდან ყოფილი საუკეთესო და მთელი გალობის მცოდნეთ ცნობიი გალობლები:

იმერეთის ეპარქიაში 1) დავით ჩხარელი (ასე უძახდენ) შოთაძე; 2) არქიმანდრიტი სიმონ (წულუკიძე); ძმა მისი 3) თავადი ყარიმან წულუკიძე; ძმანი 4) სინო, 5) იოანე, 6) ბესარიონ კანდელაკები; 7) ოქროპირ კანდელაკი; 8) გოგინა დავითის ძე შოთაძე; 9) სიმონა კუტი ფირცხალავა (ხონის "სობოროზე" იყო და ავრცელებდა გალობას); 10) ანტონ ქუთათელაძე, დეკანოზი (ამ ანტონს, როგორც გამიგონია ჭალაგანიძის ქალი ყავდა, რომელიც სრული მგალობელი იყო); 11) ნიკიფორე კანდელაკი სინოს ძე, არქიმანდრიტი (როგორც ვიცით, მთელათ წიგნები იცოდა გალობით, მარა ცუდი ხმის მიზეზით აღარ გალობდა; სამაგიეროთ ძლიან საქები კანანარხი იყო);

გურიაში: 12) იოანე ცქიტიშვილი; 13) გალობელი ანაძე (ასე უძახდენ) ნიკოლოზ; 14) დეკანოზი იოანე გოგიტიძე; 15) მღვდელი გიორგი დუმბაძე; 16) ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე; 17) დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე (დღესაც არის); 18) იულო დუმბაძე; 19) ღვდელი მაქსიმე ჩხარტიშვილი; 20) მაქსიმე წეროძე;

მეგრელიაში: 21) გიორგი ჭალაგანიძე (გურიიდან გადმოსახლებული); 22) დიმიტრი ჭალაგანიძე; 23) როსტომ ჭალაგანიძე; ძენი მისნი 24) ოსია, 25) გიორგი, 26) დიტო ჭალაგანიძეები (დიტო დღესაც არის); 27) გიორგიტა გეგეჭკორი; ძე მისი 28) იოანე გეგეჭკორი; 29) არჩილ ივანეს ძე გეგეჭკორი; 30) სიკო გეგეჭკორი; თავადნი: 31) დავით (დათიკა) ჩიქოანი (მთავრის სახლთ უხუცესი); ძმა მისი 32) იოანე ჩიქოანი; 33) ჭყონდიდელ-მიტროპოლიტი ბესარიონ (მთავრის დადიანის ძე); ამან ზედმიწევნით იცოდა ქართული გალობა და როცა 1813 წელს ჟამმა ამოწყვიტა მეგრელიაში გალობლები, ამ ბესარიონ მიტროპოლიტმა ასწავლა სრული გალობა ზემოთ დასახელებულ როსტომ ჭალაგანიძეს და მით შემოაბრუნა მეგრელიაში გალობა.

ესენი ზემოთ ნაჩვენებ დროის საუკეთესო და სრულ მგალობელაგან დავასახელეთ. 70-იან წლებიდან კიდევ იყვნენ საზოგადოთ იმერეთ-გურია-მეგრელიაში და ზოგნი დღესაც არიან 12 საუფლოს მცოდნე მგალობლები, რითაც გათავდა ძველ საუკეთესო გალობელთა ნაშთი აუარება გალობის მცოდნენი, რომელთა მსგავსი აწი შეუძლებელია მოვძებნოთ. აი კიდევ ის მგალობელნი: ნიკო მეძმარიაშვილი; ოქროპირ კანდელაკი (მღვდელი); ივლიანე წერეთელი (მღვდელი); რაფიელ კანდელაკი; ნიკოლოზ კანდელაკი; თავადნი: დათო გუგუნავა, მელქისედეკ ნაკაშიძე; არჩილ დადიანი; ჯამბაკურ გურიელი; ძმები მისი: ტელემაგუ და ვახტანგ გურიელები; ყურამან თავდგირიძე; სეფე გუგუნავა; სიმონ გუგუნავა; აგრეთვე: არისტო ქუთათელაძე; ნანო ხაბთასი; ნესტორ კონტრიძე (მღვდელი); მელიტონ ქელბაქიანი; თეიმურაზ გეგეჭკორი; მ. სვანიძე; ალექსანდრე ჟღენტი; იესიკე ჟღენტი; დავით ჯინჭარაძე (მღვდელი); მერაბ ცქიტიშვილი; კონსტანტინე თავდგირიძე; ასლან ერისთავი (რაჭისა) და სხვა;

შენიშვნები:

  • წერის ავტორისეული სტილი დაცულია.
  • ინტერნეტ სტატიის სათაური არ შეესაბამება ავტორისეულ სათაურს. ტექსტი აღებულია წიგნიდან "ქართული საეკლესიო გალობა" და აღნიშნულ წიგნში რაჟდენ ხუნდაძის აქ წარმოდგენილი სტატია წინასიტყვაობად არის წამძღვარებული. 

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ, ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი:

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_ისტორია, გურია, იმერეთი, სამეგრელო, სტატიები, ქველი

ნახვა: 1005

გამოხმაურებები!

სვანური საგალობლების ნოტებზე ჩაწერა ესტატე კერესელიძი ხელნაწერებშიც არ დასტურდება, მართლაც საინტერესო იქნება. 

Kakha_მ თქვა:

ქართული გალობა სვანეთში, საინტერესო იქნება ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters