ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეორე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეორე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

← დასაწყისი

     1884 წლიდგან, ესტატე კერესელიძემ დავიწყე ერთად მაქსიმე შარაძესთან ზეპირი გალობის სწავლა, მელქისედეკ ნაკაშიძისაგან; იმდენად გამიტაცა გალობის სწავლამ რომ ვეღაც კი მოვშორდი, და დიდ-დიდ სამზარეულო ადგილებს, რომელიც იყო თილისის "კრუჟოკი" და სხვა სასტუმროებს, (რომელშიადაც ვმსახურობდი) გაურბოდი და გალობას ვეტანებოდი. ამ რიგად მე და მაქსიმე შარაძე გავხდით ერთმანეთთან ერთგული მეგობრები და თანა-ძმა ყოველ კეთილ საქმეებში. ვხედავდი რომ, სხვა ამხანაგები შემოეცალნენ, თუმცა დადიოდნენ კაბინეთში მაგრამ ფულით არ ეწეოდნენ; ყოველივე ხარჯს თავის საკუთარი ფულიდგან ასწორებდა და სხვებს არასა სთხოვდა, ამასთანა კეთილ-მოქმედ კაცს, მეც მხარი დაუჭირე, სხვები რო ჩამოშორდა, მე უფრო შეუერთდი და ყოველ ხარჯებს ჩვენ ორი კაცი ვსწევდით, ამასობაში გაგრძელდა ექვსი წელიწადი და მეშვიე 1890 წელს, მოვისურვეთ საბეჭდავი სტამბის შეძენა. ამაზედაც იტყოდა ხოლმე მაქსიმე: იმისათვის კი არ გვინდა სტამბის შეძენა, რომ ფული მოვიგოთ და მდიდრულად ვიცხოვროთო, არა, არამედ იმისთვის რომ ჩვენი სტამბით ბევრ კეთილ საქმეს აღვასრულებთო. მეც მომეწონა ეს აზრი და შევთანხმდით სტამბის შეძენის შესახებ.

     სწორედ ამავე 1890 წელს გამოეწერა თავის თვიური ჟურნალის საბეჭდავად და გამოსაცემად სომხის მღვდელს ნიკოლოზს, რომლის გვარი არ მახსოვს, გერმანიის უპირველეს საბეჭდავ მანქანათა ფაბრიკიდგან, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდა: დიდი და მშვენიერი ახალი მსწრაფლ-მბეჭდავი მაშინა, სამი ათას მანეთად ღირებული. და რადგან იმას რუსის მთავრობამ ნება არ მისცა სტამბის გახსნისა! ამის გულისათვის, თავის ახლად გამოწერილ სტამბის გაყიდვა დააპირა, და სწორედ ჩვენ შევხვდით და ეს ხსენებული საბეჭდავი მანქანა, ეგრევე საკაზმავი, საჭრელი და საპრესი მანქანები დაგვითმო იმავე ფასებში, როგორც თვითონ ეყიდა მის ანგარიშის ჩვენებით, და ჩვენგან იმ პირობით: რასაც ის ჩვენთან დაბეჭდავდა, ჟურნალს თუ ანუ სხვას, ნახევარ ფასში. ასეოები კი მისი იყო. იმავე დროს გუბერნატორისაგან სტამბის გახსნის ნებართვა მივიღეთ, ამ ფირმით: "მ. შარაძე და ამხ. სტამბა." ეს ჩვენი ახალი შეძენილი სტამბა გავხსენით ნიკოლოზის ქუჩა N21, იმ სახლში, სადაც თვით ილია ჭავჭავაძე სცხოვრობდა და თავისი გაზეთ "ივერიის" რედაქცია იქვე მოთავსებული ჰქონდა. ხოლო ქართულ რუსული და ფრანგული ასოები, ასოთ-ჩამომსხმელ მადერისაგან შევიძინეთ მეტი ნაწილი ნდობით.

     სტამბის ამხანაგები ვიყავით ჩვენ ოთხი კაცი: მ. შარაძე, ე. კერესელიძე, ვასილ გძელიძე და ივანე ზაქარაშვილი. ჩვენ ერთმანეთ შორის იყო ამ ნაირი პირობა დაწერილი:

     ჩვენ ოთხი ამხანაგები, ესა და ეს პირნი, ვსდებთ ერთმანეთ შორის ასეთ პირობას:

     სტამბაში ყველა ამხანაგებმა უნდა ვიმუშაოთ და სტამბისაგან რაც სარგებლობა შემოვა, უნდა მოვახმაროთ, საზოგადო საკეთილ-მოქმედო საბეჭდავ საქმეებს: ქართული ზნეობრივი წიგნებისა და წიგნაკების ბეჭდვა, გალობის გავრცელება ერთა შორის. ნოტებზე გალობის გადაღება და ბეჭდვა და სხვა... ჩვენ ვიმუშაოთ უჯამაგიროთ და ხარჯი კი საერთო თანხიდგან. თუ ჩვენ ამხანაგთაგანი ვინმე ავათ გახდებოდა, საერთო თანხით მორჩებოდა, და თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი კუთვნილი სტამბა და ყოველივე შეძენილი ქონება რჩება მის დანარჩენ ამხანაგებს, ამავე დადგენილ საკეთილო მიზნის გაგრძელებისა და აღსრულებისათვის. ასე რომ, მემკვირეობაზე და ნათესავობაზე, მიცვალებულის კუთვნილი ქონება არ გადადიოდა, და ეს ჩვენი ასეთი პირობა, ნათესავებმაც იცოდნენ. და ჩვენც უნდა გვეცხოვრა წმინდა და პატიოსანი ცხოვრებით.

     ამ რიგად დავიწყეთ სტამბის წარმოება ხსენებულ ადგილზე 1891 წელს: ვბეჭდავდით გაზ. "ივერიას", სომხურ ჟურნალს, რუსულ "сельск. хозяиств. журнал" და რუსულ "кавказски календар"-ს. ეგრეთვე ვალერიან გუნიას გამოცემებს: "ცნობის ფურცელს" და საქართველოს კალენდარს სურათებით. ეგრეთვე იაკობ გოგებაშვილის ყოველ გვარ სასკოლე, სამოსწავლო წიგნებს. ეგრეთვე რუსულ, ქართულ და სომხურ გამოცემულ წიგნებს და ყოველ-გვარ საქმეებს. ამავე დროს ვბეჭდავდით ჩვენ გამოცემულ წიგნაკებს და ვეტანებოდით ქართულ გალობის გავრცელებას მსურველთა შორის.

     ამ დროს ბაზრის ქუჩიდგან გადმოვიტანეთ, ჩვენი უფასო სამკითხველო და საგალობო "კაბინეთი" ჩვენივე სტამბის გვერდით, ქუჩის მხრისკენ, საკუთარი შემოსასვლელით.

     ამავე 1891 წელს გაგვაცნო მ. ნაკაშიძემ გამოჩენილი მსახიობი და მუსიკოსი ფილიმონ ქორიძე, რომელიც იმ დროს ქ. თბილისში იმყოფებოდა. ამისთვის ეთქვა ჩენი ამბავი და მოიყვანა ჩვენ კაბინეთში ერთ საღამოს, და რო გვნახა მუშაობის შემდეგ ყველა შეგროვილი, წიგნების კითხვას და გალობას ვეტანებოდით, ძალიან ესიამოვნა!, მან გვითხრა: ახლა ჩამოვედი, ჯერ ბინა არა მაქვს ნაქირავებიო, ჩვენ უთხარით: ოღონდ ნოტები გვასწავლეთ და ჩვენ ბინასაც მოგცემთ და სასწავლებელ ფულსაც მოგართმევთ. მთხოვნელი ვართ, ასევე კარგად ვიცოდეთ ნოტები რომ თქვენი დაწერილი საგალობლებით ჩვენცა ვგალობდეთ მეთქი. იგი ამ თხოვნაზე დაგვეთანხმა და გვითხრა: კარგი, ნოტებს გასწავლით და მასთან სიმღერებსაც, თუ რომ წარმოდგენებში გამყვებითო. ჩვენ თანხმობა გამოუცხადეთ და იმ დროსვე ერთი სუფთა ოთახი წყლით მოწყობილი მივეცით საცხოვრებლად და ამასთან თვიური ჯამაგირი, თვეში ათი თუმანი დაუნიშნეთ სტამბის შემოსავლიდგან. ამ რიგად დაიწყო ჩვენთან ცხოვრება და ნოტების სწავლება. შეგვროვდით არჩეული ხმები ხუთმეტი კაცი და გვასწავლიდა ნოტებს. ჩვენ ხუთმეტ კაცში, სამმა თავი დაანება და თორმეტი დავრჩით. ერთ თვეში კარგად გავეცანით ნოტებს და მერე თანდათან სიმღერების სწავლას შეუდექით. შემდგომად სამი თვისა, წარმოდგენებში წავყევით, კარგად და ფრიად სასიამოვნოთ ვასრულებდით კონცერტების წარმოდგენებს.

     ერთი წლის შემდეგ ნება გამოვითხოვეთ ფილიმონისაგან, ჩვენის მოუცლელობისა გამო მესტამბეები, სამი კაცი წარმოდგენებში წასვლას ვერ ვიცლით მეთქი და ნება დაგვრთო.

     1981 წელს, ვკითხეთ ფილიმონს: თუ სადმე არის რუსეთი ქალაქებში ნოტების შრიფტი (ასოები) ჩვენ გვინდა გამოვიწეროთ და შევიძინოთ მეთქი, გვითხრა: მოსკოვში უნდა იყოსო, იმიტომ რომ ვიცი რომ, მე შევხვედრივარ იქაურ სტამბაში ნოტებით დაბეწდულ სიმღერა გაობის წიგნებსაო. იქ მიკითხვა და გამოძებნა უნდაო. ამის შესახებ იფიქრა მაქსიმე შარაძემ და მივიდა ილია ჭავწავაძესთან საკითხავად და უთხრა: გვსურს ნოტების ასოები შევიძინოთ, აქ თბილისში არ არის მისი შრიფტი, გვითხრეს მოსკოვში არისო, ხომ არავინ გყავს იქ ნაცნობთაგანი კაცი რომ მივსწეროთ და გვიშოვნოს ნოტების შრიფტი?

     მან უთხრა: როგორ არა, მყავს იქ კარგი მეგობარი ქართველი კაცი, პროფისორი ალ. ხახანაშვილი, ის მოგიხერხებს მაგ საქმესო. თვითონაც წერილი მისწერა და მაქსიმესაც მისი მისამართი გადასცა; ამ მისამართით, მისწერეთო. ჩვენ მივსწერეთ და შემდგომად მან მოგვწერა: ნოტის ასოები არის მხოლოდ ამ ნაირიაო. ნიმუში გამოეგზავნათ, რომელიც იყო სულ ძველებური მოდა, ოთხ-ოთხ კუთხიანები. ეს ნოტების ნიმუში უჩვენეთ ფილიმონს და სთქვა: ეს არ ივარგებსო, ეს კი არა, ახალი სისტემა უნდა, რომელსაც ახლა ხმარეობენ სიმღერა გალობაზეო. ჩვენც ასე მივწერეთ. და ზედ-მეტად მივსწერეთ: თუ შეიძლება ეგ ნოტები უსწავლელად ააწყოს, იმისთანა კაცმა რომელმაც ნოტები კარგად იცის, ასოთ ამწყობი და დამბეჭდავიც კარგი არის? იმათ გამოგვიგზავნეს, ნოტების კასის პრეისკურანტი და მოგვწერეს: ამ პრეისკურანტის მიხედვით, ყველაფერს კარგათ შეასრულებსო. ერთი თვის შემდეგ ნოტების ასოები მივიღეთ, სამი ათას მანეთად ღირებული; ჩვენ ძალიან გაგვეხარა ნოტის ასოების მოღება 1891 წელს 10 დეკემბერს. ეს იყო მთელი საქართველოში პირველი შემოღება ნოტების ასოებისა.

     ნოტის ასოები ჩავარჩიე იქიდგან თან გამოგზავნილ ნოტის კასაში, მის პრეისკურანტის მიხედვით. მაშინ დავიწყე ჯერ პატარ-პატარა მისი აწყობა. პირველ შემთხვევაში, ნოტებზე დაწერილი მრავალ-ჟამიერი ავაწყვე, უჩვენეს მისი ანაბეჭდი ფილიმონს და მაქსიმეს და დიდად გაიხარეს. ამ დროს ჩვენ და ფილიმონმა მივსწერეთ ქუთაისში ეპისკ. გაბრიელს: გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ნოტებზე გადაღებული ქართული საგალობლები, ჩვენს სტამბაში ნოტის ასოები შევიძინეთ და მსურველი ვართ დავბეჭდოთ და გავავრცელოთ მთელ საქართველოში.

     ეპისკ. გაბრიელს ძალიან სასიამოვნოთ დარჩენოდა ეს კეთილი ამბავი. მან მოუწოდა გალობის აღმადგინებელ კომიტეტს და ეგრევე სხვებს: უთხრა მათ: აი, ეს წერილი მივიღე ჩვენი ნოტებზე დაწერილ გალობის შესახებ, და გვთხოვენ: ეგ საგალობლები ჩვენ გადმოგვეცით და დავბეჭდავთო, თქვენ რას იტყვით? ჩემი ფიქრკი კი ეს არის, შეიძლება რომ ჩვენ ეგ ვერ დავბეჭდოთ, რადგან რომ მაგის დაბეჭდვას ბევრი ფული უნდა, ჩვენ ფული არა გვაქვს და ტყულა აქ რო იდვას შეიძლება დროდა განმავლობაში სრულებითაც დაიბნას და დაიკარგოსო. ამ რიგად გადასწყვიტეს თბილისში ე.ი ჩვენ სტამბაში გამოგზავნა დასაბეჭდად: საგალობელი წიგნები რო მივიღეთ გადავშინჯეთ და შიგადაშიგ წიგნებში ფურცლები იყო ამოჭრილი და საგალობლების რიცხვი აკლდა, ეს ამბავი მივსწერეთ ეპისკ. გაბრიელს, გაბრიელმა მაშინვე თავისი სეკრეტარი მიიხმო და უთხრა: რატომ აკლია საგალობლების ფურცლები და სად და როგორ დაკარგეთო?!

     მაშინ სეკრეტარს გაახსენდა, რომელიც დავიწყებოდა და უთხრა: შარშან მასწავლებელ ბენაშვილმა მთხოვა: ნება მომეცით რამდენიმე საგალობლები გადმოვიწეროვო, მე ნება მივეცი და თუ იმან ფურლებში შიგა და შიგ ამოაკლო, ეს მე არ ვიცოდი. მაშინვე გააფრინეს კაცები მის სახლში, თვითონაც შინ იყო. მაშინ იმან ძებნის შემდეგ, სრულიად შეუფერებელ ადგილს იპოვეს ფურცლები და მოუტანეს სეკრეტარს. მან ფოსტით გამოგზავნა, და მივიღეთ ნოტები. ეს ფურცლები თავ-თავის ადგილს ჩავაწეპეთ და შეიქნა სრული წიგნები.

     ამის შემდეგ მომავალი 1892 წლიდგან დავიწყე ნოტების აწყობა, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში კარგად შევისწავლე ნოტების აწყობა, და შემდეგ ჩვენსავე ასოთ ამწყობლებს კონსტანტინე სალუქვაძეს და ძმ. ნიკოლოზ და დავით დალაქიშვილებს ვასწავლე, ჯერ ნოტები და მერე ნოტების აწყობა; იგინი რო აწყობდნენ, ფილიმონი კარიქტურას ასწორებდა და დედანზე ადარებდა, ვბეჭდავდით 1500 ეგზემლიარს N1 პარტიტურა ლიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისა და გავათავეთ 1895 წელს.

     ამ წიგნზევე დაგვჭირდა ნოტის ასოების დამატებითი კვალად გამოწერა და მიმატება.

     ამასთანავე ვბეჭდავდით ამავე წიგნის ცალკე წიგნად დაწყების ხმას. კიდენ ცალკე წიგნად, მოძახილის ხმას და კიდენ ცალკე წიგნად ბანის ხმას. ასე რომ გალობის გუნდის მმართველს ეჭიროს ხელში გალობის დროს სამი ხმიანი პარტიტურა და მგალობლებს კი თავ-თავისი ხმის წიგნები.

     ამ ხსენებული წიგნების ბეჭდვის დროს დავბეჭდეთ, თვით ფილიმონის შედგენილი ნოტების სასწავლო სახელმძღვანელო წიგნი, 1500 ეკზ. ეგრეთვე მისივე დაწერილი 15 ნაირი გურულ-იმერულ კილოზე სიმღერები, და ესენი ყველა დაბეჭდულები მასვე გადავეცით, მისსავე სასარგებლოდ.

     კვალად ამავე დროს 1894 წ. დავბეჭდეთ ნოტებზე გადაღებული ქართლ-კახური გალობა, რომელიც არტისტ იპოლიტოვ ივანოვს დაეწერა წირვის-წესი, ძმათა კარბელაშვილების გასწორებით და ეპისკოპოს ალექსანდრეს გამოცემით.

     დაიბეჭდა 1902 წ. პარტიტურა N2. 80 გვ. პირველ-შეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა.

     დაიბეჭდა პარტიტურა N3 28 გვ. მიცვალებულთა წესის-აგებისა.

     დაიბეჭდა პარტიტურა N4 82 გვ. ბრწყინვალე აღდგომის საგალობელთა.

     დაიბეჭდა პარტიტურა N5 74 გვ. 1908 წ. სადღესასწაულო განიცადეებისა.

     დაიბეჭდა პარტიტურა N6 1906 წლიდგან, ყოველ სადღესასწაულო საწირვო საგალობელთა რომელიც დაიბეჭდა 18 ფორმა 864 გვ. და უნდა დაბეჭდილიყო 22 ფორმა და მით დამთავრდებოდა ეს წიგნი. მაგრამ ბეჭდვის დროს დაიკარგა ყველა ეს დაბეწდული ფორმები ქუთაისში, ქუთაისის სამღვდელოების ღალატით და ბრალით 1910 წ.

     1893 წელს ჩვენთან ყოფილმა მეოთხე ამხანაგმა: ივანე ზაქარაშვილმა გვითხრა: მე ცოლ-შვილიანი კაცი ვარ, უჯამაგიროთ სტამბაში ყოფნა ხელს არ მაძლევსო. მოითხოვა თავისი შემოტანილი საამხანაგო ფული, მიიღო და გავიდა. მის მაგივრად მივიღეთ მეოთხე ამხანაგად, ბაგრატ არშაკუნი, ტომით სომეხი, იმანაც 1894 წელს გვითხრა: მე ეჩმიძინში უნდა წავიდე, გამოითხოვა თავისი შემოტანილი საამხანაგო ფული, მიიღ და წავიდა.

     ჩვენი სტამბის საამხანაგო პირობით და ხელშეკრულებით, წესი ასეთი გვქონდა: თუ ვინმე ჩვენი სტამბის ამხანაგთაგანი მოისურვებდა სტამბიდგან განსხვლას, სტამბიდგან წაიღებდა მარტო იმდენ თანხას, რამდენის შემოტანილი ექნებოდა. და არა მეტს და არც ნაშრომს. ამავე 1894 წელს შემოგვიამხანაგდა სტამბაში, სპირდონ ლოსაბერიძე თავისი მცირე თანხით 900 მ. რომელიც (როგორც შემდეგ ამოირკვა) თურმე იმას სურვოდა, რომ გამდიდრებულიყო სტამბის შემოსავლიდგან, და არათუ სამბისათვის სარგებლობა მიეცა! მის შემოსვლის შემდეგ ვამჩნევდით რომ შემოსავალს გვპარავდა, სტამბაში ცუღლუტობდა და არას აკეთებდა.

     1898 წ. ჩვენი მესამე ამხანაგი, რომელიც იყო ვასილ გძელიძე, იგი ძალიან დიდი მშრომელი და მშვიდობიანი კაცი იყო, სამწუხაროდ დასნეულდა და 1899 წ. გარდაიცვალა. მისი წილი სტამბის ქონება (როგორც პირობა გვქონდა) ჩვენ დანარცენ სამ ამხანაგს დაგვიტოვა. თუმცა იმისა დის-წულები ჩვენთან სტამბაში მუშაობდნენ, და დამწუხრებულნი უნაწილოდ დარჩნენ.

     ამის შემდეგ 1901 წელს, რუსის მთავრობამ სტამბა დაგვიკეტეს და ნება არარ მოგვცეს წარმოებისა, გვაბრალებდნენ პროკლამაციეების დაბეჭდვას, თუმცა დასამტკიცებელი საბუთი ვერაფერი ნახეს.

     ერთი წელიწადი სტამბა დაუქმებული იყო, ამ დროს მ. შარაძე ძალიან მძიმე ავათ-მყოფობაში ჩავარდა, ნამეტანი ჯავრისაგან, რომ სტაბის გაღება ვერაფრით ვერ მოვახერხეთ. მეორე წელს 1902: ჩვენი დიდად ერთგული, გიმნაზიის მასწავლებელი; არისტოვლე ვასილის ძე ქუთათელაძის სახელით და პასუხის-გებით ნება გამოგვივიდა სტამბის გაღებისა. ამ დროს მ. შარაძე ცოტათი გამორჩა და განვაგრძეთ მუშაობა ნოტებისა და სხვა... მაშინ ვსთხოვეთ ფილიმონ ქორიძეს: ქ. ოზურგეთში წასვლა და დუმბაძეებისაგან ნოტებზე გალობის გადაღება; მან გვითხრა: კარგი იქნება, მაგრამ მე იქ ფორტოპიანოს ვერ წავიღებ, თუ მიყიდით ფისგარმონიას, მაშინ წავალ და გადავიღებ მხოლოდ, თვიური ჯამაგირი იგივე ათი თუმანი თვეში, და რამდენსაც გადავიერბთ, იდენი სამ-სამი მანეთი მომეცეს თითო ნომრის დაწერაშიო. ჩვენ დავეთანხმეთ და ფისგარმონია გამოუწერეთ, და როცა მივიღეთ, მაშინ წავიდა გურიაში უმთავრეს გამოჩენილ მგალობელ ანტონ დუმბაძესთან, რომელიც იგიც დაგვეთანხმა თითო გალობის სამ-სამ მანეთად გადაცემას.

     ფილიმონ ქორიძეს დავალებული ჰქონდა ჩვენგან: 1-ლი რომ მთლიანად სძლის-პირების საგალობელნი გადაეღო უკლებლად. - მეორე დავალება: მთელი წლიური სადღესასწაულო საგალობლები ყოველ ნაირი; მასთან სხვადასხვა უცხო და ჭრელი საგალობლები. - მესამე დავალება: რომ დაეწერა ყოველ-გვარი რვა ხმების საგალობელნი. - მეოთხე დავალება: რაც ქუთაისში საზოგადოების ხარჯით საგალობლები დაიწერა; თუმცა ძლიერ კარგი დაწერილია, როგორც გამშვენებული ვარდიში, მაგრამ უეჭველი საჭიროება მოითხოვს, რომ ყველა იგინი, კილოს ხმითაც დაიწეროს.

     მათ დაბინავებისათანავე დაიწყეს მოღვაწეობა, მტკიცე და მხნე შრომა. ყოველ თვეში მოგვდიოდა ხოლმე მათი ნაშრომი ნოტები და ჩვენც უგზავნიდით მათ აღთქმულ საშრომს. ანტონ დუმბაძე იხმარებდა ხოლმე (როცა თვითონ არ ეცალა) თავის შვილს დავითს და ეგრეთვე: სვიმონ მოლარიშვილს; ამ რიგად გალობის წერა შეუფერხებლად სწარმოებდა. და ამ წესით დიდ-ძალი საგალობლები დაიწერა, ზოგი სამ-ხმაზე და ზოგიც ცალ-ხმაზედ, მიტომ რომ, უფრო ბევრსა სწერდენ და ჩვენი სურვილიც ის იყო, რომ დაუწერელი არ დაგვრჩენოდა, მოძახილის და ბანის დაწერა, შემდეგ დროებშიდაც შესაძლებელად მიგვაჩნდა.

გაგრძელება...

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 1064

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters