ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     1882 წელს თბილისის ქალაქში სცხოვრობდა მაქსიმე როსტომისძე შარაძე. იგი იყო გურიიდგან ოზურგეთის მაზრის, სოფელ ეწერიდგან. და მსახურებდა ეკსპედიტორად გაზ. "ივერიის" რედაქციაში. (ჩვენ დიდ მგოსნის ილია ჭავჭავაძესთან) მან თავისი კეთილი ცხოვრებით, ყველასი გული მოიგო, და არ იპოვებოდა ქალაქში იმისი მომდურავი, ან ძვირის მთქმელი კაცი: ყველა იმისი მაქებარი იყო. როგორც მართალი, მოწყალე, კეთილ-მოქმედი და სხვისი დამხმარე, ყველასთან ავაზიანი, მშვიდობიანი და საქმის ერთგული. დ რაცხდენ მას ძლიერ სანდოდ და გონიერკაცად, ამიტო მთლად იმას ებარა გაზ. "ივერიის"საეკსპეციო წარმოების საქმეები. და ისე სახელოვნად უღოდა, რომ რედაქცია ხშირად მადლობის წერილებს მიიღებდა გაზეთის მომწერელთაგან, შეუფერხებლად გაზეთების მიღებისათვის.

     მაქსიმეს უყვარდა: ზნეობრივი წიგნების კითხვა და გატაცებული იყო ქართული გალობის სმენითა და სიყვარულით. ამისთვის ჯერ გაიცნო მდაბიო მოსამსახურეთა რიცხვი და ყველას თავისი გულის-პასუხი გადასცა, თუ რა კარგი იქნებოდა უფასო წიგნთ-საკითხავი დაარსონ, მდაბიო ხალხთა სასარგებლოდ, და მასთანავე შემოიღონ ქართული გალობის სწავლა. - ყველას ეს აზრი ძალიან მოეწონათ და გულითადი თანხმობა გამოუცხადეს მას, მაშინ მაქსიმემ უთხრა მათ: თქვენ ხომ იცით, მე მაქვს თვეში 25 მანეთი ჯამაგირი, და ამ ჩემს ჯამაგირს მთლად შევსწირავ და მოვამდომებ ამ კეთილ საქმესო, ოღონდ თქვენც დამეხმარეთ, თვიურად რამე შემოიტანეთ საძმოთ ამ კეთილი საქმისათვისო. ყველამ თანახმობა გამოუცხადეს და ფულიც შეაგროვეს ვისაც რა ჰქონდა და შეეძლო.

     ამ ფულებით ჯერ ბინა დაიქირავეს ბაზრის ქუჩაძე, (სასულიერო სემინარიის ქვემოდ) ერთი დიდი სუფთა ოთახი საკუთარის შესასვლელით, ეს იყო 1882 წ. სახლის ქირას თვეში აძლევდენ 25 მან. მასთან შეიძინეს შკაფები, სტოლები და ყოველ-გვარი ზნეობრივი წიგნები, და იმ დროის ჟურნალ-გაზეთები და სხვა...

     ამ რიგად მოაწყვეს უფასო წიგნთ-საკითხავი მდაბიო ხალხთათვის, და დაარქვეს: "კაბინეთი". ექვსი თვის განმავლობაში, ეს ამბავი მივიდა ეგზარხის ყურამდე, თუ ამა და ამ ადგილას შემდგარან ქრისტიანობის მოწინააღმდეგე გუნდიო. ეგზარხმა მაშინვე მისწერა ადგილობრივ ბოქაულს: ბოქაული მივიდა და უთხრა: ვინ არის თქვენში მოთავეო?, მაშინ წარმოსდგა მაქსიმე შარაძე და უთხრა: მე ვარ ამ საქმის მოთავე და გამგეო. წაიყვანეს მაქსიმე შარაძე და საპყრობილეში ჩასვეს; სამი დღის შემდეგ ეგზარხის ბრძანებით წარსდგა მაქსიმე მის წინაშე. ეგზარხმა დაწვრილებით გამოიძია, გამოიკითხა, თუ რა აზრით, რა განზრახვით და რა სურვილით იყვნენ იგინი შეერთებულნი. ამ ნაირი გამოძიებით ეგზარხი დარწმუნდა, რომ ამათ კეთილი ტრფიალება და სურვილი ჰქონიათ გულში და არა სარწმუნოების გარდაქმნაო. მხოლოდ ეს დანაშაულობა არის: მე რომ არ დამკითხებიანო, მაგრამ ესეც საპატიო არის, რადგან გამოუცდელები ყოფილანაო. მაშინ ეგზარხმა მაქსიმეს ნება-დართო ეწარმოებია "კაბინეთი" ქართული სამგალობლო, და იგივე უფასო წიგნთ-საკითხავის წარმოება გაეგრძელებინა; მხოლოდ წეს-კანონით. წეს-დება შეადგინეს და მასვე დაამტკიცებინეს. ეგზარხმა მაშინვე დანიშნა მათთვის ორი დეკანოზი, ამ კაბინეთის ზედა-მხედველად, რომ არაფერი ურიგო არ მომხდარიყო და ექადაგნათ ამ შეკრებულ მდაბიო წრისათვის.

     ამ ორ დეკანოზისაგანი მხოლოდ ერთი პეტრე კონჭოშვილი ხშირად მოდიოდა ჩვენთან კაბინეტში, გლახა ამინდების დაურიდებლად. ბევრი კარგი და საჭირო სიტყვები ვისმინეთ და გავიგეთ ჩვენ მის მრავალ კეთილ ქადაგებიდგან.

     წმ. გიორგობის დღეს: (10 ნოემბერში) შევიდა მაქსიმე ქვაშუეთის ეკლესიაში; იქ გალობდა მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე თავისი გუნდით, მაქსიმეს ძალიან მოეწონა მათი გალობა! სხვათა-შორის. იგალობეს იმათ: წმ. გიორგის ტროპარი: "ტყვეთა განმათავისუფლებელო", ამ გალობის დროს მაქსიმეს უკვე გული აუჩვილდა ად ტირილი დაიწყო და ამბობდა: თურმე რა ტკბილი და კარგი გალობები ყოფილაო!. გული დაიშოშმანა, და ეკლესიიდგან რომ მგალობლები გამოვიდნენ, მივიდა მაქსიმე და გამოეცნაურა მელქისედეკ ნაკაშიძეს და სთხოვა: თქვენი კარგი გალობა ჩვენც გაგვიზიარე და გვასწავლე ჩვენცაო. მელქისედეკი დაჰპირდა შინაზე მოსვლას და გალობის სწავლის დაწყებას. ეს იყო 1885 წ.

     ეგზარხისაგან ნება-დართული წესდება, მაქსიმემ სტამბაში დააბეჭდინა 1886 წ. და გვქონდა სახელმძღვანელოთ ყველა მასში შემავალთა. ჩვენ მდაბალ მოსამსახურეთა, ახალი შემდეგარი მცირე წრე შევსდგებოდით ათი-თორმეტი კაცისაგან და წესად გვქონდა: დილით ექვსი საათიდგან ცხრა საათამდი ღია იყო "კაბინეთი" სამგალობლო წიგნთ-საკითხავი. და საღამოს 4 საათიდგან 10 საათამდის, იმიტომ რომ სხვა დროებში არ ეცალათ მდაბიო მოსამსახურე ხალხს მოსვლა.

     კერძო შემომავალი ხალხი ბევრი შემოდიოდა, როგორც ქართველები ეგრეთვე ოსებიც და სხვა...

     ერთ დროს მოსულა მ. ნაკაშიძე (როგორც დაპირება ჰქონდა), მოსდგომია გარედგან შემოსასვლელ კარებს. გაჩერებული ყურს-უგდებდა, აბა რას შვრებიანო, შენიშნა რომ, გალობას რამდენს დაიწყებდენ იმდენს შეეშლებოდათ. მაშინ მელქისედეკს გულმა აღარ მოუთმინა, და შევიდა შიგნით; ყველას მშვიდობა და გამარჯვება უთხრა, შემდეგ დასხდენ და გალობაზე ლაპარაკი დაიწყეს. მაქსიმემ უთხრა: ოღნდ გალობა გვასწავლეთ და ფულს რამდენიც გნებავს მოგართმევთო. მელქისედეკმა უთხრა: მეც მინდა რომ დაგეხმაროთ და თქვენ რაც გინდათ ის მომეცითაო. და აღუთქვა საღამ-საღამოებით ვივლიდა თქვენც ეცადეთ ვისაც გალობის სწავლა სურს ყველა ერთად იყოთო.

     მეორე დღის საღამოს მელქისედეკს თავისი მგალობელთა გუნდი შეეგროვებია, მივიდნენ კაბინეთში საგალობოთ, მათ იგალობეს და ყველა იქ დამსწრეებმა ისმინეს, და ძალიან აღტაცებაში მოვიდნენ. მაშინ ვისაც ხმა ჰქონდა თუ არ ჰქონდა, ყველამ გალობის სწავლა მოინდომეს. შემდეგ დღეებში დაარჩია თუ რომლებს უფრო შეეძლო სწავლა დამაგრება.

     გალობას ყველაზე უფრო ნიჭიერად და ჩქარა სწავლობდა მ. შარაძე, და მასვე ავალებდა მელქისედეკი, რომ დილ-დილობით მას დაესწავლებია სხვებისათვის. ამ რიგად დაიდვა წესად და ჩვეულებად მოსვლა და თავის დროზე წასვლა. ხშირად მოიყვანდა დეკ. პეტრე კონჩოშვილი ეპისკოპოზ ალექსანდრეს და მათის შემოსვლისათანავე, გახარებული იტყოდა: გამარჯობა ჩვენო საქართველოს შვილებო!, ქართველებო, გურულებო, იმერლებო, მეგრელებო და ოსებო! ეცადეთ, ეცადეთ!. ხოლო ჩვენ დამხდომი მგალობლები, მათ შემოსვლისათანავე ღირსაარსს უგალობდით და მერე დასხდებოდენ სამუსაიფოდ. ეპისკოპოსი ალექსანდრე მაშინვე წამოიძახებდა ხოლმე: აბა გურულებო, იმერლებო, ერთი "სული-გული" მიგალობეთ სული-გულიო. მაშინვე აღვსდგებოდით და ვიგალობებდით და შემდგომ ამისა, სხვა რამეებსაც გვაგალობებდა! - და ამით ძლიერ გახარებული იყო. ბოლოს მათი წასვლის როს, კიდევ ღირსაარსის გალობის თქმით გავისტუმრებდით. ასე გრძელდებოდა ჩვენი ცხოვრება; და ხუთი წლის განმავლობაში, ბევრი საგალობლები შევისწავლეთ ჩვენ მისგან.

     ეს დროები იყო, როდესაც იტალიის ოპერების დიდი მომღერალი: ფილიმონ ქორიძე იტალიიდგან ჩამოვიდა ქალაქ თბილისში, რომელსაც ყველა ტომი ხალხი, დიდის დიდებით და პტივისცემით მიეგება მას.

     შემდეგ დროში, მელქისედეკმა მოისურვა ფილიმონის გაცნობა, მივიდა მის ბინაზე და ერთმანეთის გაცნობით, ორივემ ფრიად ისიამოვნეს... მაშინ მელქისედეკმა ჰკითხა: ამბობენ რომ ქართული გალობა, ნოტებზე ვერ გადავა, ვერ დაიწერებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ კი რუსულად არის და სხვა ტომთა ენებზე გადაღებული და დაწერილი, რატომ ქართულადაც არ უნდა შეიძლებოდეს? ფილიმონა უთხრა, როგორ არა!, ქართული სიმღერა და გალობა კარგად შეიძლება, რომ ნოტებზე გადავიღოთ და დავსწეროთო. მაშინვე კიდევაც უჩვენა ფილიმონმა ქართული სიმღერები ნოტებზე დაწერილი, უმღერა და დაარწმუნა რომ ნოტებზე ყველა ნაირი ხმა და სიტყვები დაიწერებაო. მაშინ მელქისედეკმა განაგრძო: გურიის დიდი მგალობლები: ანტონ, გიორგი, დავით დუმბაძეები და სხვები, რომელთაგან მისწავლია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ეროვნული დიდება და ცოდნა, ნოტებზე იქმნეს დაწერილიო, რადგან დროს განმავლობაში ემცნევა, რომ სრული ქართული გალობის მოსწავლენი მცირდება და ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მცოდნე მგალობლებიც დაიხოცებიან და გალობაც დაეკარგებათ ჩვენს მომავალს თაობასო.

     მაშინ ფილიმონმა უთხრა: მართლაც რომ დიდათ საჭირო არის, ჩვენი ეროვნული სიმღერა და გალობა ნოტებზე დაიწეროს, ამიტომ მე ჩემის მხრიდგან ძალიან ვეცდები, რომ ეს საკეთილო საქმე ფეხზე დავაყენოთო. მას დროსვე მოილაპარაკეს თუ, როგორ მოიქცნენ ამ საქმის შესახებ. ფილიმონმა უთხრა: შენ შენის გუნდით მოდით აქავე, აგერ დასაკრავი ფორტოპიანო, თქვენ იგალობეთ, მე დაუკრავ და დავსწერო. დანიშნულ დროს მოიყვანა მელქისედეკმა თავისი თანა შემწე მგალობლები; ფილიმონმა უთხრა მელქისედეკს: დაიწყეთ გალობა რომელიც უნდა დავსეროთ, ჯერ რამდენჯერმე გამეორებით სთქვით, რომ ვისმინო და დაუკრაო; მელქისედეკმა და მისმა ამხანაგებმა დაიწყეს ჭრელი საგალობელი: "განმანათლებელი ჩვენი". ფილიმონმა უყურა-უყურა და მერე სთქვა: ჯერ-ჯერობით კრიმანჭულებს ნუ დავსწერთ, სანამ გაუჩვევალი ვართ, და როცა გავეჩვევით, მაშინ კრიმანჭულებიც შეიძლება და ქაჯურიც. ამიტომ მე ვფიქრობ რომ, ჯერ წირვის წესის საგალობლები დავსწერო პატარ-პატარა, და როცა რომ დავასრულებთ წირვის წესს, მაშინ ვიგალობოთ კიდეც და ამითი დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ შესაძლებელი არის ქართული გალობის ნოტებზე დაწერა-გადაღება და გალობა. ეს რჩევა მოსაწონი გახდა, და დაიწყეს წირვის-წესის გადაღება 1884 წ. სწერდნენ თავისუფალ დროებში და როცა დაასრულეს ერთი წირვის - წესი, მაშინ ფილიმონმა სთქვა: ახლა მე ეს ჩემ ხოროს უნდა ვაგალობებიო, რომელთა არ იციან ქართული გალობა, თუმცა ჩემ ხოროში რუსებიც არიან მომღერლები და ერთად რუსებთან რო ვიგალობებთ, მაშინ საზოგაება უფრო დარწმუნდება, რომ რუსებმაც კი იგალობეს ნოტების საშვალებით ქართული გალობაო.

     ამ რიგათ გააწყო ფილიმონმა ახლად დაწერილი გალობა; ჯერ აგალობა აქ თბილისში, ყველასთვის სასიამოვნო და გასაკვირველი გახდა! და ფილიმონმა საზოგადოებისაგან დიიდ ქება და მადლობა მიიღო. შემდგომ ამისა, ქუთაისში მისწერა ფილიმონმა გაბრიელ ეპისკოპოსს: ჩვენ აქ ქალაქ თბილისში ნოტებზე გადავიღეთ და დავსწერეთ იმერულ კილოზე წირვის - წესის საგალობელი და თუ ნებას მოგვცემთ ჩამოვალთ და თქვენს საზოგადოების თანადასწრებით ვიგალობებთ?.

     ამ წერილით გაბრიელ ეპისკოპოსმა დიდად გაიხარა, და მაშინვე პასუხი მოსწერა ფილიმონს:

     დიდათ მოხარული ვიქნები, პირიქით იმ დროსთვის ბევრ გამოჩენილ პირებსაც დავისწრებო.

     ფილიმონმა მიიღო პასუხი და მოემზადა თავისი გუნდით ქუთაისში წასასვლელად.

     ეპისკ. გაბრიელმა მისწერა წერილები სხვადასხვა ადგილებში, სადაც გამოჩენილი პირები და მგალობლები იყვნენ: დანიშნულ დროს მოვიდნენ გურიიდგან, დიდი მგალობლები: ჯაბა გურიელი და მისი ძმა ტელემონი თავისი კრებით; აგრეთვე ანტონ, გიორგი, დავით დუმბაძეები, და მათთან სხვა მრავალნი. ქ. ხონიდგან და მარტვილიდგან, მოვიდნენ დიდი მგალობლები: დიმიტრი ჭალაღანიძე თავის გუნდით, და ვასილ და არისტოვლე ქუთათელაძეები. და სხვა მრავალი. რაჭა ბარაკონიდგან მოვიდნენ დიდი მგალობელი ასლან ერისთავი, თავისი მგალობლებით. ნიკორწმინდიდგან მგალობლები კანდელაკები. დაბა ჩხარიდგან, დიდი მგალობლის დავით ჩხარელის მგალობლები. ეგრევე გელათიდგან შოთაძეები და კანდელაკები. ჯრუჭიდგან და საჩხერიდგან, მგალობლები წერეთლები და სხვები.

     ყველა აქ ხსენებულ პირებს, საკვირველად მიაჩნდათ, თუ როგორ შეიძლება რომ, ქართული გალობის ხმები ქაღალდზედ დაიწეროსო, და ამიტომ სახალისო საკვირველ ამბის გასაგებად მივიდნენ და სიხარულით დაესწრნენ.

     დანიშნულ კვირა დღეს, გაბრიელ ეპისკოპოსი ქუთაისის სობორში წირვას შეუდგა, ამავე დროს ფილიმონ ქორიძე თავისი გუნდით სამგალობლოზე შესდგნენ; ამ დროს ჩავარდა ხალხში ჩუმი სიტყვა: რუსებმა ქართულად უნდა იგალობონო!. ხალხი ისე ბევრი იყვნენ რომ შიგნით და გარეთ აღარ იტეოდა.

     დაიწყეს წირვა და დაიწყეს გალობაც, ყოველი ხალხი განკრძალულად იდგნენ და სულ სმენად იყვნენ გადაქცეულნი. ფილიმონ ქორიძემ და მისმა გუნდმა, ძლიერ მტკიცედ და მშვენიერად აღასრულეს მთელი საგალობლები. ფილიმონი თავის დიდ ბანს ხანდახან გაურევდა ხოლმე გალობის დროს! და ყველა აღტაცებული შეიქმნენ ტკბილი გალობის სმენით.

     გაბრიელ ეპისკოპოსმა და მასთან ყველა გამოჩენილმა ხალხმა, დიდი საქები და სადიდებელი სიტყვები მოახსენეს ფილიმონს, რომლების სიტყვების შინაარსი ეს გამოიხატებოდა:

     ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა, განათლება, ჩვენ ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას, მძლავრის ხმით დასძახა: აწი უნდა აღდგეო! და ჩვენი ბუნებათა ხმათა სიმშვენიერე, და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა ბრწყინვალედ იდიდებოდესო.

     ამის შემდეგ მივიდნენ ფილიმონთან გალობის მცოდნე პირები და უთხრეს: ჩვენ ყველა დარწმუნებულები შევიქენი, მით რომ, თურმე ქართული გალობა - სიმღერის ნოტებზე დაწერა შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ ეს რათ გინებებიათ რომ, ზოგიერთი გალობები, მაგ. რომელი - ქერუვიმთა, დავითარცა მეუფისა და შენ გიგალობდი, გადაქმნილი და გადაგვარებული ხმით დაგიწერიათო, ასე რომ თავის ბუნების ხმაზე არ დაგიწერიათო?, ფილიმონი შეჩერდა და სთქვა: კარგათ მოგეხსენებათ, მე ქართული ზეპირი გალობა არ მისწავლია, მე ვიცი ნოტები, ნოტებს რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებსთ და მე რაც მიგალობეს, ის დავსწერე და ის ვიგალობეთ და კანონიერი გალობა იყო თუ უკანონო, ის მე არ ვიცი, ეგ გადამცემლის ბრალიაო. მაშინ მისცვინდნენ მელქისედეკ ნაკაშიძეს და დიდ ბიაბროშაში ჩაგდეს, როგორ გაბედე!? გალობებს თავის ბუნების ხმას უკარგავ და გარდაქმნილს და გარდაგვარებულად აწერიებო! ამითი ჰკარგავ შენ გალობის ღირსებას და შენი თავის პატივსაცაო.

     ამ დროს, სანამ ყველა მგალობლები იქ იყვნენ, შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, სთქვეს:

     ვსთხოვოთ გაბრიელ ეპისკოპოსს, რომ ჩვენი გალობა, რომელსაც ვგალობთ მასთან და ყველგან, ნოტებზე დავაწერიოთ; ამაზე თხოვნა მიართვეს, ეპისკ. გაბრიელმა ეს თხოვნა მიიღო და სთქვა:

     მეც ძალიან საჭიროდ მიმაჩნია, რომ ჩვენი ქართული გალობა ნოტებზე დაიწეროს, იტომ რომ, მე როგორც ვამჩნევ, ჩვენი გალობის მცოდნეები თანდათან მცირდებიან, და ბოლოს და ბოლოს მთლადაც დაგვეკარგება, თუ ეს ნოტებზე არ დავაწერიეთ. ამ დიდ საქმისათვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაც. ამაზე ფილიმონი დაითანხმეს და მერე თანხის ძებნას შეუდგენ. ამისთვის დაარსა ეპისკ. გაბრიელმა ქ. ქუთაისში 1884 წელს: ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტი, რომელმაც ეპ. გაბრიელის თავ-მჯდომარეობით გადასწყვიტა: დაევალოს მთელ მის ეპარქიაში შეძლებულ გლეხებს გარდაიხადონ ორ-ორი მანეთი გალობის აღსადგენად და დასაწერად; ამაზე ეპ. გაბრიელმა მიმართვები დაგზავნა თავის ეპარქიაში და შეაგროვეს ფული 500 თუმანი.

     მაშინ გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა აღმოირჩიეს მგალობლებთაგანი სამი კაცი: დიმიტრი ჭალაგანიძე, რაჟდენ ხუნდაძე და ივლიანე წერეთელი, რომელთაც უნდა გადაეცათ ფილიმონისთვის გალობები. ხოლო მეოთხე კაცი ანტონ დუმბაძე იყო დანიშნული, როგორც თავი მგალობელი და მათი ზედამხედველი, და ამიტომ ხშირად ესწრებოდა ხოლმე მათ გალობის წერის დროს. გალობის წერა დაიწყეს ქ. ქუთაისში 1885 წელს და დაასრულეს 1886 წელს. მათი მორიგება გალობის წერისა და გადაცემისა იყო ასეთი:

     ყოველ თვითეულ ნომერზე, გინა დიდი გალობა ყოფილიყო, გინა პატარა, იღებდენ თითო თუმანს ხელფას, და მერე შუაზე იიყოგდენ, ნახევარი ფილიმონს, როგორც გადამღებელს და შავათ და თეთრად დამწერს, და ნახევარი სამივე მგალობლებს; ხოლო ანტონ დუმბაძეს ფასი არ აუღია. ამ რიგად დასწერეს მათ ორი წლის განმავლობაში, ხუთას თუმნად, ხუთასი ნომერი. საგალობელნი, ვარდიშით და განმშვენებით, მხოლოდ დაიწერა, იმისთანა საგალობლები, რომელნიც ყველაზე უფრო საჭირო იყო წლის განმავლობაში, მაგალითად: სამი წირვის - წესი: ვასილი დიდისა, იოანე ოქროპირისა და გრიგოლი დიოლოღოზისა.

     მოყოლებით გარდაღებულ იქმნა: მეცხრე სძლისპირებში. კატავასიეები (დასაფარებელნი სძლის-პირნი). მიცვალებულის წესის აგება. პანაშვიდის წესი. ქორწინების წესი. - სადღესასწაულო ტროპრები. და ზოგიერთი დიდ-მარხვის საგალობელნი.

     ეს საგალობელნი იყო და არის ხუთ წიგნად და ყველა წიგნებზე აწერია დღესაც გადამღებელი და გადამცემელთა სახელი და გვარი და რიცხვი. ეს ხუთი წიგნი შემდგომად გათავებისა, გადაეცა მათგან ქუთაისის საეპარქიო კანცელარიას და ინახებოდა მუნ.

     ამ საგალობელთა დაწერის დროს 1885 წელს ქ. თბილისში მოისურვეს ქართველ მგალობლებმა ძმათა მღვდ. პოლიევტო და მღვ. ვასილ კარბელაშვილებმა და მღვ. მოლოდინოვმა ქართლ-კახურ კილოზე დააწერიეს წირვის-წესი, თავიანთის გადაცემით, ფილარმონიურ სკოლის დირექტორ იპოლიტოვ-ივანოვს; ეპისკოპ ალექსანდრეს ხარჯით. მერმეთ რუსეთში კაპელაში გაგზავნეს შესადარებლად, და იმათ იქ ყურადღება არ მიაქციეს და დარჩა იქ სამი წელიწადი ხელ-უხლებლად, მერე დაიბარეს და უკან მოუვიდათ, მიღების შემდეგ თვითონვე შეადარეს და შეასწორეს დასაბეჭდად.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, სტატიები, ქველი

ნახვა: 1722

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters