დათაშკა კავსაძე • Tavit Kavsadze

დავით კავსაძე, დათაშკა კავსაძე, davit kavsadze, datashka kavsadze, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, ქართლი, კასპი, kartli

1709 - 1952

      კავსაძეების ოჯახიდან გამოსულს ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის დამახსოვრება, სამივე ხმის დაუფლება.

      დავით კავსაძე დასავლეთ საქართველოში აღიზარდა, საშუალო განათლებას იქვე ეზიარა, თან მუდამ მამის, ცნობილი სანდრო კავსაძის, გუნდებში მღეროდა. სანოტო სისტემა მამისაგან აითვისა, მაგრამ ამას როდი დასჯერდა. სამამულო ომის წინა წლებში ჩაირიცხა კონსერვატორიის სადირიჟორო კლასში, სადაც მას სპეციალობას ცნობილი ალ. გაუკი ასწავლიდა.

      უფრო ადრე, როდესაც იგი კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასის სტუდენტად ითვლებოდა, სიმღერებს თხზავდა. მაშინ შექმნა «მოწინავეთა სიმღერა», «მუხამბაზი», «საკოლმეურნეო», «შაირული შეკამათება» და სხვა, რომელთაც გუნდები დღესაც წარმატებით ასრულებენ.

      1937 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვსა და ლენინგრადში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა ბრწყინვალედ რომ ჩატარდა, ამაში საგრძნობი წვლილი ძმებს, გრიგოლ (გიგუშა) და დავით (დათაშკა) კავსაძეებს, მიუძღვით. მსმენელები იხიბლებოდნენ ძმების მიერ შესრულებული სოლოებითა და დუეტებით. ერთ რამედ ღირდა მათ მიერ ნამღერი «მეტივური», სადაც ძმები ოსტატურად იყენებდნენ როგორც პირველ, ისე მეორე ხმის ხვეულებს და ხალხური კოლორიტის სრული დაცვით აწვდიდნენ მსმენელებს ამ შესანიშნავ ხალხურ პოლიფონიურ სიმღერას.

      დავითი კარგი ლოტბარიც იყო; ხშირად მამას ეხმარებოდა. წინასადეკადო მუშაობის დროს სიმღერას ასწავლიდა ანსამბლის წევრებს, ხშირად ცვლიდა კიდევაც თავის მამას; კონცერტებს ხელმძღვანელობდა, ლოტბარობდა.

      დეკადის შემდეგ დავით კავსაძეს სავსებით მიანდეს აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაძღოლა. 1938-1940 წლებში მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და გააცნო მშრომელებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიდიადე, მელოდიურობა, პოლიფონიურობა.

      აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალცალკე არსებული ანსამბლების ერთ – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გარდაქმნის შემდეგ (ხელმძღვანელი კომპოზიტორი გრიგოლ კოკელაძე), 1940 წელს დავით კავსაძეს მიენდო აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერების ლოტბარობა, რასაც იგი ჩვეული ოსტატობითა და უდიდესი მონდომებით ასრულებდა.

      მუსიკალურ ფოლკლორზე დაყრდნობით, როგორც აღვნიშნეთ, დავით კავსაძე მრავალ ახალ, თანამედროვე ყოფის ამსახველ სიმღერებს თხზავდა, ეწადა ფართო მუსიკალური ტილოს შექმნაც. საამისოდ კალამიც მოიმარჯვა, მელოდიებს მოუხმო, მრავალხმიან ჰანგებთან შეჭიდება სცადა, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი და სხვებთან ერთად ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

      დავითი ფრონტიდან ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა. იგი ადრე, ორმოცდახუთი წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ძალა იქნებოდა ხალხური შემოქმედების სარბიელზე.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კავსაძეები, ფოლკლორი, ქართლი, ქველი

ნახვა: 140

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters