ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეოთხე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეოთხე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     ეს ამბავი რომ მოიტანა, იმავე დღეს წავედით ნატარიუზში, და სრული უფლების ქაღალდი დავაწერიე და გადავეცი სტამბის გამოყოფის შესახებ. იმავე დღეს მივიდა ის სპირდონასთან და უთხრა: აი, მე ეს უფლება მაქვს, ხვალ დილიდგან სტამბა უნდა გავყოთ და ჩავიბაროთ.

     მაშინ სპირდონამ უარი ვეღარ მოახერხა. მხოლოდ იმ ღამეს, რაც საუკეთესო სასტამბო სამუშავო იარაღები და ასოები იყო, მოეპარა და გადაემალა, ვეღარ ვიპოვეთ!

     მეორე დღეს სპირდონამ განმყოფლები პირველად მიგვიყვანა იმ შკაფზე, სადაც ნოტის საგალობლების წიგნები გვეწყო, სთქვა: ჯერ ეს საგალობლები უნდა გავყოთო, ამაზე მე უთხარი: ეს საგალობელთა წიგნები არ გაიყოფება, ესენი უნდა იყოს ყველა ერთად, რადგან ამათ ჯერ კიდევ ბევრი დამუშავება სჭირდება, და თუ ესენი ერთმანეთს დავაშორეთ, მაშინ დამუშავება კი არა, სრულიადაც დაიბნევა მეთქი. მან არ დამიჯერა და გაყვეს! მე მხოლოდ დავიწერე, იმას რომელი ნოტის წიგნები ერგო და მე რომელი მერგო. ამის შემდეგ, სახლის ქონება გაიყო და მერე სტამბის ქონება.

     მეტის-მეტად დიდ საგლოვად და სამწუხაროდ გამიხდა ჩემი ფრიად საყვარელი საგალობლების წიგნების ერთმანეთის დაშორება, გაყოფა, და ჩემი ხელიდგან დაკარგვა. ვსთხოვე გადვიწერავ მეთქი, არა ქნა, მერე ისინიც გადამალა სადღაცა! ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ მისი ვექილის რჩევით, ნოტების წიგნები გადაეცა უნივერსიტეტის მუზეუმში დასაცავად. კარგი ეს რო გავიგე, წავედი და მუზეუმის გამგის ნებართვით წიგნები გადავშინჯე და ყველა იქ იყო.

     მეორე დღეს მვიედი მუზეუმის დირექტორ ექვთმე თაყაიშვილთან, რომელიც ის მე კარგად მიცნობდა და ვსთხოვე: ის ნოტის წიგნები, რომელიც მუზეუმში შეტანილ იქმნა, ხელწერილ-წერილ ქვეშ მათხოვეთ, თითო თითოდ გადავიწერავ და ისევ უკან ჩავაბარებ მეთქი. იმან ნება დამრთო; მიმიწერა მუზეუმის გამგებსთანდა გადმოვიწერე ყველა იმ წიგნების საგალობლები ერთი წლის განმავლობაში. და ამ ნაირად ყველა საგალობლებს ისევ ერთად შევუყარე თავი. ექვთიმე თაყაისვილს მე მაშინვე უთხარი:

     ყველა ეს წიგნები და საგალობლები, ფილიმონ ქორიძის დაწერილია, ესენი კიდევ მოუთავებელია, ჯერ კიდევ ბევრი ხარჯი და შრომა სჭირდება რომ ყველა მოთავდეს, და სწორედ როცა მოთავდება, ყველასთვის დიდათ სასიამოვნო და სასარგებლო იქნება! და მეც ამისი მსურველი ვარ, რომ ასე მოთავებულად მუზეუმში დავაწყოთ დასაცავად, ჩვენს მომავალ თაობის სასარგებლოთ. ამისთვის მე თვითონ სულითა და გულით ვზრუნავ. ვშრომობ, ხარჯს ვეწევი, ვათეთრებ, ვაწყობ და რაც აკლია, ვაწერიებ სამ ხმაზე გამშვენებით. მე ჩემს შეძლებას და ფულს მაგ კეთილ-საქმისათვის არა ვზოგავ და სხვის შეწევნას და დახმარებას არავისა ვსთხოვ.

     ჩემი ახლად გამოყოფილი სტამბა და ყველაფერი ქონება: მოგავაწყვე და რკინის გზით გავგზავნე ქუთაისში. მხოლოდ ნოტის საგალობელი წიგნები კი, არავის არ ვანდე და მე თვითონ წავიღე, წავიღე და იქ მისულ ჩემ შკაფში ჩემ ბინაზევე შევინახე. ყველა იმ გაგზავნილ ბარგსა და სტამბას, სამი ვაგონის დაქირავება დასჭირდა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ მივიღეთ ქუთაისში, იქ უკვე სასტამბოთ დაქირავებული იყო ბინა, თბილის ქუჩაზე პარტნოვი კირისჩევი სახლი. მთელი იმ სახის ეზო-მიდამო ბარგით გაივსო, ერთი კვირის განმავლობაში, საბეჭდავი მანქანები დავსდგი და მთელი სტამბა მოვაწყვე და ამხანაგობას გადავაბარე. ამის გარდა 36 იაშიკი სხვადასხვა წიგნებით და ნოტის დაბეჭდული ფორმებით სავსე, კიდევ მის ეზოში ეწყო. ახლად დაწესებულ ძმობის წევრებად თურმე ყოფილიყო მარტო სამი კაცი! (სამივეც აფერისტები) მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, მასწავლებელი ტრიფონ ჯაფარიძე და მისი სიმამრი, დეკანოზ ნესტორ ყბანეიშვილი. ამ სამმა კაცმა ჩაიბარეს სტამბა და მასთან ყველაფერი, მაშინ მე იმათ საერთოთ უთხარი: ამ წიგნებსაც რომელიც იაშიკებში აწყვიან, ერთი ადგილი უნდა უშენოთ, რომ დავალაგო მეთქი. მაშინ დეკ. ნესტორმა წარმოსთქვა: მთელი ჩვენი საძმო და საამხანაგო თანხა, მარტო თორმეტი თუმანი მქონდა მობარებული და ისიც სტამბის გადმოტანაში დაიხარჯა. და ახლა რათი უნდა უშოვნო ადგილი მაგ წიგნების შესანახად!, რო ფული არ არისო!

     ამ სიტყვების გაგონებაზე, უცბად გული წამივიდა და ძირს დავეცი, ვიგრძენი რომ აქ მოტყუებაში ჩავჭრილ ვარ, ერთ-ხანს ხმა ვეღარ ამოვიღე, მითხრეს: რა მოგივიდა, რა დაგემართაო?! მერე მე უთხარი: როგორ რა მომივიდა, იმ კაცმა დამარწმუნა, რომ ერთი მილიონი ფული, ხელშეუხებელ კაპიტალად ბანკში გვაქვს შენახულიო, და ნახევარი მილიონი, საწარმოებლად ვაქვს ხელშიო! ახლა შენ ამბობ: მარტო თორმეტი თუმანი გვქონდაო! თორმეტი თუმანით გინდოდათ ასეთი დიდი უზარმაზარი საქმის დაწყება და წარმოება?! რა მიყავით ეს?! ან რატომ თავშივე არ გამაგებიეთ მე?! აქ სჩანს, თავშივე საღალატო ალერსით მოსულხართ თქვენ ჩემთან?! მაშ ეს 36 წიგნებით სავსე იაშიკი, ასე უნდა გარეთ ეყაროს?! ამათ შესაფერი საკუთარი საწყობი ოთახი არ უნდა?! შკაფები მაინც შემოსწირეთ, რომ ეს წიგნები და დაბეჭდილი წიგნის ფორმები ამოვიღოთ და გადავალაგოთ შიგ?! მითხრა პასუხად დეკ. ნესტორ ყუბანეიშვილმა: ჩემი შკაფი ხუთი მანეთი ღირსო. მე უთხარი: შენი შკაფი ხუთი მანეთი ღრის და არ გემეტება თქვენ დაწყებულ ძმობას დაუთმო! და ჩემგან კი გინდათ რომ 20 000 მან. ღირებული სტამბა და 5000 მან. ღირებული წიგნები მუქთათ დაგითმოთ!! როგორც მე გულ-უხვად მოვეკიდე ამ თქვენ დაწყებულ საქმეს, ისე თქვენც გულ-უხვად უნდა მოეკიდოთ, რომ საქმე გაკეთდეს თორემ, ასე როგორ შეიძლება?! მითხრა პასუხად: ეს სვიმონ ღვდლის ბრალია, თურმე შენ იქ სხვას გეუბნებოდა და ჩვენ აქ სხვას გვეუბნებოდაო.

     რადგან წიგნებს ყურადრება არ მიაქციეს ამიტომ დარჩა იგი ეზოში დაწყობილი ორ თვეზე მეტი! ამასობაში, იქვე მყოფმა პარტნოი კირიჩევი სახელოსნოს მომუშავეებს გაეხსნათ იაშიკები და მოეპარათ რაც დაბეჭდილი ნოტის ფორმები და წიგნების ფორმები იყო! და ბაზარში გაეტანათ გასაყიდად, და იაშიკების თავები ისევ დაეხურათ! მერმეთ მოვიდა სვიმონ ღვდელი და მითხრა: ბაზარში ყველი ვიყიდე და ჩვენი ნოტის ქაღალდში გამოხვიეს, დავაცქერდი და ვკითხე: ვინ მოგცათ ეს ქაღალდი მეთქი?, იმათ მითხრეს: ერთი კვირა იქნება, რაც ჩვენ ვირაც უცნობ კაცისგან ვიყიდეთო. - გავშინჯეთ თავ-დაჭედილი იაშიკები და ცარიელები იყო. სამი ურმის-ოდენა დაბეჭდილი ნოტების ფორმები მოეპარათ! და ერთი ურმს-ოდენა, წვრილი წიგნაკებისა გაეშვათ. ამისთვის იმათ გული არ შეიტკივეს! და დავრჩი ისევ მე დაზარალებული და გულ ნატკენი! ის დარჩენილი წიგნები, ჩემ ბინაზე შევინახე.

     სტამბის დადგმისა და მოწყობისათანავე, სვიმონ მღვდელმა, თავისი ჟურნალი „შინაური საქმეებისა“ აწყობა დააწყებია და უფასოდ ბეჭდავდა! - თურმე სვიმონ ღვდლის ერთად-ერთი სურვილი და მეცადინეობა ის ყოფილა, რომ თავისი ჟურნალი მუქთად ებეჭდა და სხვა არაფრის კეთილის სურვილი და ზრუნვა არა ჰქონიარა. და არც სტამბის საბეჭდავ საქმეებისათვის იზრუნეს!

     ვხედავ რომ საქმე გლახათ არის, ვეუბნებოდი სამივე ამხანაგებს: სტამბას საქმეების მომტანი და მზრუვნელი კაცი უნდა მეთქი, - მოიყვანა ტრიფონ ჯაფარიძემ თავისი ნათლული კანტორჩიკად, შემოსული ფული მაგან უნდა ჩაიბაროსო; რომელსაც არავითარი სტამბის წარმოება და საქმის შოვნა მას არ შეეძლო, და იყო მთელი დღე სტამბაში ტყულად! თუ საიდგანმე საბეჭდავი საქმე გამოჩნდებოდა, მისთვის ქაღალდის მოღაზიიდგან, სტამბის სახელობაზე ქაღალდებს ნისიად ეზიდებოდენ! ამნაირად წამოღებულ ქაღალდების ვალები, თანდათან ემატებოდა და არ ისტუმრებდენ!, ამაზედ კიდენ მომუშავეების ჯამაგირები ვალად ედემოდათ და მიმცემი არავინ იყო. გავიდა სამი თვე, არც მე და არც სხვას ჯამაგირი არ მიგვიღია, ამიტომ უფულობისაგამო, ტანისამოსი ვერაფერი ვიყიდე, დაზამთრების ხანებია, კიდევ გავციებულვარ და გავხდი ავათ; მივედი ექიმ ხიჩინოვთან, ვეჩვენე და მითხრა: გაცივებულ ხარ და ტიფად გადაგცევიაო; მარტო რძე სვი და თბილად იყავი და მომვლელი დაგჭირდებაო. მთელი ერთი თვე ლოგინზე ვიწევი მძიმე ავათ-მყოფი, მართლაც რძის მეტს არაფერს არ იღებდა ჩემი გული. ჩემ მომვლელად მყავდა ჩემი ძმისწულები სამი კაცი, რომელნიც სტამბაში მომუშავეებად მყამდა და იგინი მორიგით მივლიდენ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, მე რომ გამოვრჩი, ახლა იგინი გამიხდენ ავათ! ყველანი ერთი მეორის შემდეგ!, მე კიდენ განვაგრძე სტამბაში მუშაობა. ყველა მომუშავეები შემომჩიოდენ: რა მიზეზია რომ აქამდი ჯამაგირები არ მიგვიღიაო? მე ვეუბნებოდი: მეც არ მიმიღია, მაგრამ გვპირდებიან, საიდგანმე მივიღებთ და ყველას მოგცემთო.

     ამ ამხანაგებმა გაიგეს, რომ გაბრიელ ეპისკოპოსს აქვს დატოვებული და ბანკში შენახული სამასი თუმანი ფული, თავისი ქადაგების გამოსცემად, და ის ფული გამოვითხოვოთო. მართლაც წავიდნენ იქვე ქუთაისში მყოფ გიორგი ეპოსკოპოსთან და სთხოვეს, ის გაბრიელის დატოვებული ფული, იმდენი ჰქმნეს, რომ დაითანხმეს ეპისკოპოსი გიორგი, იმ ფულის გადმოცემაზე, იმ პირობით, ამ ფულში, მის ქადაგებას დავბეჭდავთ და გადმოგცემთო. ამ რიგად სამმა ამხანაგმა შეაცთინეს ეპისკ. გიორგი, და ის ხსენებული გაბრიელის ფული სამასი თუმანი მიიღეს. ამ ფულიდგან მარტო სტამბის მომუშავეებს მისცეს, ოთხ ოთხი თვის ჯამაგირი, დაეხარჯათ ორმოც თუმნანდი, დანარჩენი თვითონ იმ სამმა ამხანაგმა გაინაწილეს, თავის სასარგებლოთ! და ქაღალდის მაღაზიის ნისიად წამოღებული ვალი და სახლის ქირა, არ გაისტუმრეს და ისევ ვალად დარჩა!.

     ამასობაში დასდგა კიდეც 15 დეკემბერი, მივედი სვიმონ ღვდელთან და უთხრი: შენ ხომ იცი თბილისში ჩვენი სახლი ბანკშია დაზღვეული, 28 დეკემბერს არის დანიშნული სახლების საჯარო ვაჭრობა, თუ მანამდე ვალი არ შევიტანეთ, იმ დღეს სახლები გაიყიდება და ჩვენ დავრჩებით ცარიელი. ფული მასესხა, ჩამოვედი თბილისში, სპირდონა თუმც დამპირდა ჩემ წილს შევიტანო, მაგრამ ხუთი დღე მოტყუებით მაცდევია და საჯარო ვაჭრობის დღეს 28 დეკემბერს გამომიცხადა, რომ ვული ვერ ვიშოვნე და თუ გაიყიდება სახლი გაიყიდოსო; ეს იყო მისი ხრიკი!: მას გაყიდვა კი არ უნდოდა, პირიქით მას უნნდოდა დაენარჩუნებინა სრულიად თავისთვის. რომელსაც ოთხი კაცი დაექირავებინა ტორგში შესასვლელად, თვითეულზე 500მ. მიცემით. მაგრამ სხვისი დამარცხების მდგომი თვითონ დამარცხდა.

     იმ დროს მე არტემ ახნაზაროვი დამეხმარა და მან ტორგში სპირდონას მეტოქობა გაუწია: სახლის ფასი, ვაჭრობის დროს დიდ ღირებულად აუწია და ისე მიატოვა მათზე.

     არტემ ახნაზაროვმა აიღო თავისი ზალოგად დადებული ორმოცდა ათი თუმანი, ჩაიდვა ჯიბეში მოვიდა ჩემთან და მახარა: ორ კვირაში თუ დაიხსნეს სახლი, მაშინ შენ ბლომად ფული შეგხვდება, თუ არ დაიხსნეს, მაშინ იმათგან ჩარჩენილ ზალოგიდგან ბანკის ვალი გასწორდება და სახლი ისთევ ორივეს ზიარი იქნება; მეც ძალიან გახარებულმა მადლობა გადავუხადე.

     ორი კვირა გავიდა, სპირ. სახლი ვერ დაიხსნა და სახლი ისევ საზიარო შეიქმნა. ამიტომ ჩემი წილი სახლი, ჩემ დამცველ ვექილ არტემ ახნაზაროვს მივყიდე და ფულიც ჩამაბარა ბანკში. ეს ამბავი სპირდონამ გაიგო, რომ ჩემი წილი სახლი მივჰყიდე არტემ ახნაზაროვს, მოვიდა და მისაყვედურა, რატომ მე არ მომყიდეო! მე უთხარი: შენ მუქთად გინდოდა, იმ კაცმა კი სრული ფასი მომცა! შენ სრულიად წართმევა გინდოდა ჩემგან და მე იმ კაცმა დამიხსნა მეთქი.

     სამი დღის შემდეგ, არტემ ახნაზაროვმა, სპირდონას ნატარიუსის ძალით, განცხადება მისწერა: აქამდე თუ ესტატე კერესელიძე იყო შენი სახლის მენახევრე, ახლა მე ვარ და მის მაგიერი, ერთი სიტყვით ყოველი თითოეული ოთახები, ნახევარი ჩემია, არ მინდა რომ ჩემ ზიარ სახლებში შენ იცხოვრო, გიცხადებ, ორი კვირის განმავლობაში დამიცალე ყოველი თვითეული ოთახი, ჩემ წილში მე თვითონ მინდა ვიცხოვროვო.

     ეს მიწერილობა აჩვენა მან თავის ვექილებს, იმათ უთხრეს: უეჭველად ან უნდა დაუცალო და ან თუ გაყიდის თავის წილს, უნდა შეიყოდო, თუ დაცლა არ გინდაო. ეს გამოცხადება დაცლა სახლებისა, თავის ბარგის და სტამბის მოწყობილობის, იანვრის თოვლიან დღეებში შეუძლებელი იყო მისთვის, ამისი ჯავრი ცალკენ აწუხებდა, და მეორე ის აწუხებდა, რომ სახლების შესყიდვა და შესაკუთრება არ შეეძლო, ამ მწუხარებაში მყოფმა, აირჩია: შევისყიდი მის წილს თუ მომყიდაო. ამისთვის წავიდა და სთხოვა: დამდე პატივისცემა, რადგან სახლების დაცლას ვერ ვახერხებ, შემაყიდე შენი წილიო?, იმან უთხრა: მე რაც მივეცი, ერთო ორათ იმდენს თუ მომცემ შეგაყიდი თორემ ისე არა. ესე იგი, მე რომ ოთხასი თუმანი მივეცი, შენ უნდა მომცე რვაასი თუმანი ფული. ნაკლებ არ შეგაყიდიო. ძალიან ემწუხარა მაგრამ რა ექნა. ჩაუთვალა რვა ასი თუმანი ხელში და სახლი შეისაკუთრა.

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 1118

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters