აქვსენტი მეგრელიძე • Akvsenti Megrelidze

აქვსენტი მეგრელიძე, aqvsenti megrelidze, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria

1877 - 1953

      ხრიალეთი (ახლა შრომა) გურიის ლამაზი სოფელია. თვალწარმტაცმა ბუნებამ ბავშვზე გავლენა იქონია, შეაყვარა სიმღერა, ხელოვნება, სწავლა-ცოდნას დააწაფა. ქუთაისის სემინარია დაასრულა. სემინარიაში მოწაფეობის დროს ლოტბარობდა, კ. მაღრაძის თანაშემწე იყო.

      საგნების გარდა, ოცი წლის ჭაბუკი სიმღერა-გალობას ასწავლიდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელსა და ქალთა პროგიმნაზიაში. იმ ხანებში ცოტ-ცოტას რევოლუციონერობდა კიდეც. ასე ეჭვმიტანილი, უკვე ცოლშერთული, გაეცალა ოზურგეთს და 1900 წლიდან ფოთში მოეწყო მასწავლებლად და საეკლესიო გუნდის რეგენტად.

      ფოთში ბევრჯერ შეეხმიანა მუსიკალურ ფოლკლორს. თვრამეტი წლის მანძილზე რა ხანიც ფოთში იღვაწა, სამჯერ შექმნა სახალხო გუნდი. ყველაზე თვალსაჩინო 1912 წელს ნ. ნიკოლაძის, ი. მეუნარგიას, ა. ქავთარაძის, ს. ხოშტარიას, გ. საბახტარიშვილისა და სხვათა თაოსნობით შექმნილი ბოლო გუნდი იყო.

      მომდევნო წელს ამ გუნდმა დიდ ქართველ მსახიობს, ლადო მესხიშვილს, ფოთში იუბილე მოუწყო და აგრეთვე მრავალი კონცერტი გამართა ქალაქებსა და დაბა-სოფლებში. გუნდში მღეროდნენ: მოკრიმანჭულე ალექსანდრე მახარაძე, აგრეთვე ფოთელი ინტელიგენტები: ჩიჩუა, ფრანგიშვილი, ბოლქვაძე, ხოშტარია, გაწერელია, სანაია, ნოდია და სხვ. 1914 წლის იმპერიალისტური ომის ქარტეხილმა გუნდის არსებობას ბოლო მოუღო.

      გურიის პატარა სოფელმა სუფსამ მას, როგორც ხელოვანს, პროფესიული საქმიანობის პირობები შეუქმნა. იქ ჩამოაყალიბა მეჩონგურეთა დიდი ანსამბლი და ორი წლის შემდეგ, 1929 წელს, მეორე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოვიდა; ანსამბლმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი ჯილდო დაიმსახურა.

      გურიაში და ბათუმში ექვსი წლის მოღვაწეობის შემდეგ, 1933 წელს, თბილისშია. აქ აყალიბებს ქალთა ანსამბლს ელენე ჭუბაბრიას, მარგო თედიაშვილის, ნ. მილორავას, ო. ბიძინაშვილის. ე. მეგრელიძის, ქეტევან მეგრელიძისა და სხვათა მონაწილეობით. რუსთაველის თეატრის სტუდიაში ჩონგურზე დაკვრას ასწავლის, მარჯანიშვილის თეატრშიც მიიწვიეს. ბევრ ორგანიზაციასთან და კლუბთან აარსებს მეჩონგურეთა ანსამბლებს, რომელთა ხელმძღვანელად ნიშნავს ნიჭიერ მოწაფეებს ე. და ქ. მეგრელიძეებს, ცაცა მამედოღლის, ქეთევან ოქროპირიძეს, ქეთევან ღოღობერიძეს და სხვ.

      ტრიუმფალური იყო მისი ანსამბლის გამოსვლა ქართული ხელოვნების პირველ საკავშირო დაკადაზე. დაჯილდოებულ იქნა საპატიო ნიშნის ორდენით; იგივე ჯილდო ერგო მეჩონგურე ელენე ჭუბაბრიასაც.

      დეკადის შემდეგ, თექვსმეტი წელი, განუწყვეტელი შრომა გასწია, 1951 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. კიდევ მრავალი მეჩონგურე და მომღერალ-ლოტბარი აღზარდა. მრავალ წელიწადს იღვწოდა რადიოშიაც. «ჩონგურს სიმები გავუბი», ჩონგურზე აჟღერებული «სულიკო», «მზიური საქართველო», «შვილო, სამშობლო გეძახის», «სიმღერა ლესელიძეზე», «ლურსმანაშვილზე» და სხვა მრავალი მის მიერ არის შექმნილი. ორმოცდათხუთმეტი წელი თავს დასტრიალებდა ხალხურ მუსიკალურ კულტურას. გარდაიცვალა 1953 წელს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 344

გამოხმაურებები!

კიტა მეგრელიძეს ახლოს ნათესავია? :)) თუ ჯერ არ არის დაგენილი რა სახის ნათესავია?

სამოღვაწეო ასპარეზი იმდენად განსხვავებულია, რომ ჯერ ამ ნათესაური კავშირებით არავინ დაუნტერესებულა მგონი. მაინც მოვიძიებ აბა )) 

მომავალი თაობები უნდა დაინტერესედნენ ))

ლაშა_მ თქვა:

სამოღვაწეო ასპარეზი იმდენად განსხვავებულია, რომ ჯერ ამ ნათესაური კავშირებით არავინ დაუნტერესებულა მგონი. მაინც მოვიძიებ აბა )) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რას უნდა ველოდოთ არჩევნების მერე?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2020.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

      რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად…

გაგრძელება

ასეული შემთხვევები კორონას სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 22, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად…

გაგრძელება

დახატული სახეები რეალური თმებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2020.
საათი: 9:07pm 0 კომენტარი

      ამას ხომ მეც მოვიფიქრებდი და გავაკეთებდი?! - ყველაზე ხშირი გაფიქრება, როდესაც რაიმე მსგავსს ვნახულობ - მარტივსა და საინტერესოს. ხელოვანი ტაილერ კლარკი (Tyler Clark) რომელიც აქამდე მხოლოდ მხატვრობით ირჩენდა თავს, ახლა ხატვასთან ერთად მინი დეკორაციების კეთებას შეუდგა. საქმე ისაა, რომ შავი გოგონების პორტრეტების ხატვით გატაცებულს ცოტა უფრო მეტის და დასამახსოვრებლის შექმნა უნდოდა - გადაწყვიტა რეალიზმი შეეძინა საკუთარი ნამუშევრებისთვის.…

გაგრძელება

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters