დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია
გელათის სკოლა

იოანე ოქროპირის, ბასილი დიდი, გრიგოლ დიდის ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები

ქართული გალობის ანთოლოგია, ქართული გალობა, ქართული გალობის ნოტები, გალობის საგალობლები, გალობის ნოტები, გალობა, qwelly, PDF

      ანთოლოგია „ქართული გალობა“ მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლის ყველა ნიმუშის აკადემიური ხასიათის პუბლიკაციას. გამოცემა განკუთვნილია მგალობლების, საგუნდო კოლექტივბის, მკვლევარებისა და საეკლესიო მუსიკის მოყვარულთათვის.

      ანთოლოგიის I ტომში დაბეჭდილია ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტირებული და 1895, 1899 და 1901 წელს გამოცემული იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ დიდის ლიურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა და მიცვალებულთა მსახურების საგალობლები.

• იდეის ავტორი და პროექის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• I ტომის შემდენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• შესავალი წერილებისა და კომენტარები ავტორები: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი და ლევან ვეშაპიძე

• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე

• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, ბაია ჟუჟუნაძე

• მთარგმნელები: მარიამ ცოცხალაშვილი, ნინო მარგებაძე

• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: მარინა კაგანოვა, ბენ ვილერი

• კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე

• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი

© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

© ფონდი ქართული გალობა

შესავალი

სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმიდათა დასში შერაცხა დიდი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწეები, ქართული ქრისტიანული კულტურის და, განსაკუთრებით, ჩვენი მრავალხმიანი საეკლესიო გალობის გადარჩენისათვის თავდადებული მამები. წმინდანებად აღიარების შემდეგ, მათ, სინოდის განჩინებით ეწოდათ: – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული (ქორიძე); წმიდა მღვდელმოწამენი პეტრე და ანდრია (კარბელაშვილები), წმიდა აღმსარებელი, ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი); წმიდა აღმსარებელი ფილიმონი (კარბელაშვილი).

ეს წმინდანები ღირსეული თანამოსაგრენი იყვნენ XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, აღმშენებლობისა და სულიერი გაბრწყინებისათვის მოღვაწე მამებისა – წმიდა ილია მართლისა (ჭავჭავაძე); წმიდა მღვდელთმთავართა გაბრიელისა (ქიქოძე); ალექსანდრესი (ოქროპირიძე); წმიდა დიმიტრი ყიფიანისა, ერისათვის თავდადებულისა; წმიდა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე), წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისა (თაყაიშვილი); წმიდა კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმოწამისა კირიონისა (საძაგლიშვილი) და აღმსარებელისა ამბროსისა (ხელაია); წმიდა აღმსარებელ ალექსი შუშანიასი, ასევე, ვაჟა-ფშაველასი, აკაკი წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილისა, ნიკო ნიკოლაძისა...

ამ დიდებულმა მოღვაწეებმა გადაგვარებისა და განადგურების უეჭველი საფრთხისაგან გადაარჩინეს ქართველი ერი, ქართული ეკლესია, ქართული კულტურისა და ხელოვნების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მონაპოვრები.

სწორედ მათ შექმნეს ახალ ეპოქაში ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ჰარმონიული განვითარების მოდელი და საფუძველი. ამ მოდელის ძირითადი იდეა იყო ქართული ეროვნულ-ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურის ორგანული სინთეზი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის საუკეთესო მონაპოვრებთან. ეს იდეა, ფაქტობრივად, ეფუძნებოდა და აგრძელებდა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ პარადიგმას, რომელიც მუდამ გულისხმობდა გარემომცველი სამყაროს სააზროვნო თუ კულტურულ მონაპოვართა ინტეგრირებას ეროვნულ კულტურაში; პოლიფონიური, „უთვალავი ფერის“ მქონე სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ტენდენციასა თუ ღირებულებაზე რეფლექსიას, ევროპისკენ მიმართული ქრისტიანულ-ეროვნული მსოფლმხედველობრივი პოზიციით. ამ მხრივ, ზემოთ ჩამოთვლილი მოღვაწენი მემკვიდრენი იყვნენ იმათი, ვინც მთელი ცხოვრება ამ იდეის დამკვიდრება-განვითარებას მიუძღვნა _ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასი; ვახტანგ გორგასლისა; იოანე საბანისძისა; გრიგოლ ხანძთელისა; გიორგი მერჩულესი; იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელებისა; იოანე პეტრიწისა; ეფრემ მცირესი, დავით აღმაშენებლისა; მეფე თამარისა; შოთა რუსთაველისა; მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბასი, დავით გურამიშვილისა, ანტონ კათოლიკოსისა...

ამავე გზის გაგრძელებაა XIX საუკუნის დამლევს ქართული გალობის გადარჩენისათვის ბრძოლა, რაც წარმატებით დასრულდა კიდეც _ ევროპული ნოტაციის წყალობით, გაქრობას გადაურჩა უნიკალური ქართული სასულიერო მრავალხმიანობა.

ტრადიციული საგალობლების სანოტო ანთოლოგიის გამოცემა ქართველ მუსიკოსთა არაერთი თაობის სურვილი და ოცნება იყო. XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენს წინაპართა მიერ სტამბურად გამოცემული თუ მანუსკრიპტის სახით შესრულებული სანოტო კრებულთა სერიები, ფაქტობრივად, პირველ ასეთ ანთოლოგიას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა ქორიძის, ძმები კარბელაშვილების, კერესელიძისა თუ სხვათა ხელნაწერების სრული გამოცემა. მაგრამ, ღვთის წყალობით, ეს ეროვნული საუნჯე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ცენტრალურ ეროვნულ არქივსა და სხვა საცავებშია შემონახული.

იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში)

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი I)

იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2016

ტეგები: Qwelly, ანთოლოგია, გალობა, ელ.წიგნები, ნოტები, ქორიძე, წირვა

ნახვა: 1537

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ონლაინ თამაშების დავალებები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Cooperative games are an important part of Elder Scrolls Online, and Dungeons and Trials have continued to grow since their launch. The dungeon is a place of instantiation, where you can see a group of four completing the set tasks and facing the deadly boss on the way. Trials provide roughly the same functionality, but are more challenging, have more Elder Scrolls Online Gold, and allow teams of up to 12 people. Since its launch, new dungeons and trials have been added every year, and this…

გაგრძელება

კატები ღმერთებთან და ადამიანებთან

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ეგვიპეტში კატების საკრაულობა ცნობილი ამბავია. ადამიანებისა და კატების მეგობრობა ათობით ათასწლეულს ითვლის. კატის სიწმინდეც ძველი წლებისაა, ეგვიპეტში, ქრისტეს შობამდე, მესამე ათასწლეულში მას უკვე თავისი ქალაქიც ჰქონდა ბუბასტისი. იმ ქალაქში კი ეთაყვანებოდნენ კატისთავიან ქალღმერთ ბასტესს, რომელიც ნაყოფიერების, მხიარულების, სიყვარულისა და სიხარულის ღმერთია ეგვიპტურ მითოლოგია. სწორედ ის იქცა კატების, როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტად ქცევის…

გაგრძელება

მკვდარი მიწის თამაშობები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: ოქტომბერი 14, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Bethesda Softworks announced that Elder Scrolls Online Deadlands will be released on all current game platforms next month. Players on PC/Mac and Stadia will get the head start of the DLC on November 1st, while the Xbox Series X|S, Xbox One, PlayStation 5 and PlayStation 4 versions will be available on November 16th in a few weeks.

ESO fans will get a unique opportunity to enter Deadlands for free. Players must participate in the ongoing Blackwood bounty activities and work together…

გაგრძელება

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2021.
საათი: 10:57pm 2 კომენტარი

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters