აკაკი ხარებავა • Akaki Kharebava

აკაკი ხარებავა, Akaki Kharebava, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, სამეგრელო, samegrelo

1908 - 1978

      დაიბადა სამეგრელოში, ხობში. 20 წლის იყო პირველი ნატვრა რომ აუსრულდა და ხალხური, ფოლკლორული სიმღერების ოსტატის რომანოზ შელეგიას გუნდის წევრი გახდა. ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა და სოფელ ინგირის სახერხ ქარხანაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელსაც ორი წელიწადი ამეცადინებდა. გუნდმა თავი გამოიჩინა 1932 წელს გამართულ სარაიონთაშორისო ოლიმპიადაზე ზუგდიდში.

      1933-1937 წლებში გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარია. სოხუმში გამართულ მომღერალთა გუნდების დათვალიერებაზე გაგრის რაიონის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. 1938 წელს გალის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელობა მას დაეკისრა. ადრე ამ გუნდს კიწი გეგეჭკორი უძღვებოდა (გუნდში მღეროდა 115 წლის ლუკა შარია). თბილისში მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გალი კარგი მაჩვენებლებით წარსდგა. ორჯერ იქნა მივლინებული საკლუბო დაწესებულებათა გუნდების ხელმძღვანელების გადასამზადებელ კურსებზე თბილისში.

      1955 - 1958 წლებში ზუგდიდის მტს-ის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს თავკაცობს. სოფ. რუხში საკოლმეურნეო გუნდს ხელმძღვანელობს, პარალელურად რუხის საშუალო სკოლის სიმღერის წრის ხელმძღვანელიცაა. მაყურებლები გულთბილად ხვდებიან რუხის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს.

      1954 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

      ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე, კვლავ გაიელვა აკაკი ხარებავას ნიჭმა და მონდომებამ.

      აკაკი ხარებავა გარდაიცვალა 1978 წელს მშობლიურ სამეგრელოში.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, სამეგრელო, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 167

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…

გაგრძელება

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2019.
საათი: 11:34pm 1 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება).…

გაგრძელება

კლასიკა სხეულზე, სხეული ტილოზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2019.
საათი: 10:35pm 1 კომენტარი

      შეუძლებელია კლასიკა გაიმეორე, თუკი ეს კლასიკა უკვე ვიღაცამ შექმნა, მაგრამ შეიძლება კლასიკა შენი ნამუშევრების თანმდევი გახადო. ფრთოსანი ფრაზა კი გამომივიდა შესავალში, მაგრამ ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

რკინის კედლები პარლამენტთან და ბიძინას შეფასებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters