ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მეექვსე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მეექვსე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე

      1924 წელში მე კიდევ არ მქონდა მოთავებული ამ ხსენებული საგალობლების საქმე; კიდევ წერასა და ზრუნვაში ვიყავი. ამავე წელს ასტყდა მთელ საქართველოში საშინელი აჯანყება და შფოთი ხალხთა შორის!, მეც როგორც ხირიელ კაცს და საგალობლების პატრონს შემეშინდა და ვიფიქრე: ვაი თუ მეც ხელი წამავლონ და მითხრან: რათ გიშრომია საეკლესიო საგალობლებზედაო; მაშნ ხომ დამეღუპა და დამეკარგა ამდონი ნაშრომი და ნაამაგარი საგალობლები მეთქი!. მე მარტო საგალობლების ჯავრი მქონდა და არა ჩემი თავის, ამის გულისათვის წავედი ქუთაისში და უთხარი მღვდ. რაჯდენ ხუნდაძეს (რადგან მანამდის ერთმანეთში კაი მეგობრობა გვქონდა): რა ვქნა არ ვიცი, როგორ მოვიქცე? ქალაქ ადგილებზე უფრო, სოფლებში არის საშინელი დევნა, შფოთი და ქონების წართმევა!, მინდა ჩემი საგალობლები ფარულად დავიცვა და შევინახო, როგორ მოვახერხო? - იმან მითხრა: მოიტანე აქ ჩემთან და მე შეგინახავ, მე თვითონ ერთგული ვარ ამ საქმის და სრული იმედი გქონდეს, რომ არაფერი მოეწევა იმ შენს საგალობლებს ჩემთანაო.

      მეც დამაჯერა და დამარწმუნა მისი დროებით შენახვა და უვნებლად დაცვა. წავედი გელათში ჩემ ბინაზე, დავიქირავე ერთი ურემი ხუთ თუმნად და წიგებით სავსე იაშიკები დავაწყვე მასზედ და ფრთხილად წავიღე ქუთაისს; რო მივიტანე ხუნდაძესთან, გაუკვირდა!, ამდონა წიგნები სადა გქონდაო?! ნამდვილად შევატყვე, რომ შეშურდა! მაშინ ზოგი წიგნებით სავსე იაშიკი, ნალიაში შეინახა, ზოგი საბძელში და ზოგი პადვალში. ასე დავალაგე და მივაბარე დროების დამშვიდებამდის. ამის შემდეგ გავიდა ეს 1924 არეული წელიწადი და დადგა 1925 წელიწადი. ყველგან მშვიდობიანობა და სიწყნარე იყო. ამ წელს შუა ზაფხულში მივედი და მოვსთხოვე ჩემი წიგნები, ახლა საშიში არაფერი და უნდა წავიღო მეთქი: ვნახო ის წიგნების წაღებაზე უარს მიცხადებს და მეუბნება: წიგნებს ვერ გაგატან, რადგან მე მაშნ ძალიან ეფად გაგირიგდი გალობაზე მუშაობას და ახლა ჩემი უნდა ავანაზღაურო; მე უთხარი: მას დროს შემდეგ, მე რომ გალობას გაწერიებდი, თორმეტი წელიწადი არის გასული, მე მაშინვე ჩაგაბარე ის ფული, რამდენიც შენ თვითონ მთხოვე და გამირიგდი, თვითო ნომერზე თვითო მანეთი. ესე იგი შენ ჩაიბარე ჩემგან ათასი მანეთი; თუ მეტის ღირსი იყავი და ჩემგან კიდევ რამე გერგებოდა, რატომ მაშინ არ მითხარი?! ან და მას უკან ამ თორმეტი წლის განმავლობაში, რატომ არ მომთხოვე, რომ ჩმეი ფული გმართებსო? მან მითხრა: ყველა ნოტის წიგნები უნდა გავყიდოთ, მთავრობასთან ჩემი შვილი დადის იმათთან და ჰპირდებიან ყიდვას, რო გაიყიდება, მაშნ მე ჩემ ფულს ავიღებ და დანარჩენი შენი იქნებაო. მე უთხარი: რას მეუბნები კაცო, მე ჩემი წიგნების გაყიდვა არ მინდა, წიგნებს გავყიდი და ფულს მოვიგებთქო, ამისთვის არ მიზრუნია და არც მიფიქრნია, მე წიგნებისა და საგალობელთათვის პირ-იქით თუ რამე გამაჩნია ფულსაც ვხარჯავ და შრომასაც ვდებ, რომ მთელი საგალობლები რიგზე დაწყობილად დასრულებული მექნეს და შემდეგ მე იმას საიმედოს და საუკუნო ბინას უშოვნი მეთქი. მაშინ იმან სთქვა: შენ თუ ხარ უგუნური ვირივით მუქთა მშრომელა, მე არა ვარ, მე ვშრომობ იმისთვის რომ ფული ავიღო. შენ არ გინდა რომ გაყიდო, და მე მინდა ჩემი ნაშრომი გავყიდო და ფული ავიღო: მაშინ დაიძახა: მომეცით დანა, (უბრძანა თავის ცოლ-შვილს) დანა მისცეს, მაშინ ამოიღო იაშიკიდან, ოთხი დიდი წიგნი და მეუბნება: აი ამ წიგნებში, ამ გვერდიდან ამ გვერდამდე ჩემი ნაშრომი არის და უნდა ამოვჭრაო, და ამოჭრა კიდეც! სამი დიდი წიგნები და მეოთხე წიგნი მთლიანად წამართვა!, და ამოჭრილები 2000 ფურცლამდე წაიღო და მითხრა: აი, ამათ გავყიდი, ამათში პირველი ხმა შენი საკუთრება არის და დანარჩენი ორი ხმა ჩემია, რამდენ ფულადაც გაიყიდება, ორი წლი ჩემი იქნება და მესამედი შენი. ამისი პირობის პატარა ქაღალდი დაწერა და გადმომიგდო.

      მაშინ რო უყურებდი ჩემ წიგნებში დანის ტრიალს: გული ბოღმით აღმევსო, მწარედ აღმიშფოთდა, კანკალი დამაწყებია, და ცრემლები თვალებში წამომაწვა, მოკლედ რომ ვსთქვა: ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებდა ჩემ გულში! როგორც დედ-მამა თავის საყვარელ მკვდარ შვილს ცრემლით დასტიროდეს და გოდებდეს, ისე ვგოდებდი მე ჩემს გულში! და ჩემი პირი ერთთავად გამოიტყოდა: ვაიმე, ვაი მე.

      ასეთი მკაცრი მოთმინებით გადავატარე ის საშინელი სასისხლე ჟამი!, მერე დავიქირავე სხვა სოფლის იქვე მყოფი ურემი და გადავიტანე დარჩენილი წიგნები იქვე ქუთაის კიბულას უბანში მცხოვრებ ნაცნობ მოვაჭრის იაკოფ მორჩაძის სახლში, შევეხვეწე ცოტა ხანს იმათთან შენახვას, და თუნდაც უთხარი: გელათის სოფლის შეშიანი ურემი ჩამოვა პარასკევს და მე იმას დავაბარებ წამოღებას და თქვენ იმას გამოატანეთ ეს ოთხი იაშიკები. ამ თქვენ ეზოში, ამ თქვენს საქათმოში დავაწყობ დროებით. სამი დღის შემდეგ მომიტანა ურმით ჩემი ნოტების წიგნები შეპირებულმა კაცმა. ამის შემდეგ ვეღარ მოვისვენე და ვერც მუშაობა გავაწყვე: წიგნები და საგალობლები რო მაკლდა, მგლოვიარედ ვიყავი, თითქო ავათ მყოფივით.

      ერთი თვე რო გავიდა, წავედი კიდევ ქუთაისს, მცირე ძღვენი მიუტანე რაჟდენ ხუნდაძეს, და ვუთხარი: მამაო რაჟდენ, იმედი მაქვს, ჩვენი ერთმანეთ შორის უწინდებული ძმობა და სიყვარული კიდევ გვექნეს და ეს მომხდარი უსიამოვნება, სიამოვნებად შევსცვალოთ! ასე წარმოიდგინე, იმ დროდგან ავათ-მყოფივითა ვარ!, ვერაფერი საქმის გაკეთება ვერ მოვახერხე!, ახლა ამსა გთხოვ: თითო თით წიგნი მათხოვე, ხელწერილ ქვეშ, იმას რო გადავწერ, მერე მოვიტან ჩაგაბარებ და სხვას წავიღებ, ასე ბოლომდი. და თუ ის ამოჭრილი საგალობლები გაიყიდება, მაშინ კარგი იქნება, სარგებლობას მოგვცემს.

      ამ თხოვნაზე დამეთანხმა, მივეცი ხელწერილი და გამოვართვი ერთი წიგნი, წავიღე გელათში და დღე და ღამე და სულ თავ-აუღებელად გადაწერაში ვიყავი, თანაც ნაწერებს ვადარებდი, რომ შეცთომა არ გამპარვოდა. გავათავე ეს წიგნი, წავიღ და ჩავაბარე და სხვა გამოვართვი, ასე ოთხივე წიგნის გადაწერას ორი წელი მოუნდი! - ამათ წერის დროს, შემოდიოდნენ ჩემთან ხანდახან ბერები და მორჩილები და მეტყოდნენ; ვაი რა ტუტუცი ხარ!, რატომ მეთქი ვეტყოდი; იმიტომ რომ როცა შემოვდივართ დღე და ღამე, სულ კრუხივით დაყრდნობილ ხარ მოგიდაზე. სულ სწერ და სულ სწერ!! ნეტავი რა სარგებლობა გაქვს! უფულოდ ტყუილად რათ უჭირვებ შენ თავს! - ხოლო მე პასუხს ვეტყოდი: მე მაგაზე არა ვფიქრობ, თუ უფასოდ რათა ვმუშაობ მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითნ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!, მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე; არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი!, მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე! რომ მე უღირსი იმაში ხელს ურევ მეთქი - ასე პირ-დაყოფილი წავიდონენ.

      როცა ქუთაისში ჩავიდოდი, ხუნდაძეს ვკითხულობდი ხოლმე, სად არის მამა რაჟდენი?, მითხრეს: მამა რაჟდენი მძიმე ავათ გახდა და საავათ-მყოფოში წევსო. ერთი წლის შემდეგ, როცა ყველა წიგნები ჩავაბარე, მაშინაც ვიკითხე და მითხრეს: სახლშია, მაგრამ კიდევ ავათ არის წევსო; ვსთხოვე, თუ შეიძლება ვნახო მეთქი. კარგიო და შემიყვანეს მე იმასთან და მის თავ-ქვეშ დამაჯინეს: იმან თითქო აღსარებასავით მომიყვა თავისი თავ-გადასავალი და მითხრა: რა ჭირად მინდოდა შენი ნოტები და საგალობლები მე!, უმჯობესი იყო ჩემთვის სრულებით თვალით არ დამენახა იგინი! რატო მეთქი მე უთხარი, იმან მითხრა: იმიტომ რომ იმათ გაყიდვის გულისათვის წავედი თბილისში, რომ მიეღოთ მთავრობას და ეყიდათ. მაშინ მითხრეს, ამა და ამ სახლებში, სულ მაღლა სართულში ადი და იქ იკითხეო, მეც მართლა ცალ-ფეხა კაცი ავბოკინდი მაღლა მესამე სართულზე კიბის თავში, იქ ამისხლდა ჯოხი და გადმოვარდი ძირს, დავეცი ქვის იატაკზე მწარედ და ორ საათს მკვდარივით ვეგდე, უგრძნობელად და იქიდგან საავათ-მყოფოში წამიყვანეს! და ეს ერთი წელიწადია, სულ იქ ვიყავი, ას თუმანზე მეტი დავხარჯე და ვერც მოვრჩი კარგადაო.

      ამის გამო გარდაიცვალა მამა რაჟდენი, რამდენიმე დროს შემდეგ. მისმა შვილმა შალვა ხუნდაძემ: 1937 წელს გაყიდა ცემგან წანართმევი საგალობელთა წიგნებიდა მთავრობისაგან დიდ-ძალი ფული აიღო! (ცამეტი ათასი მან.)

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 732

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters