საგალობლები - Qwelly2024-03-28T13:44:18Zhttps://www.qwelly.com/group/galoba/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noქართული საეკლესიო საგალობლები - ფალიაშვილიtag:www.qwelly.com,2022-02-01:6506411:Topic:15231192022-02-01T20:36:10.237Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ქართული საეკლესიო საგალობების კრებული, წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის მიხედვით. შედგენილია ზაქარია ფალიაშვილის მიერ ქალთა და ვაჟთან გუნდისთვის.

მცირე ცნობები საქართველოს ეკკლესიებში ქართული გალობის მდგომარეობის შესახებ

(წინასიტყვაობის მაგივრად)…

ქართული საეკლესიო საგალობების კრებული, წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის მიხედვით. შედგენილია ზაქარია ფალიაშვილის მიერ ქალთა და ვაჟთან გუნდისთვის.

მცირე ცნობები საქართველოს ეკკლესიებში ქართული გალობის მდგომარეობის შესახებ

(წინასიტყვაობის მაგივრად)

ავტორისაგან.

თუმცა საქართველოს ეკკლესიებში ჩვენდა სამწუხაროდ თითქმის ვერსად ვერ შევხვდებით და ვერ მოისმენთ ნამდვილ ქართულ გალობას, თითქმის არც ერთი მწყობრად შედგენილი გუნდი არ არსებობს და თუ კიდევ სადმე გალობენ, ისიც რამდენისამე კაცისაგან შემთხვევით შემდგარი გუნდი, რომლის გალობაც გულის შემხუთავ ღიღინს უფრო მოგაგონებდათ, მაგრამ ამისდა მიუხედავად ქართულ სახალხო სიმღერებთან შედარებით საეკკლესიო გალობა უფრო მჭიდრო და შეულახავად არის დაცული. მგალობელთა გუნდის უქონლობის მიზეზი ერთის მხრივ ის უკიდურესი ქონებრივი გაჭირვება უნდა იყოს, რომელშიც იმყოფება დღეს მთელს საქართველოში ქართველთ ეკკლესიები. რასაკვირველია ამ მდგომარეობაში მყოფ ეკკლესიებს არ შეუძლიათ იყოლიონ ჯამაგირით გუნდები. მეორე მხრით კი მიზეზად, თუ არ ვსცდებით, თვით ქართველი სამღვდელოების გულგრილობაც უნდა იყოს, რომელიც ამ საქმის მოწესრიგებისათვის ძალიანაც თავს არ იწუხებს.

ეკკლესიებში მოსიარულე ხალხისათვის და მათი სარწმუნოებრივი გრძნობის გასაღვიძებლად, - მთელ დედამიწაზედ უკვე შეიგნეს, - აუცილებლად საჭიროა დედაენაზე კარგი ეროვნული გალობა. იმისთანა გალობა, რომელსაც შეეძლოს, ყოველივე ურწმუნო ადამიანიც კი, იმ ხანს მაინც როცა იგი ეკკლესიაში იმყოფება, მოხიბლოს და სარწმუნოებრივი გრძნობა აღუძრას. დღეს ქართველთ ეკკლესიაში გალობის საქმე მეტად შეფერხებული არის და მას დროზე შველა ეჭირვება. თუ, ამ მაინც სულის შემხუველ პირობებში ქართული საეკლესიო გალობა თითქმის ხელ შეუხებლად შენახულა, ეს, აიხსნება უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში თავგამოდებულის, ყოველ მხრივ უმწიკვლო პიროვნების გულ შემატკივრობით და ქართულ საეკკლესიო გალობის აღდგენის თაოსნობით ყველასაგან პატივსაცემი, აწ განსვენებული ყოვლად უსამღვდელოესი ალექსანდრე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. თუ რამდენად სწამდა მას წარსული და კეთილი მომავალი თავისი სამშობლო ეკკლესიისა და დარწმუნებულიც იყო, რომ საყდრებში საკმარისი არ იყო მარტო საეკკლესიო წესების აღსრულება, არამედ, მასთან ერთად საჭირო იყო კიდევ კარგად გაწრთვნილი გუნდები, ამას ნათლად გვარწმუნებს მრავალი დამამტკიცებელი საბუთი, რომელთაგან ადგილის უქონლობის გამო მოგყავს მხოლოდ რამდენიმე.

ჯერ კიდევ 1862-63 წლებში ექსარხოს ევსევის დროს აღძრული იყო საკითხი, ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის შესახებ [1]. დაარსდა კიდეც კომისსია, რომლის თავმჯდომარედაც კარგა ხანს ეპისკოპოსი ალექსანდრე ითვლებოდა და რომლის თაოსნობითაც ამ საქმისათვის თანხის მოგროვებას შეუდგნენ და დაავალეს ყველა სამრევლო ეკკლესიებს, ამ საქმისათვის გაიღოთ წლიურად თავიანთი წვლილი; ფულს აგროვებდნენ აგრეთვე კერძო პირთა შორისაც, თვით ალექსანდრე ეპისკოპოსიც ხომ ზნეობრივად უხვად ეხმარებოდა, ამ რიგად გვარიან თანხას მოუყარეს თავი, მაგრამ სამწუხაროდ კომისიის წევრთა შორის დაიბადა ორნაირი აზრი, ერთი ნაწილი მათგანი არქიმანდრიტების, მაკარისა და გრიგოლის ჩაგონებით ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული გალობა დარჩენილია მხოლოდ გურიაში, რომ რვა ხმასაც მთელ საქართველოში ვითომდა მხოლოდ იქ გალობდნენ, არც ღირსეულად მცოდნე მგალობლები მოიპოვებიან ქართლ-კახეთშიო და ამიტომ იქიდამ უნდა დავიბაროთ მგალობლები და იმათი გალობა უნდა გადავიღოთ ნოტებზედო. წევრთა მეორე ნაწილი კიდევ თანამოაზრე ეპისკოპოსის ალექსანდრესი, უფრო თანაუგრძნობდნენ ქართლ-კახურ გალობას, ცდილობდნენ მის აღდგენას და ხალხში გავრცელებას. ეს უთანხმოება არხიმ. მაკარის და გრიგოლის მომხრეთა გამარჯვებით დამთავრდა. დაადგინეს, ჯერჯერობით გურული გალობა აღედგინათ. დაიბანეს იქაური გამოჩენილი მგალობლები, დაიქირავებს მუსიკისმცოდნე პირნი, - რომელთაც ეს საგალობლები უნდა ნოტებზედ გადაეღოთ, დაუნიშნავს მათ ყველას ჯამაგირები და მიჰყვეს ხელი გურული საგალობლების ჩაწერას. პირველ ხანებში საქმე გვარიანად მიდიოდა, მაგრამ როცა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, - რომელსაც კომისიის მიმართულება არ აკმაყოფილებდა, თავი მიანება კომისიის თავმჯდომარეობას, წევრობაზეც უარი სთქვა მაშინ და მისი ადგილი არხიმ. მაკარიმ დაიჭირა; საქმე შესამჩნევად შეფერხდა, ფულები შემოაკლდათ და შემგროვებელი აღარსად იყო, რამოდენსამე თვეობით მგალობლებს ჯამაგირებს ვეღარ აძლევდნენ. ამის გამო კომისსიამაც თავისი მოქმედება ძალაუნებურად დროებითი შეაყენა. მაშინ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ, ვრცელი მოხსენება წარუდგინა იმ დროს მყოფ ექსარქოს პავლეს, სადაც ამბობდა, - რომ გურულ-იმერული გალობისა მას წინააღმდეგი არა აქვს რა, მხოლოდ ჩვენ ქართლელებსა და კახელებს იმ გალობისათვის სმენა ვერ შეგვიჩვევიაო, ის ემჯობინებოდა, - რომ აქაურმა სამღვდელოებამ თავის გალობას მოუაროსო და თუ გურულებს და იმერლებს სურთ თავიანთი გალობის აღდგენა, იქაურმა სამღვდელოებამ და მათმა ეპისკოპოსებმა იზრუნონ მისთვისი. იმ ხნის განმავლობაში ეს კომისსია ნელ-ნელა გაუქმდა; ხოლო ქართლ-კახურუ გალობის აღდგენის საქმეს თავის საკუთარის ხარჯით იკისრა ეპის. ალექსანდრე. 1884 წელს ხელშეკრულება დასდო იმ დროს თბილისის საიმპერატორო სკოლის დირექტორად მყოფ იპოლიტ-ივანოვთან, რომელმაც იკისრა ამ საგალობლების ნოტებზე გადაღება. მგალობლებად ეპისკ. ალექსანდრეს დაუნიშნავს მღვდ: ალ. მოლოდინაშვილი, გრ. მღებრიშვილი და ძმანი ვასილ და პოლიექტვო კარბელაშვილები. იპ. - ივანოვმა ამ მგალობელთაგან გადაიღო წმ. იოანე ოქროპირის წირვა და, როგორც თვით ივანოვისაგან გაგონილი გვაქვს, კიდევ სხვა ბევრი საგალობლებიც. ამ ჩაწერილისაგან დღეს გამოცემული და გამოქვეყნებულია მხოლოდ ზემოხსენებული იოანე ოქროპირის წირვა [2] და რა ბედი ეწია დანარჩენს ნაწილს, ამისგან დანამდვილებით დღესაც ვერ გაგვიგია-რა! ვიცით მხოლოდ ისა, რომ განსვენებულმა ეპისკ. ალექსანდრემ დიდი ფული დახარჯა ამ საქმეზედ და ზემოაღნიშნული წირვა შედარებით ნამუშევარის ერთ მცირედ ნაწილად უნდა ჩაითვალოს. აი რა უკუღმართი ბედი ეწია ქართული საეკკლესიო გალობის აღდგენის საქმეს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყობილი და აქამომდე.

ეს ჩემი დაწერილი და ქალთა და ვაჟთა გუნდისათვის ხმაშეწყობილი მცირე შრომა რომ განვითარდეს და გავრცელდეს როგორც ჩვენში ისე რუსეთშიაც, განვიზრახეთ გამოგვეცა ქართული და რუსული ტექსტით. დედნად, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ვისარგებლე ის წირვა, რომელიც იპ.-ივანოვის მიერ არის გადაღებული და რომელიც უფრო სწორედ უნდა იყოს ჩაწერილი, ვიდრე სხვა აქამომდე გამოცემული ქართული საგალობლები.

მისი ძირითადი ხასიათი რომ არ შემეცვალა, მთელი საგალობლების პირველი ხმა მკაცრადა მაქვს დაცული, და თუ რომელსამე ნომერში, - მაგ. „რომელი ქერუბიმთა“, „შენ გიგალობთ“ და სხვა, ადგილ-ადგილ ჰანგი შეკვეცილი, ანუ გაფართოებულია, ანუ კიდევ ნოტების ზომა მეტ ნაკლებია და სხვა, ეს მისთვის მოხდა, რომ ქართველი მგალობლების მომატებული ნაწილი ისე გალობს ხოლმე, როგორადაც აქ არის შეკეთებული და თუ დედანი ადგილ ადგილ განსხვავებით არის გადმოცემული, ეს ჩვენი ბრალი არ არის: ჩვენ უფრო უნდა დავუჯეროთ მგალობელთა უმეტეს ნაწილს, ვიდრე სამი და ოთხი კაცის ნაგალობებს, რადგანაც ადვილად შესაძლებელია, რომ მგალობლებს ის ადგილები დანამდვილებით არ ქონდეთ გადაცემული იპ. - ივანოვისათვის. მაგრამ ამ გვარი ადგილებიც იქ იშვიათადა გვხვდება და მისთვის დიდი მნიშვნელობის ღირსიც არ უნდა იყოს.

მეორე და მესამე ხმა (ბანი)[3] აგრეთვე ჰარმონიაც შეძლების დაგვარ ისეა შენახული, როგორათაც ხალხი გალობს ხოლმე.

როცა ამ საგალობლებს ხმას უწყობდი, მე მხედველობაში მქონდა მხოლოდ - დიდი ქალთა და ვაჟთა გუნდი, ამისათვის საგალობლების მომატებული ნაწილი დაწერილი მაქვს ხუთ, ექვს და ზოგან შვიდ ხმადაც, რის ასრულებაც საშუალო გუნდისათვის მუდამ ადვილი არ იქმნება; ამისათვის იმ გალობის მასწავლებელთ, რომელთაც დიდი გუნდები ხელთ არა ჰყავთ, მე ურჩევ შემდეგი ჩვენებით იხელმძღვანელონ. საგალობლების ოთხ ხმაზედ მოწყობა ქალთა და ვაჟთა გუნდისათვის რასაკვირველია მეტად ადვილია, ამისთვის საკმარისია მხოლოდ გაორკეცებული ხმები, - რომლებიც მომეტებულ ნაწილად მელოდიასთან ხვდება, გამოაკლონ, ხოლო სამ ხმად გადასაკეთებლად, ერთ გვარ გუნდისათვის, ისე როგორათაც თვით ხალხი ჩვეულებრივ გალობს ხოლმე საჭიროა მარტო პირველი ხმა და ბანი შეუცვლელად დარჩეს და მეორე ხმისათვის ლო ისარგებლონ „ალიტსა და ტენორის“ სათქმელი, მხოლოდ ისე კი, რომ ყოველი მანჭულები (ფიგურები) რომლებიც ამ ორ ხმაში არის მოთავსებული, (მომატებულად ალტში) შეძლებისა დაგვარ ისე ამოიღონ, რომ არც მის ხასიათს და არც ჰარმონიულ სისრულეს ნაკლი არ დაიტყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითეულ სიმღერა-გალობის მასწავლებლისათვის ეს ძნელი არ იქნება და დიდ შრომასაც არ წარმოადგენს.

სხვათა შორის, იოანე ოქროპირის წირვის დედანთან შედარებით მე ჩაუმატე კიდევ რამოდენიმე საგალობელი, მაგ. „სასუფეველსა შენსა“, „წმიდაო ღმერთო“, სოფრონისა „წარდგომები კვირიაკისა რა ხმა“, „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ და სხვა. „მრავალ ჟამიერ“ - კი N22, ავიღე საგანგებოდ გურული კილოც [4], რომ იგი ქართლ-კახურ კილოსთან შეადარონ, თუ რამდენად განირჩევიან ისინი ერთმანეთში, როგორც ჰანგის მოწყობილობით ისე ყველა ხმების მოძრაობით, იმისდა მიუხედავათ, რომ ორივე საგალობელი ქართულია.

დასასრულ ჩემს თავს მოვალედ ვრაცხ უღრმესი მადლობა უძღვნა: ტფილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების გამგეობას, ღარიბ მოწაფეთა შემწეობისათვის ტფილ. გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგე კომიტეტს და ყველა იმ კერძო პირთა, რომელთაც ქონებრივად და ზნეობრივად დახმარება აღმომიჩინეს ამ შრომის გამოსაცემად.

ზაქ. პ. ფალიაშვილი.
ქ. ტფილისი
21 ღვინობისთვე 1909 წ.

[1] იხ. ტფილისის სინონდალი კანტორის საქმეებში, ძველი - ქართული საეკკლესიო გალობის აღდგენის საკითხის შესახებ მოხსენება არხიმ. მაკარისა და გრიგოლისა საქართველოს ექსარხოს მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესი პავლესადმი 9 ქრისტესშობისთვიდამ 1883 წ. N 40
[2] რომლის დედანსაც მე ვსარგებლობ ამ შრომისათვის.
[3] ქართული საეკკლესიო გალობა ისე როგორც სახალხო სიმღერები განსაკუთრებით სამხმოვანია.
[4] ნოტებზედ გადაღებული ფ. ქორიძის მიერ

კრებულში წარმოდგენილი ზაქარია ფალიაშვილის საგალობლები:

კვერექსი - დიდი და მცირე. აკურთხებს სული ჩემი. დიდება და აწ და. მხოლოდ შობილი

სასუფეველსა შენსა

მოვედით თაყვანი ვსცეთ. უფალო აცხოვენ და სხვა

წმინდაო ღმერთო

წმინდაო ღმერთო (სოფრონისა)

ჯვარსა შენსა. რაოდენთა ქრისტეს მიერ.

წარდგომები კვირისა, რვა ხმა

ალლილუია. დიდება შენდა უფალო

კვერექი - მიცვალებულთათვის

რომელნი ქერუბინთა

მოგვმადლენი. მამასა და ძესა

მრწამსი

წყალობა მშვიდობა. წმინდაო, წმინდაო

შენ გიგალობთ

ღირს არს ჭეშმარიტად

მამაო ჩვენო

აქებდით უფალსა ცათაგან, ხორცი ქრისტესი

შენ ხარ ვენახი

კურთხეულ არს მომავალი. ნათელი ჭეშმარიტი. აღავსე პირი ჩვენი. სახელითა უფლისათა.

იყავნ სახელი უფლისა და სხვა... უკეთილმსახურესი

მრავალ ჟამიერ (გურული)

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

<embed wmode="opaque" src="https://drive.google.com/file/d/1DqPztzIjU6KS7DGrYW1X4Y6TpamijBv2/preview" width="700" height="800" allowscriptaccess="never"></embed>

ჯვართამაღლების საგალობლები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2020-09-27:6506411:Topic:14312082020-09-27T15:35:20.845Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

თორმეტ საუფლო დღესასწაულს, კიდევ ერთ, გამორჩეულ და აღმატებულ დღესასწაულს უმატებენ - ესაა ჯვართამაღლება. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად თვენი საკითხავში ამოიკითხავთ: ჯვართამაღლება. როგორც საუფლო დღესასწაულს, ჯვართამაღლებასაც…

თორმეტ საუფლო დღესასწაულს, კიდევ ერთ, გამორჩეულ და აღმატებულ დღესასწაულს უმატებენ - ესაა ჯვართამაღლება. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად თვენი საკითხავში ამოიკითხავთ: ჯვართამაღლება. როგორც საუფლო დღესასწაულს, ჯვართამაღლებასაც საკუთარი ლიტურგიკული გამორჩეულობა აქვს.

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

ჯვართამაღლების ტროპარი:

აცხოვნე უფალო ერი შენი, |
და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ||
ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, |||
და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, |
რათა ვიტყოდეთ: ||
უფალო, დიდება შენდა. |||

იგალობება პურის კურთხევაზე (3x) და ღმერთი უფალის შემდეგ.

ამოსაბეჭდი ნოტები:

• ჯვართამაღლების ტროპარი •

ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
და პატივს ვცემთ წმიდასა ჯვარსა შენსა, ||
რომლითა მონებისაგან მტერისა მიხსენ მე. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• გადიდებსა •

ნოტები აღებულია ქართული საეკლესიო გალობის II ტომიდან (იხ. წიგნი)

ძლისპირი თ:

ადიდებს სული ჩემი |
ყოვლად პატიოსანსა ||
ჯვარსა უფლისასა |||

საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, |
რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ||
ხოლო ჩვენ ჯვარითა ცხოვრება შემოსილნი |||
ქვეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა, |
ამისთვის აწ აღვამაღლებთ, ||
თაყვანისვცემთ მას და შენ გადიდებთ. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• „უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII •

საღმრთო ლიტურღია

სადღესასწაულო ანტიფონები:

პირველი ანტიფონი

ღმერთო, ღმერთო ჩემო მომხედენ მე, | რაისათვის დამიტევებ მე;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან, | სიტყვანი ბრალთა ჩემთანი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ღმერთო ჩემო დღისით ხმა ვყავ შენდამი, და არა ისმინე ჩემი, | და ღამე და არა იღვაწე ჩემთვის;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ხოლო შენ წმინდასა შინა დამკვიდრებულხარ, | ქებული ეგე ისრაელისა;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დიდება, აწდა.

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

მეორე ანტიფონი

რად განგვიშორებ ჩვენ ღმერთო სრულიად;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო რომელი ხორცითა ჯვარს-ეცვი, მგალობელნი შენნი ალილუია!

მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

მთა სიონი ესე რომელ დაემკვიდრე მას შინა;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

ხოლო ღმერთმან მეუფემან ჩვენმან წინასაუკუნეთამან, შეჰქმნა ცხოვრება შორის ქვეყანისა;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება, აწდა...

მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...

მესამე ანტიფონი

უფალი სუფევს განრისხნედ ერნი;

► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...

უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, | რომელი ზის ზედა ქერუბიმთა, შეიძარნ ქვეყანა;

► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...

უფალი სიონს დიდ-არს და მაღალ-არს, | ყოველთა ზედა ერთა;

► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...

თაყვანი-ვსცეთ უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.

► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...

მცირე შესვლად:

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა |
და თაყვანისსცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმინდა არს ||

► ჯვართამაღლების ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი...

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, |
მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ||
ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩვენსა |||
და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, |
რომელსა თანა შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, ||
უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლადძლიერი. |||

ღირს არსის ნაცვლად:

საიდუმლო სამოთხე ხარ ღმრთისმშობელო, |
რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ||
ხოლო ჩვენ ჯვარითა ცხოვრება შემოსილნი |||
ქვეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა, |
ამისთვის აწ აღვამაღლებთ, ||
თაყვანისვცემთ მას და შენ გადიდებთ. |||

განიცადე:

გამოჩნდა ჩვენ ზედა ნათელი პირისა შენისა უფალო |

შენიშვნა: შობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
გარდამოხსნა-დატირება და დიდი შაბათი (საგალობლები)tag:www.qwelly.com,2018-04-06:6506411:Topic:13204012018-04-06T19:05:27.798Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ვნების პარასკევსა და დიდ შაბათს, გამთენიისას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ვნების, ჯვარზე გაკვრის, აღსრულების, გარდამოხსნისა და საფლავად დადების დღეს. ამასთანავე, ამ დღის ღმრთისმსახურებებზე იკითხება ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლისგან საკუთარი ძის დატირების ლოცვები, სპეციალური ტიპიკონური მითითებებით.

აღესრულება ვნების პარასკევის მწუხრისა (მოებმის მცირე სერობა) და დიდი შაბათის ცისკარზე.…

ვნების პარასკევსა და დიდ შაბათს, გამთენიისას, ქრისტეს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ვნების, ჯვარზე გაკვრის, აღსრულების, გარდამოხსნისა და საფლავად დადების დღეს. ამასთანავე, ამ დღის ღმრთისმსახურებებზე იკითხება ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლისგან საკუთარი ძის დატირების ლოცვები, სპეციალური ტიპიკონური მითითებებით.

აღესრულება ვნების პარასკევის მწუხრისა (მოებმის მცირე სერობა) და დიდი შაბათის ცისკარზე.

პარასკევის მწუხრი

საწინასწარმეტყველო წარდგომა:

1. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი;

2. ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა.

სამოციქულო წარდგომა:

1. დამდვეს მე მღვიმესა ქვესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა;

მაცხოვრის შუა ტაძარში გადმოსვენების დროს, სიმბოლურად, ჯვრიდან გარდამოხსნის დროს, იგალობება („აწ განუტევეს...“ წინ):

შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, |
ვითარცა რა სამოსელი ||
გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, |||
და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, |
გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა ||
და ესრეთ იტყოდა: |||
იესო ტკბილო, ყოველთა მეუფეო, |
რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, ||
წყვდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, |||
და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, |
არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, ||
და ვითარ შეგმურო, ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, |||
ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოთა, |
ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ||
ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, |||
უგალობ ჯვარცმასა და დაფლვასა შენსა, |
ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, ||
და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

ტროპარი:

მშვენიერმან იოსებ |
ძელისაგან გარდამოხსნა ||
უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
სურნელებითა შემურვილი, ||
ახალსა საფლავსა დაგდვა ||| 3-გზის.

♫ (მოისმინეთ სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდის შესრულებით (ვიდეო))

მწუხრის და მცირე სერობის დასრულების შემდეგ:

მოვედით და ვიხილოთ ცხოვრება ჩვენი |
საფლავსა შინა მდებარე ხორციელად ||
რათა განაცხოველნეს საფლავსა შინა მდებარენი |||
მოვედით ერნო და იუდას თესლისაგან გამოსრულნი მხსნელი ვიხილოთ მიძინებული |
წინასწარმეტყველებრ ესრეთ უღაღადებდეთ მას ||
მიიძინე ლომებრ და განისვენე |||
და ვინ აღგადგინოს შენ ჰოი მეუფეო |
არამედ თვითფლობით აღსდეგ ||
რომელი ნებსით თვისით მიეცი ჩვენთვის უფალო დიდება შენდა |||

დიდი შაბათის ცისკარი (ცისკრის ჟამნი)

„ღმერთი უფალის“ შემდეგ...

მშვენიერმან იოსებ |
ძელისაგან გარდამოხსნა ||
უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
სურნელებითა შემურვილი, ||
ახალსა საფლავსა დაგდვა |||

დიდება...

რაჟამს შთახედ საფლავად |
ცხოვრება ეგე უკვდავი, ||
მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, |||
ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, |
მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ||
ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა. |||

აწ, და

მენელსაცხებლეთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა |
ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს ||
ხოლო ქრისტე ხრწინლებისაგან უცხო იქმნა |||

მეჩვიდმეტე კანონის საგალობლები

მეჩვიდმეტე კანონზე გუნდი ჩასართავებს პასუხობს:

► კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

○ მეჩვიდმეტე კანონის I სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „გიგალობთ შენ სიტყვაო...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „გნატრით შენ ღმრთისმშობელო...“

გუნდი:

ცხოვრება ეგე საფლავსა დაიდევ ქრისტე |
და ანგელოზთა მხედრობანი შეძრწუნდეს ||
და ადიდებდეს სიმდაბლესა შენსა |||

კვერექსი

მღვდელი: ასამაღლებელი

გუნდი: ამინ,

ღირს არს დიდებად შენდა ცხოვრების მომცემელისა |
რომელმანცა განიპყრენ ხელნი ჯვარსა ზედა ||
და შემუსრე სიმტკიცე იგი მტერისა. |||

○ მეჩვიდმეტე კანონის II სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „დაუსაბამოო ქრისტე...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „მშობელო ცხოვრებისაო...“

გუნდი:

ღირს არს დიდებად შენდა ცხოვრების მომცემელისა |
რომელმანცა განიპყრენ ხელნი ჯვარსა ზედა ||
და შემუსრე სიმტკიცე იგი მტერისა. |||

კვერექსი

მღვდელი: ასამაღლებელი

გუნდი: ამინ,

ნათესავნი ყოველნი |
გალობასა შესწირვენ ||
დაფლვასა შენსა ქრისტე მეუფეო ჩვენო. |||

○ მეჩვიდმეტე კანონის III სასვენის ბოლოს:

გუნდი: დიდება

მღვდელი: „ჰოი, სამებაო ღმერთო ჩემო...“

გუნდი: აწდა

მღვდელი: „ხილვად ძისა შენისა...“

გუნდი:

► კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

საცისკრო კანონთა გალობა

IX გალობის ძლისპირი (დიაკონი ამბიონზე უსიტყვოდ გამოსახავს საცეცხლურით ჯვარს ღმრთისმშობის ხატის წინ)

ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, |
რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა. ||
რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ |||
და მაღალ ვჰყვნე დიდებით, |
სარწმუნოდ და სურვილით ||
დაუცხრომელად შენნი მგალობელნი. |||

შემოტარების შემდეგ:

მშვენიერმან იოსებ |
ძელისაგან გარდამოხსნა ||
უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, |||
და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, |
სურნელებითა შემურვილი, ||
ახალსა საფლავსა დაგდვა |||

კმევის დასრულების შემდეგ:

რომელსა გიპყრიან კიდენი ქვეყანისანი |
საფლავსა დადება ჯერ-იჩინე ||
რათა იხსნა კაცთა ბუნება განხრწნისაგან ჯოჯოხეთისა და უკვდავჰყო. |||

დიდება...

მაცხოვნენ ჩვენ ქრისტე |
ვითარცა ღმერთმან ||
მრავალმოწყალეო |||

აწ,და

რომელსა გიპყრიან კიდენი ქვეყანისანი |
საფლავსა დადება ჯერ-იჩინე ||
რათა იხსნა კაცთა ბუნება განხრწნისაგან ჯოჯოხეთისა და უკვდავჰყო. |||

სამოციქულოს წარდგომა:

► ყოველი ქვეყანა თაყვანისგცემდნენ შენ და გიგალობდნენ და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო! (?)

დიდი შაბათის წირვა
(მწუხრის ჟამნი ბასილი დიდის ლიტურღიასთან შეერთებული)

საწინასწარმეტყველოების ჩასართავები:

► რამეთუ დიდებით დიდებულ არს!

► უფალსა უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე!

„წმინდაო ღმერთო“-ს წილ...

► რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!

სამოციქულოს წარდგომა:

► ყოველი ქვეყანა თაყვანისგცემდნენ შენ და გიგალობდნენ და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო! (?)

81-ე ფსალმუნის ჩასართავი...

► აღსდეგ ღმერთო განსაჯე ქვეყანა რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა!

„რომელი ქერუბიმთა“-ს წილ

სდუმენინ ყოველი ხორცი კაცობრივი |
და სდეგინ შიშით და კრძალულებით ||
და ნურარას მსოფლიოსა შფოთსა იგონებნ, |||
რამეთუ აჰა ესერა, შემოვალს მეუფე მეუფეთა |
და უფალი უფლებათა ||
და კვალად საჭმელად და მიცემად მორწმუნეთა |||

„და ვითარცა“-ს წილ

და მას წინა უძღვიან გუნდნი ანგელოზთანი, |
მრავლთვალნი ქერუბიმნი. ||
ექვს–ექვს ფრთენი სერაფიმნი, |||
პირთა თვისთა დამფარველნი და ძრწოლით მღაღადებელნი |
გალობასა ანგელოზებრივსა ||
ალილუია, ალილუია, ალილუია. |||

„ღირს არსი“-ს წილ

ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, |
რომელი მუცლად მიღე თვინიერ თესლისა. ||
რამეთუ აღვდსგე და ვიდიდო მე ღვთაებრ |||
და მაღალ ვჰყვნე დიდებით, |
სარწმუნოდ და სურვილით ||
დაუცხრომელად შენნი მგალობელნი. |||

განიცადე

განიღვიძა ვითარცა მძინარემა უფალმა და აღსდგა და გვაცხოვნა ჩვენ ალილუია ალილუია ალილუია!

შენიშვნა: ამ დღის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

(?) - დაზუსტდება...
შობის საგალობლები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2018-01-06:6506411:Topic:13048232018-01-06T10:19:12.226Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ ბეთლემში ქრისტეს შობის შესახებ, ხოლო, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, „იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს“. ეს დიდებული შობა უდიდესი თავმდაბლობით აღსრულდა - ცხოველთა სადგომში, პირველად „ბაგასა უსიტყვურთასა“ დამკვიდრდა კაცობრიობის მხსნელი. აბა, როგორ იფიქრებდა ბოროტი, უფლის დიდებულების ასეთ წარმოჩენას?!

შობა ქრისტესი არის უდიდესი…

მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ ბეთლემში ქრისტეს შობის შესახებ, ხოლო, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, „იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს“. ეს დიდებული შობა უდიდესი თავმდაბლობით აღსრულდა - ცხოველთა სადგომში, პირველად „ბაგასა უსიტყვურთასა“ დამკვიდრდა კაცობრიობის მხსნელი. აბა, როგორ იფიქრებდა ბოროტი, უფლის დიდებულების ასეთ წარმოჩენას?!

შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ - საშობაო ეპისტოლეში წერდა პატრიარქი ეფრემ მეორე. მაცხოვრის შობის უდიდესი დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში.

წყარო

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

შობის ტროპარი:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, |
აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, ||
რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ |||
ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, |
რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, ||
უფალო დიდება შენდა.

პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:

ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა დ):

• შობის ტროპარი •

მოისმინეთ ტროპარი:

<audio controls="controls"></audio>
ასრულებს, ანსამბლი „დიდგორი“

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
რომელი ჩვენისა ცხოვრებისათვის, ||
უქორწინებელისა და ყოვლად-წმინდისა ქალწულისა მირიამისაგან ხორცითა იშევ. |||

საცისკრო წარდგომა:

საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს!

ძლისპირი თ:

ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. |||

საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ, |
ქვაბი ცათა ემსგავსა ||
ქალწული ქერუბიმთა, |||
ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, |
რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, ||
დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• „უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII •

საღმრთო ლიტურღია

სადღესასწაულო ანტიფონები:

პირველი ანტიფონი

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა | და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ზრახვასა შინა წრფელსა და შესაკრებელსა | დიდ არიან საქმენი უფლისანი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

გამოსაძიებელ არიან | ყოველსა შინა ნებანი მისნი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

აღსარებულ და დიდად შვენიერ არიან საქმენი მისნი | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დიდება, აწდა.

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

მეორე ანტიფონი

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა | მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი | და თესლი წრფელთა იკურთხოს;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება და სიმდიდრე სახლსა მისსა | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

გამოუბრწინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა | მოწყალე და შემწყნარებელ და მართალ;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება, აწდა

მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...

მესამე ანტიფონი

ჰრქვა უფალმა უფალსა ჩემსა | დაჰსჯედ მარჯვენით ჩემსა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი, | ქვეშე ფერხთა შენთა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით | და უფლებდი შორის მტერთა შენთა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

შენ თანა არს მთავრობა, დღესა ძლიერებისა შენისასა | ბრწყინვალებასა წმინდათა შენთასა.

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

დიდება, აწდა

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

მცირე შესვლად:

საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ |
ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს, ||
შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. |||

► შობის ტროპარი ↑

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, |
და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ||
ანგელოზნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყველებენ. |||
ხოლო მოგვნი ვარკვლავისა-თანა მოგზაურობენ, |
რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი ||
პირველ საუკუნეთა ღმერთი. |||

წარდგომა სამოციქულოსი:

ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდნენ შენ და გიგალობდნენ | და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო.

ღირს-არსის ნაცვლად:

ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი. |||

ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შევძლებთ |
ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ||
ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, |||
არამედ მსგავსად შეძლებისა ჩვენისა |
შევსწიროთ შესხმა, ||
რომლითა გადიდოთ შენ. |||

განიცადე:

ხსნა მოუვლინა ერსა თვისსა უფალმან; ალილუია, ალილუია, ალილუია!

დამატებითი მასალები:

იხ: ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V, გვ. 265-282)

მეოხებითა ღმრთისმშობელისათა (ა აღსავლის ჩასართავი)

გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო (ბ აღსავლის ჩასართავი)

საშოთ მთიებისა (შესვლადი)

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო (ტროპარი. ხმა დ)

ქალწული დღეს არსებად (კონდაკი. ხმა გ)

ადიდე, სულო ჩემო (თ ძლისპირის ჩასართავი)

საიდუმლო უცხო და დიდებული (ძლიპირი. გალობა თ. ხმა ა)

ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ (სამოციქულოს წარდგომა)

იხილეთ:

• საკითხავნი წმიდისა ქრისტეს შობისანი

• იესო ქრისტეს შობა (ხატები, ფრესკები, ტაძრები)

შენიშვნა: შობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ღმრთისმშობლის მიძინების, მარიამობის საგალობლები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-08-27:6506411:Topic:12852442017-08-27T15:51:06.875Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

წმინდა წერილში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცხოვრებიდან, ძალიან მცირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - სულ რამდენიმე ეპიზოდშია მოთხრობილი დედა ღმრთისას შესახებ, მაგრამ საეკლესიო გარდამოცემამ შემოგვინახა მაცხოვრის ამაღლებსი შემდეგ მისი ცხოვრების და მიძინების, ცად აღყვანების ისტორია, რომელიც თვენის საკითხავებშია მოცემული. იხილეთ…

წმინდა წერილში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცხოვრებიდან, ძალიან მცირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - სულ რამდენიმე ეპიზოდშია მოთხრობილი დედა ღმრთისას შესახებ, მაგრამ საეკლესიო გარდამოცემამ შემოგვინახა მაცხოვრის ამაღლებსი შემდეგ მისი ცხოვრების და მიძინების, ცად აღყვანების ისტორია, რომელიც თვენის საკითხავებშია მოცემული. იხილეთ მარიამობა.

წყარო

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი:

შობასა ქალწულება დაიმარხე |
და მიცვალებასა ||
სოფელი არა დაუტევე, ღმრთისმშობელო, |||
მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, |
და აწ მეოხებითა შენითა იხსნი ||
სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.|||

პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:

ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა ა):

• ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი •

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

გადიდებთ შენ ყოვლად-წმინდაო
დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩვენისაო
და ყოვლად დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ

საცისკრო წარდგომა:

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

ჩასართავი თ ძლისპირისა

ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს |
და უკვირდათ, ||
ვითარ ქალწული აღვალს ქვეყანით ზეცას. |||

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყველნი |
შენთვის, ქალწულო უბიწოო, ||
ქალწულებრივი შობა და სიკვდილი ცხოვრების მომცემელი |||
და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე |
და მოკვდავი ცხოველ ხარ, ||
ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• „უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII •

საღმრთო ლიტურღია

გამომსახველობით ანტიფონები

მცირე შესვლად:

მოვედით თაყვანის-ვსცეთ...

► ღმრთისმშობლის მიძინების ტროპარი ↑

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

მეოხებათა შინა სამარადისოდ მვედრებელი, |
და შეწევნათა შინა უცვალებელი სასოება, ||
ღმრთისმშობელო, სამარემან და სიკვდილმან ვერ დაგაბრკოლეს, |||
არამედ, ვითარცა დედა ეგე ცხოვრებისა, |
ცხოვრებად მიცგვალა, ||
რომელმან დაიმკვიდრა საშო მარადის ქალწულისა. |||

წარდგომა სამოციქულოსი:

ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმა ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.

ღირს-არსის ნაცვლად:

იხილეთ: მე-9 ძლისპირი ↑

განიცადე:

სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ, და სახელსა უფლისასა ვხადოთ!

იხილეთ:

• ღმრთისმშობლის მიძინება (ხატები, ფრესკები, ტაძრები)

შენიშვნა: ღმრთისმშობლის მიძინების საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
ფერისცვალების საგალობლები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-08-18:6506411:Topic:12838972017-08-18T10:44:51.221Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მაცხოვარი, წმინდა წერილში, სულ რამდენჯერმე განაცხადებს საკუთარ ღმრთაებრიობას და ერთ-ერთი ასეთი დღე არის ფერისცვალება, როდესაც უფალმა ინება, მოციქულების წინაშე ფერი ეცვალა თაბორის მთაზე. ეს სიუჟეტი, სახარების სამ სინოპტიკურ სახარებაშია მოთხრობილი და ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორის, ფერისცვალებას, გამორჩეული ადგილი უკავია, როგორც მიმნიშნებელს, რომ მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელია, მათ შორის ისეთი სრული ცვლილება როგორც ეს თაბორზე მოხდა.…

მაცხოვარი, წმინდა წერილში, სულ რამდენჯერმე განაცხადებს საკუთარ ღმრთაებრიობას და ერთ-ერთი ასეთი დღე არის ფერისცვალება, როდესაც უფალმა ინება, მოციქულების წინაშე ფერი ეცვალა თაბორის მთაზე. ეს სიუჟეტი, სახარების სამ სინოპტიკურ სახარებაშია მოთხრობილი და ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორის, ფერისცვალებას, გამორჩეული ადგილი უკავია, როგორც მიმნიშნებელს, რომ მორწმუნისთვის ყოველივე შესაძლებელია, მათ შორის ისეთი სრული ცვლილება როგორც ეს თაბორზე მოხდა. დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში.

წყარო

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

ფერისცვალების ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, |
და უჩვენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ||
ძალისაებრ მათისა |||
და გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, |
მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ||
ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:

ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა გ):

• ფერისცვალების ტროპარი •

მოისმინეთ ტროპარი:

<audio controls="controls"></audio>
ასრულებს, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

დაემატება...

საცისკრო წარდგომა:

თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.

ძლისპირი თ:

ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა!

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, |
ღმერთი მუცლით შენით ||
გამოვიდა განხორციელებული, |||
კაცთა შორის იქცეოდა, |
ამისთვის ჩვენ შენ, ღმრთისმშობელო, ||
სამართლად ყოველი გადიდებთ. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• „უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII •

საღმრთო ლიტურღია

სადღესასწაულო ანტიფონები:

პირველი ანტიფონი

ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდება ქებულებასა მისსა;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ხმა ქუხილისა შენისა ურმის თვალსა, გამოსჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქვეყანა;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

აღსარება და დიდად შვენიერება შთაიცვ, შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დიდება, აწდა.

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

მეორე ანტიფონი

მთანი სიონისანი, გვერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!

და აღიყვანა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!

მთა სიონი რომელ შეიყვარა, და აღაშენა ვითარცა მარტორქისა სიწმინდე მისი;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო რომელმან მთასა ზედა ფერი იცვალე, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება, აწდა

მხოლოდშობილი ძე ...

მესამე ანტიფონი

რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთა სიონი არა შეირხიოს უკუნისამდე;

► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

მთანი გარემოს მისსა, და უფალი გარემოს ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე;

► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმინდასა შენსა;

► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმინდასა მისსა.

► ფერისცვალების ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

მცირე შესვლად:

უფალო მოგვივლინე ნათელი შენი |
და ჭეშმარიტება შენი, ||
რათა წარგვიძღვეს და აღგვიყვანოს ჩვენ მთასა წმინდასა შენსა. |||

► ფერისცვალების ტროპარი ↑

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო |
და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, ||
დიდება შენი უჩვენე. |||
რათა რაჟამს იხილონ ჯვარცმა შენი, |
გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს ||
და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა. |||

წარდგომა სამოციქულოსი:

ვითარ განდიდნეს საქმენი შენი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ.

ღირს-არსის ნაცვლად:

იხილეთ: მე-9 ძლისპირით ↑

განიცადე:

უფალო ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე!

იხილეთ:

• დღისა მისთჳს, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარმან მთასა წმიდასა თაბორსა

• ფერისცვალება (ხატები, ფრესკები, ტაძრები)

შენიშვნა: ფერისცვალების საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
სულთმოფენობის საგალობლები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-06-03:6506411:Topic:12687642017-06-03T11:47:12.116Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

უფალ იესო ქრისტეს ამაღლებისას, მოციქულებისთვის მიცემული აღთქმის ასრულების დღე, ნუგეშინისმცემლის მოვლინების დღე, სულთმოფენობის დღე, ეკლესიის დაარსების დღე, საეკლესიო საიდუმლოთა დამტკიცების დღე, ყოველთა სიწმინდეთა დღე, ყოველადწმინდა სამების დღე - ეს მცირე ჩამონათვალი იმის აღსაწერათ, თუ რას ზეიმობენ ქრისტიანები სულთმოფენობას. დღესასწაულზე, რომელმაც კაცობრიობას განუცხადა ქრისტეს განკაცების დიდებულება, მისი ჯვარცმის მწუხარება და აღდგომის…

უფალ იესო ქრისტეს ამაღლებისას, მოციქულებისთვის მიცემული აღთქმის ასრულების დღე, ნუგეშინისმცემლის მოვლინების დღე, სულთმოფენობის დღე, ეკლესიის დაარსების დღე, საეკლესიო საიდუმლოთა დამტკიცების დღე, ყოველთა სიწმინდეთა დღე, ყოველადწმინდა სამების დღე - ეს მცირე ჩამონათვალი იმის აღსაწერათ, თუ რას ზეიმობენ ქრისტიანები სულთმოფენობას. დღესასწაულზე, რომელმაც კაცობრიობას განუცხადა ქრისტეს განკაცების დიდებულება, მისი ჯვარცმის მწუხარება და აღდგომის სიხარული!

წყარო

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

სულთმოფენობის ტროპარი:

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო,
რომელმან ყოვლად ბრძნად ||
მეთევზურნი გამოაჩინენ, |||
მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, |
და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, ||
კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა |||

პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალი შემდეგ.

ამოსაბეჭდი ნოტები:

• სულთმოფენობის ტროპარი •

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

გადიდებთ შენ, ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
და პატივს-ვსცემთ ყოვლადწმინდასა სულსა შენსა, ||
რომელ მამისა მიერ მოუვლინენ საღმრთოთა მოწაფეთა შენთა. |||

საცისკრო წარდგომა:

სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.

ძლისპირი თ:

მოციქულთა რა იხილეს |
გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, ||
დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდა.

გიხაროდენ შენ, წმიდაო |
დედუფალო, ||
დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, |||
რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ |
ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ||
ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

• „უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII •

საღმრთო ლიტურღია

სადღესასწაულო ანტიფონები:

პირველი ანტიფონი

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დიდება, აწდა.

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

მეორე ანტიფონი

შეისმინენ შენი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა;

► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!

შეისმინენ შენი უფალმან, დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი;

► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!

მოავლინენ შემწე წმიდით მისით, და სიონით გამო ღელი აღგიპყრან შენ;

► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!

მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა, და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ;

► გვაცხოვნენ ჩვენ ნუგეშინისმცემელო სახიერო, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება, აწდა

მხოლოდშობილი ძე ...

მესამე ანტიფონი

უფალო ძალითა შენითა იხარებდეს მეფე;

► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშვებდეს ფრიად;

► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას, და ნება ბაგეთა მისთა არა დააკლე მას;

► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი, ქვისა მისგან პატიოსნისა;

► სულთმოფენობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ... ↑

მცირე შესვლად:

ამაღლდი უფალო ძალითა შენითა | უგალობდე და ვაქებდე ძლიერებთა შენთა ||

► სულთმოფენობის ტროპარი ↑

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

რაჟამს იგი გარდამოხდა |
და ენანი შეურივნა, ||
მიმოდაჰყვნა მაღალმან ნათესავნი, |||
ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, |
ერთბამად მოიყვანნა იგინი, ||
ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა |||

„წმინდაო ღმერთოს ნაცვლად“ - „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“

წარდგომა სამოციქულოსი:

ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.

ღირს-არსის ნაცვლად:

იხილეთ: მე-9 ძლისპირით ↑

განიცადე:

დაემატება

სამწუხარო წარდგომა:

ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩვენი | შენ ხარ ღმერთი რომელმან ჰყვი საკვირველი.

იხილეთ:

• სულთმოფენობა და ერგასობაზე შეკრებილი იუდეველნი

• სულთმოფენობა (იოანე ოქროპირი)

შენიშვნა: სულთმოფენობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.
შენდამი იხარებს, მიმადლებულო!tag:www.qwelly.com,2017-03-06:6506411:Topic:12470692017-03-06T10:37:30.341Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

წმინდა ბასილი დიდი ლიტურღიაზე, რომელიც საწელიწადო ტიპიკონის მიხედვით 10 ჯერ აღესრულება, ღმრთისმშობლის სადიდებლის "ღირს არს"-ის ნაცვლად იგალობება "შენდამი იხარებს". წმინდა ბასილი დიდის ლიტურღია სრულდება 14 იანვარს, წმინდანის…

წმინდა ბასილი დიდი ლიტურღიაზე, რომელიც საწელიწადო ტიპიკონის მიხედვით 10 ჯერ აღესრულება, ღმრთისმშობლის სადიდებლის "ღირს არს"-ის ნაცვლად იგალობება "შენდამი იხარებს". წმინდა ბასილი დიდის ლიტურღია სრულდება 14 იანვარს, წმინდანის ხსენების დღეს; შობისა და ნათლისღების საუფლო დღესასწაულების მწუხრზე ან წირვაზე (დამოკიდებულია კვირის დღეზე); დიდი მარხვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას; ვნების კვირის ხუთშაბათს (იგივე, დიდ ხუთშაბათს) და ვნების შაბათს.

ფოტო ქველიდან

ტექსტი:

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყვა განხორციელდა და ყრმა იშვა უწინარეს საუკუნეთა ღმერთი ჩვენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• შენდამი იხარებს (ვერსია 1) •

წყარო: გელათის სკოლა

• შენდამი იხარებს (ვერსია 2) •

წყარო: დღესასწაულთა საგალობლები

• შენდამი იხარებს (ვერსია 3) •

წყარო: აღმოსავლეთის სკოლა

P.S. წარმოდგენილი სამივე ვერსია VIII ხმისაა.

სულ ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს?!tag:www.qwelly.com,2017-03-02:6506411:Topic:12459912017-03-02T10:43:22.566Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აღდგომის, დიდი მარხვის პირველ კვირასა და ვნების შვიდეულში, ეკლესიაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონები (სხვაგვარად, სინანულის კანონები), რასაც მოებმის სერობის მსახურება.

ანდრია კრიტელის კანონი კვირის ოთხ დღეს - ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება. განსხვავებული საკითხავების მიუხედავად, თითოეულ დღეს, იგალობება კონდაკი: სულო…

აღდგომის, დიდი მარხვის პირველ კვირასა და ვნების შვიდეულში, ეკლესიაში იკითხება ანდრია კრიტელის კანონები (სხვაგვარად, სინანულის კანონები), რასაც მოებმის სერობის მსახურება.

ანდრია კრიტელის კანონი კვირის ოთხ დღეს - ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება. განსხვავებული საკითხავების მიუხედავად, თითოეულ დღეს, იგალობება კონდაკი: სულო ჩემო.

ტექსტი:

სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს, და გეგულვების შენ აღშფონება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.

იხილეთ ნოტები: (სადა კილო)

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• სულო ჩემო, სულო ჩემო •

მირქმის საგალობები (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-02-09:6506411:Topic:12410392017-02-09T12:39:08.420Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მირქმის დღესასწაული საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. მის შესახებ მოთხრობილია ლუკას სახარებაში და დღესასწაული ეხება, იუდაური წესის თანახმად, შობიდან 40 დღის შემდეგ მაცხოვრის მისვლას იერუსალიმის ტაძარში.

მირქმის დღესასწაულის ტროპარი

გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო…

მირქმის დღესასწაული საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. მის შესახებ მოთხრობილია ლუკას სახარებაში და დღესასწაული ეხება, იუდაური წესის თანახმად, შობიდან 40 დღის შემდეგ მაცხოვრის მისვლას იერუსალიმის ტაძარში.

მირქმის დღესასწაულის ტროპარი

გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, |

რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ||

ქრისტე ღმერთი ჩვენი, |||

იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, |

რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, ||

რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა. |||

ნოტები ამოსაბეჭდად

• მირქმის ტროპარი, ხმა I •

"უპატიოსნესას" და "ღირს-არს"-ის ნაცვლად

IX ძლისპირის/გალობის ჩასართავი

ღმრთსმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, |

დაგვიფარე, დაგვიცევ და გვაცხოვნე, ||

რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება. |||

მეცხრე ძლისპირის ნაცვლად

წერილთა მიერ სჯულისათა მოგვესწავა ჩვენ მორწმუნეთა, |

ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს. ||

აჰა, დღეს ვიხილეთ ჩვენ პირმშო ზეცით და ქვეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ. |||

ნოტები ამოსაბეჭდად

• IX გალობის ჩასართავი და ძლისპირი •

იხილეთ:

• მირქმის დღესასწაული

შენიშვნა: მირქმის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

P.S. დაინტერესებულ პირებს, მსურველებს, შეუძლიათ გამოგვეხმაურონ, მოგვაწოდონ ნოტების სხვა ვერსიები ან ტექსტები (გადიდებსა, ძლისპირები და სხვ).