ქველი - Qwelly2024-03-29T10:09:32Zhttps://www.qwelly.com/group/galoba/forum/topic/listForTag?groupUrl=galoba&tag=%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noშენდამი იხარებს, მიმადლებულო!tag:www.qwelly.com,2017-03-06:6506411:Topic:12470692017-03-06T10:37:30.341Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

წმინდა ბასილი დიდი ლიტურღიაზე, რომელიც საწელიწადო ტიპიკონის მიხედვით 10 ჯერ აღესრულება, ღმრთისმშობლის სადიდებლის "ღირს არს"-ის ნაცვლად იგალობება "შენდამი იხარებს". წმინდა ბასილი დიდის ლიტურღია სრულდება 14 იანვარს, წმინდანის…

წმინდა ბასილი დიდი ლიტურღიაზე, რომელიც საწელიწადო ტიპიკონის მიხედვით 10 ჯერ აღესრულება, ღმრთისმშობლის სადიდებლის "ღირს არს"-ის ნაცვლად იგალობება "შენდამი იხარებს". წმინდა ბასილი დიდის ლიტურღია სრულდება 14 იანვარს, წმინდანის ხსენების დღეს; შობისა და ნათლისღების საუფლო დღესასწაულების მწუხრზე ან წირვაზე (დამოკიდებულია კვირის დღეზე); დიდი მარხვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას; ვნების კვირის ხუთშაბათს (იგივე, დიდ ხუთშაბათს) და ვნების შაბათს.

ფოტო ქველიდან

ტექსტი:

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყვა განხორციელდა და ყრმა იშვა უწინარეს საუკუნეთა ღმერთი ჩვენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• შენდამი იხარებს (ვერსია 1) •

წყარო: გელათის სკოლა

• შენდამი იხარებს (ვერსია 2) •

წყარო: დღესასწაულთა საგალობლები

• შენდამი იხარებს (ვერსია 3) •

წყარო: აღმოსავლეთის სკოლა

P.S. წარმოდგენილი სამივე ვერსია VIII ხმისაა.

კალოური (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-02-12:6506411:Topic:12417802017-02-12T14:19:08.907Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ქართული ფოლკლორული მუსიკის კიდევ ერთი სახეობა - კალოზე მომღერალთა შემოქმედებიდან.

სანოტო ვერსია ჩაწერილია ფორტეპიანოს თანხმლებით ხმისთვის, დიმიტრი არაყიშვილის მიერ.

კალოური

ტექსტი (ხალხური):

ე, ორველას როგორდა არ ვიტყვი, კაცებო,

ვაი, დედიჩემის ღმერთსაო, და!

შენ, არანისო, და

ჰაი, ტიალო და

სულ მუდამ…

ქართული ფოლკლორული მუსიკის კიდევ ერთი სახეობა - კალოზე მომღერალთა შემოქმედებიდან.

სანოტო ვერსია ჩაწერილია ფორტეპიანოს თანხმლებით ხმისთვის, დიმიტრი არაყიშვილის მიერ.

კალოური

ტექსტი (ხალხური):

ე, ორველას როგორდა არ ვიტყვი, კაცებო,
ვაი, დედიჩემის ღმერთსაო, და!
შენ, არანისო, და
ჰაი, ტიალო და
სულ მუდამ და
ქარი ქრიანო!
არც წყალო და
არც ცა წისქვილო და
არც მეზობელო ღვთიანო!

ნოტები:

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• კალოური •

აღებულია კრებულიდან: ხალხური სიმღერები

სატრფიალო (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-02-07:6506411:Topic:12404622017-02-07T08:55:29.350Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ხალხურ ტექსტზე შექმნილი კიდევ ერთო ფოლკლორული ნიმუში, რომელიც ჩაწერილია დიმიტრი არაყიშვილის მიერ.

სატრფიალო

ტექსტი (ხალხური):

ბედდამწვარმა, რა ვქნა, ვდნები,

დილავ ნანაო

მუდამ შენ რომ მაგონდები,

დილავ ნანო,

ხშირად ვცადე დავიწყება,

დილავ ნანაო

მაგრამ მაინც არ მშორდები,

დილავ ნანო

არაფერი…

ხალხურ ტექსტზე შექმნილი კიდევ ერთო ფოლკლორული ნიმუში, რომელიც ჩაწერილია დიმიტრი არაყიშვილის მიერ.

სატრფიალო

ტექსტი (ხალხური):

ბედდამწვარმა, რა ვქნა, ვდნები,
დილავ ნანაო

მუდამ შენ რომ მაგონდები,
დილავ ნანო,

ხშირად ვცადე დავიწყება,
დილავ ნანაო

მაგრამ მაინც არ მშორდები,
დილავ ნანო

არაფერი გამოვიდა,
დილავ ნანაო

შრომა უქმად წამივიდა,
დილავ ნანო

ახლა მშვიდად ბრძანდებოდე,
დილავ ნანაო

ჩემს იმედით ნუ დგებოდე,
დილავ ნანო

ჩამოეშვა ჩემს წინ ფარდა,
დილავ ნანაო

გაუვიდა ტრფობას ვადა.
დილავ ნანო

ნოტები:

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• სატრფიალო •

აღებულია კრებულიდან: ხალხური სიმღერები

ურმული (ნოტები)tag:www.qwelly.com,2017-02-02:6506411:Topic:12389332017-02-02T13:32:41.029Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი შედევრი. შრომის სხვადასხვა სახოების სიმღერათაგან, ურმული ინდივიდუალური შრომის სიმღერაა, სადაც ერთი შემსრულებელი თავის ამბავს გვიამბობს. ჟანრში ერთიანდება ხალხური სიმღერა და პოეზია.

წარმოდგენილი სიმღერა, ნოტებზე ჩაწერილია დიმიტრი არაყიშივილის მიერ.

ურმული…

ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი შედევრი. შრომის სხვადასხვა სახოების სიმღერათაგან, ურმული ინდივიდუალური შრომის სიმღერაა, სადაც ერთი შემსრულებელი თავის ამბავს გვიამბობს. ჟანრში ერთიანდება ხალხური სიმღერა და პოეზია.

წარმოდგენილი სიმღერა, ნოტებზე ჩაწერილია დიმიტრი არაყიშივილის მიერ.

ურმული

ტექსტი (ხალხური):

არი არალი არალო და,
არალალო და,
არალო არი არალო და.

ვაი რა ბედი დავკარგე და
არალალო და
გასათხოვარა ქალმაო,
არი არალი არალო და.

არალალო და,
არალო არი არალო და.

ლეჩაქი ქარმა მომტცა და,
არალალო და
საშუბლე კიდე წყალმაო
არი არალი არალო და.

არალალო და,

ტექსტი ვერსია 2 (ხალხური):

არალუ არალალო და

შენ ჩემო შავო კამეჩო და
რა დავაშავე შენს წინაშეო
გაძოვე ზაფხულ ბალახი
ზამთრივ დაგაბი ბზეზე და ო

არალუ არალალო და

აღზევანს წავალთ ნიკორავ და
როგორ არ გაგიხარდებაო
ლოკე და ლოკე მარილი
არავინ გაგიჯავრდებაო.

ნოტები:

გახსენით/ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში:

• ურმული •

• ურმული 2 •

აღებულია კრებულიდან: ხალხური სიმღერები

აკაკი ხარებავაtag:www.qwelly.com,2016-12-03:6506411:Topic:12197262016-12-03T08:20:31.882Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

აკაკი ხარებავა • Akaki Kharebava

1908 - 1978

დაიბადა სამეგრელოში, ხობში. 20 წლის იყო პირველი ნატვრა რომ აუსრულდა და ხალხური, ფოლკლორული სიმღერების ოსტატის რომანოზ შელეგიას გუნდის წევრი გახდა. ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა…

აკაკი ხარებავა • Akaki Kharebava

1908 - 1978

დაიბადა სამეგრელოში, ხობში. 20 წლის იყო პირველი ნატვრა რომ აუსრულდა და ხალხური, ფოლკლორული სიმღერების ოსტატის რომანოზ შელეგიას გუნდის წევრი გახდა. ორი წელი ხობის გუნდში მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა, ლოტბარობაც ისწავლა და სოფელ ინგირის სახერხ ქარხანაში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელსაც ორი წელიწადი ამეცადინებდა. გუნდმა თავი გამოიჩინა 1932 წელს გამართულ სარაიონთაშორისო ოლიმპიადაზე ზუგდიდში.

1933-1937 წლებში გაგრის რაიონის მომღერალთა გუნდის ლოტბარია. სოხუმში გამართულ მომღერალთა გუნდების დათვალიერებაზე გაგრის რაიონის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა. 1938 წელს გალის რაიონული ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელობა მას დაეკისრა. ადრე ამ გუნდს კიწი გეგეჭკორი უძღვებოდა (გუნდში მღეროდა 115 წლის ლუკა შარია). თბილისში მეექვსე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გალი კარგი მაჩვენებლებით წარსდგა. ორჯერ იქნა მივლინებული საკლუბო დაწესებულებათა გუნდების ხელმძღვანელების გადასამზადებელ კურსებზე თბილისში.

1955 - 1958 წლებში ზუგდიდის მტს-ის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს თავკაცობს. სოფ. რუხში საკოლმეურნეო გუნდს ხელმძღვანელობს, პარალელურად რუხის საშუალო სკოლის სიმღერის წრის ხელმძღვანელიცაა. მაყურებლები გულთბილად ხვდებიან რუხის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს.

1954 წლის 16 დეკემბრის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ბოლო, მეცხრე ოლიმპიადაზე, კვლავ გაიელვა აკაკი ხარებავას ნიჭმა და მონდომებამ.

აკაკი ხარებავა გარდაიცვალა 1978 წელს მშობლიურ სამეგრელოში.

"ფონდი ქართული გალობა"

ანზორ კავსაძეtag:www.qwelly.com,2016-11-03:6506411:Topic:12090502016-11-03T15:17:59.357Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ანზორ კავსაძე • Anzor Kavsadze

1930 - 2008

მეოცე საუკუნის დაწყებიდან 30 წლის თავზე, ჭიათურაში, მომღარლი წყვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად ანზორი დაარქვეს. მამა ტენორი, იყო, დედა - სოპრანო, შვილმაც რა თქმა უნდა მცირე ასაკიდან დაიწყო სიმღერა. ბავშვს თავიდანვე კარგი მუსიკალური სმენა და ხმა…

ანზორ კავსაძე • Anzor Kavsadze

1930 - 2008

მეოცე საუკუნის დაწყებიდან 30 წლის თავზე, ჭიათურაში, მომღარლი წყვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად ანზორი დაარქვეს. მამა ტენორი, იყო, დედა - სოპრანო, შვილმაც რა თქმა უნდა მცირე ასაკიდან დაიწყო სიმღერა. ბავშვს თავიდანვე კარგი მუსიკალური სმენა და ხმა (დისკანტი) ჰქონდა. ცხრა წლისა იყო, როცა ჭიათურის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დაკვრა დააწყებინეს. სამწუხაროდ, სკოლაში რეგულარული სწავლა არ მიმდინარეობდა, მაგრამ მოზარდისათვის მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მუსიკალური ანბანის შეთვისებას.

ცნობილი სანდრო კავსაძის შვილიშვილი ბავშვობაშივე ახერხებდა ჭიათურაში პატარა პიონერული გუნდების ხელმძღვანელობას.

საშუალო სკოლა როცა დაასრულა, 19 წლის ჭაბუკი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ, მუსიკას მოწყურებული, პარალელურად თბილისის II მუსიკალურ ტექნიკუმში საგუნდო ხელოვნებაის შესწავლა დაიწყებს გრიგოლ კაპანაძესთან, რომელიც შთააგონებდა მას მომავალ პროფესიას - დირიჟორობას. შემდეგ იგი ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში შედის, იქიდან კი უკვე 1951 წელს თბილისის კონსერვატორიაში აბარებს და 1956 წელს წარჩინებით ამთავრებს გიორგი ხახანაშვილის კლასს. მცირე ხნით სანდრო ინაშვილთანაც ეუფლება ვოკალს. მერე სწავლას აგრძელებს სპირანტურაში, ჯერ საგუნდო-სადირიჟორო განხრით, ხოლო 1961 წლიდან - სიმფონიურ-საოპერო დირიჟორის ოსტატობის დასაუფლებლად.

1949 წელს თავისი ბიძის, მიხეილ კავსაძის, გუნდში სიმღერამ მას ბევრი რამ შესძინა. ანზორ კავსაძის მიერ ჭიათურაში მომზადებულმა გუნდმა 1951 წლის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა.

1952 წლიდან თავის მასწავლებელ გიორგი ხახანაშვილთან ერთად რადიოკომიტეტის კაპელაში მუშობდა.

1954 წლიდან კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის ქორმეისტერია, 1956 წლიდან - სახელმწიფო კაპელის დირიჟორი, ხოლო მომდევნო წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლის მხატვრული ხელმძღვანელია. 1958 წელს ანსამბლმა ქართული ხელოვნების მეორე დეკადაზე მოსკოვში თავი ისახელა კარგი რეპერტუარითა და დახვეწილი შესრულებით. ამავე წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

ხელმძღვანელობს სხვადასხვა თვითმოქმედ ანსამბლებს, კვარტეტებს, ოქტეტებს და, გარდა ამისა, სახელმწიფო კონსერვატორიაში საოპერო მომზადების კათედრაზე მუშაობს პედაგოგ-დირიჟორად.

"ფონდი ქართული გალობა"

დავით დუმბაძეtag:www.qwelly.com,2016-10-27:6506411:Topic:12068602016-10-27T10:14:25.217Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

დავით დუმბაძე • Davit Dumbadze

დავით და ანტონ დუმბაძეები

1843 - 1918

მგალობელ-მომღერალ დუმბაძეთა ოჯახი არა მხოლოდ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში განთქმული იყო საგალობლების უზადო შესრულებით. მთავარი ის გახლავთ, რომ ისინი სრულ მგალობლებად იწოდებოდნენ და ერთნაირად…

დავით დუმბაძე • Davit Dumbadze

დავით და ანტონ დუმბაძეები

1843 - 1918

მგალობელ-მომღერალ დუმბაძეთა ოჯახი არა მხოლოდ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში განთქმული იყო საგალობლების უზადო შესრულებით. მთავარი ის გახლავთ, რომ ისინი სრულ მგალობლებად იწოდებოდნენ და ერთნაირად ფლობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საგალობლებს (ცნობილია, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ეს საგალობლები ერთიმეორისგან თავისებური აღნაგობითა და კონტრაპუნქტით).

ანტონ დუმბაძეს ბან-ბარიტონი ჰქონდა, თუმცა მისი ხმა საგალობლების ყველა, სამივე, ხმას სავსებით წვდებოდა. ამ ადამიანს ახასიათებდა სიმღერების უღრმესი წვდომა. ამით აიხსნება მის მიერ გამოზრდილ მოწაფეთა მრავალრიცხოვნება. გურიაში მეცხრამეტე საუკუნის ყველა მომღერალ-მგალობელი, მელქისედეკ ნაკაშიძით დაწყებული და ვარლამ სიმონიშვილით გათავებული, მისი მოწაფეა. დაუზარელი იყო სიმღერის გადაცემაში. თვითონ ანტონს თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ სიმონ მოლარიშვილი მიაჩნდა, რომელსაც იგი თავისთან აგალობებდა ეპისკოპოსის წირვის დროს ოზურგეთსა თუ ფოთში.

ანტონს სიმღერა-გალობის ეშხი იმდენად ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ მისი შვილიშვილის, ელენე დუმბაძის, გადმოცემით სიკვდილის წინ სამი საგალობელი წაუმღერებია თურმე.

ანტონი უფროსი თანამედროვის, სამეგრელოში განთქმული მგალობელ-მომღერლის, დიტო ჭალაგანიძის დიდი მეგობარი იყო. ხშირად ერთად უმღერიათ ჭყონდიდლის წირვისას მარტვილში, სადაც ყოველწლობით პეტრეპავლობა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ხოლმე.

შვიდი ვაჟი ჰყავდა; ყველაზე უფროსი დავითი იყო, რომელიც პირწმინდად მამის კვალს გაჰყვა. ივანე გენერლის ჩინით მსახურობდა სევასტოპოლსა და ოდესაში, გავლენიანი პირი იყო, ოდესაში უმაღლესი ცოდნის მისაღებად ჩასულ ქართველ ახალგაზრდებს დიდ პატრონობას უწევდა. სამსონი ინჟინრად მუშაობდა შორეულ ციმბირში და საბოლოოდ იქვე დარჩა, ხოლო ვასო დუმბაძე სამოქალაქო ომის დროს ამერიკაში გადაიხვეწა. ვასოს ძმისთვის, დავითისთვის, მოუწერია: პოლონეთის საზღვრამდე მე და კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ერთად ვიმგზავრეთო. ვასო ბერლინზე გავლით ამერიკას ესტუმრა და სამუდამოდ იქ დარჩა.

დავით დუმბაძე მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; თუ ვინმე ანტონს ახსენებდა, დავითსაც იქვე გაიხსენებდა. ანტონი თავის უფროს ვაჟს სულ პატარაობიდანვე აყალიბებდა. შვილმა სათანადოდ მოიხმარა მამის ამაგი და, მისებრ, თავისი ცოდნა მრავალრიცხოვან მოწაფეებს გადასცა. მამის გარდაცვალების შემდეგ სულ რაღაც ათი წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დროც მეტად ნაყოფიერად გამოიყენა. ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხალხურ სასიმღერო კულტურას.

ტკბილი მოსასმენი იყო დუმბაძეების ოჯახში «შენ ხარ ვენახი», «შენ გიგალობ», დასავლეთ საქართველოს რვავე ხმის სხვადასხვა საგალობლები და ხალხური სიმღერები.

დავითის მეუღლე მაკა ჩინებული მეჩონგურე იყო. მრავალი საჩონგურო სიმღერა ისწავლა მისგან ცნობილმა ვარლამ სიმონიშვილმა, ხოლო კოტე ფოცხვერაშვილმა ბევრი სიმღერა ნოტებზე გადაიღო მაკას მოხდენილი შესრულებით.

ელენე დუმბაძის გადმოცემით, თურმე შემოქმედში, ანტონის ოჯახში, ხშირად იმართებოდა კონცერტები, ეზო ხალხით გაივსებოდა; სრულდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საგალობლები. ამ მხრივ ეს ოჯახი მთელ გურიაში სანიმუშოდ ითვლებოდა.

"ფონდი ქართული გალობა"

ასტამურ მარღანიაtag:www.qwelly.com,2016-10-21:6506411:Topic:12044982016-10-21T13:52:02.907Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ასთამურ მარღანია - Astamur Marghania

1905 - 1968

ძველი დროში, აფხაზთა შორის უმაღლესი განათლება ჰქონოდა მიღებული ვინმეს, იშვიათობა იყო. ამ მხრივ საბჭოთა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა: სკოლები გახსნა, უმაღლესი სასწავლებლები შექმნა. შეძენილი უმაღლესი განათლება ასტამურმა…

ასთამურ მარღანია - Astamur Marghania

1905 - 1968

ძველი დროში, აფხაზთა შორის უმაღლესი განათლება ჰქონოდა მიღებული ვინმეს, იშვიათობა იყო. ამ მხრივ საბჭოთა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა: სკოლები გახსნა, უმაღლესი სასწავლებლები შექმნა. შეძენილი უმაღლესი განათლება ასტამურმა ხალხის სამსახურში გამოიყენა.

1926 წლიდან ჯერ სკოლებში მასწავლებლობდა, ხოლო შემდეგ კარგა ხანს რაიონული განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუყაითი შრომისთვის 1939 წელს «საპატიო ნიშნის» ორდენით იქნა დაჯილდოებული, ხოლო შემდეგ წარჩინებული მუშაობისათვის მედლები მიიღო.

ცამეტი წლისა არც კი იყო, როცა ლოტბარ ივანე ლაკერბაისთან დაიწყო გუნდში მუშაობა, ხოლო 1926 წლიდან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა გუნდს. სოფელ ჯგერდის გუნდს ის კარგა ხანს უძღვებოდა. ხანდაზმული მომღერლებისაგან სწავლობდა სიმღერებს და შემდეგ გუნდში გადაჰქონდა.

1928 წლიდან ოჩამჩირეშია მუშათა კლუბის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა ოჩამჩირის სიმღერისა და ცეკვის რაიონულ ანსამბლს. რაიგანათლების განყოფილების გამგე ანსამბლში სამუშაოდ დროს პოულობდა; მრავალი აფხაზური, სვანური, მეგრული და ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების ხალხური სიმღერები შეასწავლა ანსამბლს.

რადიომსმენელები ხშირად ისმენენ ხალხურ სიმღერებს ოჩამჩირის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შესრულებით.

მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ორი წელიწადი (1953-1954) ტყვარჩელის მუშათა გუნდის ხელმძღვანელია, ხოლო 1954 წლიდან - სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიის მესვეური.

ბოლო წლებში განსაკუთრებული მონდომებით უძღვებოდა ახლად ჩამოყალიბებული სოხუმის საოპერეტო თეატრის საქმიანობას.

"ფონდი ქართული გალობა"

დავით კავსაძეtag:www.qwelly.com,2016-10-13:6506411:Topic:12020042016-10-13T13:33:02.410Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

დათაშკა კავსაძე • Tavit Kavsadze

1709 - 1952

კავსაძეების ოჯახიდან გამოსულს ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის დამახსოვრება, სამივე ხმის დაუფლება.

დავით კავსაძე დასავლეთ…

დათაშკა კავსაძე • Tavit Kavsadze

1709 - 1952

კავსაძეების ოჯახიდან გამოსულს ბავშვობიდანვე იშვიათი მუსიკალურობა და უბადლო სმენა დაჰყვა. ერთი მოსმენით შეეძლო საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერის დამახსოვრება, სამივე ხმის დაუფლება.

დავით კავსაძე დასავლეთ საქართველოში აღიზარდა, საშუალო განათლებას იქვე ეზიარა, თან მუდამ მამის, ცნობილი სანდრო კავსაძის, გუნდებში მღეროდა. სანოტო სისტემა მამისაგან აითვისა, მაგრამ ამას როდი დასჯერდა. სამამულო ომის წინა წლებში ჩაირიცხა კონსერვატორიის სადირიჟორო კლასში, სადაც მას სპეციალობას ცნობილი ალ. გაუკი ასწავლიდა.

უფრო ადრე, როდესაც იგი კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასის სტუდენტად ითვლებოდა, სიმღერებს თხზავდა. მაშინ შექმნა «მოწინავეთა სიმღერა», «მუხამბაზი», «საკოლმეურნეო», «შაირული შეკამათება» და სხვა, რომელთაც გუნდები დღესაც წარმატებით ასრულებენ.

1937 წლის იანვარ-თებერვალში მოსკოვსა და ლენინგრადში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა ბრწყინვალედ რომ ჩატარდა, ამაში საგრძნობი წვლილი ძმებს, გრიგოლ (გიგუშა) და დავით (დათაშკა) კავსაძეებს, მიუძღვით. მსმენელები იხიბლებოდნენ ძმების მიერ შესრულებული სოლოებითა და დუეტებით. ერთ რამედ ღირდა მათ მიერ ნამღერი «მეტივური», სადაც ძმები ოსტატურად იყენებდნენ როგორც პირველ, ისე მეორე ხმის ხვეულებს და ხალხური კოლორიტის სრული დაცვით აწვდიდნენ მსმენელებს ამ შესანიშნავ ხალხურ პოლიფონიურ სიმღერას.

დავითი კარგი ლოტბარიც იყო; ხშირად მამას ეხმარებოდა. წინასადეკადო მუშაობის დროს სიმღერას ასწავლიდა ანსამბლის წევრებს, ხშირად ცვლიდა კიდევაც თავის მამას; კონცერტებს ხელმძღვანელობდა, ლოტბარობდა.

დეკადის შემდეგ დავით კავსაძეს სავსებით მიანდეს აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაძღოლა. 1938-1940 წლებში მისი ხელმძღვანელობით ანსამბლმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა და გააცნო მშრომელებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიდიადე, მელოდიურობა, პოლიფონიურობა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცალცალკე არსებული ანსამბლების ერთ – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გარდაქმნის შემდეგ (ხელმძღვანელი კომპოზიტორი გრიგოლ კოკელაძე), 1940 წელს დავით კავსაძეს მიენდო აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერების ლოტბარობა, რასაც იგი ჩვეული ოსტატობითა და უდიდესი მონდომებით ასრულებდა.

მუსიკალურ ფოლკლორზე დაყრდნობით, როგორც აღვნიშნეთ, დავით კავსაძე მრავალ ახალ, თანამედროვე ყოფის ამსახველ სიმღერებს თხზავდა, ეწადა ფართო მუსიკალური ტილოს შექმნაც. საამისოდ კალამიც მოიმარჯვა, მელოდიებს მოუხმო, მრავალხმიან ჰანგებთან შეჭიდება სცადა, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი და სხვებთან ერთად ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

დავითი ფრონტიდან ჯანმრთელობაშერყეული დაბრუნდა. იგი ადრე, ორმოცდახუთი წლის ასაკში რომ არ გარდაცვლილიყო, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ძალა იქნებოდა ხალხური შემოქმედების სარბიელზე.

"ფონდი ქართული გალობა"

ვარლამ ვაშალომიძეtag:www.qwelly.com,2016-10-02:6506411:Topic:11983482016-10-02T14:41:54.981Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ვარლამ ვაშალომიძე • Varlam Vashalomidze

1891 - 1987

ვარლამ ვაშალომიძე მარცხნიდა პირველი, შუა რიგში. ფოტო გადაღებულია 1975 წელს, ვარლამ სიმონიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებული სატელევიზიო გადაცემის შემდეგ

ოზურგეთის მაზრის სოფელ მთისპირში მცხოვრები…

ვარლამ ვაშალომიძე • Varlam Vashalomidze

1891 - 1987

ვარლამ ვაშალომიძე მარცხნიდა პირველი, შუა რიგში. ფოტო გადაღებულია 1975 წელს, ვარლამ სიმონიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებული სატელევიზიო გადაცემის შემდეგ

ოზურგეთის მაზრის სოფელ მთისპირში მცხოვრები ღარიბი გლეხის ოჯახშია დაბადებული. მშობლები მომღერლები ჰყავდა; ექვსი წლისა იყო, პირველად რომ სიმღერა ათქმევინეს. ბავშვობიდანვე კარგი სმენა აღმოაჩნდა. ჯერ ვანისქედის დაწყებით სკოლაში ისწავლა, ხოლო შემდეგ - ასკანის შვიდწლიან სასწავლებელში, რომელიც 1911 წელს დაასრულა. მძიმე ოჯახური პირობების გამო სწავლა ვერ განაგრძო და ასკანაში თავის ძმასთან სამჭედლოში დაიწყო მუშაობა.

იქვე, ახლოს, დუქანი იყო და ცნობილი ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი შეკრებილთ საღამოობით სიმღერას ასწავლიდა. ახალგაზრდა ვარლამმა ყური მიუგდო დიდოსტატ მომღერალს და მრავალი სიმღერა შეისწავლა. ამ სიმღერებს იგი სამჭედლოში საბერველთან ხშირად იმეორებდა.

მეფის არმიაში სავალდებულო სამსახური 1914-1917 წლებში მოიხადა. იქ ჰყავდა რამდენიმე კაცისაგან შემდგარი მომღერალთა ჯგუფი, რომელსაც სამწყობრო და ზოგიერთ გურულ ხალხურ სიმღერას ასრულებინებდა.

არმიიდან დაბრუნების შემდეგ დედ-მამასთან, ორ დასთან და ერთი ძმასთან ერთად ოჯახურ გუნდში მღეროდა. ვაშალომიძეები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ჩონგურს, ქართულ გარმონს, დაირას და სოფელსა და კუთხის მეზობლებს ართობდნენ.

1928 წლიდან ვარლამ სიმონიშვილთან მღეროდა, თან ცეკვავდა (ხორუმბაშად ითვლებოდა). უმეტეს შემთხვევაში ყოველივე ამას უსასყიდლოდ ასრულებდა. ცდილობდა ძველი ეროვნული სიმღერები არ დაკარგულიყო. მონაწილეა პირველი დეკადისა მოსკოვში – 1937 წელს. შემდეგ ისევ ვარლამ სიმონიშვილთან მღეროდა. ხოლო მომდევნო წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საკოლმეურნეო გუნდებს: 1951 წლიდან თავისი მშობლიური სოფლის გუნდის ხელმძღვანელია. 1962 წლიდან ძველი გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფს («დილა») უძღვება. მონაწილეა უკრაინაში ხალხთა მეგობრობის ზეიმზე გამართული კონცერტისა. 1964 წელს ლატვიაში ხალხთა მეგობრობის ზეიმზე მონაწილეობა მიიღო მისმა ვოკალურმა ჯგუფმა «დილამ».

ოჯახური გუნდისა (მეუღლე, ხუთი შვილი და ხუთი შვილიშვილი) და «დილას» შესრულებით სიმღერებს ხშირად გადასცემენ რადიოთი და ტელევიზიით. ხალხურიდან გადმოიღო და დაამუშავა სიმღერები «მასპინძელსა მხიარულსა», «უსტები მყავდა ზიარი», «ჩვენ მთისპირელს გვიწოდებდა» და სხვა.

"ფონდი ქართული გალობა"