მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია

მთ. მწვრთნელის თანაშემწე – სოსო ჭედია

ფიზ. მომზადების მწვრთნელი – მიხალის მიხალისი

მეკარეების მწვრთნელი – მამუკა აბუსერიძე

მენეჯერი – კოკა ხურცია

ექიმი – დიმიტრი ზაალიშვილი

მასაჟისტი – გივი ბელაშვილი

მასაჟისტი – როლანდ ხვადაგიანი

ადმინისტრატორი – გრიგოლ ლეჟავა

ადმინისტრატორი – გელა გუჩუა მეკარეები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

1
ნუკრი რევიშვილი
02.03.87
"ანჟი"
რუსეთი

2
გიორგი ლორია
27.01.86
"დინამო" თბილისი
საქართველო

3
როინ კვასხვაძე
31.05.89
"ზესტაფონი"
საქართველო

მცველები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

4
კახა კალაძე
27.02.78
"ჯენოა"
იტალია

5
მალხაზ ასათიანი
04.08.81
უგუნდოდ


6
ალეკო ამისულაშვილი
20.08.82
"ქაისერ სპორი"
თურქეთი

7
უჩა ლობჟანიძე
23.02.87
"დნიპრო"
უკრაინა

8
მათე ღვინიანიძე
10.12.86
"მიუნხენ 1860"
გერმანია

9
ლაშა სალუქვაძე
21.12.81
"რუბინი"
რუსეთი

10
აკაკი ხუბუტია
17.03.86
"გაზმეთანი"
რუმინეთი

11
გიორგი შაშიაშვილი
01.09.79
"ერგოტელისი"
საბერძნეთი

12
გურამ კაშია
04.07.87
"ვიტესი"
ჰოლანდია

13
ზურაბ ხიზანიშვილი
06.10.81
"რედინგი"
ინგლისი

14
ილია კანდელაკი
26.12.81
"ინტერი" ბაქო
აზერბაიჯანი

15
ლევან კაკუბავა
15.10.90
"დინამო" თბილისი
საქართველო

16
გიორგი ხიდეშელი
23.01.88
"ზესტაფონი"
საქართველო

17
ნიკა კვეკვესკირი
29.05.92
"დინამო" თბილისი
საქართველო

ნახევარმცველები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

18
ლევან კობიაშვილი
10.07.77
"ჰერტა"
გერმანია

19
ჯანო ანანიძე
10.10.92
"სპარტაკი" მოსკოვი
რუსეთი

20
ჯაბა კანკავა
18.03.86
"დნიპრო"
უკრაინა

21
გოგიტა გოგუა
04.09.83
"ვოლგა"
რუსეთი

22
დათო კვირკველია
27.06.80
"რუბინი"
რუსეთი

23
გიორგი მერებაშვილი
15.08.86
"ვოივოდინა"
სერბეთი

24
გოჩა ხოჯავა
16.03.85
"ვოლგა"
რუსეთი

25
თორნიკეოქრიაშვილი
12.02.92
"შახტარი"
უკრაინა

26
ლევან ყენია
18.10.90
"შალკე"
გერმანია

27
დავით დევდარიანი
28.10.87
"ორჰუსი"
დანია

28
ზურაბმენთეშაშვილი
30.01.80
"აპოელი"
ისრაელი

29
ალექსანდრეგურული
09.11.85
"კარპატი"
უკრაინა

30
თორნიკე აფციაური
28.11.79
"ზესტაფონი"
საქართველო

31
მურთაზ დაუშვილი
01.05.89
"ზესტაფონი"
საქართველო

32
ალექსანდრე კოშკაძე
04.12.81
"დინამო" თბილისი
საქართველო

33
ირაკლიკლიმიაშვილი
30.05.88
"ვიტ–ჯორჯია"
საქართველო

თავდამსხმელები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

34
ვლადიმერდვალიშვილი
20.04.86
"მაკაბი" ჰაიფა
ისრაელი

35
დავით სირაძე
21.10.81
"სპარტაკი" ნალჩიკი
რუსეთი

36
ალექსანდრე იაშვილი
23.10.77
"კარლსრუე"
გერმანია

37
ოთარ მარცვალაძე
14.07.84
"ვოლგა"
რუსეთი

38
ლევან მჭედლიძე
24.03.90
"ემპოლი"
იტალია

39
ნიკა გელაშვილი
05.08.85
"ზესტაფონი"
საქართველო

40
მათე ვაწაძე
17.12.88
"ვოლგა"
რუსეთი

41
ჯაბა დვალი
08.02.85
"ზესტაფონი"
საქართველო

42
ირაკლი მოდებაძე
04.10.84
"ოლიმპი"
საქართველო



ნახვა: 1406

გამოხმაურებები!

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ავსტრიაში მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა, რომ თემურ ქეცბაიას შეგირდები 21 მაისს ირანს არ შეხვდებიან და 24 მაისს ზალცბურგში თურქეთთან სპარინგით შემოიფარგლებიან.
ეროვნული გუნდი შეკრებას 15 მაისს თბილისში დაიწყებს. ის ლეგიონერები, რომლებსაც მანამდე სეზონი დაუმთავრდებათ საქართველოში ჩამოვლენ, ხოლო დანარჩენები გუნდს ავსტრიაში შეურთდებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 24 მაისს, ზალცბურგში თურქეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავსტრიაში ჩასატარებელი შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდი ავსტრიაში შეკრებას 16 მაისს დაიწყებს.
შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია;
მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, საბა კვერკველია;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი. დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა ძალამიძე, ჯაბა ლიპარტია;
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი. ნიკა გელაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან მჭედლიძე.
სიაში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ქვეყნის მთავარ ნაკრებში აქამდე არასოდეს გამოუძახებიათ: “რუბინის” მცველი საბა კვერკველია და “იაგელონიას” ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში, დაბა ფლახაუში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, თურქეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. ნაკრების თავკაცის გადაწყვეტილებით, გუნდი სავარჯიშოდ ზალცბურგში აღარ წასულა. 24 მაისის ამხანაგური მატჩის შემდეგ, “ჯვაროსანთა“ შეკრება დასრულდება. სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი თემურ ქეცბაიას ესაუბრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიული შეკრება შეაჯამა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.
- 16 მაისიდან გუნდი ავსტრიაში გადის საწვრთნელ შეკრებას. რამდენად კმაყოფილი ხართ არსებული სიტუაციით და რამდენად მოხერხდა ყველა ფეხბურთელის გამოცდა, ვისი გამოძახებაც გსურდათ?
- შეკრებამ კარგად ჩაიარა. 2010 წლის შემდეგ, პირველად მოხერხდა, რომ ფეხბურთელები ამდენი ხნით გამოვიძახეთ. სასურველი იქნებოდა, უფრო მეტი მატჩი ჩაგვეტარებინა, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. თურქეთთან ურთულესი თამაში იქნება. მათ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ გამოძახებული. ჩვენი ბიჭები სერიოზულად ემზადებიან და დარწმუნებული ვარ, კარგი შეხვედრა იქნება.
- საქართველოს ნაკრები თურქეთს მეხუთედ ხვდება, თქვენი ხელმძღვანელობით კი – პირველად. რა იქნება გადამწყვეტი ამ მატჩში?
- სეზონის ბოლოა და ალბათ, ის გუნდი მოიგებს, ვინც უფრო მოტივირებული იქნება. გასაგებია, ფეხბურთელებმა სეზონი დაამთავრეს და რთულია კიდევ ათდღიანი შეკრების გავლა, მაგრამ ეს ნაკრებია და საქმეს ყველა სერიოზულად მიუდგა. ძალიან კარგი შეკრება იყო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი შედეგზეც აისახება.
- რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში პირველად მოიწვიეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ მათი მზადებით?
- ახალგაზრდები წინა შეკრებაზეც გვყავდა, თუმცა, იმასთან შედარებით, უკეთეს ფორმაში არიან და კიდევ უფრო მონდომებულებიც. ნაკრებში მოხვედრა ადვილი არ არის. მათ მიეცათ შანსი, ამას იყენებენ და ამით კმაყოფილი ვარ. ვხედავ, რომ ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგან სამომავლოდ უფრო მეტი არჩევანი გვექნება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდების და საერთოდ, ყველა იმ ფეხბურთელის რესურსი, ვინც ნაკრებში ხვდება, ბოლომდე გამოვიყენოთ. დანარჩენს, ეს ბიჭები თურქეთთან დაამტკიცებენ.
- რამდენად რეალურია მათი გამოჩენა მომავალ შეხვედრაში?
- შეკრებაზე 22 ფეხბურთელია და ჩვენი მოლაპარაკების საფუძველზე, ექვსი შეცვლის უფლება გვექნება. მოედანზე მათი შესვლის საკითხს თამაშის მსვლელობის მიხედვით გადავწყვეტ. დარწმუნებული ვარ, ვინც შეცვლაზე შევა, ყველა საუკეთესო თამაშს აჩვენებს.
- წელს, საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ატარებს. არის თუ არა თურქეთი მათ შორის ყველაზე ძლიერი, ვისაც ამხანაგურ მატჩებში შეხვდით და როგორ გააგრძელებს გუნდი 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას?
- ოფიციალურ თამაშებში ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდით. ასევე იყო ამხანაგურ შეხვედრებშიც. პოლონეთი და სლოვენია თურქეთზე ნაკლები გუნდები ნამდვილად არ არიან. თურქეთთან თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები დაისვენებენ, შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, ერთ ამხანაგურ შეხვედრას 15 აგვისტოს, ლუქსემბურგში, ადგილობრივ ნაკრებთან ჩავატარებთ. სწორედ, იმ თამაშში გამოჩნდება ის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც უკვე ოფიციალურ შეხვედრებში დაიცავს ნაკრების ღირსებას.

P.S. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ამხანაგური მატჩი ზალცბურგის “რედ ბულ არენაზე“ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი აწარმოებს.

dges vigeeebt

 

ფიფა-“კოკა კოლას” მიერ გამოქვეყნებულ ივლისის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ივნისთან შედარებით მდგომარეობა ორი პოზიციით გაიუარესა და 97-ე ადგილზე დაქვეითდა.
რეიტინგის სათავეში ესპანეთის ნაკრებია, მეორე ადგილზე გერმანია იმყოფება, ხოლო მესამეზე – ურუგვაი.
ფიფა-“კოკა კოლას” ამჟამინდელი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1 (1). ესპანეთი – 1691
2 (3). გერმანია – 1502
3 (2). ურუგვაი – 1297
4 (6). ინგლისი – 1294
5 (10). პორტუგალია – 1213
6 (12). იტალია – 1192
7 (7). არგენტინა – 1095
8 (4). ჰოლანდია – 1079
9 (8). ხორვატია – 1050
10 (9). დანია – 1017
11 (5). ბრაზილია – 1012
12 (15). საბერძნეთი – 1003
13 (13). რუსეთი – 981
14 (14). საფრანგეთი – 980
15 (11). ჩილე – 961
16 (16). კოტ დივუარი – 939
17 (17). შვედეთი – 909
18 (27). ჩეხეთი – 854
19 (19). მექსიკა – 832
20 (23). იაპონია – 829
...74 (75). ფინეთი – 458
...77 (69). ბელარუსი – 447
...97 (95). საქართველო – 357
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი და ბელარუსი საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპონატის შესარჩევ ციკლში 7 სექტემბერს ბელარუსთან გასამართ მატჩის პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას, რომლის ფეხბურთელები მოედანზე გავლენ და ყველაფერს ბოლომდე დადებენ.
თემურ ქეცბაია: ახალი ციკლი იწყება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ქვეჯგუფშიც ვართ, ძალიან ძნელი თამაშები გველის. ოთხი დღეა ვემზადებით. იმედს გაძლევთ, რომ შედეგის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანია ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და ასი პროცენტით დაიხარჯონ. ამას ითხოვს ქართველი გულშემატკივარი. პრობლემები და ცვლილებები არის, რომლის შესახებ უკვე იცით. ვინც ნაკრებში დარჩნენ ჯანმრთელად არიან.”
- ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა თქვა, რომ საქართველოს გუნდში ვარსკვლავები არ შეუნიშნავს, თქვენ რას იტყვით მეტოქის შესახებ?
- ჩვენ გვინდა გვყავდეს არა ცალკეული ვარსკვლავები არამედ გუნდი, რომელიც გამოვა და ბოლომდე იბრძოლებს. ვარსკვლავებს ვერც მათთან ვხედავ.
- ბელარუსის ფეხბურთმა ბოლო წლებში პროგრესი განიცადა, ბატე ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფშიც სისტემატურად ხვდება და ევროპის ლიგის ქვეჯგუფშიც ითამაშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბელარუსული ფეხბურთი წინ მიდის.
- ბელარუსებს ტრავმირებული გლები არ ეყოლებათ. ბოლო წლებში მისი კარიერა არც ისე წარმატებული იყო, თუმცა გლები უდიდესი ფეხბურთელია და დიდი კარიერა ჰქონდა. ჩვენთვის კარგია, რომ არ ითამაშებს.
- რა შედეგი იქნება თქვენთვის დადებითი?
- დადებით შედეგად მოგება ჩაითვლება. მინდა ბიჭები გავიდნენ მოედანზე და ყველაფერი დადონ, მაგრამ თუ მეტოქე შენზე უკეთესია, თავს ზემოთ ძალა არ არის.
- ნაკრებში მათე ვაწაძე და ჯაბა დვალი გამოიძახეთ, რომლებიც შეკრებაზე არ ჩამოვიდნენ, ასევე გამოძახებული ზურაბ არზიანი...
- ვაწაძე გამოვიძახეთ და ტრავმირებული იყო, პლუს ამას დაემატა ის რომ მან ტრანსფერი განახორციელა და კარგია, რომ უკეთეს ჩემპიონატში გადავიდა. დვალიც ტრავმირებულია. რაც შეეხება არზიანს ის ტრავმირებული კი იყო, მაგრამ ბოლო თამაში ჩაატარა.
- გუნდში სულ ორი თავდამსხმელი გყავთ...
- შე კაი კაცო, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი თავდამსხმელის გარეშე მოიგო.
- როგორი ფსიქოლოგიური განწყობაა გუნდში?
- რამე შეგვატყვეთ, რომ ფსიქოლოგიურად კარგად არ ვართ? ბიჭები ძალიან კარგად არიან განწყობილი.
- რა იქნება საქართველოს ნაკრების გასაღები?
- ჩვენი გასაღები თავდადება და ბოლომდე ბრძოლა იქნება. ჩვენ მოგება გვინდა და ცხადია, უნდა შევუტიოთ, თუ ამის შასი გვექნება.
- განაცხადეთ, რომ აქცენტს მომავალზე აკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ნაკრებში აღარ ითამაშებენ?
- ალბათ ჩემი ბრალი იყო, რომ თავიდანვე არ ვუთხარი ბიჭებს, რაც სათქმელი იყო. არ არის ადვილი იყო მწვრთნელი და ერთი ხელის მოსმით უარი უთხრა მათ, ვისთან ერთადაც გითამაშია. მე მინდოდა მეორე მხრიდან წამოსულიყო განცხადება, თუმცა დრო რომ გავიდა, უნდა გამეკეთებინა ის, რაც ქართული ფეხბურთისთვის კარგი იქნებოდა. “იაშკას” ველაპარაკე, “კობის” ვერ დავუკავშირდი. თუ გვინდა, რომ მომავლის გუნდი შევქმნათ, მგონი ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომ ახალგაზრდა ბიჭებს მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. უდიდესი მადლობა ამ ბიჭებს იმ წვლილისთვის რაც 20 წლის განმავლობაში შეიტანეს ქართულ ფეხბურთში. ერთ დროს ფეხბურთს ჩვენც ვთამაშობდით, მაგრამ თავის დანებება მოგვიწია. ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იყო.
- კობიაშვილის ვერ დავუკავშირდი, ცოტა უცნაურად ჟღეს... კომუნიკაციის პრობლემა გქონდათ?
- არა, უბრალოდ ორჯერ დავურეკე და არ მიპასუხა. იაშვილსაც დავურეკე, თავიდან არ მიპასუხა, მაგრამ მერე თითონ გადმომირეკა, შეიძლება კობიაშვილი ჩემზე ნაწყენია და ამას ვამართლებ კიდეც, თუმცა მე მწვრთნელი ვარ და გადაწყვეტილებების მიღება მიწევს. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ.
- ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი კი მიდის, მაგრამ იმ ფეხბურთელების შემცვლელები, რომლებიც გუნდიდან წავიდნენ ალბათ სრულფასოვანი არ არიან. ნაკრების ფეხბურთელებს რომ გადავხედოთ, წინანდელისგან განსხვავებით, ბევრი არ თამაშობს დასავლეთ ევროპის კლუბებში და ძირითად შემადგენლობებში, სადაც არიან იგივე რუსეთის თუ უკრაინის კლუბებში, ბევრი ვერ ხვდება...
- რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვიდეთ ამ პრობლემებიდან. მხოლოდ სირთულეებზე საუბარი საკმარისი არაა. ეს მარტო ფეხბურთელების ბრალი არაა, რაც ჩვენთან ხდება. ერთ და ორ დღეში გუნდს ვერ გავაკეთებთ. მიუხედავად ამისა, ვიღაცას უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. ჩვენს ფეხბურთლებს რომ გადავხედოთ, ევროტურნირებზე ჯანო ანანიძე და ჯაბა კანკავა ითამაშებენ.
- მომავალ შესარჩევში ჩვენი გუნდის კოზირი რა იქნება?
- ჩვენი კოზირი გუნდური თამაში იქნება. გუნდი უნდა შევკრათ. კარგია აქცენტის გაკეთება შემტევ და კომბინაციურ თამაშზე, მაგრამ იგივე “ბარსელონას” იქამდე 25 წელი დასჭირდა. საქართველოში იმდენი პრობლემაა, არამარტო ფეხბურთში, არამედ სხვა სფეროებში, რომ ძალიან ძნელია, ფეხბურთი იყოს უმაღლეს დონეზე. აქვე ვიტყვი, ჩვენ არ გვინდა ისეთი გულშემატკივარი, რომელიც მოვა სტადიონზე და ესპანეთს უგულშემატკივრებს. გვინდა ისეთი ქომაგი, რომელიც მოვა და ჩვენ გვიქომაგებს. გასაგებია, არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ჩვენით იამაყონ, მაგრამ სწორედ გაჭირვებაში უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს.
გარდა ამისა ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამიერიდან ნაკრებში მხოლოდ ის ფეხბურთელები იქნებიან გამოძახებული, რომლებიც დაძახებისას ჩამოვლენ და მთლიანად გუნდისთვის დაიხარჯებიან.
“მეამაყება კალათბურთელი ზაზა ფაჩულიასი, ის ერთი თვეა ტრავმირებული და ნაკრების გულისთვის ამხელა რისკზე მიდის და გუნდს ეხმარება. ჩვენ სწორედ ასეთი მენტალიტეტის ფეხბურთელები გვჭირდება” – დასძინა ქეცბაიამ.

მაინც წავაგებთ რატი... :)))))))

Rati Inashvili said:

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპონატის შესარჩევ ციკლში 7 სექტემბერს ბელარუსთან გასამართ მატჩის პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას, რომლის ფეხბურთელები მ

Nu ityvi amas Lash-  *teoriuli* shansi gvaqvs ! :))

LsHისა... said:

მაინც წავაგებთ რატი... :)))))))

Rati Inashvili said:

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპონატის შესარჩევ ციკლში 7 სექტემბერს ბელარუსთან გასამართ მატჩის პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას, რომლის ფეხბურთელები მ

მომწინდა თორიული ჩემპიონობა, მირაჟული თასები და ა.შ. :)))))

George said:

Nu ityvi amas Lash-  *teoriuli* shansi gvaqvs ! :))

LsHისა... said:

მაინც წავაგებთ რატი... :)))))))

Rati Inashvili said:

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპონატის შესარჩევ ციკლში 7 სექტემბერს ბელარუსთან გასამართ მატჩის პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მისი მიზანია ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას, რომლის ფეხბურთელები მ

aha xom moviget? esec teoria ))

52-ე წუთზე, უკრაინული “ილიჩევეცის” 20 წლის ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ბელარუსთა საჯარიმოში მასტერკლასი ჩაატარა – ორი მცველი ლამაზად გააბითურა, “კაცი კაცსა შემოსტყორცნა” და ულამაზესი გოლი შეაგდო. ეს იყო ერთობ დაძაბული მატჩის გვირგვინი, რომელმაც “ჯვაროსნებს” ახლადდაწყებულ შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოუტანა.
თამაში დაახლოებით ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. მინდორზე ერთმანეთის პირისპირ თანაბარი კლასის გუნდები ირჯებოდნენ და პატარა წვრილმანსაც შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა.
თემურ ქეცბაიამ დაცვაში მარჯვნივ კაშია, მარცხნივ გრიგალავა, შუაში კი ხიზანიშვილ - ამისულაშვილის დუეტი გაამწესა, რომლებიც, სხვათა შორის, ჩინებულად გაისარჯნენ. საყრდენ ნახევარმცველებად კანკავამ და დაუშვილმა ითამაშეს, მათ მარჯვნიდან თარგამაძე, მარცხნიდან კი ოქრიაშვილი ეხმარებოდნენ, წინ, გამოკვეთილი ფორვარდი მჭედლიძე იყო, ხოლო ანანიძე მის უკან ირჯებოდა.
სტუმართაგან განსაკუთრებით, ნატურალიზებული ბრაზილიელი - რენან ბრესანი და რუსული “კრილია სოვეტოვის” შემტევი - სერგეი კორნილენკო გამოირჩეოდნენ. პირველი ტაიმი, განსაკუთრებით მისი ბოლო 10 წუთი, ბელარუსებმა უკეთ ჩაატარეს და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, აუცილებლად გაგვიტანდნენ. განსაკუთრებით სახიფათო 39-ე წუთზე განხორციელებული კომბინაცია გახლდათ, როცა ბრესანმა, შეცვლაზე ახლადშესული სიარჰეი ბალანოვიჩი გამოზომილი პასით საჯარიმოში მოძებნა და მისი დარტყმული ცარიელი კარიდან კაშიამ მოიგერია. მალევე, იმავე ბრესანმა უკვე ანტონ პუტილო გაიყვანა ჩინებულ პოზიციაზე, მაგრამ გერმანული “ფრაიბურგის” შუახაზელმა ბოლო მომენტში ვერ ივარგა. მერე ისევ პუტილო ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. აი, ეს იყო ბელარუსთა ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები და ცოტა მაღალი კლასი რომ ჰქონოდათ, ალბათ, მატჩის ბოლოს ტაბლოზე სულ სხვა ანგარიში ენთებოდა. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნახევარი საათის შემდეგ, მათ ორი მოთამაშის იძულებითი შეცვლა მოუწიათ.
თავის მხრივ, რამდენჯერმე მასპინძლებმაც გამოაჩინეს ბრჭყალები. მე-5 წუთზე კაპიტანმა კანკავამ დაჰკრა ძლიერად, ბურთმა ზემოდან გადაუფრინა ვერემკოს კარს. მერე ანანიძემ ჩააწოდა მარცხნიდან საჯარიმო შორეულ ძელთან, მეკარის ბაქანთან მჭედლიძემ თავით დაუგდო ამისულაშვილს, მაგრამ ხიფათი ამით ამოიწურა. 38-ე წუთზე კი თარგამაძის საფირმო რეიდიც ვიხილეთ. დათო ორ მცველს ოსტატურად დაუძვრა და კუთხური “მოინადირა”.
მე-2 ტაიმი “ჯვაროსნებისთვის” იღბლიანად დაიწყო. ოქრიაშვილის გოლზე უკვე მოგახსენეთ და გაშვებულმა ბურთმა ბელარუსებს თითქოს ფრთები შეუკვეცა - ნაკლებ აქტიურები გახდნენ. ჩვენებმა კი პირიქით, 2-3 წუთიანი რაღაც შტურმის მაგვარი მოუწყვეს სტუმრებს. ოქრიაშვილზე კიდევ გვინდა დავამატოთ. 56-ე წუთზე მინდორზე კვირკველია შემოვიდა და ნახევარდაცვის მარცენა ფრთაზე დაიკავა ადგილი, თორნიკემ კი მარჯვნივ გადმოინაცვლა და ასევე აქტიურად განაგრძო მეტოქე მცველების შეწუხება. ყოჩაღ. ამიტომაც იყო, როცა ბოლოსკენ სირბილაძით შეცვალეს, გულშემატკივარმა მადლობის ტაშით გააცილა.
მოკლედ, პირველი 3 ქულა მოვიპოვეთ. ახლა ესპანელთა სტუმრობის ჯერია და როგორც იტყვიან - გამაგრდით ბიჭებო!


საქართველო – ბელარუსი 1:0
თბილისი. “დინამო არენა.”
საქართველო: ლორია, ოქრიაშვილი (სირბილაძე 83), გრიგალავა, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე, ანანიძე (გორგიაშვილი 75), მჭედლიძე (კვირკველია 56)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
ბელარუსი: ვერემკო, კულჩიი, მარტინოვიჩი, კორნილენკო, ნეხაიჩიკი (ბორდაჩოვი 30), პუტილო, ჟავრენჩიკი (ბალანოვიჩი 34), ბრესანი, პოლიაკოვი, ტიგორევი (დრაგუნი 62), ვერხოვცოვი
მწვრთნელი: გეორგი კონდრატიევი
გოლი: ოქრიაშვილი (52)
გაფრთხილება: კანკავა (30), ლორია (86); მარტინოვიჩი (54)
მსაჯი: სტანისლავ ტოდოროვი (ბულგარეთი)

ჰო... ეს გოლი მეც ძალიან მომეწონა... :))))))) 

Rati Inashvili said:

52-ე წუთზე, უკრაინული “ილიჩევეცის” 20 წლის ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ბელარუსთა საჯარიმოში მასტერკლასი ჩაატარა – ორი მცველი ლამაზად გააბითურა, “კაცი კაცსა შემოსტყორცნა” და ულამაზესი გოლი შეა

RSS

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters