გვიანია, ღამეა და ძალიან დაღლილი ბრძანდებით, ერთი სული გაქვთ როდის დაწვებით და თვალებს დახუჭავთ, შეიძლება გონებაში ითვლით კიდეც და ტკბილად იძინებათ, მაგრამ გადის ერთი საათი და უცბად გეღვიძებათ, რა მოხდა ამ დროს? შეიძლება თქვენ რაიმე მიირთვით ძილის წინ. თუ თქვენ არ გინდათ შეგაწუხოთ უძილობამ, ამ ცამეტი საჭმლის მირთმევისგან თავი უნდა შეიკავოთ ძილის წინ.

1. შოკოლადი

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     შოკოლადი შეიცავს კოფეინს, განსაკუთრებით კი შავი შოკოლადი, კაკაოს მარცვლები, რითაც შოკოლადს ამზადებენ გამდიდრებულია კოფეინით, აგრეთვე ყავაც, რომელიც დილით ენერგიას მატებს, სტიმულატორია, სიფხიზლეს გინარჩუნებთ დღის განამვლობაში. შავი შოკოლადის ჭამა არ არის მიზანშეწონილი ძილის წინ. მაგალითად ჰერშელის შავი შოკოლადი შეიცავს 30 გრამ კოფეინს, რაც არის 25_დან 38 პროცენტამდე კოფეინი, რასაც შეიცავს საშუალო ჭიქის ყავა. შოკოლადი ასევე შეიცავს თეობრომინს, რაც გულის აჩქარება იწვევს და დაძინებაც რთულია ამ დროს. ძილის წინ თუ ძალიან მოგინდათ შოკოლადი, შეგიძლიათ მიირთვათ თეთრი შოკოლადი.

2. ცხარე, სანელებლებიანი საკვები

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     საჭმლის მონელება ძილის დროს შენელებულია, მთელი დღისგან გადაღლილი სხეული ემზადება დასასვენებლად. ცხარე საჭმლის ჭამა თქვენს ძილს შეუშლის ხელს და შეიძლება რამოდენიმეჯერ გაგაღვიძოთ ღამით, დილით კიდე გამოუძინებლები იქნებით. ცხარე საჭმელი აგრეთვე სხეულს ტემპერატურას მატებს, რაც თქვენი ძილის ხარისხს ამცირებს.ზოგიერთი კვლევა ადასტურებს რომ იგი იწვევს კოშმარებს. ჩიკაგოს ჰოსპიტალის უნივერსიტეტის ფსიქიატრის Lisa Medalie_ს რჩევაა, რომ ძილის წინ 2,3 საათი არ მიირთვათ ცხარე საკვები.

3. ყავა

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     ეს ბევრისთვის არაა გასაკვირი, კოფეინი ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას, ხელს უწყოფს ადრენალინის გამოყოფას, რაც ენერგიას გმატებთ. ყავას ეფექტი აქვს მინიმუმ 15 წუთი, მაგრამ შეიძლება 1 საათიც ქონდეს. ნახევარი ფინჯანი ყავის კოფეინის განდევნას ორგანიზმიდან სჭირდება 6 საათი, დაძინებამდე 12 საათით ადრე თუ დალევთ ყავას ყველაზე კარგია. თუ ფიქრობთ რომ უკოფეინო ყავა უძილობისგან დაგიცავთ, ცდებით. ზოგი ადამიანი კოფეინზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მათ უკოფეინო ყავაც ძილს უტეხს. დაძინებამდე 6 საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ უკოფეინო ყავა, თუ თქვენ გჭირდებათ ენერგია საღამოთი, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ არსებობენ ადამიანები ვისზეც კოფეინი ნაკლებად მოქმედებს, ან პირიქით.

4. ალკოჰოლური სასმელი

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     1_2 ჭიქა ღვინის დალევამ ღამით შესაძლოა მალე დაგაძინოთ, მაგრამ ასეთი ძილი არ არის დასვენება, კვლევამ აჩვენა რომ ნასვამზე ძილი იგივეა რომ გეღვიძოთ, ანუ ამ დროს ორგანიზმი ვერ ისვენებს. ალკოჰოლი არ აუმჯობესებს ძილის ხარისხს. კვლევებზე დაყრდნობით ჯანმრთელ ადამიანს ალკოჰოლი ეხმარება დაძინებაში, მაგრამ ძილის ფაზებს არღვევს, რამაც შეიძლება მეხსიერების პრობლემა შეუქმნას ადამიანს გაღვიძების მომენტიდან, სანამ ნორმალური ძილი არ აღდგება. რაც მეტ ალკოჰოლს სვავს ადამიანი ძილის წინ, მით უფრო მეტ ნეგატიურ ეფექტს იღებს. რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღება დაძინებამდე 4_6 საათით ადრე.

5. ცხიმიანი საკვები

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     პიცის ნაჭერი ან ჰამბურგერი შეიძლება მიირთვათ სადილზე, მაგრამ ცხიმიანი საჭმელი ძილის წინ ძალიან ცუდია. იგი ძილის ხარისხს ამცირებს. ვეტერინარების სამედიცინო ცენტრში ჩაატარეს ცდა ვირთხებზე, 8 კვირის განმავლობაში მათ კვებავდნენ ცხიმიანი საკვებით და აკვირდებოდნენ ძილზე გავლენას თუ იქონიებდა, შედეგებმა აჩვენა რომ ვირთხები რომლებიც ცხიმიანი საკვებით იკვებებოდნენ ჯანმრთელობა გაუარესდა. კვლევების თანახმად იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორექსინის გამოყოფასთან, ტვინის ნაწილთან, რომელიც ძილს არეგულირებს. ორექსინი ნარკოლეფსიის გამოწვევის მთავარი მიზეზია. ვინც ცხიმიან საკვებს ჭამს, მათ დღის განმავლობაში ძილი ერევათ, ფსიქიატრი და პროფესორი Alexandros Vgontzas აღნიშნავს რომ ცხიმიანი საკვები ამცირებს პიროვნების მენტალურ სიფხიზლეს.

6. წითელი ხორცი

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     ზოგიერთი საკვები, როგორიცაა, რძე, კარაქი, ყველი შეიცავს ისეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტეინებს. წითელი ხორციც გამდიდრებულია პროტეინებით, რაც წონაში დაკლებას უწყობს ხელს, მაგრამ ხელს უშლის მშვიდ ძილს. წითელი ხორცი და პროტეინებით სავსე საკვების ჭამა ძილის წინ ანადგურებს საჭმლის მონელების სისტემას, იგი აგრეთვე შეიცავს ამინომჟავას. წითელი ხორცი აგრეთვე ცხიმიანობითაც გამოირჩევა.

7. ცომეული

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     ცომეულს ბევრი მთელი დღის განმავლობაში მიირთმევს. იგი მდიდარია ნახშირწყლებით, რაც მარტივი მოსანელებელია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც მარტივად შეიწოვება და სისხლში შაქრის რაოდენობას მატებს, რაც დიდი ხანი აღარ გაძინებთ. როცა სისხლში შაქრის დონე დაიწევს, თქვენ ჩვეულებრივად შეძლებთ დაძინებას. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, იგი ძილის ფაზების დარღვევას უწყობს ხელს და შეიძლება რაოდენიმეჯერ გაგაღვიძოთ ღამე.

8. ბოსტნეული და ხილი

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     ბოსტენული და ხილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არა ყველა მათგანი, განსაკუთრებით ძილის წინ. ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ამის შესანიშნავი მაგალითია, ისინი შეიცავენ ამინომჟავებს და რთული მოსანელებელია, თუ ძილის წინ მიირთმევთ, შესაძლოა დიდი ხანი ვერ დაიძინოთ. სხვა ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ დღის განმავლობაში, ზოგიერთი ხილი მაგალითად ფორთოხალი და ჟოლოც რთული მოსანელებელია. პამიდორიც არ არის რეკომენდირებული ძილის წინ. მაგრამ რათქმა უნდა გამონაკლისებიცაა, ბანანის და ალუბლის ჭამა ძილის წინ კარგია, სალათის ფურცლების ჭამა ხელს უწყობს ტვინის რელაქსაციას.

9. ტკბილეულობა

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     ცდუნებაა გვიან ტკბილეულის ჭამა, ნამცხვარი, შოკოლადი, ან თუნდაც ნაყინი. ისინი ძილზე ცუდად მოქმედებენ, რადგან კალორიული არის და ენერგიას მატებს ადამიანს, ღამის ძილი მნიშვნელოვანია დასვენებისთვის, იგი არეგულირებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებმა რომ იმუშაონ დღის განმავლობაში, უძილო ღამეებმა სტრესის მომატება შეიძლება გამოიწვიოს. ტკბილეულობა იწვევს უძილობას, ამიტომ ძილის წინ არ არის რეკომენდირებული მისი მირთმევა.

10. სწრაფი კვების პროდუქტები

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ თქვენი საყვარელი საკვების მირთმევა დაძინებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ასე არ არის. აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ჩიფსები, ბურგერები და სხვა მრავალი. ისინი კავშირში არიან დიდ წონასთან, ღამით მათი ჭამა ხელს უწყობს მომატებას, ორგანიზმს უჭირს მისი გადამუშავება ძილის დროს. კვლევებმა აჩვენა რომ სწრაფი კვების პროდუქტები საზიანოა, განსაკუთრებით კი ძილის დროს.

11. წყალი

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია, იგი არეგულირებს ტემპერატურას, მას ბევრი ფუნქცია აქვს. საშუალოდ დღეში ადამიანმა 2 ლიტრა წყალი უნდა დალიოს. მართალია საჭმლის მონელება ღამით ნელდება, მაგრამ არ წყდება. სითხის ბევრმა მიღებამ ძილის წინ შეიძლება ხშირად გაგაღვიძოთ ღამე. ბევრი წყლის სმა ხშირად ღამ-ღამობით შესაძლოა გამოიწვოს ძილის არევა და უძილობა დაგემართოთ.

12. გაზიანი სასმელები

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     გაზიანი სასმელი არაა რეკომენდირებული ძილის წინ რამოდენიმე მიზეზის გამო, ისინი შეიცავენ შაქარს, კოფეინს და სხვა ხელოვნურ ნივთიერებებს, რაც ძილის ფაზებს არღვევს. თუ მიირთმევთ საკვებს და დააყოლებთ შემდეგ გაზიან სასმელს, ნამდვილად გაგიჭირდებათ დაძინება. ჯობია რამოდენიმე საათი არ დალიოთ დაძინებამდე გაზიანი სასმელი.

13. წამლები

13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ, mavne kerdzebi, mavne sachmeli, dzilis win mavne sachmeli, qwelly, interesting, ეს საინტერესოა, მავნე საჭმელი, ძილის წინ მავნე კერძები, არ ჭამოთ!

     წამლები არ არის საკვები, მაგრამ ამ სიაში მოხვდნენ რადგან ზოგი ადამიანი მოიხმარს მათ, არის მედიკამენტები რომლის დალევაც ძილის წინ არ არის კარგი, მათ შეიძლება ვერდითი მოვლენები ქონდეთ და უძილობა გამოიწვიოს. მედიცინაში დამტკიცებულია რომ ასთმის წამლები უძილობას იწვევს ზოგიერთი მათგანი შეიცავს ქიმიკატებს რომლების დაკავშირებულია კოფეინთან. გულის წამლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და კოშმარები. სხვადასხვა წამლები შეიძლება შეიცავდეს ქიმიკატებს რაც დაძინებაში ხელს უშლის. შეიძლება ზოგიერთი დილით დალიოთ და ღამე მაინც არ დაგაძინოთ. საუკეთესო გზა ამ პრობლემას რომ გაუმკლავდეთ არის ექიმთან მისვლა, რომელიც შეგირჩევთ სწორად წამლებს.

ტეგები: chocolate, qwelly, კულინარია, საკვები, სასმელი, ყავა

ნახვა: 4514

გამოხმაურებები!

მე მაინც ვერაფერი დამიფრთხობს ძილს :-)

ნათიასი და ძილის მეგობრობის ამბავი ვიცი მე :D ისე არიან, ვერაფერი ჩადგენა მათ შორის :D:D

Kakha მაშინ ცხიმიან საჭმელებს ბევრი ბანანი დააყოლე :D

ახლა სიას გადავხედე და მივხვდი, მზეზე გამომშრალი თევზეულის ჭამა შეიძლება დაძინების წინ, სხვა არაფერის. :D 

ლაშა მაგის ჭამას არ ჯობია მშიერმა დაიძინო? :D

მარიამ, რა თქმა უნდა სჯობს და მეც სწორედ ამაზე მაქვს აქცენტი - ანუ გამოდის ყოველ ღამე მშიერმა უნდა დავიძინო? :D

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა მაგის ჭამას არ ჯობია მშიერმა დაიძინო? :D

არაა, სალათის ფურცლები შეგიძლია მიირთვა :D ალუბალიც დააყოლე დესერტად :D

ლაშა_მ თქვა:

მარიამ, რა თქმა უნდა სჯობს და მეც სწორედ ამაზე მაქვს აქცენტი - ანუ გამოდის ყოველ ღამე მშიერმა უნდა დავიძინო? :D

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა მაგის ჭამას არ ჯობია მშიერმა დაიძინო? :D

ალუბლის წვენში ადღლამუზებულ სალათის ფურცლებს არაფერი შეედრებაო გამიგონია მარიამ. :(( 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

არაა, სალათის ფურცლები შეგიძლია მიირთვა :D ალუბალიც დააყოლე დესერტად :D

ძილის წინ ხშირად ვსვავ ყავას, მაგრამ მაინც მშვენივრად მძინავს :D 

ყველაფერი რომ ამიკრძალოთ, მაწონს მაინც შევჭამ!!! :D

ყავა არც ჩემზე მოქმედებს :D

ნეტა მაცოდინა ყველაზე გამოსაფხიზლებელი ყავა რომელია, აშკარად პირიქით მოქმედებს ეს ყავა, რაც მეტს ვსვამ, მით უფრო მერევა ძილი :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters