სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა

     ამერიკაში თითქმის ყველა ოჯახი მიირთმევს სწრაფი კვების პროდუქტებს ყოველდღიურად. მას არ სჭირდება საათობით მომზადება და სამსახურშიც ძალიან მოსახერხებელია. სწრაფი კვების პროდუქტებს ბნელი მხარეები აქვს, არაჯანსაღი კვება, რასაც თან ახლავს წონაში მატება და დაუსრულებელი დიეტები. მაგრამ წონის მომატება არაა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ არაჯანსაღ საკვებს მოაქვს, ისინი გამდიდრებულია ცხიმებით, ნახშირწყლებით, ხელოვნური ინგრედიენტებით, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

     აქ არის 16 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაანებოთ თავი სწრაფი კვების პროდუქტებს და მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

1. სწრაფი კვების პროდუქტები ამცირებს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის ფსიქიკური დაავადებების გაჩენის რისკს.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ჩატარდა სამედიცინო კვლევები, თუ რა კავშირშია სწრაფი კვების პროდუქტები ადამიანის გონებასთან. მათ მიაკვლიეს ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ მსგავს საკვებს, რის შედეგადაც მათი ტვინის ცვლილებები შეიმჩნევა. ცხიმიანი საკვები და შაქრის დიდი დოზა ინსულინის დონეს მაღლა წევს და ტვინი(ისევე როგორც სხვა ორგანოები) ნაკლებად მგრძნობიარე ხდება.

     ბრაუნის უნივერსიტეტიდან ექიმმა სიუზანმა და მისმა გუნდმა ჩაატარა კვლევა ვირთხებზე. სწრაფი კვების პროდუქტები ამცირებენ ტვინში სისხლის მიწოდებას, რაც ყურადღების მოდუნებას და ტვინის აქტივობის შემცირებას გულისხმობს.

2. ოქროსფერი ქათმის კერძი, რომელსაც რესტორანში მიირთმევთ, თითქმის არ შეიცავს ქათმის ხორცს.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     რა თქმა უნდა, როცა სახლში ამზადებთ ის ძალიან გემრიელია და შეიძლება ითქვას რომ ჯანმრთელი, მაგრამ რესტორანში იგივეს არ უნდა ელოდოთ. ხორცის მაგივრად თქვენ იღებთ ცხიმების, ქსოვილები, ნერვების, კანების და ძვლების კომბინაციას. გახსოვთ ჰოთ დოგი? ეს მასზე არანაკლებ მავნეა.

     მაკდონალდსი არწმუნებს თავის მომხმარებელს რომ ისინი მხოლო ქათმის მკერდს გამოიყენებენ ამ კერძის მოსამზადებლად, მაგრამ მისისიპის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები არ ეთანხმებიან მათ. ისინი ფიქრობენ რომ ამ კერძს სხვა სახელი უნდა ერქვას, იმდენად ცოტა რაოდენობით შეიცავს ქათმის ხორცს. მკვლევარებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ ინფორმაციის გავრცელება, რადგან ბევრი ამერიკელი ამას ყოველ დღე მიირთმევს, განსაკუთრებით კი ბავშვები.

3. გემრიელ ბურგერებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ სარეკლამო პოსტერებზე, ფოტოშოფით არის გაკეთებული.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ჩვენ ხშირად ვხედავთ ბურგერების რეკლამას ბილბორდებზე, რომლებიც ისე გემრიელად გამოიყურებიან, რომ მათი მირთმევის სურვილი გვიჩნდება. ამის შემდეგ ბევრი მიდის სწრაფი კვები ობიექტში მის შესაძენად, მაგრამ აღმოჩნდება რომ ის სულაც არ გავს პოსტერზე წარმოდგენილ ბურგერს, ამის შემდეგ მიხვდებით რომ ეს სურთები კარგად დამუშავებულია, რომ უფრო გემრიელი და მადისაღმძვრელი გამოჩნდეს.

     ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ უკეთ გაიყიდოს პროდუქტი. მარკეტინგის ექსპერტებს ქონდათ იდეა, რომ გამოეყენებინათ ადამიანის ვიზუალური აღქმა, იმისათვის რომ მას მონდომებოდა მათი პროდუქტი, მაგრამ ერთი შეძენა საკმარისია იმისთვის რომ დაინახოთ განსხვავება, თქვენს მოლოდინსა და ნაყიდ პროდუქტს შორის.

4. სწრაფი კვების საჭმელი შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი ბავშვის ქცევები.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ხელოვნურ საღებავებს გამოიყენებენ თითქმის ყველა სწრაფი კვების ობიექტში, რაც იწვევს ბავშვებში ჰიპერაქტიურობას და ყურადღების დეფიციტის პრობლემას. ჩატარდა კვლევები, პედიატრთა ჯურნალშიც გამოქვეყნდა სტატია საკვების მავნებლობი შესახებ. კვლევა ჩატარდა 3 წლის ბავშვებზე, მათ დაკარგეს ფოკუსირების უნარი, გახდნენ უფრო გაღიზიანებულები, ძილის პრობლემაც დაეწყოთ იმ დღეს როცა დიდი რაოდენობით დალიეს ფერადი ხილის წვენები, რომლებიც გამდიდრებულია სხვადასხვა საღებავებით და კონსერვანტებით.

     რაც ყველაზე უარესია, სურსათის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ 200 მეტი საკვები და წვენი, რომლებიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, შეიცავს საღებავებს და დანამატებს. თუ თქვენი ბავშისთვის კარგი გსურთ, დაალევინეთ ხილის გამოწურული წვენი და ჯანმრთელი საკვები მიეცით.

5. ამ საკვების ზოგიერთი ფერი მზადდება კოშენილის ჭიისგან.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ხშირად შეიძლება სვავდეთ წვენს, რომლის შემადგენლობაში ჭიაც შედის. ისინი არეულის საკვებში და წვენებში. რა თქმა უნდა ერთხელ წვენის დალევა არ დააზარალებს თქვენს შვილს, მაგრამ ეს არ უნდა იღებდეს სისტემატიურ ხასიათს, რადგან სერიოზულ პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით მათთვის ვინც ალერგიულია. საზოგადოებრივი ინტერესის დამცველთა სამეცნიერო ცენტრმა აღმოაჩინა რომ ხშირი მოხმარება შეიძლება ფატალური შედეგითაც დასრულდეს.

     13 წელი გავიდა, რაც CSPI_მა თხოვნით მიმართა FDA_ის, რომ სავალდებულო გამხდარიყო ამ ინგრედიენტის დაწერა ეტიკეტზე "საღებავის დანამატების" მაგივრად და მხოლოდ 2011 წელს მიიღეს ამის შესახებ კანონი. სამწუხაროდ დღემდე უმეტესობა არ კითხულობს შემადგენლობას, მაგრამ ყველაზე კარგი იქნებოდა თუ საერთოდ თავს დაანებებთ მსგავს საკვებს, რითაც თავიდან აიცილებთ მავნე ეფექტებთან გამკლავებას.

6. თქვენ ჭამთ მწერებს და მატლებს. FDA_იმ დაუშვა 1 მატლი 100 გრამ საწებელში.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ისინი ალბათ არ დაუშვებდნენ ამას, ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ იყოს, მაგრამ ამის ფიქრიც კი ამაზრზენია რომ ჩვენ ვჭამთ მწერებს და მატლებს, როდესაც კეჩუბი მოსხმულია სპაგეტზე ან პიცაზე.

     ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანმრთელობის და სოციალური დეპარტემენტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ამ საკვების მიღებამ შეიძლება მუცლის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს. ისინი ყველაზე საზიანოა თბილ ამინდებში. თუ ამის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, შემზარავია იმის ფიქრი რომ სახელმწიფოს მიერ დაშვებულია მათი გაყიდვა საკვებად.

7. სწრაფი კვების ობიექტში შეძენილი სალათები არ არის ისეთი სასარგებლო, როგორც თქვენ ფიქრობთ.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     როდესაც ადამიანები ამბობენ რომ სწრაფი კვების ობიექტებში არაფერი დაბალკაროლიური არაა, ისინი თითქმის ყოველთვის მართლები არიან. თუ თქვენ მიირთმევთ სალათას, არ იფიქროთ რომ ჭამთ დიეტურ და ჯანსაღ საკვებს. ისინი შეიცავენ ცხიმებს და ნატრიუმს და აქვს დიდი რაოდენობით კალორიები.

     Nicolette M. Pace დიეტოლოგმა ისაუბრა სხვადასხვა ტიპის სალათებზე, რომლებიც გავლენას ახდენს წონაზე და ჯანმრთელობაზე. მან აღნიშნა რომ მაკდონალდში სალათა შეიცავს 550 კალორიას, 30 გრამ ცხიმს და 1000 მილიგრამ ნატრიუმს. სალათა უფრო ჯანმრთელი საკვებია ვიდრე ბურგერი მაკდონალდში, თუმცა ის დიდი რაოდენობით არაჯანსაღ ნივთიერებებს შეიცავს.

8. კარტოფილი ფრი ხშირად არ არის ისეთი ახალი, როგორც თქვენ ფიქრობთ.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     მაკდონალდში კარტოფილი ფრი კეთდება ისე როგორც დანარჩენ სწრაფი კვების ობიექტებში, როდესაც ფიქრობ რომ ყიდულობ სუფთა საკვებს, თითქმის ყოველთვის ცდები. და თუ ფიქრობ რომ შეიცავს მხოლოდ სამ ინგრედიენტს: ზეთს, კარტოფილს და მარილს, ისევ ცდები. ლიმონმჟავის დახმარებით კარტოფილი ერთი თვის მერეც ახალივით გამოიყურება. ასეთი ძველი კარტოფილის მირთმევა არც ისე სასარგებლოა.

     ნიუ-იორკის კვლევითმა ცენტრმა აღმოაჩინა, რომ დაძველებული კარტოფილი ფრი იწვევს კუჭის წყლულს. იგი შეიცავს გლუკოზას, რაც იწვევს ასეთი საკვებებისადმი მიჩვევას. კარტოფილი ფრი შეიცავს ბევრ კალორიებს, თუ თქვენ ძალიან გიყვართ, შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში, ის მაინც გეცოდინებათ რომ ძველი არ არის.

9. სწრაფი კვების ობიექტებში გაფუჭებული საკვები ისევე გამოიყურება, როგორც ახალი.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     როდესაც გააკეთებთ სადილს და დაგრჩებათ ცოტა, ის მალე დაიწყებს გაფუჭებას მაცივარში. მაგრამ სწრაფი კვების ობიექტებში გაფუჭება არ ეტყობა საკვებს, ის ისევე გამოიყურება რამოდენიმე თვის მერეც, როგორც ახალი. ერთმა ადამიანმა ჩაატარა ცდა, იგი მაკდონალდსის ბურგერს ინახავდა 14 წელი, რომ ენახა რა მოუვიდოდა. საოცარია, ის იგივე დარჩა ამდენი ხნის განმავლობაში. აქედან ნათელია თუ რამდენად არაჯანსაღ და ძლიერ კონსერვანტებს შეიცავს ეს საკვები. შეიძლება ეს ბურგერი მომწამვლელიც იყოს ამდენი ხნის მერე, მაგრამ გარეგნულად არ ეტყობა არაფერი. როდესაც საკვები ფუჭდება, მას აქვს სუნი და სხვანაირად გამოიყუერება, რადგან ბაქტერიები და მიკროორგანიზმები ჭამენ მას. ბურგერები იმდენად გამდიდრებულია ხელოვნური ინგრედიენტებით რომ მიკრობებსაც ეკარგებათ მადა.

10. მილკშეიქი არის ხელოვნური.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ნამდვილი მილკშეიქი კეთდება რძით და ხილით, შეიძლება ცოტა თაფლი ან შაქარი დავუმატოთ. თქვენ ამ ყველაფერს ურევთ ბლენდერში. მაგრამ როდესაც გარეთ ყიდულობთ, სულ სხვანაირი გემო აქვს და ხშირად გაცილებით გემრიელია, მაგრამ რომ იცოდეთ ამ "ჯანსაღი" სასმელის შიგნით რა იმალება, აღარასდროს იყიდიდით. იგი სავსეა ხელოვნური ინგრედიენტებით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება არც გაგიგიათ. მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ იგი შეიცავს ხელოვნურ გემოს, ფერებს, კონსერვანტებს, შაქარს და ნატრიუმს, ეს ყველაფერი შეიძლება მავნე იყოს ხშირი მოხმარების შედეგად.

11. ყველი ამ საკვებში სინამდვილეში არ არის ნამდვილი ყველი.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ყველას უყვარს ყველიანი ბურგერები, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რომ ეს არ არის ნამდვილი ყველი. ეს არის "მდნარი ყველის პროდუქტი". ეს "ყველი" იაფია ნამდვილ ყველზე. ამას არ შეიძლება ყველი ეწოდოს, რადგან 50% ნამდვილ ყველს მაინც უნდა შეიცავდეს, რასაც არ შეიცავს. მწარმოებლები მას ამატებენ სახამებელს, საბოლოო პროდუქტი შეიცავს მეტ წყალს.

     ცხიმის შემცველობა არ არის განსაზღვრული, ამიტომ მწარმოებლები მას ამატებენ ცხიმის დიდ რაოდენობას, მაგრამ თქვენ ალბათ არ გექნებათ ინფორმაცია ცხიმის რაოდენობის შემცველობაზე. ეს ყველი მზადდება 88 გრადუს ცელსიუსზე, წარმოების პროცესში მას ამატებენ მჟავებს. ამ პროდუქტებიდან ბევრი შეიძლება ნამდვილი იყოს, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, მწვანილი, ზოგიერთი სანელებელიი, მაგრამ არა ყველი.

12. როდესაც უკვეთავთ კვერცხს საუზმისთვის, ეს შეიძლება იყოს კვერცხის შემცველი ქიმიკატები.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     კვერცხი საუზმეზე ჯანსაღი და ნოყიერი არჩევანია. როდესაც დილით შეჩერდებით რესტორანთან ჯანსაღი საკვების მისართმევათ და თქვენ აირჩევთ ომლეტს, თქვენ შეიძლება ყოველთვის არ გაგიმასპინძლდნენ ნამდვილი კვერცხით.

     ზოგიერთი რესტორანი ცდილობს აიღოს მეტი თანხა და დახარჯოს ნაკლები, ამიტომ ისინი ყიდულობენ კვერცხის შემცვლელს და თქვენ ამ დროს ფიქრობთ რომ ჯანსაღად იკვებებით, ამდროს თქვენ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი ადგება. შემცვლელი შეიცავს გლიცერინს, რაც საპონის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით, ეს კუჭს ძალიან აზიანებს.

13. ფეკალური ბაქტერიები გამაგრილებელ სასმელებში.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     სწრაფი კვების დანადგარები ხშირად არ არის სუფთა და ვირთხებსაც კი ურბენიათ. დიახ, ისინი შეიძლება შეფუთულია და საკვები და სასმელი ასე თუ ისე დაცულია, მაგრამ შეფუთვაზე თუ მოკიდეთ ხელი და საკვებსაც ხელით მიირთმევთ, ჩათვალეთ რომ ყველა ბაქტერია შეჭამეთ.

     გამაგრილებელი სასმლის შემთხვევაში, თქვენ პირდაპირ სვავთ, ასე რომ მთელ ბაქტერიებს ყლაპავთ. ბევრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გემრიელი საკვები მიირთვას და არ აინტერესებს შემცველობა, მაგრამ სწრაფი კვების დანადგარები სასმელს და საკვებს ბაქტერიებს უმატებს. ბევრ სწრაფი კვების ობიექტებში ბაქტერიები აღმოუჩენიათ სასმელ დანადგარებში. ეს საკმარისი უნდა იყოს რომ აღარ იყიდოთ მსგავსი სასმელი.

14. გაზიანი სასმელი არ აკმაყოფილებს თქვენ წყურვილს, პირიქით უფრო გწყურდებათ.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     თუ თქვენ წყურვილის მოსაკლავად გაზიან სასმელს სვამთ, ჯობია სულ არ დალიოთ, რადგან უფრო მოგწყურდებათ. მიზეზი თუ რატომ აწყურებს გაზიანი სასმელი, არის მისი შაქრის ჭარბი შემცველობა, და ტკბილეულის მირთმევის შემდეგ ადამიანს წყურდება. იგი იგივე რაოდენობის შაქარს შეიცავს, რამდენსაც კანფეტი, ეს აძლევს სასმელს ტკბილ და სასიამოვნო გემოს. ზოგჯერ ეტიკეტზე არ წერია რომ შაქარს შეიცავს, თუმცა არსებობს ბევრი სხვადასხვა სახელები რაც შაქარის შემცველობას აღნიშნავს.

15. საბვეი სენდვიჩი შეიცავს საშიშ ქიმიურ ნივთიერებას.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     გასაკვირი არ არის რომ მეტროს კვების ობიექტები, ერთ-ერთი უდიდესი საკვები მომწოდებელია მსოფლიოში, მათი ქსელი ნელ-ნელა იზრდება და მეტ მასშტაბურობას აღწევს. თქვენ შეიძლება ბევრი სენდვიჩი შეგიძენიათ მათ მაღაზიებში. თუმცა ამ ინფორმაციამ შეიძლება ამ საკვების ჭამის სურვილი დაგაკარგვინოთ. ეს სენდვიჩები შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ფეხმაცმლის ძირების და იოგას დასაგების გასაკეთებლად.

     ქიმიური ნივთიერება ეხმარება იაფად და სწრაფად აწარმოონ პური, ისინი კვლავ განაგრძობდნენ ამის გამოყენებას, მიუხედავად ყველაფრისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იპოვა ნივთიერება ამ საკვებში, რაც ასთმას და ალერგიას იწვევს. ეს ნივთიერება როცა თბება, ხელს უწყობს კიბოს და სიმსივნის წარმოქმნას. ამ ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, განაცხადეს რომ მათ შეწყვიტეს აღნიშნული ქიმიური ნივთიერების გამოყენება, თუმცა ვინ იცის.

16. როდესაც შეექცევით ბურგერს, თქვენ ამ დროს არამარტო ერთი ძროხის ხორცს მიირთმევთ.

bacteria, burger, calories, cheese, drink, egg, food, fries, meat, milkshakes, qwelly, restaurant, sandwiches, subway, ამერიკა, ბაქტერია, ბურგერი, გაფუჭებული, დიეტა, ეს საინტერესოა, კალორიები, კარტოფილი, კვერცხი, კვლევა, მავნებელი, მილკშეიქი, მწერი, ობიექტი, რესტორანი, საკვები, სასმელი, სწრაფი კვების პროდუქტების მავნებლობა, ყველი, წონა, ხორცი, ჯანმრთელობა

     ოდესმე გიფიქრიათ გახდეთ ვეგეტარიანელი, რადგან გიგრძვნიათ სინანული მაკდონალდში მირთმეული ბურგერის გამო. შეიძლება ამან ვეგეტარიანელი არ გაგხადოთ, მაგრამ შეგაჩერებთ და დაგაფიქრებთ სანამ კვლავ მიირთმევდეთ ბურგერს. ერთი ბურგერი მზადდება რამოდენიმე ძროხისგან.

     იაფი ნაწილები, რომლებიც არ გამოიყურება გემრიელად, არის ერთად კომბინირებული და გამოყენებული ჰამბურგერისთვის. თქვენ არ იცით ძროხის რა ნაწილს მიირთმევთ, ყურს თუ ენას. ერთად გროვდება ასეულობით ძროხის ნაწილები, რასაც გამოიყენებენ ბურგერებში.

აქვე იხილეთ:

 • 13 კერძი რომლის ჭამაც მავნეა ძილის წინ

ტეგები: Qwelly, კვება, კვლევა, საინტერესოა, საკვები, სასმელი, სწრაფი_კვება, ჯანმრთელობა

ნახვა: 4269

გამოხმაურებები!

ამიტომაც ვიყავი და ვარ მომხრე საკუთარი საჭმელი შემატანინონ :))

ამხელა ბუზი თუ ვერ დაინახე, კი ხარ ღირსი შემოგაპარონ კალიაც ))) 

კახა, თეოლოგიური დატვირთულობის გარდა, კიდევ რამე თვისებებს იცნობ კალიისას? მაგალითად, ჩახოხბილში ხოხბის შემცვლელად გამოდგება? )))) 

Kakha_მ თქვა:

კალიას უამრავი სასარგებლო თვისებები აქვს, ბუზის გვერძე ნუ დააყენებ :DD

სწორედ ამ უცნაური საჭმელების გამო ვერ ვმეგობრობ ფრანგულ სამზარეულოსთან. აბა დამისახელე რამე გემრიელი ფრანგული კერძი, აი რასაც ჰქვია გემრიელი. :D 

Kakha_მ თქვა:

არათუ თეოლოგიის არამედ ღრმა ონტოლოგიურ სიმბოლოსაც შეიცავს კალია, აი რაც შეეხება ჩახოხბილს ეს უკვე ფრანგებს უნდა კითხო ისინი არიან ტიტანი ქველინარები :DD

natia რა ჭკვიანურია რესტორანში საჭმლის შეტანა, მაგას ხო არ ჯობია ინგრედიენტები მივიტანო და ბარემ იქვე მოვამზადო რამე :D ისე ბუზს და კალიას შორის თუ დამიდგა არჩევანი, შიმშილს ვირჩევ :D

საუკეთესო დიეტური პოსტი ჩემი კალორიების მქონე ადამიანისთვის ♥ 

Tamila მიხარია თუ მოგეწონა :* ამას შიმშილის პოსტიც შეიძლება დაერქვას :D

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

საუკეთესო დიეტური პოსტი ჩემი კალორიების მქონე ადამიანისთვის ♥ 

მეექვსე "აკრძალვა" სუპერ საშინელია (( 

ლაშა მაგას ისედაც შეამჩნევ, თუ არადა დიდი-დიდი მუცლის ტკივილი გამოიწვიოს :D:D მე ძველი ბურგერები უფრო მადარდებს :D

ლაშა_მ თქვა:

მეექვსე "აკრძალვა" სუპერ საშინელია (( 

მარიამ, მუცლის ტკივილს ჩივი, მთავარია მერე ბზუილი არ გამოიწვიოს - ღამე რომ არ დამაძინოს (( 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ლაშა მაგას ისედაც შეამჩნევ, თუ არადა დიდი-დიდი მუცლის ტკივილი გამოიწვიოს :D:D მე ძველი ბურგერები უფრო მადარდებს :D

სწრაფი კვებაა პრობლემა თუ სწრაფად კვება? ))

მარხვაში სწრაფად შევჭამე ქოთანი ლობიო ( პატარა) - ითვლება ეს სწრაფ კვებად ?  რამდენად მავნეა ? )  

RSS

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters