ოტო ფონ ბისმარკი (1815–1898)

გერმანელი პოლიტიკოსი

÷

არასოდეს იმდენს არ ცრუობენ, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ.

÷

ჩვენ ყველანი ხალხი ვართ, მთავრობაც – ასევე.

÷

პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა.

÷

თავისუფლება ფუფუნებაა, რისი უფლებაც ყველას როდი შეუძლია მისცეს თავის თავს.

არისტოტელე (384–322 ძვ. წ. ა.)

ბერძენი ფილოსოფოსი

÷

დესპოტური სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, სადაც ყველა მონაა და მხოლოდ ერთია თავისუფალი.

÷

ქმედება – ესაა თეორიისა და პრაქტიკის ცოცხალი კავშირი.

÷

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის.

÷

ერთსულოვნება – თანხმობა მიზნის მიღწევაში.

÷

სიქველის ფლობისთვის ცოდნა ცოტას ან სულაც არაფერს ნიშნავს.

÷

მადლიერება ყველაზე სწრაფად ბერდება.

÷

რამდენი რამ შეიძლება მოხდეს ღვინის თასსა და ბაგეს შორის.

÷

აღზრდა ბედნიერებაში სამკაულია, უბედურებაში – თავშესაფარი.

÷

თავდაჭერილობა იმაში მდგომარეობს, რომ წინ აღუდგე ვნებებს.

÷

სიმთვრალე ნებაყოფლობითი სიგიჟეა.

÷

გონიერება სხვა არა არის რა, თუ არა უზენაესი სიკეთისკენ მიმართულ ქმედებათა შერჩევისა და აღსრულების უნარი.

÷

სამშობლო იქაა, სადაც კარგად ვართ.

÷

თავდაჯერებულია ის, ვისაც სწამს თავისი უპირატესობა და სჯერა, რომ ცუდი არა შეემთხვევა რა.

÷

თავხედობა – თვითდამკვიდრება სხვის ხარჯზე.

÷

თავშეუკავებლობა ჩვეულებისმიერი ბიწიერებაა, აღვირახსნილობა – ბუნებისმიერი.

÷

ზნე – ხასიათის მყარი თვისება, გამოხატული ქცევის წესებით.

÷

სერიოზულობა სიცილით იმსხვრევა, სიცილი – სერიოზულობით.

÷

სინიდისი – კეთილი ადამიანის მართალი მსჯავრი.

÷

ქედმაღალი – კაცი, სიდიადის ნიმუშად რომ მოაქვს თავი.

÷

სტილის ღირსება სიცხადეა.

÷

ბედნიერება – კეთილდღეობისა და სიქველის ჯამი.

÷

უფრო მედგარი ისაა, ვინც სურვილებს სძლევს და არა მეომრებს, მამაცი კი ის, ვინც თავის თავს სძლევს.

÷

გონიერება მარტო ცოდნაში როდი მდგომარეობს, არამედ უნარშიც – საქმეს მოახმაროს ცოდნა.

÷

ღირსება ჯილდოა, სიქველისთვის მინიჭებული.

÷

სიშმაგე სიმამაცის ძალაა, განსაცდელის შესაგებებლად აღძრული.

ჟან ანუი (1910–1987)

ფრანგი დრამატურგი

÷

ყველას ჰგონია, რომ ღმერთი მის მხარესაა. მდიდარნი და ძლიერნი ამა ქვეყნისანი კი ამაში დარწმუნებულნი არიან.

÷

იმას, ვინც ბედნიერი იყო სიყვარულში, წარმოდგენაც არა აქვს მასზე.

÷

უცოლო კაცი მეფესავით ცხოვრობს, მაგრამ ძაღლივით კვდება; ცოლიანი კი ძაღლივით ცხოვრობს, მაგრამ მეფესავით კვდება.

÷

ქალი ყოველთვის თანაუგრძნობს მის მიერ მიყენებულ ჭრილობას.

÷

მხოლოდ ძველი გაზეთები უნდა იკითხო. ათი წლის შემდეგ ყველაზე ცუდი „ახალი ამბები“, ღმერთმანი, სასაცილო გეჩვენება.

ტეგები: Qwelly, აზრი, გამონათქვამები, გონება

ნახვა: 46

გამოხმაურებები!

გონიერება მარტო ცოდნაში როდი მდგომარეობს, არამედ უნარშიც – საქმეს მოახმაროს ცოდნა. :)) <3

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters