ძალაუფლება ორნაირი არსებობს!-ერთი-სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორი კი – სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული,რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.


მე უზომოდ მიყვარს ჩემო თავისუფლება, ამოტომ ისეთს არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.


პირადი ცხოვრების სიწმინდე აუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო.


ქალის ჭეშმარიტი სილამაზე, მისი შინაგანი ბუნებაა.პირივნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხდავად იმისა, არის თუ არა შენი მეგობარი ის ვინც გიყვარს.


უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.


სიბრძნე გამოცდილებით მტკიცდება.


როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებებსაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებ ხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლილხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ.


წინააღნდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობლიურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს.


არ მინდა განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავალის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი ერ ჩემთვის არ მოუნიჭებია.


საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.


ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.


მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.


ცოცხალი არსებათა შორის ადამიანი ერთადერთია,რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად, ადამიანი მოვალეა მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი მატერიალული კეთილდღეობის გაუმჯოებესებაზე, არამედ იმაზეც, რომ დღითიდღე მიუახლოვდეს თავის შემოქმედს, -ღმერთს.


გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.


მტკიცე დისციპლინა – ტანჯვით მიიღწევა.


მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს. 

ტეგები: Qwelly, გამონათქვამები, განდი, ეს_საინტერესოა

ნახვა: 1202

გამოხმაურებები!

ბოლო ვერ გავიგე - დიდხანს სიცოცხლის გამო თუ თავისუფლების მოპოვებისთვის?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარკიპელაგი - მოტივტივე კუნძულები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 22, 2020.
საათი: 10:52pm 0 კომენტარი

      მთელს მსოფლიოში, უამრავი კუნძულია, რომლის ყიდვაც შეგიძლია და დასახლება, მაგრამ ზოგჯერ გამოუსაგარი და შეუძლებელი ხდება კუნძულზე ცხოვრება. ოცნებების ასასრულებლა კი კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძულები შექმნეს, რომელსაც სადაც გინდა იქ წაიღებ. მოტივტივე კუნძულების პარკი სულ მალე გაიხსნება კოპენჰაგენის ნავსადგურში. დანიურმა კომპანიამ, სტუდიო ფოკსტროტმა (Studio Fokstrot) და ავსტრალიელმა არქიტექტორმა მარშალ ბლეჩერმა (Marshall Blecher) მოიფიქრეს…

გაგრძელება

პოპულარობა ტერორიზმით, მეორე ტური და ელჩობა ოპოზიციაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ერთ კვირაში შემოდგომაც მიილევა. მიწურულს კი თოვლმა გაამშვენა წითელი ფოთლების ფრენა და ნარნარი. კორონასგან მიყენებული ლეტალური ზიანი არ კლებულობს, ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. ხვალ ისევ არჩევნებია და ოპოზიცია ისევ უარზეა. ტერორიზმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვირუსი სტატისტიკა - 96860 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 77932, გარდაცვლილი - 894, კარანტინში - 2226. დოლარი 3.3073 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

არჩევნები უკორიდოროდ იქნება, დღგ დაბრუნდება და თოვლიც უფრო მოიმატებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პირველი თოვლით დავსაჩუქრდით ნოემბერში - თბილისში უკვე ჩამოთოვა, ჯერ მხოლოდ წავკისსა და წყნეთში, მაგრამ ალბათ მალე რუსთაველზეც მოთოვს. იქამდე კი აქციებით დაიფარება ეს ქუჩა - ამას პროგნოზირებენ ოპოზიციონერები. იცოდით რომ კეთილდღეობით ვცხოვრობთ? - საქართველომ 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ შეფასების 100%-იანი შკალიდან 61.8% მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53-ე ადგილზე შეინარჩუნა. ვირუსი სტატისტიკა - 93092 კოვიდ დადასტურებული, აქედან…

გაგრძელება

ოპოზიციისა და პოზიციის დანახული პომპეო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ყოველგვარი შესავლის გარეშე - დღის მთავარი ამბავი პომპეოს ვიზიტი იყო და მისი პოზიციურ-ოპოზიციური მხარეები, განაზრებანი, განმარტებანი, განზრახვანი, თარგმანნი და ა.შ. კორონა მატულობს და მატულობს სიცივეც - მომდევნო ორი დღე თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჩინეთი ჩამოვიტოვეთ მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში - 89395 კოვიდ დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 71468, გარდაცვლილი - 815, კარანტინში - 2370. დოლარი 3.2919 ლარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters